ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს.
“პერსონალური მონაცემების დაცვა” – იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით ჯანდაცვის ასოციაციის წევრი დაწესებულებებისთვის ჩატარდა ტრენინგი
გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს – კვლევა
უახლესი კვლევის თანახმად, ზოგიერთ ადამიანში გრამატიკულად გაუმართავი წინადადებების მოსმენა ფიზიოლოგიურ სტრესს იწვევს. ალბათ, თავადაც არაერთხელ მოგშლიათ ნერვები დამახინჯებულ საუბარზე, მაგრამ მეცნიერები უბრალო გაღიზიანებას ცდებიან და რეალურ სტრესზე საუბრობენ…
კერძოდ, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 41 ცდის პირზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც საუბრის 40 ნიმუში გამოიყენეს. მათი ნახევარი გრამატიკული შეცდომებით იყო გაჟღენთილი, რათა მონაწილეებში დამოკიდებულების ცვლილება ზუსტად გაეზომათ. ამასთან, ცდის პირები სპეციალურ მონიტორთან იყვნენ დაკავშირებულნი, რომელიც გულისცემის ცვალებადობას (HRV) აკონტროლებდა.
როდესაც ადამიანი მოდუნებულია, მისი HRV ცვალებადია. ხოლო სტრესის დროს ის რეგულარულია, სტაბილური ინტერვალები ახასიათებს. ამის გათვალისწინებით დადგინდა, რომ სუბიექტები ფიზიკურ სტრესს განიცდიდნენ გრამატიკული დარღვევების მოსმენისას – ეს მათ არა მხოლოდ ინტერპერსონალურად, არამედ ფიზიოლოგიურადაც აწუხებდათ.
საშიშია თუ არა სეზონური ალერგია …
რამდენად საშიშია სეზონური ალერგიები…
გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ალერგოლოგ-იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი საუბრობს:
„სამწუხაროდ ალერგიას არ აქვს ასაკი. შეიძლება, ადამიანი მთელი ცხოვრება არ იყოს ალერგიული და ხანდაზმულ ასაკში გამოუვლინდეს ალერგია.
მაგალითად ბავშვთა ასაკში, სადღაც 3 წლამდე მთავარი ალერგენებია ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პური ფქვილი, სოიო და არაქისი. 3 წლის ასაკიდან კვებითი ალერგიები პაციენტების 65%-ში იკარგება, 6 წლის ასაკისთვის კი ის უკვე 90%-ში აღარ გვხვდება. 3 წლის ასაკიდან წინა პლანზე მოდის ალერგიები გარემო-ფაქტორებზე. ადამიანს ადრეულ ასაკში კვებითი ალერგია თუ ჰქონდა, დიდი შანსია, რომ მოგვიანებით გარემო-ფაქტორებზეც განუვითარდეს ალერგიული რეაქცია. თავიდან ალერგია გამოიხატება ურტიკარიით, ქავილით, ატოპიური დერმატიტით, კანის აქერცვლით, ლოყების სიწითლით, ჭინჭრის ციებით და ა.შ. კვებითმა ალერგიამ შეიძლება სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციაც გამოიწვიოს. ასე რომ, როდესაც ბავშვებში ვიწყებთ დამატებით კვებას, აუცილებელია გავეცნოთ ოჯახურ ანამნეზს. ბავშვის რომელიმე მშობელს, ძმას ან დას თუ აქვს სერიოზული კვებითი ალერგიების ისტორია, მაღალ-ალერგიული პროდუქტების მიცემა სიფრთხილით უნდა მოხდეს. პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, როდესაც იოგურტის პირველივე კოვზმა ხორხის შეშუპება გამოიწვია.
ერთ პროდუქტზე ალერგია არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სხვა საკვებ პროდუქტებზეც ექნება ალერგია. ხშირად მინახავს, რომ ბავშვს ეკრძალება მთელი რიგი პროდუქტების მიღება, რაც ბუნებრივია იწვევს მისი ფიზიკური განვითარების შეფერხებას და წონაში ჩამორჩენას. მნიშვნელოვანია ზუსტი დიაგნოსტიკა, რათა მივხვდეთ, რა ამოვიღოთ მენიუდან, რა დავტოვოთ და როგორ ვკვებოთ ბავშვი, რომ ის სრულფასოვნად განვითარდეს.
საშუალოდ 3 წლის ასაკიდან წინა პლანზე მოდის უკვე ალერგიები გარემო-ფაქტორებზე, მაგალითად მცენარეებზე, მტვრის ტკიპებზე, ნესტის სოკოს პორებზე და ა.შ.
მშობლებს აინტერესებთ, იყოლიონ თუ არა კატა ან ძაღლი და როდის შეიძინონ ცხოველი. კვლევებით დადასტურებულია, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც დაბადებიდანვე ცხოველთან ერთად ცხოვრობენ, მომავალში ალერგიის განვითარების უფრო დაბალი შანსი აქვთ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც ცხოველებს უკვე სკოლამდელ ასაკში იძენენ…“
„კიდევ იქნება ძალიან კარგი სიახლეები – ძალიან კარგი და პოზიტიური შედეგი გვაქვს“
„ძალიან ბევრი ვიმუშავე, ძალიან კარგი და პოზიტიური შედეგი გვაქვს.“
ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
„ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისათვის, რომ ეს პროექტი იყოს საინტერესო, რაც მთავარია, პრაგმატული და პრაქტიკული. ნებისმიერი ინფორმაცია ჯანდაცვისა და მედიცინის, საავადმყოფოების შესახებ იქნება და ვისაუბრებთ ამის შესახებ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით,პირველი რეკლამა განთავსდა, ვებგვერდზე.
„კარგია სიახლეა, პირველი რეკლამა განთავსდა ვებგვერდზე, ეს არის ქართული კომპანია მედიკი, რომელიც ეხმარება საავადმყოფოებს ჯავშანში.
მოხარული ვარ, რომ ეს კომპანია გახდა პირველი სპონსორი.
ერთი კვირა გავიდა, რაც გაკეთდა ახალი პროექტი www.sheniekimi.ge და უკვე გვაქვს რეკლამა. ეს ნიშნავს იმას, რომ გვექნება კიდევ დამატებითი რესურსები, რათა კიდევ უფრო გავძლიერდეთ“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ვებგვერდზე განთავსდება სტატიები და რეკლამა ვებგვერდისთავში.
„მომავალ კვირას კიდევ იქნება ძალიან კარგი სიახლეები. თითოეულ თქვენგანს ეს სიახლე ძალიან მოეწონება და გამოადგება.
ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა, საქართველოში აკრედიტაციის პროცესის მიმდინარეობის დროს დავიწყე, გაკეთდა ძალიან დიდი ბაზა…“ – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
„ჯანმრთელობისთვის საშიშია – უმჯობესია საკვებად არ გამოვიყენოთ ასეთი შეფერილობის კარტოფილი“
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
შეუძლია დაგიცვათ გულისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან
შესაძლოა სიტყვა „პოლიფენოლი“ თქვენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ის ნამდვილად დიდ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე.
პოლიფენოლები არის ქიმიური ნაერთების ოჯახი, რომლებიც გვხვდება მცენარეული წარმოშობის საკვებში და ზღვის მცენარეებში, რომლებიც გასული საუკუნის განმავლობაში იქნა შესწავლილი მათი ჯანმრთელობის ეფექტებისთვის.
დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ, კორონავირუსმა შეიძლება ტვინთან დაკავშირებული დარღვევები გამოიწვიოს
„კორონავირუსი მნიშვნელოვნად ზრდის დემენციის, ფსიქოზისა და გონების დაბინდვის სინდრომის (კოგნიტური დეფიციტის) განვითარების რისკს ინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ“, – აღნიშნულია დაავადების ნევროლოგიური და ფსიქიატრიული ეფექტების შესახებ ჩატარებულ პირველ ვრცელ კვლევაშია. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
კვლევით დადგინდა, რომ გრძელვადიანი ეფექტები ნაკლებად ვლინდება ბავშვებში, თუმცა, ამ კატეგორიაში, ინფექცია ეპილეფსიის რისკს აორმაგებს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორი წლის წინ ინფიცირებული 1.25 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერები გააანალიზეს.
მეცნიერებმა კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა შექმნეს
ბრაზილიაში, მსოფლიოში კოკაინის მეორე უდიდეს მომხმარებელ ქვეყანაში, მეცნიერები იუწყებიან, რომ შექმნეს ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულების სამკურნალო ახალი, ინოვაციური საშუალება — ვაქცინა.
სატესტო ვაქცინამ, სახელად Calixcoca, ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა — გამოიწვია იმუნური პასუხი, რომელმაც კოკაინი დაბლოკა და თავის ტვინამდე მიღწევის საშუალება არ მისცა; მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მომხმარებლებს ეს დამოკიდებულების ციკლის დარღვევაში დაეხმარება.
მარტივად რომ ვთქვათ, დამოკიდებულები ნარკოტიკის ეფექტს ვეღარ მიიღებენ.
„თუ პრეპარატმა მარეგულირებლისგან მწვანე შუქი მიიღო, ის კოკაინზე დამოკიდებულების სამკურნალო პირველი ვაქცინა იქნება“, — ამბობს ფსიქიატრი ფრედერიკო გარსია, მინას-ჟერაისის ფედერალური უნივერსიტეტის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელმაც პრეპარატი შექმნა
ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა FDA-ის სრული ავტორიზაცია მიიღო
6 ივლისს ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა Leqembi-მ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო.
აშშ-ში წამალი ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადების სამკურნალო სქემებსა და სადაზღვევო პაკეტებში ჩაერთვება.
Leqembi პირველი პრეპარატია, რომელმაც მკურნალობის კურსში ჩართვის შემდეგ პაციენტებში დაავადების შედეგად გამოწვეული კოგნიტიური დაქვეითება შეანელა.
წამლის იაპონურმა მწარმოებელმა, Eisai-მ პირობითი თანხმობა FDA-სგან მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგები FDA-მ 1,800 პაციენტისგან შემდგარ კვლევაში დაადასტურა. აღნიშნული წამლით მკურნალობის შედეგად პაციენტებში მეხსიერების დაკარგვის პროცესი დაახლოებით 5 თვით შენელდა.
ამ ეტაპზე მკურნალობის ერთწლიანი კურსისთვის საჭირო მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით $26,500-ია.
ალცჰაიმერის ადრეული ნიშნები იწყება 30-დან 60-მდე წლების შუა პერიოდში.










