შაბათი, მაისი 9, 2026

„ჩემი პასუხი “ექსპერტებს” და “განათლებულ” ადამიანებს…“

04/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„ჩემი “დონე” რას ნიშნავს…


ფილოლოგი მეუბნება, შენთან ლაივი მინდა ვაქცინაციასთან დაკავშირებითო… (?!)


სპორტსმენი მეუბნება, იმუნიტეტი მიცავს და ამიხსენით, რათ მინდა ეს ვაქცინაო?!


მსახიობი მიმტკიცებს, რომ ვაქცინაში არის რაღაც ქიმიკატი და ამიხსენიო…(?!)


ვაიპოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით…(?!)


ბებო მარო (სკოლა – 8 კლასდამთავრებული) მეუბნება, ამიხსენით, ვაქცინაში რა არისო….(?!)


უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ (ვაქცინას გულისხმობენ)?!


ახალგაზრდა კოლეგა მეუბნება, შენ რა იცი, ამდენს რომ საუბრობო და საერთოდ ეს შენი პუბლიკაციები ნაგავიაო (ერთი ახალგაზრდა, რომელიც, სხვათა შორის, ევროპაში აგრძელებს სწავლას) და რძე რომ არ შეშრობია ტუჩებზე, საერთოდ “ჭკუას მასწავლის” და იძახის, რომ მე დეზინფორმაციას და მანიპულაციას ვეწევი…(?! )


და ასე შემდეგ…. თან ყველამ უკვე იცის, რა არის ვაქცინის შემადგენლობა


ჩემი პასუხი ამ “ექსპერტებს” და “განათლებულ” ადამიანებს:


მე არ ვარ ფილოლოგი და ქართული სკოლაში არ მისწავლია, სულ ბოდიშს ვიხდი, რომ კარგად ვერ ვსაუბრობ/ვწერ ქართულად


მე არ ვარ სპორტსმენი (ბავშვობაში ჭიდაობაზე დავდიოდი), რომ აგიხსნათ, როგორ უნდა ივარჯიშო, რომ ჩემპიონი გახდე…


მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ მყავს მეგობარი ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე Dato Liklikadze… იმას ვერასდროს ვაჯობებ


მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ


მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, სკოლა 10 წელი, სამედიცინო 6 წელი, მაგისტრატურა 1 წელი, სადოქტორო 5 წელი… მე-2 სადოქტორო 3 წელი (ვერ დავამთავრე, ნერვები არ მეყო… სომალიში წავედი )


მე არ ვიყავი უმუშევარი 18 წლიდან, დიახ, სულ 2-3 და ზოგჯერ 4 სამსახური მქონდა ერთდროულად და ბოლო 25 წელიწადში ვმუშაობდი/ვცხოვრობდი 22 ქვეყანაში და, ალბათ, 90 ქვეყანაში ვარ ნამყოფი/ნამუშევარი სხვადასხვა პროექტებზე ..


მე ვმუშაობდი სანიტრად, მედძმად, უმცროს ექიმად (ქირურგად), გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ექიმად, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია მაქვს აღებული საქართველოში, ნეპალში, ინდოეთში, კენიაში და სომალიში (მხოლოდ სომალიში – სომალურ ჯიგრულ პონტში მინისტრმა. მომცა/ნახევრად ტერორისტი ტიპი იყო ). პირველი წიგნი 2001 წელს დავბეჭდე და მერე ბევრი წიგნი და სტატია დამიგროვდა ქართულ და ფრანგულ ენებზე (https://scholar.google.com/citations?user=JnAQPacAAAAJ).


სამედიცინო განათლების კუთხით, 2007 წლიდან ვასწავლი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ვარ კათედრის გამგე/პროფესორი და ასევე პოლონეთის და უკრაინის სამეცნიერო საბჭოს წევრი და გავის ალიანში (GAVI) ხო საერთოდ წლებია სხვადასვა დამოუკიდებელ სამეცნიერო/ტექნიკური საბჭოს წევრი ვიყავი/ვარ, აღარ ვამბობ ევროკავშირის, ამერიკის მთავრობის და გაეროს გენმდივნის მრჩევლობაზე….. ხო და რისი თქმა მინდა …. თქვენ რომ მოდიოდით, მე უკვე 10 ჯერ წამოსული ვიყავი


როცა გავხდი 43 წლის, გადავწყვიტე, რომ პენსიაზე წავსულიყავი…. და ახლა ვარ პენსიონერი, მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს, რომ მაინც ვარ ჩართული 10-ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მარტო იმას, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს …..


ვცხოვრობ ჟენევა – პარიზი – თბილისი და ეს ჩემი არჩევანია


ჩემი პატარა რჩევა ყველა “ექსპერტს” და “ზეგანათლებულ”, “ზეერუდირებულ” ადამიანებს – სანამ დაიწყებთ ვაქცინის შემადგენლობაზე საუბარს, გადახედეთ ამ სურათებს და თუ მიხვდებით, რა არის ამ სურათებზე და მინიმუმ ჩემი დონე (განათლება/გამოცდილება) გექნებათ, მე პრობლემა არ მაქვს, რომ დავსხდეთ და ინტელექტუალური საუბარი გვქონდეს საერთოდ, ინტელექტუალურ საუბრებში იბადება ჯეშმარიტება ….

იმედია, მიხვდით, რაც დავწერე და რატომ…








Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

საჯარო ლექცია…

11/04/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) და მასთან ბრძოლა საუკუნის გლობალურ გამოწვევად იქცა..


დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში, ფართო აუდიტორიისათვის დაიგეგმა ონლაინ შეხვედრა ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტთან გიორგი ფხაკაძესთან. იგი გახლავთ – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური განხილვის პანელის ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი


პროფესორი გიორგი ფხაკაძე ისაუბრებს მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი სიტუაციის ანალიზსა და სხვადასხვა ქვეყნებში COVID -19 -ის მართვის არსებულ გამოცდილებაზე, შეაფასებს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსა და მოსალოდნელ რისკებს.

სამშაბათი, 14 აპრილი, 14:00 საათი
დასწრება თავისუფალია.


იხილეთ ბმული:
https://dtmu.zoom.us/j/352203654


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=208&lang=2




ადამიანის Y ქრომოსომა სრულად გაშიფრეს

31/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

შარშან მეცნიერებმა ადამიანის გენომის ყველაზე სრულყოფილი მიმდევრობა წარმოადგინეს ისტორიაში; მაგრამ მას ერთი მცირე ნაწილი აკლდა: Y ქრომოსომა.


როგორც იქნა, ადამიანის ქრომოსომის ოჯახის ეს ყველაზე პატარა წევრი ახლა საბოლოოდ გაიშიფრა (სეკვენირება), რითაც შეივსო ფაზლი, რომლის აწყობასაც ოცდაათი წელიწადი დასჭირდა.


შედეგად მიიღეს ადამიანის ყოვლისმომცველი გენომი, ისეთი, რომელიც ახლა უკვე შეიძლება შეიცავდეს საიდუმლოებს მამაკაცის ნაყოფიერების შესახებ.


„ახლა, როდესაც Y ქრომოსომის 100 პროცენტით სრული მიმდევრობა გვაქვს, შეგვიძლია გამოვავლინოთ და შევისწავლოთ მრავალი გენეტიკური ვარიაცია, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს ადამიანის თვისებებსა და დაავადებებზე იმ სახით, რაც აქამდე არ ვიცოდით“, — ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის გენეტიკოსი დილან ტეილორი.


Y ქრომოსომა მრავალ განმეორებად მიმდევრობას შეიცავს — მათ შორის, რამდენიმე გრძელ პალინდრომსაც, რაც ამ დრომდე დიდწილად „წაუკითხავი“ იყო.


აშშ-ის ადამიანის გენომის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის გენეტიკოს არანგ რის ხელმძღვანელობით, კონსორციუმმა, სახელად Telomere-to-Telomere, სეკვენირების მოწინავე ტექნოლოგია და ახლახან შექმნილი ბიოსაინფორმაციო ალგორითმები გამოიყენა დნმ-ის გრძელი მონაკვეთების ერთმანეთთან მიბმისთვის, რითაც საბოლოოდ, მთლიანად გაშიფრეს Y ქრომოსომა.


„ვიცოდით, რომ ამ დრომდე არასრულყოფილი სურათი გვქონდა“, — ამბობს ჯონ-ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოთვლითი ბიოლოგი რაჯივ მაკკოლი.


აქამდე, Y ქრომოსომის სქემას ფუძეების ნახევარზე მეტი აკლდა.


ასეთი ნაპრალები, რომელთაგან ბევრი მოიცავდა სპერმის წარმოებასთან დაკავშირებულ გენებს,განაპირობებდა არასწორ დასკვნებს სხვა კვლევებში. მაგალითად, ადამიანის ზოგიერთი იქამდე უცნობი Y მიმდევრობა შეცდომით მიიჩნიეს ბაქტერიული დნმ-ის დამაბინძურებელ ნიმუშად.


„თუმცა, პირველად ისტორიაში, ახლა უკვე შეგვიძლია მთლიანი გენომი ვიხილოთ, თავიდან ბოლომდე“, — ამბობს მაკკოი.


ჯგუფმა დნმ-ის მიმდევრობა 30 მილიონზე მეტი „ასოთი“ ამოავსო, რათა Y ქრომოსომა მთლიანად აეწყო: ჯამში 62 460 029 ფუძე. ასევე შეასწორეს წარსულში სეკვენირებულ სექციებში არსებული მრავალი შეცდომა და აღმოაჩინეს 41 ახალი, ცილის დამშიფრავი გენი.


„უდიდესი სიურპრიზი იყო, თუ რამდენად ორგანიზებულია განმეორებები. ქრომოსომების თითქმის ნახევარი ორი სპეციფიკური, განმეორებადი მიმდევრობის, სახელად თანამგზავრი დნმ-ისგან ალტერნატიული ბლოკებისგან შედგება. წარმოქმნის უმშვენიერეს, დალიანდაგებული საბნის მსგავს მახასიათებელს“, — ამბობს აშშ-ის ადამიანის გენომის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერი ადამ ფილიპი.


მეორე კვლევაში, რომელსაც ჯეკსონის ლაბორატორიის გენეტიკოსი ფილ ჰალასტი ხელმძღვანელობდა, მკვლევრებმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს, reference sequence მონაცემთა ბაზის გამოყენებით, 43 მამაკაცი ინდივიდის Y ქრომოსომები ააწყეს; მამაკაცთა ნახევარი აფრიკული წარმომავლობის იყო.


ერთობლივად, ეს წყებები მოიცავდა ადამიანის ევოლუციის 183 000 წელიწადს და გამოავლინა რამდენიმე საოცარი ვარიაცია Y ქრომოსომაში.


ერთი ის, რომ Y ქრომოსომები ძლიერ განსხვავდებოდა ზომებში, რაც მერყეობდა 45,2 მილიონიდან 84,9 მილიონ ფუძის წყვილამდე სიგრძეში.


ასევე დაფიქსირდა უცნაური სტრუქტურული განსხვავებები: გენების ზუსტი თანმიმდევრობები შენარჩუნებული იყო, მაგრამ ხანდახან, ამოყირავებული იყო დნმ-ის დიდი სექციები, რომლებიც Y ქრომოსომის გასწვრივ საპირისპირო მხარეს იყო მიმართული.


„როდესაც ხედავ ვარიაციას, რომელიც იქამდე არ გენახა, ყოველთვის გაქვს იმედი, რომ ეს გენომური ვარიანტები მნიშვნელოვანი იქნება ადამიანის ჯანმრთელობის შესასწავლად“, — ამბობს ფილიპი.


ბოლო პერიოდში გაირკვა, რომ Y ქრომოსომაში არსებული გენები ჩართულია მამაკაცებში გავრცელებული კიბოების აგრესიულ ფორმებში; დადგინდა ისიც, რომ Y ქრომოსომის დაკარგვა ხელს უწყობს შარდის ბუშტის კიბოს განვითარებას.


პერსონალიზებული მედიცინის ახალი ერა ნიშნავს იმას, რომ თუ სეკვენირების ტექნოლოგიების წინსვლა გაგრძელდა, საშუალება გვექნება, რომ იაფად გაიშიფროს არა მხოლოდ შერჩეული სექციების, არამედ მთლიანი გენომის თანმიმდევრობა.


კვლევები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/adamianis-y-qromosoma-srulad-gashifres-1tvmecniereba/?fbclid=IwAR230kyuTeu8i6Ef_-pe-t9Fart38d24-mdADrytG_l7OCBp3jPD-FJywcQ


„ანტივაქსერების სექტის ოფიციალური “ავტორიტეტი” გავხდი რა პატივია❗️“

31/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ანტივაქსერების სექტის ოფიციალური “ავტორიტეტი” გახდა.


„ანტივაქსერების სექტის ოფიციალური “ავტორიტეტი” გავხდი რა პატივია❗️


ანტივაქსერების სექტამ, თავისი რუსული (ჩინური არ ვიცი/არა მგონია)


დამფინანსებლებით, დაიწყო მასიური შეტევა ჩემ წინააღმდეგ. 6 ამოჭრილი/ძველი ლაივი,კონტექსტიდან ამოვარდნილი ვიდეო დღეს გამომიგზავნეს.


რა ვიცი, დღეს ლუვრში ვიყავი და ნამდვილად სულიერად დავისვენე და, თქვენ, ვინც ხართ ამ ბინძურ საქმეში ჩართული, გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.


სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, აიცერით❗️


ჩუმად, მაგრამ მაინც აიცერით. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ თქვენივე საფრთხოებისთვის დროზე უნდა აიცრათ ფაიზერის ვაქცინით და, თუ ხართ საზღვარგარეთ, მოდერნაც კარგია


ჯანმრთელობას გისურვებთ


პ.ს: გვეშველება ?! იმედი მაინც მაქვს, მაგრამ…..





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

რეგისტრაციაზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ რეგისტრაცია

31/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ რეგისტრაცია იწყება.


„პირველკურსელთა რეგისტრაცია 2023 !


„დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ რეგისტრაცია ჩატარდება 5-8 სექტემბერის ჩათვლით, 11:00-16:00 საათამდე


რეგისტრაციაზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:


. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;


. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;


. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებისთვის);


. 2 ც. ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ. ვერსია (CD).


18 წლამდე პირებმა ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობა და რეგისტრაციაზე გამოცხადდნენ მშობლის/კანონიერი


წარმომადგენლის თანხლებით. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის


დამადასტურებელი დოკუმენტი.


მისამართი: ლუბლიანას ქუჩა 2/6, .


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


+995 322 51 68 98;


registration@dtmu.edu.ge“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


ჩვენი მისიაა „მედიცინის დარგში მეცნიერებაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა.”


ჩვენ გვჯერა, რომ სამყაროს შეცვლაა შესაძლებელი განათლების მეშვეობით; განათლებული ადამიანები ავითარებენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, ამცირებენ სიღარიბეს, ზრდიან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას საკუთარ საზოგადოებასა და მსოფლიოში, უფრთხილდებიან ეკოლოგიას, ზრუნავენ და ქმნიან მომავალი თაობების კეთილდღეობას…


ჩვენ ვვითარდებით იმის რწმენით, რომ ყველა ახალგაზრდა იმსახურებს მაღალი ხარისხის განათლებას და რომ, განათლების შესაძლებლობა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ექიმობა არის ძალზე ღირსეული და მნიშვნელოვანი პროფესია; ამასთან, ყველა ახალგაზრდა, რა მიზეზითაც არ უნდა ჰქონდეს მას ეს პროფესია არჩეული, უნდა აცნობიერებდეს რამდენად დიდი შრომაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად.


ჩვენმა უნივერსიტეტმა, 29-წლიანი მოღვაწეობის საფუძველზე, საგრძნობი წვლილი შეიტანა მედიცინის დარგისთვის ღირსეული კადრის მომზადებაში. სადაც არ უნდა მოღვაწეობდნენ „აიეტელები“, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ისინი შედგნენ, როგორც პროფესიონალები – გულისხმიერნი პაციენტისთვის და პასუხისმგებლიანი დარგისა და საზოგადოების წინაშე. ამას მოელის უნივერსიტეტი თქვენგანაც.


ჩვენი ფაკულტეტი და პედაგოგები, უნივერსიტეტის პარტნიორი ინსტიტუციები ეროვნულ და სართაშორისო დონეზე, მზად არიან თქვენთან სამუშაოდ, სასწავლო პროცესში, კვლევით და სხვა აქტივობებში თქვენს ჩასართავად, თქვენი კარიერული განვითარებისთვის საჭირო კონსულტაციებისა და ხელშეწყობისთვის.


ძვირფასო სტუდენტებო, მხოლოდ ცოდნისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონით არის შესაძლებელი თითოეულმა სპეციალისტმა იპოვოს თავისი ჯეროვანი ადგილი საზოგადოებაში. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი უნივერსიტეტი.


დტსუ-ს აკადემიური საზოგადოების წევრთა სახელით გისურვებთ წარმატებებს სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში. ერთად ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სამედიცინო, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვითი მეცნიერებების წინსვლასა და პროფესიულ საზოგადოებათა განვითარებაში.


ლევან ტვილდიანი


პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

წიგნის ონლაინ პრეზენტაცია

27/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის,


“სამედიცინო დაწესებულებების არქივი” ონლაინ პრეზენტაცია.


ნაშრომი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სამედიცინო დაწესებულების არქივების უკვე არსებული, ანდა მომავალი არქივარიუსებისთვის. იგი წარმოადგენს გზამკვლევს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რათა შექმნან და განავითარონ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო არქივი.


წიგნი შექმნილია რჯც-ს (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი) და დტსუ-ს (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ავტორთა მრავალწლიანი, ერთობლივი თანამშრომლობით: მანანა ლოსაბერიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი);


გიორგი ფხაკაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);


ნანა მგალობლიშვილი (დიპლომირებული მედიკოსი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დირექტორი);


ანა ბოლქვაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი);


ნუგზარ ბოლქვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი); თამარ თალაკვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);


თეიმურაზ ზურმუხტაშვილი (არქივმცოდნე).


წიგნის ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვება


გიორგი ფხაკაძე – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD)


წიგნი “სამედიცინო დაწესებულებების არქივი” გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით.


დაინტერესებული პირები ეწვიეთ ბმულს:


https://dtmu.zoom.us/j/94765789706
დასწრება თავისუფალია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=241&lang=2


პროფესორ გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია

14/05/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში წარმომადგენლობითი ონლაინ აუდიტორია შეიკრიბა –


დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახით.


აზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრმა (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრმა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მათთან ერთად ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში COVID -19 მართვის არსებულ გამოცდილებაზე, მოახდინა პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციის ანალიზი და შეაფასა მოსალოდნელი რისკები.


უპრეცენდენტო ონლაინ შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თითოეული უნივერსიტეტის სტუდენტს ჰქონდა კომენტარებისა და აქტუალური შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა „მსოფლიო წესრიგის“ აღდგენის მთავარი იარაღი – ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პერსონალური დისტანცირების გზით, ამავდროულად, მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მათი განათლების უზრუნველყოფა!..


იხილეთ ჩანაწერის ბმული:

https://www.facebook.com/DavidTvildianiMedicalUniversity/videos/234723367890279/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=209&lang=2


დტსუ-ს პროფესორი გ.ფხაკაძე არჩეულ იქნა

02/11/2019

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

პროფესორი გიორგი ფხაკაძე არჩეულ იქნა ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის მოწინავე ბაზრის ვალდებულების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრად.


2007 წლიდან პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლავთ, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს სოციალურ და ქცევათმეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას.


პროფესორი ფხაკაძე 2016 წლიდან განაგრძობს გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების ექსპერტად მუშაობას ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გლობალურ სტრატეგიაზე. იგი 2014 წლიდან გახლავთ ტექნიკური განხილვის ექსპერტი (TRP), GFATM,


თანდართული ბმული:

GAVI IAC – https://www.gavi.org/investing/innovative-financing/pneumococcal-amc/iac/

UNSG IAP – https://iapewec.org/about/members-2/giorgi-2/

GFATM TRP – https://www.theglobalfund.org/en/technical-review-panel/members/


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=192&lang=2


პირველ ქართულ-ინგლისურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონთან დაკავშირებული ტექნიკური მხარეების მიმოხი

26/02/2018

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

26 თებერვალს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა გაეროს სააგენტოების და წარმომადგენლები და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრეებმა განიხილეს პირველი ქართულ-ინგლისური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის ტექნიკური მხარეები.


შეხვედრაზე პროფ. გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ქართულ-ინგლისური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის მნიშვნელობაზე, როგორც ქართულ ჯანდაცვით სფეროში საერთაშორისო ტერმინების დანერგვისა და მათი სისტემატიზირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობაზე.


მან ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული ლექსიკონის ქართული უნივერსიტეტების მიერ სასწავლო და კვლევით პროცესში ჩართვის მნიშვნელობასაც. პროფ. გიორგი ფხაკაძემ ლექსიკონის სრულყოფილი ფორმით დასრულებისთვის ტექნიკური მხარის მიმოხილვაში ჩართვა სთხოვა რეგიონალურ უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.


ქართულ-ინგლისური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის პირველი გამოცემა 2018 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.


აღნიშნულ ლექსიკონზე მუშაობის პროცესში ჩართვის მსურველ ნებისმიერ უნივერსიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაციას, გაეროს სააგენტოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ლექსიკონის განვითარების პროცესში.


სტატია

ლინკი: https://liberali.ge/articles/view/35182/jandatsvis-sistemashi-chven-gvchirdeba-evolutsia-da-ara-revolutsia



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=119&lang=2


გიორგი ფხაკაძის ინტერაქტიული ლექცია “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის

19/07/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

2017 წლის 19 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ლექცია – დისკუსია თემაზე “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების მისაღებად“.


შეხვედრას ესწრებოდა 30-ზე მეტი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტი, სერვისების პროვაიდერების წარმომადგენლები და მაღალი რანგის მენეჯერები. განხივლული იყო შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვაში გრძელ და მოკლევადიან ინვესტირებას შორის არჩევანი; სწორი ინვესტირების ქეისი და “due diligence”; ჯანდაცვის აკრედიტაციის სისტემები და სტანდარტები (ISO 9001, Joint Commission International, Accreditation Canada, და სხვა);


საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების საკითხებში არსებული სირთულეები და შესაძლებლობები. შეხვედრა დასრულდა გრძელი დისკუსიით, რომლის დროსაც საზოგადოებას ჰქონდა პრობლემების გაზიარებისა და საერთო გამოსავლის შესახებ აზრის გამოხატვის საშუალება.


შედგა კონკრეტული შემოთავაზებები (), მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მცირე და საშუალო მოთამაშეთა საერთაშორისო აკრედიტაცია და სტანდარტების დაკმაყოფილების გზამკვლევის შემუშავების შესახებ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=102&lang=2


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights