მარიხუანას მოხმარება დაკავშირებულია გულის შეტევის, გულის უკმარისობის გაზრდილ რისკთან
რა არის აორტის განშრევებადი ანევრიზმა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
„გულიდან პირველი სისხძარღვი რომელიც გამოდის, ეს არის აორტა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისხლძარღვი და მთელ ორგანიზმში აორტის მეშვეობით გადაეცემა სისხლი, რომელიც კვებავს ჩვენს ორგანიზმს.
აორტა ნორმალურ სიტუაციაში უნდა იყოს 2-3 სმ. დიამეტრის. მას აქვს სამი შრე…“
ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის გაფართოებაა. იგი ჭეშმარიტია, როდესაც გაფართოებაში აორტის კედლის სამივე შრეა ჩართული. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება აორტის შუა შრის ელასტიკური ბოჭკოები, რის შედეგადაც ფიბროზული ქსოვილი სისტოლის (გულის შეკუმშვის) შემდეგ ბოლომდე ვეღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და სანათური ამ ადგილას გაფართოებული რჩება. თუ ანევრიზმა ტრავმის შედეგად განვითარდა, ხშირად ზიანდება აორტის შიგნითა ან შუა გარსი, რის გამოც ანევრიზმის კედელი მხოლოდ აორტის გარე შრისა და პერივასკულარული თრომბებისაგან შედგება და მას ცრუ ანევრიზმას ვუწოდებთ.
ანევრიზმა ფორმით თითისტარს ან ტომარას ჰგავს. თითისტარისებრი ანევრიზმისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვის გაფართოება ყველა მიმართულებით, მთელ გარშემოწერილობაზე (სწორედ ეს ანიჭებს მას თითისტარისებრ ფორმას), ხოლო ტომრისებრი ანევრიზმა მოიცავს სისხლძარღვის გარშემოწერილობის მხოლოდ ნაწილს. იგი ტომარასავით არის ჩამოკიდებული სისხლძარღვზე.
გარდა ამისა, გვხვდება განშრევებადი ანევრიზმა. ამ დროს დაზიანებული ინტიმიდან (აორტის კედლის შიდა შრიდან) სისხლი მედიალური (შუა) შრის გასწვრივ იჟონება და ვითარდება აორტის კედლის განშრევება…
პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა – „მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდის ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა და აფეთქდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 10 წლის ბიჭს მეორე-მესამე ხარისხის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებოდა.
საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრი ჩაერთო აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩაერთო აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
გიორგი ფხაკაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.
„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს დიდი პატივია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
შპს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩამოყალიბდა ორი ცნობილი კლინიკის, ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის და წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გაერთიანების შედეგად.
შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი გაიხსნა ქ. თბილისში გორგასლის ქ. #95 ში 1979 წელს, მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ცნობილი პიროვნება ბატონი ნიკოლოზ ბარნოვი. 2007 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალპროფილური ჰოსპიტალი გადავიდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.
წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი დაფუძნდა ქ. თბილისში თარხნიშვილისქ #4-ში მდებარე პლატონ შუშანიას სახელობის #3 სამშობიარო სახლის ბაზაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს ლოცვა კურთხევით. სამშობიარო სახლის ბაზაზე ფუნქციონირებდა თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის სამეანო-გინეკოლოგიურ დარგის განვითარებასა და კადრების აღზრდაში.
2012 წლის 10 ოქტომბერს ორი კლინიკა გაერთიანდა და დაერქვა შპს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური კადრებით.
სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობს ვეფხვია ოდიშარია.
ცენტრთან თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანია, ქალაქის მერია და რაიონული გამგეობები.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის #95.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
გიორგი ფხაკაძე პინეოს ეწვია – პინეო სამედიცინო ეკოსისტემა სამ თვეზე მეტია ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა სამ თვეზე მეტია ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
გიორგი ფხაკაძე პინეოს ეწვია. შეხვდა კლინიკის ახალ ხელმძღვანელობას. ისაუბრეს აკრიდატიციის პროცესის შესახებ.
გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…
„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. პინეო სამედიცინო ეკოსისტემა სამ თვეზე მეტია ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, როგორც მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი, ყოფილი მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე, 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ემსახურება ნებისმიერი სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტს. წარმოადგენს მეოთხე დონის კლინიკას. აერთიანებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, უახლეს მაღალტექნოლოგიურ სერვისებს და გამოცდილ სპეციალისტებს: ექიმებს, მედდებს და დამხმარე პერსონალს.
მრავალპროფილურობა კლინიკას საშუალებას აძლევს პაციენტებს ერთ სივრცეში შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულების მომსახურება:
- ნევროლოგიური დეპარტამენტი დაკომპლექტებულია პროფესიონალი, გამოცდილი კადრებით. ნევროლოგიურ დეპარტამენტში, საქართველოში ერთ-ერთი პირველად დაინერგა ინსულტის რეპერფუზული თერაპიით მკურნალობა.
- კლინიკაში ფუნქციონირებს კარდიოლოგიური დეპარტამენტი, სადაც მოქმედებს როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული სერვისები. დაინერგა მინიინვაზიური, კარდიოქირურგიული ოპერაციები, რომელიც წარმატებით სრულდება.
- ქირურგიული დეპარტამენტი, სადაც ტარდება ყველა სირთულისა და მასშტაბის ქირურგიული ოპერაციები.
- უროლოგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილება მომხმარებელს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს და თანამედროვე კვლევითი აპარატურის მეშვეობით უმღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
- პედიატრიული სამსახური, სადაც რეგულარულად ტარდება სახელმწიფო კალენდრის მიერ დაწესებული ახალშობილთა და მოზარდთა აცრები, ასევე ახალშობილებისა და ბავშვების მონიტორინგი.
- ჩვენი კლინიკა წამყვანია ორსულობის დროს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მართვაში. ჩვენთან კეთდება ამნიოცენტეზი, რაც დროულად გვაძლევს ორსულთა დროული მართვის მენეჯმენტის საშუალებას.
კლინიკაში არის ემერჯენსს სერვისი, რეანიმაცია, ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა მოვლის ინტენსიური თერაპიის განყოფილება.
კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური და ევროპული ხარისხის ლაბორატორია, რომელიც 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ემსახურება პაციენტებს.
პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ, მომხმარებელს ამიერკავკასიაში პირველმა წარუდგინა ინოვაციური კონცეფციის, სახლის ტიპის სამშობიარო – „პინეო ლაქშერი“. რომლის მთავარი მიზანი ორსულებისთვის კომფორტული და დაცული გარემოს შექმნაა.
ჩვენი მისიაა გავაუმჯობესოთ საქართველოში ჯანდაცვის სფერო სამედიცინო მომსახურების ამაღლების, მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდებითა და კლინიკურ სამედიცინო სფეროში საუკეთესო სტანდარტების დადგენის გზით.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
„არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე“
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ღვიძლზე
ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ღვიძლზე
ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მიზეზია ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება დიდი ხნის განმავლობაში. საერთოდ, მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა (რამდენი და რამდენად ხშირად) განსაზღვრავს ღვიძლის დაზიანების რისკსა და ხარისხს. ქალები უფრო მოწყვლადნი არიან ღვიძლის დაზიანების თვალსაზრისით, ვიდრე მამაკაცები. წლების განმავლობაში ქალისთვის დღეში სულ მცირე, დაახლოებით 14,6გ სუფთა ალკოჰოლის (დაახლოებით 184მლ ღვინო, 370მლ ლუდი ან 60მლ ვისკი), ხოლო მამაკაცისთვის დღეში 56,6 გ სუფთა ალკოჰოლის (590მლ ღვინო, 1180მლ ლუდი ან 177მლ ვისკი) მიღებამ შეიძლება ღვიძლი დააზიანოს. ამასთან, დაზიანების გამომწვევი ალკოჰოლის რაოდენობა სხვადასხვაა. ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლს, პირველი სიმპტომები უვითარდებათ ცხოვრების მე-3 დეკადაში, ხოლო სერიოზული დაზიანების ნიშნები – მე-4 დეკადაში.
ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანების 3 ტიპი:
ცხიმის დაგროვება (ღვიძლის გაცხიმოვნება ან სტეატოზი):
სიმპტომები, ჩვეულებრივ, არ არის. ზოგჯერ ღვიძლი გადიდებულია ან დარბილებულია, ან დიდიც არის და რბილიც;
ანთება (ალკოჰოლური ჰეპატიტი):
შესაძლებელია ცხელება, სიყვითლე, დაღლილობა და რბილი, მტკივნეული, გადიდებული ღვიძლი, მადის დაქვეითება. შეიძლება გაჩნდეს ობობასმაგვარი ვენური ქსელი.
ციროზი: შესაძლოა აღინიშნოს რამდენიმე სიმპტომი ან ალკოჰოლური ჰეპატიტის მსგავსი ჩივილები. ზოგიერთს, უვითარდება ციროზის გართულებები.
თუ ადამიანი ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებით აგრძელებს ალკოჰოლის მიღებას, დაზიანება პროგრესირებს და გამოსავალი, ჩვეულებრივ, ლეტალურია. თუ სასმლის მიღება შეწყდება, დაზიანება შეიძლება ნაწილობრივ გამოსწორდეს. ასეთები, სავარაუდოდ, უფრო მეტ ხანს ცხოვრობენ.
მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზაა ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა. ამის გაკეთება ერთობ ძნელია. პაციენტს შეიძლება დაეხმაროს ფორმალიზებულ გამაჯანსაღებელ პროგრამაში მონაწილეობა, ასეთია, მაგალითად, „ანონიმური ალკოჰოლიკების პროგრამა”.
ღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები
ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები
დიაგნოზი
ციროზის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს და რისკფაქტორების (მაგალითად, ალკოჰოლიზმი) გათვალისწინებას. ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმმა შეიძლება შეიგრძნოს მცირე ზომის მკვრივი ღვიძლი, ზოგჯერ – მცირე ზომის კვანძები ღვიძლის ზედაპირზე ან გადიდებული ელენთა.
ღვიძლის ფუნქციების შეფასების მიზნით სისხლის ანალიზები ტარდება. შედეგები ხშირად ნორმალურია, რადგანაც კვლევის ეს მეთოდი შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა, ხოლო ღვიძლს ძალიან დიდი რეზერვები აქვს, მაშინაც კი შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, როდესაც მისი საერთო აქტივობა ნორმის 85%-ით არის შემცირებული. ტარდება სისხლის კლინიკური ანალიზი ანემიის ან სხვა გადახრების გამოსავლენად, ჰეპატიტის ან სხვა სავარაუდო მიზეზის დასადგენად. ულტრაბგერამ და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს ღვიძლის შეჭმუხვნა ან პათოლოგიური კონფიგურაცია, რაც სავარაუდოს ხდის ციროზის არსებობას. რადიონუკლიდური სკანირების (გამოიყენება რადიოაქტიური იზოტოპი) დროს შეიძლება განისაზღვროს, ღვიძლის რომელი ნაწილი ფუნქციონირებს ნორმალურად და რომელია დანაწიბურებული. თუ დიაგნოზი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, ტარდება ღვიძლის ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპით გამოკვლევის მიზნით). ეს უკანასკნელი და, ზოგჯერ, სისხლის ანალიზები გვეხმარება ციროზის მიზეზის განსაზღვრაში.
თუ ციროზის დიაგნოზი დადასტურდა, ყოველ 6-12 თვეში უნდა ჩატარდეს გამოკვლევები ღვიძლის სიმსივნის გამოსავლენად; იგულისხმება სისხლის ანალიზი ალფა-ფეტოპროტეინის დონის განსასაზღვრავად და ულტრასონოგრაფია. ალფა-ფეტოპროტეინის (ნაყოფის ღვიძლის უმწიფარი უჯრედების მიერ წარმოქმნილი ცილა) დონე იმატებს, თუ ღვიძლში სიმსივნე ვითარდება.
პროგნოზი და მკურნალობა
ციროზი, ჩვეულებრივ, პროგრესირებადი დაავადებაა. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა აფერხებს ღვიძლის შემდგომ დანაწიბურებას, მაგრამ უკვე მიყენებული ზიანის შებრუნება არ ხდება. ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღების გაგრძელებაც კი განაპირობებს დაავადების პროგრესირებას და სერიოზულ გართულებებს, მათ შორის სისხლიან ღებინებას, სითხის დაგროვებას მუცლის ღრუში. გამოსავალი არაკეთილსაიმედოა.
ციროზის სამკურნალო მეთოდები არ არსებობს. პროგრესირების შეფერხება შესაძლებელია ადრეულ სტადიებზე. აუცილებელია მიზეზის მოცილება და გართულებების მკურნალობა. პაციენტმა უნდა მიაწოდოს ექიმს ინფორმაცია იმ წამლების შესახებ, რომლებსაც იღებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისა და კვებითი დანამატების შესახებ, რადგან დაზიანებულ ღვიძლში შეიძლება მათი გადამუშავება შეფერხდეს. თუ ადამიანი იღებს წამალს, რომელიც ღვიძლში გადამუშავდება, მაშინ დოზის შემცირებაა საჭირო იმისათვის, რომ დაზიანება არ გაღრმავდეს.
ღვიძლის ციროზის შორსწასული ფორმის დროს საკვებში ცილისა და სუფრის მარილის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, სასურველია ვიტამინების მიღება.
ღვიძლის გადანერგვამ შეიძლება სიკვდილს გადაარჩინოს პაციენტები, რომელთაც ციროზის შორსწასული ფორმა აქვთ. თუ პაციენტი აგრძელებს ალკოჰოლის მიღებას, ან ვერ მოხდა სხვა გამომწვევი მიზეზის მოცილება, შეიძლება გადანერგილ ღვიძლშიც განვითარდეს ციროზი. ამის გამო, ღვიძლის გადანერგვა არ ტარდება, თუ ადამიანმა მინიმუმ 6 თვე მაინც არ შეიკავა თავი ალკოჰოლის მიღებისგან.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
გახანგრძლივებული რინიტის, გაციების გამომწვევი მიზეზები
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
გახანგრძლივებული რინიტის, გაციების გამომწვევი მიზეზები
„კოვიდის გადატანის შემდეგ ბავშვებს აქვთ გახანგრძლივებული რინიტი. აქ ცხვირის უკან გადადენის სიმპტომი არის ხოლმე. ეს მკურნალობას ექვემდებარება. ცხვირიდან გამონადენი და ცხვირის გაჭედვა ახასიათებს ალერგიულ რინიტსაც. შეიძლება იყოს გახანგრძლივებული რინიტი, თან ახლდეს უკვე გაჭედვა და ცხვირის ქავილი, შეიძლება იყოს იზოლირებულად ან რინიტი, ან გაჭედვა. ამ დროს ვერ ხვდებიან მიზეზს. ამის მიზეზი ისევ ალერგიული პროცესია.
შვიდ წლამდე ასაკში ხშირად არის გართულებები, ძილის დარღვევა, პირღია ძილი, რასაც ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, პირის ღრუში ხახის ფორმირება შეიძლება შეიცვალოს, ორთოდონტული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, არის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, პირის ღრუს გარემო ირღვევა. არის ტუტე გარემო, ლორწოვანის ამომფენი ეპითელიუმი და ამ მხრივ ყურადღება არის მისაქცევი. ადენოიდიც, ტონზილიბც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანდაყოლილ იმუნიტეტში.
წინ წამოიწია ლორწოვანის მნიშვნელობამ სასუნთქ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ლიმფური ჯირკვლები და ლიმფური სადინრები ლიმფურ ორგანოებს მიეკუთვნება და მათი მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება. ტონზილი და ადენოიდიც არის პირველადი ბარიერი, რომელიც იცავს სასუნთქ სისტემას შეჭრილი ალერგენისგან თუ მიკროორგანიზმისგან“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბავშვების 30%-ს მეტყველების პრობლემა აქვს! – გაჯეტების ზემოქმედება ტვინზე და გამოსავალი
სადილის დროს ყველა ტელეფონში იყურებს, ცალი ხელით ჭამენ, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამას მოჰყვება სოციალიზაციის სერიოზული პრობლემა…“










