პარასკევი, მაისი 8, 2026

შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ

შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კლინიკების მოწესრიგების პირველი ეტაპია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის, ასევე ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ყველა სხვა საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. ზოგს მხოლოდ ორი კომპონენტი შეუჩერდა, ზოგს – რეანიმაცია ან ქირურგია. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ნორმალური სურათია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომის პრობლემა შეგვექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, რადგან მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკამ სრულად უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამისი ნაწილი იქნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა

1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.
ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა
????ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხ-კომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
????აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

უმჯობესია, ამ ჩვევას ბავშვობიდანვე ებრძოლოთ – ფრჩხილების კვნეტა…

ფრჩხილების კვნეტა იწვევს: 

  • ფრჩხილის დეფორმაცია, კანქვეშა სისხლჩაქცევები;
  • პერიუნგალური ქსოვილების დაზიანება;
  • ფრჩხილების თანდათანობითი დამოკლება;
  • ფრჩხილის ირგვლივ ბალიშის ანთება;
  • გემოს ცვლილება;
  • ნაწლავური ინფექციები;
  • კანის ინფექციები პირის ღრუს გარშემო.

 

შეიძლება, ფრჩხილების კვნეტის ჩვევა განვითარდეს ფიზიოლოგიური ფაქტორი და ფრჩხილებისა და ხელების ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ატოპიური დერმატიტისკენ, გაღიზიანებული ნუნების გამო კვნეტას იწყებენ. ნუნების დროულმა მკურნალობამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს ეს მავნე ჩვევა.

კიდევ ერთი მიზეზი მთელი რიგი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობაა. მათი დეფიციტი ბავშვის შფოთვას იწვევს, რაც ამ ჩვევით გამოვლინდება. შფოთვის სხვა მიზეზებმა შეიძლება იგივე მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ერთ-ერთი ფაქტორია თვითაგრესია, როდესაც ბავშვი საკუთარ თავს ჩადენილი ქმედებებისთვის ან საყვარელი ადამიანებისთვის მიყენებული წყენის გამო სჯის. ან პირიქით, თავს იმშვიდებს ამით.

მკურნალობა

ბავშვს უნდა დაეხმარონ ფსიქიკური მდგომარეობის, მოტივაციისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით (ქცევითი თერაპია ფსიქოლოგთან, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ნეიტრალურ აქტივობაზე გადასვლას, მძიმე შემთხვევებში – ანტიდეპრესანტებს და შფოთვითი აშლილობების სხვა თერაპიას) .

კანზე თუ ანთებითი კერებია, ექიმები ანტიბაქტერიულ მალამოებს და ჭრილობების სამკურნალო საშუალებებს გვირჩევენ. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ლაქი და ხელთათმანები.

ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, აუხსენით ბავშვს, რატომ არის მნიშვნელოვანი ფრჩხილების კვნეტის გადაჩვევა – შეიძლება დაზიანდეს ფრჩხილის ფირფიტა.  ბავშვს ავუხსნათ, რომ ჭრილობებიდან შეიძლება ინფექცია შეეჭრას, აგრეთვე რა არის ბაქტერია, უნდა გავაფრთხილოთ, რომ შეიძლება დამახინჯებული ფრჩხილების გამო თანატოლებმა დასცინონ.

განტვირთეთ თქვენი ბავშვის ნერვული სისტემა არტთერაპიით, ცურვით, აქტივობების ფართო სპექტრით.

 შეაქეთ ბავშვი, თუ ერთი საათის განმავლობაში ფრჩხილები არ მოუკვნეტია.

არ შეიძლება ბავშვების გაკიცხვა, შერცხვენა და დაშინება ფრჩხილების კვნეტის გამო.

„კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები მადრიდში ESMO-ს ყოველწლიურ კონგრესში მონაწილეობდნენ

მადრიდში გამართულ ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების) ყოველწლიურ კონგრესში 2023 წლის 20-24 ოქტომბერს მონაწილეობდნენ კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები: თამთა მახარაძე, ცირა ქორთუა ელენე დოლმაზაშვილი, სალომე კორძაია; რეზიდენტი ლაშა ხმალაძე; ექთნები: ნინო ყრინტაშვილი, სალომე ფაცაცია და ეკატერინე ყიფიანი.  

ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის) კონგრესი კლინიკური მკვლევრების, ექიმების, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისათვის უმნიშვნელოვანესი გლობალური ფორუმი და პროფესიული გამოცდილების გაცვლის პლატფორმაა.

ESMO-ს 2023 წლის კონგრესზე  განიხილეს  ონკოლოგიურ  პაციენტთა მკურნალობაში უახლესი სამედიცინო მიღწევები; ახალი აღმოჩენები კიბოს კლინიკური კვლევების, ტრანსლაციური მედიცინისა და ფუნდამენტალური მეცნიერების დარგში; პრაქტიკული გამოწვევები კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში, ასევე,  შესაძლებლობები ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

კონგრესის ფარგლებში კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგმა თამთა მახარაძემ ქართველ და უცხოელ მკვლევართა ჯგუფთან ერთად წარადგინა ფილტვის ბრტყელუჯრედული კიბოს სემიპლიმაბით მკურნალობის კლინიკური კვლევის საანგარიშო პოსტერი ეფექტიანობის, უსაფრთხოების და პაციენტების  შეგრძნებების ანალიზის შესახებ. 

„კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები ESMO-ს 2023 წლის კონგრესზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კლინიკის შიდა კონფერენციებზე გაუზიარებენ კოლეგებს და აქტიურად გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.

ყივანახველის ეპიდემიის ზღვარზეა – მშობლების შვილების აცრაზე უარს ამბობენ

აფხა­ზეთ­ში მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და ყი­ვა­ნახ­ვე­ლის შემ­თხვე­ვე­ბი.

სო­ხუ­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი ას­ტა­მურ გუ­ნია ყი­ვა­ნახ­ვე­ლის გავ­რცე­ლე­ბას მშობ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის აც­რა­ზე უარს უკავ­ში­რებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. სა­ნი­ტა­რი­ულ-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სამ­სა­ხურ­ში მომ­ხდარს ამ ეტაპ­ზე ეპი­დე­მი­ად არ მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ მძი­მეა.

სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში ყი­ვა­ნახ­ვე­ლას 72 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ყი­ვა­ნახ­ვე­ლას აც­რა ად­რე­ულ ასაკ­ში კეთ­დე­ბა.

სო­ხუ­მის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ­მა ექიმ­მა ას­ტა­მურ გუ­ნი­ამ განაცხადა:

„სი­ტუ­ა­ცია რთუ­ლია, მშობ­ლე­ბი არ გვაძ­ლე­ვენ შვი­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე თან­ხმო­ბას, ისინი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა აც­რას. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით და ვინც არ იყო აც­რი­ლი, არ უშ­ვებ­დნენ სკო­ლა­ში და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში, ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. მშობ­ლის უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვე­ბი არ იც­რე­ბი­ან, ამი­ტომ ძა­ლი­ან უჭირთ და­ა­ვა­დე­ბას­თან გამ­კლა­ვე­ბა. ეს სი­ტუ­ა­ციაა რუ­სეთ­შიც“.

მისი თქმით, სტა­ტის­ტი­კა ზუს­ტი არ არის, მხო­ლოდ ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ, ვი­საც და­ა­ვა­დე­ბა ურ­თულ­დე­ბა.

„შვი­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აც­რე­ბის ეში­ნი­ათ. გან­სა­კუთ­რე­ბით ერთი და ორი თვის ჩვი­ლე­ბის­თვის არის ეს სა­ში­ში, არ­სე­ბობს სიკ­ვდი­ლის საფრ­თხეც. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, – არ გვინ­და ამის გა­კე­თე­ბაო…

ინ­ტერ­ნეტ­ში რა­ღაც წა­ი­კი­თხეს ან მე­ზო­ბელ­მა უთხრა. არ­ც ერთ არ აქვს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა და არ იცი­ან რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, სიკ­ვდი­ლიც კი.

ყვე­ლას ვურჩევ, გა­ი­კე­თონ აცრა. ჩვენ ყვე­ლა 100%-ით ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც აც­რი­ლი იყ­ვნენ, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მტრე­ბი არ ვართ? რო­გორ შე­გიძ­ლია უარი თქვა და აიღო ასე­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?!“.

ყი­ვა­ნახ­ვე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის ნე­ბის­მი­ერ კლი­ნი­კა­ში სრუ­ლი­ად უფა­სოა.

სო­ხუმ­ში Covid-ის მრა­ვა­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხალ­ხს ის ად­ვი­ლად გა­და­აქვს“, – აღნიშნა მან.

 

წყა­რო

 

უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში, იმპორტით შემოდის

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ , GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში, იმპორტით შემოდის.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ , GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში, იმპორტით შემოდის. მიზანი ქვეყანაში, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფაა.
„ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში, პირველი, ბანგლადეშში მდებარე, ის რამდენიმე საწარმო შემოწმდა, საიდანაც საქართველოს ბაზარზე, 35 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი შემოდის.
პროექტის ფარგლებში, პირველი, ბანგლადეშში მდებარე, ის რამდენიმე საწარმო შემოწმდა, საიდანაც საქართველოს ბაზარზე, 35 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი შემოდის. ინსპექტირების ფარგლებში, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ბანგლადეშში მდებარე Drug International Limited-ის სამ საწარმოში იმყოფებოდნენ. ადგილზე დეტალურად შემოწმდა წარმოების პროცესი, შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საწარმოო და ხარისხის კონტროლის ოპერაციები, მასალების მართვა და ყველა ის პროცედურა, რაც აუცილებელია საქართველოში მოქმედი GMP სტანდარტის დასაკმაყოფილებლად.
ინსპექტირებისას აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, განისაზღვრება გონივრული ვადა, მომდევნო ნაბიჯებს კი, რეგულირების სააგენტო, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მიხედვით განახორციელებს. რეგულირების სააგენტო, ბანგლადეშის შემდეგ, ინდოეთსა და უზბეკეთში მდებარე იმ საწარმოებს შეამოწმებს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში შემოდის.
იმპორტირებული მედიკამენტების მწარმოებელთა ინსპექტირება დამკვიდრებული პრაქტიკაა თურქეთსა და ევროპაში, რომლებთანაც, საქართველო, ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული GMP სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საწარმოები მოწმდება, ევროკავშირის მიერ აღიარებული სტანდარტების შესაბამისია.
ჯანდაცვის სამინისტრო, ეტაპობრივად, ქვეყანაში იმპორტირებული წამლების ყველა მწარმოებელი კომპანიის ინსპექტირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის GMP სტანდარტი, ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკა, სავალდებულო, 2022 წლის იანვრიდან გახდა“ – ნათქვამია განცხადებაში.

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დანერგვა, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დანერგვა, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობა და რეგულირების სააგენტოში გატარებული რეფორმების შედეგები – პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ჯავახაძემ დეპუტატებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საკომიტეტო მოსმენაზე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გატარებული რეფორმების მნიშვნელობასა და აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. დეპუტატებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და აღინიშნეს, რომ ცვლილებებმა, მოსახლეობის სამედიცინო კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატების შეკითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა, ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მხეიძემ და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა უპასუხეს.

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

„2024 წლის 1 იანვრიდან, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება“.

მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტომატოლოგიური კლინიკების სანებართვო სისტემაზე გადაყვანა და ის ახალი სტანდარტები რასაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც აქედან სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა, – განაცხადა სტომატოლოგიური დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ახალი სტანდარტების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანი თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაა.

თუ არსებული კანონმდებლობით, სტომატოლოგიური დაწესებულების გახსნა და საქმიანობა მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე იყო შესაძლებელი, ახალი წესით, რეგულირების სააგენტოს ეგზავნება შეტყობინება, მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში, შემოწმების შემდეგ, ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიცემა დადებითი დასკვნა, რაც კლინიკას საქმიანობის დაწყების უფლებას მისცემს.

გარდა ამისა, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. ცვლილებების მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ჰქონდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი.

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პერსონალის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ტრენინგები. ასევე – თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული დაწესებულებებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი მიმწოდებლები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ვერ უზრუნველყო, არ დასტურდება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის წამყვან კლინიკებში სრულ მკურნალობას. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში 13 ოჯახია ჩართული. სამი ბავშვი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ესპანეთის და თურქეთის კლინიკებში, ოთხ ბავშვთან დაკავშირებით კი კლინიკებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ მკურნალობას საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ხაზგასასმელია, რომ არცერთი ბავშვი საჭირო სერვისის გარეშე არ დარჩენილა. საჭიროების შემთხვევაში ოჯახმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. სახელმწიფო მზად არის, სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ყველა სამედიცინო მომსახურება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ონკოლოგიური ქირურგიის როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება

ონკოლოგიური ქირურგიის როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

„სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights