ქრონიკული ჰეპატიტი
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ქრონიკული ჰეპატიტი
ციროზი
ციროზის დროს ღვიძლის ნორმალური ქსოვილის დიდი ნაწილი ჩანაცვლებულია არაფუქციონირებადი ნაწიბუროვანი ქსოვილით. ის ღვიძლის დაზიანების გამო ვითარდება. ღვიძლის უჯრედების აღდგენის მცდელობები დღემდე უშედეგოა.
ალკოჰოლიზმი და ჰეპატიტი ციროზის მთავარი გამომწვევი მიზეზებია;
ციროზის საწყისი სიმპტომებია: უმადობა, წონაში კლება, ავად ყოფნისა და დაღლილობის შეგრძნება;
დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის, სისხლის ანალიზების და ზოგჯერ რადიოლოგიური გამოკვლების ან ბიოფსიის შედეგებს.
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა ნინო გოგიჩაძემ წარმატებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და ახსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს პოზიტიური გარემო და მშობლის უპირობო მხარდაჭერა:
„ნებისმიერი შეფასებითი კომპონენტი, რომელსაც მშობელი გამოიყენებს, ბავშვზე აისახება. რაც ვიცით წარმატების შესახებ, არის, რომ ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, რომ მე რაღაც გამომივა, რაღაცაში წარმატებული ვიქნები. როცა ვსაუბრობთ, რომ მშობელი გადამწყვეტია ბავშვთან მოლოდინების ფორმულირებაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი კიბე და მშობელი გრძელვადიანად ხედავს, როგორია კიბის დასასრული. მაგრამ ყოველ მოცემულ მომენტში ის ბავშვს არ სთხოვს, მაღლა და მაღლა ავიდეს, არამედ ის საფეხური დაძლიოს, რომელიც მას ამ მომენტში შეუძლია. ამ დროს მშობელი ეხმარება ბავშვს და იღებს უკუკავშირს, ეს არის ყველზე ეფექტური და მარტივი მოდელი.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომორ თვეში ტყუპებს, რომლებიც ექსპერიმენტულ ვეგანურ დიეტაზე იყვნენ მოთავსებულნი, ჰქონდათ დაბალი ინსულინი, შემცირებული წონა და შემცირებული ცილის დონე, რომელიც დაკავშირებულია გულის დაავადებებთან და ინსულტთან. ვეგანური დიეტა სულ რაღაც 2 თვეში ინსულინის დონის დაწევას, წონის კლებასა და იმ ცილების რაოდენობის შემცირებას განაპირობებს, რომლებიც გულის დაავადებებთან და ინსულტთანაა დაკავშირებული. კვების ასეთი რაციონი არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი იდენტური ტყუპების 22 წყვილზე ჩაატარეს, ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ყველა მათგანის რაციონში ისეთი ჯანსაღი საკვები შედიოდა, როგორიც ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლეული, თხილეული და სხვადასხვა მცენარის თესლია. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ტყუპებიდან თითო ინდივიდი დამატებით ხორცის ზომიერ რაოდენობასაც იღებდა. ორივე ჯგუფს მიეწოდა ჯანსაღი დიეტა, რომელიც შეიცავდა ბოსტნეულს, პარკოსნებს, ხილს, მთლიან მარცვლეულს, თხილს და თესლს. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ტყუპების თითოეული ნაკრები ასევე მოიხმარდა ხორცს ჯანსაღ რაოდენობად, ხოლო მეორეს დიეტა მცენარეული იყო.
შედეგად, ორივე ჯგუფში გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება დაფიქსირდა, მაგრამ ეს ყველაზე შესამჩნევი სწორედ იმ ადამიანებში იყო, რომლებიც ვეგანურ დიეტაზე გადავიდნენ. მათ ორგანიზმში ინსულინის დონემ 20%-ით იკლო. შემცირდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის რაოდენობაც, ცხიმოვანი მოლეკულების, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.
ექსპერიმენტამდე საშუალო დონე იყო 118,5 მგ/დლ ყველამჭამელებისთვის, რომელიც დაეცა 116,1-მდე. ვეგანურ ჯგუფში ის 110,7-დან 95,5 მგ/დლ-მდე გაიზარდა.
„ვეგანურ დიეტას შეუძლია დამატებითი სარგებელი მოიტანოს, როგორიცაა ნაწლავის ბაქტერიების გაზრდა და ტელომერების დაკარგვის შემცირება, რაც ანელებს ორგანიზმში დაბერებას“, განმარტავს გარდნერი. მაგრამ “რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მკაცრად ვეგანობაა, არის მეტი მცენარეული საკვების ჩართვა თქვენს დიეტაში.”
ავტორები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა, მეორე ჯგუფში წონის კლებითაც იყოს განპირობებული, რადგან კალორიების რაოდენობა არ კონტროლდებოდა. შესაბამისად, ამ ბიოლოგიურ მექანიზმს პირდაპირპროპორციულად მხოლოდ ვეგანურ დიეტასთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორიც ფიზიოლოგიურო ცვლილებებია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაფიქსირდა ვიტამინ B12-ის დონის ოდნავ შემცირებაც, ამიტომ ვეგანურ კვებაზე გადასვლისას ასეთი საჭირო ნივთიერებების მიღებაც აუცილებელია. მაშასადამე, სწორი ვეგანური რაციონით ჩვენს ჯანმრთელობას ვარგებთ. სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში ეს წონაზე, სისხლის წნევაზე, დიაბეტის რისკსა და გულზე დადებითად აისახება. თუნდაც მეტი მცენარეული საკვების მიღებაც კარგი შედეგის მომტანია, რასაც მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ.
ღეროვანი უჯრედების შესახებ კაცობრიობის ცოდნა ფართოვდება. დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ ღეროვანი უჯრედები არის ორგანიზმის “საშენი აგურები”, რომლებიც განუწყვეტელი გამრავლებით მთელ ორგანიზმსა და მის ორგანოებს წარმოქმნის: გულს, კანს, ღვიძლს, თმას და ა.შ.
ღეროვანი უჯრედების გამრავლების პროცესი ბუნებრივი და გარდაუვალია ემბრიონში, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ჩამოყალიბება. შემდეგ ღეროვანი უჯრედების გამრავლება მცირდება, თუმცა მათი განსაზღვრული რაოდენობა ორგანიზმში სიცოცხლის ბოლომდე რჩება, მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ორგანოში (უმეტესობა ძვალში) – ანუ ეს უჯრედები ყველაზე ცხოველმოქმედი ემბრიონის ჩამოყალიბების პერიოდშია.A ამიტომაც გაჩნდა ჭიპლარის უჯრედების ბანკები, სადაც ამ უჯრედებს გაყინულ მდგომარეობაში ინახავენ. მიზანი: თუ ოდესმე ადამიანი მძიმედ დაავადდება, ექიმები ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს მის დაავადებულ ორგანოებში “გაუშვებენ”, რის შემდეგაც ჭიპლარის ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედები ამავე ორგანოს ჯანმრთელ უჯრედებად გადაიქცევიან, გამრავლდებიან და დაავადებულ უჯრედებს განდევნიან. შედეგად დგება გამოჯანმრთელება. თუმცა ყოველთვის ასე არ არის, ჯერჯერობით, ღეროვან უჯრედებსაც აქვს “ნაკლი”. ამიტომაც დღეს უკვე მას მეცნიერები სრულიად ფანტასტიკურ სფეროებში ცდიან. მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიაში მიმდინარეობს ექსპერიმენტები ე.წ. ქიმერების გამოყვანაზე. ქიმერები ის ორგანიზმებია, რომლებიც, ჯერჯერობით, გარკვეულიც არ არის, კაცობრიობის საკეთილდღეოდ იქმნება თუ პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს მხოლოდ ექსპერიმენტია, ამ კითხვის დასმა უკვე საინტერესოა.
გადაცემა „იმედის დილა“
ჯანმრთელი კბილები და სწორი ჰიგიენის დაცვა
საუბრობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი:
„არსებობს ბევრი მითი, მაგალითად, ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი. ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებები პირდაპირ აისახება პირის ღრუზე, ხელს უწყობს ნადების გაჩენას და ანთებითი პროცესის განვითარებას. შეიძლება, ამან ნაყოფის განვითარებასაც შეუქმნას საფრთხე“.
მისი თქმით, პირველ კბილსაც კი, რომელიც ამოიჭრება, მოვლა უნდა.
„პირველ კბილსაც კი, რომელიც ამოიჭრება, მოვლა უნდა. კატეგორიულად იკრძალება ღამით დატკბილული სითხეების გამოყენება. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ წყალი. ნახშირწყლები და მჟავეები არის იდეალური საშუალება, რომ პირის ღრუში განვითარდეს კარიესი.
კბილს აქვს 5 ზედაპირი, უნდა მოხდეს ყველა ზედაპირის გაწმენდა. ჩვეულებრივი ჯაგრისით მხოლოდ ის ზედაპირები იწმინდება, რომლებიც ჩანს. კბილთაშორისი სივრცე რჩება ისე. კბილთაშორის ზედაპირებზე შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ნადები. არსებობს კბილთაშორისი სპეციალური ჯაგრისები, რომლებიც სპეციალურად უნდა შეირჩეს,“ – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.
ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.
კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.
ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:
ინვიტრო განაყოფიერება
ინსემინაცია
დონაცია-სუროგაციის პროგრამები
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
ნეიროენდოკრინოლოგია
კონსერვატიული გინეკოლოგია
თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა
კონტრაცეპცია
ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით. მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან