2024 წელს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უპრეცედენტო ბიუჯეტით ხვდება
შარდსადენის დაზიანება მამაკაცებში უფრო ხშირია
შარდსადენის დაზიანება
შარდსადენის დაზიანება მამაკაცებში უფრო ხშირია. მიზეზი, როგორც წესი, მენჯის ძვლის მოტეხილობა და შორისის დაზიანებაა (ადგილი ფეხებს შორის). შარდსადენი შეიძლება უნებლიეთ ქირურგიული ჩარევის დროსაც დაზიანდეს, მასზე ოპერაციის ან მისი გავლით შარდის ბუშტში ინსტრუმენტების შეყვანის დროს (მაგ. შარდის ბუშტის კათეტერიზაცია ან ცისტოსკოპია დრეკადი, კამერიანი მილით). ზოგჯერ დაზიანებას ცეცხლნასროლი ჭრილობა იწვევს. იშვიათად, მიზეზი თვითდაზიანებაა, როცა ადამიანებს თავად შეჰყავთ უცხო სხეულები შარდსადენში.
შარდსადენის ზოგი დაზიანება დაჟეჟილობით შემოიფარგლება. შესაძლოა მისი ამომფენი გარსიც დაირღვეს, რაც შარდის გაჟონვას გამოიწვევს ასოს, სათესლე პარკის, მუცლის კედლის ან შორისის ქსოვილებში.
შარდსადენის დაზიანების გართულებებია: ინფექცია, სისხლდენა, შეუქცევადი შევიწროვება (სტრიქტურა), ერექციის დარღვევა და შარდის შეუკავებლობა.
სიმპტომები და პროგნოზი
სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება სისხლი ასოს თავზე კაცებში ან შარდსადენის გარეთა ხვრელთან ქალებში, სისხლიანი ან მტკივნეული შარდვა, შარდვის შეუძლებლობა. ფეხებს შორის ან ასოზე შესაძლოა შესამჩნევი იყოს დაჟეჟილობა. სხვა სიმპტომები გართულებებთან ერთად ვლინდება. მაგალითად, თუ შარდი გარშემო ქსოვილებში გაიჟონა, შესაძლოა ინფექცია განვითარდეს. ასევე, დაზიანების ადგილას ან მახლობლად შეიძლება შარდსადენი შევიწროვდეს (სტრიქტურა). მამაკაცებში შესაძლოა ერექციის უნარი დაქვეითდეს (ერექციული დისფუნქცია), ასოს ნერვების ან სისხლძარღვების დაზიანების გამო.
შარდსადენის ტრავმის დიაგნოზი, როგორც წესი, რეტროგრადული უროგრაფიით დასტურდება. ამ დროს საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ შარდსადენის ბოლოში შეჰყავთ და შემდეგ რენტგენის სურათს იღებენ. აღნიშნული კვლევა შარდსადენის გავლით შარდის ბუშტში კათეტერის ჩადგმამდე ტარდება.
მკურნალობა
დაჟეჟილობის დროს, როცა შარდი არ იჟონება, ექიმი კათეტერს რამდენიმე დღით დგამს შარდის ბუშტში, რათა შარდმა მასში გაიაროს და შარდსადენის ქსოვილები აღდგეს. ჭრილობის შემთხვევაში, კათეტერი პირდაპირ შარდის ბუშტში იდგმება მუცლის ქვედა ნაწილში კანის განაკვეთიდან, რათა შარდმა შარდსადენში საერთოდ არ გაიაროს. ქირურგიული წესით აღდგენა ყველა ტრავმისგან გამოჯანმრთელებისთანავე ან 8-12 კვირის შემდეგ ხდება (როცა ანთება ჩაცხრება). ზოგჯერ ჭრილობები ოპერაციის გარეშე, თავისით ხორცდება.
მკურნალობა მიზნად ისახავს გართულებების თავიდან აცილებას და თუკი ისინი მაინც განვითარდა – მათ გამოსწორებასაც.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ხელების გაციება, მაშინაც კი, როცა სიცივეში არ ხართ, საკმაოდ ხშირია – რატომ გვეყინება ხელები და ფეხები
ხელების გაციება, მაშინაც კი, როცა სიცივეში არ ხართ, საკმაოდ ხშირია. სპეციალისტების თქმით, როგორც წესი, ასე სხეული ტემპერატურის რეგულირებას ცდილობს, თუმცა მუდმივად ცივი ხელები, თუ მას კანის ფერის შეცვლაც ერთვის, შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიანიშნებდეს.
ბათუმის სამედიცინო ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგი, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი თემურ მოსიავა განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში, საქმე სისხლძარღვებს ეხება. ერთ შემთხვევაში ეს სისხლძარღვის ფუნქციური მდგომარეობაა, რომელიც სტრესით, სიცივითა და სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული, მეორე შემთხვევაში კი საქმე სისხლძარღვის ორგანულ დაზიანებასთან გვაქვს.
„ბავშვი უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეს, მის ქცევებში თეთრი და შავი რა არის…“
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
საუბრობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ნინო გოგიჩაძე:
შარდსაწვეთის დაზიანება – სიმპტომები და დიაგნოსტიკა, მკურნალობა…
შარდსაწვეთის დაზიანება
შარდსაწვეთის დაზიანება ყველაზე ხშირად მენჯის ტრავმის ან მუცლის ღრუზე ქირურგიული ჩარევის დროს ვითარდება, მაგ. საშვილოსნოს ან მსხვილი ნაწლავის ამოკვეთის (ჰისტერექტომია და კოლექტომია), მუცლის აორტის ანევრიზმაზე ოპერაციის ან ურეტეროსკოპიის დროს (შარდსაწვეთის დათვალიერება მაგარი ან დრეკადი, კამერიანი მილით). დაზიანების სხვა მიზეზი შეიძლება შემავალი, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა იყოს. სხეულზე პირდაპირი, ბლაგვი დარტყმის გამო შარდსაწვეთის დაზიანება ხშირი არ არის. იშვიათად, ბლაგვი ტრავმისას, როცა ტანი უკან მკვეთრად იხრება, შესაძლოა შარდსაწვეთის ზედა ნაწილი თირკმლიდან მოიგლიჯოს.
თუკი დაზიანებას არ უმკურნალეს, შეიძლება გართულებები განვითარდეს, მაგ., ხვრელმილი (პათოლოგიური კავშირი სხვა ორგანოსთან), სტრიქტურა (შევიწროება), ან შარდის მუდმივი ჟონვა და ინფექცია.
სიმპტომები და დიაგნოსტიკა
ადამიანი შეიძლება უჩიოდეს ტკივილს მუცელში, გვერდში (ნეკნებსა და თეძოს შორის) ან შეამჩნიოს ჭრილობიდან შარდის გამოჟონვა. შარდის მუდმივი ჟონვა შესაძლოა ინფექციით გართულდეს, რასაც მაღალი ტემპერატურა ახლავს თან. შარდში შეიძლება სისხლი იყოს.
იმის გამო, რომ შარდსაწვეთის დაზიანება იშვიათია და ნაკლებადაა ამ სიმპტომების გამომწვევი, შესაძლოა დიაგნოზი დროულად ვერ დაისვას. როგორც წესი, ექიმებს ამ დაზიანებაზე ეჭვი მაშინ მიაქვთ, როცა სიმპტომების მქონე ადამიანს უახლოეს წარსულში ოპერაცია გაუკეთდა ან მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აქვს. შარდსაწვეთის სავარაუდო დაზიანების დროს გამოსახულებითი კვლევებია საჭირო. საწყის ეტაპზე ხშირად კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია საკონტრასტო ნივთიერებით ან ინტრავენური უროგრაფია. ზოგჯერ, ექიმი რეტროგრადულ უროგრაფიას ნიშნავს. ამ დროს საკონტრასტო ნივთიერება პირდაპირ შარდსადენის ბოლოში შეჰყავთ და რენტგენის საშუალებით გამოსახულებას იღებენ. ზოგჯერ შარდსაწვეთის დაზიანების აღმოჩენა ქირურგიული ჩარევის დროს ხდება.
მკურნალობა
შარდსაწვეთის ზოგი მსუბუქი დაზიანების დროს მასში 2-6 კვირით დრეკადი მილი, სტენტი შეჰყავთ შარდის ბუშტიდან ან თირკმლიდან, გვერდზე კანის პატარა განაკვეთით (კანქვეშა ნეფროსტომა). შედეგად შარდი შარდსაწვეთის მაგივრად სტენტში გაივლის და შარდსაწვეთს დაზიანებების მოშუშების საშუალება ეძლევა. თუკი ეს ეფექტური არ აღმოჩნდა, შესაძლოა დამატებითი ოპერაცია გახდეს საჭირო. უფრო მძიმე დაზიანებების დროს შარდსაწვეთის მთლიანობის აღდგენა ქირურგიული გზით ხერხდება.
მკურნალობა მიზნად ისახავს გართულებების თავიდან აცილებას და თუ ისინი მაინც განვითარდა – მათ გამოსწორებასაც.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
საქართველოს აქვს პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით
კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთის გზატკეცილი, სადაც ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ საკარანტინო ზონაში მიმდინარეობს ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი,” – წერია სეს-ის განცხადებაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 19 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ მოზარდს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის ვინაობა დადგინდა. ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა.
იცით თუ არა, რომ… ადამიანთა უმრავლესობას, რომლებსაც ჭარბი რაოდენობით ბაქტერიები აქვთ შარდში, სიმპტომები არ აწუხებს და მკურნალობაც არ ესაჭიროება
იცით თუ არა, რომ…
ადამიანთა უმრავლესობას, რომლებსაც ჭარბი რაოდენობით ბაქტერიები აქვთ შარდში, სიმპტომები არ აწუხებს და მკურნალობაც არ ესაჭიროება.
უსიმპტომო ბაქტერიურია
უსიმპტომო ბაქტერიურიის დროს შარდში ბაქტერიები ნორმაზე დიდი რაოდენობითაა, მაგრამ სიმპტომები არ ვლინდება.
ამ მდგომარეობას, როგორც წესი, არ მკურნალობენ, რადგან გართულებები იშვიათია, ხოლო ბაქტერიების მოშორება – საკმაოდ რთული. ასევე, ანტიბიოტიკების მიღებამ შეიძლება ორგანიზმში მიკროორგანიზმების ბალანსის მოშლა გამოიწვიოს და ზოგჯერ ისეთი ბაქტერიები გამრავლდეს, რომელთა საწინააღმდეგო მკურნალობაც კიდევ უფრო რთულია.
გამონაკლისს წარმოადგენენ ისინი, ვისაც საშარდე გზების ინფექციის განვითარების დიდი რისკი აქვს. ასეთი მდგომარეობებია: ორსულობა, გადანერგილი თირკმელი, იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტების მიღება ან დაქვეითებული იმუნიტეტი (შიდსის, ზოგი სიმსივნის, სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობის გამო). მაგალითად, ცისტიტის დროს შეიძლება ინფექცია აღმავალი გზით, თირკმლებში გავრცელდეს და პიელონეფრიტი გამოიწვიოს, რაც ძალიან საშიშია ორსულებისთვის. ამ დროს შესაძლოა ნაადრევი მშობიარობაც კი დაიწყოს. საშარდე გზების ინფექციამ, ასევე შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს ერთი ან ორივე თირკმელი გადანერგვის შემდეგ. რაიმე მედიკამენტის მიღების ან დაავადების გამო იმუნიტეტის დაქვეითებისას საშარდე გზების ინფექციამ შეიძლება სისხლის ინფიცირებაც კი გამოიწვიოს, რაც პოტენციურად სასიკვდილოა. ზოგჯერ იმუნური სისტემა კიბოს ქიმიოთერაპიის შემდეგაც ითრგუნება. უსიმპტომო ბაქტერიურიის მკურნალობა საჭიროა ადამიანებში, რომლებსაც თირკმლის კენჭების ზოგიერთი სახე აღენიშნებათ, მათი მოშორება ვერ ხერხდება და საშარდე გზების ინფექციები ხშირად ვითარდება.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
სიმპტომები არ ვლინდება – შარდში ბაქტერიები ნორმაზე დიდი რაოდენობითაა

პიელონეფრიტი ერთი ან ორივე თირკმლის ბაქტერიული ინფექციაა
პიელონეფრიტი
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)