ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა თბილისში, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი გახსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. თავშესაფარი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოემსახურება ძალადობის მსხვერპლ ქალებს და მათზე დამოკიდებულ პირებს.
თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით, ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციით, სამართლებრივი მომსახურებით და სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებით.
თავშესაფარი გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.
თემა: როგორ შევინარჩუნოთ ფსორიაზის ხანგრძლივი რემისია?
დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი,ცირა ლეონიძე ფსორიაზის შესახებ საუბრობს:
„ფსორიაზის დაავადების მკურნალობაში, პირველი არის, სისტემური მედიკამენტის შერჩევა, რომელიც უნდა იყოს ეფექტური ექიმისთვის და პაციენტისათვის, უნდა მოხდეს ინდივიდუალურად შერჩევა. მედიკამენტს უნდა ჰქონდეს ნაკლები გვერდითი ეფექტი და ამ მედიკამენტით მივიღოთ რაც შეიძლება ხანგრძლივი რემისია. ხანგრძლივი რემისია ზოგჯერ არის 10 წელი. რემისიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა მარტო ექიმზე, არამედ პაციენტზე, – როგორ აკეთებს პრევენციას.,,
როდესაც არის გამონაყარი ქერცლი, პირველ რიგში უნდა მოხდეს ქერცლის მოშორება პრეპარატებით. შემდეგ სხვადასხვა მედიკამენტის დახმარება. თუ მივაღწიეთ რემისია, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა დამატებითი დამატენიანებელი დამარბილებლები.,,
ხშირად ფსორიაზი იწყება ფრჩხილების დაზიანებით. ფრჩხილის დაზიანება არის წინაპირობა იმისა, რომ პაციენტს, შეიძლება, განუვითარდეს ფსორიაზული ართრიტი“
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი ხათუნა გოგელია გადაცემაში “პირადი ექიმი”.
თემა: როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანთან ტოქსიკური ურთიერთობა
ადამიანი პარტნიორის საჭიროებებს აიგნორებს. გამუდმებით სარკაზმით, ან დაცინვით ეპყრობა მას, ვისთანაც ურთიერთობაშია. არის ისეთი მომენტი, როდესაც ქრონიკული დამცირება, კრიტიკა მიდის. შეიძლება, ადამიანი ყვირილით, მრისხანებით გამოხატავდეს თავის აზრს. შეიძლება, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდეს.
ფსიქოლოგიური ძალადობაც ტოქსიკური ურთიერთობაა. შეიძლება, ის კონტროლს ახორციელებდეს
– სად ხარ? როდის მოხვალ? რას აკეთებ?” – მოჭარბებული კონტროლი, რომელსაც ერთი მეორეს მიმართ გამოხატავს, დამთრგუნველია. ადამიანი თავს დამცირებულად გრძნობს, ქრონიკულად ცუდ გუნება-განწყობილებაზეა და ვერ ხსნის, რატომაა ასე. ქრონიკული დაძაბულობა აქვს, რომ რამე არ შეეშალოს და ამაზე შენიშვნა, მრისხანება არ მიიღოს. შესაძლოა, მას ასეთი რამ ოჯახში უნახავს და ჰგონია, რომ უნდა მოითმინოს და ეს ურთიერთობის ჩვეული ფორმაა.
კომუნიკაციის დეფიციტი ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია. ადამიანი არ კითხულობს, არ შემოდის კონტაქტში – არ ინტერესდება, როგორ გაატარე დღე, რამე ხომ არ გჭირდება. არ არის ელემენტარული კომუნიკაცია, რომლითაც ურთიერთობა მშვიდი და თანმიმდევრული ხდება.
არც ერთი მდგომარეობა თავისით არ გადაწყდება, საპასუხო, ახალი ქცევა თუ არ ჩაერთვება.
ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე გადაცემაში “პირადი ექიმი” ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე საუბრობს:
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებით 4-5 ნოემბერს კლინიკა ინოვაში ჩატარდება სამედიცინო კონფერენცია სახელწოდებით „მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის ენდოკრინოლოგიური ქირურგიული გამოწვევები „ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სამედიცინო ცენტრ ინოვას ექიმები ისე სპეციალისტები სხვადასხვა კლინიკებიდან .
სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, მის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დარგობრივი კონფერენციების ორგანიზება. კონფერენციაზე განხილული იქნება საინტერესო კლინიკური შემთხვევები, შესრულებული ქირურგიული ოპერაციები, ახალი თერაპიული და კლინიკური სტრატეგიები და მათი მნიშვნელობა მომავლის მედიცინაში.
მისამართი: ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, 6 (ყოფილი სანდრო ეულის ქ.).
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.
ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.
კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.
ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:
ინვიტრო განაყოფიერება
ინსემინაცია
დონაცია-სუროგაციის პროგრამები
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
ნეიროენდოკრინოლოგია
კონსერვატიული გინეკოლოგია
თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა
კონტრაცეპცია
ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით. მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
„აკრედიტაცია კანადა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 15,000-მდე ორგანიზაციას დაეხმარა, რომ დანერგონ საერთაშორისო სტანდარტი თავიანთ სამედიცინო დაწესებულებებში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
აკრედიტაცია კანადა მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას – „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ (ბრძანება №4/ნ 2023 წლის 26 იანვარი), დამზად არის ხელი შეუწყოს სამედიცინო დაწესებულებებს ამ პროცესში. „აკრედიტაცია კანადა“ შესულია სამინისტროს მიერ ჩამოთვლილ ორგანიზაციათა სიაში (მუხლი 1 ნაწილი 2, პუნქტი ა/ Accreditation Canada).
„აკრედიტაცია კანადა“ არის გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს – „ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრიდა მინიჭებული აქვს აკრედიტაცია, ბოლო განახლება 2022-2026.
(ბრძანების მუხლი 1, პუნქტი ა.ა)მინისტრის ბრძანების მე-2 მუხლი განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია შერჩეულ აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების სახით, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესს.
„აკრედიტაცია კანადა“ ითვალისწინინებს ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს და საქართველოდან განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 1 დეკემბრამდე, რათა ყველა განცხადების შესაბამისი კონტრაქტის დასრულება შესაძლებელი გახდეს მინისტრის ბრძანებაში მითითითებულ ვადებში (2023 წლის 31 დეკემბერი).
ზემოთ ხსენებული ბრძანების 1-ლი მუხლის მიხედვით, 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვროს დაწესებულება, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია.
ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, „აკრედიტაცია კანადამ“ მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნა ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც არის დაკომპლექტებული უმაღლესი გამოცდილების ქართველი ექსპერტებით, რომლებიც არიან მომზადებულნი „აკრედიტაცია კანადას“ სტანდარტების მიხედვით.
ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი მაქსიმალურად შეამცირებს აკრედიტაციისათვის მოსამზადებელ დროს (ყველა კომუნიკაცია იქნება ქართულ ენაზე, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება მაქსიმუმ 24 საათში, ქართულენოვანი ქოლ-ცენტრი, ოფისები (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში), პირადი მრჩეველი მიმაგრებული თითოეულ დაწესებულებას, რეგულარული შეხვედრები უშუალოდ დაწესებულებაში), რათა საავადმყოფოებმა შეძლონ გაიარონ აკრედიტაცია 2025 წლის 1 იანვრამდე.
აკრედიტაცია კანადის შესახებ:
„აკრედიტაციაკანადას“ გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში. იგი წარმოდგენილია 1000+ დარგის ექსპერტისგან, 35+ ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული აქვს 12,000 სამედიცინო დაწესებულება.
როგორ დავიწყოთ აკრედიტაციის მოსაპოვებლად მოსამზადებელი პროცესი:
დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge, ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად შეავსებს განაცხადის ფორმას
დაახლოებით ერთ კვირაში თქვენ მიიღებთ სახელშეკრულებო წინადადებას
ხელშეკრულების ხელმოწერიდან, იქ გაწერილი პირობების მიხედვით, იწყება აკრედიტაციის მოსამზადებელი პროცესი.
აკრედიტაციისთვის მოსამზადებელი პროცედურებია:
სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და პერსონალთან იმართება შეხვედრები და ტარდება ტრენინგი, რაც მოიცავს სტანდარტებისა და პროცედურებისა და აკრედიტაცია კანადის ელექტრონული ინსტრუმენტის გაცნობას.
სამედიცინო დაწესებულების ხარისხის გუნდისთვის ხდება რჩევების მიცემა, რათა შეაფასონ სამედიცინო დაწესებულები ძირითადი ხარვეზების გამოსავლენად და მოახდინონ შეფასების ანგარიშის სწორი ინტერპრეტაცია.
რეგულარული, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება სამედიცინო დაწესებულებაში ხარისხის გუნდთან. რჩევები მიეცემათ მიწოდებისა და აკრედიტაცია კანადის ინსტრუმენტებსა და სტანდარტებში გასარკვევად.
სამედიცინო დაწესებულებას მასზე მიმაგრებული ერთი პირი ეყოლება, რომელიც გამოყოფილი იქნება საქართველოში აკრედიტაცია კანადის მრჩეველთა გუნდიდან.
სამედიცინო დაწესებულების ხარისხის გუნდის ლიდერს შესაძლებლობა ექნება რეგულარულად დაუკავშირდეს აღნიშნულ პირს.
რეგულარული შეხვედრები გაიმართება ადგილობრივ მრჩეველთა გუნდთან და აკრედიტაცია კანადის წარმომადგენელთან საქართველოში.
ინფორმაციას დეტალურად გააცნობენ, აკრედიტაცია კანადის სტანდარტებისა და საქართველოს არსებული კანონმდებლობის/რეგულაციების/სტანდარტების აკრედიტაცია კანადის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
საერთაშორისო აკრედიტაციის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის წევრი კლინიკის ,,ჯეო ჰოსპიტალსის” წარმომადგენელი ნათია ნოღაიდელი საუბრობს:
„აკრედიტაცვიის გავლა საქართველოში კლინიკებისთვის ძალიან რთული არ იქნება. რა თქმა უნდა, მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა.
აკრედიტაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოეთხოვება კლინიკებს, რომელთაც სურთ მიაწოდონ მომსახურება სახელმწიფო პროგრამის, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის კარგად აპრობირებული მექანიზმი იმიტომ, რომ ბევრ ქვეყანაში აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, თუმცაღა როდესაც კლინიკას უნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს დაფინანსება, დაფინანსდეს მათ მიერ წარმოებული სერვისები, ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიარო აკრედიტაცია, რომ გქონდეს ხარისხის გარე შეფასების მექანიზმი“
უცნაური ბავშვია – ასეთი შეფასება ალბათ თქვენც არაერთხელ გსმენიათ ვინმეზე. როდის არის უცნაური ქცევა ფსიქიკური პრობლემის ნიშანი და სპეციალისტთან მისვლის მიზეზი?
მაგალითად, შიზოფრენია, ისევე როგორც აუტიზმი, თანდაყოლილი დაავადებაა, თუმცა თანმხლები არახელსაყრელი ფაქტორები მის განვითარებაზე ზეგავლენას ახდენენ. მაგალითად, შიზოფრენია მემკვიდრეობითია. დაავადება შეიძლება განვითარდეს, ან შეიძლება რაღაც უცნაურობის დონეზე დარჩეს. ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ რა პირობებში ცხოვრობს ადამიანი. თუ ძლიერი ან მუდმივი სტრესი არ ექნება, ჯერ უცნაურობების მქონე ბავშვად ჩათვლიან, შემდეგ უხეშ მოზარდად, შემდეგ ახირებულ მოხუცად და ყველაფერი ამ დონეზე დარჩება ან ყველაფერი ნამდვილ დაავადებად იქცევა.
არ არის საჭირო ფსიქიატრების შიში. არცერთი ექიმი არ აპირებს ბავშვის დაზიანებას. მაგრამ ბავშვთა შიზოფრენიის მკურნალობის დაგვიანებამ ნამდვილად შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.
სტუმარი: ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი – მაკა რუხაძე
თემა: ვირუსული ინფექციები, ალერგია, ასთმა
„შეიძლება, გაჭედილი ცხვირის მიზეზი იყოს ფიზიკური ფაქტორი. ცივი ჰაერის მოხვედრისას, ცხვირის ობსტრუქციას აქვს ადგილი.
გაჭედილი ცხვირი შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებით, – რინოვირუსით, რომელსაც ახასიატებს ცხვირის გაჭედვა და სურდო. მიზეზი შეიძლება რესპირატორული ვირუსი, სინციტიური, კოვიდი, ასევე გრიპი. ვირუსს თან შეიძლება დაერთოს გართულებებიც, ბაქტერიული ინფექციის სახით. ბაქტერიული ინფექციის არსებობის შემთხვევაშიც გამოხატულია ცხვირიდან ჩამონადენი.
როდესაც გათბობა ირთვება სახლში, დგება კარშიდა ალერგენების გამრავლების აქტიური პერიოდი – ოთახის მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველის ბეწვი, ფრინველის ბუმბული და სოკოვანი ალერგენები, კედელზე, აბაზანაში წარმოდგენილი ობის სოკოები. სოკოს სპორების და მტვრის წყარო ხშირად ხდება სახლში არსებული მცენარეებიც“, – განაცხადა მაკა რუხაძემ.
მისი თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჰაერის დაბინძურება, რაც მნიშვნელოვანია გლობალური დათბობის კუთხით.
„შეიძლება, ვირუსის მწვავედ დაწყებას ახლდეს ტემპერატურული რეაქცია, ინტოქსიკაციის გამოვლინება, დიარეა, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება. აღნიშნული გამოვლინებები კი საერთოდ არ ახასიათებს ალერგიულ რეაქციას. მნიშვნელოვანია ხანგრძლივობაც. ვირუსს 7-10 დღის მეტი ხანგრძლივობა არ ახასიათებს. ალერგია ძალიან ხანგრძლივია, 10 დღე კი არა, თვეები გრძელდება.
რინიტის დროს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება შეიძლება მწვავედ, ქრონიკულად გამოვლინდეს. თუ ეს პრობლემები 12 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ქრონიკული რინიტის განმარტებაც ეს არის. რინიტი შეიძლება იყოს როგორც ალერგიული, ისე ინფექციური, ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი პრობლემებით განპირობებული და შეიძლება იყოს არაინფექციური რინიტებიც. ასეთი რინიტების ფენოტიპები კი ძალიან დიდია, არსებობს მედიკამენტური, სენილური რინიტები, ე.წ. მოთხილამურის ცხვირი, ცივი ჰაერით განპირობებული, გუსტატორული, კვებითი რინიტები. თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ არსებობს 50 % იდიოპათიური რინიტებისა.
შეიძლება, ალერგიული რინიტი იყოს სეზონური და პერინიალური, – იყოს მთელი წლის განმავლობაში. პერინიალური რინიტის გამომწვევები სწორედ ჩვენს მიერ დასახელებული ოთახის მტვრის ტკიპები, სოკოები, შინაური ცხოველების ეპითელიუმი გახლავთ“ – აღნიშნა მაკა რუხაძემ.
მისივე თქმით, შეიძლება, ალერგიულ ადამიანს, დაერთოს ვირუსული ინფექცია და თუ ვირუსული ინფექცია ბაქტერიული ინფექციით გართულდება, ის გახანგრძლივდება.
„ალერგიული რინიტის დროს ალერგოლოგი ყოველთვის იძლევა რეკომენდაციას, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ ვიმკურნალოთ, როგორ მოხდეს პრევენცია, რომ ხშირად გამოირეცხოს ცხვირის ლორწოვანი, ჩაიტაროს იგივე ზღვის წყლის პროცედურა. ეს უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ცხვირის ღრუს სანაცია მოხდეს. შეიძლება, მათ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ამ დაავადებების პრევენციაში და მკურნალობის რეჟიმში.
ცხვირიდან გამონადენი თუ არის ჭარბად წყალივით, უხვი და მწვავე და პლუს დართული აქვს ინტოქსიკაციის, ტემპერატურული რეაქცია, მაშინ იქ ნამდვილად რაღაც ვირუსული ინფექციით მიმდინარე პროცესია. თუ ვირუსული ინფექციიდან შემდგომ ბაქტერიულში გადადის, ეს ჩამონადენი შეფერილი ხდება. თუ ჩამონადენი არის ბლანტი, მოყვითალო ელფერის, ეს მიგვითითებს, რომ სახეზეა ბაქტერიული ინფექცია.
თუ გამჭვირვალე გამონადენი დიდხანს გრძელდება და თუ მას ერთვის გახშირებული ცემინება, ცხვირის და თვალის ქავილი, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, სპაზმური ხასიათის ხველა, მაშინ საქმე ალერგიასთან გვაქვს.
შეიძლება, ხველა ვირუსულ ინფექციასაც მოჰყვეს, მაგრამ როდესაც ხველა იწყება, ჩვენ აქ სიმპტომურად ხველას კი არ უნდა ვუმკურნალოთ, არამედ მისი გენეზი და მიზეზი უნდა გავიგოთ.
ბავშვს ხველა თუ უგრძელდება, თუმცა ის გამოკვლეულია და მას არ აქვს ატოპიური, მემკვიდრული, ალერგიული განწყობა, არ ჰყავს ალერგიული მშობლები, არც ბავშვობაში ჰქონია ისეთი ალერგიული გამოვლინებები, როგორიცაა კვებითი ალერგია, ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი და ეს ალერგიული მარში არ შეინიშნებოდა, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში, რეინფექციასთან გვაქვს ხოლმე საქმე“, – განაცხადა მაკა რუხაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ასთმას თუ ჩვენ სწორად მივუდგებით და სწორ დიაგნოსტიკას ვაკეთებთ, კონტროლირებადია.
„ალერგიულ რინიტს და ასთმას შორის ურთიერთკავშირი არსებობს, სტატისტიკაც მოწმობს, რომ ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს 70-80%-ში ასთმაც შეიძლება განუვითარდეთ, თუ ის კონტროლირებული არ იქნება. ასევე, თუ არის ასთმა, 40-50 %-ში იქაც შესაძლებელია, მას ალერგიული რინიტი დაერთოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პრობლემის დროული ამოცნობა, ექიმი-სპეციალისტისთვის დროულად მიმართვა, დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
როგორც ვირუსული ინფექციების დროს, ისე ალერგიის შემთხვევაში, ერთ-ერთი საპროფილაქტიკო საშუალება და იარაღი ვაქცინაციაა.
ალერგიული პრობლემის დროს, გარდა სამკურნალო მედიკამენტებისა, აქაც არის სხვა გზა, ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია. ეს სწორედ ის იარაღია, რომელიც ჩვენ გვიცავს და ამ დაავადების სწორად მკურნალობის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა მაკა რუხაძემ.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
ჯანდაცვის ცნობით, „ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.
სეზონური გრიპის მართვა 1940-ანი წლებიდან, ვაქცინის დამსახურებით გახდა შესაძლებელი. ამის გამო შესაძლოა გრიპის ვირუსი სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვათ, თუმცა, ზამთარში მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია.