ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
ვივამედი“ კავკასიის რეგიონში უდიდესი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, უახლესი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით, კეთილგანწყობილი და პაციენტზე ორიენტირებული გუნდით.
პირველად კავკასიის რეგიონში, მედიცინის ყველა დარგი და მიმართულება ერთ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის ჯანმრთელ მომავალზე. “ვივამედი” ეს არის კლინიკა, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის, ვისაც ჩვენი გუნდის გვერდში დგომა ესაჭიროება.
რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში სრულდება ოპერაციები შემდეგი მიმართულებებით:
ჰოსპიტალი მოიცავს შემდეგ სერვისებს:
კლინიკის ინფრასტრუქტურა ყველაზე მკაცრ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა, საკუთარი სასტუმრო, კაფეტერია და ბევრი სხვა სერვისი, რომელიც პაციენტისთვის სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვისაა გათვლილი. კლინიკაში მოქმედებს რეზიდენტურაც.
“ვივამედი” ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ახალ სეზონს გაკაჟებული შეხვდეს
საუბრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ყარამან ფაღავა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“:
„იმუნიტეტისათვის საუკეთესო არის გაკაჟება. უამრავი წამალია, რომელსაც მეც ვნიშნავ იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მთავარი არის ცივი წყალი, – ჩვილობის ასაკიდან ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა. აბაზანა 37 გრადუსიდან სამ თვეში 32 გრადუსზე უნდა ჩამოვიდეს. აბაზანის შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, 2 წლის შემდეგ ტანის დაზელვა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ცივი შხაპი, რომელსაც სულ ათი წამი უნდა, – დაგავიწყდებათ რა არის გრიპი, რა არის რესპირაციული ინფექცია.
საბავშვო ბაღებს აბრალებენ, ბავშვი ავად რომ ხდება. ზოგი სულ ავად არის, ზოგი ქარსა და სიცივეშიც კი არ ხდება ავად – ის კარგად არის გაკაჟებული. შვილებს კარგად თუ გააკაჟებთ, თქვენი პრობლემა მხოლოდ ის იქნება, რა წრეზე ატაროთ ბავშვი, ბიჭი ფეხბურთზე თუ ცურვაზე, და გოგონა ცეკვასა თუ მხატვრულ ტანვარჯიშზე. სხვა პრობლემები თანდათანობით ნულამდე დავა. მთავარია ოპტიმისტური განწყობა. მედიცინა წინ მიდის, უამრავი გამარჯვების მომსწრე პირადად ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო ჯანმრთელები ვიქნებით“.
მზეზე წარმოუდგენლად მასშტაბური ამოფრქვევა მოხდა.
14 დეკემბერს, მზის აქტიური ლაქის რეგიონმა, სახელად AR 3514, X2.8 კლასის მზის ანთება ამოაფრქვია; ეს გახლავთ ამოფრქვევის ყველაზე ძლიერი კატეგორია, რაც კი ჩვენს ვარსკვლავს ძალუძს. ამოფრქვევა ყველაზე ძლიერი იყო მზის ამჟამინდელ ციკლში და ყველაზე მძლავრი 2017 წლის სექტემბრის შემდეგ.
მოვლენამ სამხრეთ ამერიკის თავზე რადიოსიგნალთა საშუალო დონის ჩახშობა გამოიწვია — მაღალი სიხშირის რადიოსიგნალთა დროებითი დეგრადაცია ან სრული ჩახშობა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში.
ამავე დროს, მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევაც (CME) მოხდა; ამ მოვლენის დროს, მზე თავის სისტემაში მილიარდობით ტონა პლაზმას და მაგნიტურ ველს გამოტყორცნის და მზის ეს ნაწილაკები გზადაგზა შემხვედრ ყველა ობიექტს ეცემიან.
ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება დედამიწამდეც მოაღწიოს. აშშ-ის ატმოსფეროსა და ოკეანის ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ამჟამად იკვლევს, შეიძლება თუ არა, რომ ამ მოვლენამ დედამიწაზე საშუალო მასშტაბის გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.
საქართველოში, კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
„დიდი პატივია, ამ კლინიკებთან თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. კლინიკები იწყებენ რთული გზის გავლას, – ხარისხიან ჯანდაცვას.
მე შემიძლია ვთქვა, რომ მე, გიორგი ფხაკაძემ დავდე შედეგი, – საქართველოში დაიწყო საერთაშორისო ხარისხიანი ჯანდაცვის მშენებლობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, ერთ წელში ეს კლინიკები იქნებიან ძალიან მაღალი სტანდარტების და გააუმჯობესებენ თავიანთ სერვისებს.
როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია მიმდინარეობს წარმატებით.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
აკრედიტაცია კანადის პარტნიორები არიან:
თბილისში:
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი – უროლოგიური ჰაბი
ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი
ქუთაისში:
ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საეკლესიო საავადმყოფო ქსენონი
ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია
ბათუმში:
ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სერვისებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა რეფორმაზე. ეს სისტემა კიდევ უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენს მოქალაქეებზე. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ბიუჯეტისა თუ ხარისხის გაზრდის კუთხით, ამასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მან აქცენტი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში 30-ზე მეტი ბავშვი 3 ქვეყანაში მკურნალობს.
მინისტრმა ასევე საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში გაგზავნა.
„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის კონტროლისთვის განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„დღეისათვის ყველა ძირითად მედიკამენტზე, რომელიც სისტემაში ბრუნავს, დაწესებულია სამართლიანი ზედა ზღვარი. მოვუწოდებთ ფარმაცევტულ კომპანიებს, ამ ჭერის ფარგლებში გაუწიონ ერთმანეთს კონკურენცია“, – განაცხადა მინისტრმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
დაღლილობა – სიმპტომი თუ სინდრომი
საუბრობს ნევროლოგი, თსსუ-ის პროფესორი მარინა ჯანელიძე:
ქართველებმა იციან საღამოს ჭარბი კვება. დაღლილობის მიზეზი ხშირად გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღებაა. მათი დამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს. დილას დაღლილი გაღვიძება ხშირად არის ამ წანაცვლების შედეგი.
დილას არავინ ნოყიერად არ საუზმობენ. ამას თუ ჩაანაცვლებთ, კვებით გამოწვეული დაღლილობა ნამდვილად შეიცვლება.“
გასტროენტერიტს ადამიანის ნოროვირუსები იწვევს. ვისაც ეს დაავადება ჰქონია, გეტყვით, რამდენად მძიმეა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ამ სახიფათო და მოუხელთებელი მიკრობებისგან თავდაცვის გზა შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას ვიპოვოთ — ლამების მიერ გამომუშავებულ ციცქნა ნაწილაკებში.