პოლარული ციალი ევროპის ქვეყნებიდანაც ჩანდა – დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური შტორმი ურტყამდა
ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ – ასევე, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც
2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონდე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ,- აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ასეთი პენსიონერების რაოდენობა დაახლოებით 400 ათასია.
„ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულებები არიან ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს ხელფასები გავუზარდეთ და პენსიამ 500-ს ლარამდე უკვე აიწია – 2012 წელს 110 ლარი იყო და ახლა, 500 ლარამდე გახდა. 2024 წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.
რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურაბ აზარაშვილს აქვს დაგეგმილი, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად, 300-იდან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგება. 2024 წელს ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ კიდევ უფრო გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა პრემიერმა.
კარგად გამოძინების შემდეგაც დაღლილობის შეგრძნება გაქვთ – აი, მიზეზი
ძილის დარღვევამ, კვება, და ფსიქიკურმა ჯანმრთელობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ძილის ხარისხზე.
ხშირად, როცა დაღლილი იღვიძებთ, მაშინაც კი, როცა საკმარისად გძინავს, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო:
უნდა გქონდეთ სათანადო გარემო, რათა დარწმუნდეთ, რომ საკმარისად გძინავთ და გარემო ფაქტორები არ აფერხებს თქვენს ძილს. ძილის ხარისხი, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რაოდენობა.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი საათი გეძინათ. თუ თქვენ ცუდად მიირთვით, დალიეთ ბევრი ყავა ან ენერგეტიკული სასმელი, არ დალიეთ საკმარისი რაოდენობით წყალი და არ იყავით ფიზიკურად აქტიური წინა დღეს, შესაძლოა, ძილის უამრავი საათის შემდეგაც კი დაღლილობა იგრძნოთ.
ასევე დიდი ხნის ძილით ვერ დაისვენებთ თუ თქვენ გვიან დაწექით დასაძინებლად. სხეულს ამ დროს მელატონინის სინთეზირება არ შეუძლია. ამან კი ბევრი სახის პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. საუკეთესო დრო დასაძინებლად არის 12 საათამდე ანდა ერთსა და იმავე დროს, რომ ძილის გარკვეული რეჟიმი გქონდეთ, მაქსიმუმ ერთი საათის დაგვიანებით.
ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში დაგეხმარებათ გაღვიძების შემდეგ თავი კარგად იგრძნოთ, მაშინაც კი, თუ 8 საათზე ნაკლები გეძინათ.
თუ დღის განმავლობაში გსურთ დასვენება, უმჯობესია 1-დან 3-საათამდე მონაკეთში და არავითარ შემთხვევაში ნახევარ საათზე მეტი. ფრო დიდხანს ძილი შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს, რადგან უფრო რთულია გაიღვიძოთ ღრმა ძილის შემდეგ, სწორედ ამიტომაც ხშირად უფრო დაღლილად გრძნობთ თავს.
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში
სუფთა სისხლი – სუფთა ღვიძლია! ადამიანის ორგანიზმის ამ მთავარ ორგანოს 600 წელი შეუძლია იმუშაოს. თუმცა, ადამიანი დაახლოებით 60 წელში ახერხებს მის განადგურებას. არასწორი კვება და ალკოჰოლი დიდ დარტყმას აყენებს მას.
ამ სტატიაში ნახავთ, როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში:
მოამზადეთ ქიშმიშის ნახარში, რომელსაც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების აქტივაცია შეუძლია, ამასთან, სისხლსა და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს. ეს არაჩვეულებრივი თვისებების მქონე პროდუქტია.
შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ქიშმიშის ფერს: აირჩიეთ უფრო ნატურალური, მუქი შეფერილობის. სუფთა, სწორი ფორმის, არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქიშმიში პრიალებს, ეს იმას ნიშნავს რომ სპეციალური ხსნარითაა დამუშავებული.
ქიშმიშის ნახარში საღამოს უნდა მოამზადოთ.
150 გრამი ქიშმიში კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ 2 ჭიქა ადუღებამდე მიყვანილ წყალში და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. დატოვეთ ნახარში მთელი ღამე.
დილით გადაწურეთ და ცოტა შეათბეთ. მიიღეთ დილით უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ, ისაუზმოთ. კარგი იქნება, თუ მოხარშული ქიშმიშს შვრიის ფაფას დაუმატეთ, ასე ძალიან სასარგებლო საუზმეს მიიღებთ.
ღვიძლის გაწმენდის პროცედურა რომ უფრო ეფექტური იყოს, თქვენს მენიუს დაუმატეთ ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, შავი ქლიავი, ისპანახი. სასარგებლოა ხორცისა და რძის პროდუქტების შეზღუდვა. თუ ქიშმიშის ნახარშს თვეში 4 დღე მაინც მიიღებთ, შედეგი ნამდვილად გექნებათ.
თუმცა, მითია, რომ ღვიძლის გაწმენდა გვიცავს ღვიძლის დაავადებისგან
პრევენციისთვის უმთავრესია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა:
????ალკოჰოლისთვის თავის არიდება ან ზომიერი მიღება;
????ჯანსაღი, ბალანსირებული, მრავალფეროვანი კვება – არ არსებობს ჯანსაღი საკვები, რომელიც „ცუდია“ ღვიძლისთვის და არ არსებობს საკვები, რომელიც „კარგია“ ღვიძლისთვის;
????რეგულარული ფიზიკური აქტივობა;
????მედიკამენტების თვითნებური მიღებისგან თავის შეკავება.
ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას ანელებს
აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება ტაი ჩი პარკინსონის დაავადების სიმპტომების გამოვლენას რამდენიმე წლით ანელებს. წერს BBC ჩინურ კვლევაზე დაყრდნობით
კვლევა შანხაის ჟაო ტონგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სპეციალისტებმა ჩაატარეს. ისინი 5 წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აკვირდებოდნენ. კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები: 147 ადამიანი ტაი ჩით რეგულარულად იყო დაკავებული, 187 კი არა.
კვლევით დადგინდა, რომ მათ, ვინც ტაი ჩით კვირაში ორჯერ მაინც იყო დაკავებული, ნაკლები გართულება და სიცოცხლის უკეთესი ხარისხი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ ვარჯიშობდა. ასევე პირველ ჯგუფში პარკინსონი ნაკლებად სწრაფად პროგრესირებდა, ვიდრე მეორეში. ამასთან, ტაი ჩით დაკავებულებს უკეთ სძინავთ. ეს შედეგი ადასტურებს წინა კვლევებს, რომლებიც ვარჯიშის სარგებელზე მიუთითებდა.
პარკინსონი თავის ტვინის პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ამ ეტაპზე არ იკურნება.
თბილისში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა თბილისში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს.
თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით.
თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.
როგორ შევინარჩუნოთ ფსორიაზის ხანგრძლივი რემისია?
დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი,ცირა ლეონიძე გადაცემაში “პირადი ექიმი”.
თემა: როგორ შევინარჩუნოთ ფსორიაზის ხანგრძლივი რემისია?
დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი,ცირა ლეონიძე ფსორიაზის შესახებ საუბრობს:
„ფსორიაზის დაავადების მკურნალობაში, პირველი არის, სისტემური მედიკამენტის შერჩევა, რომელიც უნდა იყოს ეფექტური ექიმისთვის და პაციენტისათვის, უნდა მოხდეს ინდივიდუალურად შერჩევა. მედიკამენტს უნდა ჰქონდეს ნაკლები გვერდითი ეფექტი და ამ მედიკამენტით მივიღოთ რაც შეიძლება ხანგრძლივი რემისია. ხანგრძლივი რემისია ზოგჯერ არის 10 წელი. რემისიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა მარტო ექიმზე, არამედ პაციენტზე, – როგორ აკეთებს პრევენციას.,,
როდესაც არის გამონაყარი ქერცლი, პირველ რიგში უნდა მოხდეს ქერცლის მოშორება პრეპარატებით. შემდეგ სხვადასხვა მედიკამენტის დახმარება. თუ მივაღწიეთ რემისია, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა დამატებითი დამატენიანებელი დამარბილებლები.,,
ხშირად ფსორიაზი იწყება ფრჩხილების დაზიანებით. ფრჩხილის დაზიანება არის წინაპირობა იმისა, რომ პაციენტს, შეიძლება, განუვითარდეს ფსორიაზული ართრიტი“
როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი ხათუნა გოგელია გადაცემაში “პირადი ექიმი”.
თემა: როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა
ადამიანი პარტნიორის საჭიროებებს აიგნორებს. გამუდმებით სარკაზმით, ან დაცინვით ეპყრობა მას, ვისთანაც ურთიერთობაშია. არის ისეთი მომენტი, როდესაც ქრონიკული დამცირება, კრიტიკა მიდის. შეიძლება, ადამიანი ყვირილით, მრისხანებით გამოხატავდეს თავის აზრს. შეიძლება, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდეს.
ფსიქოლოგიური ძალადობაც ტოქსიკური ურთიერთობაა. შეიძლება, ის კონტროლს ახორციელებდეს
– სად ხარ? როდის მოხვალ? რას აკეთებ?” – მოჭარბებული კონტროლი, რომელსაც ერთი მეორეს მიმართ გამოხატავს, დამთრგუნველია. ადამიანი თავს დამცირებულად გრძნობს, ქრონიკულად ცუდ გუნება-განწყობილებაზეა და ვერ ხსნის, რატომაა ასე. ქრონიკული დაძაბულობა აქვს, რომ რამე არ შეეშალოს და ამაზე შენიშვნა, მრისხანება არ მიიღოს. შესაძლოა, მას ასეთი რამ ოჯახში უნახავს და ჰგონია, რომ უნდა მოითმინოს და ეს ურთიერთობის ჩვეული ფორმაა.
კომუნიკაციის დეფიციტი ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია. ადამიანი არ კითხულობს, არ შემოდის კონტაქტში – არ ინტერესდება, როგორ გაატარე დღე, რამე ხომ არ გჭირდება. არ არის ელემენტარული კომუნიკაცია, რომლითაც ურთიერთობა მშვიდი და თანმიმდევრული ხდება.
არც ერთი მდგომარეობა თავისით არ გადაწყდება, საპასუხო, ახალი ქცევა თუ არ ჩაერთვება.
https://www.facebook.com/watch/?v=861978848894958
ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი
ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე გადაცემაში “პირადი ექიმი” ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე საუბრობს:
კლინიკა „ინოვაში“კონფერენცია „მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის ენდოკრინოლოგიური და ქირურგიული გამოწვევები“ გაიმართება
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებით 4-5 ნოემბერს კლინიკა ინოვაში ჩატარდება სამედიცინო კონფერენცია სახელწოდებით „მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის ენდოკრინოლოგიური ქირურგიული გამოწვევები „ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სამედიცინო ცენტრ ინოვას ექიმები ისე სპეციალისტები სხვადასხვა კლინიკებიდან .
სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, მის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დარგობრივი კონფერენციების ორგანიზება. კონფერენციაზე განხილული იქნება საინტერესო კლინიკური შემთხვევები, შესრულებული ქირურგიული ოპერაციები, ახალი თერაპიული და კლინიკური სტრატეგიები და მათი მნიშვნელობა მომავლის მედიცინაში.
მისამართი: ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, 6 (ყოფილი სანდრო ეულის ქ.).
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.
ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.
კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.
ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:
-
ინვიტრო განაყოფიერება
-
ინსემინაცია
-
დონაცია-სუროგაციის პროგრამები
-
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
-
ნეიროენდოკრინოლოგია
-
კონსერვატიული გინეკოლოგია
-
თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა
-
კონტრაცეპცია
ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით. მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.










