პიკს იანვარის მეორე ნახევარში ელოდებიან – სეზონური ვირუსები გააქტიურდა
ნახეთ ვიდეო – დათის შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან
დათის შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან…
8 წლის დავითს 2022 წლის 31 მარტს შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა. ბიჭს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. შემდეგ მოზარდს ისრაელში 4 ოპერაცია ჩაუტარდა.
ისრაელში რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციისა და ოპერაციის შემდგომ, დათი გერმანიაში იყო რეაბილიტაციის გასაგრძელებლად.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რეკომენდაციების შესრულება ონკოპაციენტებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ თემატური მოკვლევის – “ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს მოკვლევასთან დაკავშირებით ანგარიშის პროექტი და კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი მიგნებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ექსპერტმა ასევე წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ონკოპაციენტებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„ჩვენი კომიტეტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. ონკოპაციენტების მკურნალობისთვის არაერთი ქმედითი ნაბიჯია გადადგმული და ამ მიზნით არაერთ სახელმწიფო პროგრამასაც ვახორციელებთ, რომლებიც ონკოლოგიით დაავადებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ჩვენს კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის – „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფიც ამის დასტურია. სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ კვლევის შედეგად აღმოჩენილი მიგნებები, რომელთა საფუძველზე რეკომენდაციებს შევიმუშავებთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების შედეგად, თითოეული ონკოპაციენტის მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
თემატური მოკვლევა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა. დაწესებულება, ერთდროულად, 400-მდე ბავშვსა და 18 წლამდე მოზარდს ემსახურება, რომლებსაც ნეიროგანვითარებით, ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს. ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებმა კომბინირებული თერაპიების სერვისის მიღება, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ერთ სივრცეში შეძლონ.
ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. „კარავში“ მოქმედებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში.
ბენეფიციარებს სპეციალური თერაპიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ უტარდებოდათ. დაწესებულების დახურვის შემდეგ, მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სახალხო დამცველთან კოორდინაციით, „ევექსმა“, ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გახსნა, რომელიც 6 დეკემბრიდან ფუნქციონირებს.
ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ნეიროგანვითარების ცენტრი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს კაპიტალის (GCAP) თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ დაათვალიერეს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ის, რაც ბავშვს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემა
მშობლის ნიშან-თვისებები ქრომოსომების საშუალებით გადადის შვილზე. ქრომოსომა წარმონაქმნია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომ თითოეული უჯრედი შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის აგებული მთელი ორგანიზმი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი 2-3 წლის ასაკშიც ვერ ლაპარკობს – რას ნიშნავს ფრაზა ბავშვი “Late talker”-ია
რას ნიშნავს ბოლო დროს გავრცელებული ფრაზა ბავშვი “Late talker”-ია და როდის უნდა ჩავთვალოთ, რომ დაგვიანებული მეტყველება, ნორმაა
საუბრობს „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი, „პორტიჯის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე:
„ძალიან კომპლექსური და საინტერესო თემაა. 6-8 თვის ასაკში ბავშვი კარგად უნდა ტიტინებდეს. მნიშვნელოვანია, ყურადღების ხშირი გაზიარება, – ბავშვისა და უფროსის ფოკუსი ერთდროულად არის მიქცეული რაიმე საგანზე და მოვლენაზე, ანუ ემოციური ინტენსიური კავშირი არის ბავშვსა და მშობელს შორის და ერთად ამახვილებენ ყურადღებას მოვლენებზე…
იმის თქმას ბავშვი “Late talker”- ია თუ საქმე გვაქვს ენობრივ დარღვევასთან, დინამიკაში დაკვირვება სჭირდება. “Late talker”- ებისთვის უფრო დამახასიათებელია ის, რომ ისინი კარგად არიან ჩართულები კომუნიკაციაში, გამოხატავენ ინიციატივას, კომუნიკაციის სურვილს, ვიცით, რომ მათ რეცეპტული ენის პრობლემა არ აქვთ და ისინი უბრალოდ აგვიანებენ სიტყვების გამოთქმას.
შესაძლებელია, ბავშვმა გაცილებით გვიან დაიწყოს საუბარი. ითვლებოდა, თუ ბავშვი უბრალოდ “Late talker”-ია და სხვა ყველაფერი წესრიგშია, საუბრის დაწყების შემდეგ არაფერი პრობლემა არ არის და მერე ყველაფერი კარგად მიდის და ძირითადად ეს ასეც ხდება, თუმცა თანამედროვე კვლევების მიხედვით, ის რაღაც კვალს მაინც ტოვებს, მაგალითად, “Late talker” – ის სფერო ვერ იქნება ისეთი რამ, რასაც ბევრი წერა-კითხვა სჭირდება. “Late talker”-ის ფენომენი იწვევს იმას, რომ ბევრი მშობელი მეტყველების შეფერხებას ყურადღებას არ აქცევს, სხვა ბავშვების მაგალითზე ფიქრობენ, რომ მათი ბავშვიც უბრალოდ გვიან დაიწყებს საუბარს.
წლინახევრის ასაკში თუ არცერთი სიტყვა ჯერ არ უთქვამს, გახდა 2 წლის და ორსიტყვიან კომბინაციებს საერთოდ არ ცდილობს, მნიშვნელოვანია არ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აზრი სპეციალისტს ვკითხოთ…“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მზის მსგავს ვარსკვლავთა პლანეტები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგაც შეიძლება იყოს
ასტრონომებს აღმოჩენილი აქვთ მრავალი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომლებსაც გარს ნარჩენების დისკოები აკრავთ. ეს დისკოები ვარსკვლავის მიერ ევოლუციის პროცესში განადგურებულ პლანეტათა ნაშთებია. თუმცა, ასევე აღმოჩენილია თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავი, იუპიტერის მასის მქონე ხელუხლებელი პლანეტა.
იმუნოდეფიციტის ჩამოყალიბება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის შიდსი
გადაცემა „იმუნიტეტი“
ძვირადღირებული მედიკამენტები 40-მეტ ბენეფიციარს დაუფინანსა
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, NOVARTIS-ისგან, პირდაპირი შესყიდვით შეიძენს
ჯანდაცვის სამინისტრო, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რეფორმებს აგრძელებს. ამჯერად, უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება. შედეგად, 2024 წელს, პაციენტები, 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“.
უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს.
„ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც, ჯანდაცვის სამინისტრო, ინოვაციურ მედიკამენტებს, პირდაპირი წესით შეისყიდის – უწყებამ, კომპანია „როშესთან“, ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა.
ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის.
წამლების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










