შორეულ გალაქტიკაში, ასტრონომებმა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მტვრისა და გაზის ნიშნები დააფიქსირეს.
რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება თუ არა კბილის პასტის ხარისხის და უსაფრთხოების დადგენა…
გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“
„ზოგიერთ კბილის პასტაში შედის ფტორი, შესაძლოა, მისმა გადაჭარბებულმა რაოდენობამ ბავშვებში გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იღებს დედის მეშვეობით“ – განაცხადა ჰარვარდის მეცნიერმა ფილიპ გრანდჟანმა.
მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში.
„დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რომ ფტორი შეიძლებოდა დამაზიანებელი ყოფილიყო ორგანიზმისთვის. უახლეს კვლევებში შევაჯამეთ ორსულებისა და ბავშვების მონაცემები. დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში, კერძოდ IQ – ში. ფტორს ძირითადად სასმელი წყლიდან ვიღებთ, თუმცა როცა ამას ემატება კბილის პასტიდან მიღებული ფტორი, უკვე სარისკოა.
ფტორი კარიესის განვითარებას უშლის ხელს, ის აუცილებელია კბილებისთვის, თუმცა, ძალიან ცოტა რაოდენობით და მხოლოდ კბილების ზედაპირზე, – არა ორგანიზმში. ჩვენი რეკომენდაციაა, ჯაგრისზე დაიტანოთ ძალიან ცოტა კბილის პასტა, დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის და გახეხვის შემდეგ სრულად გამოირეცხოთ პირის ღრუდან. ბავშვები კბილის ხეხვის დროს ყლაპავენ კბილის პასტას. კვლევებით დადგინდა, რომ ასეთი ბავშვების ორგანიზმში ფტორის გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელიც შემდგომში ცირკულაციის შედეგად ხვდება ტვინში და იწვევს მის დაზიანებას“ – დასძინა ფილიპ გრანდჟანმა.
ქირურგმა, პარადონტოლოგმა თეა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ფერად ზოლებს სულ სხვა დანიშნულება აქვს, საერთოდ არ აქვს კავშირი კბილის პასტის შემადგენლობასთან.
„ეს ნიშნულები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ქარხანაში გაიზომოს თუ რა სიგრძის ტუბი უნდა მოჭრას და შესაბამისად, ის აპარატი, რომელიც ამას აკეთებს ამ ნიშნულით ხვდება რა სიგრძეზე უნდა მოჭრას. პაციენტებს ყოველთვის ვთხოვ, ამის მიხედვით არასდროს შეარჩიონ კბილის პასტა.
პაციენტს თუ აქვს ღრძილის ანთების მიმართ მიდრეკილება, მისთვის განკუთვნილ კბილის პასტაში უნდა შედიოდეს ან ქლორჰექსიდინი ან ეთერზეთები. ვისაც კარიესის მიმართ აქვს მიდრეკილება, მათ უნდა ჰქონდეთ ფტორირებული კბილის პასტა“ – აღნიშნა თეა ნაცვლიშვილმა.
ზოგიერთი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელიც პირის ღრუში ბაქტერიებს ანადგურებს და ეფექტურია, როგორც კარიესის, ასევე, ინფექციებისგან თავის დასაცავად. ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, მეცნიერების ნაწილს ტრიკლოზანის მიმართ საეჭვო დამოკიდებულება აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბაქტერიების რეზისტენტობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით დადგინდა ტრიკლოზალის უარყოფითი გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე, თუმცა, აღნიშნული კვლევები არ ჩატარებულა ადამიანზე, შესაბამისად, მეცნიერებს გადაჭრით უჭირთ იმის თქმა, რომ ეს ნივთიერება უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ტრიკლოზანიანი კბილის პასტები გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, აუცილებლობის შემთხვევაში. კბილის პასტა, რომელიც წყალში ძალიან ქაფდება – ასეთი კბილის პასტის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ – აღნიშნეს გადაცემაში .
„მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად არსს წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ კანონით დამკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი – დამოუკიდებელი მეანი-ექთნის საქმიანობა და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები („მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი).
აღნიშნული კანონპროექტის მიზანი ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს კანონით შექმნა და მათი საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.
კანონპროექტები სხდომაზე მუხლობრივად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.
მისი ინფორმაციით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე ყველა პირს მიეცემა უფლება, მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მოიპოვოს ექთნის წოდება, თუკი დაუდასტურდება სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები და ექნება 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟი.
მომხსენებლის განცხადებით, კანონის სრულად ამოქმედებისათვის კანონპროექტით გაწერილი ვადები ოპტიმალურია და იმედოვნებენ, რომ პროცესები არ შეფერხდება და ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაცია განსაზღვრულ ვადებში დაიწყება.
ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაციისა და სერტიფიცირებისათვის ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი შეიქმნება. სწორედ ამ რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. ხოლო საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის და მეანი -ექთნის წოდების მოპოვებისთვის სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2030 წლის 1 იანვრიდან ექნებათ.
ცვლილებები შედის ასევე უმაღლესი განათლების და საექიმო საქმიანობის შესახებ კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც კომიტეტმა ასევე მუხლობრივად განიხილა.
კომიტეტმა დღესვე, საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ასევე თამარ გაბუნიამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები არ შესულა.
კანონში შესატანი ცვლილების შედეგად, ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (I სია) დაემატება 4 ახალი ნივთიერება, ხოლო IV სიის (პრეკურსორები) №1 ცხრილს – 2 ახალი ნივთიერება, რაც 2022 წლის ბოლოს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების თანდართულ სიებში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
კომპლექსები ბავშვებში – რა გზებით შეგვიძლია მათი დახმარება
ფსიქოლოგების აზრით, კომპლექსების უმეტესობა ბავშვობიდან იღებს სათავეს, წლების განმავლობაში გროვდება და ყალიბდება. ეს ძირითადად ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების შედეგად არის გამოწვეული.
ე.წ. ლუზერის კომპლექსი – ეს იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ ან ეზოში თანატოლებთან არ აქვთ კონტაქტი. ასეთი ბავშვები ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები არიან. ისინი შიშობენ, რომ მათი პასუხები, შესაძლოა, მცდარი იყოს და უმეტესად ჩუმად არიან.
ნიშნების კომპლექსი – დაწყებით კლასებში მასწავლებელი მოსწავლეზე უდიდეს გავლენას ახდენს, ნიშნებსაც შეუძლიათ, მოახდინონ გავლენა მოსწავლის პიროვნულ შეფასებაზე მეგობრების მხრივ, რაც საბოლოოდ დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს მას.
არასრულფასოვნების კომპლექსი – როდესაც პატარა დიდხანს არის მიჯაჭვული უფროსს. ერთი მხრივ, ბადებს არასრულფასოვნების განცდას, მეორე მხრივ უბიძგებს ბრძოლისკენ, – თვითონვე წარმოშობს ამ განცდის დაძლევის ტენდენციას – მოიპოვოს უპირატესობა უფროსებზე.
კომპლექსები გარეგნობის გამო – კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები 8 წლის ასაკში უკვე აფასებენ საკუთარ სხეულს და სამოსს.
მშობლები, ბავშვს ეუბნებიან, რომ „სხვა კარგია“ ის კი „ცუდი“. ვინც შვილს სხვებს ადარებს, ხაზს უსვამს სხვების უნარიანობას, წარმატებებს და საკუთარი ბავშვის უუნარობას, რითაც უსჯიან ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსს რომლის დაძლევაც არც ისე ადვილია.
5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით რთულად აღიქმება მშობლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „საშინელი ბავშვი ხარ“. პატარა ბავშვი მშობლის ყველა უარყოფით ინტონაციას რთულად აღიქვამს, რაც ღრმად ილექება მის ცნობიერებაში და უჩნდება დანაშაულის კომპლექსი.
თავი შეიკავეთ ბავშვის უნარებზე საუბრისგან, როცა მას რაღაც არ გამოსდის. უთხარით, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილი/კარგი არ არის“.
ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი ჩიქოვანი: „ძირითადი კომპლექსები ყალიბდება სკოლამდელ ასაკში და სკოლის პერიოდში ხდება კარგად შესამჩნევი. შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს, როგორც მშობლის განებივრებისგან, ისე ზედმეტი შენიშვნებით, ან სხვებზე შედარებით. სხვადასხვა ტიპის კომპლექსი ბავშვზე სხვადასხვაგვარად აისახება.
ბავშვებს ძირითადად ახასიათებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. მოსწავლე შეიძლება იყოს პასიური, ან პირიქით აქტიური. ამ დროს პედაგოგმა უნდა მოახერხოს მისი პროცესში ჩართვა. ასევე ზედმეტად აქტიური, აჟიტირებული მოსწავლე, მაქსიმალური სიმშვიდით ჩააბას სამუშაო პროცესში.
მასწავლებელს შეუძლია უბიძგოს მოსწავლეს წარმატებისაკენ, ნიჭის მარცვალი იპოვოს და გააღვიძებინოს. მთავარია გახსნილობა და ნდობა პედაგოგსა და მოსწავლეს შორის, რომ იყოს ინტერესი სწავლისადმი და საგნისადმი. მე პრაქტიკული ფსიქოლოგიით ვარ დაკავებული და ბავშვებს ვაჩვევ პოზიტიურ ხედვას. როგორ შეიძლება, ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან აცილება და პოზიტიურად, ყველასათვის სასიამოვნოდ დასრულება.
განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევებს და თითოეულ არასასიამივნო სიტუაციას ვიღებთ მადლიერებით, როგორც გაკვეთილს. ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყაროს მოდელი, აქედან გამომდინარე უადვილდებათ ახალ მეგობართან ურთიერთობა.
მთავარია ბავშვმა იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, სკოლაში თუ სახლში. სიყვარულს და გულწრფელობას ყველაზე კარგად გრძნობენ. ამიტომ ნუ დავინანებთ ყურადღებას, რადგან რაც მეტ სიყვარულს და პოზიტიურ ემოციას გავცემთ მით მეტ სასიკეთო და სასიამოვნო შედეგს მივიღებთ“.
ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვებს, დაუთმეთ დრო მათთან ურთიერთობას; თავი შეიკავეთ ფრაზებისგან: „არ შეგიძლია,“ „უუნარო ხარ,“ „მაინც არ გამოგივა“ და სხვა. აღნიშნული აისახება ბავშვის ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს თვითშეფასების დადაბლებას, შესაძლოა, კომპლექსების სახით იჩინოს თავი; აღნიშნეთ ბავშვის მიერ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი; არ შეაქოთ ან შეაფასოთ ბავშვი გადამეტებულად. ნებისმიერი შეფასება, შექება თუ წახალისება, ეცადეთ იყოს მისი „გაკეთებული საქმის“ შესაფერისი; არ შეადაროთ ბავშვი სხვას. დააფასეთ ბავშვი, როგორც ინდივიდუალური არსება. მისი ნებისმიერი უნარი, შესაძლებლობა თუ მოცემულობა განიხილეთ მისსავე თავთან მიმართებაში: რა შეეძლო გუშინ და რა შუძლია დღეს, რას ვერ აკეთებდა გუშინ და რას აკეთებს დღეს და სხვა.
კვლევა – ალკოჰოლის დასაშვები დღიური დოზა
გერმანელმა მეცნიერებმა ალკოჰოლის დასაშვები დღიური დოზა დაასახელეს. ინფორმაციას გამოცემა Focus-ი ავრცელებს.
კვლევით დადგინდა, რომ ქალებისთვის დღეში 12 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღება არის დასაშვები, რაც 0,3 ლიტრი ლუდის ან 0,125 ლიტრი ღვინის ექვივალენტია. მამაკაცების დღიურ დოზად 24 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები,რაც 0,6 ლიტრი ლუდის ან 0,25 ლიტრი ღვინის ექვივალენტს წარმოადგენს.
მეცნიერების განმარტებით, სჯობს, ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლზე საერთოდ უარის თქმა. ალკოჰოლი ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მკვებავი ელემენტების ათვისებას უშლის ხელს, იწვევს ბევრ მძიმე დაავადებას, ზრდის კიბოთი დაავადების რისკს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
ენდომეტრიუმის პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში
გიორგი ფხაკაძემ ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის წაიკითხა ღია ლექცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2016 წლის 5 დეკემბერს ასწუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვევით ქუთაისს ეწვია და სპეციალურად, აწსუ-ს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის წაიკითხა ღია ლექცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ლექცია დასრულდა ცოცხალი დისკუსიით, სტუმარმა უპასუხა უამრავ შეკითხვას და სტუდენტებს დაუტოვა მესიჯი: Read a lot and Check your knowledge!…



დედამიწის ბრუნვა ნელდება – დედამიწაზე ერთი დღე შეიძლება გაგრძელდეს 25 საათამდე
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 200 მილიონ წელში დედამიწაზე ერთი დღე შეიძლება გაგრძელდეს 25 საათამდე.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები ცდილობენ დედამიწის ბრუნვის გაზომვის სიზუსტე კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესონ.
დინოზავრების ეპოქაში (ანუ 200 მილიონი წლის წინ) დღე-ღამე მხოლოდ 23 საათს გრძელდებოდა, ხოლო 1,4 მილიარდი წლის წინ – მხოლოდ 18 საათი და 41 წუთი.
დედამიწის ბრუნვა არის დინამიური პროცესი პლანეტაზე ღრმა ზემოქმედებით. ის აყალიბებს ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას დროის შესახებ, გავლენას ახდენს ამინდისა და კლიმატის ნიმუშებზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სამყაროს ფუნქციონირებაში. ასტრონომიული, სატელიტური და გეოლოგიური კვლევების კომბინაციით, მეცნიერები აგრძელებენ დედამიწის ბრუნვის სირთულეების გარკვევას და ამ ფუნდამენტური პლანეტარული მახასიათებლის გაგებას.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაიწყეს გრძელვადიანი ექსპერიმენტი, მრგვალი ლაზერის დახმარებით, ზუსტად რომ გაზომონ დედამიწის ბრუნვა და ასევე თვალყური ადევნონ ბრუნვის სიჩქარის დინამიკას.










