პარასკევი, მაისი 8, 2026

ნორმალურია თუ არა სიტყვების დავიწყება საუბრისას და როდის არის საშიში – მეცნიერების გაფრთხილება

ნორმალურია თუ არა სიტყვების დავიწყება საუბრისას? როდის უნდა მივაქციოთ ყურადღება

ყველას ექნება დროდადრო სიტყვების მოძიების სირთულე, მაგრამ თუ ეს ხშირად ხდება სიტყვების, სახელებისა და რიცხვების ფართო სპექტრით, ეს შეიძლება იყოს ნევროლოგიური აშლილობის ნიშანი.

როდესაც ჯანსაღად მოლაპარაკე ვერ იხსენებს სიტყვას თავისი ლექსიკონიდან, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს სიტყვა იცოდა, ამას ენის მეცნიერები „ენის წვერის” ფენომენს უწოდებენ.

 

წაიკითხეთ სრულა

https://primetime.ge/news/mecniereba/normaluria-tu-ara-sityvebis-davitsyeba-saubrisas-da-rodis-aris-sashishi-metsnierebis-gafrtkhileba

2023 წლის ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში mRNA კოვიდვაქცინების ტექნოლოგიის შემქმნელებს

03/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეამ გადაწყვიტა, რომ 2023 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში გადასცეს კატალინ კარიკოს და დრიუ ვაისმანს მათი აღმოჩენებისთვის ნუკლეოზიდური ფუძის იმ მოდიფიკაციათა შესახებ, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტიანი mRNA ვაქცინები შექმნა გახადა შესაძლებელი.


ნობელის ორი ლაურეატის აღმოჩენა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 2020 წელს დაწყებული პანდემიისას COVID-19-ის საწინააღმდეგო ეფექტიანი mRNA ვაქცინების შესაქმნელად. თავიანთ რევოლუციური აღმოჩენებით, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) ჩვენს იმუნურ სისტემასთან ურთიერთქმედების შესახებ, ლაურეატებმა უპრეცედენტო წვლილი შეიტანეს ვაქცინის შექმნაში მაშინ, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობას თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრებოდა.


ვაქცინები პანდემიამდე

ვაქცინაცია ასტიმულირებს იმუნური პასუხის წარმოქმნას კონკრეტული პათოგენისადმი. შედეგად, სხეული შემდეგში დაავადებასთან ბრძოლისთვის უკვე მზადაა, თუკი ის მას შეხვდება. უკვე დიდი ხანია, არსებობს ვაქცინები, რომლებიც მოკლულ ან შესუსტებულ ვირუსებს ეფუძნება. ამის მაგალითია პოლიოს, წითელას ან ყვითელი ცხელების ვაქცინები. 1951 წელს, ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მაქს ტეილერს სწორედ ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის გადაეცა.



ბოლო ათწლეულებში მოლეკულურ ბიოლოგიაში მიღწეული პროგრესის წყალობით, შეიქმნა ვაქცინები, რომლებიც არა მთლიან ვირუსებს, არამედ მხოლოდ მათ ცალკეულ კომპონენტებს ეფუძნება. ამ ვირუსული გენეტიკური კოდის ნაწილი, რომლებშიც ძირითადად ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილებია ჩაშიფრული, გამოიყენება იმ ცილების წარმოსაქმნელად, რომლებიც განაპირობებენ ვირუსების დამბლოკავი ანტისხეულების წარმოქმნას. ამის მაგალითია B ჰეპატიტისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. ამავე დროს, ვირუსული გენეტიკური კოდის შეიძლება გარდაიქმნას უსაფრთხო გადამტან ვირუსად, რასაც „ვექტორს“ უწოდებენ.


ეს მეთოდია გამოყენებული ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაში. ვექტორული ვაქცინების გაკეთებისას, ჩვენს უჯრედებში წარმოიქმნება კონკრეტული ვირუსული ცილები, რომლებიც ასტიმულირებენ იმუნურ პასუხს სამიზნე ვირუსის წინააღმდეგ.


მთლიან ვირუსზე, ცილაზე ან ვექტორზე დაფუძნებული ვაქცინების შექმნა ფართომასშტაბიან უჯრედულ კულტურას მოითხოვს. რესურსებზე ასე დამოკიდებული პროცესი ეპიდემიის ან პანდემიის დროს ვაქცინების სწრაფად წარმოების შესაძლებლობას ზღუდავს. შესაბამისად, მეცნიერები დიდხანს ცდილობდნენ ვაქცინის ისეთი ტექნოლოგიების შექმნას, რომლებიც უჯრედულ კულტურაზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული. ეს მცდელობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.


mRNA ვაქცინები

ჩვენს უჯრედებში, დნმ-ში ჩაშიფრული გენეტიკური ინფორმაცია ინფორმაციულ რნმ-ს (mRNA) გადაეცემა, რომელიც ცილების წარმოების ერთგვარ შაბლონად გამოიყენება. 1980-იან წლებში შეიქმნა ეფექტიანი მეთოდი რომლითაც mRNA უჯრედული კულტურის გარეშე იწარმოებოდა; ამას in vitro ტრანსკრიფცია უწოდეს. ამ გადამწყვეტმა ნაბიჯმა დააჩქარა მოლეკულური ბიოლოგიის გამოყენება რამდენიმე სფეროში.


გაჩნდა იდეა mRNA ტექნოლოგიების ვაქცინებსა და სხვა პრეპარატებში გამოყენების შესახებაც, მაგრამ იქვე თავი იჩინა დაბრკოლებებმა. In vitro ტრანსკრიბირებული mRNA არასტაბილურად მიიჩნეოდა და რთული იყო მისი მიწოდება, რაც მოითხოვდა გადამტანი ლიპიდების დახვეწილი სისტემების შექმნას, რომლებშიც mRNA უნდა გახვეულიყო. ამას გარდა, in vitro წარმოებული mRNA იწვევდა ანთებით რეაქციებს. ამიტომ, კლინიკური მიზნებისთვის mRNA ტექნოლოგიის შექმნის ენთუზიაზმი საკმაოდ შეზღუდული იყო.


ამ დაბრკოლებებმა ხელი ვერ შეუშალა უნგრელ ბიოქიმიკოს კატალინ კარიკოს, რომელიც მკურნალობაში mRNA-ის გამოყენების მეთოდების შექმნაზე მუშაობდა. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ის პენსილვანიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი იყო, ერთგული რჩებოდა თავისი ხედვისა, რომლის მიხედვითაც, მკურნალობაში mRNA-ის გამოყენება შესაძლებელი იყო, მიუხედავად იმ მრავალი სირთულისა, რასაც საკუთარი პროექტების დონორების დარწმუნებაში აწყდებოდა. უნივერსიტეტში კარიკოს ახალი კოლეგა გახდა იმუნოლოგი დრიუ ვაისმანი.


ის დენდრიტული უჯრედებით იყო დაინტერესებული, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ იმუნურ მეთვალყურეობაში და ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხების გააქტიურებაში.


ახალი იდეებით აღფრთოვანებული ორი მკვლევრის თანამშრომლობა მალევე დაიწყო და ის ფოკუსირებული იყო, როგორ ურთიერთქმედებდა სხვადასხვა ტიპის რნმ იმუნურ სისტემასთან.


გარღვევა

კარიკომ და ვაისმანმა შენიშნეს, რომ დენდრიტული უჯრედები in vitro ტრანსკრიბირებულ mRNA-ს უცხო ნივთიერებად აღიქვამდნენ, რაც მათ გააქტიურებას და ანთებითი სასიგნალო მოლეკულების გამოყოფას იწვევდა. მათ აინტერესებდათ, რატომ აღიქმებოდა in vitro ტრანსკრიბირებული mRNA უცხო სხეულად მაშინ, როცა ძუძუმწოვართა უჯრედების mRNA იგივე რეაქციას არ იწვევდა. კარიკომ და ვაისმანმა გააცნობიერეს, რომ სხვადასხვა ტიპის mRNA-ში უნდა ერთმანეთისგან გამორჩეულიყო ზოგიერთი კრიტიკული თვისება.


რნმ ოთხ ფუძეს შეიცავს, რომელთა აბრევიატურებია A, U, G და C; შეესაბამებიან დნმ-ში არსებულ A, T, G და C გენეტიკურ კოდებს. კარიკომ და ვაისმანმა იცოდნენ, რომ ძუძუმწოვართა უჯრედების რნმ-ს ხშირად ქიმიურად მოდიფიცირებული ფუძეები ჰქონდა, რაც არ გააჩნდა in vitro ტრანსკრიბირებულ mRNA-ს. მათ აინტერესებდათ, ახსნიდა თუ არა არასასურველ ანთებით რეაქციას in vitro ტრანსკრიბირებულ რნმ-ში შეცვლილი ფუძეების არარსებობა. ამის გასარკვევად, მათ mRNA-ს სხვადასხვა ვარიანტები შექმნეს, რომელთაგან თითოეულს ფუძეში ჰქონდა უნიკალური ქიმიური ცვლილებები, რომლებსაც ისინი დენდრიტულ უჯრედებს გადასცემდნენ.


შედეგი გასაოცარი იყო: mRNA-ში შეტანილი მოდიფიკაციების შემდეგ, ანთებითი პასუხი თითქმის მთლიანად გაქრა. ეს გახლდათ პარადიგმის ცვლილება ჩვენს წარმოდგენაში უჯრედების მიერ სხვადასხვა სახის mRNA-ის ამოცნობისა და რეაგირების შესახებ. კარიკო და ვაისმანი მაშინვე მიხვდნენ, რომ მათ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მკურნალობაში mRNA-ს გამოყენებისთვის. მათ მიერ მიღებული ასეთი შედეგები ოფიციალურად 2005 წელს გამოქვეყნდა, COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე 15 წლით ადრე.


2008 და 2010 წლებში გამოქვეყნებულ კვლევებში, კარიკომ და ვაისმანმა აჩვენეს, რომ ფუძეების შეცვლით დამზადებული mRNA-ის შეყვანა მნიშვნელოვნად ზრდიდა ცილების წარმოებას, ვიდრე შეუცვლელი mRNA. ამ ეფექტის მიზეზი იყო ცილების წარმოების მარეგულირებელი ფერმენტის შემცირებული აქტივაცია. იმის აღმოჩენით, რომ ფუძის მოდიფიკაციები ანთებით რეაქციებსაც ამცირებდა და ცილების წარმოებასაც ზრდიდა, კარიკომ და ვაისმანმა სრულიად მოსპეს ის კრიტიკული დაბრკოლებები, რომლებიც mRNA-ის კლინიკურ გამოყენებას ეღობებოდა.


mRNA ვაქცინები


mRNA ტექნოლოგიისადმი ინტერესმა ზრდა დაიწყო და 2010 წელს, ამ მეთოდის შექმნაზე უკვე რამდენიმე კომპანია მუშაობდა. შეიქმნა ვაქცინები ზიკას ვირუსისა და MERS-CoV-ის წინააღმდეგ; ეს უკანასკნელი COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის ახლო ნათესავია.


COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ, რეკორდული სიჩქარით შეიქმნა ორფუძეშეცვლილი mRNA ვაქცინები, რომლებშიც SARS-CoV-2-ის ზედაპირის ცილა იყო ჩაშიფრული. ვაქცინების ეფექტიანობა დაახლოებით 95 პროცენტი იყო და ორივე ვაქცინა მარეგულირებლებმა 2020 წლის დეკემბერში დაამტკიცეს.


mRNA ვაქცინების შთამბეჭდავი მოქნილობა და შექმნის სიჩქარე გზას უხსნის სხვა ინფექციურ დაავადებათა ვაქცინების ახალ პლატფორმებს. მომავალში, ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოიყენონ თერაპიული ცილების შესაყვანად ზოგიერთი ტიპის კიბოს სამკურნალოდ.


SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ასევე სწრაფად შეიქმნა სხვადასხვა მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სხვა რამდენიმე ვაქცინაც; საერთო ჯამში, გლობალურად მოხდა COVID-19-ის ვაქცინის 13 მილიარდზე მეტი დოზის ადმინისტრირება. ამ ვაქცინებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და მრავალ ადამიანს დაავადების გართულება აარიდეს. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ საზოგადოება ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.


ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) ფუძის მოდიფიკაციების მნიშვნელობის შესახებ ფუნდამენტური აღმოჩენებისა გამო, ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი დროის ჯანდაცვის ერთ-ერთი უდიდესი კრიზისის დაძლევაში.


მომზადებულია nobelprize.org-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/2023-wlis-nobelis-premia-medicinasa-da-fiziologiashi-mrna-kovidvaqcinebis-teqnologiis-shemqmnelebs-gadaeca-1tvmecniereba/



მეცნიერები მუშაობენ აბზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება

მეცნიერები მუშაობენ პრეპარატზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი, ფიზიკური აქტივობის გარეშე, ექნება. მათ აბი თაგვებზე გამოცადეს.

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ახლად შემუშავებულმა ნაერთმა — SLU-PP-332 თაგვებზე კარგად იმოქმედა. მღრნელებმა წონაში დაიკლეს და მეტაბოლიზმი გაუუმჯობესდათ. ამან თაგვების ფიზიკური შესაძლებლობები გაზარდა და ეს ყველაფერი ვარჯიშის გარეშე“, – აღნიშნულია ფლორიდის უნივერსიტეტის პრესრელიზში.

 

„ნაერთი კუნთებზე დაახლოებით ისე მოქმედებს, როგორც ფიზიკური ვარჯიში”, – განაცხადა კვლევის ავოტორმა, თომას ბურისმა.

 

SLU-PP-332 პირდაპირ EFF ცილებზე მოქმედებს. ეს ცილები სხეულის ენერგიით მომარაგებაზე არიან პასუხისმგებელი. ცილები ბუნებრივად ვარჯიშის დროს გამოიყოფა, მაგრამ ახლა დასტურდება, რომ მათი სტიმულირება წამლითაც შეიძლება.

 

„როცა თაგვებს ამ ნაერთს ვაძლევთ, მთელი ორგანიზმის მეტაბოლიზმი ცხიმოვანი მჟავების გამოყენებაზე გადადის. ეს იმას ჰგავს რაც ვარჯიშისას ხდება. ასეთ დროს თაგვები ზედმეტ წონას კარგავენ”, – ამბობს ბურისი.

 

რა თქმა უნდა, თაგვები ადამიანები არ არიან, ამიტომ ზუსტად არ ვიცით როგორ იმოქმედებს ეს ჩვენზე.

 

მსგავს პრეპარატებზე მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ. როგორც ბურისი ამბობს, მათ მიერ მიღებული ნაერთი განსხვავებულია. ამის არგუმენტად მას მოჰყავს ის ფაქტი, რომ თაგვებს არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოუვლინდათ.

 

აბზე მომუშავე მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ კვლევების გაგრძელებას აპირებენ.

 
 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

 

აკრედიტაცია კანადა ძალიან აქტიურად მუშაობს…

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოვიდა.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.

მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.

გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.

მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცდინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს.

2023 წლის ბოლომდე მათ დოკუმენტაციის გადაგზავნის პირველი ეტაპის ვადა ეწურებათ. ყველა სამედიცინო დაწესებულება მზადების აქტიურ ფაზაშია.

როგორია კრიტერიუმები და რას შეცვლის აკრედიტაციის ამ წესის შემოღება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში?

პაციენტსა და თანამშრომელზე ორიენტირება, უსაფრთხოება, ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ბოლოს კი ხელმძღვანელობის პრაქტიკა, ეს ის კრიტერიუმებია, როლმლითაც მსოფლიოში მოქმედი ყველა კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას გადის.

მთავრობის დადგენილებით, ამ აკრედიტაციის მიღება საქართველოში მოქმედი ყველა საავადმყოფოსთვის სავალდებულო ხდება.

2023 წლის ბოლომდე კლინიკებს პირველი ეტაპის ბოლო ვადა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში მათ აკრედიტაციის გამცემ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება უნდა მოასწრონ.

„მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ასევე ვცდილობ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის თქვენთვის ხელმისაწვდომ ენაზე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

28 სექტემბერს, სასტუმრო იოტაში, შეხვედრა გაიმართა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაციის ყველა პირობების გასაგებად.

„გუშინ მქონდა შეხვედრა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ განვიხილეთ, თუ რა არის სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის გამოწვევა. საქართველოში საავადმყოფოების მხრივ ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, აკრედიტაცია კანადა ძალიან აქტიურად მუშაობს. პროცესში უკვე ჩართულია 14 სამედიცინო დაწესებულება. ორ სამედიცინო დაწესებულებასთან მალე დასრულდება მოლაპარაკება.

„აკრედიტაცია კანადა საქართველოში დაეხმარება მაქსიმუმ 22 სამედიცინო დაწესებულებას.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტებით. ეს არის ერთადერთი გუნდი საქართველოში, რომელსაც აქვს საერთაშორისო აკრედიტაციის ექსპერტიზა. ერთადერთი მაკრედიტებელი საერთაშორისო საქართველოში არის აკრედიტაცია კანადის გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი ფხაკაძე.

ჩვენ გვაინტერესებს ხარისხიანი სერვისების მიწოდება იმ სამედიცინო დაწესებულებისთვის, რომლებიც შეძლებენ და აქვთ ინტერესი გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.

რაც შეეხება სხვა მაკრედიტებელ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან ჯანდაცვის სამინისტროს სიაში, ამასთან დაკავშირებით მე ვისაუბრებ მომავალში. მე არ მაქვს პრეტენზია ჯანდაცვის სამინიოსტროსთან. მე მაქვს პრეტენზია იმ საავადმყოფოებთან, რომლებიც იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს.

ხარისხიანი ჯანდაცვა ეს არის საქართველოს მოქალაქის უფლება და არა ფუფუნება…“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C

 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 
 

გაეროს გენ ასამბლეაზე ორი ქართველი მთელს მსოფლიოს აჩვენა პროფესიონალუზმი…

04/10/2018 წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენ ასამბლეაზე ორი ქართველი მთელს მსოფლიოს აჩვენა პროფესიონალუზმი.
 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:

 

„გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელ ექსპერთა საბჭოს (IAP) 2018 წლის ანგარიში საქართველოს გამოცდილებას ეხმიანება ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორის რეგულირების თაობაზე.


აღნიშნულ საკითხს მოიცავდა მარიამ ჯაშის გამოსვლაც ნიუ-იორკში შეხვედრაზეც, რომელსაც საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალური მდივნის ექსპერტთა საბჭოს ათ წევრს შორის ჯანდაცვის სფეროში ქართველი ექსპერტი გიორგი ფხაკაძეა, რომელმაც უმნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2018 წლის ანგარიშში საქართველოს გამოცდილების დოკუმენტაციაში.

”გაეროს აღნიშნულ ანგარიშში საქართველოს გამოცდილებაზე საუბარი უმნიშვნელოვანესია. ეს პლატფორმა საშუალებას გვაძლევს გავაფართოვოთ საერთაშორისო თანამშრომლობა დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის სფეროში” – აცხადებს მარიამ ჯაში


კომიტეტის თავმჯომარე ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის თებერვალში საქართველოში IAP ექსპერტთა ვიზიტის ორგანიზებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გაეროს მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში ბატონი კახა იმნაძის ხელმძღვანელობით და IAP საბჭოსთან თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებშიც არსებითი იქნება საქართველოს მისიის როლი.


დეტალურად შეხვედრის შესახებ იხილეთ ბმული


https://iapewec.org/news/2018-report-launch/
Mariam Jashi
Permanent Mission of Georgia to the United Nations

 
 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

 

 

ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია გადაეცათ – ვაქცინები

03/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს:


კატალინ კარიკოს და დრიუ ვაისმანს, რომელთა ტექნოლოგიითაც კოვიდპანდემიასთან საბრძოლველად ვაქცინები შეიქმნა, ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია გადაეცათ | შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა მათ პრემია გადასცეს აღმოჩენებისთვის, რომლებიც ნუკლეოზიდური ბაზის მოდიფიკაციას შეეხება, რამაც Covid-ის წინააღმდეგ ეფექტური mRNA ვაქცინების შექმნა გახადა შესაძლებელი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გაეცანით “კონსილიუმ მედულას” მომზადებულ მასალებს ძუძუს კიბოს შესახებ

03/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა.


დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად მცირდება, რაც გამოწვეულია ადრეული დიაგნოსტიკით (ძუძუს კიბოს სკრინინგი) და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით.


ამიტომაც მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ, როგორც დაავადების სიმპტომებისა და რისკ-ფაქტორების, ასევე ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ.


მიჰყევით ბმულს, გაეცანით “კონსილიუმ მედულას” მომზადებულ მასალებს ძუძუს კიბოს შესახებ, იყავით ინფორმირებული და იქნებით დაცული!


https://shorturl.at/HIKX0



„კონსილიუმ მედულასა“ და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს (Accreditation Canada) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9B-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1?fbclid=IwAR0H6FilLRqr2zItNUsndHWyBiMt2oyhJf4_OKSkQ7CMtiqYrCIIn3eIhVw



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

უნდა გაიკეთოთ თუ არა სისხლის ანალიზი ალცჰაიმერის დაავადებისთვის

უნდა გაიკეთოთ თუ არა სისხლის ანალიზი ალცჰამერის დაავადებისთვის – ამის შესახებ პროფესორი ჯოშ ფიშმანი და სამეცნიერო ჟურნალისტი ერთ-ერთ პოდკასტში საუბრობენ.

როგორც ისინი ამბობენ, მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ ალცჰაიმერის დაავადების მარტივი ტესტების მიღება, მაგრამ ეს ტესტები პაციენტებს ბოლომდე ჯერ არ ეხმარებათ.

ლუისი : მარტივი სისხლის ტესტები საკმაოდ კარგად ჟღერს, რამდენად ზუსტია ისინი?

ფიშმანი : ერთი კვლევის თანახმად, ერთ ტესტს, სახელწოდებით Precivity AD, შეუძლია ცილების 93 პროცენტიანი სიზუსტით ამოცნობა. კიდევ ერთი ტესტი, AD Detect, რომელიც ახლახან დაიწყო დიდი ეროვნული დიაგნოსტიკური ლაბორატორიის Quest-ის მიერ, აკეთებს მას დაახლოებით იგივე სიჩქარით.

ეს შედარებულია ალცჰაიმერის დიაგნოსტიკური ტესტების ოქროს სტანდარტებთან. ეს ორი საუკეთესოა ამილოიდის პოვნაში. თუმცა ექიმები უფრო ხშირად იწყებენ დიაგნოზს ადამიანებს მეხსიერების დახვეწილი ტესტების ჩატარებით.

 

მასშტაბურ კვლევაში, მეცნიერება მოწევისთვის თავის დანებების სამი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი გამოავლინეს

02/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დიდ მიმოხილვაში, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს მოწევისთვის თავის დანებების მეთოდები; შედეგად, გამოიკვეთა სამი აშკარა „გამარჯვებული“.


ბრიტანელ მკვლევართა განცხადებით, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა პრეპარატები — ვარენიკლინი და ციტიზინი, ასევე ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი.


319 რანდომიზებულად კონტროლირებული ცდის ანალიზში სულ 157 179 მწეველი იყო ჩართული, რომლებმაც მოწევისთვის თავის დანებება სულ მცირე ექვსი თვით შეძლეს.


„საუკეთესო რამ, რაც მწეველებმა საკუთარი ჯანმრთელობისთვის შეიძლება გააკეთონ, არის მოწევისთვის თავის დანებება. მოწევა მსოფლიოში პრევენცირებადი დაავადებებისა და სიკვდილის მთავარ მიზეზად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავის დანებება ბევრს სურს, ეს შეიძლება საკმაოდ რთული იყოს“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერი ჯემი ჰართმენ-ბოისი.


დამოკიდებულების გამომწვევი მთავარი ნივთიერება, ნიკოტინი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი ნივთიერებაა და მესამეა ყველაზე მეტად დამოკიდებულების გამომწვევთა შორის. ნიკოტინი დიდ ძალაუფლებას ფლობს თავის ტვინზე. როგორც მონაცემები აჩვენებს, დახმარების გარეშე, 100-დან მხოლოდ 6 ადამიანს აქვს მოწევისთვის თავის დანებების შანსი.


ვარენიკლინი და ციტიზინი თავის ტვინის ნიკოტინის რეცეპტორებს ააქტიურებს, რომლებიც ნიკოტინით გააქტიურებისად დოპამინს გამოყოფენ; შედეგად, ახდენს ნიკოტინის მიერ მათი გააქტიურების პრევენციას.


დიდი სხვაობა არ აღმოჩნდა ციტიზინის (საბაზრო სახელი Tabex), ვარენიკლინის (საბაზრო სახელი Chantix და Champix) და ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტის ეფექტიანობას შორის. შედეგების მიხედვით, იმ მწეველთა 14 პროცენტი, რომლებიც მოწევისთვის დანებებას ამ მეთოდებით ცდილობენ, სულ მცირე ექვსი თვით მიაღწევენ წარმატებას.


შემდეგი ყველაზე ეფექტიანი გზა იყო ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიის (NRT) ორი სახის კომბინაცია, მაგალითად, ნიკოტინის დასაკრავები, საღეჭი რეზინი ან კანფეტები.


„თუმცა, მხოლოდ ერთი სახის ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიის გამოყენება, მაგალითად, მხოლოდ დასაკრავი ან საღეჭი რეზინი, ძალიან ცოტა ადამიანში აღმოჩნდა ეფექტიანი. 100-დან დაახლოებით 12 ადამიანი, რომლებიც ამ თერაპიის ორ ფორმას იყენებდა, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მათში კი, ვინც მხოლოდ ერთ ტიპს იყენებდა, 100-დან ცხრამ შეძლო მოწევისთვის თავის დანებება“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერი ნიკოლა ლინდსონი.


როგორც მონაცემებმა აჩვენა, ნიკოტინის თანდათანობით შემცირება შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე ერთბაშად შეწყვეტა.


ცხრა პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა კიდევ ერთი პრეპარატი, სახელად ბუპროპიონი (საბაზრო სახელი Wellbutrin).


უსაფრთხოების მონაცემთა მიხედვით, ბუპროპიონს შეიძლება ოდნავ მეტი ჰქონდეს სერიოზულ გვერდით ეფექტთა რისკი, ვიდრე სხვა საშუალებებს. ზოგადად, შესწავლილი პრეპარატები უსაფრთხო აღმოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე გვერდითი ეფექტით. თუმცა, როგორც ავტორები შენიშნავენ, ყველა თერაპიული საშუალება არ მოიცავდა მონაცემებს გვერდით ეფექტებზე.


„მეტა-ანალიზი აჩვენებს, რომ ელექტრონული სიგარეტი, ვარენიკლინი და ციტიზინი ყველაზე ეფექტიანი დამხმარეების მოწევის შეწყვეტისთვის. ამ დამხმარეთა საშუალებით, ორჯერ მეტმა ადამიანმა შეძლო მოწევისთვის თავის დანებება, თუ შევადარებთ მათ, ვისაც ისინი არ გამოუყენებია“, — ამბობს ბრიტანეთის აღმოსავლეთ ანგილიის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერი კეტლინ ნოტლი.


ავტორები ფიქრობენ, რომ უფრო მეტი მონაცემი შედეგებს ვერ შეცვლის, მაგრამ გამოსადეგი იქნება მეტი მონაცემი გვერდითი ეფექტებისა და პრეპარატთა საუკეთესო კომბინაციის შესახებ.


სხვა უმეტესი კვლევის მსგავსად, გაანალიზებულ კვლევათა უმეტესობა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში იყო ჩატარებული; შესაბამისად, მწირია მტკიცებულებები დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან. ჯგუფს იმედი აქვს, რომ შემდეგი კვლევები იმასაც მიმოიხილავს, რა გავლენას ახდენს მოწევის დანებებაზე სოციოეკონომიკური სტატუსი.


„მოწევისთვის თავის დანებება ძალიან რთულია. ამაში დასახმარებლად რამდენიმე პროდუქტი არსებობს, მაგრამ დიდი ხანია, გაურკვეველი იყო ამ მეთოდთა ფარდობითი ეფექტიანობა“, — ამბობს ლინდსონი.


კვლევა Cochrane Database of Systematic Reviews-ში გამოქვეყნდა.


მომზადებულია cochrane.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://1tv.ge/news/masshtabur-kvlevashi-mecniereba-mowevistvis-tavis-danebebis-sami-yvelaze-efeqtiani-metodi-gamoavlines-1tvmecniereba/


დიდი ალბათობით – COVID-19 გაქვთ – არც ვთქვათ?

06/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

თუკი მაღალი სიცხე გაქვთ, გტკივათ ყელი, კუნთები, სახსრები – დიდი ალბათობით, COVID-19 გექნებათ, რადგან ამჟამად საქართველოში გრიპის ვირუსები არ ცირკულირებს. რა უნდა გააკეთოთ? რა მოგეთხოვებათ?


თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, გასული კვირის მიწურულს განაცხადა, რომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, COVID-19-ის შემთხვევები საქართველოშიც იზრდება და გასულ კვირაში ტესტირებულთა 7-8%-ს კოვიდი დაუდასტურდა.


მსოფლიოში თანდათან ძალას იკრებს ომიკრონის ქვეშტამი EG.5. ის მომაკვდინებელი არ არის, თუმცა მძიმედ მიმდინარეა და სწრაფად ვრცელდება.


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ EG.5 საქართველოში ჯერ არ დადასტურებულა, ხოლო მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ტელეკომპანია „იმედს“ ეუბნება, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად იქცა და ამ თემაზე ლაპარაკიც აღარ ღირს.


მსოფლიოში გრიპის ვირუსით ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი იღუპება.

მაგალითად, ამერიკაში ექიმები შეერთებული შტატების მოქალაქეებს ტესტირების, იზოლაციისა და ვაქცინაციის აუცილებლობას შეახსენებენ, ურჩევენ ატარონ პირბადე.
რატომ უნდა გავიგოთ, რა გვჭირს


„ახლა საქართველოში გრიპის ვირუსი არ ფიქსირდება. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსი და უფრო მეტი), ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხველა, ცემინება – უნდა ვიფიქროთ კორონავირუსზე. ახლა რომ დეკემბერ-იანვარი იყოს, ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყოდით“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე, რომლის ინფორმაციითაც – გრიპის ვირუსი საქართველოში უკვე 2-3 თვეა, არ დაფიქსირებულა.


ეს სიმპტომები განსაკუთრებით საყურადღებოა 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. ექიმი გვეუბნება, რომ მათ საწყის ეტაპზევე უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.


„საქართველოში გვაქვს პრეპარატი პაქსლოვიდი (Paxlovid), რომელსაც რისკჯგუფებში შემავალ ამბულატორიულ პაციენტებს ვუნიშნავთ, რადგან დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკს ამცირებს“, – გვეუბნება ივანე ჩხაიძე. მისი ინფორმაციით, ბავშვებში „COVID-19-ით ინფიცირების გამოკვეთილი ზრდა არ ჩანს“ და EG.5-ის სწრაფად გავრცელების მიუხედავად, შემთხვევათა მკვეთრ მატებას ის არც შემდგომ პერიოდში მოელის. თუმცა ამბობს, რომ შემოდგომაზე მაინც საჭირო გახდება ვაქცინაციის შეხსენება რისკჯგუფებისთვის.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გასული კვირის მიწურულს განაცხადა, რომ კვირის მანძილზე, ყოველდღიურად, COVID-ის საშუალოდ 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა და ტესტირებულთა (დაახლოებით 4000 ტესტი დღეში) 7-8%-ს კოვიდი უდასტურდებოდა.


ცერცვაძემ თქვა, რომ სახელმწიფოს პროცესის მართვა არ გაუჭირდება, მაგრამ აღნიშნა ისიც, რომ „არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე დავიდეს COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები“. რეკომენდაციებით მან საზოგადოებასაც მიმართა და სამედიცინო პერსონალსაც.


მისი რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს ემთხვევა.


„COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად“, – დაწერა თენგიზ ცერცვაძემ.


ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მოუწოდა ყველას, რომ – ნუღარ ილაპარაკებენ კოვიდის ახალ შტამებზე და „ნუ ეცდებიან დაძაბულობის, სტრესის შემოტანას საზოგადოებაში“.


მინისტრის თქმით, „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს ყოველთვის მოსახლეობა“.


„ის, რაც იყო წლების წინ, წარსულს ჩაბარდა და მსგავსის გამეორების არანაირი საფუძველი დღეს არ იკვეთება … მინდა აქვე ამოვწუროთ ეს თემა და არ იყოს ეს განხილვის საგანი იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი სეზონური ინფექციაა, რომელსაც ვხვდებით წელიწადის სხვადასხვა დროს“, – განაცხადა მინისტრმა აზარაშვილმა.


ექიმებს არაერთხელ უთქვამთ, რომ კოვიდის ჩვეულებრივ გრიპთან შედარება საფრთხილოა საქართველოს შემთხვევაში, სადაც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი „ჩვეულებრივი გრიპსა“ და ჩვეულებრივ ვირუსს „რიგით გაციებად“ და „რინოვირუსად“ აღიქვამს. კოვიდი კი, გრიპის ვირუსის მსგავსად, გართულებულ, დაგვიანებულ შემთხვევაში, შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.


კორონავირუსის ახალი შტამი EG.5 უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და არავის გაუკვირდება – თუკი მისი არსებობა, ხვალ-ზეგ, საქართველოშიც დადასტურდება.


აქვს თუ არა განახლებული რეკომენდაციები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC)? როგორ უნდა შევუშალოთ ხელი სისწრაფით გამორჩეული ვირუსის გავრცელებას?


ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე განახლებული რეკომენდაციები არ არის, ხოლო ჩვენი შეკითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა – როგორც NCDC-ში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროში.


ასევე ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე – რომელ კლინიკებში ტარდება ამჟამად უფასო ვაქცინაცია და რა სახის ვაქცინებს იყენებს საქართველო.


  • რადიო თავისუფლებას ინფექციურ საავადმყოფოში უთხრეს, რომ ვაქცინების მარაგი დაახლოებით ათი დღის წინ ამოიწურა და არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეივსება.

  • „მოთხოვნა დიდი არ იყო. ვაქცინას იკეთებდნენ ძირითადად საზღვარგარეთ სასწავლებლად წამსვლელები და იმ ქვეყნებში გამგზავრების მსურველები, სადაც აცრის საბუთს კვლავ ითხოვენ, მაგალითად – სინგაპურში“, – გვითხრეს ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ არ დააზუსტეს ბოლო პერიოდში აცრილთა სტატისტიკა.


აცრებს უკვე დიდი ხანია, აღარ აკეთებენ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც წინა წლებში ვაქცინაციის არაერთი სივრცე იყო გახსნილი.


რაც შეეხება ტესტირებას, მაგალითად, როგორც ინფექციურ საავადმყოფოში გვითხრეს – უფასო ტესტირება მათთან ხელმისაწვდომია სიმპტომიანი პაციენტებისთვის. ტესტირება უფასოდ ტარდება საავადმყოფოებში, პაციენტების სხვადასხვა პროფილის განყოფილებებში მიღებისას.


მიიღებენ თუ არა პაციენტს, ვთქვათ, ქირურგიულ განყოფილებაში, თუკი მიყვანისას კოვიდი დაუდასტურდა?


რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ გადაუდებელ, მწვავე შემთხვევებში პაციენტებს უარს არ ეუბნებიან, „სხვა პაციენტებისგან განცალკევებით მკურნალობენ და მათთვის ხელმისაწვდომია საოპერაციოც“. თუმცა ასეთი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.


როგორც ივანე ჩხაიძე გვეუბნება, ახალი რეგულაციებით, სპეციფიკური კოვიდკლინიკები აღარ არსებობს და კოვიდპაციენტებს იაშვილის კლინიკაშიც იზოლირებულად, ცალკე განყოფილებაში მკურნალობენ.


ამ ტიპის განახლებული, ოფიციალური ინფორმაცია არ იძებნება საჯარო, ხელმისაწვდომ სივრცეში – NCDC-ისა თუ ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტებზე.


პრევენციული ზომები აშშ-ში


აშშ-ში, ივლისთან შედარებით, რამდენიმე ათასით გაიზარდა და ბოლო კვირაში უკვე 10 320-ს გაუტოლდა ახალი პაციენტების რიცხვი, რომლებსაც საავადმყოფოებში გადაყვანა დასჭირდათ.


ბოლო კვირაში 12%-ს გადააჭარბა ე.წ. ტესტების დადებითობის მაჩვენებელმა. 12 აგვისტოს მაჩვენებლებით, კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი, წინასწარი ინფორმაციით, 251-ს გაუტოლდა.


მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, თუნდაც, შარშანდელი ზაფხულის სამწუხარო სტატისტიკას, თუმცა აშშ-ში პროცესებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან.


ამერიკელი ექიმები მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ, რადგან COVID-19-მა, შესაძლოა, ერთ შემთხვევაში სრულიად უსიმპტომოდ და უკვალოდ ჩაიაროს, ხოლო სხვა შემთხვევაში, ვიღაცას სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.


აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ 2023 წლის მაისში განახლებული რეკომენდაციების თანახმად, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ტესტის გაკეთება და თუკი ინფექცია გამოვლინდა, აუცილებელია იზოლაციის წესების დაცვა:


  • სიმპტომებით თუ უსიმპტომოდ, საჭიროა სახლში დარჩენა 5 სრული დღით და ოჯახის წევრებისგან მაქსიმალური იზოლირება;

  • იზოლაციის 5-დღიანი ვადის ათვლა იწყება ტესტირების ანდა სიმპტომების გამოვლენის მეორე დღიდან;

  • იზოლაცია სრულდება მას შემდეგ, რაც (იზოლაციის პირობებში) სრული ერთი დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია;

  • იზოლაციის 10 დღით გახანგრძლივება მოეთხოვებათ მათ, ვისაც მძიმე სიმპტომები [ვთქვათ – სუნთქვის გაძნელება] გამოუვლინდა, ანდა საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

  • იზოლაციის დასრულების შემდეგ, მე-11 დღემდე აუცილებელია ნიღბის ტარება, ხალხმრავალ ადგილებში და სახლშიც, სხვების თანდასწრებით.


პარალელურად, აშშ-ში ელოდებიან Moderna-სა და Pfizer-ის მიერ შემუშავებულ ახალ ვაქცინებს, რომლებიც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება და ამერიკაში იძლევიან რეკომენდაციას, რომ ისინი გრიპის სეზონურ ვაქცინასთან ერთად გაკეთდეს.


Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინა მორგებული იქნება ომიკრონის XBB შტამზე. მეცნიერების შეფასებით, EG.5 წარმოშობილია სწორედ XBB შტამისგან, მუტაციის გზით.

ვიდრე ახალი ვაქცინები გამოჩნდება, CNN-თან საუბრისას, ამერიკელი სპეციალისტები გამოყოფენ პოტენციური პაციენტების რამდენიმე ჯგუფს, რომლებმაც, აჯობებს, არ დაუცადონ ახალს და უკვე არსებული ვაქცინა გაიკეთონ; ესენი არიან:

  • 65 წელზე უფროსი ასაკის პირები;

  • ადამიანები სუსტი იმუნური სისტემით;

  • ბავშვები, რომლებიც არასოდეს აცრილან.


ჯერჯერობით არავინ იცის, ზუსტად როგორ მოიქცევა ომიკრონის ქვეშტამი EG.5 ცივ სეზონზე და არის თუ არა მოსალოდნელი სხვა შტამებისა თუ ქვეშტამების გამოჩენა, მაგრამ, რადგან ზამთარში ადამიანები დახურულ სივრცეში უფრო მეტ დროს ატარებენ, შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია და მათ შორის – საქართველოშიც.


შემოვა თუ არა საქართველოში ომიკრონის ქვეშტამზე მორგებული ახალი ვაქცინები? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი ჯერჯერობით ვერც ამ შეკითხვაზე მივიღეთ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/32557769.html


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights