ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

რას ნიშნავს და რატომაა საერთაშორისო აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებებისთვის აუცილებელი

საქართველოში, 286 სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაშია ჩართული, საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად ემზადება, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, მსოფლიო დონის სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს. განსაზღვრულია პირობები და ვადა 2025 წლის პირველი იანვარია.

რას გულისხმობს საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება, რატომაა ეს მნიშვნელოვანი საქართველოს მოსახლეობისთვის და ზოგადად, რა უნდა ვიცოდეთ კლინიკების აკრედიტაციაზე? – „ვერსია“ პროფესორს, მედიცინის დოქტორს, „აკრედიტაცია კანადას“ წარმომადგენელს საქართველოში, გიორგი ფხაკაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, თქვენ აკრედიტაციის ერთ-ერთ ორგანიზაციას – „აკრედიტაცია საქართველოს“ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანაში. რას ნიშნავს საერთაშორისო აკრედიტაცია კლინიკებისთვის და რას შეცვლის ეს ჩვენს ქვეყანაში?

– დავიწყოთ იმით, რომ აკრედიტაციასა და სერტიფიკაციას შორის დიდი განსხვავებაა. ISO-ს საერთაშორიშო სერტიფიკაცია საქართველოში უკვე ცნობილია, ბევრი ქარხანა და წარმოებაა აკრედიტებული ISO-ს მიერ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ინდოეთში საპირფარეშოები ISO-ს მიერაა სერტიფიცირებული.

ამიტომ, ზოგჯერ მეცინება ხოლმე, ზოგი კომპანია ისე ამაყობს ამ სტანდარტით, მაგრამ როცა ვსაუბრობთ აკრედიტაციაზე, ეს სულ სხვა პროცესია და ეს არ არის სტანდარტიზაცია. თუ ISO იმას უყურებს, დოკუმენტაცია არის თუ არა მოწესრიგებული, აკრედიტაცია, ამასთან ერთად, აკონტროლებს იმას, რომ პროცესები უნდა იყოს დალაგებული.

მსოფლიოში, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი ინტენსიურად, 90-იანი წლებიდან დაიწყო, მაგრამ აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირველი ორგანო 1951 წელს, აშშ-ში ჩამოყალიბდა, რომელსაც ჰქვია Joint Commission და რომლის ძირითადი ფუნქცია სამედიცინო დაწესებულებების სტანდარტიზაციაა. 1958 წელს, მეორე ასეთი ორგანიზაცია – „აკრედიტაცია კანადა“ ჩამოყალიბდა ანუ, პრაქტიკულად, ყველაზე ძველი ორგანიზაციები მსოფლიოში ეს ორია. აშშ-ში, საავადმყოფოების უმრავლესობა აკრედიტებულია Joint Commission-ის მიერ, ხოლო კანადაში – „აკრედიტაცია კანადას“ მიერ.

შემდეგ შეიცვალა კანონმდებლობა აშშ-სა და კანადაში, აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ თუ ვინმეს უნდოდა, მიეღო ერთი დოლარიც კი ფედერალური მთავრობისგან, მაშინ უნდა ჰქონოდა Joint Commission-ის აკრედიტაცია. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საავადმყოფო აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ასე დაიწყო აკრედიტაციის მეშვეობით საავადმყოფოებსა და სახელმწიფოებთან ურთიერთობები. კანადაშიც აბსოლუტურად იგივე კონცეფციაა, რომელიც შემდეგ გადაიღეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა. 90-იან წლებში, ამ ორმა ორგანიზაციამ დაიწყო საერთაშორისო დონეზე მუშაობა.

ასე ჩამოყალიბდა Joint Commission International – JCI და „კანადა აკრედიტაცია“ დარჩა ამ სახელწოდებით, მათთან ერთად ათეულობით ორგანიზაცია შეიქმნა, რადგან აკრედიტაციაც დიდი მოთხოვნა იყო.

შესაბამისად, 90-იან წლებში, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაცია ჟენევაში, რომელიც არის აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციების აკრედიტატორია. პარალელურად, მაგალითად, საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა საერთაშორისო სტანდარტებზე, რადგან ჰქონოდა საკუთარი, ეროვნული და ერთის გარდა, ყველა საავადმყოფო საფრანგეთში, აკრედიტაციის მიმნიჭებელი ეროვნული ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული.

ორგანო რომ ჩაითვალოს საერთაშორისოდ, თავად უნდა იყოს აკრედიტირებული და მისი სტანდარტები უნდა იყოს საერთაშორისო დონის. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი ორგანიზაციაა, რომლებიც არ არიან აკრედიტირებულნი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს იგივეა, მე და თქვენ რომ ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია და ვთქვათ, რომ საერთაშორისოა. მეორე საკითხია სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც, საავადმყოფოებში პროცესები უნდა იყოს საერთაშორისო დონის შესაბამისი…

ბატონო გიორგი, რა ვითარებაა საქართველოში, კლინკების აკრედიტაციის კუთხით?..

– საქართველოს ჯანდაცვის სფეროში რევოლუციური რამ მოხდა შარშან, როცა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა წინასაახალწლოდ თქვა, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს ხარისხიან ჯანდაცვაზე. მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში ყველა კლინიკა გაივლის საერთაშორისო აკრედიტაციას. იანვარშივე, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგინდა, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც სურს, მიიღოს სახელმწიფოსგან დაფინანსება, უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია. ეს არის კარგი პრაქტიკა ანუ პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული იყო ექვსი ორგანიზაცია, რომელთაც შეუძლიათ, აკრედიტაცია ჩაუტარონ კლინიკებს საქართველოში, მაგრამ იმ ექვსიდან, მხოლოდ ოთხია საერთაშორისო, ხოლო ორი მათგანი რატომ მოხვდა იმ სიაში, ვერ მივხვდი, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას, სადაც მითითებულია, რომ ორგანიზაცია უნდა იყოს საერთაშორისო და აუცილებლად აკრედიტირებული.

საქართველოში რამდენიმე საერთაშორისო დონის ორგანიზაციამ უკვე დაიწყო აკრედიტაციაზე მუშაობა. ფლაგმანი იყო „მედიქლაბი“, რომელმაც პირველმა მიიღო Joint Commission International-ის აკრედიტაცია.

როგორც იცით, ჟენევაში ვმუშაობ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, მაგრამ რადგანაც დავინახე, რომ აკრედიტაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, მივიღე გადაწყვეტილება, ჩავრთულიყავი ამ პროცესში. ამ მიზნით, დავუკავშირდი ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას მსოფლიოში, „აკრედიტაცია კანადას“, რომლის აკრედიტაცია გავლილი აქვს 15 000-მდე სამედიცინო დაწესებულებას მსოფლიოში.

ჩემი მიზანი იყო, საქართველოში სისტემა დანერგილიყო და ჩამოგვეყალიბებინა ოფისი, რაც ადგილობრივი, ქართველი სპეციალისტების გაზრდაშიც დაგვეხმარებოდა, ასევე ადგილობრივი სპეციალისტებისთვის ჩაგვეტარებინა საერთაშორისო დონის ტრენინგები, რაც რთული პროცესი იყო, თუმცა შევძელით და დღეს, „აკრედიტაცია კანადას“ ოფისი საქართველოშია, სადაც ვმუშაობთ 12-კაციანი გუნდი. იანვრიდან დავიწყეთ ტრენინგები საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ახლა, საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების დამნერგავი, ძლიერი გუნდი.

საქართველოში, 14 სამედიცინო დაწესებულებასთან ინტენსიურად დავიწყეთ აკრედიტაციის პროცესი, ჩვენი მრჩევლები შედიან სამედიცინო დაწესებულებებში და საავადმყოფოსთან ერთად გადიან ყველა საკითხს, რაც ეხება საერთაშორისო აკრედიტაციას. რთულია ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, როცა ამის გამოცდილება არ გვქონია. დავარწმუნე კანადელები, რომ ამ მეთოდით წავსულიყავით საქართველოში, რათა მრჩევლების ძირითადი გუნდი ყოფილიყო ქართველების და არა – უცხოელების.

ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი ერთიდან სამ წლამდე გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნით, აკრედიტაციის პროცესში, ამ წლის ბოლომდე, ყველა საავადმყოფომ, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვაში, უნდა წარადგინოს კონტრაქტი, ხელშეკრულება, რომ მათ დაიწყეს ეს პროცესი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. თუ არ წარადგენენ, იანვრიდან შეუწყდებათ საყოველთაო დაფინანსება.

თუ 2025 წლის პირველი იანვრისთვის, საავადმყოფოებს მინიჭებული არ ექნებათ საერთაშორისო აკრედიტაცია, ვერ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას. შესაბამისად, ვინაიდან ეს პროცესი რთულია, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი აგვერჩია – 12 მრჩეველი, ყოველ კვირა, სამი საათის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში მიდის და ადგილზე უხსნის, უმეორებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს აკრედიტაციის შესახებ.

ბატონო გიორგი, კლინიკები აკრედიტაციის მიმნიჭებელ ორგანიზაციებს უხდიან საფასურს, არა?

– ეს მომსახურება არის ფასიანი და საავადმყოფიები იხდიან ამ საფასურს. ჩემი ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, შეუძლებელი შევძელი და საქართველოში „აკრედიტაცია კანადას“ მომსახურების ფასი ძალიან დაბალია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით… ჩვენ ჩავდეთ რესურსი, ენერგია და ინვესტიცია ქართველ ექსპერტებში, რომლებიც ჩვენი ეროვნული საგანძურია. ქართველ ექსპერტებს არ ექნებათ უფლება, ჩაუტარონ ექსპერტიზა ქართულ საავადმყოფოებს, რადგან ინტერესთა კონფლიქტია, მაგრამ ისინი იქნებიან შემფასებლები სხვა ქვეყნებში. ეს ექსპერტები დაეხმარებიან ქართულ საავადმყოფოებს, რომ გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.

მას შემდეგ, რაც გაივლიან აკრედიტაციას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მომსახურების ფასს გაზრდიან ქართული საავადმყოფოები?

– სტანდარტების ჩამოყალიბება და ხარისხის ამაღლება, საბოლოო ჯამში, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ფასს დაწევს. არ ვაჭარბებ და ფაქტია, რომ საქართველოში, ხუთ სხვადასხვა საავადმყოფოში რომ მიხვიდეთ ტესტის ჩასატარებლად, მიიღებთ ხუთ განსხვავებულ პასუხს-დიაგნოზს ანუ რეალურად, გგონიათ, რომ იაფად იღებთ, მაგრამ სინამდვილეში, ძვირი გიჯდებათ ეს სერვისი, რადგან ერთის ნაცვლად, ხუთ ექიმთან მიდიხართ იმიტომ, რომ ხარისხია დაბალი. როცა საავადმყოფო აკრედიტირებულია, ე.ი. იქ ხარისხის თემა დალაგებულია და სხვა საავადმყოფოში წასვლის საჭიროება აღარაა, რადგან სრულ მომსახურებას იღებ და უფრო იაფი გიჯდება. შეიძლება, საავდმყოფომ თქვას, რომ ინვესტიცია ჩავდე, რათა ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოო და ამიტომ ერთეულის ფასმა აიწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის მომსახურების მიღება უფრო იაფი გამოდის.

მაგალითად, „აკრედიტაცია კანადა“ არ ითხოვს ინფრასტრუქტურის შეცვლას სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ, ვუყურებთ პროცესების დალაგებას – არსებულ ფიზიკურ გარემოში, როგორ შეიძლება პროცესები ისე დალაგდეს, რომ პაციენტისთვის უსაფრთხო იყოს…

ავტორი-თათია გოჩაძე

 

აგრესიული კიბოს უჯრედები მეცნიერებმა ჯანმრთელ უჯრედებად გარდაქმნეს

06/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ბავშვის კიბოს განსაკუთრებით აგრესიული ფორმას, რომელიც კუნთოვან ქსოვილში წარმოიქმნება, მალე შეიძლება სამკურნალო საშუალება გამოუჩნდეს.


მეცნიერებმა წარმატებით განახორციელეს რაბდომიოსარკომის უჯრედების ნორმალურ, ჯანსაღ კუნთოვან უჯრედებად გარდაქმნა. ეს მიღწევა შეიძლება ამ სასტიკი დაავადების სამკურნალო ახალი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს ადამიანის სხვა ტიპის კიბოების მკურნალობაში.


„უჯრედები ფაქტობრივად კუნთებად გადაიქცა. სიმსივნემ კიბოს ყველა მახასიათებელი დაკარგა“, — ამბობს ქოლდ-სპრინგ-ჰარბორის ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგი კრისტოფერ ვაკოჩი.


კიბო მონოლითური რამ არ არის. წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში უჯრედები მუტაციას განიცდის. რაბდომიოსარკომა არის კიბოს ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ბავშვებსა და მოზარდებში გვხვდება. როგორც წესი, იწყება ჩონჩხის კუნთში, როდესაც მისი უჯრედები მუტაციას განიცდის, იწყებენ გამრავლებას და მთელ სხეულს ედებიან.


რაბდომიოსარკომა აგრესიულია და ხშირად, მომაკვდინებელიც; შუალედური რისკის ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებლები 50-დან 70 პროცენტამდე მერყეობს.


მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტს, რომელიც იმედისმომცემი აღმოჩნდა, დიფერენციაციის თერაპია ეწოდება. ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ლეიკემიის უჯრედები სრულად მომწიფებული არ არის, ისეთი არადიფერენცირებული ღეროვანი უჯრედების მსგავსად, რომლებიც ჯერ სრულად არ არიან ჩამოყალიბებული რომელიმე კონკრეტული ტიპის უჯრედებად. დიფერენციაციის თერაპია ამ უჯრედებს განვითარების გაგრძელებას და კონკრეტული ტიპის მომწიფებულ უჯრედებად დიფერენცირებას აიძულებს.


წინა კვლევაში, ვაკოჩმა და მისმა ჯგუფმა ეფექტიანად უკუაქციეს კიბოს უჯრედების მუტაცია, რომელიც იუინგის სარკომაში გაჩნდა — ბავშვის კიდევ ერთ კიბოში, რომელიც ძირითადად ძვლებში ჩნდება.


მკვლევრებს სურდათ, გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა იგივე წარმატების გამეორება რაბდომიოსარკომის შემთხვევაშიც, რადგან მიიჩნეოდა, რომ დიფერენციაციის თერაპია ამ დაავადებისგან ათწლეულობით იყო დაშორებული.



გენეტიკური სკანირების მეთოდით სცადეს იმ გენების გამოვლენა, რომლებიც შეიძლება რაბდომიოსარკომის გენებს კუნთოვან უჯრედებად გადაქცევას აიძულებდა. პასუხს მიაგნეს ცილაში, რომელსაც ბირთვული ტრანსკრიფციის ფაქტორი Y ეწოდება (NF-Y).


რაბდომიოსარკომის უჯრედები წარმოქმნიან ცილას, სახელად PAX3–FOXO1, რომელიც კიბის გამრავლებას იწვევს და სწორედ ამ ცილაზეა დამოკიდებული კიბო.


მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცილა NF-Y-ის გათიშვა ააქტიურებს ცილა PAX3–FOXO1-ს, რაც თავის მხრივ, უჯრედებს აიძულებს განვითარდნენ და დიფერენცირდნენ მომწიფებულ კუნთოვან უჯრედებად, კიბოს აქტივობის ნიშების გარეშე.


მკვლევართა განცხადებით, ეს საკვანძო ნაბიჯია რაბდომიოსარკომის დიფერენციაციის თერაპიის შესაქმნელად და შეიძლება დააჩქაროს ის დრო, რომელიც ასეთი მკურნალობის შესაქმნელად არის საჭირო.


როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი მეთოდი, რომელიც სარკომის ორ სხვადასხვა ტიპზე გამოცადეს, სარკომის და კიბის სხვა ტიპებზეც შეიძლება გამოიყენონ, რადგან ის მეცნიერებს იმ ხელსაწყოებს აძლევს, რომლებიც იმის საპოვნელად არის საჭირო, თუ როგორ გამოიწვიონ კიბოს უჯრედების დიფერენცირება.


„ყოველ წარმატებულ მედიკამენტს თავისი ისტორია აქვს. ასეთი კვლევები ის ნიადაგია, რომელშიც ახალი წამლები იბადება“, — ამბობს ვაკოჩი.


კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია cshl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/agresiuli-kibos-ujredebi-mecnierebma-janmrtel-ujredebad-gardaqmnes-1tvmecniereba/?fbclid=IwAR3FrAgLETS58eq-iCk7b-BFfTuxr3SZj6_LYvY8Q6feINwD5CVpuXOS590


„ესპანეთი: ერთ კვირაში Covid-ის შემთხვევები 70%-ით გაიზარდა“

06/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„ესპანეთი: ერთ კვირაში Covid-ის შემთხვევები 70%-ით გაიზარდა


Covid-19-ის სიხშირე ესპანეთში პირველადი ჯანდაცვის განყოფილებაში არის 130,2 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. 69,53 პროცენტით გაიზარდა წინა კვირასთან შედარებით, როდესაც დაფიქსირდა 76,8 შემთხვევა“


Spain: Covid cases up by 70% in one week.


The incidence rate of Covid-19 in Primary Care in Spain is 130.2 cases per 100,000 inhabitants. It has increased by 69.53 percent compared to the previous week, when there were 76.8 cases


https://t.co/WOzOjZD1if


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მიმდინარე წელს 165 მილიონი ინფექცია დაფიქსირდა…“

06/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„აშშ (30/08/2023)


1.69% (59 ადამიანიდან 1) ინფექციურია


დღიურად 800 000 ახალი COVID-19 შემთხვევა


გამომწვევია 40,000-160,000 #LongCOVID გრძელი კოვიდის შემთხვევა დღეში“


COVID-19 Tracker, Aug 30, 2023. U.S. #wastewater levels are higher than during the majority (63.1%) of the pandemic:


1.69% (1 in 59 people) are infectious


800,000 new daily COVID-19 cases


Causing 40-160K #LongCOVID cases per day


https://threadreaderapp.com/thread/1697669766096232791.html

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ამჟამად მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს – „რა ვიცი, საქართველოში კოვიდი არ არის და…“

06/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„რა ვიცი, საქართველოში კოვიდი არ არის და…


ჯილ ბაიდენს Covid-19-ზე დადებითი ტესტი აქვს „დღეს საღამოს აშშ-ს პირველ ლედის COVID-19-ზე დადებითი ტესტირება დაუდასტურდა.


ამჟამად მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს. ”ის დარჩება მათ სახლში, რეჰობოთ ბიჩში, დელავერში.”


https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10162140043415579&id=529920578


ჯილ ბაიდენს Covid-19-ზე დადებითი ტესტი აქვს


„დღეს საღამოს აშშ-ს პირველ ლედის COVID-19-ზე დადებითი ტესტირება დაუდასტურდა. ამჟამად მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს. ”ის დარჩება მათ სახლში, რეჰობოთ ბიჩში, დელავერში.”


Jill Biden tests positive for Covid-19


“This evening, the First Lady tested positive for COVID-19. He is currently experiencing only mild symptoms. “He will be staying at their home in Rehoboth Beach, Delaware,”


https://t.co/j62Tki6LY0


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„შეუძლებელი შევძელი“ – გიორგი ფხაკაძე

06/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ შეუძლებელი შეძლო.


„შეუძლებელი შევძელი – გიორგი ფხაკაძე #drpkhakadze#accreditationgeGiorgi PkhakadzeAccreditation Canada representative office in Georgiaგაზეთი „ვერსია“





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ჰებემ მოიპოვა აკრედიტაცია 1 წელის ვადით

05/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვას გეგმავს.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


სტომატოლოგიურმა კლინიკა ჰებემ მოიპოვა აკრედიტაცია 1 წელის ვადით.


„ჰებე“ ინოვაციური კლინიკაა თბილისში


კლინიკა 2018 წელს დაარსდა. ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. მის აწყობას სამი წელი დასჭირდა და იგი არის სრული მომსახურების კლინიკა. ეს არ არის მარტო სტომატოლოგიური კლინიკა, ეს არის ორგანიზაცია.


რაც შეეხება სახელს, მარტივი სახელი აირჩიეს, რაც ნიშნავს ახალგაზრდობის ქალღმერთს. კლინიკაში 20 თანამშრომელია. კლინიკას ყავს გნათოლოგი და ეპიდემიოლოგი.


„ჰებე“ მდებარეობს საბურთალოზე, არჩილ ცაგარელის ქუჩაზე #3.


თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პაციენტების უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებაზე პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი ზრუნავს, რომლებიც მუდამ განვითარებაზე არიან ორიენტირებული.


სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „ჰებეს“ მისიაა თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება პაციენტებისთვის.


დანადგარები ეტაპობრივად შეიძინეს და ყველა ძალიან მაღალი ხარისხისაა.


გნათოლოგია არის ახალი მიმართულება სტომატოლოგიაში. ის შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის მორფოფუნქციურ ურთიერთკავშირს ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს.


გნათოლოგია საკმაოდ რთული დარგია, დარღვევის შემთხვევაში, ის ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს, კერძოდ, ტკივილს, ტკაცუნს, დაჭიმულობას, პირის გაღების შეზღუდვას, შუილს ყურებში და ასევე ხვრინვას. ეს არის ახალი დარგი და „ჰებე“-ს ყავს სპეციალისტი.


კლინიკაში ძირითადად მოსკოვიდან და ისრაელიდან ჩამოდიოდნენ პაციენტები და ამ მხრივ, განსაკუთრებით, ივლის-აგვისტოს თვე იყო დატვირთული. პაციენტების 60 % მოსკოვიდან კლინიკაში ჩამოდიოდა და იღებდნენ სტომატოლოგიურ მომსახურებას.


საქართველოში არ ხდება იმ სამედიცინო მასალების წარმოება, რომელიც აუცილებელია სტომატოლოგიური მომსახურებისთვის, ამიტომ უკვეთავენ უცხოეთის ქვეყნებში და დოლარის და ევროს კურსიდან გამომდინარე ხდება ფასების ცვლილება.


„ჰებე“ ქსელურად უნდა განვითარდეს, ფილიალები უნდა გაიხსნას. თავდაპირველად, ფილიალის გაკეთებას ბათუმში ფიქრობენ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




COVID-19 აფეთქებები ავსტრალიის ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში – 2023 წლის 1 სექტემბერი

05/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„ავსტრალია: Covid მოვლის სახლებში.


31 აგვისტოს მდგომარეობით დაფიქსირდა COVID-19-ის 586 აქტიური შემთხვევა 88 აქტიურ ეპიდემიაში ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში.


დაფიქსირდა 45 ახალი ეპიდ აფეთქება, 4 ახალი მიხუცი დაიღუპა და 562 ახალი რეზიდენტისა და პერსონალის შემთხვევა დაფიქსირდა.


Australia: Covid in care homes.


There are 586 active COVID-19 cases in 88 active outbreaks in residential aged care facilities as of 31 August.


45 new outbreaks, 4 new resident deaths and 562 combined new resident and staff cases have been reported.


https://www.health.gov.au/…/covid-19-outbreaks-in…


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ისრაელი: 30%-ით მატულობს ყოველდღიურად COVID-ის შემთხვევები

05/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„ისრაელი: 30%-ით მატულობს ყოველდღიურად COVID-ის შემთხვევები.


ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოებს დაავალა ახალი პაციენტების PCR ტესტების ჩატარება მომდევნო კვირაში შემთხვევების ზრდის გამო.


Israel: 30% spike in daily COVID cases.


The Israeli Health Ministry has instructed hospitals to begin conducting PCR tests on new patients for the next week due to a rise in cases.


https://t.co/VwiOdUkjww

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„რამე შეიცვალა?!“ – გიორგი ფხაკაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს

05/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„რამე შეიცვალა?!


ვინ უნდა გაიკეთოს პირველი ვაქცინა?


ჯანმრთელობას გისურვებთ“





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights