კვირა, მაისი 10, 2026

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

„2024 წლის 1 იანვრიდან, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება“.

მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტომატოლოგიური კლინიკების სანებართვო სისტემაზე გადაყვანა და ის ახალი სტანდარტები რასაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც აქედან სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა, – განაცხადა სტომატოლოგიური დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ახალი სტანდარტების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანი თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაა.

თუ არსებული კანონმდებლობით, სტომატოლოგიური დაწესებულების გახსნა და საქმიანობა მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე იყო შესაძლებელი, ახალი წესით, რეგულირების სააგენტოს ეგზავნება შეტყობინება, მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში, შემოწმების შემდეგ, ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიცემა დადებითი დასკვნა, რაც კლინიკას საქმიანობის დაწყების უფლებას მისცემს.

გარდა ამისა, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. ცვლილებების მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ჰქონდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი.

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პერსონალის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ტრენინგები. ასევე – თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული დაწესებულებებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი მიმწოდებლები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ვერ უზრუნველყო, არ დასტურდება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის წამყვან კლინიკებში სრულ მკურნალობას. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში 13 ოჯახია ჩართული. სამი ბავშვი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ესპანეთის და თურქეთის კლინიკებში, ოთხ ბავშვთან დაკავშირებით კი კლინიკებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ მკურნალობას საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ხაზგასასმელია, რომ არცერთი ბავშვი საჭირო სერვისის გარეშე არ დარჩენილა. საჭიროების შემთხვევაში ოჯახმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. სახელმწიფო მზად არის, სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ყველა სამედიცინო მომსახურება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ონკოლოგიური ქირურგიის როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება

ონკოლოგიური ქირურგიის როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

„სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ფხაკაძე: ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?… შევარცხვინე ორივე!

07/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?… შევარცხვინე ორივე! – გიორგი ფხაკაძე


ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„რომ ხედავ, რომ არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://for.ge/index.php/view/208377/giorgi-fxakaZe-virusi-afeTqda-visi-pasuxismgeblobaa-Sevarcxvine-orive.html


„კორონა 9 საათის შემდეგ აღარ არის?!“ – რას პასუხობს ამ კითხვას გიორგი ფხაკაძე

17/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ყველაზე აქტუალურ, შეიძლება ითქვას, რიტორიკულ კითხვას „კორონა 9 საათის შემდეგ“ აღარ არის?! – ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პასუხობს.


„ერთ-ერთი ინდიკატორი, მხოლოდ 9 საათზე დაკეტვა კორონას არ გააჩერებს. რატომაა მიღებული საღამოობით „კომენდანტის საათები“ – ვინაიდან, ადამიანების ყველაზე დიდი მობილობა არის საღამოს.


რა არის ვირუსის ყველაზე დიდი გავრცელების წყარო – როცა ორი ადამიანი სხვადასხვა ოჯახიდან ერთ ადგილას სხდებიან და ხდება ვირუსის გავრცელება. ძირითადად, ეს რესტორანი, კაფე-ბარი და საღამოობის „გულაობის“ დროს. ეს ფაქტია, ადამიანური ბუნება, გვიყვარს სოციალური ურთიერთობა. ურთიერთობის პიკი არის საღამოს საათები.



„კომენდანტის საათი“ იმიტომაა შემოღებული, რომ ხალხი საღამოს არ იკრიბებოდეს. იმუშავე, წადი სახლში დაჯექი. ხალხთან ურთიერთობა მინიმუმზე უნდა იყოს დაყვანილი“, – ამბობს ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძის თქმით, საფრანგეთში „კომენდანტის საათი“ 19:00 საათიდან იწყება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://for.ge/index.php/view/208932/korona-9-saaTis-Semdeg-aRar-aris–ras-pasuxobs-am-kiTxvas-giorgi-fxakaZe.html


გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა – „მჯერა ეს…

25/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და ორგანიზაციის – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის პანდემიის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.


პროფესორის თქმით, პანდემია 2023 წელს დასრულდება:


“ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.


რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.


დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.


ყველაზე აქტუალური კითხვა – როდის დამთავრდება კორონაპანდემია?


გადავხედოთ ისტორიას. 1889 წელს იყო რუსული ვირუსი OC43. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი კორონავირუსი, რომელიც შესაძლოა, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. მაშინ არ იყო ვაქცინა, მაგრამ ეს ვირუსი ჩაცხრა. 1918 წელს იყო „ესპანური გრიპი“ H1N1. რომელიც იყო არა კორონავირუსი, არამედ გრიპის ვირუსი. მიუხედავად დიდი ლეტალობისა, ისიც ვაქცინების გარეშე ჩაცხრა.


1957 წელს გავრცელდა ვირუსი H2N2, რთული მიმდინარეობით. მაშინ შექმნეს ვაქცინა, მაგრამ ძირითადად სამხედროებში გამოიყენებოდა. 1968 წელს კი გამოჩნდა რთული ვირუსი H3N2. მაშინ აშშ-ში დაამზადეს 22 მლნ დოზა ვაქცინა, თუმცა პანდემია უფრო ადრე დამთავრდა და ამ დოზების დიდი ნაწილის გამოყენება ვერ მოასწრეს.


2009 წელს გავრცელდა H1N1. მაშინაც დამზადდა ვაქცინის ასობით მილიონი დოზა, თუმცა ვირუსმა მილევა დაიწყო და ძალიან ბევრი დოზა გადასაყრელი გახდა.


შეჯამება – ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ 2-წლიანი ციკლურობა.


კოვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში. „ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა.


ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.


ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.


პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.


მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას.


ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.


ფეხმძიმეების ვაქცინაციას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, არ მაქვს კვლევები, ერთადერთი, მცირე ზომის კვლევა არსებობს, რომ მეძუძურ დედებში ვაქცინამ როგორც დედა, ასევე ბავშვი დაიცვა.


რაც შეეხება სპერმის ხარისხს, ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხი იქნება იგივე. მაგრამ თუ დაინფიცირდებით, სპერმის ხარისხი ქვეითდება.


თუ არ გინდათ ვაქცინის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ, თუ გინდათ – გაიკეთეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ვაქცინა გაკეთებული, სამედიცინო პირბადე ცხვირზე! დაიცავით მაქსიმალურად შესაძლებელი დისტანცია, შენობებში გააკეთეთ ორპირი, დაიბადეთ ხელები საპნით, იარეთ სუფთა ჰაერზე.


ყველაფერი იქნება კარგად, თუ თქვენ ვიქნებით ფრთხილად”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://for.ge/index.php/view/209451/giorgi-fxakaZem-koronavirusTan-dakavSirebiT-uamravi-damaimedebeli-prognozi-gaakeTa—mjera-es-iqneba-pandemiis-damTavrebis-weli.html



გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის წარმოშობის ახალ ვერსიაზე საუბრობს – “ვირუსი ლაბორატორიაში ცდების

17/07/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის წარმოშობის ახალ ვერსიაზე საუბრობს – “ვირუსი ლაბორატორიაში ცდების შედეგად ორი ნატურალური ვირუსის შეჯვარების შედეგად გაჩნდა” (ვიდეო)





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://for.ge/index.php/view/212551/giorgi-fxakaZe-koronavirusis-warmoSobis-axal-versiaze-saubrobs—virusi-laboratoriaSi-cdebis-Sedegad-ori-naturaluri-virusis-Sejvarebis-Sedegad-gaCnda–video.html


გიორგი ფხაკაძემ პანდემიის დამარცხების დრო დაასახელა

26/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის აცხადებს, რომ მომავალი წელს მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას შეძლებს.


„2022 წელი იქნება ვირუსის დამარცხების წელი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად თუ არ ვიმოქმედეთ, არაფერი გამოვა”, – აღნიშნა ექსპერტმა ვიდეო მიმართვაში.


ჯანდაცვის ექსპერტმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


„დელტა” ვირუსი ვერაგია. ვირუსთან ომში უკვე ორი შეიარაღება გვაქვს – სამედიცინო პირბადე და მაღალეფექტური ვაქცინა „ფაიზერი”.


გამოვიყენოთ, ავიცრათ! სხვა ვაქცინებზე, გთხოვთ, ნუ მეკითხებით, ჩემი პასუხია – არ ვიცი! და კიდევ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ელექტრიკოსმა – ელექტრობას, ოფთალმოლოგმა – თვალს, კარდიქირურგმა – გულს, გთხოვთ, ყველა ექსპერტებად ნუ გამოდიხართ. „ყველაფერშჩიკობა” საშიშია.


მოუსმინეთ გამოცდილებს, რომლებიც გეუბნებიან, რა არის გამოსავალი”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://for.ge/index.php/view/213074/giorgi-fxakaZem-pandemiis-damarcxebis-dro-daasaxela.html


გიორგი ფხაკაძეს უკვე ზედმეტი მოუვიდა (ვიდეო)

28/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


გიორგი ფხაკაძეს უკვე ზედმეტი მოუვიდა (ვიდეო)




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://for.ge/index.php/view/213183/giorgi-fxakaZes-ukve-zedmeti-mouvida–video.html



გიორგი ფხაკაძე: მედიცინაში ამხელა პროგრესი არასოდეს ყოფილა

24/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ მალე კორონავირუსის საწინააღმდეგო ათამდე წამალი გამოჩნდება. ამასთან, ფხაკაძე არ გამორიცხავს, რომ სამკურნალო საშუალებასთან ერთად, ახალი ვაქცინებიც გამოჩნდეს.


“მსოფლიოში 300-ზე მეტი კანდიდატი ვაქცინა და 200-ზე მეტი კანდიდატი წამალი არსებობს. ძალიან დიდი პროგრესია, ასეთ მოკლე პერიოდში, მედიცინაში ამხელა პროგრესი არასდროს ყოფილა. იმდენი ფული და რესურსი ჩაიდო, რომ ვაქცინა და წამლები გვქონოდა, ამის შედეგს დავინახავთ რამდენიმე წელიწადში და ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი არის აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წინგადადგმული ნაბიჯია.


რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტს, ახლაც არის 6 წამალი, რომელიც ევროკავშირმა გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა. წლის ბოლომდე გვექნება კარგი კოლექცია, 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის წამალი გამოჩნდება. მეტიც, წლის ბოლომდე, შეიძლება, ახალი ვაქცინებიც გამოჩნდეს. მოდით, ასე ვთქვათ – დღეს უკვე ვიცით, როგორ ვმართოთ პანდემია. წამალიც გვაქვს, ჩვენთან უკვე არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა მსოფლიოში და კითხვა მაქვს – რატომ უნდა დალიო წამალი ავად გახდომის შემდეგ, როცა შეგიძლია, გაიკეთო ვაქცინა, რომელიც დაგიცავს ავად გახდომისგან?


წარმოიდგინეთ ჩვენი საზოგადოების აბსურდულობა, როცა ამბობს, არ მინდა ვაქცინის გაკეთება და ველოდები წამალსო. ლოგიკას ვერ ვხედავ, რადგან წამალი უკვე გვაქვს, ვაქცინის სახე ექნება თუ აბის, რა მნიშვნელობა აქვს? – ესაა სამედიცინო საშუალება, რომელიც მუშაობს და რადგან ექიმი გეუბნება, უნდა მიიღო. ისე, დღეს ყველა ექიმი და პროფესორი გახდა” – განაცხადა ფხაკაძემ “ვერსიასთან” ინტერვიუში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://for.ge/index.php/view/214744/giorgi-fxakaZe-medicinaSi-amxela-progresi-arasodes-yofila.html



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights