პარასკევი, მაისი 8, 2026

გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები…

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი…


გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები…

27/05/2021


„მოდი, ასე დავარქვათ ჩვენს საუბრებს:


გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები


1.დავიწყოთ ვაქცინაციით – რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ 1 მილიონი “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანას, ძალიან კარგია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის მინიმუმ 4 მლნ დოზაა საჭირო. ისიც გვახსოვდეს, რომ აცრა ჯერ ორჯერაა საჭირო, ხოლო ბოლო მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ მესამე დოზაა გასაკეთებელი. სად არის ვაქცინების ეს რაოდენობა?


2.აქამდე რაც იყო შემოტანილი და გაკეთებული 10 000-20 000 დოზა, ეს ვაქცინაცია არ არის. იმისათვის, რომ მოსახლეობის 70% იყოს დაცული, საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის (18 წელზე ზევით)_ 85%-90%-ის აცრა. ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური. ჩვენ კი არც კარგი ვაქცინა გვაქვს და არც საჭირო რაოდენობა.


3.კიდევ ერთი პრობლემა – წამოვიდა კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, რომ ვინც პირველი დოზა გაიკეთა, იმ ადამიანების 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთეთ – თუ დაიწყეთ ვაქცინაცია, უნდა დაამთავროთ პროტოკოლის მიხედვით, თუ არადა სხვა გამოწვევვების და პრობლემების წინაშე დავდგებით.


4.რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ჩემი პოზიცია უცვლელია – ჩინური ვაქცინა საქართველოში არაეფექტურია, რადგან აქ უკვე 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც ჩინური ვაქცინა არ მუშაობს. გადახედეთ, თურქეთში რა ხდება. მთელი თურქეთი დაიკეტა, კოვიდაფეთქებაა, მანდ ჩინური ვაქცინით აიცრნენ. დასკვნა თავად გააკეთთ.


5.საქართველოში მოსახლეობით მანიპულაცია ხდება. ჩემი დასკვნაა, რომ ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობა მთავრობიდან მოდის. ნუთუ ვერ ხვდებით? ვაქცინა რომ ვერ შემოაქვთ, ხელს უწყობენ ანტივაქსერულ მოძრაობას. პოლიტიკოსები ადამიანების სიცოცხლეზე პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ.


6.დაფიქრდით, რას აკეთებენ – ვაქცინა ფიზიკურად ვერ ჩამოაქვთ, მაგრამ ქმნიან ფონს, რომ ჩამოტანილი რამდენიმე ათასი ვაქცინით ვითომ ვაქცინაცია დაიწყო, ამის პარალელურად ანტივაქსერები ტელევიზიებში და სოცქსელებში აკეთებენ ანტივაქსერულ პროპაგანდას. ძალიან ჭკვიანურადაა ორგანიზებული ყველაფერი. ამ ბოლო დროს ტელეკომპანია „იმედზე“გასული გადაცემა „პრაიმშოუ“, სადაც გაქანებული ანტივაქსერული პროპაგანდა მიდიოდა, იყო კულმინაცია. გასაგენი გახდა ყვეკაფერი, ვინ ვის რას უკვეთავს და რატომ.


7.სხვათა შორის იმედზე კარგი გადაცემებიცაა, მაგარლითად, „ფეიკნიუსი“.


8.ვირუსის შეჩერების მხოლოდ ორი მოდელია მსოფლიოში. ან ვაქცინაცია (როგორც ისრაელში და ბრიტანეთში), ან ჩაკეტვები (მაგალითად, ჩინეთში). სხვა მოდელი არ არსებობს. საქართველოში კი არის ვითომ ჩაკეტვები და ვითიმ ვაქცინაცია. სინამდვილეში კი არც ერთს არ აკეთებენ.


9.სხვათა შორის, ძალიან გაბრაზებული ვიყავი დაავადებათა კონტროლის ცენტრზე. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, რომ გამოცდილმა ეპიდემიოლოგები ვერ ხედავდნენ, რა ხდება. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას. რადგანაც ქვეყანაში ჩავარდნილია საერთაშორისო ურთიერთობები და ხელისუფლებას ვაქცინა ვერ ჩამოაქვს და ყველაფერი კეთდება. რომ ეს სიტუაცია „გაპრავდეს“.


10.მინდა, ვცდებოდე, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას, რომ გიორგი ფხაკაძე შეცდეს და ამ ბოლო დროს რასაც ვამბობ, ყველაფერი ხდება.


11.მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის მომხრე არა ვარ. გულწრფელად გეტყვით, ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვერ დავინახე ისეთი ხალხი, რომ, მაგალითად, დავურეკო და ვუთხრა, მომწონს , რასაც აკეთებთ, მინდა შემოგიერთდეთ და ქვეყნისთვის რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ-თქო. იქნებ აწი მაინც ვინმე გამოჩნდეს. ქვეყანაში გვაქვს ორი პრობლემა – რუსეთი და კოვიდი, პოლიტიკოსები კი ამ დროს ერთმანეთს ხოცავენ. ადამიანი ქართულ პოლიტიკას ვერ ვიგებ!


12.მთავრობასთან შექმნილ საბჭოებზე, ვაქცინაციის საბჭო და კიდევ იმ 82 ექსპერტზე, რომელმაც ვაქცინაციის გეგმა დაწერა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ეს ყველაფერი ოდესმე დამთავრდება და შემდეგ როგორ აპირებთ ხალხისთვის თვალებში შეხედვას?! მე თვალებში ყველას თამამად შევხედავ, მე დასამალი არაფერი არ მაქვს.


13.შემდეგი საკითხი – რაც შეეხება კოვიდპასპორტს, ეს არის მსოფლიო აფიორა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. საქართველოში რომ ვაქცინაციის საბუთს ქაღალდზე წერენ, ეს საერთოდ ნონსენსია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული.


14.დავუბრუნდეთ კოვიდპასპორტს – შეკითხვა მაქვს, რამხელა ვალიდურობა აქვს ვაქცინებს?! მაგალითად, ერთმა გაიკეთა ასტრაზენეკა, მეორემ ფაიზერი და მესამემ ჩინური. ერთი იქნება დაცული 90%-ით, მეორე – 70%, მესამე – დაახლოებით – 25%. სამივესთან სხვადასხვაა რისკი, რომ ვირუსი გაავრცელონ და ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ან კიდევ, იმ ადამიანს რას ვიშვებით, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა? არ ვაძლევთ პასპორტს? მე, მაგალითად, ამ 4 ადამიანიდან პასპორტს მხოლოს იმას მივცემდი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვინც ფაიზერით აიცრა.


15.რაც შეეხება ინდოეთს, ჩემი ვარაუდითმ საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან, ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბიბენ, რომ ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.


16.თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკს ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.


17.რაც შეეხება ინდოეთს, ჩატარდა არაერთი კვლევა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.


18.ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი. ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი უსაფრთხოა. 5 შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია. ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები.


19.ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად.


20.საქართველოში ბევრმა საავადმყოფომ უკვე იცის, როგორ მართონ კოვიდპაციენტები, არ არის დიდი სიკვდილობა, მაგრამ უკვე გადაივსო კლინიკები, არ არის საკმარისი ჟანდგბადი. რამდენი ხნის წინ ვამბობდი, მობილიზაცია გავუკეთოთ სამედიცინო დაწესებულებებს, მოვამზადოთ ჟანგბადი-თქო. არ გაშინებთ, ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, უნდა მოვემზადოთ.


21.აღდგომა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე მისვლა, ეს არის სხვანაირი კავშირი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები, რა მოხდა. ძალიან მინდოდა წელს აღდგომაზე ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან.


22.რაც შეეხება გამოსავალს – გამოსავალი ყოველთვის არის. ერთი წელიწადია გეუბნებით – სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. თუ გინდათ, ქვეყანა არ დაიქცეს, დაიცავით წესები. ზედმეტად არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაქსიმალურად ფეხით იარეთ.


23.ტურიზმი კარგა ხნით დაივიწყეთ. ტურიზმი, როგორც სექტორი, არის მკვდარი მთელ მსოფლიოში, გარდა რამდენიმე კუნძულისა. ჩამოვა რამდენიმე ათასი რუსი ტუირისტი და გაგივრცელებს ვირუსს. გიღირთ? არის გზები, რომ გარკვეულწილად წესების დაცბვით ამუშავდეს, შევთავაზე, მაგრამ ვინ მოგისმინა.


24.ბიზნესმენებს მოგმართავთ, ეს პრობლემას კიდევ კარგა ხანი იქნება. მინიმალიზაცია გააკეთეთ, ოპტიმიზაცია გააკეთეთ, რისიც შეიძლება, ფრთხილად იყავით ახალ ინვესტიციებზე და გეგმებზე, მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნეთ ხალხის, ვინც გყავთ.


25.ერთ პრობლემაზეც უნდა ვილაპარაკო – როგორ შეიძლება, კოვიდკლინიკებში ექთანს 300 ლარი ჰქონდეს ხელფასი? ექთანი 5 ადგილზე მუშაობს, რომ ხელფასი დააგროვოს, და დრო და რესურსი არ რჩება უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის. ასეთ სამედიცინო ბიზნესს ვუწოდებ მავნებლებს. ამ სამედიცინო ბიზნესის მესვეურებს მოგმართავთ – ბონუსებს რომ ირიგებთ, მიხედეთ სამედიცინო პერსონალს


26.საზოგადოებასაც მივმართავ – როცა რაიმე ხდება, ლანძღავენ ექიმს და ექთანს, ყველა გადაიღალა, ხალხიც, მედპერსონალიც. ექიმი და ექთანი კი არ უნდა გალანძღო, არამედ ის, ვინც პირბადე არ გაიკეთა, დისტანცია არ დაიცვა და ვირუსი გაავრცელა.


27.ჩვენი ექიმები, ექთნები და სანიტრები არიან ომის წინა ხაზზე. ეს არ არის გმირობა, ეს არის მათი პროფესია, მაგრამ ეს არის ძალიან საპატიო პროფესია. ნუ შევრაცხავთ გმირებად, ვცეთ პატივი. ჩვენ მაგათი დახმარება ძალიან გვჭირდება. აქვთ შეცდომები, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ არ ვარგა ჯანდაცვის სიტემა, ჯანდაცვის სამინისტრო, თორემ ჩვენ ძალიან კვალიფიციური სამედიცინო პესრონალი გვყავს ძირითადად


28.ნუ გახდება ნურავინ ვირუსის გამავრცელებელი – თუ ვინმე პოლიტიკოსი ფიქრობს ქვეყანაზე, ხალხს თავყრილობისკენ კი არ მოუწოდოს პანდემიის დროს, არამედ გააკეთოს ინტერნეტ ჩართვები, ლაივჩართვები, ისე უთხრას ხალხს სიმართლე და საათქმელი. ფხაკაძემ შეძლო ფეისბუქიის ლაივებით პირბადეების ფასის დაწევა, შეგახსენებთ


29. ჩემი რჩევა საზოგადოებას – ვირუსს შევხედოთ თვალებში და ვუთხრათ – მე არ მეშინია შენი. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ შენ არ გავრცელდე და არ გამრავლდე. მე შეგაჩერებ შენ. ჩემს ოჯახში, ჩემს სადარბაზოში, ჩემს უბანში, ჩემს ქვეყანაში ვერ გამრავლდები. მორჩა


30. იფიქრეთ ახალ ცხოვრებაზე, ძველი ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდება, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე. გადაეწყვეთ


31. ჯანდაცვა ჩააბარეთ არაპოლიტიკურ ექსპერტებს, პროფესიონალებს, პოლიტიკასთან აფილირებული დარგს არ გააკაროთ. პოლიტიკასთან ნული შეხება ვისაც აქვს, იმას ჩააბარეთ ჯანდაცვა, თუნდაც მე, გიორგი ფხაკაძეს – ვიკეთებ რეკლამა


32. და ბოლოს – ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი. „საქართველოს აკრედიტაციის იბნიციატივა“ ამიტომაც წამოვიწყე, პროცესი რთულად, მაგრამ წინ მიდის. ეს გვჭირდება ყველას ერთად


33. იფიქრეთ ბევრი, რაც მეტს იფიქრებთ, უკეთეს გამოსავალს ნახავთ!


ჩვენ გადავრჩებით“ – ამბობდა გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„3 ძირითადი გაფრთხილება გაცემული 2021 წლის 15 ივნისი, საფრანგეთი…“

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 15 ივნისს ამბობდა, რომ საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში.


3 ძირითადი გაფრთხილება გაცემული 2021 წლის 15 ივნისი, საფრანგეთი


„საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში


გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს


აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს

ეს ისე ინფორმაციისთვის

ბევრი მეკითხება, ამიტომ პირველად ამაზე გეტყვით – ჩემი ვაქცინაციიდან უკვე 24 საათი გავიდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხოლოდ ოდნავ მტკივა ნანემსარი.


ინდურ შტამთან, ე.წ. „დელტასთან“ დაკავშირებით – არც თუ კარგი ამბებია. ის კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთში ახალინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა ინფიცირებული. თუ ბრიტანული შტამის გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ინდური შტამი კვირეებსა და დღეებში იპყრობს ევროპას.


საქართველოში ინდური შტამი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემოვიდა. ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობით სეკვენირება ვერ ხდება, რადგან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული, არ წარმოებს.


საუბარია, თითქოს საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია და, ალბათ, ამ ციფრს ერთი ნული დავუმატოთ.


მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები – ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის – 79%. „ასტრაზენეკათი“ აცრისას დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში – 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.


ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30%-ს „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი.


ინდური შტამი იმდენად ვერაგია, რომ ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.


ცნობისათვის, ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?!
საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში


კიდევ ერთხელ აცრაზე – გუშინ რომ ავიცერი, ვაქცინაციას ატარებდა „წითელი ჯვარი“, მოხალისეები, პენსიაზე გასული მედპერსონალი, რადგან საავადმყოფოებში ადამიანურ რესურსს უფრთხილდებიან. ადგილზე იყო ერთი ექიმი, რომელიც ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში საჭირო ზომებს მიიღებდა.


ვაქცინაცია არ არის საშიში, ოღონდ ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს. მათ შორის, უნდა იყოს ელექტრონული ჯანდაცვა, ჩვენთან კი საბუთებს დღესაც ხელით ავსებენ


ალბათ, ახლა ფულის კეთების ახალი საშუალება დაიწყება საქართველოში – ვაქცინაციის მასიური პუნქტები უნდა გავაკეთოთო. არ არის საჭირო. საქართველოში უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებაა, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში 551 მულტიპროფილური საავადმყოფოა


რა უნდა გაკეთდეს:


1.არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლი უნდა მოწესრიგდეს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით,


2.ვაქცინაციის პროგრამა უნდა განხორციელდეს არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.


3.დატრენინგდეს შესაბამისი პერსონალი. ახალი პუნქტების გახსნა და „ფულის მახეები“ საჭირო არაა. არ დაიღალეთ ამდენი პიარითნუ ფლანგავთ ქვეყნის ბიუჯეტს


საქართველოში ვაქცინაციის პროცესში წითელი ჯვრის გამოყენება არ გვჭირდება. გამოვიყენოთ არსებული სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც მრავლადაა.


უამრავი დრო, ენერგია და ფინანსები იხარჯება უაზრო გეგმებზე, პროგრამებზე. ჯობდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ფოკუსირებული ყოფილიყო ხარისხის გაუმჯობესებაზე, ტრენინგებზე, ინფექციის კონტროლზე და, რაც მთავარია, მთელი ძალისხმევა ხარისხიანი ვაქცინების შემოტანაზე უნდა ყოფილიყო მიმართული.


ექსკლუზივი – მე ვიყავი გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი და ჩემთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ვინოდ პოლი. ის ახლა ინდოეთის მთავრობის მრჩეველია. ვინოდ პოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინდოეთი იწყებს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის წარმოებას.


რაც შეეხება საქართველოს, ჩემი მოსაზრება ასეთია – ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და წერტილოვანი, მიზანდასახული ჩაკეტვები.


აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს


გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს


რეკომენდაციები უცვლელია – სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ არავითარი ტესტების და ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის, თუ ამაზე ექიმის მითითება არაა.


ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებისას მიყევით ინსტრუქციას. ასევე, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადე მაინც უნდა ატაროთ. მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ გამომუშავდება მაქსიმალური იმუნიტეტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინდური შტამისგან მაინც არ ვართ ბოლომდე დაცული და ფრთხილად უნდა ვიყოთ.


არ გამოიყენოთ კონდიციონერი, თუ თქვენთან ერთად ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამაინებიც არიან. ოთახები ორპირით გაანიავეთ.


ევროპა და აშშ წლის ბოლომდე აიცრება და შემდეგ მთელ მსოფლიოში ვაქცინების აქტიური მიწოდება დაიწყება., 2022 წელი ცოტა რთული იქნება, 2023 წლიდან სიტუაცია დალაგდება.


გააკეთეთ სიკეთე, იყავით ყოველთვის კარგ ხასიათზე. ვიყოთ რეალისტები, სიმართლეს თვალებში ვუყუროთ. მოუსმინეთ ყველას, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს დაუჯერეთ.


მე ვაქცინა გავიკეთე, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემთვის საჭიროა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ვაქცინის გაკეთება, მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც საჭიროდ თვლით.


ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალურიც. თუ თვლით, რომ თქვენთვის ვაქცინაცია ცუდია და მაინც აიცრებით, ფსიქოლოგიურად ეს უფრო გავნებთ. თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა თანხვედრაში უნდა იყოს და თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.


კიდევ ერთხელ ვიტყვი – ვისაც გაქვთ საშუალება, წადით სოფელში და იყავით სუფთა ჰაერზე.


ჩვენ ამ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს, რადგან ქვეყნები არიან ეგოცენტრულები, მარტო თავის თავზე და ფულზე ფიქრობენ. იმის ნაცვლად, რომ მიღებული ყოფილიყო გლობალური გადაწყვეტილება – ყველასათვის ხელმისწავდომი ვაქცინა ყველგან ერთდროულად.


ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 56% ერთხელ მაინც არის აცრილი, აფრიკაში კი 1%-იც არა. რა ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ?!


როცა ვაქცინაციის სიავკარგეზე ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები – არა. ანუ ვაქცინაცია საჭიროა.


მე ყოველთვის მოგაწვდით ახალ, რეალურ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი. ვიყოთ ინფორმირებული. ჩემი რჩევებით ერთი ადამიანი მაინც თუ გადავარჩინე, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი.


მოუფრთხილდით თავს, დაიცავით წესები, ყველაფერი კარგად იქნება!“ – აცხადებდა გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სიკვდილიანობა 21,4%-ით გაიზარდა – ეს ვერაგი ჯერ არ დასრულებულა“

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 21.6%-ით გაიზარდა ბოლო კვირაში.


„აშშ: კოვიდთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 21.6%-ით გაიზარდა ბოლო კვირაში.


სიკვდილიანობა 21,4%-ით გაიზარდა“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


ეს ვერაგი ჯერ არ დასრულებულა.


US: COVID-related hospitalizations up 21.6% in the last week.
Deaths have risen 21.4%.
This isn’t over. Not by a long shot.
https://t.co/urdpauXhEk

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

აშშ, NY: ნიღბები სავალდებულოა UHS კლინიკურ დაწესებულებებში

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ნიღბები სავალდებულოა UHS კლინიკურ დაწესებულებებში.


„აშშ, NY: ნიღბები სავალდებულოა UHS კლინიკურ დაწესებულებებში.


ნიღბები საჭიროა


ვილსონის სამედიცინო ცენტრში,


ბინგჰემტონის გენერალურ ჰოსპიტალში,


ჩენანგო მემორიალ ჰოსპიტალში და


დელავერის ველის ჰოსპიტალში,


ასევე პირველადი და სპეციალიზებული მოვლის ობიექტებში ყველა კლინიკურ ზონაში“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


#drpkhakadze #accreditationge @drpkhakadze @accreditation.ge
US, NY: Masks mandated at UHS clinical facilities.
Masks are required in all clinical areas at Wilson Medical Center, Binghamton General Hospital, Chenango Memorial Hospital and Delaware Valley Hospital, as well as primary and specialty care sites.
https://www.nyuhs.org/visitation-guidelines

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კოვიდი ვერაგია – საქართველოში, სავარაუდოდ, 4 წლით შემცირდა…“

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი ვერაგია.


„კოვიდი ვერაგია


მარტო ამერიკის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლიობა 1.8 წლით შემცირდა 2017 წელთან შედარებით 78.8 წლიდან – 77 წლამდე.


ძირითად მიზეზად კოვიდ-19 სახელდება


საქართველოში, სავარაუდოდ, 4 წლით შემცირდა. გინდ სუბიექტური, გინდ ობიექტური უწოდე ამ ციფრებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ამ ციფრებს მაინც ვერ მივიღებთ, საქართველოში კოვიდი ხომ არ არის, ის “მართვადია”….. და, ზოგადად, ასტროლოგები, უფოლოგები და ამდაგვარი “მეცნიერებები” არის მოდაში ქვეყანაში…. ანუ მეზღაპრეების ხელში ვართ… როდემდე?!…


საქართველოს მოსახლეობა მცირდება და ეს არის ფაქტი დიახ, ხალხი ქვეყნიდან გარბის და ვინც რჩება, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც მცირდება…


ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PHGiorgi Pkhakadzeაჭარის ჯანდაცვის სამინისტრო / Ministry of Health & Social Affairs of Ajara საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia Ministry of Labour, Health and Social Affairs შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია (ოფიციალური ჯგუფი) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სტუდენტური სამინისტრო


COVID to Blame as US Life Expectancy Falls
https://www.medscape.com/viewarticle/979733…
U.S. Life Expectancy Fell By 1.5 Years In 2020, The Biggest Drop Since WWII
https://www.npr.org/…/u-s-life-expectancy-fell-1-5-years…
U.S. life expectancy falls for 2nd year in a row
https://www.npr.org/…/u-s-life-expectancy-falls-for-2nd…
COVID helped cause the biggest drop in U.S. life expectancy since WWII
https://www.pbs.org/…/covid-helped-cause-the-biggest-drop…
COVID-19 deaths tied to US life expectancy drop
https://www.cidrap.umn.edu/…/covid-19-deaths-tied-us-life…
Global Life Expectancy Falls for First Time Since 1950s Due to Covid
https://www.bloomberg.com/…/global-life-expectancy-falls…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვაქცინები სიცოცხლეს იცავენ…“

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აშშ-ს სამხედროების 97% (~ 1.3 მილიონი) 2022 წლისთვის სრულად იყო ვაქცინირებული.


„აშშ-ს სამხედროების 97% (~ 1.3 მილიონი) 2022 წლისთვის სრულად იყო ვაქცინირებული.


სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა 2020 წლის შემდეგ და დიდი ვარდნა 2022 წელსაც კი დაფიქსირდა. ცხადია, ვაქცინები არ კლავენ ახალგაზრდებს და ჯანმრთელებს აშშ-ში. ვაქცინაცია მუშაობს


ვაქცინები სიცოცხლეს იცავენ


97% of the US Military (~1.3 million) was fully vaccinated by 2022.
No significant rise in mortality was seen since 2020 and a large drop even occurred in 2022. Clearly, #vaccines are NOT killing the young and healthy in the USA. #VaccinesWork #VaccinesSaveLives

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

2020 წლის კვლევა საქართველოში ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის მიმართულებით

07/05/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

5 მაისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში წარმომადგენლობითი ონლაინ აუდიტორია შეიკრიბა. შეხვედრა ეხებოდა 2020 წელს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ ჩატარებულ საქართველოს ანგარიშვალდებულების კვლევას.


ონლაინ შეხვედრას უძღვებოდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


კვლევასთან დაკავშირებით ჩატარებულ ბოლო ორ ონლაინ შეხვედრაში 150-მდე დაინტერესებული პირი მონაწილეობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები: დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ნიუ ვიჟენის და კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახით. შეხვედრაზე პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ წარმოადგინა კვლევის ანგარიში, რომელმაც დამსწრეთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული კვლევის ანგარიშის განხილვაში,


თითოეულ მონაწილეს საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები და გამოეთქვათ მათი მოსაზრებები. შეხვედრის ბოლოს მონაწილეების მიერ მოხდა აზრთა თანხვედრა რომ ანგარიშში მოცემული ძირითადი თეზისების ირგვლივ აკადემიურ სივრცეში, სხვადასხვა უნივერსიტეტების აქტიური ჩართულობით, უნდა გაგრძელდეს შეხვედრები.


იხილეთ ჩანაწერის ბმული:


https://www.facebook.com/DavidTvildianiMedicalUniversity/videos/270597997672280/
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული შეკითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: giorgi76@gmail.com ა.წ. 8 მაისამდე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=213&lang=2


საჯარო ლექცია:

11/05/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექცია (COVID-19) და მასთან ბრძოლა საუკუნის გლობალურ გამოწვევად იქცა..


დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში, ფართო აუდიტორიისათვის დაიგეგმა ონლაინ შეხვედრა ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტთან გიორგი ფხაკაძესთან. იგი გახლავთ – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური განხილვის პანელის ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი


პროფესორი გიორგი ფხაკაძე ისაუბრებს მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი სიტუაციის ანალიზსა და სხვადასხვა ქვეყნებში COVID -19 -ის მართვის არსებულ გამოცდილებაზე, შეაფასებს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსა და მოსალოდნელ რისკებს.

სამშაბათი, 14 აპრილი, 14:00 საათი
დასწრება თავისუფალია.
იხილეთ ბმული:


https://dtmu.zoom.us/j/352203654


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=208&lang=2



IAP-ის შეხვედრა ინდოეთში

14/11/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ინდოეთში, ნიუ დელიში მოზარდთა ჯანმრთელობის კონგრესის მე-11 საერთაშორისო შეხვედრაზე.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების ექსპერტთა ჯგუფმა (IAP) 28 ოქტომბერს ნიუ დელიში სიმპოზიუმი მოიწვია დამსწრეთათვის აღნიშნული ჯგუფის მოზარდთა მიმართ ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულების 2017 წლის ანგარიშისა და ჯგუფის მიღწევებისა და რეკომენდაციების გასაცნობად.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვიზიტის განმავლობაში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსტეტის კურსდამთავრებულს ექიმ მოჰამედ შიიდსაც ეწვია წმინდა სტეფენის ჰოსპიტალში. ჰოსპიტალში ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდა ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ექიმ ჯონ პუნოსეს, რესპირატორული მედიცინის ხელმძღვანელს – ექიმ შამიმ ახტარს, დერმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ექიმ ნიდი სარმას, ENT დეპარტამენტის კონსულტანტს – ექიმ პანკაჯს, მედიცინის დეპარტამენტის მთავარ კონსულტანტს – ექიმ ლეიამი კასერს და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მთავარ ექიმს – რაჯენდერს. ამასთანავე პროფ.


გიორგი ფხაკაძეს შემაჯამებელი შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა მიმართულების რეზიდენტურის სტუდენტებთან (ქირურგიის, დერმატოლოგიის და სხვ. მიმართულებებით).

პროფ. გიორგი ფხაკაძემ სხვადასხვა დეპარტამენტები მოინახულა ჰოსპიტალში. აღნიშნული ჰოსპიტალი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი კერძო კლინიკაა ნიუ დელიში. ის 1885 წელს დაარსდა, 600-მდე პაციენტს იტევს და მათ სთავაზობს მრავალი მიმართულებით მკურნალობის შესაძლებლობას.

გარდა სამკურნალო დეპარტამენტებისა, ჰოსპიტალი დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს ტრენინგ პროგრამებს სხვადასხვა სპეციალობებში. მათ ასევე აქვთ ეროვნული საბჭოს გამოცდებთან აფილირებული სასწავლო პროგრამა, რომელიც აღიარებულია ინდოეთის სამედიცინო საკონსულოს მიერ.

ინდოეთში ყოველწლიურად მრავალი ახალგაზრდა პრეტენდენტი გადის ტრენინგს ზოგადი საექთნო კურსისა და მეანობის მიმართულებით.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი აპარატურითა და ლაბორატორიით, რომელიც პაციენტებს სთავაზობს 24 საათიან გადაუდებელ დახმარებას.

პროფ. გიორგი ფხაკაძე მოხარულია დტსუ-ს კურსდამთავრებულთან შეხვედრით და წარმატებას უსურვებს მას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=106&lang=2


IAP 2017 NY

26/11/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიორი გიორგი ფხაკაძე დაინიშნა IAP-ის (Every Woman Every Childs Independent Accountability Panel) წევრად გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მოთხოვნით.

2015 წლიდან IAP-ს გაეროს გენერალური მდივნის მიერ მინიჭებული აქვს მანდატი, რომლის მიხედვითაც მას აქვს უფლება დაინტერესებულ მხარეთა და გაწევრიანებულ პირთა ანაგრიშვალდებულება მიმართოს 2016-30 გლობალური სტრატეგიის სასარგებლოდ, ბავშვთა მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობის ხელშეწყობით.

2030 დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე IAP აწარმოებს დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების მექანიზს. IAP-ის წევრები არიან ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები.

2016 წელს პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლდათ თანაავტორი ანგარიშისა ” 2016: ძველი გამოწვევები, ახალი იმედები: ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიისადმი”. აღნიშნული ანგარიში გამოქვეყნა ჟენევაში IAP-ის მიერ. ანგარიშის კომენტარი ” ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობისადმი მდგრადი განვითარების ეპოქაში” გამოქვეყნდა BMC Public Health-ის მიერ. (doi: 10.1186-s12889-016-3399-9).

2017 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის “2017: ტრანსფორმაციული ანგარიშვალდებულება მოზარდთა მიმართ: ანგარიშვალდებულება ბავშვთა, მოზარდთა და ქალთა ჯანმრთელობისა და უფლებებისადმი 2030 დღის წესრიგის მიხედვით” კომენტარის “სად არის ანგარიშვალდებულება მოზარდთა მიმართ” თანაავტორი ასევე გახლდათ გიორგი ფხაკაძე. (Volume 390, No. 10101, p1474–1475, 23 September 2017). იხილეთ მიმაგრებული სტატიები და ანგარიშები IAP-ს შესახებ.

იხილეთ WHO სიახლეები:


http://www.who.int/pmnch/media/news/2017/transformative-accountability-adolescents/en/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=103&lang=2


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights