პარასკევი, ივნისი 12, 2026

სა­დი­აგ­ნო­ზო პრო­ცე­დუ­რე­ბი – გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სწრა­ფი და ზუს­ტი ამოცნობის მრავალი მეთოდი არსებობს

სა­დი­აგ­ნო­ზო პრო­ცე­დუ­რე­ბი

გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სწრა­ფი და ზუს­ტი ამოც­ნო­ბის მრა­ვა­ლი მე­თო­დი არ­სე­ბობს. მათ შო­­რი­საა ელექ­­ტრო­­კარ­­დი­­ო­გ­რა­­ფია (ეკგ), სტრეს­-­ტეს­­ტი, ელექ­­ტრო­­ფი­­ზი­­ო­­ლო­­გი­უ­რი კვლე­ვა, დახ­რი­ლი (მოძ­რა­ვი) მა­გი­დის ტეს­ტი. რა­­დი­­ო­­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­ა: რენ­ტგე­ნოს­კო­პი­ა, ულ­­ტრა­­სო­­ნო­გ­­რა­­ფია (ე­ქო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ა), მაგ­ნი­­ტურ­-რე­­ზო­­ნან­­სუ­­ლი სკა­ნი­რე­ბა (მრს), რა­დი­ო­­ნუკ­­ლი­­დუ­­რი კვლე­­ვა, პო­­ზიტ­­რონ­-ე­მი­­სი­­უ­რი ტო­­მო­გ­რა­­ფია (პეტ), გუ­­­­ლის კა­თე­­ტე­­რი­­ზა­­ცი­ა, ცენ­­ტრა­­ლუ­რი ვე­­ნე­­ბის კა­­­თე­­­ტე­­­რი­­­ზა­­ცი­ა, ან­გი­ოგ­­რა­­ფია და კომ­­პი­­უ­ტე­რუ­­­ლი ტო­­მოგ­რა­ფია (კტ).
ფლუ­ო­როს­კო­პია იშ­ვი­ა­თად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ლა­ბორა­­­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­ს­ხლში გლუ­­­კო­ზის, ქო­ლეს­ტე­რი­ნის და სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­ნ­­საზღ­ვრა. ამ კვლე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა უსაფ­რთხო­ა. გა­რ­­თუ­­ლე­ბე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა სა­დი­აგ­ნო­ზო პრო­ცე­დუ­­რე­ბის კომ­პლექ­სუ­­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­­­მ­­წვა­ვე­ბი­სას.

ა­ვად­მყო­ფო­ბის ის­ტო­რია და ფი­ზი­კუ­რი გა­სინ­ჯვა

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

პიკს იანვარის მეორე ნახევარში ელოდებიან – სეზონური ვირუსები გააქტიურდა

სეზონური ვირუსები გააქტიურდა – ექიმები პიკს სასკოლო არდადეგების დასრულების შემდეგ, იანვარის მეორე ნახევარში ელოდებიან

ნახეთ ვიდეო – დათის შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან

დათის შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან…

8 წლის დავითს 2022 წლის 31 მარტს შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა. ბიჭს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. შემდეგ მოზარდს ისრაელში 4 ოპერაცია ჩაუტარდა.

ისრაელში რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციისა და ოპერაციის შემდგომ, დათი გერმანიაში იყო რეაბილიტაციის გასაგრძელებლად.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რეკომენდაციების შესრულება ონკოპაციენტებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ თემატური მოკვლევის – “ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

თემატური მოკვლევის მოწვეულმა ექსპერტმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლინიკურმა ონკოლოგმა ივანე კილაძემ შეხვედრის მონაწილეებს მოკვლევასთან დაკავშირებით ანგარიშის პროექტი და კვლევის ფარგლებში აღმოჩენილი მიგნებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ექსპერტმა ასევე წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ონკოპაციენტებისთვის ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ჩვენი კომიტეტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. ონკოპაციენტების მკურნალობისთვის არაერთი ქმედითი ნაბიჯია გადადგმული და ამ მიზნით არაერთ სახელმწიფო პროგრამასაც ვახორციელებთ, რომლებიც ონკოლოგიით დაავადებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ჩვენს კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის – „ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფიც ამის დასტურია. სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ კვლევის შედეგად აღმოჩენილი მიგნებები, რომელთა საფუძველზე რეკომენდაციებს შევიმუშავებთ. ვიმედოვნებთ, რომ ამ რეკომენდაციების შესრულების შედეგად, თითოეული ონკოპაციენტის მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

თემატური მოკვლევა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა. დაწესებულება, ერთდროულად, 400-მდე ბავშვსა და 18 წლამდე მოზარდს ემსახურება, რომლებსაც ნეიროგანვითარებით, ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს. ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებმა კომბინირებული თერაპიების სერვისის მიღება, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ერთ სივრცეში შეძლონ.
ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. „კარავში“ მოქმედებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში.

ბენეფიციარებს სპეციალური თერაპიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ უტარდებოდათ. დაწესებულების დახურვის შემდეგ, მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სახალხო დამცველთან კოორდინაციით, „ევექსმა“, ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გახსნა, რომელიც 6 დეკემბრიდან ფუნქციონირებს.

ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ნეიროგანვითარების ცენტრი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს კაპიტალის (GCAP) თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ დაათვალიერეს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ის, რაც ბავშვს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემა

მშობლის ნიშან-თვისებები ქრომოსომების საშუალებით გადადის შვილზე. ქრომოსომა წარმონაქმნია, რომელიც სხეულის ყველა უჯრედშია, ამიტომ თითოეული უჯრედი შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის აგებული მთელი ორგანიზმი.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი 2-3 წლის ასაკშიც ვერ ლაპარკობს – რას ნიშნავს ფრაზა ბავშვი “Late talker”-ია

რას ნიშნავს ბოლო დროს გავრცელებული ფრაზა ბავშვი “Late talker”-ია და როდის უნდა ჩავთვალოთ, რომ დაგვიანებული მეტყველება, ნორმაა

საუბრობს „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი, „პორტიჯის ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნინო ცინცაძე:

„ძალიან კომპლექსური და საინტერესო თემაა. 6-8 თვის ასაკში ბავშვი კარგად უნდა ტიტინებდეს. მნიშვნელოვანია, ყურადღების ხშირი გაზიარება, – ბავშვისა და უფროსის ფოკუსი ერთდროულად არის მიქცეული რაიმე საგანზე და მოვლენაზე, ანუ ემოციური ინტენსიური კავშირი არის ბავშვსა და მშობელს შორის და ერთად ამახვილებენ ყურადღებას მოვლენებზე…

იმის თქმას ბავშვი “Late talker”- ია თუ საქმე გვაქვს ენობრივ დარღვევასთან, დინამიკაში დაკვირვება სჭირდება. “Late talker”- ებისთვის უფრო დამახასიათებელია ის, რომ ისინი კარგად არიან ჩართულები კომუნიკაციაში, გამოხატავენ ინიციატივას, კომუნიკაციის სურვილს, ვიცით, რომ მათ რეცეპტული ენის პრობლემა არ აქვთ და ისინი უბრალოდ აგვიანებენ სიტყვების გამოთქმას.

შესაძლებელია, ბავშვმა გაცილებით გვიან დაიწყოს საუბარი. ითვლებოდა, თუ ბავშვი უბრალოდ “Late talker”-ია და სხვა ყველაფერი წესრიგშია, საუბრის დაწყების შემდეგ არაფერი პრობლემა არ არის და მერე ყველაფერი კარგად მიდის და ძირითადად ეს ასეც ხდება, თუმცა თანამედროვე კვლევების მიხედვით, ის რაღაც კვალს მაინც ტოვებს, მაგალითად, “Late talker” – ის სფერო ვერ იქნება ისეთი რამ, რასაც ბევრი წერა-კითხვა სჭირდება. “Late talker”-ის ფენომენი იწვევს იმას, რომ ბევრი მშობელი მეტყველების შეფერხებას ყურადღებას არ აქცევს, სხვა ბავშვების მაგალითზე ფიქრობენ, რომ მათი ბავშვიც უბრალოდ გვიან დაიწყებს საუბარს.

წლინახევრის ასაკში თუ არცერთი სიტყვა ჯერ არ უთქვამს, გახდა 2 წლის და ორსიტყვიან კომბინაციებს საერთოდ არ ცდილობს, მნიშვნელოვანია არ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და აზრი სპეციალისტს ვკითხოთ…“

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მზის მსგავს ვარსკვლავთა პლანეტები სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგაც შეიძლება იყოს

ასტრონომებს აღმოჩენილი აქვთ მრავალი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი, რომლებსაც გარს ნარჩენების დისკოები აკრავთ. ეს დისკოები ვარსკვლავის მიერ ევოლუციის პროცესში განადგურებულ პლანეტათა ნაშთებია. თუმცა, ასევე აღმოჩენილია თეთრი ჯუჯას გარშემო მოძრავი, იუპიტერის მასის მქონე ხელუხლებელი პლანეტა.

იმუნოდეფიციტის ჩამოყალიბება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის შიდსი

გადაცემა „იმუნიტეტი“

იმუნოდეფიციტის ჩამოყალიბება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის შიდსი
◽ საუბრობს ენდოკრინოლოგი, სოფო მებუკე:

ძვირადღირებული მედიკამენტები 40-მეტ ბენეფიციარს დაუფინანსა

“12 წელია ვებრძვი რევმატოიდულ ართრიტს. რამდენიმე წლის წინ ჩემმა მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისათვის საჭირო ძვირადღირებული მედიკმენტების დაფინანსება. მივმართე სამინისტროს, ჩამსვეს პროგრამაში და დღეს მე სრულიად ჯანმრთელი ვარ”, – ამბობს თინა სურმანიძე.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2023 წელს, ძვირადღირებული მედიკამენტები (რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზისა და ფსორიაზული ართრიტის) 40-მეტ ბენეფიციარს დაუფინანსა, ჯამში გამოიყო 807 681 ლარი.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights