პარასკევი, მაისი 8, 2026

ალცჰაიმერის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ თაგვებზე ცდისას წარმატებული შედეგები აჩვენა

11/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ექსპერიმენტული ვაქცინა, რომლის მიზანიც ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შენელება ან პრევენციაა, თაგვებზე დაიტესტა. ადრეული შედეგები იმედისმომცემია.


თაგვებს ინჟინერიით შეყვანილი ჰქონდათ გენი, რომელიც მათ ალცჰაიმერის მსგავსი დაავადების მაღალი რისკის ქვეშ აყენებდა; აღმოჩნდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მათ ძალიან ცოტა ამილოიდური ფირფიტები ჰქონდათ.


ამას გარდა, ნაკლებად ჰქონდათ თავის ტვინის ანთებაც და აღენიშნებოდათ გაუმჯობესება ქცევასა და ცნობიერებაში. ამის შესახებ იაპონიის ჯუნტენდოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევართა ჯგუფი იუწყება.


კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის და შესაბამისად, ზედმეტად არ უნდა აღვფრთოვანდეთ. შედეგები მკვლევრებმა ბოსტონში, ამერიკის გულის ასოციაციის 2023 წლის გულ-სისხლძარღვთა მეცნიერების სამეცნიერო სესიაზე წარმოადგინეს.


„ახალ ვაქცინაზე ჩვენ მიერ თაგვებზე ჩატარებული ტესტი მიგვანიშნებს დაავადების პრევენციის ან შეცვლის პოტენციურ გზაზე. თუ ვაქცინა ადამიანებშიც წარმატებული აღმოჩნდა, დიდი ნაბიჯი იქნება ამ დაავადების პროგრესირების გადავადების ან პრევენციისკენ“, — ამბობს გულ-სისხლძარღვთა მეცნიერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჩიე-ლუნ ჰსიაო.


ცოტა ხნის წინ, ადამიანებზე ცდა ჩატარდა ახალი პრეპარატითაც, რომელიც მალე შეიძლება FDA-მ დაამტკიცოს. როგორც ამ ცდებმა აჩვენა, პრეპარატი დაავადების პროგრესს თვეებით ანელებს.


ახალი პოტენციური ვაქცინა მიზანში იღებს ცილას, რომელიც დაბერებულ უჯრედებში ჩნდება — ასაკოვან უჯრედებში, რომლებიც აღარ იყოფიან, მათ აღარც ორგანიზმი წმენდს, ირგვლივ ტრიალებენ და იწვევენ ანთებას.


ერთ-ერთი ცილა, რომელსაც დაბერებული უჯრედები გამოხატავენ, არის SAGP, ანუ სიბერესთან დაკავშირებული გლიკოპროტეინი, რომელიც ვაქცინის სამიზნეა.


მკვლევრებმა ვაქცინა ასაკთან დაკავშირებული მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ შექმნეს, მათ შორის თაგვებში მე-2 ტიპის დიაბეტის.


თუმცა, სხვა მკვლევრებმა აჩვენეს, რომ SAGP ძლიერ არის გამოხატული (ექსპრესია) ნერვულ დამხმარე ქსოვილებში (გლიური უჯრედები) ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში; შესაბამისად, მკვლევართა ჯგუფმა ვაქცინა დატესტა გენური ინჟინერიით ისე დამუშავებულ თაგვებზე, რომლებსაც ამილოიდური დაფები უნდა განვითარებოდათ და გასჩენოდათ ალცჰაიმერის მსგავსი სიმპტომები.


2,5 თვის თაგვების ნაწილს პლაცებო გაუკეთეს, ნაწილს SAGP ვაქცინა.


ამის შემდეგ, ექვსი თვის ასაკში, მკვლევრებმა მათი ქცევა ლაბირინთის მსგავს მოწყობილობაში დატესტეს, შემდეგ კი მათი თავის ტვინი და სხეული შეისწავლეს.


ვაქცინირებულ თაგვებმა ქცევით ტესტებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენეს. აღენიშნებოდათ უფრო მეტი ცნობიერება მიმდებარე გარემოსადმი და იქცეოდნენ ჯანმრთელი თაგვებივით.


ამას გარდა, მათ თავის ტვინში შემცირებული იყო ანთების რამდენიმე ბიომარკერი.


ვაქცინირებულ თაგვებს მნიშვნელოვნად შემცირებული ჰქონდათ ამილოიდური ფირფიტების დაგროვებაც თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში — ტვინის რეგიონში, რომელიც დაკავშირებულია ენის დამუშავებასა და პრობლემების გადაჭრასთან.


საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, SAGP ცილები ძლიერ იყო გამოხატული თავის ტვინის სპეციალიზებული უჯრედების, მიკროგლიის სიახლოვეს. მიკროგლია ცენტრალური ნერვული სისტემის თავდაცვის მთავარი ნაწილია.


თუმცა, მიკროგლიას ანთების გამოწვევაც შეუძლია და უკვე არსებობს ეჭვი, რომ ის ალცჰაიმერში გარკვეულ როლს ასრულებს.


ამ ცდის შედეგები მიუთითებს, რომ მიკროგლიის მიზანში ამოღება შეიძლება ამ დაავადების მკურნალობის გზა იყოს.


„გააქტიურებულ მდგომარეობაში მყოფი მიკროგლიის ამოღებით, შეიძლება ასევე გაკონტროლდეს ანთება თავის ტვინში. ვაქცინამ შეიძლება მიზანში ამოიღოს მიკროგლია და მოაშოროს ეს ტოქსიკური უჯრედები, რითაც საბოლოოდ გასწორდება ის დეფიციტი ქცევაში, რაც ალცჰაიმერის დაავადების დროს გვხვდება“, — ამბობს ჰსიაო.


აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის ვაქცინის შექმნის მცდელობა აქამდეც ყოფილაპოტენციური ვაქცინებიც, რომლებიც ამჟამად ადამიანებზე იტესტება.
ასეთ ექსპერიმენტულ ვაქცინებს ადამიანებზე ცდების დასაწყებად ძალიან დიდი გზის გავლა ესაჭიროება.


თუმცა, იმედისმომცემია, რომ ვაქცინა ქცევის გაუმჯობესებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული და აშკარად აჩვენებს, რომ მკვლევრები სწორ გზაზე დგანან.


„ალცჰაიმერის სამკურნალო სხვა ვაქცინებით თაგვებზე აქამდე ჩატარებული კვლევები წარმატებული აღმოჩნდა ამილოიდური ფირფიტების დალექვისა და ანთებითი ფაქტორების შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი კვლევა იმით განსხვავდება, რომ ჩვენმა SAGP ვაქცინამ თაგვებში ქცევაც უკეთესობისკენ შეცვალა“, — აღნიშნავს ჰსიაო.


მომზადებულია newsroom.heart.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/alchaimeris-eqsperimentulma-vaqcinam-tagvebze-cdisas-warmatebuli-shedegebi-achvena-1tvmecniereba/


მასშტაბური გლობალური კვლევის მიხედვით, 50 წელს ქვემოთ კიბოს შემთხვევები ბოლო 30 წელიწადში 80%-ით არი

11/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გასული 30 წლის განმავლობაში, 50 წელს ქვემოთ კიბოს დიაგნოზის მაჩვენებელი საგანგაშოდ, 79,1 პროცენტით გაიზარდა, რაც ამ დაავადებით 27,7 პროცენტით მეტ სიკვდილიანობას ნიშნავს.


ახალი მოხსენება, რომელშიც პროგრამა „დაავადებათა გლობალური ტვირთის“ 2019 წლის კვლევის მონაცემები გამოიყენეს, აჩვენებს, რომ 14-დან 49 წლამდე ასაკის პირებში კიბოს შემთხვევები 1990 წელს 1,82 მილიონი იყო, 2019 წელს კი 3,26 მილიონი.


204 ქვეყანაში 29 ტიპის კიბოზე შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე ეჭვქვეშ აყენებს საერთო წარმოდგენას კიბოს იმ ტიპის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება. კვლევას ჩინეთის ჯეძიანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ ჩაატარა.


მკვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი წარმოაჩენს ადრეული დიაგნოზისა და მიზანმიმართული მკურნალობის მნიშვნელობას; ასევე იმას, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებში პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ პრევენციული ცხოვრების წესს, მათ შორის ჯანსაღ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვას და ფიზიკურ აქტივობას.


მოსალოდნელია, რომ ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევები (50 წელს ქვემოთ ასაკში) 2030 წლისთვის მსოფლიოში 31 პროცენტით გაიზრდება, რაც სიკვდილიანობის 21-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. რისკი ყველაზე დიდია 40-დან 49 წლამდე პირებში.


2019 წელს, ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძუძუს კიბოს ჰქონდა; ამავე დროს, 1990 წლიდან ყველაზე სწრაფ ზრდას აჩვენებდა სასუნთქი მილის (ტრაქეა) და პროსტატის კიბოები. მეორე მხრივ, დაკლებულია ადრეულ ასაკში ღვიძლის კიბოს მაჩვენებელი.


ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივენ დაფი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ზოგიერთი ტენდენციის პოტენციურ ახსნას გვთავაზობს.


„ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, შემთხვევათა დიდი რაოდენობის მიზეზი B ჰეპატიტის ვირუსია, რომლის წინააღმდეგაც ახლა უკვე არსებობს ეფექტიანი ვაქცინა. რაც შეეხება ნაზოფარინგეალურ კიბოს, დიდი რიცხვების მიზეზია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომლის წინააღმდეგაც ჯერ არ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა“, — ვარაუდობს ექსპერტი კვლევის შეფასებისას.


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კიბოში გენები ასრულებს როლს, ზოგჯერ მისგანაც კი გვიცავს, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია მრავალი პრევენციული ფაქტორი.


„კვებითი რისკფაქტორები (რაციონში ბევრი წითელი ხორცი, ცოტა ხილი, ბევრი ნატრიუმი, ცოტა რძე და ა. შ.), ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ადრეულ ასაკში კიბოს განვითარების მთავარი რისკფაქტორებია“, — წერენ მკვლევრები.


მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ დამნაშავეებს შორის ასევე არის არააქტიური ცხოვრების წესი, ჰაერის დაბინძურება, სიმსუქნე, დიაბეტი და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.


1990-იანი წლების შემდეგ 50 წელს ქვემოთ პირებში კიბოს შემთხვევათა ზრდაზე წინა კვლევებიც მიუთითებდა, მაგრამ კვლევების უმეტესობა რეგიონულ განსხვავებებზე იყო ფოკუსირებული.


არასაკმარისი კვლევებია ჩატარებული იმ ფაქტორთა განსასაზღვრად, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ასაკში სერიოზულ კიბოებთან, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში კიბოს გავრცელებასთან.


„ამ კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტია მონაცემების გლობალურობა. წარმოჩენილია რეგიონებს შორის სხვადასხვაობები, რაც მიუთითებს სხვადასხვა პოპულაციებში სპეციფიკური რისკფაქტორების დადგენის საჭიროებაზე“, — ამბობს ბელფასტის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევარი ეშლი ჰამილტონი.


ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში; სხვადასხვანაირი მაჩვენებლები იყო დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში — მათ შორის კი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა ოკეანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ამ ქვეყნებში არაპროპორციულად მაღალი იყო სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით დაზარალებულებს შორის კი ქალები იყვნენ.


კვლევას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მონაცემთა ხარისხი ქვეყნების მიხედვით იცვლება, არის არასწორ მოხსენებათა შესაძლებლობა, მკაფიო არ არის სკრინინგისა და ადრეულ ასაკში გარემოებითი ფაქტორების ეფექტები.


მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები გავითვალისწინოთ მზარდი მოსახლეობის ფართო კონტექსტშიც, როგორც ამას ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგი დოროთი ბენეთი განმარტავს.


„ამ ასაკობრივ ჯგუფში კიბოთი სიკვდილიანობის ზრდა საგრძნობლად დაბალი იყო, ვიდრე დიაგნოზი, კერძოდ, 28 პროცენტი, რაც ნაკლებია მთლიანი მოსახლეობის ზრდისა და შემთხვევათა რაოდენობაზე, რაც მიუთითებს ამ ასაკობრივ ჯგუფში კიბოთი სიკვდილის საშუალო მაჩვენებლის ვარდნაზე“, — ამბობს ბენეთი.


მრავალწლიანი კვლევების მიუხედავად, კიბო ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს კლავს; შესაბამისად, პრევენცია გადამწყვეტია. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კვლევებში ინვესტირება, საზოგადოებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა განათლება გადამწყვეტია ხანგრძლივი, ჯანმრთელი სიცოცხლისთვის.


კვლევა BMJ Oncology-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/masshtaburi-globaluri-kvlevis-mikhedvit-50-wels-qvemot-kibos-shemtkhvevebi-bolo-30-weliwadshi-80-it-aris-gazrdili-1tvmecniereba/?fbclid=IwAR3Q14mR9S4_sR86-lNGy88Zegs6rqsCaTDPTz7u8MXoGU8cXMFyYjvvWtg



„ექთნების რაოდენობა მინიმუმ 3,6-ჯერ გასაზრდელია…“

11/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2019 წლის მდგომარეობით ერთ ექიმზე საშუალოდ 0.6 ექთანი მოდის, მაშინ როდესაც 1990 წლამდე ერთ ექიმზე საშუალოდ 2.2 ექთანი მოდიოდა.


„2019 წლის მდგომარეობით ერთ ექიმზე საშუალოდ 0.6 ექთანი მოდის, მაშინ როდესაც 1990 წლამდე ერთ ექიმზე საშუალოდ 2.2 ექთანი მოდიოდა.


ამდენად, 2019 წლის მდგომარეობით ექთნების რაოდენობა მინიმუმ 3,6-ჯერ გასაზრდელია, რომ აღდგეს უმაღლესი და საშუალო კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის ოპტიმალური პროპორცია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

რეფორმების შედეგად, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა…

08/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.


ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი). ივლისის თვეში, ჯანდაცვის ჯგუფში 6.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, ამასთან, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფში -17.3 პროცენტიანი კლება იყო. შესაბამისად, აგვისტოში სამედიცინო პროდუქცია კიდევ უფრო გაიაფდა.


სამინისტროს მიერ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად, ფასები მკვეთრად, 70%-მდე შემცირდა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება…

08/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტ„ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამას და მასში ჩასართავად საჭირო პროცედურებს გაეცნენ. მშობლებმა ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად, აუცილებელი წინაპირობაა.


სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვას, ქვეყანაში, ეტაპობრივად, იწყებს. 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება. მათ შორის არიან ბენეფიციარები, ვისაც ზრდის ზონები, ასაკის გამო, ყველაზე ადრე ეხურებათ. ასევე – მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებენ.


მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ, პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა…“

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.

რას ნიშნავს საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკებისთვის და რას შეცვლის ეს საქართველოში?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა.

„აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა. ISO-ს საერთაშორიშო სერტიფიკაცია საქართველოში უკვე ცნობილია, ბევრი ქარხანა და წარმოებაა აკრედიტებული ISO-ს მიერ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ინდოეთში საპირფარეშოები ISO-ს მიერაა სერტიფიცირებული.

ამიტომ, ზოგჯერ მეცინება ხოლმე, ზოგი კომპანია ისე ამაყობს ამ სტანდარტით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ აკრედიტაციაზე, ეს სულ სხვა პროცესია და ეს არ არის სტანდარტიზაცია. თუ ISO იმას უყურებს, დოკუმენტაცია არის თუ არა მოწესრიგებული, აკრედიტაცია, ამასთან ერთად, აკონტროლებს იმას, რომ პროცესები უნდა იყოს დალაგებული“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა

„მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა. 1958 წელს, მეორე ასეთი ორგანიზაცია – „აკრედიტაცია კანადა“ ჩამოყალიბდა ანუ, პრაქტიკულად, ყველაზე ძველი ორგანიზაციები მსოფლიოში ეს ორია. აშშ-ში, საავადმყოფოების უმრავლესობა აკრედიტებულია Joint Commission-ის მიერ, ხოლო კანადაში – „აკრედიტაცია კანადას“ მიერ.

შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა აშშ-სა და კანადაში, აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ ვინმეს უნდოდა, მიეღო ერთი დოლარიც კი ფედერალური მთავრობისგან, მაშინ უნდა ჰქონოდა Joint Commission-ის აკრედიტაცია. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საავადმყოფო აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ასე დაიწყო აკრედიტაციის მეშვეობით საავადმყოფოებსა და სახელმწიფოებთან ურთიერთობები. კანადაშიც აბსოლუტურად იგივე კონცეფციაა, რომელიც შემდეგ გადაიღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა. 90-იან წლებში, ამ ორმა ორგანიზაციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე მუშაობა.

ასე ჩამოყალიბდა Joint Commission International – JCI და „კანადა აკრედიტაცია“ დარჩა ამ სახელწოდებით, მათთან ერთად ათეულობით ორგანიზაცია შეიქმნა, რადგან აკრედიტაციაც დიდი მოთხოვნა იყო.

შესაბამისად, 90-იან წლებში, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაცია ჟენევაში, რომელიც არის აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციების აკრედიტატორია. პარალელურად, მაგალითად, საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა საერთაშორისო სტანდარტებზე, რადგან ჰქონოდა საკუთარი, ეროვნული და ერთის გარდა, ყველა საავადმყოფო საფრანგეთში, აკრედიტაციის მიმნიჭებელი ეროვნული ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული.

ორგანო რომ ჩაითვალოს საერთაშორისოდ, თავად უნდა იყოს აკრედიტირებული და მისი სტანდარტები უნდა იყოს საერთაშორისო დონის. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ორგანიზაციაა, რომლებიც არ არიან აკრედიტირებულნი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს იგივეა, მე და თქვენ რომ ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია და ვთქვათ, რომ საერთაშორისოა. მეორე საკითხია სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც, საავადმყოფოებში პროცესები უნდა იყოს საერთაშორისო დონის შესაბამისი…“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

 
 
 
 

„ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას, თუ საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ…“

07/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა.

„საქართველოს ჯანდაცვის სფეროში რევოლუციური რამ მოხდა შარშან, როცა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წინასაახალწლოდ თქვა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში ყველა კლინიკა გაივლის საერთაშორისო აკრედიტაციას. იანვარშივე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგინდა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც სურს, მიიღოს სახელმწიფოსგან დაფინანსება, უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს არის კარგი პრაქტიკა ანუ პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო.


ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული იყო ექვსი ორგანიზაცია, რომელთაც შეუძლიათ, აკრედიტაცია ჩაუტარონ კლინიკებს საქართველოში, მაგრამ იმ ექვსიდან, მხოლოდ ოთხია საერთაშორისო, ხოლო ორი მათგანი რატომ მოხვდა იმ სიაში, ვერ მივხვდი, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზაცია უნდა იყოს საერთაშორისო და აუცილებლად აკრედიტირებული“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა. ფლაგმანი იყო „მედიქლაბი“, რომელმაც პირველმა მიიღო Joint Commission International-ის აკრედიტაცია.


„როგორც იცით, ჟენევაში ვმუშაობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ რადგანაც დავინახე, რომ აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, ჩავრთულიყავი ამ პროცესში. ამ მიზნით, დავუკავშირდი ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას მსოფლიოში, „აკრედიტაცია კანადას“, რომლის აკრედიტაცია გავლილი აქვს 15 000-მდე სამედიცინო დაწესებულებას მსოფლიოში.“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, მისი მიზანი იყო საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი.


„ჩემი მიზანი იყო, საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი, რაც ადგილობრივი, ქართველი სპეციალისტების გაზრდაშიც დაგვეხმარებოდა, ასევე ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ჩაგვეტარებინა საერთაშორისო დონის ტრენინგები, რაც რთული პროცესი იყო, თუმცა შევძელით და დღეს, „აკრედიტაცია კანადას“ ოფისი საქართველოშია, სადაც ვმუშაობთ 12-კაციანი გუნდი. იანვრიდან დავიწყეთ ტრენინგები საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ახლა, საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების დამნერგავი, ძლიერი გუნდი“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დაიწყეს აკრედიტაციის პროცესი,


„საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დავიწყეთ აკრედიტაციის პროცესი, ჩვენი მრჩევლები შედიან სამედიცინო დაწესებულებებში და საავადმყოფოსთან ერთად გადიან ყველა საკითხს, რაც ეხება საერთაშორისო აკრედიტაციას. რთულია ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, როცა ამის გამოცდილება არ გვქონია. დავარწმუნე კანადელები, რომ ამ მეთოდით წავსულიყავით საქართველოში, რათა მრჩევლების ძირითადი გუნდი ყოფილიყო ქართველების და არა – უცხოელების.


ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი ერთიდან სამ წლამდე გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნით, აკრედიტაციის პროცესში, ამ წლის ბოლომდე, ყველა საავადმყოფომ, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვაში, უნდა წარადგინოს კონტრაქტი, ხელშეკრულება, რომ მათ დაიწყეს ეს პროცესი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. თუ არ წარადგენენ, იანვრიდან შეუწყდებათ საყოველთაო დაფინანსება.


თუ 2025 წლის პირველი იანვრისთვის, საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია, ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას. შესაბამისად, ვინაიდან ეს პროცესი რთულია, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი აგვერჩია – 12 მრჩეველი, ყოველ კვირა, სამი საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში მიდის და ადგილზე უხსნის, უმეორებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს აკრედიტაციის შესახებ“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მომსახურება არის ფასიანი და საავადმყოფიები იხდიან ამ საფასურს.


„ჩემი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, შეუძლებელი შევძელი და საქართველოში „აკრედიტაცია კანადას“ მომსახურების ფასი ძალიან დაბალია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით… ჩვენ ჩავდეთ რესურსი, ენერგია და ინვესტიცია ქართველ ექსპერტებში, რომლებიც ჩვენი ეროვნული საგანძურია. ქართველ ექსპერტებს არ ექნებათ უფლება, ჩაუტარონ ექსპერტიზა ქართულ საავადმყოფოებს, რადგან ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ისინი იქნებიან შემფასებლები სხვა ქვეყნებში. ეს ექსპერტები დაეხმარებიან ქართულ საავადმყოფოებს, რომ გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება მილიარდამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს

07/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

წიაღისეული საწვავი, რომელსაც კაცობრიობა დღეს წვავს, მრავალი სიცოცხლისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება ხვალ.


კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესახებ გამოქვეყნებული 180 სტატიის მიმოხილვამ ღრმად შემაშფოთებელი რიცხვი დადო. კონსერვატორული შეფასებით, მომდევნო საუკუნის განმავლობაში, კლიმატური კატასტროფების შედეგად შეიძლება მილიარდი ან მეტი ადამიანი მოკვდეს.


მომავლის პროგნოზების უმეტესობის მსგავსად, ეს შეფასებაც რამდენიმე ვარაუდს ეფუძნება.


ერთი მათგანია უხეში წესი, რომელსაც „1000 ტონის წესს“ უწოდებენ. ამ ჩარჩოში, კაცობრიობის მიერ დამწვარი ყოველი ათასი ტონა ნახშირბადი არაპირდაპირ არის დამნაშავე მომავალი ადამიანის სიკვდილში.


თუკი მსოფლიოს საშუალო ტემპერატურა ინდუსტრიალიზაციამდელი პერიოდის საშუალო ნიშნულზე 2°C-ით მეტით მოიმატებს, რაც უახლოეს ათწლეულებში უნდა მოხდეს იმ გზაზე, რასაც ახლა ვადგავართ — ბევრ სიცოცხლეს დავკარგავთ. ყოველი 0,1 გრადუსით მომატებამ მსოფლიოში შეიძლება დაახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.


„თუკი 1000 ტონის წესის სამეცნიერო კონსენსუსს სერიოზულად მიიღებ და გამოთვლი, ანთროპოგენური გლობალური დათბობა მომდევნო საუკუნეში მილიარდზე მეტი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს უდრის. აშკარაა, რომ უნდა ვიმოქმედოთ. და თანაც, ძალიან სწრაფად“, — განმარტავს კანადის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის ენერგიის სპეციალისტი ჯოშუა პიერსი.


კლიმატის ცვლილების შედეგად ადამიანის სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლა უკიდურესად რთულია, ამ დროისთვისაც კი.


გაერო-ს მონაცემებით, გარემოებითი ფაქტორები ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონ ადამიანს კლავს, მაგრამ უცნობია, სიკვდილის ამ შემთხვევათაგან რამდენი იყო პირდაპირ ან ირიბად კლიმატის ცვლილების შედეგი.


ზოგიერთი ექსპერტი ირწმუნება, რომ ჯერ მხოლოდ არანორმალური ტემპერატურა შეიძლება იყოს ყოველწლიურად ხუთი მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი. სხვა შეფასებების მიხედვით, ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.


პრობლემა ნაწილობრივ ის არის, რომ კლიმატის ცვლილების გლობალური ეფექტები მრავალფეროვანია. მოსავლის უკმარისობა, გვალვა, წყალდიდობა, ექსტრემალური ამინდი, ზღვის დონის მატება — ადამიანის ცხოვრებაზე გავლენა ყველა მათგანს შეუძლია, თანაც რთული, კომპლექსური გზებით.


ამ კლიმატური კატასტროფებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის პროგნოზირება არსებითად არასრულყოფილი სამუშაოა, მაგრამ პიერსმა და მისმა კოლეგამ ავსტრიის ქალაქ გრაცის უნივერსიტეტიდან, რიჩარდ პარნკატმა ჩათვალეს, რომ ცდად ღირდა.


მათი მტკიცებით, ემისიების გაზომვა ადამიანთა სიცოცხლესთან მიმართებაში, საზოგადოებისთვის რიცხვების აღქმას უფრო აადვილებს, ამავე დროს, ხაზს უსვამს იმასაც, რამდენად მიუღებელია ჩვენი ამჟამინდელი უმოქმედობა.


„გლობალური დათბობა მილიარდობით ადამიანისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. რაც უფრო ზუსტი ხდება კლიმატურ მოდელთა პროგნოზები, სულ უფრო მეტად ერგება ჩვენს ქმედებებს ის ზიანი, რასაც ჩვენს ბავშვებსა და მომავალ თაობებს ვაყენებთ“, — ამბობს პიერსი.


ამ პუნქტის უფრო მეტად წარმოსაჩენად, პიერსმა და პარნკატმა 1000 ტონის წესი ავსტრალიაში მდებარე ქვანახშირის მაღარი ადანი-კარმაიკლის მაღაროს მოარგეს; ეს მაღარო მსოფლიოში უდიდესია.


კვლევის ავტორთა განცხადებით, ამ მაღაროს ქვანახშირის მთელი მარაგის დაწვა, მომავალში შეიძლება დაახლოებით სამი მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდეს.


„მრავალი მათგანი, ვინც მოკვდება, ჯერ ბავშვია და გლობალურ სამხრეთში ცხოვრობს. კარმაიკლის მაღაროს მთელი მარაგის დაწვა მომავალში დიდი ალბათობით გამოიწვევს მათ სიკვდილს“, — წერენ მკვლევრები.


ტექნიკურად, 1000 ტონის წესი არ ითვალისწინებს შესაძლო კლიმატური უკუკავშირების მარყუჟებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გაცილებით გააუარესოს და დააჩქაროს ნახშირბადის ემისიების შედეგები გარემოზე.


ამ წესის შესაბამისად, ყოველი ათასი ტონა ნახშირბადის დაწვა დაახლოებით 0,1-დან 10-მდე ადამიანის სიკვდილს უნდა იწვევდეს.


თუმცა, რჩება ადგილი გაცილებით უარესი სცენარებისთვისაც, რაც ამ კვლევაში არ განუხილავთ.


„როდესაც კლიმატური მეცნიერები მოდელებს ამუშავებენ და შემდეგ ამის შესახებ იუწყებიან, ყველა მაინც კონსერვატორულად უყურებს, რადგან არავის სურს, აპოკალიფსის მაუწყებლად გამოჩნდეს. ჩვენც ასე მოვიქეცით, მაგრამ შედეგები მაინც ზედმეტად არასასიამოვნოა“, — განმარტავს პიერსი.


რეალობა ასეთი მძიმეა, მაგრამ ისეთი, რომ საჭიროა, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა თვალი გაუსწორონ და შესაბამისად იმოქმედონ.


კვლევა Energies-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია news.westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/mecnierebi-gvafrtkhileben-rom-klimatis-cvlilebam-sheidzleba-miliardamde-adamianis-sikvdili-gamoiwvios-1tvmecniereba/?fbclid=IwAR2oh_Ht7LXheDO4H89rVQp7v86Z93YSRBoob5Hplk2CXAyKiX7huYPhyRk


კიბოს საწინააღმდეგო პირველი ანტიბიოტიკი გამოუშვეს – მისი გამოჩენით მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკ

07/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ანტიბიოტიკი კედარციდინი, რომელსაც ბაქტერიისა და კიბოს უჯრედების დნმ-ის განადგურება შეუძლია. აღნიშნული ანტიბიოტიკი ბრიტანეთის ლინკოლნისა და ტოკიოს უნივერსიტეტების მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიგონა. მასალა ბუნებრივი გზით აღმოაჩინეს ინდოეთში 30 წლის წინ.


მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნიადაგი 1940-იან წლებში შემუშავებული ყველა ანტიბიოტიკის წყაროა. ნიადაგიდან ამოღებეულმა კედარციდინის პროტოტიპმა ნივთიერებამ კვლევის მსვლელობისას, ძლიერი კიბოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები გამოავლინა. თუმცა მას გააჩნია რთული მოლეკულური სტრუქტურა.


ის სულ ახლახანს გააანალიზეს და მიღებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კიბოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკის შემუშავებას შეძლებდნენ.ანტიბიოტიკ კედარციდინს გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, რაც კიბოს უჯრედების დნმ-ის დაშლის, მათი შემდგომი ზრდისა და განვითარების შეწყვეტის საშუალებას იძლევა.კედარციდინის გამოჩენით, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ახალი თაობის ანტიბიოტიკების ხანა იწყება.



ვიდეო – ლინკი:


https://palitranews.ge/video/124152-kibos-sacinaagmdego-pirveli-antibiotiki-gamoushves-misi-gamochenit-msoplioshi-axali-taobis-antibiotikebis-xana-icqeba/?fbclid=IwAR29lOq85gauc5DRwNt6oiqEuYKGGgV8MFUArfn-CcCg_APwAFY9CNcvOIE




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://palitranews.ge/video/124152-kibos-sacinaagmdego-pirveli-antibiotiki-gamoushves-misi-gamochenit-msoplioshi-axali-taobis-antibiotikebis-xana-icqeba/?fbclid=IwAR29lOq85gauc5DRwNt6oiqEuYKGGgV8MFUArfn-CcCg_APwAFY9CNcvOIE


„იცავს ახალი კოვიდ ვარიანტისგან (BA.2.86)“ – მოდერნა

07/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში არცერთი ამ ვაქცინებიდან არ იქნება ხელმისაწვდომი.


„ფრთხილი ოპტიმიზმი. მოდერნა (დღეს 3 საათის წინ) განაცხადა რომ მისი ახალი გაუმჯობესებული ვაქცინა იცავს ახალი კოვიდ ვარიანტისგან (BA.2.86).


ასევე ორი ფარმა კონპანია ფაიზერი და ნოვოვაქსი ასევე ასრულებენ კოვიდის სხვა (XBB.1.5) ვარიანტის ვაქცინაზე მუშაობას.


სამწუხაროდ, საქართველოში არცერთი ამ ვაქცინებიდან არ იქნება ხელმისაწვდომი.


მდიდარი ქვეყნები დაიწყებენ ორმაგ ვაქცინაციას (გრიპი/კოვიდი) ოქტომბრიდან. ღარიბი ქვეყნები კი გადავლენ შელოცვებზე….


შელოცვების პუნქტების გახსნის დროა… “ – წერს გიორგი ფხაკაძე.


Moderna says updated Covid vaccine was effective against highly mutated BA.2.86 variant in trial


https://investors.modernatx.com/…/Moderna…/default.aspx


https://www.cnbc.com/…/moderna-says-new-covid-vaccine…


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights