რა არის ბადურის ჩამოცლა?
შესაძლოა, ეს სიმპტომი საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი იყოს
შესაძლოა, მუცლის მუდმივი შებერილობა საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. წერს ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდნობით.
„მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს“, – განმარტეს ექსპერტებმა.
მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.
საკვერცხის კიბოს ხშირად „ჩუმ დაავადებას“ უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.
„ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხშირად მესმის თქვენგან ეს პრეტენზია…“
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, თავი შეიკავონ ბავშვებისთვის .ე.წ. სნექების მიცემისგან.
„ჩემს შვილს მადა არ აქვს”, ხშირად მესმის თქვენგან ეს პრეტენზია, ღრმა ჩაკითხვის შემდეგ აღმოჩნდება, რომ დღის განმავლობაში ბავშვი უხვად იღებს ცომეულს და სხვადასხვა სნექებს კვებათა შორის, ამიტომ თუ დღის მენიუზე უარს ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს უმადობას და არც გასაკვირია, პატარა დანაყრებულია, შეეცადეთ არ მისცეთ ეს ორგანიზმისთვის უსარგებლო პროდუქტები კვებათა შორის, თუ ამ პრინციპს განახორციელებთ, თანდათან გამოსწორდება კვების რეჟიმიც, თუმცა თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ შედეგი აუცილებლად დადგება” – წერს პედიატრი.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
აპირებს თუ არა მთავრობა სახელმწიფო პროგრამით ყველა წამალი თავად შეისყიდოს? – მინისტრის პასუხი
სახელმწიფო ძვირად ღირებულ, ინოვაციურ მედიკამენტებს მწარმოებლისგან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იყიდის. პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სახელმწიფომ ფარმაცევტული ბიზნესი ონკომედიკამენტების მაღალი ფასნამატით რეალიზებაში დაადანაშაულა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„მაპატიეთ ბატონო მინისტრო, მაგრამ არ დაგეთანხმებით“ – გიორგი ფხაკაძე ზურაბ აზარაშვილს
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას ეხმაურება:
„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა საფრთხეებზე საუბრობს გიორგი ფხაკაძე…
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია!
„ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია!
პიკი იქნება თებერვლის დასაწყისში!
მდიდრები ისევ იცრებიან, ღარიბები ვერა!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე“ – ზურაბ აზარაშვილი
“შეუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ და ამტკიცონ თავისი სიმართლე, თუმცა ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სპეციალური ბაზებიც კი შევქმენით, ყოველდღიურ მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ისე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე“
„ფარმაცევტულ კომპანიებს შეუძლიათ, სასამართლოში გაასაჩივრონ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით იყო შეთანხმებული ქმედება კომპანიებს შორის, რათა ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე, ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი არგუმენტი, რაც სააგენტოს განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა.
„შეუძლიათ, გაასაჩივრონ სასამართლოში და ამტკიცონ თავიანთი სიმართლე.
ამ კომპანიებს შორის იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ხელოვნურად გაზრდილი ფასების საფუძველზე ბიუჯეტიდან რომ მოიმხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ გაძვირებული იყო მედიკამენტები და პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგანმ ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა…
ზოგ შემთხვევაში ნახეთ, რომ სამჯერ და ოთხჯერ იყო გაძვირებული მედიკამენტები. სამწუხაროდ, ეს პაციენტები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც წარმოვადგინეთ კონკურენციის საგენტოში ჯერ კიდევ გასული წლის მარტის თვეში.
ცხადია, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი ამ კომპანიების მხრიდან კონკურენციის სააგენტოში, რაც კონკურენციის სააგენტოს მისცემდა განსხვავებული მსჯელობის შესაძლებლობას. ასეთი ფაქტი, სამწუხაროდ, საბოლოოდ დადასტურდა. მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღარ განმეორდება, თუმცა მაქსიმალურად ყურა,ედდღებით ვართ. ამისთვის სპეციალური ბაზებიც კი გვაქვს შექმნილი. ყოველდღიურად მონიტორინგს ვუწევთ როგორც ონკოლოგიური, ასევე ნებისმიერი მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, აგრეთვე მათ ნაშთებს ხელოვნური დეფიციტის არშექმნის მიზნით, რომ მოვახდინოთ ამის პრევენცია. ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, ონკოლოგიური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ვალდებულებას უკვე ეტაპობრივად, ამ წლიდან სახელმწიფო იღებს მთლიანად. მწარმოებლებთან პირდაპირი კონტრაქტებით ჩვენ შევძელით, რომ გარკვეულ მედიკამენტებს უკვე იანვრიდან მივაწვდით პაციენტებს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“
„ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ – კლინიკები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია.
„გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმეკომპონენტიანი ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიის მეშვეობით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არაა. ძირითადად, ეს ვირუსი შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში, თუმცა არაფერ განსაკუთრებულს და ისეთს, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ – განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამ მხრივ არანაირი საშიშროება არ არსებობს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi










