შაბათი, მაისი 9, 2026

პიკს 2025 წლისთვის ვარაუდობენ – “მზის შტორმმა”, შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით, სერიოზული პრობლემები შექმნას

მზე ჩვენი მარადიული თანამგზავრია. ის საათივით ზუსტია და მისი ხილული გზა ცაზე, დროის გაზომვის საშუალებას გვაძლევს.

მზე და მისი გზა დედამიწის სეზონების წყაროც არის. თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენი მზე სულაც არაა მშვიდი და უცვლელი.

მეცნიერების აზრით, მზეზე დიდი ცვალებადობა და აქტივობები მიმდინარეობს. კაშკაშა აფეთქებები, რომლებსაც ანთებებს უწოდებენ, რეგულარულად იწვევს უზარმაზარი რადიაციის გამოყოფას. პერიოდულად ჩნდება, მოძრაობს, იცვლება და ქრება ბნელი, ცივი რეგიონები, რომლებსაც მზის ლაქებს უწოდებენ. მძლავრი ამოფრქვევების შედეგად, მზე კოსმოსში ასევე ისვრის მატერიას; ამ პროცესს მზის ნაწილაკების მოვლენას (იგივე მზის რადიაციული შტორმი) უწოდებენ.

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

SheniEkimi.ge

ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს

ოქსფორდში ქირურგებმა ბრიტანეთში საშვილოსნო ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩაატარეს. წერს BBC .

34 წლის ქალს თავისი 40 წლის დის ორგანო გადაუნერგეს. მათი ვინაობა არ ხმაურდებოდა. ოპერაციას 17 საათის განმავლობაში ექიმების 20-კაციანი ჯგუფი ატარებდა. მათი თქმით, ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა, ოპერაციიდან 2 კვირაში პაციენტს პირველი მენსტრუაციაც დაეწყო.

ქალი იშვიათი მდგომარეობით, – მეიერ-როკიტანსკი-კიუსტერ-ჰაუსერის პირველი ტიპის სინდრომით დაიბადა, რა დროსაც საშვილოსნო ან არ აქვთ, ან განუვითარებელია, საკვერცხეები ფუნქციონირებს.

პაციენტი და მისი ქმარი ბავშვების გაჩენას გეგმავენ. ოპერაციამდე მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარეს და უკვე 8 ემბრიონი აქვთ.

ექიმების თქმით, როგორც ნებისმიერი ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ქალს იმუნოდეპრესიული პრეპარატების მიღება მოუწევს, რაც ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ამიტომ მაქსიმუმ ორი ორსულობის შემდეგ მას საშვილოსნოს ამოკვეთენ.

დონორის დას უკვე ჰყავს 2 შვილი და მეტის გაჩენას არ აპირებდა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია – 393 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10 170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7 604 მამაკაცია და 2 566 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 985 პაციენტს განუვითარდა. 2 156 პაციენტი გარდაიცვალა.

31 ივლისის მონაცემებით, არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.6 % (3313) – ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელია; 51.4 % (5228) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.3 % (1352) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 1.1 % (115) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1 301); შემდეგ იმერეთში (1 227); აჭარაში (1 211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში.

2023 წელს დარეგისტრირდა – 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს – 139 2021წ -144, 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018წ. – 135, 2017წ. – 127, 2016წ. – 168, 2015წ. – 94, 2014წ. – 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს გლანდების ოპერაცია სჭირდება

გადაცემა “პირადი ექიმი” 

სტუმარი: ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი ლიკა ლომიძე

თემა: როდის არის აუცილებელი ოპერაცია და რატომ არ არის რეკომენდებული, 5 წლამდე ასაკში ამოიკვეთოს

ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი ლიკა ლომიძე საუბრობს:

„ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდებოდა, ბავშვი არ ჩერდებოდა და ტონზილის მოშორებას სრულად ვერ ახერხებდნენ. ახლა ეს ზოგადი ანესთეზიით კეთდება, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ტონზილის ქსოვილი დარჩეს და შემდგომ გაიზარდოს.

ოპერაციისას ტონზილის ქსოვილი თუ დარჩა, ის აუცილებლად იზრდება. თუ არ დარჩა,  არავითარ შემთხვევაში აღარ გაიზრდება. 

ტონზილი აუცილებლად უნდა მოცილდეს მაშინ, როდესაც მისი ფუნქცია შემცირებული და დაკარგულია. 5 წლამდე ასაკში ტონზილებს ძალიან აქტიური ფუნქცია აქვს. 5 წელში იმუნური უჯრედები ვერ ასწრებს იმ დონეზე დაზიანებას, რომ მან ფუნქცია აღარ შეასრულოს. აუცილებელია, რომ ტონზილები 5 წლამდე შევინარჩუნოთ. 5 წლის შემდგომ, როდესაც წელიწადში 2-3-ჯერ და მეტჯერ ტონზილიტი ვითარდება, იმდენად გადაგვარებული და ფუნქციადაკარგულია ტონზილების უჯრედები, რომ ის პირიქით, ინტოქსიკაციას იწვევს და მავნე თვისებებს ავლენს. კვლევებით დადასტურებულია, რომ შემდგომ ასაკში იმუნურ სისტემაში ტონზილებს ძალიან მცირე ფუნქცია გააჩნია.

5 წლამდე ტონზილების მოშორება სასურველი არ არის, რადგან ტონზილები იმუნურ სისტემაში მონაწილეობენ და სასაში, პირის ღრუში პირველ კარიბჭეს წარმოადგენენ. ყველა ინფექციასთან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში პირველადად ხვდება, პირველ რიგში, მასთან ბრძოლას საკუთარ თავზე ტონზილები იღებენ.

სასურველია, რომ ბაღის პერიოდში, როდესაც პატარას სხვადასხვა ინფექციასთან აქვს შეხება, ბავშვის ორგანიზმი საშუალებას თუ გვაძლევს, ტონზილები შევუნარჩუნოთ. თუმცა, ოპერაციას 3 წლის ასაკის ზემოთაც ვაკეთებთ, თუ მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვს ყოველთვიურად ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება. უჩივის დაღლილობას, საერთო სისუსტეს, რევმატულ ჩივილებს, კიბეებზე ასვლისას, მესამე სართულამდეც კი რამდენჯერმე უწევთ შესვენება, ხელში აყვანა უნდა…

#datashvil

SheniEkimi.ge

რის თუ არა კავშირი თავის ტკივილსა და ანევრიზმას შორის

გადაცემა “პირადი ექიმი” 

სტუმარი: ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ლადო წიქარიშვილი 

თემა: არის თუ არა კავშირი თავის ტკივილსა და ანევრიზმას შორის 

ამის შესახებ ლადო წიქარიშვილი საუბრობს:

„ანევრიზმა თუ არ გასკდა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა არ გამოიწვია,  სამწუხაროდ, ის არანაირად არ ვლინდება. მათ შორის, არც თავის ტკივილით. თუ გასკდა, აუცილებლად ძლიერი, უეცარი თავის ტკივილით ხასიათდება.

პაციენტები ამბობენ, რომ ასეთი თავის ტკივილი ცხოვრებაში არ ჰქონიათ. შესაძლოა, თავის ტკივილი თანმხლები იყოს. ასევე, სინათლის შიშით, კისრის კუნთების დაჭიმულობით, გულისრევა-პირღებინებით გამოიხატება. ყველაზე მძიმე ფორმებში, შესაძლოა, პაციენტმა გონება დაკარგოს და ხელ-ფეხი დაუსუსტდეს.

წამყვანი სიმპტომი ძლიერი, უეცარი თავის ტკივილია, რომელიც მოულოდნელია და არაფერს უკავშირდება.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

შაკიკს რეგენერაციული მედიცინა ამარცხებს

შაკიკს რეგენერაციული მედიცინა ამარცხებს‼️ – რას ჰყვება პაციენტი ზვიად გულორდავა?
თენგიც ტყებუჩავა – მედიცინის დიქტორი, კლინიკა RegMed Georgia ს დამფუძნებელი.

#datashvil

SheniEkimi.ge

რაციონიდან მარილის ამოღება გულის პრობლემების რისკს 18%-ით ამცირებს

მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მარილის მოხმარების გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. წერს Guardian-ი.

კვლევა სამხრეთ კორეის კიუნპუკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გამოიყენეს და 500 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 40-დან 70- წლამდეა.

მეცნიერების დასკვნიოთ, საკვებს მარილს თუ არ ამატებთ, ორგანიზმში გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 18%-ით მცირეა, ვიდრე მათში, ვინც მარილიან საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი გავლენა ორგანიზმზე მარილის მოხმარების შემცირებასაც აქვს. მათ შეადარეს ორი ჯგუფის მონაცემები – პირველი საკვებს მარილს ყოველთვის ამატებდა, მეორე კი ხშირად. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფში გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი პირველთან შედარებით 12%-ით მცირეა.

#datashvil

SheniEkimi.ge

საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო, – ნათქვამია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

„ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის – დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას.

დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა.

მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის 1 იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.

კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებას იზიარებს და მისი მიღება ექთნის და მეანი ექთნის ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.

კანონპროექტი განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება“, – ნათქვამიია მთავრობის ადმინსიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

პროდუქტები, რომლებიც სიმსივნეს იწვევენ – ის, რის მიღებასაც უნდა მოერიდოთ

პროდუქტები, რომლებიც სიმსივნეს იწვევენ – ის, რის მიღებასაც უნდა მოერიდოთ.

ევროპელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებით საშიშია გაზიანი სასმელები. მათი ყოველდღიურად მოხმარება დაუშვებელია, რადგან ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკი 18%-ით იზრდება.

ზომიერად უნდა გამოიყენოთ წითელი ხორცი. რეგულარულად მისი ჭამა მავნებელია.

ვინც ყოველდღიურად მიირთმევს 76 გრამ წითელ ხორცს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკი 20%-ით აქვს მომატებული.

კარცეროგენულ პროდუქტებს შორის სპეციალისტები ალკოჰოლურ სასმელებსაც ასახელებენ. კიბოს განვითარების რისკს 8%-ით ზრდის.

მაქსიმალურად შეამცირეთ ზეთის გამოყენება კერძების მომზადებებიას, მით უმეტეს, ისეთი, რომელთაც თერმული დამუშავება აქვს გავლილი, ხელს უწყობს სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებას. გვაფრთხილებენ ფრანგი სპეციალისტები…

 

სისხლისფერი ცა საქართველოს თავზე – როგორ ხსნის ასტრონომი წუხანდელ მოვლენას

კვირას საღამოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იშვიათი ატმოსფერული ფენომენი შეინიშნებოდა – წითელი „ჩრდილოეთის ნათება“.

როგორც ირკვევა, 5-6 ნოემბერს, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში შეინიშნებოდა წითელი კაშკაშა ნათება.

მოხდა ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი (Cr7 17:40 UTC), რომელიც დაკავშირებულია, რამდენიმე დღის წინათ, მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევასთან.

მზეზე მომხდარი ძლიერი ამოფრქვევების გამო, დედამიწაზე ძლიერი გეომაგნიტური შტორმი იყო, რის გამოც, “ჩრდილოეთის ნათება” (ციალი) ჩანდა ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდანაც.

ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ რა მოვლენა იყო ეს და რამდენად საშიშია ის ადამიანისთვის. 

ჩვენ დავუკავშირდით, ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს. 

 

წაიკითხეთ სრულა

https://primetime.ge/news/mecniereba/siskhlisferi-tsa-saqartvelos-tavze-rogor-khsnis-astronomi-tsukhandel-movlenas

 

#datashvil

SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights