„ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია – უსაფრთხოება არ არის დადასტურებული“
გამწვანებულ გარემოში მცხოვრები ადამიანები ბიოლოგიური ასაკით უფრო ახალგაზრდები არიან
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბუნებაში ყოფნა ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითაც მოქმედებს. ამას ახალი კვლევაც ცხადყოფს, რომლის თანახმადაც, გამწვანებულ გარემოში მცხოვრები ადამიანები ბიოლოგიური ასაკით უფრო ახალგაზრდები არიან.
მეცნიერებმა 7 827 ადამიანი და მათი საცხოვრებელი ადგილი შეისწავლეს. შედეგად დაადგინეს, რომ ბაღების, სკვერების, ხეებისა და სხვაგვარი მცენარეული საფარის სიმრავლე უფრო გრძელ ტელომერებთანაა ასოციაციაში, განურჩევლად რასისა, ეკონომიკური მდგომარეობისა, მწეველობისა და ალკოჰოლთან დამოკიდებულებისა.
საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორები
იცით თუ არა, რომ…
ზუსტად უცნობია, რამდენად ეფექტურია შარდის ბუშტის ინფექციის პრევენციისთვის წინიდან უკანა მიმართულებით გამოწმენდა ან მჭიდრო, ჰაერგაუმტარი საცვლების გამოყენებაზე უარის თქმა.
აღნიშნულისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს, შტოშის წვენი შეიძლება ეფექტური იყოს ცისტიტის თავიდან ასაცილებლად.
საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორები
ქალებში, რომელთაც შარდის ბუშტის ინფექცია წელიწადში სამჯერ ან უფრო ხშირად აქვთ, შეიძლება შემდეგი მეთოდები იყოს ეფექტური:
შტოშის წვენის დალევა (დღეში 300 მლ წვენი ან 50მლ მისი კონცენტრატი) ან შტოშის აბების მიღება. ეს ხილი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც პირდაპირ თრგუნავს ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტის კედელზე და ზრდის შარდის მჟავიანობას, რაც ბაქტერიებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია;
მეტი რაოდენობით სითხის მიღება;
ხშირი შარდვა;
სქესობრივი აქტის შემდეგ მალევე მოშარდვა;
სპერმიციდების გამოყენებისგან თავის შეკავება (მათ ხშირად, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, საშოს დიაფრაგმასთან ერთად იყენებენ);
ანტიბიოტიკების მუდმივად, დაბალი დოზებით მიღება, ყოველდღე, კვირაში სამჯერ ან უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ;
მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ატროფიული ვაგინიტის ან ატროფიული ურეთრიტის მქონე ქალებში ესტროგენის კრემის (ვულვაზე) წასმა ან საშოს ესტროგენის შემცველი სანთლების გამოყენება.
ინტერსტიციული ცისტიტი: შარდის ბუშტის ანთება ინფექციის გარეშე
ინტერსტიციული ცისტიტი შარდის ბუშტის მტკივნეული ანთებაა, რომლის დროსაც ინფექციის არსებობა არ დასტურდება. ის, როგორც წესი, ქრონიკულად მიმდინარეობს. მიზეზი უცნობია. შარდში ინფექციური მიკროორგანიზმების აღმოჩენა ვერ ხერხდება. დაავადება, როგორც წესი, საშუალო ასაკის ქალებს ემართებათ. მამაკაცებში იგი იშვიათია.
სიმპტომებიდან ვლინდება ხშირი, მტკივნეული შარდვა. შარდი შეიძლება ჩირქს და სისხლს შეიცავდეს, რომელთა არსებობაც მიკროსკოპით ვლინდება. დროთა განმავლობაში ანთების გამო შარდის ბუშტი იჭმუხნება. ცისტოსკოპით მისი დათვალიერებისას ვლინდება სისხლდენის მცირე, ჩაღრმავებული ადგილები და წყლულები.
მკურნალობის რამდენიმე მეთოდია ნაცადი, მაგრამ ყოველთვის ეფექტური არც ერთი არ არის. ზოგჯერ ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ანტიქოლინერგული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები. ტკივილის შესამცირებლად შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს პენტოსანი – მედიკამენტი, რომელიც დასალევი ფორმით არსებობს. დიმეთილსულფოქსიდი პირდაპირ შარდის ბუშტში შეჰყავთ და ზოგჯერ ისიც ეფექტურია. ძალიან რთულ შემთხვევებში, როცა ადამიანს გაუსაძლისი სიმპტომები აქვს, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შესაძლოა შარდის ბუშტის ამოკვეთა გახდეს საჭირო. ამის შემდეგ ახალი შარდის ბუშტი ხელოვნურად იქმნება ნაწლავის ნაწილისგან.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ცისტიტი, მიზეზები, სიმპტომები, მკურნალობა, დიაგნოსტიკა, პრევენცია…
ცისტიტი
- ცისტიტი შარდის ბუშტის ინფექციაა.
- როგორც წესი, მას ბაქტერიები იწვევს.
- ყველაზე ხშირი სიმპტომებია გახშირებული შარდვა, ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას.
- დიაგნოზი შეიძლება სიმპტომების მიხედვითაც დაისვას, მაგრამ, როგორც წესი, შარდის ანალიზიც კეთდება.
- ინფექციისა და სიმპტომების სამკურნალოდ მედიკამენტებია საჭირო.
მიზეზები
ქალებში ცისტიტი ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით კი შვილოსნობის ასაკში. ზოგ მათგანს ეს განმეორებით, მრავალჯერ ემართება. რამდენიმე მიზეზის გამო შარდის ბუშტის ინფექცია ქალებში უფრო ხშირია, მათ შორის იმიტომ, რომ ქალების შარდსადენი მოკლეა და ახლოსაა საშოსთან და ყითასთან, სადაც ბაქტერიები დიდი რაოდენობითაა. სქესობრივმა აქტმაც შეიძლება შეუწყოს ამას ხელი, რადგან მოძრაობის დროს მიკროორგანიზმები უფრო ადვილად აღწევენ შარდსადენს და აღმავალი გზით ვრცელდებიან შარდის ბუშტისკენ. ორსულ ქალებში ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირია, რადგან ამ დროს შარდის ბუშტის დაცლა გაძნელებულია.
საშოს დიაფრაგმაც ზრდის ცისტიტის განვითარების რისკს, რადგან მასთან ერთად გამოყენებული სპერმიციდი თრგუნავს საშოს ნორმალურ მიკროფლორას და ცისტიტის გამომწვევ ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას აძლევს.
მენოპაუზის შემდეგ ესტროგენების ნაკლებობა იწვევს შარდსადენის გარშემო საშოსა და ვულვის ქსოვილების გათხელებას (ატროფიული ვაგინიტი და ურეთრიტი), რაც ცისტიტის განმეორებითი შემთხვევების განვითარების რისკს ზრდის. ამასთანავე, საშვილოსნოს ან შარდის ბუშტის დაწევამ შეიძლება მისი დაცლის გაძნელება გამოიწვიოს და ცისტიტის რისკიც მეტი იყოს. ეს მდგომარეობები უფრო ხშირია ახალგაზრდა, მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში.
იშვიათად, ცისტიტი ვითარდება შარდის ბუშტსა და საშოს შორის პათოლოგიური კავშირის – ხვრელმილის არსებობის გამო (ვეზიკოვაგინალური ფისტულა).
კაცებში ცისტიტი უფრო იშვიათია. მათში ეს დაავადება, როგორც წესი, შარდსადენის ინფექციით იწყება, რომელიც წინამდებარე ჯირკვალსა და შარდის ბუშტზე გადადის. კაცებში განმეორებითი ცისტიტის ყველაზე ხშირი მიზეზი წინამდებარე ჯირკვლის გახანგრძლივებული ბაქტერიული ინფექციაა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები სწრაფად ათავისუფლებენ შარდის ბუშტსა და შარდს ბაქტერიებისგან, მათი უმრავლესობა წინამდებარე ჯირკვალში კარგად ვერ აღწევს, რათა ინფექცია იქაც განკურნოს. ამის გამო ხშირად საჭირო ხდება მათი კვირების განმავლობაში მიღება. შესაბამისად, თუკი მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, ბაქტერიები რჩება წინამდებარე ჯირკვალში და თავიდან აინფიცირებს შარდის ბუშტს.
ორივე სქესში ცისტიტის მიზეზი შეიძლება შარდის ნაკადის შეფერხება იყოს, რასაც იწვევს შარდის ბუშტში ან შარდსადენში არსებული კენჭი, გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი (კაცებში) ან შარდსადენის შევიწროება. ამ დროს საშარდე გზებში მოხვედრილი ბაქტერიები საკმარისად ვერ გამოირეცხება შარდით. მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში დარჩენილი მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდება. რაც უფრო მეტი ბაქტერია რჩება, მით უფრო დიდია ინფექციის განვითარების რისკი. შარდის დინების ხანგრძლივად ან ხშირად შეფერხების გამო, შარდის ბუშტის კედელი შეიძლება ჩანთასავით გამოიბეროს (დივერტიკული წარმოიქმნას). მასში შარდი მოშარდვის შემდეგაც რჩება, რაც კიდევ უფრო ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.
ცისტიტი შეიძლება კათეტერმაც ან საშარდე გზებში შეყვანილმა ნებისმიერმა ინსტრუმენტმაც გამოიწვიოს, რომელსაც შარდის ბუშტში ბაქტერიები შეაქვს. ორივე სქესში შეიძლება წარმოიქმნას პათოლოგიური კავშირი შარდის ბუშტსა და ნაწლავს შორის (ვეზიკოენტერული ხვრელმილი), რომლითაც განავლოვანი მასები შარდის ბუშტში ხვდება და მის ინფიცირებას იწვევს.
ზოგჯერ შარდის ბუშტის ანთება შეიძლება ინფექციის გარეშეც განვითარდეს (ინტერსტიციული ცისტიტი).
სიმპტომები
ცისტიტი იწვევს შარდვის გახშირებულ, დაუძლეველ სურვილს და ტკივილს ან წვას მოშარდვის დროს. ეს სიმპტომები რამდენიმე საათში ან ერთ დღეში ვითარდება. დაუძლეველი სურვილის გამო შეიძლება უნებლიე შარდვა განვითარდეს, განსაკუთრებით მოხუცებში. მაღალი ტემპერატურა იშვიათად ვლინდება. ტკივილი ბოქვენის ძვლის ზემოთ და წელის მიდამოში იგრძნობა. ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება ღამით შარდვის გახშირებაც (ნოქტურია) იყოს. შარდი ხშირად შემღვრეულია და ადამიანთა 30%-ში სისხლიანია, რაც თვალითაც შეიმჩნევა. როცა ინფექცია შარდის ბუშტსა და ნაწლავს ან საშოს შორის არსებული პათოლოგიური კავშირის, ხვრელმილის (ფისტულის) გამო ვითარდება, შარდვისას ჰაერიც შეიძლება გამოიყოს.
ცისტიტის სიმპტომები შეიძლება მკურნალობის გარეშეც თავისით გაქრეს. ზოგჯერ შარდის ბუშტის ინფექცია სიმპტომებს საერთოდ არ იწვევს, განსაკუთრებით მოხუცებში და ინფექციის არსებობა შემთხვევით დგინდება, როცა ანალიზი სხვა მიზეზის გამო ტარდება. შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლის დროს (ნეიროგენული შარდის ბუშტი) ან კათეტერის ხანგრძლივად დატოვების გამო შესაძლოა ცისტიტი უსიმპტომოდ არსებობდეს მანამ, სანამ თირკმლის ინფექცია ან ცხელება არ იჩენს თავს.
დიაგნოსტიკა
ცისტიტის დიაგნოზი მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან გამომდინარე ისმება. ანალიზისთვის საჭიროა შარდის შუა ულუფის სუფთა წესით აღება, რათა ის არ დაბინძურდეს საშოში ან ასოს თავზე არსებული ბაქტერიებით. შარდში ორი ისეთი ნივთიერების არსებობის დადგენა, რომელიც ნორმაში არ უნდა იყოს, სწრაფი ტესტითაა შესაძლებელი, რომლის დროსაც სპეციალური სატესტო ჩხირი ანალიზისათვის შეგროვებულ შარდში თავსდება. ამ კვლევით დგინდება შარდში ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ნიტრიტებისა და ლეიკოციტური ესთერაზას არსებობის დადგენა. ამ უკანასკნელს სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედი შეიცავს და შარდში მისი აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ორგანიზმი ცდილობს ებრძოლოს ბაქტერიებს. ზრდასრულ ქალებში ეს ორი ტესტი შესაძლოა საკმარისი იყოს.
ზოგჯერ საჭირო ხდება შარდის ნიმუშის მიკროსკოპით გამოკვლევაც, რათა მასში სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების, ან სხვა რაიმე ნივთიერების არსებობა დადგინდეს. ბაქტერიების რაოდენობა ითვლება და შესაძლოა ნიმუშის კულტურაც დაითესოს, რათა ზუსტად დადგინდეს ბაქტერიების რიცხვი და სახეობა. თუკი ადამიანს ინფექცია აქვს, როგორც წესი, ერთი რომელიმე ტიპის ბაქტერია დიდი რაოდენობითაა შარდში.
მამაკაცებში შარდის შუა ულუფის ნიმუში, როგორც წესი, საკმარისია კულტურის დასათესად. ქალებში უფრო დიდია ალბათობა, რომ იგი საშოს ან ვულვის ბაქტერიებით იქნება დაბინძურებული. როცა შარდში მცირე რაოდენობითაა ბაქტერიები, ან მათი რამდენიმე ტიპი ერთად აღმოჩნდება, სავარაუდოა, რომ იგი აღების პროცესში დაბინძურდა. ზოგჯერ ამის თავიდან ასაცილებლად ექიმებს შარდის პირდაპირ შარდის ბუშტიდან გამოღება უწევთ, კათეტერის გამოყენებით.
ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებში ძალიან მნიშვნელოვანია ცისტიტის გამომწვევი მიზეზის დადგენა. ეს ეხება ბავშვებს, ნებისმიერი ასაკის მამაკაცებს და ზოგ ქალს, რომელთაც ინფექცია წელიწადში 3-ჯერ ან უფრო ხშირად აქვთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა აღინიშნება საშარდე გზების დახშობის სიმპტომები, ზედა საშარდე გზების ინფექცია ან ბაქტერია პროტეუსით გამოწვეული ინფექცია. ამ ადამიანებში დიდია ალბათობა იმისა, რომ სხვა დაავადებაც არსებობს, რომელიც ინფექციის მედიკამენტური მკურნალობის გარდა სხვა სახის მკურნალობასაც საჭიროებს (მაგ. თირკმლის დიდი ზომის კენჭი). ინფექციის მიზეზის დასადგენად ექიმმა შეიძლება ინტრავენური უროგრამა დანიშნოს. ამ დროს ვენაში საკონტრასტო ნივთიერება შეჰყავთ, რომელიც შემდეგ თირკმლებიდან შარდით გამოიყოფა და გადაღებული რენტგენის საშუალებით შეიძლება თირკმლების, შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტის გამოსახულების მიღება. ინტრავენური უროგრამის ნაცვლად შეიძლება ულტრასონოგრაფიული (ულტრაბგერითი) კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია გაკეთდეს. გამოკვლევის კიდევ ერთი მეთოდია მოშარდვის ცისტოურეთროგრაფია, რომელიც გულისხმობს რადიოგაუმჭვირვალე საკონტრასტო ნივთიერების შარდის ბუშტში შეყვანას და რენტგენის გადაღებას მოშარდვის პროცესში, როცა ეს ნივთიერება გარეთ გამოიყოფა. ამით შარდსადენის შევიწროების (სტრიქტურის) აღმოჩენა შეიძლება. ამასთან, განსაკუთრებით ბავშვებში, შეიძლება დადგინდეს, რომ შარდი შარდის ბუშტიდან ზევით, შარდსაწვეთებში ბრუნდება (ე.წ. რეფლუქსი). კვლევის კიდევ ერთი სახეა რეტროგრადული ურეთროგრაფია, რომლის დროსაც საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ შარდსადენში შეიყვანება და შეიძლება მისი შევიწროების (სტრიქტურის), ჩანთისებრი გამობერილობის ან სხვა ორგანოებთან დამაკავშირებელი პათოლოგიური ხვრელმილის (ფისტულის) აღმოჩენა ორივე სქესში. შარდის ბუშტის პირდაპირ დათვალიერება დრეკადი, კამერიანი მილით (ცისტოსკოპია), გამოსადეგია ისეთ შემთხვევებში, როცა, მკურნალობის მიუხედავად, ცისტიტის მორჩენა ვერ ხერხდება.
პრევენცია
შარდის ბუშტის ხშირი ინფექციების მქონე ადამიანებს შესაძლოა ანტიბიოტიკების დაბალი დოზების მიღებამ ხანგრძლივად მოუწიოთ – ყოველდღე, კვირაში 3-ჯერ ან ერთჯერადად უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ. მენოპაუზის შემდგომ პერიოდში, ატროფიული ვაგინიტის, ატროფიული ურეთრიტისა და ხშირი ცისტიტის მქონე ქალებში, შესაძლოა ეფექტური იყოს ვულვაზე ესტროგენის კრემის ან საშოს სანთლების გამოყენება.
ცისტიტის თავიდან ასაცილებლად დიდი რაოდენობის სითხის მიღებაა სასურველი. მოშარდვისას ბევრი ბაქტერია შარდის ბუშტიდან შარდთან ერთად გამოირეცხება, დარჩენილს კი – ორგანიზმის ბუნებრივი დამცველი ძალები მოაშორებს. მიიჩნევა, რომ წინიდან უკანა მიმართულებით გამოწმენდა, სქესობრივი აქტის შემდეგ მალევე მოშარდვა და არამჭიდრო, ჰაერგამტარი ქსოვილის საცვლების გამოყენება, ეხმარება ქალებს შარდის ბუშტის ინფექციების პრევენციაში. თუმცა, ზუსტად დადგენილი არ არის, რამდენად ეფექტურია ეს ხერხები.
მკურნალობა
ცისტიტის სამკურნალოდ, როგორც წესი, ანტიბიოტიკები ინიშნება. მანამდე ექიმი განსაზღვრავს, ხომ არ აქვს ადამიანს ისეთი დაავადება, რომელიც ცისტიტის მიმდინარეობას დაამძიმებს (მაგ. შაქრიანი დიაბეტი ან იმუნიტეტის დაქვეითება, რის გამოც ორგანიზმი ვეღარ ებრძვის ინფექციას) ან ინფექციის მოცილებას გაართულებს (მაგ. საშარდე გზების სტრუქტურული პათოლოგია). ასეთი პრობლემების თანაარსებობისას შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო ძლიერი ანტიბიოტიკების უფრო ხანგრძლივად მიღება, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ინფექცია ანტიბიოტიკების მკურნალობის შეწყვეტისთანავე თავიდან განვითარდება.
ქალებში გაურთულებელი ინფექციის სამკურნალოდ, როგორც წესი, ეფექტურია ანტიბიოტიკის 3 დღის განმავლობაში დალევა, თუმცა ექიმები არჩევენ ერთჯერადი დოზის დანიშვნას. უფრო `ჯიუტი~ ინფექციებისთვის ანტიბიოტიკები 7-10-დღიანი კურსით ინიშნება. მამაკაცებში ცისტიტი ხშირად წინამდებარე ჯირკვლის ინფექციითაა გამოწვეული და ანტიბიოტიკების მიღებაც კვირების მანძილზეა საჭირო.
სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენებით შესაძლებელია ცისტიტის სიმპტომების შემსუბუქება, განსაკუთრებით ისეთი სიმპტომებისა, როგორიცაა მოშარდვის ხშირი და დაუძლეველი სურვილი, მტკივნეული შარდვა. ანტიქოლინერგულმა საშუალებებმა (ოქსიბუტინინი, ტოლტეროდინი) შეიძლება მოხსნას შარდის ბუშტის სპაზმი, რაც მოშარდვის დაუძლეველ სურვილს იწვევს. მათი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს დიდი ზომის წინამდებარე ჯირკვლის მქონე მამაკაცებში, რადგან შესაძლოა შარდის შეკავება გამოიწვიოს. სხვა მედიკამენტები, მაგ. ფენაზოპირიდინი, ქსოვილების ანთებასა და, შესაბამისად, ტკივილს ამცირებს.
შარდის დინების შემაფერხებელი მექანიკური დაბრკოლებების მოსახსნელად ან სტრუქტურული პათოლოგიის გამოსასწორებლად შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, მაგ. საშვილოსნოს ან შარდის ბუშტის დაწევის დროს, რადგან ეს მდგომარეობები ინფექციების განვითარების რისკს ზრდის. ოპერაციამდე ინფექციის უკეთ გასაკონტროლებლად ეფექტურია დახშობის ადგილის შარდისგან დაცლა კათეტერის გამოყენებით. როგორც წესი, ქირურგიულ ჩარევამდე ანტიბიოტიკიც ინიშნება, რათა ინფექცია მთელ ორგანიზმში არ გავრცელდეს.
იცით თუ არა, რომ…
ზუსტად უცნობია, რამდენად ეფექტურია შარდის ბუშტის ინფექციის პრევენციისთვის წინიდან უკანა მიმართულებით გამოწმენდა ან მჭიდრო, ჰაერგაუმტარი საცვლების გამოყენებაზე უარის თქმა.
აღნიშნულისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს, შტოშის წვენი შეიძლება ეფექტური იყოს ცისტიტის თავიდან ასაცილებლად.
საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციის ხელშემწყობი ფაქტორები
ქალებში, რომელთაც შარდის ბუშტის ინფექცია წელიწადში სამჯერ ან უფრო ხშირად აქვთ, შეიძლება შემდეგი მეთოდები იყოს ეფექტური:
შტოშის წვენის დალევა (დღეში 300 მლ წვენი ან 50მლ მისი კონცენტრატი) ან შტოშის აბების მიღება. ეს ხილი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც პირდაპირ თრგუნავს ბაქტერიების მიმაგრებას შარდის ბუშტის კედელზე და ზრდის შარდის მჟავიანობას, რაც ბაქტერიებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია;
მეტი რაოდენობით სითხის მიღება;
ხშირი შარდვა;
სქესობრივი აქტის შემდეგ მალევე მოშარდვა;
სპერმიციდების გამოყენებისგან თავის შეკავება (მათ ხშირად, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, საშოს დიაფრაგმასთან ერთად იყენებენ);
ანტიბიოტიკების მუდმივად, დაბალი დოზებით მიღება, ყოველდღე, კვირაში სამჯერ ან უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ;
მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ატროფიული ვაგინიტის ან ატროფიული ურეთრიტის მქონე ქალებში ესტროგენის კრემის (ვულვაზე) წასმა ან საშოს ესტროგენის შემცველი სანთლების გამოყენება.
ინტერსტიციული ცისტიტი: შარდის ბუშტის ანთება ინფექციის გარეშე
ინტერსტიციული ცისტიტი შარდის ბუშტის მტკივნეული ანთებაა, რომლის დროსაც ინფექციის არსებობა არ დასტურდება. ის, როგორც წესი, ქრონიკულად მიმდინარეობს. მიზეზი უცნობია. შარდში ინფექციური მიკროორგანიზმების აღმოჩენა ვერ ხერხდება. დაავადება, როგორც წესი, საშუალო ასაკის ქალებს ემართებათ. მამაკაცებში იგი იშვიათია.
სიმპტომებიდან ვლინდება ხშირი, მტკივნეული შარდვა. შარდი შეიძლება ჩირქს და სისხლს შეიცავდეს, რომელთა არსებობაც მიკროსკოპით ვლინდება. დროთა განმავლობაში ანთების გამო შარდის ბუშტი იჭმუხნება. ცისტოსკოპით მისი დათვალიერებისას ვლინდება სისხლდენის მცირე, ჩაღრმავებული ადგილები და წყლულები.
მკურნალობის რამდენიმე მეთოდია ნაცადი, მაგრამ ყოველთვის ეფექტური არც ერთი არ არის. ზოგჯერ ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ანტიქოლინერგული საშუალებები ან ანტიდეპრესანტები. ტკივილის შესამცირებლად შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს პენტოსანი – მედიკამენტი, რომელიც დასალევი ფორმით არსებობს. დიმეთილსულფოქსიდი პირდაპირ შარდის ბუშტში შეჰყავთ და ზოგჯერ ისიც ეფექტურია. ძალიან რთულ შემთხვევებში, როცა ადამიანს გაუსაძლისი სიმპტომები აქვს, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შესაძლოა შარდის ბუშტის ამოკვეთა გახდეს საჭირო. ამის შემდეგ ახალი შარდის ბუშტი ხელოვნურად იქმნება ნაწლავის ნაწილისგან.
საშარდე გზების ინფექციები
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
გახანგრძლივებული ხველა; რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული; გამომწვევი ძირითადი მიზეზები
გახანგრძლივებული ხველა; რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული; გამომწვევი ძირითადი მიზეზები.
საუბრობს პედიატრი ეკა უბერია გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ :
„ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი რეაქციაა, რაც ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილებას გულისხმობს. ხშირად თან ახლავს რესპირატორული სისტემის ვირუსულ დაავადებებს. გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები 6 წლამდე ასაკში ხშირი ავადობის მიზეზი ხდება. წლის მანძილზე 4-6 ჯერ ავადობა რესპირატორული ინფექციებით, ეს ჩვეულებრივ ნორმად მიიჩნევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაციები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გამოყოფილია რისკის ჯგუფის ადამიანები, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, ორსულები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებსაც სიმჭიდროვეში უწევთ ცხოვრება ან მუშაობა. კვლევებით დადგინდა:
გრიპის სეზონური ვაქცინაცია, 60%–ით ამცირებს ავადობის სიხშირეს. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები აცრან გრიპის სეზონური ვაქცინით. ბევრ ქვეყანაში, – ინგლისში, ამერიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინა გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში შედის, არავაქცინირებულ ბავშვებს ბაღებში არ იღებენ.
ხველის ერთ-ერთი მიზეზი რესპირატორული ვირუსული ინფექციებია. არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა ტიპის ხველას უშველის. ვმკურნალობთ მის გამომწვევ მიზეზებს. გახანგრძლივებულ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.
ბავშვები სკოლამდელ ასაკში ხშირად ავადობენ რესპირაციული ინფექციებით. ადრეული ასაკის ბავშვების იმუნურის სისტემა ლაბილურია, ჩამოუყალიბებელია და ამას სასუნთქი სისტემის განვითარების თავისებურებები უწყობს ხელს. თუ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდებაა, ნიშნავს, რომ ეს გახანგრძლივებული ხველაა. მისი ერთ-ერი მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული ხველა.
განიხილავენ სამი ტიპის ალერგიულ ხველას:
ვირუსინდუცირებული, ალერგენინდუცირებული და ფიზიკური დატვირთვით განპირობებული. ადრეულ ასაკში უხშირესია ვირუსინდუცირებული ალერგიულია ხველა, რომელიც ასაკი მატებასთან და ვირუსებით ავადობის შეცმირებასთან ერთად ქრება.
არსებობს ლარინგოტრაქეიტი ხველა, კრუპის სახელწოდებით არის ცნობილი, მას მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატები ხსნის. არსებობს კრუპის გრადაცია, ესაა მსუბუქი, საშუალო და მძიმე.
კრუპის ნიშნებია:
ხმაურიანი სუნთქვა, მყეფარე ხასიათის ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა“ .
საშარდე გზების ინფექციები, მიზეზები, სიმპტომები, პრევენცია და მკურნალობა…
საშარდე გზების ინფექციები
ჯანმრთელ ადამიანებში შარდის ბუშტში დაგროვილი შარდი სტერილურია – ბაქტერიებსა და სხვა ინფექციურ მიკროორგანიზმებს არ შეიცავს. შარდის ორგანიზმიდან გამომტანი მილი – შარდსადენიც არ შეიცავს ბაქტერიებს ან ყოველ შემთხვევაში, არა იმდენს, რომ ინფექცია გამოიწვიოს. თუმცა, ინფექცია საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს და მას საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ (სგი).
სგი ორ ჯგუფად იყოფა: ზედა და ქვედა, იმის მიხედვით, თუ რომელ ნაწილში განვითარდა. ქვედა სგი შარდსადენის ან შარდის ბუშტის ინფექციაა. ზოგი ექიმი თვლის, რომ წინამდებარე ჯირკვლის ინფექციაც (პროსტატიტი) ამ ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს. ზედა საშარდე გზების ინფექციები თირკმელში ვითარდება (პიელონეფრიტი). წყვილ ორგანოებში, მათ შორის თირკმლებშიც, ინფექციამ შეიძლება ერთი ან ორივე ორგანო დააზიანოს. სგი შეიძლება ბავშვებშიც განვითარდეს და ზრდასრულებშიც.
მიზეზები
ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები საშარდე გზებში ორიდან ერთი საშუალებით ხვდება. ყველაზე ხშირად ისინი ორგანიზმში საშარდე გზების უკიდურესი ქვედა ნაწილიდან – შარდსადენის გარეთა ხვრელიდან შეაღწევენ, რომელიც მამაკაცებში ასოს თავზე, ხოლო ქალებში ვულვაშია მოთავსებული. ინფექცია აღმავალი გზით მიემართება შარდის ბუშტისკენ და ზოგჯერ, თირკმლებისკენაც. მეორე გზა, რომლითაც მიკროორგანიზმები საშარდე გზებში ხვდება, სისხლის მიმოქცევაა. ამ დროს ისინი, როგორც წესი, თირკმელში ხვდებიან.
სგი-ები თითქმის ყოველთვის ბაქტერიებითაა გამოწვეული, თუმცა ზოგჯერ მიზეზი შეიძლება ვირუსი, სოკო ან პარაზიტიც იყოს. სგი-ების 85%-ზე მეტს ნაწლავებიდან ან საშოდან მოხვედრილი ბაქტერიები იწვევს. თუმცა, ჩვეულებრივ, საშარდე გზებში შეღწეული ბაქტერიები შარდის ნაკადით გამოიდევნება ბუშტის დაცლასთან ერთად.
ბაქტერიები: ქვედა საშარდე გზების, ანუ შარდსადენის და შარდის ბუშტის, ბაქტერიული ინფექციები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ახალგაზრდა სქესობრივად აქტიურ ქალებში. ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიკროორგანიზმი ნაწლავის ჩხირია. როცა ადამიანს თირკმლის კენჭი აქვს, საშარდე გზებში შეიძლება სპეციფიკური ბაქტერია – პროტეუსი გამრავლდეს. 20-50 წლის ასაკში სგი-ები 50-ჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ამის მიზეზი კაცებში შარდსადენის მეტი სიგრძეა, რის გამოც ბაქტერიებს უჭირთ იმდენად ზევით შეღწევა, რომ ინფექცია გამოიწვიონ. 50 წლის ზემოთ საშარდე გზების ინფექციები ორივე სქესში ხშირდება და გავრცელებაში განსხვავებაც ნაკლებია.
ვირუსები: შარდსადენი შეიძლება დააინფიციროს მეორე ტიპის მარტივმა ჰერპესის ვირუსმა (HშV-2), რაც იწვევს ტკივილს შარდვისას და აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას.
სოკოები: საშარდე გზების ინფექციების გამოწვევა ზოგიერთ სოკოს, მათ შორის საფუარასაც, შეუძლია (საფუარა სოკოები ვაგინიტსაც იწვევს). მათ შორის ყველაზე ხშირად მიზეზი სოკო კანდიდაა. კანდიდა საკმაოდ ხშირად იწვევს სგი-ს დაქვეითებული იმუნიტეტის ან შარდის ბუშტის კათეტერის მქონე ადამიანებში. იშვიათად სგი-ს მიზეზი შეიძლება სხვა სახის სოკოებიც იყოს, მაგ. ბლასტომიკოზისა და კოკციდიომიკოზის გამომწვევები, შესაბამისად Bლასტომყცეს და ჩოცციდიოიდეს. სოკოებსა და ბაქტერიებს იმავდროულად თირკმლების ინფიცირებაც შეუძლიათ.
- საშარდე გზების დახშობა ნებისმიერ ადგილას, მაგ. კენჭებით;
- შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლა, რის გამოც მისი ბოლომდე დაცლა არ ხდება, მაგ. ნევროლოგიური დაავადებების დროს;
- შარდსაწვეთებსა და შარდის ბუშტს შორის არსებული სარქვლის მსგავსი მექანიზმის მოშლა, რის გამოც შარდი და ბაქტერიები ბუშტიდან ზევით, შარდსაწვეთებში და შესაძლოა თირკმლებშიც ადის (უფრო ხშირად საშარდე გზების ინფექციის მქონე ბავშვებში);
ექიმის მიერ კათეტერის ან რაიმე ინსტრუმენტის შეყვანა საშარდე გზებში; - სქესობრივი აქტი;
- საშოს დიაფრაგმის გამოყენება სპერმიციდთან ერთად;
- პათოლოგიური კავშირის ანუ ხვრელმილის (ფისტულის) არსებობა შარდის ბუშტსა და საშოს ან ნაწლავს შორის;
- მამაკაცებში პროსტატიტი.
სისხლით გავრცელებული ინფექციები:
- ინფექციის გავრცელება სისხლში (სეპტიცემია);
- გულის სარქვლების ინფექცია (ინფექციური ენდოკარდიტი).
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
საშარდე გზების კენჭები – თირკმლის კენჭების წვრილ ნაწილებად დაშლა ზოგჯერ ბგერითი ტალღების მეშვეობითაც შეიძლება
საშარდე გზების კენჭები
დიაგნოსტიკა
ექიმებს ეჭვი კენჭების არსებობაზე თირკმლის ჭვლის დროს მიაქვთ. ზოგჯერ მაშინაც სავარაუდოა ამ დაავადების არსებობა, როცა ადამიანებს მტკივნეულობა აღენიშნებათ წელის ან საზარდულის არეში ან ტკივილი სასქესო ორგანოების მიდამოშია და მიზეზი უცნობია. ზოგჯერ, სიმპტომები და გასინჯვის შედეგები იმდენად კარგად მიანიშნებს კენჭის არსებობაზე, რომ დამატებითი კვლევები საჭირო არც არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს ადრეც ჰქონია ეს პრობლემა. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას ძლიერ ტკივილთან ერთად სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც აქვთ და მათი გამორიცხვაც აუცილებელია. ამ დროს საუკეთესო კვლევაა სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/ჩთ) საკონტრასტო ნივთიერების გარეშე. მისი საშუალებით შეიძლება ზუსტად განისაზღვროს კენჭის მდებარეობა და საშარდე გზების დახშობის ხარისხი. ეს კვლევა იმ ბევრი სხვა დაავადების სადიაგნოზოდაც გამოდგება, რომლებიც კენჭებით გამოწვეული ტკივილის მსგავს ტკივილს იწვევენ. კომპიუტერული ტომოგრაფიის ცუდი მხარე ის არის, რომ ადამიანი ამ დროს სხივდება. თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება რაიმე მძიმე დაავადება იყოს, რომლის დიაგნოსტიკაც ამ კვლევის საშუალებით მოხდება (მაგალითად, აორტის ანევრიზმა ან აპენდიციტი). კტ-ის ალტერნატიული მეთოდია ულტრასონოგრაფია, რომელიც არავითარ დასხივებას არ მოიცავს. თუმცა, ულტრასონოგრაფიის დროს კტ-სთან შედარებით შეიძლება უფრო ხშირად ვერ მოხერხდეს პატარა კენჭების აღმოჩენა (განსაკუთრებით თუ ისინი შარდსაწვეთშია), საშარდე გზების დახშობის ზუსტი ადგილის პოვნა ან რაიმე სხვა დაავადების დადგენა, რომელიც სიმპტომებს განაპირობებს.
ჩვეულებრივ, შარდის ანალიზიც კეთდება. შარდში შეიძლება აღმოჩნდეს სისხლი ან ჩირქი მიუხედავად იმისა, სიმპტომები გამოხატულია თუ არა.
როცა კენჭის არსებობა დადგენილია, ექიმი სპეციფიკურ ანალიზებს ატარებს კენჭის ტიპის დასადგენად. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გამოდევნილი კენჭი შეინახოს. არსებობს სპეციალური ფილტრებიც, რომელშიც შარდი გადის და კენჭი ზედ რჩება, შემდეგ კი გამოსაკვლევად იგზავნება. კენჭის ტიპის დადგენის შემდეგ შეიძლება შარდის ანალიზის, აგრეთვე, სისხლის ბიოქიმიური და ჰორმონული ანალიზების გაკეთება გახდეს საჭირო.
პრევენცია
ახალი კენჭების ფორმირების თავიდან აცილება სხვადასხვაგვარად ხდება, რაც კენჭის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
ყველა შემთხვევაში სასურველია ყოველდღიურად დიდი რაოდენობით სითხის მიღება (8-10 ცალი 300-მილილიტრიანი ჭიქა), თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი, რამდენად ეფექტურია ეს. კალციუმის კენჭების მქონე ბევრ ადამიანს ჰიპერკალციურია აქვს, ანუ შარდით დიდი რაოდენობით გამოყოფენ ამ ნივთიერებას. მათთვის რეკომენდებულია ნატრიუმით ღარიბი და კალიუმით მდიდარი საკვების მიღება. მათ კალციუმი თითქმის ჩვეულებრივი რაოდენობით უნდა მიიღონ – 1000-1500 მილიგრამი დღეში. ცილისა და წითელი ხორცის შეზღუდვა კენჭების ფორმირების რისკს ამცირებს. თიაზიდური შარდმდენები, მაგალითად, ქლორთალიდონი ან ინდაპამიდი, ასევე აქვეითებს კალციუმის რაოდენობას შარდში და ახალი კენჭების წარმოქმნის რისკს ამცირებს. კალიუმის ციტრატი ინიშნება შარდში ციტრატის შემცველობის გასაზრდელად, რაც კალციუმის კენჭების ფორმირებას თრგუნავს.
კალციუმის კენჭების ფორმირებას შარდში არსებული დიდი რაოდენობით ოქსალატიც უწყობს ხელს, რაც შეიძლება ნაწლავის ზოგიერთი დაავადებით ან ოქსალატების ჭარბად შემცველი საკვების (მაგალითად, ისპანახი, რევანდის, კაკაო, ნიგოზი, წიწაკა, ჩაი) მიღებით იყოს გამოწვეული. შარდში ოქსალატის დონის შემცირება შესაძლებელია კალციუმის ციტრატის, ქოლესტირამინის მიღებით, საკვებში ოქსალატისა და ცხიმის შეზღუდვით. ეს ნივთიერება ორგანიზმშიც წარმოიქმნება, რასაც პირიდოქსინი თრგუნავს.
იშვიათად კალციუმის კენჭები ჰიპერპარათირეოზის, სარკოიდოზის, D-ვიტამინით მოწამვლის, თირკმლის მილაკოვანი აციდოზის ან სიმსივნის გამო წარმოიქმნება. ამ დროს საჭიროა შესაბამისი დაავადების მკურნალობა.
შარდმჟავას შემცველი კენჭების თავიდან ასაცილებლად სასურველია ნაკლები წითელი ხორცის მიღება, რადგან იგი ზრდის შარდმჟავას შემცველობას შარდში. თუკი ეს ეფექტური არ არის, შარდმჟავას წარმოქმნის დასაქვეითებლად ინიშნება ალოპურინოლი. შარდმჟავას კენჭები შარდის მაღალი მჟავიანობის დროს წარმოიქმნება. შესაბამისად, საჭიროა შარდის გატუტიანება, რაც კალიუმის ციტრატის მიღებით ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად სითხის დიდი რაოდენობის მიღებაც.
ცისტინისგან წარმოქმნილი კენჭების დროს შარდში ამ ნივთიერების შემცველობის დაქვეითებაა საჭირო, რაც დიდი რაოდენობით სითხეებისა და ზოგჯერ ალფა-მეკაპტოპროპიონილგლიცინის (თიოპრონინის) ან პენიცილამინის მიღებით ხერხდება.
სტრუვიტის კენჭების განმეორებითი წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკების რეგულარულად მიღება, რათა საშარდე გზების ინფექცია განიკურნოს. ამ დროს შეიძლება ასევე ეფექტური იყოს აცეტოჰიდროქსამის მჟავა.
მკურნალობა
პატარა კენჭებს, რომლებიც სიმპტომებს, საშარდე გზების დახშობას ან ინფექციას არ იწვევს, როგორც წესი, მკურნალობა არ სჭირდება. კენჭების გამოდევნისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის დალევა ან ინტრავენურად გადასხმა, მაგრამ ზუსტად არაა დამტკიცებული, ეფექტურია თუ არა ეს ხერხი. მედიკამენტებიდან შეიძლება დაინიშნოს ალფა-ადრენერგული ბლოკერები (მაგალითად, ტამსულოზინი) ან კალციუმის არხის ბლოკერები (დილთიაზემი, ნიფედიპინი, ვერაპამილი). კენჭის გამოდევნის შემდეგ რაიმე დაუყოვნებლივი მკურნალობა საჭირო არ არის. თირკმლის ჭვლის ტკივილის გაყუჩება შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასას) ან ოპიოიდების გამოყენებით.
თირკმლის მენჯში ან შარდსაწვეთის ზედა ნაწილში მოთავსებული ერთი სანტიმეტრის ან უფრო მცირე დიამეტრის კენჭის დაშლა ბგერითი ტალღების მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელსაც სპეციალური გენერატორი გამოიმუშავებს და პირდაპირ კენჭისკენ მიმართავს (ექსტრაკორპორული დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია). კენჭის ნაწილები შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა. ზოგჯერ, კანის მცირე განაკვეთიდან შეჰყავთ ენდოსკოპი (სპეციალური კამერიანი მილი) და პინცეტით იღებენ კენჭს. მისი დაშლა კონტაქტური ლითოტრიფსიითაც შეიძლება და შემდეგ ნამსხვრევები შარდით გამოიდევნება.
პატარა კენჭები, რომლებიც შარდსაწვეთის ქვედა ნაწილებშია და მკურნალობას საჭიროებს, შეიძლება სპეციალური დრეკადი ენდოსკოპით – ურეტეროსკოპით გამოიღონ. იგი შარდსადენისა და შარდის ბუშტის გავლით შეჰყავთ საჭირო ადგილას. ზოგჯერ მას კენჭების დასაშლელადაც გამოიყენებენ, ნამსხვრევებს კი გამოიღებენ ან თავისით გამოჰყვება შარდს (ინტრაკორპორული ლითოტრიფსია). ყველაზე ხშირად ლაზერული აპარატი გამოიყენება. ამ შემთხვევაში პროცედურას ჰქვია ლითოტრიფსია ჰოლმიუმის ლაზერით.
შარდმჟავას კენჭები შეიძლება ნელ-ნელა დაიშალოს და გაიხსნას შარდის გატუტიანების შემთხვევაში (მაგ. 4-6 თვის მანძილზე კალიუმის ციტრატის დალევით), მაგრამ სხვა კენჭებს ეს არ ეხება. ზოგჯერ დიდი ზომის, საშარდე გზების ობსტრუქციის გამომწვევი კენჭების მოსაშორებლად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
სტრუვიტის კენჭების მოსაცილებლად ენდოსკოპიური ქირურგია გამოიყენება. კენჭის მოშორების გარეშე საშარდე გზების ინფექციის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ეფექტური არ არის.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
თირკმლის კენჭები საშარდე გზების დახშობის ხშირი მიზეზია – ჰიდრონეფროზი თირკმლის შარდით გადავსება და გაფართოებაა
ჰიდრონეფროზი
- სტრუქტურული დარღვევები – მაგალითად, თანდაყოლილი დეფექტი, რომლის დროსაც შარდსაწვეთი თირკმლის მენჯს მაღლა უერთდება ან მისი კუნთები არასაკმარისადაა განვითარებული (მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის თანდაყოლილი ობსტრუქცია).
- მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის გადაღუნვა თირკმლის ქვემოთ გადანაცვლების გამო (თირკმლის დაწევა ანუ პტოზი).
- კენჭები ან სისხლის კოლტი თირკმლის მენჯში
- შარდსაწვეთზე ზეწოლა ფიბროზული ქსოვილის, არტერიის ან ვენის უჩვეულო მდებარეობის, სიმსივნის გამო.
ჰიდრონეფროზი შეიძლება, აგრეთვე, მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის ქვემოთ არსებულმა ობსტრუქციამ ან შარდის ბუშტიდან შარდის უკუდინებამ (რეფლუქსი) გამოიწვიოს. ასეთი ობსტრუქციის მიზეზები შეიძლება იყოს:
- კენჭები შარდსაწვეთში;
- სისხლის კოლტი შარდსაწვეთში;
- სიმსივნე შარდსაწვეთში ან მასთან ახლოს;
- შარდსაწვეთის შევიწროება თანდაყოლილი დეფექტის, ტრავმის, ინფექციის, სხივური თერაპიის ან ოპერაციის გამო;
- შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის ნერვთა და კუნთთა დაავადებები;
- ფიბროზული ქსოვილის ფორმირება შარდსაწვეთში ან მის გარშემო ოპერაციის, სხივური თერაპიის ან მედიკამენტების (განსაკუთრებით მეთისერგიდის) გამო;
- შარდსაწვეთის ქვედა ბოლოს შარდის ბუშტში გადანაცვლება და შიგნით გამოდრეკა (ურეტეროცელე – შარდსაწვეთის თიაქარი);
- შარდის ბუშტის, მისი ყელის, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის ღრუს სხვა ორგანოების სიმსივნეები;
- ობსტრუქცია, რომელიც ხელს უშლის შარდის გადადინებას ბუშტიდან შარდსადენში (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და მისი გადიდება, სწორი ნაწლავის ფეკალური მასებით გადავსება);
- შარდის ბუშტის შეკუმშვის დარღვევა თანდაყოლილი დეფექტის, ზურგის ტვინის ან ნერვების დაზიანების გამო.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
საშარდე გზების დახშობა
საშარდე გზების დახშობა
საშარდე გზების ნებისმიერ ადგილას დახშობამ – დაწყებული თირკმლებიდან, სადაც შარდი წარმოიქმნება, დამთავრებული შარდსადენით, საიდანაც შარდი სხეულიდან გამოიყოფა – მასში წნევის გაზრდა და შარდის დინების შენელება შეიძლება გამოიწვიოს. დახშობა ანუ ობსტრუქცია შესაძლოა უეცრად ან თანდათანობით, დღეების, კვირების, თვეების მანძილზე განვითარდეს. იგი შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.
საშარდე გზების ობსტრუქციამ შესაძლოა თირკმლების გაფართოება გამოიწვიოს, რაც აზიანებს მათ. თუკი პრობლემა სწრაფად მოიხსნა, თირკმლები მძიმედ არ ზიანდება, მაგრამ ზოგჯერ მძიმე და გამოუსწორებელი ცვლილებებიც ვითარდება, რასაც საბოლოოდ თირკმლის ფუნქციის დარღვევა – თირკმლის უკმარისობა მოსდევს. ობსტრუქციამ, აგრეთვე, შეიძლება კენჭების წარმოქმნა და საშარდე გზების ინფექცია გამოიწვიოს. დახშობის დროს გზებში მოხვედრილი ბაქტერიები გარეთ არ გამოირეცხება, რადგან შარდის დინება დარღვეულია. შედეგად, ინფექცია ვითარდება.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)









