პარასკევი, მაისი 8, 2026

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები“ – ფარგლებში მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკითხისადმი და მისი სათანადოდ გადაწყვეტის თაობაზე საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და, მათ შორის, არც საქართველოა გამონაკლისი.

მისი თქმით, ამ მწვავე პრობლემის მოგვარება სახელმწიფოებრივ დონეზე დგას და არც პარლამენტია გამონაკლისი, ვინაიდან სწორედ თავისი საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით შეიქმნა თემატური ჯგუფი.

ზაზა ლომინაძემ იმედი გამოთქვა, რომ საკითხისადმი გამოხატული დიდი დაინტერესება იმის გარანტია იქნება, რომ თემატური ჯგუფი, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

როგორც თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა ანა წითლიძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ გაირკვეს თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა.

„ეს არის საკითხი, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა ვინ რა პოლიტიკურ პოზიციაზეა. ეს არის საკითხი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება თითოეულ ჩვენგანს შეეხოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა საბოლოოდ დაგვეხმარება იმაში, რომ საჭირო რეკომენდაციები შევიმუშაოთ“, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა.

თემატური მოკვლევის საბოლოო მიზანია, საქართველოში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების უზრუნველყოფა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

თემატური ჯგუფი, საკითხის შესწავლის შედეგად და მოკვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, აღმასრულებელი უწყებებისათვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

თემატური მოკვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

რა არის ჩრდილოეთის ციალი

6 ნოემბრის ღამეს, საქართველოს ცა ჩრდილოეთის მიმართულებით წითლად შეიღება. საზოგადოებაში ფაქტს თავდაპირველად დიდი დაბნეულობა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ცა ძლიერ კაშკაშა წითლად მოჩანდა.

ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მოვლენა ჩრდილოეთის ციალი იყო. მოვლენა მოჩანდა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც. ჩრდილოეთის პოლარული ციალის საქართველოდან გამოჩენა იშვიათი შემთხვევაა და შეიძლება ითქვას, აქამდე აღრიცხული არც ყოფილა.

რა იწვევს პოლარულ ციალს? რა ფენომენია? ძირითადად საიდან ჩანს? რატომ გამოჩნდა ის საქართველოდან?

ჩრდილოეთის ციალი, იგივე ავრორა ბორეალისი, სინათლის თვალწარმტაცი შოუა, რომელიც ხალხს ოდითგანვე აჯადოებდა. მიუხედავად სილამაზისა, ეს შთამბეჭდავი სინათლე მზეზე მიმდინარე სასტიკი მოვლენების შედეგია.

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

SheniEkimi.ge

რა ხდება ტვინში, როდესაც გული ჩერდება – მეცნიერთა კვლევა, რომელიც მათ ადამიანების გადარჩენაში დაეხმარება

ინსულტი - რეაბილიტაცია

კვლევა, რომელიც ჩაატარეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) გროსმანის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა 25 საავადმყოფოსთან თანამშრომლობით, ძირითადად დიდ ბრიტანეთში და აშშ-ში, შემდეგ გამოქვეყნდა ჟურნალში Critical Care. 

ბევრმა გადარჩენილმა აღწერა თავისი “სიკვდილს მიახლოებული” გამოცდილება და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშკარად უგონო მდგომარეობაში იყვნენ, მათ ნაწილობრივ იცოდნენ, რა ხდებოდა.

პაციენტების 40%-მა ასევე აღმოაჩინა, რომ მათი ტვინის აქტივობა ნორმალურად დაბრუნდა CPR-ის დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში, რაც არის გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომელიც შექმნილია გულის გაჩერების შემდეგ მათი ამოქმედებისთვის.

პაციენტებმა, რომლებმაც კვლევაში მონაწილეობა მიიღეს, განმარტეს, რომ მათ უფრო კარგად იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ” სიკვდილის ახლოს”. პრაქტიკაში ისინი გრძნობდნენ სხეულისგან განცალკევებას, მაგრამ მოვლენებს ტკივილისა და ტანჯვის გარეშე აკვირდებოდნენ.

კვლევის ავტორების თქმით, მომაკვდავი ტვინი აშორებს ყველა ბუნებრივ ინჰიბიტორულ სისტემას და ეს მდგომარეობა ხსნის კარს რეალობის საინტერესო ახალი განზომილებებისკენ. ეს მოიცავს ყველა ნათელ მოგონებას, რომელიც დაცულია ადრეული ბავშვობიდან სიკვდილამდე; სინამდვილეში, როგორც ამბობენ, “მთელი შენი ცხოვრება შენს თვალწინ გადის” რამდენიმე წამში.

ავტორებმა განმარტეს, რომ ეს ახალი აღმოჩენა „ხსნის კარს სისტემატური კვლევისთვის იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანი კვდება“.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

SheniEkimi.ge

ბავშვებში ლექსის დასწავლის სირთულეები

​„პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

სტუმარი:​ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

თემა: ბავშვებში ლექსის დასწავლის სირთულეები

​ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში ლექსის დასწავლის სირთულეების შესახებ ისაუბრა:

„ხშირად მშობლებსაც და საბავშვო ბაღის აღმზრდელებსაც აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომ ბავშვებს ასწავლონ ლექსები. ლექსის სწავლა არაფერს არ მატებს ჩვენს ტვინს, გარდა იმისა, რომ ბავშვებს ისედაც აქვთ კარგი მეხსიერება.

ბავშვი ამ ლექსს თუ არ სწავლობს, ნუ ისწავლის, არ არის ეს პრობლემა. პრობლემა იმაშია, რომ ლექსის რითმი თანმიმდევრობას გულისხმობს, ამ თანმიმდევრობის დახსომება ჯერ ბავშვისთვის არ არის მისაწვდომი. ეს არის კავშირში ფონოლოგიურ უნარებთან. მას შეიძლება არ ჰქონდეს იმ ასაკისთვ ​კარგად მომწიფებული ფონოლოგიური მეხსიერება, რაც სპეციფიკური მეხსიერებაა. ეს არ არის კატასტროფა. ეს არის განვითარებადი.

არ ვარ მომხრე, რომ დავაძალოთ ბავშვებს ლექსის სწავლა. ბავშვებს ძალიან კარგი მეხსიერება აქვთ. ბავშვს ლექსის მიმართ თუ პროტესტი აქვს, ეს არის მიმანიშნებელი, რომ ამ ტიპის, ​ასე დალაგებული ინფორმაციის აღქმა და შენახვა, ჯერ კიდევ ნაკლებად მისაწვდომია. ეს არის გავარჯიშებადი, ოღონდ არა ლექსების სწავლით ან ძალადობით, მოთხოვნით, რომ ისწავლოს და დაიზეპიროს.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ხშირად ეს პრობლემა საზოგადოების მეტისმეტად მკაცრი მოთხოვნებით არის გამოწვეული:

ძალიან ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომლებიც თვლიან, რომ არ შეუძლიათ, ვერ გააკეთებენ. ეს არის ნამდვილი კატასტროფა. ქართულ საზოგადოებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეცდომის უფლება არ გაქვს, წარუმატებლობის უფლება არ გაქვს. უნდა იყო სულ ფორმაში, კითხვა არ უნდა დასვა, არასდროს არაფერი არ უნდა შეგეშალოს. ეს არის კატასტროფა. ეს აფერხებს განვითარებასაც, სწავლასაც და ყველაფერსაც“ – განაცხადა თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

 

9 თვეში საქართველომ $400 მლნ-მდე ღირებულების მედიკამენტები შეიძინა – მთავარი მომწოდებელი თურქეთია

2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში 392 მლნ 401 ათასი დოლარის ღირებულების 9 448 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში წლიურად მედიკამენტების იმპორტი ღირებულებაში თითქმის 100 მლნ დოლარით, 32.4%-ითაა გაზრდილი, იმპორტირებული საქონლის მოცულობა კი მხოლოდ 2.3%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საიმპორტო ბაზრებზე მედიკამენტების ღირებულება გაიზარდა. საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო, საიდანაც წლიურად იმპორტი ღირებულებით 102.7%-ით, მოცულობით კი 165.7% გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის შემდეგ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე არსებობდა, თუმცა თუ მხოლოდ 9 თვის მაჩვენებელს შევადარებთ თურქეთიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების შესყიდვების გაორმაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ ე.წ. თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო*. თურქეთიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში მედიკამენტების იმპორტის სტატისტიკა ასეთია:

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

SheniEkimi.ge

„სახელმწიფო ონკოლოგიურ ქირურგიას კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებსაც დაუფინანსებს“ – თამარ გაბუნია

2024 წლის 1 იანვრიდან ონკოქირურგიის სახელმწიფო დაფინანსება ამოქმედდება.

ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის არიან კერძოდ დაზღვეული და პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. „ონკოლოგიის მიმართულებით უკვე რამდენიმე ცვლილება განხორციელდა ბოლო პერიოდში იმისთვის, რომ მედიკამენტებიც და ონკოქირურგიაც მთლიანად საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი მიუხედავად იმისა, როგორია მათი შემოსავალი, 40 ათასზე ნაკლები თუ მეტი, ასევე დაზღვევის სტატუსის მიუხედავად.

მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე პირები, რომელთაც აქვთ კერძო დაზღვევა, ისარგებლებენ ონკოქირურგიის სერვისით და მედიკამენტების მოწოდებით. რაც შეეხება საბიუჯეტო დაზღვეულებს, ისინი დღესაც მას შემდეგ, რაც საბიუჯეტო დაზღვევის მოცულობა ამოწურულია, იღებენ სერვისს რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში. სამომავლოდ არის საუბარი, რომ კონსოლიდირებულად მოხდეს ამის განხილვაც, მაგრამ დღევანდელი მთავარი ცვლილება არის ის, რომ ყველა მოქალაქეს, აქვს 40 ათასზე ნაკლები თუ მეტი შემოსავალი, აქვს კერძო დაზღვევა თუ არ აქვს, თუ მისი შემოსავალი არის საშუალო და საშუალოზე დაბალი, მას შეუძლია ონკოლოგიური სერვისი მიიღოს სრულად“-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტების ადრეულ კვლევებსაც დააფინანსებს.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

პიკს 2025 წლისთვის ვარაუდობენ – “მზის შტორმმა”, შესაძლოა, მსოფლიოს მასშტაბით, სერიოზული პრობლემები შექმნას

მზე ჩვენი მარადიული თანამგზავრია. ის საათივით ზუსტია და მისი ხილული გზა ცაზე, დროის გაზომვის საშუალებას გვაძლევს.

მზე და მისი გზა დედამიწის სეზონების წყაროც არის. თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენი მზე სულაც არაა მშვიდი და უცვლელი.

მეცნიერების აზრით, მზეზე დიდი ცვალებადობა და აქტივობები მიმდინარეობს. კაშკაშა აფეთქებები, რომლებსაც ანთებებს უწოდებენ, რეგულარულად იწვევს უზარმაზარი რადიაციის გამოყოფას. პერიოდულად ჩნდება, მოძრაობს, იცვლება და ქრება ბნელი, ცივი რეგიონები, რომლებსაც მზის ლაქებს უწოდებენ. მძლავრი ამოფრქვევების შედეგად, მზე კოსმოსში ასევე ისვრის მატერიას; ამ პროცესს მზის ნაწილაკების მოვლენას (იგივე მზის რადიაციული შტორმი) უწოდებენ.

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

SheniEkimi.ge

ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს

ოქსფორდში ქირურგებმა ბრიტანეთში საშვილოსნო ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩაატარეს. წერს BBC .

34 წლის ქალს თავისი 40 წლის დის ორგანო გადაუნერგეს. მათი ვინაობა არ ხმაურდებოდა. ოპერაციას 17 საათის განმავლობაში ექიმების 20-კაციანი ჯგუფი ატარებდა. მათი თქმით, ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა, ოპერაციიდან 2 კვირაში პაციენტს პირველი მენსტრუაციაც დაეწყო.

ქალი იშვიათი მდგომარეობით, – მეიერ-როკიტანსკი-კიუსტერ-ჰაუსერის პირველი ტიპის სინდრომით დაიბადა, რა დროსაც საშვილოსნო ან არ აქვთ, ან განუვითარებელია, საკვერცხეები ფუნქციონირებს.

პაციენტი და მისი ქმარი ბავშვების გაჩენას გეგმავენ. ოპერაციამდე მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარეს და უკვე 8 ემბრიონი აქვთ.

ექიმების თქმით, როგორც ნებისმიერი ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ქალს იმუნოდეპრესიული პრეპარატების მიღება მოუწევს, რაც ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ამიტომ მაქსიმუმ ორი ორსულობის შემდეგ მას საშვილოსნოს ამოკვეთენ.

დონორის დას უკვე ჰყავს 2 შვილი და მეტის გაჩენას არ აპირებდა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 393 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით დაფიქსირებულია – 393 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10 170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7 604 მამაკაცია და 2 566 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4 985 პაციენტს განუვითარდა. 2 156 პაციენტი გარდაიცვალა.

31 ივლისის მონაცემებით, არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას 6284 (5558 + 676 აფხაზეთი) პაციენტი იტარებს. მათ შორის 41 (32 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 32.6 % (3313) – ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელია; 51.4 % (5228) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 13.3 % (1352) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (121) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 1.1 % (115) – გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3 830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში (1 301); შემდეგ იმერეთში (1 227); აჭარაში (1 211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში.

2023 წელს დარეგისტრირდა – 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს – 139 2021წ -144, 2020 წ – 157, 2019წ – 116, 2018წ. – 135, 2017წ. – 127, 2016წ. – 168, 2015წ. – 94, 2014წ. – 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 – ვაჟი, 53 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს გლანდების ოპერაცია სჭირდება

გადაცემა “პირადი ექიმი” 

სტუმარი: ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი ლიკა ლომიძე

თემა: როდის არის აუცილებელი ოპერაცია და რატომ არ არის რეკომენდებული, 5 წლამდე ასაკში ამოიკვეთოს

ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი ლიკა ლომიძე საუბრობს:

„ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით კეთდებოდა, ბავშვი არ ჩერდებოდა და ტონზილის მოშორებას სრულად ვერ ახერხებდნენ. ახლა ეს ზოგადი ანესთეზიით კეთდება, ძალიან იშვიათად ხდება, რომ ტონზილის ქსოვილი დარჩეს და შემდგომ გაიზარდოს.

ოპერაციისას ტონზილის ქსოვილი თუ დარჩა, ის აუცილებლად იზრდება. თუ არ დარჩა,  არავითარ შემთხვევაში აღარ გაიზრდება. 

ტონზილი აუცილებლად უნდა მოცილდეს მაშინ, როდესაც მისი ფუნქცია შემცირებული და დაკარგულია. 5 წლამდე ასაკში ტონზილებს ძალიან აქტიური ფუნქცია აქვს. 5 წელში იმუნური უჯრედები ვერ ასწრებს იმ დონეზე დაზიანებას, რომ მან ფუნქცია აღარ შეასრულოს. აუცილებელია, რომ ტონზილები 5 წლამდე შევინარჩუნოთ. 5 წლის შემდგომ, როდესაც წელიწადში 2-3-ჯერ და მეტჯერ ტონზილიტი ვითარდება, იმდენად გადაგვარებული და ფუნქციადაკარგულია ტონზილების უჯრედები, რომ ის პირიქით, ინტოქსიკაციას იწვევს და მავნე თვისებებს ავლენს. კვლევებით დადასტურებულია, რომ შემდგომ ასაკში იმუნურ სისტემაში ტონზილებს ძალიან მცირე ფუნქცია გააჩნია.

5 წლამდე ტონზილების მოშორება სასურველი არ არის, რადგან ტონზილები იმუნურ სისტემაში მონაწილეობენ და სასაში, პირის ღრუში პირველ კარიბჭეს წარმოადგენენ. ყველა ინფექციასთან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში პირველადად ხვდება, პირველ რიგში, მასთან ბრძოლას საკუთარ თავზე ტონზილები იღებენ.

სასურველია, რომ ბაღის პერიოდში, როდესაც პატარას სხვადასხვა ინფექციასთან აქვს შეხება, ბავშვის ორგანიზმი საშუალებას თუ გვაძლევს, ტონზილები შევუნარჩუნოთ. თუმცა, ოპერაციას 3 წლის ასაკის ზემოთაც ვაკეთებთ, თუ მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვს ყოველთვიურად ანტიბიოტიკოთერაპია სჭირდება. უჩივის დაღლილობას, საერთო სისუსტეს, რევმატულ ჩივილებს, კიბეებზე ასვლისას, მესამე სართულამდეც კი რამდენჯერმე უწევთ შესვენება, ხელში აყვანა უნდა…

#datashvil

SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights