პარასკევი, მაისი 8, 2026

მეცნიერები გვაფრთხილებენ – დედამიწაზე მასობრივი გადაშენება მიმდინარეობს, რომელიც მთელ სახეობებს…

27/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ადამიანის მოქმედებას ისეთივე სასიკვდილო ეფექტი აქვს პლანეტაზე არსებული სიცოცხლისთვის, როგორიც მილიონობით წლის წინ იმ ასტეროიდს ჰქონდა, რომელმაც დინოზავრები და სხვა მრავალი სახეობა მოსპო. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.


„ის გლობალურად ცვლის ევოლუციის მიმართულებას და ანგრევს იმ გარემო პირობებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს შესაძლებელს ხდის“, — გვაფრთხილებენ ეკოლოგები ახალ პუბლიკაციაში.


მათი განცხადებით, ეს შეუქცევადი საფრთხეა ჰომო საპიენსის ცივილიზაციის მდგრადობისა მომავალი გარემოს სიცოცხლისუნარიანობისთვის.


გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, მეექვსე მასობრივი გადაშენება და მისი გამანადგურებელი შედეგები აშკარად შესამჩნევი გახდა.


ვიხილე ზღვის ფრინველთა მასობრივი დახოცვა, სანაპიროები გადაივსო გამორიყული, დახოცილი თევზით, ზღვის ლომები სიცხით გამოწვეული წყალმცენარეების გამრავლებამ მოწამლა. შარშან, პინგვინების მთელმა პოპულაციებმა გამრავლება ვერ შეძლეს. უკვე წლებია, მეცნიერები სწავლობენ მწერების საგანგაშო მაჩვენებლით შემცირებას.


ამიტომ, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ეკოლოგმა ხერარდო სებალიოსმა და სტენფორდის უნივერსიტეტის კონსერვაციის ბიოლოგმა პოლ ერლიხმა შეაფასეს სახეობათა გადაშენება ახ. წ. 1500 წლის შემდეგ და მიღებული მაჩვენებლები გასული 500 მილიონი წლისას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ გასული 500 წლის განმავლობაში, ჩვენ, ადამიანებმა გამოვიწვიეთ ხერხემლიან ცხოველთა 73 გვარის გადაშენება.


გვარი ტაქსონომიური კლასიფიკაციაა, რომელიც სახეობის წინ დგას და ოჯახურ ხეზე აჯგუფებს ყველაზე ახლო ნათესავ ორგანიზმებს.


მიღებული მაჩვენებელი 35-ჯერ მაღალია, ვიდრე ჩვენთვის აქამდე ცნობილი გვარის დონის გადაშენებები იყო.


ადამიანის გავლენის გარეშე, ამავე ოდენობის გვარების გადაშენებას 18 000 წელი დასჭირდებოდა. სხვა კვლევებმა გადაშენების ასეთივე მაღალი მაჩვენებლები აჩვენა მცენარეების, სოკოებისა და უხერხემლოების შემთხვევაშიც.


მეექვსე მასობრივი გადაშენება სწრაფ მუტაციებს იწვევს სიცოცხლის ხეზე, სადაც მთელი ტოტები (სახეობების, გვარების, ოჯახების კრებულები) და მათი ფუნქციები იკარგება“, — წერენ მკვლევრები.


ბიოსფერო, რომელშიც ვცხოვრობთ, უკიდურესად ურთიერთდაკავშირებულია და შესაბამისად, იმ სახეობათა ჯგუფების დაკარგვას, რომლებიც თავიანთ ურთიერთდაკავშირებულ სასიცოცხლო ქსელში განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებენ, შეიძლება მწვავე კასკადური შედეგები მოჰყვეს.


„ჩვენ და ყველა სხვა სახეობა ერთად განვვითარდით, სიცოცხლის ერთ სტაბილურ ხეზე. შესაბამისად, მთელი იმ ეკოლოგიური ფუნქციების დაკარგვა, რასაც სახეობათა ჯგუფები ასრულებენ, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზეც“, — ამბობენ კვლევის ავტორები.


მაგალითად, ცენტრალურ ამერიკაში, კოღოების მჭამელი ბაყაყების დაკარგვას მალარიის ინფექციის ზრდა მოჰყვა.


ამას გარდა, როგორც სებალიოსმა და ერლიხმა გამოთვალეს, იზრდება გვარების გადაშენების მაჩვენებელი. თუ ამჟამინდელ ტრაექტორიას მივყვებით და ამჟამად საფრთხის ქვეშ მყოფი ყველა გვარი 2100 წლისთვის გადაშენდება, 1800 წლიდან ამ წლამდე, ანუ 300 წლის განმავლობაში გადაშენებულ სახეობებს ნორმალურ პირობებში ამისათვის 106 ათასი წელი დასჭირდებოდათ.


როგორც წესი, ყველაზე მოწყვლადი სახეობები ყველაზე უნიკალურები არიან. მათთან ერთად ვკარგავთ ევოლუციის ისტორიის მილიონობით წელს, რაც შეიძლება აღარასოდეს განმეორდეს; იკარგება ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციებიც, რასაც ისინი ასრულებდნენ გარემომცველი ბიოლოგიური ციკლებისთვის შენარჩუნებაში.


„ევოლუციას მილიონობით წელიწადი სჭირდება, რათა გადაშენებულ ორგანიზმთა ფუნქციური ჩანაცვლება შეძლოს“, — აღნიშნავენ მკვლევრები.


ჯერ მხოლოდ კლიმატის ცვლილება იწვევს მთელი ამ სისტემების დესტაბილიზებას, ახდენს ეკოსისტემის ისეთი კრიტიკული სერვისების მოშლას, როგორიც არის დამტვერვა, ამცირებს სახეობათა ტიპებს და სხვებს შეჭრას უადვილებს.


ამჟამად მიმდინარე მეექვსე მასობრივი გადაშენება გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მასიური, კლასტერული კატასტროფები.


პლასტმასით, პესტიციდებით, საცხოვრებელი გარემოს დაკარგვითა თუ ბრაკონიერობით, ჩვენ გარშემო სიცოცხლეს უბრალოდ ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევთ.


„გადამწყვეტად საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ძალისხმევა, თუ გვსურს, რომ ეს გადაშენებები და მათი გავლენა შეჩერდეს“, — წერენ მკვლევრები.



დინოზავრების მკვლელი ასტეროიდისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს ქმედებებს ვაცნობიერებთ და ამ კურსის შეცვლის შესაძლებლობაც გვაქვს.


„ის, რაც მომდევნო ორ ათწლეულში მოხდება, დიდი ალბათობით განსაზღვრავს ბიომრავალფეროვნებისა და ჰომო საპიენსის მომავალს“, — ასკვნიან მკვლევრები.


კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/dedamiwaze-masobrivi-gadasheneba-mimdinareobs-romelic-mtel-sakheobebs-samudamod-spobs-mecnierebi-gvafrtkhileben-1tvmecniereba/


ჯეიმს ვების ტელესკოპმა სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი გაზომა – შედეგები არც ისე კარგი აღმოჩნდა

27/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სამყაროს გაფართოების მაჩვენებელი გაზომა; შედეგები არც ისე კარგი აღმოჩნდა კოსმოლოგიაში არსებული უდიდესი კრიზისის დასაძლევად.


დასკვნები თანხმობაშია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებულ გაზომვებთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰაბლის მონაცემებში შეცდომა არ არის და კვლავ ჩიხში ვრჩებით.


გაზომვის სხვადასხვა მეთოდს შორის არსებულ უთანხმოებას ჰაბლის დაძაბულობას უწოდებენ და ის დღემდე ხელუხლებელი რჩება; ამიტომ, სხვა რაიმე გზით მოგვიწევს იმის გარკვევა, რა სისწრაფით ფართოვდება ჩვენი სამყარო.


ჩვენ გარშემო სამყარო შეიძლება უცვლელი გვეჩვენებოდეს, მაგრამ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, რეალურად ერთმანეთს წარმოუდგენლად დიდი სიჩქარით შორდება, რომელსაც ჰაბლის მუდმივას, იგივე H0-ს უწოდებენ. უცნობია, ზუსტად რა არის H0-ის სიჩქარე, რადგან გაზომვის სხვადასხვა მეთოდი სხვადასხვა შედეგს იძლევა.


ერთ-ერთ გზას წარმოადგენს ადრეული სამყაროს ნაშთების შესწავლა, მაგალითად, კოსმოსური მიკროტალღური ფონის სინათლის ნარჩენის ან დროში გაყინული აკუსტიკური ტალღების.


ასევე ერთ-ერთი გზაა საკუთარი სიკაშკაშის ჩვენთვის ცნობილ ობიექტებამდე მანძილის გაზომვა, მაგალითად, Ia ტიპის სუპერნოვებამდე, ცვალებად ცეფეიდ ვარსკვლავებამდე, რომელთა სინათლეც ირხევა მათ შიდა სიკაშკაშესთან დაკავშირებული რეგულარულობით.




პირველი მეთოდის თანახმად, გაფართოების სიჩქარე დაახლოებით 67 კილომეტრი წამშია კილოპარსეკზე, მეორის მიხედვით კი დაახლოებით 73 კილომეტრი წამში კილოპარსეკზე. ამ ორს შორის სხვაობას ჰაბლის დაძაბულობას უწოდებენ.


ეს გაზომვები არაერთხელ არის ჩატარებული, რაც დრამატულად ამცირებს შეცდომათა შანსს თითოეული შეფასებისთვის. თუმცა, მაინც რჩება შეცდომების შესაძლებლობა სულ მცირე ზოგიერთ მონაცემში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ცვალებად ცეფეიდთა შესახებ არსებული ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები მხოლოდ ერთ წყაროს ეკუთვნის, ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს.


„ცეფეიდები ოქროს სტანდარტის ხელსაწყოა მილიონობით სინათლის წლის იქით არსებულ გალაქტიკებამდე მანძილის გასაზომად, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია ჰაბლის მუდმივას განსაზღვრისთვის. სამწუხაროდ, გალაქტიკებში ვარსკვლავები ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან პატარა სივრცეშია თავმოყრილი, რის გამოც, ხშირად არ გვაქვს იმხელა რეზოლუცია, რომ კონკრეტული ვარსკვლავი სხვა მეზობელი ვარსკვლავებისგან გამოვაცალკეოთ“, — განმარტავს კოსმოსური ტელესკოპის ინსტიტუტის ასტროფიზიკოსი ადამ რაისი.


მისი განცხადებით, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის გაშვების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა იყო. ჰაბლი ხილულ ტალღის სიგრძეში სხვა ნებისმიერ მიწისპირა ტელესკოპზე უკეთესად ხედავს, რადგან ამაში დედამიწის ატმოსფერო არ უშლის ხელს. შედეგად, შეუძლია გამოარჩიოს ინდივიდუალური ცვალებადი ცეფეიდი ვარსკვლავები ჩვენგან ას მილიონ სინათლის წელიწადზე მეტად დაშორებულ გალაქტიკებში და გაზომოს დროის ის ინტერვალი, რომელშიც ისინი სიკაშკაშეს იცვლიან.


იმისათვის, რათა მტვერმა დაკვირვებებს ხელი არ შეუშალოს, ისინი ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში უნდა ჩატარდეს, ელექტრომაგნიტური სპექტრის იმ ნაწილში, რომელშიც ჰაბლი არც ისე ძლიერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰაბლის მონაცემებში მაინც რჩებოდა გაურკვევლობა.


მეორე მხრივ, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი მძლავრი ინფრაწითელი ტელესკოპია და მის მიერ შეგროვებულ მონაცემებს ასეთი შეზღუდვები არ ახასიათებს.


რაისმა და მისმა ჯგუფმა ჯეიმს ვები თავდაპირველად იმ გალაქტიკისკენ მიმართეს, რომლამდე მანძილიც ჩვენთვის ცნობილია; ასე დააკალიბრეს ტელესკოპი ცეფეიდ ცვალებადთა სიკაშკაშეზე. შემდეგ ცეფეიდებს სხვა გალაქტიკებში დააკვირდნენ. ჯამში, ჯეიმს ვები 320 ცეფეიდს დააკვირდა, რამაც დრამატულად შეამცირა ჰაბლის დაკვირვებებში არსებული გაურკვევლობები.


მიუხედავად ჰაბლის მონაცემებში არსებული გაურკვევლობებისა, მის მიერ განსაზღვრული მანძილები მაინც დაემთხვა ჯეიმს ვების მიერ განსაზღვრულს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უარი არ უნდა ვთქვათ ჰაბლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლილ ჰაბლის მუდმივაზე; მეგაპარსეკზე წამში 73 კილომეტრი უცვლელი რჩება და ადამიანური შეცდომები, სულ მცირე ამ შემთხვევაში, ხელს ვერ შეუშლის ჰაბლის დაძაბულობას.


ჯერ კვლავ უცნობია, რა იწვევს დაძაბულობას. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ბნელი ენერგია — იდუმალი, გაურკვეველი, მაგრამ მაინც ფუნდამენტური ძალა, რომელიც როგორც ჩანს, ქმნის უარყოფით წნევას, რაც სამყაროს გაფართოებას აჩქარებს. ჯეიმს ვების ახალი დაკვირვებებით, პასუხის პოვნას შეიძლება უფრო მივუახლოვდეთ.


„რადგან ვებმა ჰაბლის გაზომვები დაადასტურა, გვაქვს ამ დროისათვის უძლიერესი მტკიცებულება იმისა, რომ ჰაბლის ცეფეიდთა ფოტომეტრიაში სისტემური ხარვეზები მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს ამჟამინდელ ჰაბლის დაძაბულობაში“, — ამბობს რაისი.


კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია arXiv-ზე.


მომზადებულია webbtelescope.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/jeims-vebis-teleskopma-samyaros-gafartoebis-machvenebeli-gazoma-1tvmecniereba/


მსოფლიოში მეორედ, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

58 წლის ამერიკელი კაცი მსოფლიოში მეორე პაციენტი გახდა, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.

ცხოველების ორგანოების ადამიანებისთვის გადანერგვა, რასაც ქსენოტრანსპლანტაციას უწოდებენ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ნამდვილი გამოსავალი გახდეს ადამიანთა ორგანოების დონაციის დიდი დეფიციტიდან. ამჟამად, ორგანოთა გადანერგვის მომლოდინეთა სიაში 100 000-ზე მეტი ამერიკელია ჩაწერილი.

ისევე როგორც პირველი ექსპერიმენტი, მეორე გადანერგვაც მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში შესრულდა; პირველი პაციენტი გულის გადანერგვიდან ორი თვის შემდეგ, შარშან დაიღუპა მრავალი ფაქტორის, მათ შორის, როგორც უნივერსიტეტის განცხადებაში წერია, ოპერაციამდე ჯანმრთელობის ძლიერ ცუდი მდგომარეობის გამო.

მეორე ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩატარდა; პაციენტი, სახელად ლოურენს ფოსეტი ადამიანის გულის გადანერგვისთვის შეუთავსებელი იყო თანმხლები ძარღვოვანი დაავადებისა და შინაგანი სისხლდენის გართულებათა გამო.

ექსპერიმენტული ტრანსპლანტატის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი თითქმის გარდაუვალი გულის უკმარისობის წინაშე იდგა.

„ჩემს ერთადერთ რეალურ იმედად ღორის გული რჩება, ქსენოტრანსპლანტაცია. სულ მცირე ახლა, იმედიანად ვარ, შანსი მაქვს“, — ამბობდა ოპერაციის წინ ფოსეტი.

გადანერგვის შემდეგ, ფოსეტს ახალი გული დამოუკიდებლად უცემს, როგორც უნივერსიტეტი აღნიშნავს, „კარგად, ყოველგვარი დამხმარე მოწყობილობის გარეშე“.

პაციენტი ამჟამად ჩვეულებრივ, გადანერგვის შემდეგ საჭირო პრეპარატებს (მიუღებლობის საწინააღმდეგო) და ახალ ანტისხეულურ თერაპიას იღებს, რათა მისმა სხეულმა ახალი ორგანო მიიღოს და არ დააზიანოს.

ქსენოტრანსპლანტაცია საკმაოდ რთულია, რადგან პაციენტის იმუნური სისტემა უცხო ორგანოებს თავს ესხმის. ამ პრობლემის გადაჭრას მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები ორგანოებით ცდილობენ.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმლები გადაუნერგეს პაციენტს, რომლის თავის ტვინიც მკვდარი იყო.

ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრს NYU Langone Health-ის ტრანსპლანტაციის ინსტიტუტის ცნობით, მკვდარი თავის ტვინის მქონე პაციენტში გადანერგილი ღორის თირკმელი რეკორდული პერიოდის, 61 დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა.

ქსენოტრანსპლანტაციის ადრეული კვლევები ფოკუსირებული იყო ორგანოების პრიმატებისგან გადანერგვაზე. მაგალითად, 1984 წელს ახალშობილს ბაბუინის გული გადაუნერგეს, მაგრამ პაციენტმა მხოლოდ 20 დღეს იცოცხლა.

ამჟამინდელი ძალისხმევა ღორებზეა ფოკუსირებული, რომლებიც ადამიანებისთვის იდეალურ დონორებად მიიჩნევა ორგანოების ზომისა და სწრაფი ზრდის გამო, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ცხოველებს ისედაც საკვების წყაროდ ზრდიან.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

 
 
 

ორსულობის დროს ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს…

27/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ორსულობის დროს ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს.


„ორსულობის დროს ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს. ნაყოფის ალკოჰოლური სპექტრის აშლილობის პრევენცია შესაძლებელია“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე საქართველოშია – რა გეგმები აქვს გიოორგი ფხაკაძეს…

27/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.


2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.


როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?


პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.


მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.


2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.


„ჩვენ უკვე ვმუშაობათ 14 სამედიცინო დაწესებულებასთან. დღეს მექნება შეხვედრა 2 დაწესებულებასთან. საქართველოში ყოფნის პერიოდში ყველა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს შევხვდები. შეხვედრა მექნება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ღია შეხვედრები გაიმართება იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს სურვილი, გაიარონ აკრედიტაცია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, მათ მოამზადეს ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ აკრედიტაციის თემაზე.


საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის ყველა პირობების გასაგებად ღია შეხვედრა გაიმართება.


საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის ყველა პირობების გასაგებად გელით სასტუმრო იოტა, ლერმონტოვის 10, თბილისი, 28 სექტემბერს, 17:00 საათზე


„ღია შეხვედრა გაიმართება. მიიღებთ ინფორმაციას აკრედიტაცია კანადას შესახებ, რითი განსხვავდება აკრედიტაცია კანადა სხვა აკრედიტებული ორგანოებისგან, როგორი პროცესია, რა ღირს აკრედიტაცია, რა პროცედურებია საჭირო?


რა თქმა უნდა, უპირატესობა არის აკრედიტაცია კანადის იმიტომ, რომ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოში საავადმყოფოებს, ამას არავინ და ვერავინ შესთავაზებს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


როგორც მან აღნიშნა, მიზეზი ძალიან მარტივია, ჩვებნ ვემზადებოდით 6-7 თვე, ტრეინინგების ძალიან აქტიური ფაზა იყო. ჩვენ მოვამზადეთ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ აკრედიტაციის თემაზე. თითქმის 22 ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი, საბოლოო ჯამში 9 მრჩეველი შეირჩა. გუნდი დაკომპლექტებულია 12 ადამიანისგან.


აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:


Giorgi Pkhakadze


Accreditation Canada representative office in Georgia


მედცენტრი / MedCenter


ვივო მედიქალ ჯგუფი /Vivo Medical Group


Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი


Innova Invitro/ინოვა ინვიტრო


პინეო სამედიცინო ეკოსისტემა • Pineo Medical Ecosystem


Innova Medical Center


Consilium Medulla • კონსილიუმ მედულა


HERA 2011


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital


ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+


ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი


ჟორდანიას კლინიკა/zhordania Clinic


ჟორდანიას კლინიკა /Zhordania Clinic


საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი / Family Medicine Center


SoloMed • Керцентр



„ჩვენ ვეხმარებით სავადმყოფოებს კანონმდებლობაში. მაგალითად, არის აკრედიტაცია კანადას კანონმდებლობა, აკრედიტაცია კანადას სტანდარტები და არის საქართველოს კანონმდებლობა. ჩვენ შევაჯერეთ და საქართველოს კანონმდებლობა აკრედიტაცია კანადას კანონმდებლობაში ჯდება.


ჩვენ ვცდილობთ, რომ საავადმყოფოებს გავუიოლოთ პროცესი, რომელიც არის ძალიან რთული.


ჩვენ, სავარაუდოდ, კიდევ შევარჩევთ 5-6 საავადმყოფოს, მეტ საავადმყოფოს, სამწუხაროდ, ვეღარ დავეხმარებით. ჩვენი მოდელიდან გამომდინარე, აკრედიტაცია კანადა საქართველოში, შეიძლება, დაეხმაროს 25 საავადმყოფოს. ჩვენი მოდელი აგებულია ხარისხზე“, – აღნიშნა გიოპრგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, საქართველოში ახლა ყავთ ძალიან ძლიერი საერთაშორისო გუნდი.


„შედეგი იქნება ის, რომ თუ საავადმყოფო გაივლის აკრედიტაცია კანადას, ის იქნება აღიარებული როგორც საერთაშორისო დონის საავადმყოფო. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, პროცესები უნდა იყოს დალაგებული, უნდა იყოს უსაფრთხო პაციენტებისათვის და უნდა იყოს შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, თქვენი საავადმყოფო იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების, ძირითადად სადაზღვევო კომპანიების სიაში.


სამწუხაროდ, ყველა ორგანიზაცია, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოში აკრედიტაციის კუთხით, არ აქვთ წვდომა, ისინი არ არიან აკრედიტებული საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების მიერ. საავადმყოფოებმა, როლმლებმაც ხელი მოაწერეს სააკრედიტაციო კომპანიებთან, რეალურად ეს ორგანიზაციები არ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ისინი არიან ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.


საქართველოში ჩვენ ახლა გვყავს ძალიან ძლიერი საერთაშორისო გუნდი. მე ვამაყაობ ამით და ძალიან მიხარია, – დიახ, ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში შევთავაზოთ კარგი ხარისხის სერვისი საავამდყოფოებისათვის.

გიორგი ფხაკაძემ თქვა და გიორგი ფხაკაძე გააკეთებს…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.





საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



„ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D-2




მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ყველა პირობების გასაგებად გელით – სასტუმრო იოტა, ლერმონტოვის 10, თბილისი 17:00 საათზე“

27/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.


2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.


საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის ყველა პირობების გასაგებად შეხვედრა გაიმართება.


„საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის ყველა პირობების გასაგებად გელით სასტუმრო იოტა, ლერმონტოვის 10, თბილისი, 28 სექტემბერს, 17:00 საათზე“ – წერს გიორგი ფხაკაძე.




საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



„ვივო მედიქალ ჯგუფის კლინიკებმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყო

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D-2




მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ტყვიის ზემოქმედება გულის დაავადებებს უფრო მეტად იწვევს, ვიდრე მოწევა და ქოლესტერინი — ახალი კვლევა #

26/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მოდელირებული კვლევის თანახმად, ტყვიით მოწამვლას გლობალურ ჯანდაცვაზე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა; პოტენციურად სწორედ მასზე მოდის ყოველწლიურად ხუთი მილიონი ადამიანის სიკვდილი მსოფლიოში.

 

კვლევა, რომელსაც „გამოსაღვიძებელი ზარი“ უწოდეს, ასევე ვარაუდობს, რომ განვითარებად ქვეყნებში ამ ტოქსიკური ლითონის ზემოქმედება პატარა ბავშვებში IQ-ის მაჩვენებლის საშუალოდ თითქმის ექვსი ერთეულით შემცირებას იწვევს.

 

დიდი ხანია, ცნობილია, რომ ტყვიით დაბინძურება ჯანმრთელობის მრავალ სერიოზულ პრობლემას იწვევს, განსაკუთრებით გულის დაავადებებთან დაკავშირებულს, პატარა ბავშვებში პრობლემას უქმნის თავის ტვინის განვითარებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველი ბენზინი მთელ მსოფლიოში აიკრძალა.

 

თუმცა, ამ ძლიერმა ნეიროტოქსინმა ადამიანებზე მაინც შეიძლება იმოქმედოს საკვების, ნიადაგის, ჭურჭლის, სასუქების, კოსმეტიკის, მანქანის ტყვიის მჟავა ბატარეებისა და სხვა წყაროების მეშვეობით.

 

მსოფლიო ბანკის ორი ეკონომისტის მიერ ჟურნალ Lancet Planetary Health-ში გამოქვეყნებული კვლევა პირველია, რომელიც აფასებს ტყვიის ზემოქმედებას გულის დაავადებებსა და ბავშვების IQ მაჩვენებლის გაუარესებაზე მდიდარ და განვითარებად ქვეყნებში.


როგორც კვლევის ავტორმა, ბიორნ ლარსენმა AFP-ს განუცხადა, როცა მან და მისმა კოლეგამ მათი მოდელის მიერ გამოთვლილი რიცხვი პირველად ნახეს, ამ რიცხვის „ჩურჩულით თქმაც კი ვერ გაბედეს“, რადგან ის უზარმაზარი იყო.

 

მათი მოდელის შეფასებით, 2019 წელს, ტყვიის ზემოქმედებით გამოწვეული გულის დაავადებებით 5,5 მილიონი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში. მათი 90 პროცენტი დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ცხოვრობდა.

 

ეს მაჩვენებელი ექვსჯერ მაღალია, ვიდრე წინა შეფასება და წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 30 პროცენტს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.

 

ლარსენის განცხადებით, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტყვიის ზემოქმედება გულის დაავადებათა იმაზე დიდი მიზეზია, ვიდრე მოწევა ან ქოლესტერინი.


კვლევა ასევე აფასებს, რომ 2019 წელს, გლობალურად, ხუთი წლის ქვემოთ ბავშვებმა გლობალურად 765 მილიონი IQ ქულა დაკარგეს ტყვიით მოწამვლის გამო. დანაკარგის 95 პროცენტი განვითარებად ქვეყნებზე მოდიოდა.

 

ეს მაჩვენებელი თითქმის 80 პროცენტით მაღალია, ვიდრე წინა შეფასების.

 

მსოფლიო ბანკის მკვლევართა შეფასებით, ტყვიის ზემოქმედების ეკონომიკური ღირებულება 2019 წელს 6 ტრილიონი დოლარი იყო, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის შვიდი პროცენტის ეკვივალენტი იყო.

 

ანალიზებისთვის მკვლევრებმა გამოიყენეს პროგრამა Global Burden of Disease-ის ფარგლებში 2019 წელს მსოფლიოს 183 ქვეყანაში განსაზღვრული ტყვიის დონეები სისხლში.

 

წინა კვლევები გულის დაავადებებზე ტყვიის ეფექტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ზომავდა, როცა საქმე არტერიული წნევის მატებას ეხებოდა. თუმცა, ახალმა კვლევამ გულზე ტყვიის სხვა მრავალი ეფექტიც შეისწავლა, მაგალითად, არტერიების გამკვრივება, რასაც ინსულტის გამოწვევა შეუძლია; რიცხვები აქაც მაღალი აღმოჩნდა.


ბრიტანეთის ბირმინგემის უნივერსიტეტის ჰაერის დაბინძურებისა და ჯანდაცვის ექსპერტი როი ჰარისონი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, აღნიშნავს, რომ კვლევა საინტერესოა, მაგრამ შეიცავს ბევრ გაურკვევლობას.

 

მაგალითად, სისხლში ტყვიის შემცველობასა და გულის დაავადებას შორის კავშირი ეფუძნება მხოლოდ აშშ-ის მონაცემებს და საკითხავია, ასეა თუ არა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ჰარისონი ასევე აღნიშნავს, რომ ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის, მოდელმა გამოიყენა სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასებები და არა ტესტები.

 

მისი თქმით, თუ შედეგები დადასტურდა, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზაა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია Pure Earth-ის პრეზიდენტის, რიჩარჩ ფულერის განცხადებით, როდესაც სხვადასხვა პროგრამა განვითარებად ქვეყნებში სისხლში ტყვიის ტესტებს ატარებს, დონე ძირითადად იმაზე მეტია, ვიდრე ამას ახალი კვლევა ვარაუდობს.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტყვიის გავლენა შეიძლება გაცილებით უარესი იყოს, ვიდრე ეს მოხსენება აღწერს.


მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ ცოტა გაურკვევლობაა, როდესაც საქმე ეხება იმის დადგენას, რა წვლილი შეაქვს ტყვიის სხვადასხვა წყაროს სისხლის დაბინძურებაში.


ფულერის განცხადებით, „ამ ფაზლის ნაკლულ ნაწილს“ Pure Earth-ის ახალი მოხსენება ავსებს, რომლის ფარგლებშიც 25 ქვეყანაში შეისწავლეს სამომხმარებლო საქონლის 5000 ნიმუში.

 

ტყვიით დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა ლითონის ქვაბებსა და ტაფებში, კერამიკულ ჭურჭელში, საღებავებში, კოსმეტიკასა და სათამაშოებში.


„ამიტომ არის ღარიბ ქვეყნებში ტყვიით მოწამვლის ამელა მაჩვენებელი. ხალხს იქ სამზარეულოს ნივთები წამლავს“, — ამბობს ფულერი.


მომზადებულია AFP-ის მიხედვით.

 
 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

 

წყარო: https://1tv.ge/news/tyviis-zemoqmedeba-gulis-daavadebebs-ufro-metad-iwvevs-vidre-moweva-da-qolesterini-akhali-kvleva-1tvmecniereba/

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა დანიშნა ყველა ქალი ყველა ბავშვის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელ

26/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


The UN Secretary-General appointed the Every Woman Every Child’s Independent Accountability Panel (IAP).


The IAP is the only independent accountability mechanism established under the SDGs.
IAP Members:


Dr Giorgi Pkhakadze


Dr Alicia Ely Yamin


Dr Elisabeth Mason


IAP meeting during the UNGA 25/09/2019 #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge @drpkhakadze Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia


გაეროს გენერალურმა მდივანმა დანიშნა ყველა ქალი ყველა ბავშვის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელი (IAP).


IAP ერთადერთი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის მექანიზმია, რომელიც SDG-ების ქვეშ არის დაწესებული.


IAP-ის წევრები:


Dr Giorgi Pkhakadze


დოქტორი ალისია ელი იამინი


დოქტორი ელისაბედ მეისონი


IAP შეხვედრა გაეროს ფარგლებში 25/09/2019 #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აკრედიტაციაge @drpkhakadze Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„დღეს ეს ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია!..“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

26/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 70-წელს გადაცილებულ ქრონიკულ პაციენტებისთვის დღეს ეს ინფორმაცია საკმაიდ მნიშვნელოვანია!


გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 26 სექტემბერს წერდა:


„სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად


ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე… დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება


წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია. ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, და ყველა რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება “გრეხია” და ვაქცინაცია კი “სვეცკობა” არ არის


არაპროფესიონალიზმი კლავს…


არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული


26/09/2021


ჯანმრთელობას გისურვებთ…“





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის

26/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი ინფორმაციას ავრცელებს:


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე მთავარ მომხსენებლად წარსდგა.


ღონისძიება გაეროს სააგენტოს UNAIDS-ისა და საპარლამენტთაშორისო ალიანსის UNITE -ის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაში მომხსენებლებად ასევე წარსდგნენ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე შანონ ჰადერი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე – UNITE პრეზიდენტი, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის ხელმძღვანელი ქერი ჯეიმსი და G20 დიდი ოცეულის მრჩეველი ჯანდაცვის სტრატეგიების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ალან დონელი.


მარიამ ჯაში პორტუგალიის პარლამენტში დაფუძნებული UNITE ინიციატივის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარედ აირჩიეს.


UNITE აერთიანებს 50 სხვადასხვა ქვეყნის 100 პარლამენტარს და მისი მიზანია მსოფლიო მასშტაბით მოქმედი და ყოფილი პარლამენტარების მობილიზაცია ინფექციური დაავადებების (შიდსის, ჰეპატიტების და ტუბერკულოზის) წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პორტუგალიის პარლამენტის წევრი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე.


ნიუ-იორკის შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა პარლამენტარების ჩართულობის აუცილებლობაზე საყოველთაო ჯანდაცვის და კონკრეტულად გადამდები დაავადებების პროგრამების მხარდაჭერაში.


მარიამ ჯაშმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება და შედეგები C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.


“საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის წარმატებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს” – აღნიშნავს მარიამ ჯაში



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights