კვირა, აგვისტო 16, 2026

მასშტაბურ კვლევაში ადრეულ დემენციასთან დაკავშირებული 15 ფაქტორი გამოავლინეს

დემენცია  – დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით

მიუხედავად იმისა, რომ დემენცია უფრო გავრცელებული ხანდაზმულებშია, ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს უსვამენ ადრეული დემენციის (YOD) დიაგნოზს. ამის მიზეზს გარკვეულ ნათელს ჰფენს ახალი, საკმაოდ ვრცელი კვლევა.

ამ სფეროში ჩატარებული კვლევების უმეტესობა თაობებს შორის გადაცემულ გენეტიკას სწავლობს, მაგრამ ამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის 15 სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული.

„ეს გახლავთ ყველაზე დიდი და მტკიცე კვლევა ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის. საინტერესოა, რომ პირველი კვლევაა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ამ დაავადების რისკი, თუკი მიზანში ამოვიღებთ სხვადასხვა ფაქტორს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დევიდ ლეველინი.

მკვლევართა ჯგუფმა 65 წელს ქვემოთ მყოფი 356 052 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლა. დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი, სოციალური იზოლაცია, სმენის დაქვეითება, ინსულტი, დიაბეტი, გულის დაავადებები და დეპრესია — ეს ყველაფერი ადრეული დემენციის მაღალ რისკთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Healing-ისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საერთო პროექტმა მოიპოვა USAID-ის ASHA-ს (American Schools and Hospitals Abroad) პროგრამის გრანტი

ამერიკელი ხალხისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ახლოსაა საქართველოში პედიატრიული ონკოლოგიის პრობლემების გადაჭრასთან.
ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Global Healing-ისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საერთო პროექტმა 2017/2018 წლებში მოიპოვა USAID-ის ASHA-ს (American Schools and Hospitals Abroad) პროგრამის გრანტი, რომლითაც შევძელით საქართველოში პირველი სრულფასოვანი ბავშვთა ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად საჭირო სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილის შესრულება.
ჩვენი მთავარი მხარდამჭერი და მენტორი სამედიცინო ექსპერტიზაში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ამერიკული კვლევითი ჰოსპიტალი – Saint Jude Childrens Research Hospital. მათი ექსპერტიზით, ტრენინგებით, საუკეთესო პრაქტიკების, პროტოკოლებისა და კვლევითი ქსელების გაზიარებით ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე იქმნება ბავშვთა ონკოლოგიის მოწინავე ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი კლინიკის ბაზაზე ზუსტად ასევე, ამერიკელი პარტნიორების, Global Healing-ისა და ამერიკული სამედიცინო ცენტრის Boston Medical-ის მხარდაჭერით, 27 წლის წინ საქართველოში შეიქმნა ბავშვთა გულის ქირურგიის ცენტრი, რომელიც თავისი არსებობის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ოპერირებს დარგის საუკეთესო სტანდარტით.
უღრმესი მადლობა ჩვენს პარტნიორებს! დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ დასახულ ამოცანასთან საბოლოოდ გამკლავებას – საქართველოში ონკოლოგიური დაავადებით შეპყრობილ ყველა ბავშვს საკუთარ ქვეყანაშივე ექნება წვდომა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისზე.
With the support of the American people and the US Agency for International Development (USAID), Georgia is now much closer to solving the problem of pediatric oncology in the country.
Mutual project of a US based charity organization Global Healing and Jo Ann University Hospital won the USAIDs 2017/2018 ASHA (American Schools and Hospitals Abroad) program grant, which funded a significant part of the construction works needed to develop the first comprehensive pediatric oncology center in Georgia.
Our main partner and mentor providing the medical expertise is Saint Jude Children’s Research Hospital – a global leader in pediatric oncology. With their expertise, training, sharing of the best practices, protocols and research networks we have been developing a state-of-the art childrens cancer center.
It is worth noting that Jo Ann University Hospital already has a comparable experience. 27 years ago with a similar support of our American partners (Global healing and Boston Medical Center) Jo Ann University Hospital created the first pediatric heart surgery center in Georgia. Since then, it has been operating at the highest standard of care possible in the field.
We would like to sincerely thank our partners! We hope that with our mutual effort, we will be able to reach the common goal – Every child in Georgia that encounters an oncological disease will have access to the highest quality medical care within their own country.
Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

ჰისტერექტომია – „ინოვას” გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ონკო-გინეკოლოგი ირაკლი თოდუა

ჰისტერექტომია
„ინოვას” გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ონკო-გინეკოლოგი ირაკლი თოდუა “გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების” (ESGO) სერთიფიცირებული ქირურგი,
მას ამ ორგანიზაციაში მოღვაწე მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ონკოლოგების მიერ მიენიჭა სერტიფიკატი, რომელსაც ESGO-ს მხოლოდ 114 ონკო-ქირურგი ფლობს,
კლინიკა „ინოვა“ წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ცენტრს ონკოგინეკოლოგიის მიმართულებით, რომელსაც მინიჭებული აქვს „გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების“ (ESGO) აკრედიტაცია და სერტიფიკატი საკვერცხის კიბოს ქირურგიულ მკურნალობაში.
კლინიკა Innova Medical Center ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე…

2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე, ნაწილი კი მთელი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შევა.

“ბიზნესპრესნიუსი” ამ ჩამონათვალს გთავაზობთ:

2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია და შემოყვანა იკრძალება.

2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2013 წლის ქვემოთ წარმოებული ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.

სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულება ძალაში შედის

ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდება

შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში 1-ლი იანვრიდან იმოქმედებს.

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდება

სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 ​​​კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 ​​კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა). ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„არ შეშინდეთ, მისი გამოვლენა ძირითადად 3-4 კვირის ასაკში იწყება“

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს.

„ალბათ ხშირად აუღელვებიხართ თქვენი ჩვილის სახეზე (წარბებს შორის, თვალბუდის ირგვლივ) და თავის თმიან ნაწილში, განსაკუთრებით კეფაზე, მოულოდნელად აღმოჩენილ წითელ ლაქებს (უკანასკნელ პერიოდში თითქმის არ შემხვედრია ახალშობილი ამ ლაქების გარეშე) არ შეშინდეთ, ეს ჩვილთა ინფანტილური ჰემანგიომაა, რომელიც აღმოჩენის მომენტიდან კოსმეტიკური დეფექტი უფროა, ვიდრე, სამედიცინო პრობლემა, რომელსაც უხშირესად პედიატრები ვხვდებით და დიაგნოსტირებაც ჩვენს მიერვე ხდება პირველივე ვიზიტზე…

ეს მარტივი ჰემანგიომებია, რომლებიც ძირითადად ვარდისფერი ლაქის სახით გვხვდება, უფრო ხშირია გოგონებში, მისი გამოვლენა ძირითადად 3-4 კვირის ასაკში იწყება, 6 თვემდე არის აქტიური ზრდის ფაზა, შემდეგ ზრდა ნელდება, რასაც მოჰყვება უკუგანვითარების ფაზა, ბიოლოგიური რეგრესი ანუ ინვოლუცია, როგორც წესი ერთ წლამდე ასაკამდე ქრება ზოგადად ჰემანგიომა არის კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნი, ყალიბდება მუცლადყოფნის პერიოდში, გამომწვევი შეიძლება იყოს ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციები, მედიკამენტების გამოყენება, მაღალი არტერიული წნევა, გარემოს ეკოლოგიური დაბინძურება, გენმოდიფიცირებული საკვები, ჰერბიციდები და პესტიციდები, ქიმიური აგენტები, ქსენობიოტიკები, მავნე ჩვევები, ენდოკრინული სისტემის პრობლემა და ა.შ. გაქრება და უკვალოდ დაიკარგება!

ეს რაც შეეხებოდა მარტივ, ინფანტილურ, ჩვილ ბავშვთა ჰემანგიომებს!!!  თუმცა ჰემანგიომები გარდა კაპილარულისა, შეიძლება იყოს კავერნოზული (კანის ღრმა შრეში, მოლურჯო ფერის) და შერეული (ორივე ტიპის შერწყმა) ეს დერმატოლოგების და ქირურგების კომპეტენციაა!!! მე ჩემს პატარებზე გესაუბრეთ, მარტივ, უსაფრთხო, ინფანტილურ ჰემანგიომებზე, ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მომავალს“, – წერს ექიმი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში…

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,ამ დროისთვის ქვეყანაში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა 3, მათ შორის კი არის ე.წ. ღორის გრიპი.

ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს. უწყება, ამ დრომდე, არ აქვეყნებს ოფიციალურ სტატისტიკას, არის თუ არა გავრცელებული Covid 19-ის ახალი შტამი საქართველოში. “ჯეი ენ 1” მსოფლიოში უკვე დეკემბრიდან ცირკულირებს, თუმცა უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში.

„თავის დროზე ეს სტატისტიკა ყოველდღიურად იდებოდა. რა არის ამაში დასამალი. ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას უნდა მიეწოდებოდეს, ეს სტატისტიკა იქნება თუ რეკომენდაციები, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს მოსახლეობასთან. შეხსენება საჭიროა მოსახლეობისთვის მუდმივ რეჟიმში, თუ რა ხდება ამ პერიოდში, როცა ეს ვირუსები აქტიურდება. თუ რა პრევენციული აქტივობები უნდა იქნეს დაცული – ხელების დაბანა, განიავება, თავშეყრის ადგილებში სასურველია, რომ პირბადეები ატაროს მოსახლეობამ…” – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი სჭარბობდა გრიპსა და კორონავირუსსაც.

„ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას…“ – ივანე ჩხაიძე

„გრიპის სეზონური ვირუსის შემთხვევების მომატებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობაც გაიზარდა“. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეკემბრის მეორე ნახევრიდან გრიპის ვირუსების რაოდენობამ მოიმატა.

„მომატებულია პაციენტების რაოდენობის მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში. ვირუსი, რომელიც ახლა საქართველოში ცირკულირებს, არის A ტიპის ვირუსი და მისი ორი სხვადასხვა ვარიანტი: H1 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H3 ტიპი ვირუსი. როგორც H1, ასევე H3 ფორმა ხასიათდება მაღალი ტემპერატურით – 38-38,5 გრადუსი და მეტი, ძლიერი სისუსტე, თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება.

ახლა თუ ვინმე გადაწყვეტს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ იწყებს მოქმედებას. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი საშუალება ნიღბის ტარებაა, კონტაქტების შეზღუდვა, დისტანცირება, ხელების ხშირი ჰიგიენა – ყველაფერი ის, რასაც ჩვენ წარმატებით ვიყენებდით კორონავირუსის პრევენციის მიზნით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ბა­თუ­მის კლი­ნი­კა­ში 6 წლის ბავ­შვი და­ი­ღუ­პა – მიზეზი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი…

ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა

ბა­თუ­მის კლი­ნი­კა­ში ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­დან გად­მოყ­ვა­ნი­ლი 6 წლის ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რი“ ავ­რცე­ლებს. მი­ზე­ზი,სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია გახ­და.

ბავ­შვი თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ლი­დან ზუგ­დიდ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ად­გილ­ზე ბავ­შვთა რე­ა­ნი­მა­ცი­ის არ არ­სე­ბო­ბის გამო, ბა­თუმ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მცი­რე­წლო­ვა­ნის გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლე­ბის მიერ თვით­დი­ნე­ბით იქნა შეყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც ჰქონ­და ცხე­ლე­ბის, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის და ხვე­ლის რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ანამ­ნე­ზი. ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბი­სა და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, მცი­რე­წლო­ვა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ზუს­ტი მი­ზე­ზი, რითი გარ­და­იც­ვა­ლა მცი­რე­წლო­ვა­ნი ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. ამ დრო­ის­თვის გარ­დაც­ვლი­ლი ექ­ვსი წლის ბავ­შის ცხე­და­რი უკვე გა­და­ას­ვე­ნეს, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

“კოვიდ-19“-„გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია“ – ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა მდგომარეობა უფრო გაამწვავა.

„2023 წლის დე­კემ­ბერ­ში “კო­ვიდ-19“-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 10 000-ს მი­აღ­წია“, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი ავ­რცე­ლებს.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვე­ში 10 000 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა პან­დე­მი­ის პიკ­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­დი სიკ­ვდი­ლის ეს დონე მი­უ­ღე­ბე­ლია.

გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა და მოსახლეობას მოუწოდა, გაიკეთონ შემოწმება „კოვიდ-19“-ზე და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებას მიმართონ“, – გა­ნა­ცხა­და ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუს­მა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მთავ­რო­ბებს მო­უ­წო­და, რომ დაკ­ვირ­ვე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა გა­აგ­რძე­ლონ

ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის ცნო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი JN.1 ვა­რი­ან­ტი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა იგი “ომიკ­რო­ნის“ ვა­რი­ან­ტია და დღეს არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ დაც­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, თით­ქმის 50 ქვე­ყა­ნა­ში, ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მოხ­ვედ­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 42%-ით გა­ი­ზარ­და.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მედიკამენტების ჩამონათვალი – მედიკამენტების გაცემა დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, კომპანია ROCHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.
უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიებისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მედიკამენტებს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ყიდულობს, შედეგად პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.

სამინისტროს განცხადებით მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს.

ეს მედიკამენტებია:

  1. ალეცენზა
  2. ტეცენტრიკი
  3. ავასტინი
  4. ტარცევა
  5. გაზივა
  6. მაბტერა
  7. ჰერცეპტინი
  8. კადსილა
  9. ზელბორაფი
  10. ფესგო
  11. პოლივი
  12. პერჯეტა
  13. როზლიტრეკი

„უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას, უფასოდ იღებენ. 13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები, სახელმწიფომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო, პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.
ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, ჯანდაცვის სამინისტრომ, ხელშეკრულება უკვე გააფორმა მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“. უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით, 8 დასახელების მედიკამენტს, მიიღებენ. ასევე, გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია და გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც, 400 000- მდე ბენეფიციარს, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ.

პროგრამა მოიცავს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები
  • დიაბეტი ტიპი 2
  • პარკინსონი
  • ეპილეფსია

საჭირო მედიკამენტებს, მთელი წლის განმავლობაში სრულად მიიღებენ:

სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს);
პენსიონერები;

ვეტერანები;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები);
– გორის, ხაშურის, კასპის, ქარელის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტის მისაღებად პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights