პარასკევი, მაისი 8, 2026

შაკიკს რეგენერაციული მედიცინა ამარცხებს

შაკიკს რეგენერაციული მედიცინა ამარცხებს‼️ – რას ჰყვება პაციენტი ზვიად გულორდავა?
თენგიც ტყებუჩავა – მედიცინის დიქტორი, კლინიკა RegMed Georgia ს დამფუძნებელი.

#datashvil

SheniEkimi.ge

რაციონიდან მარილის ამოღება გულის პრობლემების რისკს 18%-ით ამცირებს

მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობაზე მარილის მოხმარების გავლენასთან დაკავშირებით ყველაზე მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. წერს Guardian-ი.

კვლევა სამხრეთ კორეის კიუნპუკის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული მონაცემები გამოიყენეს და 500 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, რომელთა ასაკიც 40-დან 70- წლამდეა.

მეცნიერების დასკვნიოთ, საკვებს მარილს თუ არ ამატებთ, ორგანიზმში გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 18%-ით მცირეა, ვიდრე მათში, ვინც მარილიან საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დადებითი გავლენა ორგანიზმზე მარილის მოხმარების შემცირებასაც აქვს. მათ შეადარეს ორი ჯგუფის მონაცემები – პირველი საკვებს მარილს ყოველთვის ამატებდა, მეორე კი ხშირად. გაირკვა, რომ მეორე ჯგუფში გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი პირველთან შედარებით 12%-ით მცირეა.

#datashvil

SheniEkimi.ge

საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო

სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის.

დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო, – ნათქვამია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში, რომელიც მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

„ცვლილების თანახმად, საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი პროფესია გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევის, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის – დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას.

დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დადგინდება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით, რაც ერთი მხრივ, გაზრდის ექთნების საქმიანობის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს საქმიანობის ზედამხედველობის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, უკეთ მოხდება მათი უფლებების დაცვა.

მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის 1 იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.

კანონპროექტი ევროპულ გამოცდილებას იზიარებს და მისი მიღება ექთნის და მეანი ექთნის ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა.

კანონპროექტი განსახილველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში წარედგინება“, – ნათქვამიია მთავრობის ადმინსიტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

პროდუქტები, რომლებიც სიმსივნეს იწვევენ – ის, რის მიღებასაც უნდა მოერიდოთ

პროდუქტები, რომლებიც სიმსივნეს იწვევენ – ის, რის მიღებასაც უნდა მოერიდოთ.

ევროპელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებით საშიშია გაზიანი სასმელები. მათი ყოველდღიურად მოხმარება დაუშვებელია, რადგან ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკი 18%-ით იზრდება.

ზომიერად უნდა გამოიყენოთ წითელი ხორცი. რეგულარულად მისი ჭამა მავნებელია.

ვინც ყოველდღიურად მიირთმევს 76 გრამ წითელ ხორცს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკი 20%-ით აქვს მომატებული.

კარცეროგენულ პროდუქტებს შორის სპეციალისტები ალკოჰოლურ სასმელებსაც ასახელებენ. კიბოს განვითარების რისკს 8%-ით ზრდის.

მაქსიმალურად შეამცირეთ ზეთის გამოყენება კერძების მომზადებებიას, მით უმეტეს, ისეთი, რომელთაც თერმული დამუშავება აქვს გავლილი, ხელს უწყობს სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებას. გვაფრთხილებენ ფრანგი სპეციალისტები…

 

სისხლისფერი ცა საქართველოს თავზე – როგორ ხსნის ასტრონომი წუხანდელ მოვლენას

კვირას საღამოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იშვიათი ატმოსფერული ფენომენი შეინიშნებოდა – წითელი „ჩრდილოეთის ნათება“.

როგორც ირკვევა, 5-6 ნოემბერს, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში შეინიშნებოდა წითელი კაშკაშა ნათება.

მოხდა ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი (Cr7 17:40 UTC), რომელიც დაკავშირებულია, რამდენიმე დღის წინათ, მზეზე კორონალური მასის ამოფრქვევასთან.

მზეზე მომხდარი ძლიერი ამოფრქვევების გამო, დედამიწაზე ძლიერი გეომაგნიტური შტორმი იყო, რის გამოც, “ჩრდილოეთის ნათება” (ციალი) ჩანდა ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის, საქართველოდანაც.

ატმოსფეროში შემოსვლისას, მზის დამუხტულ ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი მისი პოლუსებისკენ მიმართავს. იქ ეს ნაწილაკები ჩვენი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებს, რაც ცაში შთამბეჭდავ სანახაობას იწვევს. ჟანგბადი მწვანე და წითელ სინათლეს გამოყოფს, აზოტი კი ცისფერსა და მეწამულს.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, თუ რა მოვლენა იყო ეს და რამდენად საშიშია ის ადამიანისთვის. 

ჩვენ დავუკავშირდით, ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს. 

 

წაიკითხეთ სრულა

https://primetime.ge/news/mecniereba/siskhlisferi-tsa-saqartvelos-tavze-rogor-khsnis-astronomi-tsukhandel-movlenas

 

#datashvil

SheniEkimi.ge

მხედველობის უეცარი კარგვა ან გაორება; წონასწორობის დარღვევა, თავბრუხვევა… – როგორ „მივუხვდეთ“ ინსულტს?..

ინსულტი ზრდასრული მოსახლეობის ნომერ მე-4 „მკვლელად“ ითვლება, თუმცა, ყოველი 19 სასიკვდილო შემთხვევიდან ფატალურად მხოლოდ ერთი სრულდება. ამავდროულად ინსულტი წარმოადგენს მძიმე ფორმის, ხანგრძლივი და მდგრადი უნარშეზღუდულობის წამყვან #1 მიზეზს.

ცნობისთვის, აშშ-ში ინსულტი ყოველ 40 წამში ხდება და ყოველ 4 წუთში ფატალური შედეგით სრულდება.
ნევროლოგი, კახა ახვლედიანის თქმით, ინსულტი, შესაძლოა, განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, წარმომავლობის, ენიკურობის, რასის, სოციალური სტატუსის, გავლენის და ძალაუფლების მქონე ადამიანს (ინსულტის მსხვერპლი – მე-20 საუკუნის სამი უდიდესი ადამიანი, მე-2 მსოფლიო ომის გამარჯვებული და მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღრელი ლიდერი – რუზველტი, სტალინი, ჩერჩილი)
თუმცა,ექიმის თქმით, ინსულტი განაჩენი არ არის და მისი პრევენცია, მკურნალობა შესაძლებელია. 
„ინსულტის პრევენციისთვის საჭიროა იმ რისკ-ფაქტორების შემცირება, რომელიც მის მთავარ გამომწვევ რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა – თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, უძრავი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა და სიმსუქნე…

წაიკითხეთ სრულა

https://epilogi.ge/mkhedvelobis-uetsari-kargva-an-gaoreba-tsonastsorobis-darghveva-thavbrukhveva-rogor-mivukhvdeth-insults/?fbclid=IwAR1Ub905i-2d5hA17SxK8S5cK2Ti343nIWGR1dNIIYLi3huk5EBUgpt-XkY

 

#datashvil

SheniEkimi.ge

მსოფლიოში მეორე ადამიანი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა

აშშ-ში გარდაიცვალა 58 წლის ლოურენს ფაუსეტი, რომელსაც 20 სექტემბერს ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული გული გადაუნერგეს. ინფორმაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოპერაციის შემდეგ კაცი ფიზიოთერაპიის კურსს გადიოდა, ოჯახთან ერთად ბევრ დროს ატარებდა. ბოლო დღეებში მისმა ორგანიზმა გადანერგიული ორგანოს მიუღებლობის ნიშნების გამოვლენა დაიწყო. ექიმებმა ფაუსეტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„არასოდეს ეგონა, რომ ამდენ ხანს იცოცხლებდა და ამდენ ინფორმაციას მიაწვდიდა მეცნიერებს ქსენოტრასპლანტაციის შესახებ. ყოველთვის ფიქრობდა სხვებზე, განსაკუთრებით ჩემზე და თავის შვილებზე. მისი სიკეთე შეუმჩნეველი არ დარჩა“, – განაცხადა ფაუსეტის მეუღლე ენიმ.

აშშ-ში ექიმებმა ისტორიაში პირველად ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს.  წერს BBC.

ოპერაცია 4 დღის წინ ჩატარდა და 57 წლის პაციენტი – დევიდ ბენეტი თავს კარგად გრძნობს. მას გულის დაავადება ჰქონდა და ცხოველის ორგანოს გადანერგვა მკურნალობის ერთადერთი საშუალება იყო. ოპერაციაზე ნებართვა აშშ-ის წამლისა და საკვების კონტროლის სამმართველომ გასცა.

ღორი, რომლის გულიც ბენეტს გადაუნერგეს გენეტიკურად მოდიფიცირებული იყო. მისი გენომიდან „შაქრის“ გენი ამოიღეს, რომელიც საჭმლის მონელების ფერმენტს – იზომალტაზას გამოიმუშავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფერმენტი პაციენტის ორგანიზმის ძლიერ იმუნურ რეაქციას გამოიწვევდა, რასაც გულის უარყოფა მოჰყვებოდა.

„ეს ნოვატორული ოპერაცია იყო, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს დონორული ორგანოების დეფიციტთან დაკავშირებული კრიზისის აღმოფხვრისკენ“, – განაცხადა ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.

სპეციალისტები თქმით, ოპერაციამ დაადასტურა ადამიანისთვის ცხოველის ორგანოს გადანერგვის შესაძლებლობა, რასაც ორგანოს დაუყოვნებელი უარყოფა არ მოჰყვება.

დონორთა ორგანოების დეფიციტი სერიოზული გლობალური პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში, ორგანოების ლოდინის სიაში დაახლოებით 110 000 ადამიანია. ყოველდღიურად, დროული ტრანსპლანტაციის გარეშე კი 17 ადამიანი კვდება.

ექსპერიმენტის მიზანი დონორთა ორგანოების დეფიციტით აღმოფხვრა იყო. დონორთა ორგანოების დეფიციტი სერიოზული გლობალური პრობლემაა. მხოლოდ აშშ-ში, ორგანოების ლოდინის სიაში დაახლოებით 110 000 ადამიანია. ყოველდღიურად, დროული ტრანსპლანტაციის გარეშე კი 17 ადამიანი კვდება.

#datashvil

SheniEkimi.ge

კოვიდმა 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინზე ნეგატიური გავლენა იქონია

კვლევის მიხედვით, კოვიდპანდემიამ დიდ ბრიტანეთში 50 წელს გადაცილებული ადამიანების ტვინის ჯანმრთელობაზე იმოქმედა. წერს BBC .

კვლევა ექსეტერის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. კვლევაში 3 ათასზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც ყოველწლიურად ავსებენ კითხვარს და კოგნიტიურ ტესტებს გადიან. შედეგებმა მათი ტვინების ფუნქციონირებაში ვარდნა დააფიქსირა.

მეცნიერების დასკვნით, კვლევის შედეგები შეიძლება სტრესით, მარტოობით და ალკოჰოლის მოხმარებით აიხსნას. კოვიდთან დაკავშირებულ შიშებთან გამკლავებამ და გაურკვევლობამ ადამიანების რუტინა დაარღვია და შესაძლოა ტვინის ჯანმრთელობაზე „რეალური, ხანგრძლივი გავლენა ჰქონდეს“.

კვლევით დადგინდა, რომ კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება ყველაზე სწრაფად პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, ლოკდაუნების დროს გაიზარდა. მეხსიერებასთან დაკავშირებული ფუნქციის დაქვეითება მეორე წელსაც გაგრძელდა. ამ კუთხით ყველაზე დიდი პრობლემა იმ ადამიანებს ჰქონდათ, რომელთაც მეხსიერების პრობლემები პანდემიამდეც ჰქონდათ.

კვლევის მიზანი ჯანმრთელი ტვინის დაბერების მექანიზმის შესწავლა და დემენციის განვითარების მიზეზების დადგენა იყო. ავტორები მომავალში მის გაგრძელებას გეგმავენ. თუმცა, არსებული მონაცემებით, მათ უკვე შეუძლიათ გააკეთონ დასკვნა, რომ პანდემიის დროს არსებულმა პირობებმა ტვინის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვია.

#datashvil

SheniEkimi.ge

პრეპარატი, რომელიც ფილტვის კიბოს უმძიმეს ფორმას აჩერებს – მეცნიერების სენსაციური მიღწევა

ფილტვის კიბოს „წვრილუჯრედოვანი“ ფორმა (SCLC) ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. 

ფილტვის კიბოს „წვრილუჯრედოვანი“ ფორმის დადგენის შემთხვევაში პაციენტს გადარჩენის დაბალი შანსები აქვს.

ქიმიოთერაპია დაავადების თავდაპირველ ეტაპზე სამკურნალო, ეფექტურია, თუმცა, შესაძლოა, სიმსივნემ სწრაფად განავითაროს წინააღმდეგობა წამლების მიმართ და დაავადებამ პროგრესი განიცადოს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შეუძლიათ შეაჩერონ სიმსივნის ზრდა თაგვებში ორი წამლის კომბინაციით.  წერს sciencealert-ი.

ერთ-ერთი პრეპარატი,- ციკლოფოსფამიდი, წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მკურნალობაში 1980-იანი წლების შემდეგ თითქმის აღარ გამოიყენებოდა, რაც ის ჩაანაცვლეს უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე პრეპარატით.

როგორც ციკლოფოსფამიდის, ისე მისი ალტერნატივის შემთხვევაში, კიბოს სწრაფად უვითარდება პრეპარატისადმი რეზისტენტულობა.

კვლევებით დადგინდა, რომ კიბოს უჯრედების აღდგენაში ჩართულია ცილა RNF113A.

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ ეწინააღმდეგება წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ციკლოფოსფამიდის ეფექტებს. მათ მიერ შემუშავებული მეთოდი არსებითად ბლოკავს აღდგენის იმ პროცესს, რომლითაც კიბოს უჯრედები ციკლოფოსფამიდისადმი რეზისტენტულობას გამოიმუშავებენ.

RNF113A-ს არეგულირებს SMYD3 ცილა, რომელიც ძლიერ არის გამოხატული წვრილუჯრედოვან ფილტვის კიბოში და მაღალი დონით გვხვდება დაავადების უფრო ინვაზიურ ფორმებში. მომატებული დონე ასევე დაკავშირებულია ალკილირების ქიმიოთერაპიული პრეპარატებისადმი გაზრდილ რეზისტენტულობასთან და აუარესებს ზოგად პროგნოზს.

ამისგან განსხვავებით, ფილტვის ჯანსაღ სხეულებს SMYD3-ის ძლიერ დაბალი დონე აქვს.

ამ ცოდნით შეიარაღებულმა მკვლევრებმა სცადეს, მიზანში ამოეღოთ SMYD3 თაგვებში, რომლებშიც მათ ადამიანის ფილტვის სიმსივნე ჩანერგეს; ზოგიერთი მათგანი უკვე ნამკურნალევი იყო ქიმიოთერაპიით, ზოგი კი არა.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ციკლოფოსფამიდმა დროებით იმუშავა, SMYD3 ინჰიბიტორმა კი გარკვეულწილად შეამცირა სიმსივნის ზრდა, კიბომ ზრდა სრულად შეწყვიტა მხოლოდ ორი პრეპარატის კომბინირების შემდეგ.

იმედისმომცემი შედეგების შემდეგ, ექსპერიმენტული პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა იგეგმება.

#datashvil

SheniEkimi.ge

დროული მკურნალობა კი, სიმსივნის პროგრესირებისას, მკურნალობის უკეთესი შედეგის გარანტიაა

 ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა.

ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს.

„თანამედროვე მედიცინაში, მსგავსი ტიპის ავთვისებიანი ნეოპლაზმების სამკურნალოდ არსებობს სხვადასხვა სახის თერაპია, რომლის მთავარი მიზანია სიმსივნური უჯრედების განადგურება.
მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა რიცხვი იზრდება, უმჯობესდება სამედიცინო მიღწევები, ჩნდება მკურნალობის ახალი მეთოდები, რაც პაციენტებს სიცოცხლის იმედსა და შანსს აძლევს.
– დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფის დახმარებით შესაძლებელია დაავადების საწყის ეტაპებზე გამოვლენა, დროული მკურნალობა კი, სიმსივნის პროგრესირებისას, მკურნალობის უკეთესი შედეგის გარანტიაა“. – აღნიშნულია ინფორმაციაში.

#datashvil

SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights