პარასკევი, მაისი 8, 2026

დიდი ალბათობით – COVID-19 გაქვთ – არც ვთქვათ?

06/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

თუკი მაღალი სიცხე გაქვთ, გტკივათ ყელი, კუნთები, სახსრები – დიდი ალბათობით, COVID-19 გექნებათ, რადგან ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსები არ ცირკულირებს. რა უნდა გააკეთოთ? რა მოგეთხოვებათ?


თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, გასული კვირის მიწურულს განაცხადა, რომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, COVID-19-ის შემთხვევები საქართველოშიც იზრდება და გასულ კვირაში ტესტირებულთა 7-8%-ს კოვიდი დაუდასტურდა.


მსოფლიოში თანდათან ძალას იკრებს ომიკრონის ქვეშტამი EG.5. ის მომაკვდინებელი არ არის, თუმცა მძიმედ მიმდინარეა და სწრაფად ვრცელდება.


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ EG.5 საქართველოში ჯერ არ დადასტურებულა, ხოლო მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ტელეკომპანია „იმედს“ ეუბნება, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად იქცა და ამ თემაზე ლაპარაკიც აღარ ღირს.


მსოფლიოში გრიპის ვირუსით ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იღუპება.

მაგალითად, ამერიკაში ექიმები შეერთებული შტატების მოქალაქეებს ტესტირების, იზოლაციისა და ვაქცინაციის აუცილებლობას შეახსენებენ, ურჩევენ ატარონ პირბადე.
რატომ უნდა გავიგოთ, რა გვჭირს


„ახლა საქართველოში გრიპის ვირუსი არ ფიქსირდება. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსი და უფრო მეტი), ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხველა, ცემინება – უნდა ვიფიქროთ კორონავირუსზე. ახლა რომ დეკემბერ-იანვარი იყოს, ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყოდით“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე, რომლის ინფორმაციითაც – გრიპის ვირუსი საქართველოში უკვე 2-3 თვეა, არ დაფიქსირებულა.


ეს სიმპტომები განსაკუთრებით საყურადღებოა 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. ექიმი გვეუბნება, რომ მათ საწყის ეტაპზევე უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.


„საქართველოში გვაქვს პრეპარატი პაქსლოვიდი (Paxlovid), რომელსაც რისკჯგუფებში შემავალ ამბულატორიულ პაციენტებს ვუნიშნავთ, რადგან დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკს ამცირებს“, – გვეუბნება ივანე ჩხაიძე. მისი ინფორმაციით, ბავშვებში „COVID-19-ით ინფიცირების გამოკვეთილი ზრდა არ ჩანს“ და EG.5-ის სწრაფად გავრცელების მიუხედავად, შემთხვევათა მკვეთრ მატებას ის არც შემდგომ პერიოდში მოელის. თუმცა ამბობს, რომ შემოდგომაზე მაინც საჭირო გახდება ვაქცინაციის შეხსენება რისკჯგუფებისთვის.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გასული კვირის მიწურულს განაცხადა, რომ კვირის მანძილზე, ყოველდღიურად, COVID-ის საშუალოდ 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა და ტესტირებულთა (დაახლოებით 4000 ტესტი დღეში) 7-8%-ს კოვიდი უდასტურდებოდა.


ცერცვაძემ თქვა, რომ სახელმწიფოს პროცესის მართვა არ გაუჭირდება, მაგრამ აღნიშნა ისიც, რომ „არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე დავიდეს COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები“. რეკომენდაციებით მან საზოგადოებასაც მიმართა და სამედიცინო პერსონალსაც.


მისი რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს ემთხვევა.


„COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად“, – დაწერა თენგიზ ცერცვაძემ.


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მოუწოდა ყველას, რომ – ნუღარ ილაპარაკებენ კოვიდის ახალ შტამებზე და „ნუ ეცდებიან დაძაბულობის, სტრესის შემოტანას საზოგადოებაში“.


მინისტრის თქმით, „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს ყოველთვის მოსახლეობა“.


„ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება … მინდა აქვე ამოვწუროთ ეს თემა და არ იყოს ეს განხილვის საგანი იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი სეზონური ინფექციაა, რომელსაც ვხვდებით წელიწადის სხვადასხვა დროს“, – განაცხადა მინისტრმა აზარაშვილმა.


ექიმებს არაერთხელ უთქვამთ, რომ კოვიდის ჩვეულებრივ გრიპთან შედარება საფრთხილოა საქართველოს შემთხვევაში, სადაც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი „ჩვეულებრივი გრიპსა“ და ჩვეულებრივ ვირუსს „რიგით გაციებად“ და „რინოვირუსად“ აღიქვამს. კოვიდი კი, გრიპის ვირუსის მსგავსად, გართულებულ, დაგვიანებულ შემთხვევაში, შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.


კორონავირუსის ახალი შტამი EG.5 უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და არავის გაუკვირდება – თუკი მისი არსებობა, ხვალ-ზეგ, საქართველოშიც დადასტურდება.


აქვს თუ არა განახლებული რეკომენდაციები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC)? როგორ უნდა შევუშალოთ ხელი სისწრაფით გამორჩეული ვირუსის გავრცელებას?


ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე განახლებული რეკომენდაციები არ არის, ხოლო ჩვენი შეკითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა – როგორც NCDC-ში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროში.


ასევე ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე – რომელ კლინიკებში ტარდება ამჟამად უფასო ვაქცინაცია და რა სახის ვაქცინებს იყენებს საქართველო.


  • რადიო თავისუფლებას ინფექციურ საავადმყოფოში უთხრეს, რომ ვაქცინების მარაგი დაახლოებით ათი დღის წინ ამოიწურა და არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეივსება.

  • „მოთხოვნა დიდი არ იყო. ვაქცინას იკეთებდნენ ძირითადად საზღვარგარეთ სასწავლებლად წამსვლელები და იმ ქვეყნებში გამგზავრების მსურველები, სადაც აცრის საბუთს კვლავ ითხოვენ, მაგალითად – სინგაპურში“, – გვითხრეს ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ არ დააზუსტეს ბოლო პერიოდში აცრილთა სტატისტიკა.


აცრებს უკვე დიდი ხანია, აღარ აკეთებენ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც წინა წლებში ვაქცინაციის არაერთი სივრცე იყო გახსნილი.


რაც შეეხება ტესტირებას, მაგალითად, როგორც ინფექციურ საავადმყოფოში გვითხრეს – უფასო ტესტირება მათთან ხელმისაწვდომია სიმპტომიანი პაციენტებისთვის. ტესტირება უფასოდ ტარდება საავადმყოფოებში, პაციენტების სხვადასხვა პროფილის განყოფილებებში მიღებისას.


მიიღებენ თუ არა პაციენტს, ვთქვათ, ქირურგიულ განყოფილებაში, თუკი მიყვანისას კოვიდი დაუდასტურდა?


რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ გადაუდებელ, მწვავე შემთხვევებში პაციენტებს უარს არ ეუბნებიან, „სხვა პაციენტებისგან განცალკევებით მკურნალობენ და მათთვის ხელმისაწვდომია საოპერაციოც“. თუმცა ასეთი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.


როგორც ივანე ჩხაიძე გვეუბნება, ახალი რეგულაციებით, სპეციფიკური კოვიდკლინიკები აღარ არსებობს და კოვიდპაციენტებს იაშვილის კლინიკაშიც იზოლირებულად, ცალკე განყოფილებაში მკურნალობენ.


ამ ტიპის განახლებული, ოფიციალური ინფორმაცია არ იძებნება საჯარო, ხელმისაწვდომ სივრცეში – NCDC-ისა თუ ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტებზე.


პრევენციული ზომები აშშ-ში


აშშ-ში, ივლისთან შედარებით, რამდენიმე ათასით გაიზარდა და ბოლო კვირაში უკვე 10 320-ს გაუტოლდა ახალი პაციენტების რიცხვი, რომლებსაც საავადმყოფოებში გადაყვანა დასჭირდათ.


ბოლო კვირაში 12%-ს გადააჭარბა ე.წ. ტესტების დადებითობის მაჩვენებელმა. 12 აგვისტოს მაჩვენებლებით, კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი, წინასწარი ინფორმაციით, 251-ს გაუტოლდა.


მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, თუნდაც, შარშანდელი ზაფხულის სამწუხარო სტატისტიკას, თუმცა აშშ-ში პროცესებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.


ამერიკელი ექიმები მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ, რადგან COVID-19-მა, შესაძლოა, ერთ შემთხვევაში სრულიად უსიმპტომოდ და უკვალოდ ჩაიაროს, ხოლო სხვა შემთხვევაში, ვიღაცას სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.


აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ 2023 წლის მაისში განახლებული რეკომენდაციების თანახმად, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ტესტის გაკეთება და თუკი ინფექცია გამოვლინდა, აუცილებელია იზოლაციის წესების დაცვა:


  • სიმპტომებით თუ უსიმპტომოდ, საჭიროა სახლში დარჩენა 5 სრული დღით და ოჯახის წევრებისგან მაქსიმალური იზოლირება;

  • იზოლაციის 5-დღიანი ვადის ათვლა იწყება ტესტირების ანდა სიმპტომების გამოვლენის მეორე დღიდან;

  • იზოლაცია სრულდება მას შემდეგ, რაც (იზოლაციის პირობებში) სრული ერთი დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია;

  • იზოლაციის 10 დღით გახანგრძლივება მოეთხოვებათ მათ, ვისაც მძიმე სიმპტომები [ვთქვათ – სუნთქვის გაძნელება] გამოუვლინდა, ანდა საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

  • იზოლაციის დასრულების შემდეგ, მე-11 დღემდე აუცილებელია ნიღბის ტარება, ხალხმრავალ ადგილებში და სახლშიც, სხვების თანდასწრებით.


პარალელურად, აშშ-ში ელოდებიან Moderna-სა და Pfizer-ის მიერ შემუშავებულ ახალ ვაქცინებს, რომლებიც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება და ამერიკაში იძლევიან რეკომენდაციას, რომ ისინი გრიპის სეზონურ ვაქცინასთან ერთად გაკეთდეს.


Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინა მორგებული იქნება ომიკრონის XBB შტამზე. მეცნიერების შეფასებით, EG.5 წარმოშობილია სწორედ XBB შტამისგან, მუტაციის გზით.

ვიდრე ახალი ვაქცინები გამოჩნდება, CNN-თან საუბრისას, ამერიკელი სპეციალისტები გამოყოფენ პოტენციური პაციენტების რამდენიმე ჯგუფს, რომლებმაც, აჯობებს, არ დაუცადონ ახალს და უკვე არსებული ვაქცინა გაიკეთონ; ესენი არიან:

  • 65 წელზე უფროსი ასაკის პირები;

  • ადამიანები სუსტი იმუნური სისტემით;

  • ბავშვები, რომლებიც არასოდეს აცრილან.


ჯერჯერობით არავინ იცის, ზუსტად როგორ მოიქცევა ომიკრონის ქვეშტამი EG.5 ცივ სეზონზე და არის თუ არა მოსალოდნელი სხვა შტამებისა თუ ქვეშტამების გამოჩენა, მაგრამ, რადგან ზამთარში ადამიანები დახურულ სივრცეში უფრო მეტ დროს ატარებენ, შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია და მათ შორის – საქართველოშიც.


შემოვა თუ არა საქართველოში ომიკრონის ქვეშტამზე მორგებული ახალი ვაქცინები? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი ჯერჯერობით ვერც ამ შეკითხვაზე მივიღეთ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/32557769.html


„ვულოცავ “ინოვას”…ამ 8 წლის მანძილზე პროფესიონალთა გუნდმა შეუძლებელი შეძლო“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე “ინოვას” დაბადების დღეს ულოცავს.
 

„ვულოცავ “ინოვას”…


ამ 8 წლის მანძილზე პროფესიონალთა გუნდმა შეუძლებელი შეძლო.


2023 წლის ივლისიდან “ინოვამ” გადაწყვიტა, გაიაროს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო აკრედიტაცია სამედიცინო დაწესებულებებისთვის.

 

“ინოვას” პროფესიონალთა გუნდი უკვე ნერგავს “აკრედიტაცია კანადას” სტანდარტებს და ამ ორ თვეში უკვე აჩვენა კარგი შედეგები.


გილოცავთ!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 
 
 

1 ოქტომბერი “ინოვას” დაბადების დღეა!

8 წელი თქვენს სამსახურში!

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%90-8-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98

 
 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

 

„სიკვდილი დადის ქვეყანაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციაზე და კოვიდზე

02/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

უკვე თითქმის მივიწყებული კოვიდი, ასპარეზზე ისევ გამოჩნდა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ახლა ქვეყანაში კოვიდ აფეთქებაა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება მოსაზრებები, რომლის თანახმადაც, თითქოს ვაქცინირებული ადამიანები ჯანმრთელობის გაუარესების რისკის ქვეშ არიან. რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სოციალურ ქსელში ამტკიცებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ნაყოფი დაკარგა და სხვებსაც მოუწოდებს იგივე შეცდომა არ დაუშვას. ეს ყველაფერი ატინვაქსერული კამპანიაა თუ რეალობა – ამ და სხვა თემაზე „ვერსია“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძეს დაუკავშირდა:


-რა კავშირი აქვს მუცლის მოშლას ვაქცინაციასთან?


-ეს შეკითხვა იყო დასმული არაერთ ქვეყანაში, ასეულობით კვლევა არის ჩატარებული, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია იცავს, როგორც ორსულს ასევე ბავშვს. ფეხმძიმე ადამიანისათვის კოვიდი არის მძიმედ გადასატანი. კოვიდმა არავაქცინირებული ადამიანისათვის შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, სიკვდილიანობა.


სტატისტიკის თანახმად,ვაქცინირებული (ფაიზერით და მოდერნით) უფრო დაცულები არიან ვიდრე არავაქცინირებულები. უფრო მეტიც, კოვიდგადატანილებში უფრო მეტია ნაყოფის დაკარგვის და ფატალური შედეგის დადგომის რისკი. რაც შეეხება ვაქცინირებულებს, ბოლო კვლევის თანახმად, პირიქით დაცულები არიან, როგორც დედა ასევე ნაყოფი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ვაქცინაცია არის ძალიან ეფექტური. ფაიზერის და მოდერნის ტიპის ვაქცინები, არის უსაფრთხო ფეხმძიმე ქალებისათვის და მათი შვილებისათვის.


-ბოლო პერიოდში, გავრცელდა პროპაგანდა, რომელიც უკვე აცრილ ადამიანებს შიშს უნერგავს. ვაქცინირებული ადამიანები უნდა ელოდნონ თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ახლო მომავალში?


– საქართველოში სრულად აცრილი 10% არ არის. რაც შეეხება კვლევებს, უკვე მილიონ ადამიანზე ვხედავთ, რომ პოსტკოვიდი არის საშინელება, ის ადამიანები ვინც არ არიან აცრილები და გადაიტანეს კოვიდი ემართბათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სხვადასხვა პრობლემები. ასევე მეორე კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სრულიად ვაქცინირებულები არიან და გადაიტანეს კოვიდი, მათი პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ძალიან დაბალი. აშშ-ს ჯარში არის კვლევა ჩატარებული , სადაც ყველა ჯარისკაცი აცრილია, კვლევის შედეგად დავინახეთ, რომ ვაქცინირებული ჯარისკაცებში სიკვდილიანობა დაწეულია იმასთან შედარებით ვიდრე კოვიდის დაწყებამდე იყო.


სამწუხაროდ საქართველოში მარჩიელი ხალხი უფრო მეტია და არ ჯერათ მეცნიერების. საქართველოში პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ძალიან მაღალი, სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სრული ვაქცინაცია იყო აუცილებელი. ფაქტი არის ერთადერთი პოსტკოვიდი კლავს! კოვიდის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ დაავადებები და სწორედ ამიტომაა ჩვენს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა. ბევრი ფაქტია, მაგრამ ადამიანებს ამის დანახვა არ უნდათ.


ვაქცინები არის უსაფრთხო და მილიონობით ადამიანი გადაარჩინა ვაქცინამ. სამწუხაროდ მოხდა ის, რისიც მეშინოდა, ახლა ახალი ვაქცინები, რომელიც დამტკიცდა და შემოდის არის მხოლოდ მდიდარი ქვეყნებისთვის, ღარიბმა ქვეყნებმა ანტივაქსერულ კამპანიებს ვერ გაუძლეს და ახლა მხოლოდ მდიდრები იცრებიან და ღარიბები ვეღარ აიცრებიან. მოსახლეობასთან მაქვს შეკითხვა, თუ მდიდრები იცრებიან და ღარიბები ვეღარ, ამაში ლოგიკას ვერ ხედავთ?! მდიდარს უფრო მეტი აქვს დასაკარგი თუ ღარიბს?


დაფიქრდით ამაზე! ეს ძალიან ცუდი ინფორმაციაა, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობისათვის ვაქცინები ხელმისაწვდომი აღარ იქნება და აიცრებიან მხოლოდ მდიდრები სხვა ქვეყანაში. შეიძელბა კოვიდი მარტივად გადაიტანოთ, მაგრამ კოვიდის შემდგომი პერიოდი არის ძალიან რთული.


-რა კავშირი აქვს პოსტკოვიდურ მდგომარეობას განაყოფიერებასთან?


-ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ გააკეთეთ ბავშვები სანამ კოვიდი დაგემართათ. თუ თქვენ ხართ კოვიდ გადატანილი, არსებობს შანსი, რომ ბავშვი აღარ გეყოლოთ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მამაკაცების და ქალების რეპროდიქციულ მდგომარეობზე კოვიდი მოქმედებს და პოსტკოვიდის ერთ-ერთი პრობლემაც ეს არის, რომ შეიძლება ბავშვი აღარ გეყოლოთ. არავინ არ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში კოვიდი არის უდიდესი პრობლემა განსაკუთრებით 70-წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და ფეხმძიმე ქალებისათვის.


-რა მდგომარეობაა ახლა კოვიდის მხრივ საქართველოში და რა რეკომენდაციები გაქვთ თქვენ


-ახლა ქვეყანაში არის კოვიდ აფეთქება, თუ ხართ, ფეხმძიმე მაქსიმალურად დაიცავით თავი,იარეთ პირბადით და ატარეთ თქვენი ოჯახის წევრებიც მაქსიმალური დაცვით.
ასევე საფრთხილოა 60-წელს გადაცილებული ადამიანები, გაუფრთხილდით თავს და ატარეთ სამედიცინო პირბადე.

ავტორი-სალომე ნოზაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://versia.ge/index.php/sazogadoeba/63-jandacva/8341-2023-09-29-10-15-16?fbclid=IwAR1ZJxAdCJDtlM0XcyJ-IDVPTrwXut18gK7sirHAAqcPcSMKBZSSLyWw0XM


რევოლუცია მედიცინაში: მეცნიერებმა ემბრიონის “ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე

ის­რა­ე­ლელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ემ­ბრი­ო­ნის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი ძი­რი­თა­დი სხვა­ო­ბა – თუკი ბუ­ნებ­რი­ვი ემ­ბრი­ო­ნის შექ­მნა­ში სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი და კვერ­ცხუ­ჯრე­დი მო­ნა­წი­ლე­ობს, მისი “ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ას­ლის“ შექ­მნა­ში არც ერ­თია სა­ჭი­რო და არც – მე­ო­რე.

ის­რა­ე­ლის ვე­იც­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ემ­ბრი­ო­ნის ახ­ლე­ბუ­რი მო­დე­ლი ზუს­ტად ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლო­გი.

ზრდის პრო­ცეს­ში მას­ში და­ფიქ­სირ­და ჰორ­მო­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის და­სად­გე­ნად იყე­ნე­ბენ – ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის ანა­ლიზ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა……..

წაიკითხეთ სრულა

 

“ინოვას” დაბადების დღეა! 8 წელი თქვენს სამსახურში!

02/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

1 ოქტომბერი “ინოვას” დაბადების დღეა!

8 წელი თქვენს სამსახურში!



რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა…

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


ანტარქტიკაში წყლის ყინულოვანი მასა, წინა ანტირეკორდთან შედარებით, 1 მლნ კვ.კმ-ით შემცირდა

02/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ანტარქტიკის წყლის ყინულოვანი მასის დონე ამ ზამთარს რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, რითაც 2023 წელი მეცნიერების მიერ “ექსტრემალურად რეკორდულ წლად” შეფასდა. აშშ-ის თოვლისა და ყინულის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, კლიმატის ცვლილების გავლენა სამხრეთ პოლუსზე იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდები.


მკვლევრების ცნობით, ყინულის მასობრივი დნობა საფრთხის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის პინგვინების გამრავლებასაც, რადგან ისინი წყლის ყინულოვან საფარზე დებენ კვერცხს.


10 სექტემბრის მონაცემებით, ანტარქტიკის გარშემო ოკეანის მხოლოდ 16.96 მილიონი კვადრატული კილომეტრი დაიფარა ყინულით, რაც სატელიტური მონაცემების შეგროვების დაწყებიდან, ანუ 1979 წლიდან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და 1986 დაფიქსირებულ ანტირეკორდთან შედარებით, 1 მლნ კვადრატული კილომეტრით ნაკლებია.


სამხრეთ ნახევარსფეროში წელიწადის დროები შებრუნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყინულოვანი საფარის დონე, როგორც წესით, სექტემბერში, ანუ ზამთრის ბოლოს, ყველაზე მაღალია და თებერვალი-მარტის პერიოდში, ანუ ზაფხულის დასრულებასთან ერთად, დნობას იწყებს.


აღსანიშნავია, რომ ანტარქტიკის ზღვის ყინულოვანი საფარი 2023 წლის თებერვალშიც გაცილებით ჩამორჩებოდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://bm.ge/news/antarqtikashi-tsylis-yinulovani-masa-tsina-antirekordtan-shedarebit-1-mln-kvkm-it-shemtsirda?fbclid=IwAR1_KS2tgT5Gyal8W03IlmwzLxWMeBq9Gahi3kA4XKRJu94LcxsbMKMhC3Y


იწვევს გულისისძარღვთა დაავადებებს. ახალი კვლევა გვაძლევს პასუხს…

29/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ SARS-CoV-2 ინფექცია იწვევს პროათეროგენულ ანთებით რეაქციებს ადამიანის კორონარული სისხლძარღვებში


რატომ – კოვიდი იწვევს გულისისძარღვთა დაავადებებს. ახალი კვლევა გვაძლევს პასუხს.


SARS-CoV-2 ინფექცია იწვევს პროათეროგენულ ანთებით რეაქციებს ადამიანის კორონარული სისხლძარღვებში


Nature Cardiovascular Research-ში გამოქვეყნებული ახალი დასკვნები: მკვლევარები აცხადებენ, რომ #SARSCoV2 ვირუსული რნმ არის გამოვლენილი და მეორდება კორონარული დაზიანებებში, რომლებიც აღებულ იქნა აუტოფსიის დროს მძიმე #COVID19 შემთხვევებიდან.


SARS-CoV-2 მიზნად ისახავდა დაფების #მაკროფაგებს და ავლენდა უფრო ძლიერ ტროპიზმს არტერიული დაზიანებებისთვის, ვიდრე მიმდებარე პერივასკულარული ცხიმი, რაც კორელაციაში იყო მაკროფაგების ინფილტრაციის დონეებთან. SARS-CoV-2 შესვლა გაიზარდა ქოლესტერინით დატვირთულ პირველად მაკროფაგებში და ნაწილობრივ დამოკიდებული იყო ნეიროპილინ-1-ზე.


SARS-CoV-2-მა გამოიწვია ძლიერი #ანთებითი რეაქცია კულტივირებულ მაკროფაგებსა და ადამიანის ათეროსკლეროზულ სისხლძარღვთა ექსპლანტებში ციტოკინების სეკრეციით, რომლებიც ცნობილია გულ-სისხლძარღვთა მოვლენის გამომწვევი. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ SARS-CoV-2 აინფიცირებს კორონარული სისხლძარღვებს, იწვევს დაფის #ანთებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მწვავე #კარდიოვასკულარული გართულებები და გაზარდოს გრძელვადიანი გულ-სისხლძარღვთა რისკი.


#COVID19 #SARSCoV2 #კარდიოვასკულარული #ანთებითი #cardiovascular #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #Giorgipkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia


NEW findings published in Nature Cardiovascular Research: Researchers report that #SARSCoV2 viral RNA is detectable and replicates in coronary lesions taken at autopsy from severe #COVID19 cases. SARS-CoV-2 targeted plaque #macrophages and exhibited a stronger tropism for arterial lesions than adjacent perivascular fat, correlating with macrophage infiltration levels. SARS-CoV-2 entry was increased in cholesterol-loaded primary macrophages and dependent, in part, on neuropilin-1. SARS-CoV-2 induced a robust #inflammatory response in cultured macrophages and human atherosclerotic vascular explants with secretion of cytokines known to trigger cardiovascular events. These data establish that SARS-CoV-2 infects coronary vessels, inducing plaque #inflammation that could trigger acute #cardiovascular complications and increase the long-term cardiovascular risk.


Eberhardt, N., Noval, M.G., Kaur, R. et al. SARS-CoV-2 infection triggers pro-atherogenic inflammatory responses in human coronary vessels. Nat Cardiovasc Res (2023).


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო:https://www.nature.com/articles/s44161-023-00336-5?fbclid=IwAR3wxj_45V7d6pwY1nz8AfTTH1N508KnFxd0zxKrmuxJxTxEte9AZEFDCt4


წიგნის ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვება გიორგი ფხაკაძე…

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის,


„სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ ონლაინ პრეზენტაცია.

 

ნაშრომი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სამედიცინო დაწესებულების არქივების უკვე არსებული ან/და მომავალი არქივარიუსებისთვის. იგი წარმოადგენს გზამკვლევს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რათა შექმნან და განავითარონ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო არქივი.

 

წიგნი შექმნილია რჯც-ს (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი) და დტსუ-ს (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ავტორთა მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობით: მანანა ლოსაბერიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი);


გიორგი ფხაკაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);


ნანა მგალობლიშვილი (დიპლომირებული მედიკოსი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დირექტორი)


ანა ბოლქვაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი);


ნუგზარ ბოლქვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი); თამარ თალაკვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი); თეიმურაზ ზურმუხტაშვილი (არქივმცოდნე).


წიგნის ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვება


გიორგი ფხაკაძე / დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული


მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD) /


წიგნი „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით.


დაინტერესებული პირები ეწვიეთ ბმულს:


https://dtmu.zoom.us/j/94765789706


დასწრება თავისუფალია.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

 

 

„დეტალურად ვისაუბრეთ აკრედიტაციის საკითხებზე“ – შეხვედრა გაიმართა სამედიცინო დაწესებულებების

29/10/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.


2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.


როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?


პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.


მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.


2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.


28 სექტემბერს, სასტუმრო იოტაში, შეხვედრა გაიმართა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის ყველა პირობების გასაგებად.


„დეტალურად ვისაუბრეთ აკრედიტაციის საკითხებზე. გავუზიარეთ არსებული გამოცდილება აკრედიტებულ კლინიკებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ხარისხიანი ჯანდაცვა ეს არის საქართველოს მოქალაქის უფლება და არა ფუფუნება…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა.

 

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

 

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

 

„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

 

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

 

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

 

გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.

 

მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.

 

2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.

 

როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?

 

პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.

 

მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.

 

2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.

 

„მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

 

ასევე ვცდილობ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის თქვენთვის ხელმისაწვდომ ენაზე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ძალიან დიდი კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

 

„ძალიან დიდი კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ეხებოდა სამედიცინო განათლებას, გამოვედი სიტყვით, ეს ძალიან დიდი პატივი იყო ვინაიდან, 90-ზე მეტი პროფესორი, საუნივერსიტეტო კლინიკებიდან, – გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ავსტრიიდან მონაწილობდნენ.

 

მე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამომადგენელი გამოვედი სიტყვით. საუბარი იყო, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ გლობალურად სამედიცინო პერსონალის კომპეტენციები, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ საავადმყოფოებში.

 

სამედიცინო პერსონალი არ არის მარტო ექიმი, არიან სანიტრები, დაცვის სამსახური, მიმღებში მომუშავე პერსონალი, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები და სხვა. სავადმყოფო უნდა იყოს პაციენტზე ორიენტირებული და უსაფრთხო“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

 

როგორც გიორგი ფხაკაძე აცხადებს. კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან დიდი პატივი იყო მისთვის.

 

„ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის, რადგან ძალიან ცნობილი პროფესორები, სამედიცინო განათლების სპეციალისტები მონაწილეობდნენ, გერმანულენოვანი საუნივერსიტეტო კლინიკებიდან.

 

მე განვაცხადე, რომ ამჟამად ვიმყოფები თბილისში, თბილისიდან ვესაუბრებოდი ჯანდაცვის გლობალურ საკითხებზე და მეკითხებოდნენ გერმანელი პროფესორები და სამედიცინო განათლების სპეციალისტები, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ, როგორ გავაუმჯობესოთ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა.

 

გარდა იმისა, რომ მე წარმოვადგენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე ყოველთვის ვამბობ, რომ მე მე ვარ საქართველოდან, ეს ძალიან სასიხარულოა და მე ძალიან ვამაყობ ამით.

 

მე ვცდილობ, რომ ეს გლობალური კომპეტენციები და გამოცდილება ჩამოვიტანო საქართველოში და დავნერგო ჩემს სამშობლოში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

28 სექტემბერს, სასტუმრო იოტაში, შეხვედრა გაიმართა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის ყველა პირობების გასაგებად.

 

„გუშინ მქონდა შეხვედრა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ განვიხილეთ, თუ რა არის სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის გამოწვევა. საქართველოში საავადმყოფოების მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

მისი თქმით, აკრედიტაცია კანადა ძალიან აქტიურად მუშაობს. პროცესში უკვე ჩართულია 14 სამედიცინო დაწესებულება. ორ სამედიცინო დაწესებულებასთან მალე დასრულდება მოლაპარაკება.

 

„აკრედიტაცია კანადა საქართველოში დაეხმარება მაქსიმუმ 22 სამედიცინო დაწესებულებას.

 

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტებით. ეს არის ერთადერთი გუნდი საქართველოში, რომელსაც აქვს საერთაშორისო აკრედიტაციის ექსპერტიზა. ერთადერთი მაკრედიტებელი საერთაშორისო საქართველოში არის აკრედიტაცია კანადის გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი ფხაკაძე.

 

ჩვენ გვაინტერესებს ხარისხიანი სერვისების მიწოდება იმ სამედიცინო დაწესებულებისთვის, რომლებიც შეძლებენ და აქვთ ინტერესი გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.

 

რაც შეეხება სხვა მაკრედიტებელ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან ჯანდაცვის სამინისტროს სიაში, ამასთან დაკავშირებით მე ვისაუბრებ მომავალში. მე არ მაქვს პრეტენზია ჯანდაცვის სამინიოსტროსთან. მე მაქვს პრეტენზია იმ საავადმყოფოებთან, რომლებიც იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს.

 

ხარისხიანი ჯანდაცვა ეს არის საქართველოს მოქალაქის უფლება და არა ფუფუნება…“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

 
 
 

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C

 
 


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

 

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights