საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 1000 ლარს მიიღებენ – ყველაზე უხუცესი 110 წლის დავითაძე ნაქიფე და დიასამიძე ფატყუმეა
როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან
გადაცემა „სტუმრად ექიმთან“
როგორ განვასხვავოთ ალერგიის სიმპტომები ვირუსული ინფექციის სიმპტომებისგან
საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მადონა დევიძე:
„ალერგიული პაციენტებისთვის ზამთარი პრობლემურია. ზაფხულში მცენარეებია პრობლემა, ზამთარი კი ალერგიული პაციენტებისთვის, სიცივიდან გამომდინარე. ვირუსული ინფექცია და ალერგია მსგავსი სიმპტომების გამო ხშირად ერთმანეთში ეშლებათ.
ალერგიას თან არასდროს ახლავს ტემპერატურა. ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია მაღალი ტემპერატურის გარეშე ძალიან იშვიათად მიმდინარეობს, თუნდაც ერთჯერადად მაინც ხდება ტემპერატურის მატება. საყურადღებოა სიმპტომების ხანგრძლივობაც.
ალერგიის სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს ხანგრძლივდება, ვირუსული ინფექციის 3, 5, 7 დღე, ანუ უფრო ხანმოკლე დროით. ალერგიას მრავალჯერადი ცემინება ახასიათებს, ეს ხდება ერთმანეთზე მიყოლებით და ხშირად პაციენტს სუნთქვაც კი უჭირს.
ალერგიის დროს სურდოს თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა. ასევე ყელის, ყურების, ცხვირის წვერის ქავილი.
ხველა გახანგრძლივებულად, ქრონიკულად ითვლება, თუ მოზრდილებში 8 კვირაზე მეტხანს, ბავშვებში კი 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება. შესაძლოა, გახანგრძლივებული ხველა დატოვოს ინფექციურმა დაავადებებმა, – პნევმონიამ, გრიპის ვირუსმა, კოვიდ 19-მა და ა.შ. მიზეზი შეიძლება იყოს ფილტვების სოკოვანი დაავადება, ტუბერკულოზი და ა.შ. ყივანახველას ძალიან ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს და ტოვებს გახანგრძლივებულ ხველას.
გახანგრძლივებული ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია რეფლუქსი. რეფლუქს-ეზოფაგიტი ეს არის მდგომარეობა, როცა საყლაპავიდან კუჭში გარდამავალი სარქველი არ იხურება და ხდება კუჭის მჟავას უკან ამოდინება. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია ბავშვებშიც.
პაციენტებს ძირითადად ღამით ახველებთ, როდესაც წვებიან და ხდება მჟავის უკან ამოდინება, ეს იწვევს საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების გაღიზიანებას. მოზრდილებში ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია წნევის მარეგულირებელი წამლებიც, რომელთაც ახასიათებთ ასეთი გვერდითი ეფექტი.
შესაძლოა, ასთმა ვირუსითაც პროვოცირდეს. ასთმის ხველით ვარიანტს ალერგიული შეგვიძლია ვუწოდოთ.
რაც შეეხება სიცივის ალერგიას, მას ჩვენ სიცივის ჭინჭრის ციებას ვეძახით, რადგან დაბალ ტემპერატურაზე ჩნდება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, რომელიც საკმაოდ ექავებათ. სიცივეში შესაძლოა, რომ შეშუპდეს და გაწითლდეს ტანსაცმლისგან დაუფარავი ადგილები, რომელთაც სიცივე ხვდებათ, რაც დისკომფორტულია, რადგან შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ქავილი. აღნიშნული განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა პაციენტები არ ატარებენ ხელთათმანებს, შარფებს.
ამ დროს პაციენტებს ვურჩევთ, არ დაიჭირონ ხელში ცივი სასმელები და არ დაიბანონ ხელები ცივი წყლით. ზაფხულში ვურჩევთ, – არ იბანაონ მდინარის წყალში, მდინარის წყალი საკმაოდ დაბალი ტემპერატურისა და ასეთ წყალში ჩახტომამ შეიძლება ანაფილაქსია, ალერგიის უკიდურესი ფორმაც კი აპროვოციროს. ეს სერიოზული დაავადებაა და განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პაციენტები სიცივეს მოერიდონ.“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
თირკმლის „ჭვალი“ და „კენჭის გავლა“, სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
იმუნოდეფიციტის ჩამოყალიბება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის შიდსი
გადაცემა „იმუნიტეტი“
რა შეიძლება იყოს ძარღვის გახშირებული „განასკვის“ მიზეზები – ექიმის რჩევები
რატომ ვითარდება კუნთის სპაზმი, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი და რა რეკომენდაციები არსებობს ამ ეპიზოდის შესამსუბუქებლად? – ამაზე „ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ სიგუა საუბრობს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
შესაძლოა, არსებობდეს კავშირი ორსულობის დროს აცეტამინოფენის გამოყენებასა და ბავშვებში მეტყველების განვითარების შეფერხებას შორის
ანემიას შეუძლია ორგანიზმის დაღლილობა გაზარდოს…
ანემიას შეუძლია ორგანიზმის დაღლილობა გაზარდოს…
ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში განაცხადა, რომ მენსტრუაციული ციკლის დარღვევები ან ჭარბი სისხლდენა სწორედ ამ დაავადების გამომწვევია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ეს 4 ნიშანი მიუთითებს ქოლესტერინის მაღალ დონეზე…
ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ მათ აქვთ მაღალი ქოლესტერინი, მაგრამ თქვენს სხეულზე არის 4 დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც შეიძლება ამის მიმანიშნებელი იყოს.
ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის გენერალურმა ექიმმა ხალიდ ზალმაიმ საკუთარ YouTube არხზე განაცხადა.
მისი თქმით, მაღალი ქოლესტერინის გარკვევა მხოლოდ სისხლის ანალიზის შედეგებით ყოველთვის არ არის შესაძლებელი..
„თქვენმა კანმა შეიძლება გამოავლინოს მაღალი ქოლესტერინის ნიშნები“, – ამბობს სპეციალისტი.
4 დამახასიათებელი ნიშანი:
1. ყვითელი მუწუკები ქუთუთოების გარშემო

„შეიძლება, შეამჩნიოთ ბრტყელი, ოდნავ აწეული, მოყვითალო გამონაყარი თვალების ირგვლივ. ზოგადად, ეს არ არის საზიანო, მტკივნეული, მაგრამ შეიძლება მიუთითებდეს უკონტროლო მაღალ ქოლესტერინზე, დიაბეტზე ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე“ – განმარტავს ის.
2. ყვითელი მოწითალო მუწუკები

შეიძლება მიუთითებდეს ქოლესტერინის მომატებულ დონეზე. ასეთი გამონაყარის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრიგლიცერიდების მაღალი დონეა – ტრიგლიცერიდები დაკავშირებულია ჩვენს ორგანიზმში ქოლესტერინის დონესთან. ასეთი მუწუკები ასევე ცნობილია როგორც ქსანთომატოზი.
„ეს პატარა ცვილისებრი აკნე შეიძლება თითქმის ყველგან გამოჩნდეს. ასე რომ, ისინი შეიძლება იყოს თქვენს ფეხებზე, ხელებზე, მკლავებსა და უკანალზეც კი“, – აღნიშნავს ის.
3. რქოვანას თაღი
„ჩვეულებრივ, რქოვანას არქტიდა მხედველობის პრობლემას არ იწვევს, მის შესაძლებლობებზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ თავისით არ ქრება“, – ამბობს ექიმი.
ეს არის თეთრ-ნაცრისფერი რგოლის სახელი, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს თვალის რქოვანას გარშემო. ეს წარმონაქმნი შეიძლება ასოცირებული იყოს სისხლში ცხიმისა და ქოლესტერინის მაღალ დონესთან.
ეს დაავადება უფრო ხშირია 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.

4. მუხლებზე ან იდაყვებზე მუწუკები ან შეშუპება

ეს ფიზიკური ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც ჭარბი ქოლესტერინი გროვდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
ეს ყველაზე ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ გენეტიკურად მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია. მისი თქმით, 250-დან დაახლოებით ერთ ადამიანს აქვს ეს დაავადება.
როგორ დავადგინოთ, რა ტიპის ვირუსი გვაქვს და როგორ მოვიქცეთ, რომ იოლად გადავიტანოთ…
ყოველწლიურად არის სეზონური გრიპის დაახლოებით 1 მილიარდი შემთხვევა, მათ შორის მძიმე ავადმყოფობის 3-5 მილიონი შემთხვევა.
ყოველწლიურად 290 000-დან 650 000-მდე ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით გამოწვეული რესპირატორული პათოლოგიებით.
გრიპთან დაკავშირებული ქვედა სასუნთქი გზების ინფექციით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობის 99 პროცენტი ხდება განვითარებად ქვეყნებში.
სიმპტომები ვლინდება ინფიცირებიდან 1-4 დღის შემდეგ და ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა არის აუცილებელი ვირუსისგან თავის დასაცავად…
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვირუსისგან თავის დასაცავად აუცილებელია ვაქცინაცია.











