ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

რეგისტრაციაზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ რეგისტრაცია

31/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ რეგისტრაცია იწყება.


„პირველკურსელთა რეგისტრაცია 2023 !


„დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ რეგისტრაცია ჩატარდება 5-8 სექტემბერის ჩათვლით, 11:00-16:00 საათამდე


რეგისტრაციაზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:


. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;


. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;


. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებისთვის);


. 2 ც. ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ. ვერსია (CD).


18 წლამდე პირებმა ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობა და რეგისტრაციაზე გამოცხადდნენ მშობლის/კანონიერი


წარმომადგენლის თანხლებით. მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის


დამადასტურებელი დოკუმენტი.


მისამართი: ლუბლიანას ქუჩა 2/6, .


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:


+995 322 51 68 98;


registration@dtmu.edu.ge“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


ჩვენი მისიაა „მედიცინის დარგში მეცნიერებაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა.”


ჩვენ გვჯერა, რომ სამყაროს შეცვლაა შესაძლებელი განათლების მეშვეობით; განათლებული ადამიანები ავითარებენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, ამცირებენ სიღარიბეს, ზრდიან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას საკუთარ საზოგადოებასა და მსოფლიოში, უფრთხილდებიან ეკოლოგიას, ზრუნავენ და ქმნიან მომავალი თაობების კეთილდღეობას…


ჩვენ ვვითარდებით იმის რწმენით, რომ ყველა ახალგაზრდა იმსახურებს მაღალი ხარისხის განათლებას და რომ, განათლების შესაძლებლობა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ექიმობა არის ძალზე ღირსეული და მნიშვნელოვანი პროფესია; ამასთან, ყველა ახალგაზრდა, რა მიზეზითაც არ უნდა ჰქონდეს მას ეს პროფესია არჩეული, უნდა აცნობიერებდეს რამდენად დიდი შრომაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად.


ჩვენმა უნივერსიტეტმა, 29-წლიანი მოღვაწეობის საფუძველზე, საგრძნობი წვლილი შეიტანა მედიცინის დარგისთვის ღირსეული კადრის მომზადებაში. სადაც არ უნდა მოღვაწეობდნენ „აიეტელები“, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ისინი შედგნენ, როგორც პროფესიონალები – გულისხმიერნი პაციენტისთვის და პასუხისმგებლიანი დარგისა და საზოგადოების წინაშე. ამას მოელის უნივერსიტეტი თქვენგანაც.


ჩვენი ფაკულტეტი და პედაგოგები, უნივერსიტეტის პარტნიორი ინსტიტუციები ეროვნულ და სართაშორისო დონეზე, მზად არიან თქვენთან სამუშაოდ, სასწავლო პროცესში, კვლევით და სხვა აქტივობებში თქვენს ჩასართავად, თქვენი კარიერული განვითარებისთვის საჭირო კონსულტაციებისა და ხელშეწყობისთვის.


ძვირფასო სტუდენტებო, მხოლოდ ცოდნისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონით არის შესაძლებელი თითოეულმა სპეციალისტმა იპოვოს თავისი ჯეროვანი ადგილი საზოგადოებაში. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი უნივერსიტეტი.


დტსუ-ს აკადემიური საზოგადოების წევრთა სახელით გისურვებთ წარმატებებს სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში. ერთად ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სამედიცინო, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვითი მეცნიერებების წინსვლასა და პროფესიულ საზოგადოებათა განვითარებაში.


ლევან ტვილდიანი


პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

წიგნის ონლაინ პრეზენტაცია

27/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის,


“სამედიცინო დაწესებულებების არქივი” ონლაინ პრეზენტაცია.


ნაშრომი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სამედიცინო დაწესებულების არქივების უკვე არსებული, ანდა მომავალი არქივარიუსებისთვის. იგი წარმოადგენს გზამკვლევს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რათა შექმნან და განავითარონ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო არქივი.


წიგნი შექმნილია რჯც-ს (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი) და დტსუ-ს (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ავტორთა მრავალწლიანი, ერთობლივი თანამშრომლობით: მანანა ლოსაბერიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი);


გიორგი ფხაკაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);


ნანა მგალობლიშვილი (დიპლომირებული მედიკოსი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დირექტორი);


ანა ბოლქვაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი);


ნუგზარ ბოლქვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი); თამარ თალაკვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);


თეიმურაზ ზურმუხტაშვილი (არქივმცოდნე).


წიგნის ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვება


გიორგი ფხაკაძე – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD)


წიგნი “სამედიცინო დაწესებულებების არქივი” გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით.


დაინტერესებული პირები ეწვიეთ ბმულს:


https://dtmu.zoom.us/j/94765789706
დასწრება თავისუფალია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=241&lang=2


პროფესორ გიორგი ფხაკაძის საჯარო ლექცია

14/05/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვირტუალურ სალექციო დარბაზში წარმომადგენლობითი ონლაინ აუდიტორია შეიკრიბა –


დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სახით.


აზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრმა (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრმა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ მათთან ერთად ისაუბრა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში COVID -19 მართვის არსებულ გამოცდილებაზე, მოახდინა პანდემიის შედეგად შექმნილი სიტუაციის ანალიზი და შეაფასა მოსალოდნელი რისკები.


უპრეცენდენტო ონლაინ შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თითოეული უნივერსიტეტის სტუდენტს ჰქონდა კომენტარებისა და აქტუალური შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა „მსოფლიო წესრიგის“ აღდგენის მთავარი იარაღი – ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა პერსონალური დისტანცირების გზით, ამავდროულად, მოსახლეობის ინფორმირებულობისა და მათი განათლების უზრუნველყოფა!..


იხილეთ ჩანაწერის ბმული:

https://www.facebook.com/DavidTvildianiMedicalUniversity/videos/234723367890279/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=209&lang=2


დტსუ-ს პროფესორი გ.ფხაკაძე არჩეულ იქნა

02/11/2019

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

პროფესორი გიორგი ფხაკაძე არჩეულ იქნა ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის მოწინავე ბაზრის ვალდებულების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრად.


2007 წლიდან პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლავთ, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის, სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს სოციალურ და ქცევათმეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლას.


პროფესორი ფხაკაძე 2016 წლიდან განაგრძობს გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების ექსპერტად მუშაობას ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გლობალურ სტრატეგიაზე. იგი 2014 წლიდან გახლავთ ტექნიკური განხილვის ექსპერტი (TRP), GFATM,


თანდართული ბმული:

GAVI IAC – https://www.gavi.org/investing/innovative-financing/pneumococcal-amc/iac/

UNSG IAP – https://iapewec.org/about/members-2/giorgi-2/

GFATM TRP – https://www.theglobalfund.org/en/technical-review-panel/members/


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=192&lang=2


პირველ ქართულ-ინგლისურ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონთან დაკავშირებული ტექნიკური მხარეების მიმოხი

26/02/2018

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

26 თებერვალს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა გაეროს სააგენტოების და წარმომადგენლები და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრეებმა განიხილეს პირველი ქართულ-ინგლისური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის ტექნიკური მხარეები.


შეხვედრაზე პროფ. გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ქართულ-ინგლისური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის მნიშვნელობაზე, როგორც ქართულ ჯანდაცვით სფეროში საერთაშორისო ტერმინების დანერგვისა და მათი სისტემატიზირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობაზე.


მან ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული ლექსიკონის ქართული უნივერსიტეტების მიერ სასწავლო და კვლევით პროცესში ჩართვის მნიშვნელობასაც. პროფ. გიორგი ფხაკაძემ ლექსიკონის სრულყოფილი ფორმით დასრულებისთვის ტექნიკური მხარის მიმოხილვაში ჩართვა სთხოვა რეგიონალურ უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.


ქართულ-ინგლისური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლექსიკონის პირველი გამოცემა 2018 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.


აღნიშნულ ლექსიკონზე მუშაობის პროცესში ჩართვის მსურველ ნებისმიერ უნივერსიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაციას, გაეროს სააგენტოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ლექსიკონის განვითარების პროცესში.


სტატია

ლინკი: https://liberali.ge/articles/view/35182/jandatsvis-sistemashi-chven-gvchirdeba-evolutsia-da-ara-revolutsia



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=119&lang=2


გიორგი ფხაკაძის ინტერაქტიული ლექცია “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის

19/07/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

2017 წლის 19 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ლექცია – დისკუსია თემაზე “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების მისაღებად“.


შეხვედრას ესწრებოდა 30-ზე მეტი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტი, სერვისების პროვაიდერების წარმომადგენლები და მაღალი რანგის მენეჯერები. განხივლული იყო შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვაში გრძელ და მოკლევადიან ინვესტირებას შორის არჩევანი; სწორი ინვესტირების ქეისი და “due diligence”; ჯანდაცვის აკრედიტაციის სისტემები და სტანდარტები (ISO 9001, Joint Commission International, Accreditation Canada, და სხვა);


საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების საკითხებში არსებული სირთულეები და შესაძლებლობები. შეხვედრა დასრულდა გრძელი დისკუსიით, რომლის დროსაც საზოგადოებას ჰქონდა პრობლემების გაზიარებისა და საერთო გამოსავლის შესახებ აზრის გამოხატვის საშუალება.


შედგა კონკრეტული შემოთავაზებები (), მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მცირე და საშუალო მოთამაშეთა საერთაშორისო აკრედიტაცია და სტანდარტების დაკმაყოფილების გზამკვლევის შემუშავების შესახებ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=102&lang=2


„საუბარია იმაზე, ძირითადად რომელ ასაკშია გავრცელება, თორემ ისე, შეიძლება ნებისმიერს შეხვდეს“

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის28 მაისს ამბობდა, რომ ინდური შტამი არის თითქმის იგივე, რაც ბრიტანული, ოღონდ ოდნავ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტად ახალგაზრდების ინფიცირებას იწვევს.


„ინდური შტამი არის თითქმის იგივე, რაც ბრიტანული, ოღონდ ოდნავ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტად ახალგაზრდების ინფიცირებას იწვევს.


ვუხანური ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება 60 წელს გადაცილებულ პირებში, ბრიტანული – საშუალო ასაკის, ხოლო ინდური – ახალგაზრდებში. საუბარია იმაზე, ძირითადად რომელ ასაკშია გავრცელება, თორემ ისე, შეიძლება ნებისმიერს შეხვდეს.


საქართველოში ვუხანური ვირუსი თითქმის მილეულია, ახლა ვრცელდება ბრიტანული შტამი და უკვე გამოჩნდა ინდურიც. შეგახსენებთ, ბრიტანულის გავრცელებაც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ინდურის. ჯერ იყო ოფიციალური პირების მიერ ჯიუტი უარყოფა, ფხაკაძე კი ამტკიცებდა, რომ შტამი ქვეყანაში შემოსულია. ერთი თვის შემდეგ კი უკვე ყველამ დაადასტურა ბრიტანული შტამის მასობრივი გავრცელება. რად უნდათ ეს კუკუ-დამალობანა, ვერ გავიგე.


ინდურ შტამზე განსაკუთრებული ნერვიულობა საჭირო არ არის. სიკვდილობასთან დაკავშირებით მაჩვენებლები იგივეა, მკურნალობის სქემაც – იდენტური.


რაც შეეხება ვაქცინებს – ერთი თვის უკან არანაირი კვლევა ინდურ შტამთან დაკავშირებით არ იყო. რამდენიმე დღის წინ დაიდო პირველი შედეგები და ისიც მხოლოდ 1000 ადამიანზე.


ეს პატარა კვლევა გვეუბნება შემდეგს:


1.“ფაიზერი“ უფრო ეფექტურია როგორც ბრიტანული, ისე ინდური შტამის წინააღმდეგ. ბრიტანულის წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 94%-ია, ინდურის – 88%. ეს ეხება მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ დაცულობას.


„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში (აქაც მეორე დოზის გაკეთებიდან 2-3 კვირის შემდეგ) ბრიტანული შტამის წინააღმდეგ დაცულობა არის 66%, ხოლო ინდურის – 60%.


ჩინურ და რუსულ ვაქცინებთან დაკავშირებით ახალი ტერმინი შემომაქვს – „პლაცებო“ ვაქცინები. ინდური და ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ამ „პლაცებო“ ვაქცინების ეფექტურობაზე ვერაფერს გეტყვით. დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ამ გოგლი-მოგლებზე არანაირი სანდო კვლევები არ ჩატარებულა. „მელიამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“ კვლევებზე საუბარი არ გვინდა.


გავიხსენოთ სეიშელის კუნძულების მაგალითი. გავითვალისწინოთ, რომ ჩინური ვაქცინების „ეფექტურობაზე“ კვლევები მხოლოდ მის მწარმოებელ ქვეყნებშია ნაწარმოები. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვამბობ, რომ გიორგი ფხაკაძე არის ჩინური ვაქცინების ყველაზე დიდი ანტიფაქსერი.


ზოგიერთები „ძლიერ მარეგულირებელზე“ რომ აპელირებენ, შეკითხვა მაქვს – ნამდვილი ძლიერი მარეგულირებელია აშშ, სადაც აღიარებულია მხოლოდ ფაიზერი, მოდერნა და „ჯონსონ@ჯონსონი, რატომ არ გვაქვს საქართველოში ეს ვაქცინები?!


შემდეგი თემა – ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან იქნება ე.წ. კოვიდ-პასი. ეს არ არის კოვიდ-პასპორტი. ვინაიდან დაფიქსირდა უამრავი ყალბი პისიარ-ტესტი, გადაწყდა, ეს სისტემა ყოფილიყო ცენტრალიზებული, კონტროლირებადი.


გახსოვდეთ – ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ჩინური და რუსული ვაქცინებით აცრის შემთხვევაში პირი ჩაითვლება არავაქცინირებულად და ევროპაში შესასვლელად PCR-ტესტის გაკეთება დასჭირდება;
საქართველოში თურმე ერთ-ერთი კლინიკა ყიდის კოვიდ-პასპორტებს. PCR-ტესტებში 85-110 ლარს ახდევინებენ. ეს დანაშაულია. ქვეყანაში კოვიდ-ტესტებს მთავრობა მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს. ნუ გაამდიდრებთ ამ კომპანიებს. თუ ზედმეტი ფული გაქვთ, გაჭირვებულებს დაეხმარეთ.


„ნიუ იორკ ტაიმსმა“ დადო სენსაციური სათაურით სტატია, რაც ქართულ მედიაშიც დატრიალდა და ხალხში დაბნეულობა გამოიწვია – თითქოსკორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი შეიძლება წლების განმავლობაში იცავდეს ადამიანს.


“Fachcheck.ge” – მე რომ სიმართლეზე მბლოკავთ, ამ ყალბ ინფორმაციაზე რატომ არ გაქვთ რეაქცია?! სტატია ეფუძნება 2007 წელს და ეხლა 2021 წელს 77 ადამიანზე ჩატარებულ პატარა კვლევას, რომ პირს, რომელიც ნებისმიერი ტიპის ვირუსს გადაიტანს, შესაძლებელია, მის მიმართ იმუნიტეტი წლების განმავლობაში შეუნარჩუნდეს.


გამიხარდება, ეს ასე იყოს. ალბათ, გარკვეული საფუძველი ამ თეორიას აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ კორონავირუსის შემთხვევაში გვაქვს რეინფიცირება, მაგრამ მცირე რაოდენობით. ამიტომაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ზემოხსენებულ კვლევაზე ფოკუსირება გამართლებული არ არის.


ერთიც – იმავე სტატიაში წერია, რომ ეს თეორია არ ვრცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე, არამედ მხოლოდ ვირუსგადატანილებზე. იქვე წერენ, რომ ვაქცინირებულებსაც დაახლოებით 6-12 თვეში „ბუსტერი“ დოზის გაკეთება მოუწევთ. რაც შეეხება ჩინურ „პლაცებო“ ვაქცინას, გაერთიანებულ ემირატებში მესამე დოზას უკვე 3 თვის შემდეგ აკეთებენ, რადგან ხედავენ, რომ მხოლოდ 2 დოზა „ვერ ქაჩავს“.


დაიმახსოვრეთ:


1.სამედიცინო პირბადეზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს;


2.ვირუსებს ახასიათებს მუტაცია, ეს ნორმალური პროცესია. ამაზე ნუ ნერვიულობთ.


მე ადრე ვიხუმრე, შესაძლოა, მეგრული შტამიც გაჩნდეს, გურულიც, კახურიც და, ზოგადად, ქართული. ახლა ვამბობ, თუ ასე გავაგრძლებთ ცხოვრებას, რასაც ახლა ვაკეთებთ, შეიძლება რიონის, იმერული ვირუსიც მივიღოთ. გახსოვდეთ – ვირუსის გავრცელებას სჭირდება ბევრი ხალხი და თავშეყრის მიზეზს მნიშვნელობა არა აქვს.


თუ თავყრილობები არ იქნება, არ იქნება გავრცელება და შესაბამისად – არც მუტაცია, მაგრამ ჩვენ ეტყობა, თვითმიზანი გვაქვს, ქვეყანაში გვქონდეს ჩვენი, ეროვნული შტამი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.


ვირუსებს ახასიათებთ, რომ ძლიერი შტამი აქრობს შედარებით სუსტს. აქვე – ბრიტანეთში ახლა ინტენსიურად ვრცელდება ინდური შტამი, რადგანაც „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა მის მიმართ მხოლოდ 60%-ია.


ერთსაც ხაზგასმით ვიტყვი – ქრონიკული დაავადებების მქონე პირები აუცილებლად უნდა აიცრათ იმ ვაქცინით მაინც, რაც არის, რადგან თქვენ მაღალი რისკის ქვეშ ხართ.


კიდევ ერთხელ – გახსოვდეთ – 2 მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო, ე.წ. ფხაკაძის პირბადე და ხელების დაბანა. ოთახები ხშირად გაანიავეთ, არ ჩართოთ კონდიციონერი, თუ ოთახში თქვენი ოჯახის წევრების გარდა სხვა ხალხიცაა.


დამშვიდდით, შეიარაღდით სწორი ინფორმაციით, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყველაფერი იქნება კარგად.

—————

“ნიუ იორკ ტაიმსმა” დადო სასწაული სათაური და ასეულობით წერილი მივიღე ამასთან დაკავშირებით. ახლა მოკლედ აგიხსნით, რაშია საქმე:


კვლევა ჩატარდა 77 ადამიანზე! ხომ მაგარი კვლევაა?!…


კვლევა ეფუძნება 2007 წლის კვლევას/თეორიას, რომ იმუნიტეტი “იმახსოვრებს” ვირუსებს (ნახეთ ბმულში)


ამ სტატიაში მკაფიოდ წერია, რომ ვირუსის გრძელვადიანი “მახსოვრობა” არის შესაძლებელი მარტო იმ ადამიანებში, ვინც ვირუსი გადაიტანა


ვინც ვაქცინირდა, მასზე ეს გრძელვადიანი “მეხსიერება” არ ვრცელდება და პირველი დოზიდან, ალბათ, 6 თვეში, ზოგი “პლაცებო” ვაქცინის შემთხვევაში – ალბათ, 3 თვეში, ზოგი კი 9-12 თვეში იქნება საჭირო “ბუსტერი” ვაქცინის გაკეთება;


გთხოვთ, ბრმად ნუ აყვებით ასეთ კვლევებს. ეს არის ვიწრო მეცნიერული მსჯელობის საკითხი და საზოგადოება ასეთი სტატიებით უფრო იბნევა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკები იზრდება.


გისურვებთ ჯანმრთელობას.


A new study published in Nature suggests that immunity against coronavirus may be more long-lasting than previously thought. Most people who have recovered from Covid-19 and who were later immunized may get long-lasting immunity and may not need boosters. The conclusions are based on findings showing that immune memory B cells persist in the bone marrow, and they continue to mature and strengthen after infection. In this population, as memory B cells continued to evolve, the antibodies produced later on develop the ability to neutralize an even broader group of variants than seen earlier after immunization. However, people who have only received the vaccine (without infection) may need booster shots. The findings highlight the value of being vaccinated even after infection with the virus.


#COVID19 #COVID #health #globalhealth #publichealth #medicine #biotechnology #pharmaceuticals #pandemic #infectiousdiseases #FDA #WHO #CDC #vaccines #clinicaltrials #immunology


https://www.nature.com/articles/s41586-021-03647-4
https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa066092
https://www.nytimes.com/…/coronavirus-immunity-vaccines.html


ჯანმრთელობას გისურვებთ…“-აცხადებდა გიორგი ფხაკაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები…

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი…


გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები…

27/05/2021


„მოდი, ასე დავარქვათ ჩვენს საუბრებს:


გიორგი ფხაკაძისეული მწარე სიმართლის ჩართვები


1.დავიწყოთ ვაქცინაციით – რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ 1 მილიონი “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანას, ძალიან კარგია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის მინიმუმ 4 მლნ დოზაა საჭირო. ისიც გვახსოვდეს, რომ აცრა ჯერ ორჯერაა საჭირო, ხოლო ბოლო მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ მესამე დოზაა გასაკეთებელი. სად არის ვაქცინების ეს რაოდენობა?


2.აქამდე რაც იყო შემოტანილი და გაკეთებული 10 000-20 000 დოზა, ეს ვაქცინაცია არ არის. იმისათვის, რომ მოსახლეობის 70% იყოს დაცული, საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის (18 წელზე ზევით)_ 85%-90%-ის აცრა. ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური. ჩვენ კი არც კარგი ვაქცინა გვაქვს და არც საჭირო რაოდენობა.


3.კიდევ ერთი პრობლემა – წამოვიდა კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, რომ ვინც პირველი დოზა გაიკეთა, იმ ადამიანების 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთეთ – თუ დაიწყეთ ვაქცინაცია, უნდა დაამთავროთ პროტოკოლის მიხედვით, თუ არადა სხვა გამოწვევვების და პრობლემების წინაშე დავდგებით.


4.რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ჩემი პოზიცია უცვლელია – ჩინური ვაქცინა საქართველოში არაეფექტურია, რადგან აქ უკვე 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც ჩინური ვაქცინა არ მუშაობს. გადახედეთ, თურქეთში რა ხდება. მთელი თურქეთი დაიკეტა, კოვიდაფეთქებაა, მანდ ჩინური ვაქცინით აიცრნენ. დასკვნა თავად გააკეთთ.


5.საქართველოში მოსახლეობით მანიპულაცია ხდება. ჩემი დასკვნაა, რომ ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობა მთავრობიდან მოდის. ნუთუ ვერ ხვდებით? ვაქცინა რომ ვერ შემოაქვთ, ხელს უწყობენ ანტივაქსერულ მოძრაობას. პოლიტიკოსები ადამიანების სიცოცხლეზე პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ.


6.დაფიქრდით, რას აკეთებენ – ვაქცინა ფიზიკურად ვერ ჩამოაქვთ, მაგრამ ქმნიან ფონს, რომ ჩამოტანილი რამდენიმე ათასი ვაქცინით ვითომ ვაქცინაცია დაიწყო, ამის პარალელურად ანტივაქსერები ტელევიზიებში და სოცქსელებში აკეთებენ ანტივაქსერულ პროპაგანდას. ძალიან ჭკვიანურადაა ორგანიზებული ყველაფერი. ამ ბოლო დროს ტელეკომპანია „იმედზე“გასული გადაცემა „პრაიმშოუ“, სადაც გაქანებული ანტივაქსერული პროპაგანდა მიდიოდა, იყო კულმინაცია. გასაგენი გახდა ყვეკაფერი, ვინ ვის რას უკვეთავს და რატომ.


7.სხვათა შორის იმედზე კარგი გადაცემებიცაა, მაგარლითად, „ფეიკნიუსი“.


8.ვირუსის შეჩერების მხოლოდ ორი მოდელია მსოფლიოში. ან ვაქცინაცია (როგორც ისრაელში და ბრიტანეთში), ან ჩაკეტვები (მაგალითად, ჩინეთში). სხვა მოდელი არ არსებობს. საქართველოში კი არის ვითომ ჩაკეტვები და ვითიმ ვაქცინაცია. სინამდვილეში კი არც ერთს არ აკეთებენ.


9.სხვათა შორის, ძალიან გაბრაზებული ვიყავი დაავადებათა კონტროლის ცენტრზე. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, რომ გამოცდილმა ეპიდემიოლოგები ვერ ხედავდნენ, რა ხდება. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას. რადგანაც ქვეყანაში ჩავარდნილია საერთაშორისო ურთიერთობები და ხელისუფლებას ვაქცინა ვერ ჩამოაქვს და ყველაფერი კეთდება. რომ ეს სიტუაცია „გაპრავდეს“.


10.მინდა, ვცდებოდე, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას, რომ გიორგი ფხაკაძე შეცდეს და ამ ბოლო დროს რასაც ვამბობ, ყველაფერი ხდება.


11.მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის მომხრე არა ვარ. გულწრფელად გეტყვით, ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვერ დავინახე ისეთი ხალხი, რომ, მაგალითად, დავურეკო და ვუთხრა, მომწონს , რასაც აკეთებთ, მინდა შემოგიერთდეთ და ქვეყნისთვის რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ-თქო. იქნებ აწი მაინც ვინმე გამოჩნდეს. ქვეყანაში გვაქვს ორი პრობლემა – რუსეთი და კოვიდი, პოლიტიკოსები კი ამ დროს ერთმანეთს ხოცავენ. ადამიანი ქართულ პოლიტიკას ვერ ვიგებ!


12.მთავრობასთან შექმნილ საბჭოებზე, ვაქცინაციის საბჭო და კიდევ იმ 82 ექსპერტზე, რომელმაც ვაქცინაციის გეგმა დაწერა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ეს ყველაფერი ოდესმე დამთავრდება და შემდეგ როგორ აპირებთ ხალხისთვის თვალებში შეხედვას?! მე თვალებში ყველას თამამად შევხედავ, მე დასამალი არაფერი არ მაქვს.


13.შემდეგი საკითხი – რაც შეეხება კოვიდპასპორტს, ეს არის მსოფლიო აფიორა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. საქართველოში რომ ვაქცინაციის საბუთს ქაღალდზე წერენ, ეს საერთოდ ნონსენსია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული.


14.დავუბრუნდეთ კოვიდპასპორტს – შეკითხვა მაქვს, რამხელა ვალიდურობა აქვს ვაქცინებს?! მაგალითად, ერთმა გაიკეთა ასტრაზენეკა, მეორემ ფაიზერი და მესამემ ჩინური. ერთი იქნება დაცული 90%-ით, მეორე – 70%, მესამე – დაახლოებით – 25%. სამივესთან სხვადასხვაა რისკი, რომ ვირუსი გაავრცელონ და ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ან კიდევ, იმ ადამიანს რას ვიშვებით, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა? არ ვაძლევთ პასპორტს? მე, მაგალითად, ამ 4 ადამიანიდან პასპორტს მხოლოს იმას მივცემდი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვინც ფაიზერით აიცრა.


15.რაც შეეხება ინდოეთს, ჩემი ვარაუდითმ საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან, ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბიბენ, რომ ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.


16.თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკს ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.


17.რაც შეეხება ინდოეთს, ჩატარდა არაერთი კვლევა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.


18.ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი. ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი უსაფრთხოა. 5 შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია. ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები.


19.ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად.


20.საქართველოში ბევრმა საავადმყოფომ უკვე იცის, როგორ მართონ კოვიდპაციენტები, არ არის დიდი სიკვდილობა, მაგრამ უკვე გადაივსო კლინიკები, არ არის საკმარისი ჟანდგბადი. რამდენი ხნის წინ ვამბობდი, მობილიზაცია გავუკეთოთ სამედიცინო დაწესებულებებს, მოვამზადოთ ჟანგბადი-თქო. არ გაშინებთ, ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, უნდა მოვემზადოთ.


21.აღდგომა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე მისვლა, ეს არის სხვანაირი კავშირი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები, რა მოხდა. ძალიან მინდოდა წელს აღდგომაზე ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან.


22.რაც შეეხება გამოსავალს – გამოსავალი ყოველთვის არის. ერთი წელიწადია გეუბნებით – სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. თუ გინდათ, ქვეყანა არ დაიქცეს, დაიცავით წესები. ზედმეტად არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაქსიმალურად ფეხით იარეთ.


23.ტურიზმი კარგა ხნით დაივიწყეთ. ტურიზმი, როგორც სექტორი, არის მკვდარი მთელ მსოფლიოში, გარდა რამდენიმე კუნძულისა. ჩამოვა რამდენიმე ათასი რუსი ტუირისტი და გაგივრცელებს ვირუსს. გიღირთ? არის გზები, რომ გარკვეულწილად წესების დაცბვით ამუშავდეს, შევთავაზე, მაგრამ ვინ მოგისმინა.


24.ბიზნესმენებს მოგმართავთ, ეს პრობლემას კიდევ კარგა ხანი იქნება. მინიმალიზაცია გააკეთეთ, ოპტიმიზაცია გააკეთეთ, რისიც შეიძლება, ფრთხილად იყავით ახალ ინვესტიციებზე და გეგმებზე, მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნეთ ხალხის, ვინც გყავთ.


25.ერთ პრობლემაზეც უნდა ვილაპარაკო – როგორ შეიძლება, კოვიდკლინიკებში ექთანს 300 ლარი ჰქონდეს ხელფასი? ექთანი 5 ადგილზე მუშაობს, რომ ხელფასი დააგროვოს, და დრო და რესურსი არ რჩება უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის. ასეთ სამედიცინო ბიზნესს ვუწოდებ მავნებლებს. ამ სამედიცინო ბიზნესის მესვეურებს მოგმართავთ – ბონუსებს რომ ირიგებთ, მიხედეთ სამედიცინო პერსონალს


26.საზოგადოებასაც მივმართავ – როცა რაიმე ხდება, ლანძღავენ ექიმს და ექთანს, ყველა გადაიღალა, ხალხიც, მედპერსონალიც. ექიმი და ექთანი კი არ უნდა გალანძღო, არამედ ის, ვინც პირბადე არ გაიკეთა, დისტანცია არ დაიცვა და ვირუსი გაავრცელა.


27.ჩვენი ექიმები, ექთნები და სანიტრები არიან ომის წინა ხაზზე. ეს არ არის გმირობა, ეს არის მათი პროფესია, მაგრამ ეს არის ძალიან საპატიო პროფესია. ნუ შევრაცხავთ გმირებად, ვცეთ პატივი. ჩვენ მაგათი დახმარება ძალიან გვჭირდება. აქვთ შეცდომები, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ არ ვარგა ჯანდაცვის სიტემა, ჯანდაცვის სამინისტრო, თორემ ჩვენ ძალიან კვალიფიციური სამედიცინო პესრონალი გვყავს ძირითადად


28.ნუ გახდება ნურავინ ვირუსის გამავრცელებელი – თუ ვინმე პოლიტიკოსი ფიქრობს ქვეყანაზე, ხალხს თავყრილობისკენ კი არ მოუწოდოს პანდემიის დროს, არამედ გააკეთოს ინტერნეტ ჩართვები, ლაივჩართვები, ისე უთხრას ხალხს სიმართლე და საათქმელი. ფხაკაძემ შეძლო ფეისბუქიის ლაივებით პირბადეების ფასის დაწევა, შეგახსენებთ


29. ჩემი რჩევა საზოგადოებას – ვირუსს შევხედოთ თვალებში და ვუთხრათ – მე არ მეშინია შენი. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ შენ არ გავრცელდე და არ გამრავლდე. მე შეგაჩერებ შენ. ჩემს ოჯახში, ჩემს სადარბაზოში, ჩემს უბანში, ჩემს ქვეყანაში ვერ გამრავლდები. მორჩა


30. იფიქრეთ ახალ ცხოვრებაზე, ძველი ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდება, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე. გადაეწყვეთ


31. ჯანდაცვა ჩააბარეთ არაპოლიტიკურ ექსპერტებს, პროფესიონალებს, პოლიტიკასთან აფილირებული დარგს არ გააკაროთ. პოლიტიკასთან ნული შეხება ვისაც აქვს, იმას ჩააბარეთ ჯანდაცვა, თუნდაც მე, გიორგი ფხაკაძეს – ვიკეთებ რეკლამა


32. და ბოლოს – ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი. „საქართველოს აკრედიტაციის იბნიციატივა“ ამიტომაც წამოვიწყე, პროცესი რთულად, მაგრამ წინ მიდის. ეს გვჭირდება ყველას ერთად


33. იფიქრეთ ბევრი, რაც მეტს იფიქრებთ, უკეთეს გამოსავალს ნახავთ!


ჩვენ გადავრჩებით“ – ამბობდა გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„3 ძირითადი გაფრთხილება გაცემული 2021 წლის 15 ივნისი, საფრანგეთი…“

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 15 ივნისს ამბობდა, რომ საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში.


3 ძირითადი გაფრთხილება გაცემული 2021 წლის 15 ივნისი, საფრანგეთი


„საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში


გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს


აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს

ეს ისე ინფორმაციისთვის

ბევრი მეკითხება, ამიტომ პირველად ამაზე გეტყვით – ჩემი ვაქცინაციიდან უკვე 24 საათი გავიდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მხოლოდ ოდნავ მტკივა ნანემსარი.


ინდურ შტამთან, ე.წ. „დელტასთან“ დაკავშირებით – არც თუ კარგი ამბებია. ის კატასტროფულად სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთში ახალინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა ინფიცირებული. თუ ბრიტანული შტამის გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ინდური შტამი კვირეებსა და დღეებში იპყრობს ევროპას.


საქართველოში ინდური შტამი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემოვიდა. ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობით სეკვენირება ვერ ხდება, რადგან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული, არ წარმოებს.


საუბარია, თითქოს საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია და, ალბათ, ამ ციფრს ერთი ნული დავუმატოთ.


მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები – ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის – 79%. „ასტრაზენეკათი“ აცრისას დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში – 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.


ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30%-ს „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი.


ინდური შტამი იმდენად ვერაგია, რომ ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.


ცნობისათვის, ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?!
საქართველოში ვირუსის მეოთხე ტალღა იქნება სექტემბერში


კიდევ ერთხელ აცრაზე – გუშინ რომ ავიცერი, ვაქცინაციას ატარებდა „წითელი ჯვარი“, მოხალისეები, პენსიაზე გასული მედპერსონალი, რადგან საავადმყოფოებში ადამიანურ რესურსს უფრთხილდებიან. ადგილზე იყო ერთი ექიმი, რომელიც ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში საჭირო ზომებს მიიღებდა.


ვაქცინაცია არ არის საშიში, ოღონდ ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს. მათ შორის, უნდა იყოს ელექტრონული ჯანდაცვა, ჩვენთან კი საბუთებს დღესაც ხელით ავსებენ


ალბათ, ახლა ფულის კეთების ახალი საშუალება დაიწყება საქართველოში – ვაქცინაციის მასიური პუნქტები უნდა გავაკეთოთო. არ არის საჭირო. საქართველოში უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულებაა, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში 551 მულტიპროფილური საავადმყოფოა


რა უნდა გაკეთდეს:


1.არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის კონტროლი უნდა მოწესრიგდეს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით,


2.ვაქცინაციის პროგრამა უნდა განხორციელდეს არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.


3.დატრენინგდეს შესაბამისი პერსონალი. ახალი პუნქტების გახსნა და „ფულის მახეები“ საჭირო არაა. არ დაიღალეთ ამდენი პიარითნუ ფლანგავთ ქვეყნის ბიუჯეტს


საქართველოში ვაქცინაციის პროცესში წითელი ჯვრის გამოყენება არ გვჭირდება. გამოვიყენოთ არსებული სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც მრავლადაა.


უამრავი დრო, ენერგია და ფინანსები იხარჯება უაზრო გეგმებზე, პროგრამებზე. ჯობდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ფოკუსირებული ყოფილიყო ხარისხის გაუმჯობესებაზე, ტრენინგებზე, ინფექციის კონტროლზე და, რაც მთავარია, მთელი ძალისხმევა ხარისხიანი ვაქცინების შემოტანაზე უნდა ყოფილიყო მიმართული.


ექსკლუზივი – მე ვიყავი გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი და ჩემთან ერთად მუშაობდა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ვინოდ პოლი. ის ახლა ინდოეთის მთავრობის მრჩეველია. ვინოდ პოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინდოეთი იწყებს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის წარმოებას.


რაც შეეხება საქართველოს, ჩემი მოსაზრება ასეთია – ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება და წერტილოვანი, მიზანდასახული ჩაკეტვები.


აბსურდის თეატრია ის, რომ აპირებენ პაპანაქება ზაფხულში გამოცდების ჩატარებას, მაშინ, როცა აგვისტოს ბოლოს, სექტემბრისთვის იქნება ვირუსის აფეთქება. ეს არის არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ „მეხუთე კოლონის“ მოქმედება. ვიღაცამ უაზრო გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვებმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმა რა დააშავეს


გადაიტანეთ გამოცდების თარიღი, მაგალითად, ოქტომბერ-ნოემბერში, რადგანაც ამ დროისთვის მეოთხე ტალღა უკვე ჩამცხრალი იქნება. გაითვალისწინეთ, ინდური ვირუსი პირდაპირ ახალგაზრდებს ურტყამს


რეკომენდაციები უცვლელია – სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ არავითარი ტესტების და ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის, თუ ამაზე ექიმის მითითება არაა.


ნებისმიერი ვაქცინის გაკეთებისას მიყევით ინსტრუქციას. ასევე, პირველი დოზის გაკეთების შემდეგ პირბადე მაინც უნდა ატაროთ. მეორე დოზის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ გამომუშავდება მაქსიმალური იმუნიტეტი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინდური შტამისგან მაინც არ ვართ ბოლომდე დაცული და ფრთხილად უნდა ვიყოთ.


არ გამოიყენოთ კონდიციონერი, თუ თქვენთან ერთად ოჯახის წევრების გარდა სხვა ადამაინებიც არიან. ოთახები ორპირით გაანიავეთ.


ევროპა და აშშ წლის ბოლომდე აიცრება და შემდეგ მთელ მსოფლიოში ვაქცინების აქტიური მიწოდება დაიწყება., 2022 წელი ცოტა რთული იქნება, 2023 წლიდან სიტუაცია დალაგდება.


გააკეთეთ სიკეთე, იყავით ყოველთვის კარგ ხასიათზე. ვიყოთ რეალისტები, სიმართლეს თვალებში ვუყუროთ. მოუსმინეთ ყველას, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს დაუჯერეთ.


მე ვაქცინა გავიკეთე, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემთვის საჭიროა. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა ვაქცინის გაკეთება, მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რასაც საჭიროდ თვლით.


ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალურიც. თუ თვლით, რომ თქვენთვის ვაქცინაცია ცუდია და მაინც აიცრებით, ფსიქოლოგიურად ეს უფრო გავნებთ. თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა თანხვედრაში უნდა იყოს და თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ.


კიდევ ერთხელ ვიტყვი – ვისაც გაქვთ საშუალება, წადით სოფელში და იყავით სუფთა ჰაერზე.


ჩვენ ამ ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს, რადგან ქვეყნები არიან ეგოცენტრულები, მარტო თავის თავზე და ფულზე ფიქრობენ. იმის ნაცვლად, რომ მიღებული ყოფილიყო გლობალური გადაწყვეტილება – ყველასათვის ხელმისწავდომი ვაქცინა ყველგან ერთდროულად.


ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 56% ერთხელ მაინც არის აცრილი, აფრიკაში კი 1%-იც არა. რა ჰუმანიზმზე ვლაპარაკობთ?!


როცა ვაქცინაციის სიავკარგეზე ვსაუბრობთ, დავფიქრდეთ, მდიდარი ქვეყნები აცრილია, ღარიბები – არა. ანუ ვაქცინაცია საჭიროა.


მე ყოველთვის მოგაწვდით ახალ, რეალურ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი. ვიყოთ ინფორმირებული. ჩემი რჩევებით ერთი ადამიანი მაინც თუ გადავარჩინე, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი.


მოუფრთხილდით თავს, დაიცავით წესები, ყველაფერი კარგად იქნება!“ – აცხადებდა გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სიკვდილიანობა 21,4%-ით გაიზარდა – ეს ვერაგი ჯერ არ დასრულებულა“

30/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 21.6%-ით გაიზარდა ბოლო კვირაში.


„აშშ: კოვიდთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 21.6%-ით გაიზარდა ბოლო კვირაში.


სიკვდილიანობა 21,4%-ით გაიზარდა“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


ეს ვერაგი ჯერ არ დასრულებულა.


US: COVID-related hospitalizations up 21.6% in the last week.
Deaths have risen 21.4%.
This isn’t over. Not by a long shot.
https://t.co/urdpauXhEk

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights