ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026

კვლევა – მეცნიერები აღმოაჩინეს მეორე ტიპის დიაბეტის მიზეზი

მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი დაავადებულია ტიპი 2 დიაბეტით. ჯერჯერობით უცნობია ის ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს ორგანიზმში ჰორმონ ინსულინის ფუნქციის ასეთ დარღვევას, რის გამოც სისხლში შაქრის დონის ბალანსი ირღვევა. შესაძლოა, ახალმა კვლევამ ამას ნათელი მოჰფინოს.

აშშ-ს ქეის ვესტერნ რეზერვის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს S-ნიტროსილაციისნ სახელით ცნობილი პროცესი, რა დროსაც აზოტოვანი ოქსიდი უნივერსალურ გადამტან მოლეკულად იქცევა. ის უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას უწყობს ხელს და თითქმის ყველა ტიპის ქსოვილში წარმოიქმნება. მას დიდი როლი აქვს როგორც ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ასევე სისხლძარღვების გაფართოებაში. აღნიშნული პროცესის დარღვევა პარკინსონთან, გაფანტულ სკლეროზთან, ნამგლისებრ უჯრედოვან დაავადებასთან და ასთმასთან ასოცირდება. ბოლო დროს კი ის მეტაბოლიზმის გარკვეულ ასპექტებთანაც დააკავშირეს. მეცნიერთა გუნდი აქამდეც ვარაუდობდა, რომ ამ სიაში დიაბეტიც უნდა ყოფილიყო, ახლა კი აღნიშნული ჰიპოთეზის განსამტკიცებელი მიგნება აქვთ.

ახალი ფერმენტი აღმოაჩინეს, – SCAN. ის აზოტოვან ოქსიდს სამიზნე ცილებზე მიმაგრებაში ეხმარება, მაგალითად, ინსულინის რეცეპტორებზე. ინსულინის მიმართ რეზისტენტულ ადამიანებსა და თაგვებში ეს ფერმენტი ჩვეულებრივზე მეტადაა გააქტიურებული, მისი გაუვნებლებისას კი ცხოველებში ტიპური სიმპტომები აღარ ვლინდება.

აზოტის ოქსიდი წარმოიქმნება თითქმის ყველა ტიპის უჯრედში და ქსოვილში და ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში და სისხლძარღვების გაფართოებაში. უფრო მეტიც, S-ნიტროზილირების დისრეგულაცია სულ უფრო და უფრო მეტად არის დაკავშირებული ჯანმრთელობის უამრავ მდგომარეობასთან, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება და ასთმა.

“აქ ჩვენ აღმოვაჩენთ ფერმენტს, რომელიც ათავსებს აზოტის ოქსიდს ინსულინის რეცეპტორებზე ინსულინის გასაკონტროლებლად. ფერმენტების ჭარბი აქტივობა იწვევს დიაბეტს. მაგრამ არსებობს შემთხვევა, როდესაც ბევრი ფერმენტი აზოტის ოქსიდს აყენებს ბევრ ცილას და, ამრიგად, მრავალი დაავადების ახალი სამკურნალო საშუალებაა.“

შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებაში აზოტოვანი ოქსიდის სიუხვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ, არაა გამორიცხული, SCAN-ის დაბლოკვით ამ დაავადებასთან შეწინააღმდეგების ახალი გზა მოვნახოთ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„პოსტ კოვიდის კიდევ ერთი არასასიამოვნო “სიურპრიზი” – ახალგარზდებში საკმაოდ მძიმე შედეგებით…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ პოსტ კოვიდი ახალგარზდებში საკმაოდ მძიმე შედეგებით…

„პოსტ კოვიდის კიდევ ერთი არასასიამოვნო “სიურპრიზი”… ახალგარზდებში ახალი, საკმაოდ მძიმე შედეგებით…

ვაქცინაცია არ გვინდა (არც იქნება ქვეყანაში)
პირბადე არ გვინდა (გვეზარება)
საბოლოოდ საავადმყოფოებს მიაწყდება ხალხი…
ვინმე ფიქრობს ექიმებზე?!
ჯანმრთელობას გისურვებთ“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

პირველად მსოფლიოში – მოზარდს კოვიდ 19-ის საფუძველზე ხმის იოგების დამბლა დაუდგინდა

კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, 15 წლის ჯან­მრთელ გო­გო­ნას სუნ­თქვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.

ვირუს­მა გოგონას ხმის იო­გე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. კო­ვი­დით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჯან­მრთელ გო­გო­ნას სუნ­თქვის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და დას­ჭირ­და ქი­რურ­გი­უ­ლი ტრა­ქე­ოს­ტო­მია – სუნ­თქვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. კო­ვი­დის გავ­ლე­ნამ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, შე­იძ­ლე­ბა ხმის დამ­ბლა გა­მო­იწ­ვი­ოს.

შესაძლოა, ხმის იო­გე­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა ვირუ­სის ნე­ი­რო­პა­თი­უ­რი შე­დე­გი იყოს

გო­გო­ნას ას­თმი­სა და შფოთვის ის­ტო­რია ჰქონდა, მის­ცეს სტე­რო­ი­დე­ბი და ბრონ­ქო­დი­ლა­ტო­რე­ბი სა­ეჭ­ვო ას­თმის შე­ტე­ვის­თვის, მაგ­რამ ეს მას არ და­ეხ­მა­რა. ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გებ­მა კვლავ შე­ა­მოწ­მეს მისი ვო­კა­ლუ­რი იო­გე­ბი და ამ­ჯე­რად და­ად­გი­ნეს ორ­მხრი­ვი ვო­კა­ლუ­რი დამ­ბლა, მაგ­რამ დამ­ბლის მი­ზეზს მა­ინც ვერ მი­აკ­ვლი­ეს.

ეს არის მოზარდში ვოკალური ტვინის დამბლის პირველი შემთხვევა COVID-19 დიაგნოზის შემდეგ.

ვირუსს აქვს ცნობილი ნევროლოგიური გართულებები, მათ შორის თავის ტკივილი, კრუნჩხვები და პერიფერიული ნეიროპათია“, – წერენ ოტოლარინგოლოგები დანიელ ლაროუ და კრისტოფერ ჰარტნიკი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის Mass Eye and Ear-დან.

ექი­მებ­მა და­ას­კვნეს, რომ მო­ზარ­დის COVID-19 ინ­ფექ­ცი­ამ, შე­ა­სუს­ტა მისი ვო­კა­ლუ­რი იო­გე­ბი და შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს ყო­ფი­ლი­ყო მისი და­ბუ­ჟე­ბი­სა და სი­სუს­ტის მი­ზე­ზი. სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და და­ე­ნა­ხა, შე­ეძ­ლო თუ არა სუნ­თქვა ტრა­ქე­ოს­ტო­მი­ის გა­რე­შე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მე-15 თვემ­დე მან და­მო­უ­კი­დებ­ლად სუნ­თქვა ვერ შეძ­ლო…

წყა­რო

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ორგანოს გადანერგვისთვის სასამართლოს თანხმობა იქნება საჭირო…

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად. 2015 წლიდან კანონში შესული ცვლილებით, დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვ. ამ შემთხვევაში ნებართვას გადანერგვის წარმოებაზე იძლევა სასამართლო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში – ჯანდაცვის სამინისტრო.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია“

37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია და ვფიქრობ ეს მოდელი თავის შედეგებს დაგვანახებს მომავალში, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.

„ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პერსონალის გადამზადება, კლინიკური ბაზების ჩამოყალიბება და ეს რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ყველას გვესმის, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ეს სერვისი და მუდმივად დამოკიდებული არ ვიყოთ უცხო ქვეყნის კლინიკებზე. ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის ტრენინგის მიმართულებით,

რასაც დიდი დრო ჭირდება. ხდება კლინიკების მოძიება და აქედან რეზიდენტურის პროგრამაზე ახალგაზრდა კადრების გაგზავნის მიმართულებით მუშაობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას გამართული, პედიატრიული ონკოლოგიური სერვისი, რისთვისაც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„გილოცავთ! ზუსტად ასეთი ძლიერი და ხარისხზე ორიენტირებული კლინიკები, როგორიც არის მედცენტრი, ირჩევენ აკრედიტაცია კანადას“

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის ექიმებს ბატონ სოსო მარგალიტაძეს და ქალბატონ ქეთი ასანიძეს “წლის ექიმის” ჯილდო გადაეცათ.

„წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას გისურვებთ, ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე და მადლიერი პაციენტი ყოფილიყოს თქვენს ანგარიშზე“, – ულოცავენ კლინიკის ხელმძღვანელები.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მედცენტრის ექიმებს ბატონ სოსო მარგალიტაძეს და ქალბატონ ქეთი ასანიძეს “წლის ექიმის” ჯილდოს მიღებას ულოცავს:
„გილოცავთ!
ზუსტად ასეთი ძლიერი და ხარისხზე ორიენტირებული კლინიკები, როგორიც არის მედცენტრი / MedCenter ირჩევენ აკრედიტაცია კანადას Accreditation Canada“.
მედცენტრი ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი.

საქართველოში პირველად კატას კიდურის პროტეზირება ჩაუტარდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, კა­ტის კი­დუ­რის პრო­ტე­ზი­რე­ბის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვე­ტე­რი­ნა­რი­ის პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კის ქი­რურ­გმა ლაშა-გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს.

“ეს არის ფისო ჰა­ი­ა­ტი. მას სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვე­ტე­რი­ნა­რულ კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და კი­დუ­რის პრო­ტე­ზი­რე­ბა, რაც პირ­ვე­ლად გა­კეთ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჰა­ი­ა­ტის ჩა­უ­ტარ­და უკა­ნა კი­დუ­რის პრო­ტე­ზი­რე­ბა ინ­ტრა­მე­დუ­ლა­რუ­ლი მაბ­ლო­კი­რე­ბე­ლი ღერ­ძით – ITAP

ამ­ჟა­მად, პა­ცი­ენ­ტი გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მაგ­რამ უკვე იყე­ნებს ახალ თათს. ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვე­ტე­რი­ნა­რი­ის პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბულ­მა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი კლი­ნი­კის ქი­რურ­გმა ლაშა-გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძემ.

დამ­ხმა­რე ქი­რურ­გი იყო ასე­ვე აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ტია. პრო­ტე­ზი არის ანა­ტო­მი­უ­რი, რაც ნიშ­ნავს, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ამ პა­ცი­ენ­ტის­თვის არის და­ბეჭ­დი­ლი ტი­ტა­ნის­გან. პრო­ტე­ზის გარე ნა­წი­ლის დამ­ზა­დე­ბა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო” – წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სტამბოლში, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა გაიმართა

სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა, რომლის მიზანია აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

„ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 273-ია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით.

შეხვედრაზე, გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფლის გარკვევაში მიღწეული შედეგების გარდა, ყურადღება გამახვილდა სამარხების შესახებ შემდგომი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესს. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში დღემდე 1870 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და, შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი.

აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. მონაწილეთა შორის არსებული სრულიად ჰუმანიტარული დიალოგი და საკოორდინაციო მექანიზმში მათი მუდმივი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენისთვის. გარდა დიალოგისა, მოძიებისა და ამოცნობის, ასევე ოჯახების მხარდაჭერის პროცესში ყველა მონაწილის აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროცესის შემდგომი ეფექტურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„ტყვიის ზედამხედველობის ღონისძიებები აჭარის რეგიონში’’

„დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა თემაზე – „ტყვიის ზედამხედველობის ღონისძიებები აჭარის რეგიონში’’.
კონფერენციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე და პროგრამებში ჩართული სამედიცისნო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა და მოადგილე – ნონა ეფაძემ, თემებზე:
• აჭარის ა. რ. დაფინანსებით მიმდინარე ტყვიაზე კვლევის პროგრამული ღონისძიებები
• ტყვიის ზედამხედველობის სისტემის დანერგვის პილოტური პროექტის მიმდინარეობა და გამოწვევები.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი, სახელმწიფოს პრიორიტეტია…“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია გადაცემაში „მოამბე“
„2024 წელს, სახელმწიფო პენსია გაიზრდება.
70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კი თითქმის 500 ლარს მიაღწევს;
70 წლამდე პირთა პენსია გახდება 315 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარი;
ამისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდ 930 მილიონია გამოყოფილი და მომავალი წლიდან, გაზრდილ პენსიას 835 000 პენსიონერი მიიღებს“, – განაცხცადა თამარ ბარკალაიამ.
მისი თქმით, ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა და ოჯახების გაძლიერება სახელმწიფოს პრიორიტეტია, რისთვისაც გასულ და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვის სოციალური გასაცემელი. ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი 200 ლარია.
„საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი უმუშევრობიდან ღია შრომის ბაზარზე დასაქმებისაკენ ხიდის როლის შესრულებაა. ამ ეტაპზე, დასაქმების პროგრამაში, 33 000 ადამიანია დასაქმებული. პარალელურად, დასაქმების სახელმწიფო სააგენტო, აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველებთან და სხვა დასაქმების მაძიებლებთან, იმისათვის, რომ მათ ღია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები შესთავაზოს“, – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights