კვირა, მაისი 10, 2026

„C ვიტამინი დაბერების პროცესს ანელებს“

ადამიანი დაბერების პრევენციაზე დიდი ხანია ფიქრობს. სიბერეს მითოლოგიაშიც ებრძოდნენ და აი დღეს ეს მარათონი მეცნიერებამ გადაიბარა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სულ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ მეცნიერებმა ვირთხებს ბიოლოგიური ასაკი შეუცვალეს. ახალი ნაერთი (E5) გოჭების სისხლის გადამუშავებით დაამზადეს და შემდეგ ის ხანდაზმულ ვირთხებს შეუყვანეს.

და აი ახლა, ჩინელი მეცნიერების თქმით, ამ მხრივ მათაც მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ.

მკველვრებმა ზურგის ტვინში უჯრედების ჯგუფი აღმოჩაინეს, რომელიც დაბერების პროცესთანაა დაკავშირებული. ჯგუფს სახელად CHIT1 ჰქვია.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

კანონპროექტი შექმნის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნია განცხადებით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში აუცილებელია საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უპასუხებს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს, ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს ამ სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას და რომელიც ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან იქნება შესაბამისობაში, რომელთა ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გააჩნია.

„კანონპროექტი შექმნის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული. კანონპროექტით დადგინდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ეფექტური განხორციელების მიზნებისთვის საკანონმდებლო ნორმები, რაც დაარეგულირებს აღნიშნულ პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებსა და მოვალეობებს, დაადგენს მოთხოვნებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვის და მისი მართვის თაობაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ეთიკური ასპექტების გამართვას და უანგარობის პრინციპზე დაყრდნობით დონაციის პრაქტიკას. დაზუსტდება დონორებისა და რეციპიენტების უფლებები და მოვალეობები ინფორმირებული თანხმობის, თანხმობაზე უარის თქმის, კონფიდენციალობისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების კუთხით. ამასთან, ჩამოყალიბდება როგორც ავტორიზაციისა და ზედამხედველობის სისტემა, ასევე მეთვალყურეობისა და სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების სისტემები და მონაცემთა ერთიანი ეროვნული რეესტრი.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge 

ჯანმომ კორონავირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები განაახლა – 65 წელს გადაცილებული ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფიდან ამოიღო

ჯანმომ კორონავირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები განაახლა და 65 წელს გადაცილებული ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფიდან ამოიღო.

ჯანმოს სპეციალისტებმა გამოყეს საშუალო რისკის ჯგუფი, რომელშიც მოხვდნენ 65 წელს გადაცილებული ადამიანები, დიაბეტის, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები, ჭარბწონიანები, ფილტვებისა ან/და თირკმელების დაავადებების მქონე პირები.

ასევე ჯანმომ მოუწოდა ჰოსპიტალიზაციის დაბალი რისკის მქონე ადამიანებს, არ გამოიყენონ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები სიმპტომების გამოხატულობის დასაქვეითებლად.

#datashvil

პირველად საქართველოში – რა სიახლეს გვთავაზობს გიორგი ფხაკაძე…

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ გააკეთა ახალი პროექტი http://www.sheniekimi.ge./

„ვებპორტალზე www.sheniekimi.ge. არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიახლე, გაკეთდა  საქართველოში არსებული კლინიკური ბაზების ჩამონათვალი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ვებგვერდზე ნახავთ სამედიცინო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციას:

  • კლინიკების დასახელება და მისამართი
  • კლინიკების შესახებ
  • კლინიკების სერვისები
  • აკრედიტებული და არააკრედიტებული კლინიკები

ლინკი:https://sheniekimi.ge/clinics/

 

ასევე ნახეთ:

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

რა არის ცისტიტი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?

ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა, რომლის მთავარი გამომწვევი მიზეზიც ბაქტერიული ინფექციაა. უმეტესად მის განვითარებაში დამნაშავე კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მობინადრე ნაწლავური ჩხირია (E. coli), რომელიც შეიძლება შარდსადენსა და შარდის ბუშტში მოხვდეს და ცისტიტი გამოიწვიოს.

ცისტიტი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში უფრო მეტად არის გავრცელებული, რადგან ქალების შარდსადენი მილი კაცებზე მოკლეა და ბაქტერიები შარდის ბუშტში უფრო მარტივად ხვდება.

წაიკითხეთ სრულა

FDA-მ წონაში კლების ახალი, ძლიერ ეფექტიანი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Eli Lilly-ს მიერ წარმოებული წონაში კლების პრეპარატი, Zepbound-ი დაამტკიცა.

აშშ-ის ბაზარზე პრეპარატი რამდენიმე კვირაში გამოჩნდება და შეუერთდება უკვე არსებულ წარმატებულ პრეპარატებს, Novo Nordisk-ის Ozempic-სა და Wegovy-ს. ახალ პრეპარატს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

​JPMorgan-ის ანალიტიკოსთა პროგნოზით, წონაში კლების GLP-1 კატეგორიის პრეპარატების წლიური გაყიდვების მაჩვენებელი 2032 წლისთვის 140 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ბაზრის დომინანტები Eli Lilly და Novo Nordisk-ი იქნებიან.

Zepbound კვირაში ერთხელ, ინიექციის სახით კეთდება და განკუთვნილია იმ ჭარბწონიან პაციენტთათვის, რომლებსაც წონასთან დაკავშირებული სულ მცირე ერთი დაავადება მაინც აწუხებთ, მაგალითად, სისხლის მაღალი წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინი.

წაიკითხეთ სრულა

საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით

 თბილისში საქართველოს გაეროს ასოციაციისა ( UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია) და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) საერთო კონფერენცია „The Partnership for Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs“ მიმდინარეობს.

ინფორმაციას ჯანდაცვის ასოციაცია ავრცელებს.

„კონფერენციის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას კერძო და არასამთავორობო სექტორის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე.

კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსიის “Access to Healthcare for Vulnerable Groups: Promising International Practice and Private Sector Medical Outlook” მოდერატორი იყო საქართველოს ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი, ნინო კიკნაძე.

მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, მსოფლიოს ქვეყნების მაგალითების გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესვა კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობას ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ანელის მომხსენებლები იყვნენ ჯანდაცვის ასოციაციის წევრები:

გიორგი ამბროლიანი, სათემო კლინიკების დეპარტამენტის უფროსი EVEX-ის კლინიკაში;

ნინო მირზიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ირაკლი მირზიკაშვილი, EKIMO-ს აღმასრულებელი დირექტორი;

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი, ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენელი“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამდენი ხანი შეიძლება გაატაროს ბავშვმა ეკრანთან | რატომ უნდა ვმართოთ ბავშვის საეკრანო დრო

რას იწვევს გაზრდილი საეკრანო დრო და რამდენი ხანი შეიძლება გაატაროს ბავშვმა ეკრანთან.

მშობლები იყენებენ მას ბავშვის გასართობად, კვების წასახალისებლად, მოუცლელობის დროს ბავშვის დასამშვიდებლად, რის გამოც ის თანდათან ეჯაჭვება ეკრანს. ამ დროს სულ უფრო ნაკლები დრო რჩება პატარას თამაშისათვის, რაც უმნიშვნელოვანესია მისი განვითარებისათვის.

ეკრანის დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოქმნას და ზიანი მიაყენოს ბავშვების კოგნიტურ, ლინგვისტურ და სოციო-ემოციურ განვითარებას.

კვლევების თანახმად, რეგულარულად ერთ საათზე მეტი დროით ეკრანთან ყოფნა ბავშვებში იწვევს ენობრივი უნარების განვითარების სირთულეებს, ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ასეთ დროს ბავშვებს აქვთ არასაკმარისი ლექსიკური მარაგი, რაც ხელს უშლით ენის აღქმასა და პროდუცირებაში. უჭირთ აზრის გადმოცემა და სხვისი საუბრის გაგება, ახასიათებთ აგრესიული ქცევა, მარტივად ღიზიანდებიან და შესაძლოა ჰქონდეთ წონის და ძილის სირთულეები, შფოთვა და დეპრესია. მათ შეიძლება ჰქონდეთ სკოლაში აკადემიური სირთულეები და ურთიერთობის პრობლემებიც.

რა შეიძლება გავაკეთოთ

  • გაიტანეთ კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვის ოთახიდან
  • თავად შეზღუდეთ მისი თანდასწრებით კომპიუტერით და სმარტფონით სარგებლობის დრო მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
  • ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, 2 წლამდე ასაკის პატარას შეხება არ უნდა ჰქონდეს ეკრანთან. 2 წლის ასაკიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო რეკონენდაცია კიდევ უფრო გაამკაცრა, ე.წ. უწყვეტი ჯდომის დრო კომპიუტერთან 1 საათამდე შემცირდეს ამ ასაკში.
  • ნუ გამოიყენებთ ციფრულ მედიას ბავშვის გასართობად და კვების წახალისებისათვის, გართობისათვის. ამის ნაცვლად უფრო დიდი დრო დაუთმეთ მასთან თამაშს, სეირნობას, აქტიურ თამაშს სუფთა ჰაერზე. ასე ადრეული ასაკიდანვე შეამცირებთ კომპიუტერული დამოკიდებულების რისკს.
  • ყურადღებას მიაქციეთ, რა ინტერნეტ-გვერდებზე აქვს წვდომა თქვენს შვილს.
  • თუ თქვენი პატარა მთელ დღეს ძიძასთან ატარებს, თავიდანვე გააფრთხილეთ ის, რომ მოარიდოს პატარა ეკრანს.
    აშშ პედიატრიის აკადემია მოუწოდებს მშობლებს, მასწავლებლებს და ექიმებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ საკითხებს.
  • ამავე ორგანიზაციის რეკომენდაციით, პედიატრი მოზარდის კონსულტაციისას უნდა სვამდეს 2 დამატებით კითხვას – რა დროს ატარებ ყოველდღიურად ეკრანთან და არის თუ არა შენს ოთახში კომპიუტერი ან ტელევიზორი.

მშობლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ეკრანთან გატარებული დროის მართვასა და შემცირებაში. მათ თავადაც უნდა აკონტროლონ საკუთარი დრო ეკრანთან და უზრუნველყონ ალტერნატიული აქტივობების შეთავაზება ბავშვებისთვის, რათა მინიმუმამდე შეამცირონ ეკრანთან დიდი დოზით ყოფნით გამოწვეული რისკები და ხელი შეუწყონ ბავშვის განვითარებას. ურთიერთობის ამგვარი სტილი დაეხმარებათ მშობლებს სწორად მოახდინონ ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქო-ემოციური განვითარება. 

B ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

B ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ
#post_seo_title

B ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

B ჰეპატიტი არის ღვიძლის ინფექცია, რომელიც გამოწვეულია B ჰეპატიტის ვირუსით (HBV).
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებაა. მას ხშირად იწვევს სპეციფიკური ვირუსები – A, B, C, D და E. 

B ჰეპატიტი სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშ ინფექციად და გლობალური ჯანდაცვის პრობლემად მიიჩნევა. მისი ქრონიკული ფორმის დროს იმატებს ღვიძლის ისეთ დაზიანებათა რისკი, როგორებიცაა ციროზი და კიბო. საბედნიეროდ, B ჰეპატიტი იშვიათად იძენს ქრონიკულ ხასიათს (ათიდან ცხრა შემთხვევაში), ხოლო ვაქცინა, რომელიც 1982 წლიდან გამოიყენება, შემთხვევათა 95%-ში ეფექტურია.

გადაცემის გზები:
• ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტი
• სქესობრივი კონტაქტი
• საზიარო საინექციო ჭურჭლის გამოყენება
• დედიდან შვილზე, მშობიარობის დროს
შესაძლოა, B ჰეპატიტის ვირუსმა გამოიწვიოს ღვიძლის როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ინფექციები. მაშინ როცა, მწვავე ინფექციის დროს გამოჯანმრთელება გრძელვადიანი ეფექტების გარეშე ხდება, ქრონიკული B ჰეპატიტი შეიძლება გახდეს ღვიძლის სერიოზული პრობლემების მიზეზი, მათ შორის ციროზის და ღვიძლის კიბოსი. არსებობს ეფექტური ვაქცინა B ჰეპატიტის პროფილაქტიკისთვის და ის ეძლევა ჩვილებს, როგორც რუტინული იმუნიზაციის ნაწილი.
რეკომენდებულია, რომ 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა ზრდასრულმა ჩაიტაროს სკრინინგი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც.
B ჰეპატიტი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს: სიყვითლით, უსიყვითლოდ და სუბკლინიკურად (სწორედ ამ უკანასკნელს ვუწოდებთ ვირუსმატარებლობას). სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე ფორმებს. ცალკე გამოვყოფთ B ჰეპატიტის ელვისებურ, ფულმინანტურ ფორმას, რომელსაც 24-48 საათში ლეტალურ შედეგამდე მივყავართ. ის დაავადებულთა 1%-ს უვითარდება.
აღნიშნული (HBV და HCV) ინფექციები არის ჰეპატოცელულარული კარცინომის (HCC), ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპის რისკ-ფაქტორები. ამ ვირუსებით გამოწვეულმა ქრონიკულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ანთება, ფიბროზი და ციროზი და საბოლოო ჯამში ღვიძლის კიბო, რაც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

თუ ორსულად ხართ, შესაძლოა ვირუსი თქვენს პატარას მშობიარობის დროს გადაეცეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდეს თქვენი ორსულობის დროს.

თუ ბავშვს ვირუსი გადაეცემა და არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა, მას შეიძლება ხანგრძლივად ჰქონდეს ღვიძლის პრობლემები. ყველა ახალშობილმა, რომელსაც ჰყავს B ჰეპატიტით ინფიცირებული დედა, უნდა მიიღოს B ჰეპატიტის იმუნოგლობულინი და ჰეპატიტის ვაქცინა დაბადებისას და სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.

B ჰეპატიტი არ გადაეცემა

  • ჰაერწვეთოვანი გზით (ხველებით, ცემინებით);
  • დაბინძურებული წყლით;
  • დაბინძურებული, ცუდად დამუშავებული საკვებით;
  • ინფიცირებულთან ჩახუტებით;
  • ინფიცირებულისთვის ხელის ჩამორთმევით;
  • ინფიცირებულის გვერდით ჯდომით;
  • საერთო ჭურჭლით.

B ჰეპატიტით დაავადებულ ქალს შეუძლია, ჩვილს ძუძუ აწოვოს, თუ ბავშვს დაბადებისთანავე გაუკეთებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინს (HBIG) და ვაქცინას. 

სადღეისოდ საქართველოში მოქმედებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც პაციენტს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები დაავადების ფორმის დასადგენად და მკურნალობის შესარჩევად. ამის შემდეგ პაციენტს უტარდება მკურნალობა თანამედროვე, მაღალეფექტური მედიკამენტებით, რომლებიც პაციენტებისთვის სრულიად უფასოა. განკურნების მაჩვენებელი აღემატება 95%-ს.

მკურნალობა

მწვავე B ჰეპატიტი მკურნალობას უმეტესად არ მოითხოვს. მთავარია საკვებით და სითხეებით ნუტრიციული ბალანსის შენარჩუნება. ქრონიკული B ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობა სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა სისხლის ანალიზებში  ღვიძლის დაზიანების ნიშნები ჩანს. მათ შესაძლოა ანტივირუსული მედიკამენტები დაუნიშნონ, რათა შეფერხდეს ციროზის განვითარება და შემცირდეს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. ნებისმიერი სხვა წამლისა თუ საკვები დანამატის მიღების თაობაზე საქმის კურსში უნდა იყოს მკურნალი ექიმი.

ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პირიც დაბალანსებულ, ჯანსაღ კვებაზე უნდა იყოს. არ უნდა მოიმატოს წონა, რადგან სიმსუქნე ზრდის ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების (NAFLD) განვითარების რისკს, ეს უკანასკნელი კი – ღვიძლის დაზიანების ალბათობას. უნდა მოერიდოს ალკოჰოლსაც, რომელსაც ასევე შეუძლია, ღვიძლი უფრო მეტად დააზიანოს.

ჰეპატიტის პრევენცია და პრევენციის სხვა მეთოდები

ჰეპატიტის პრევენციის რამდენიმე გზა არსებობს:

  • დაცული სქესობრივი კავშირი კონდომით;
  • ნემსებისა და შპრიცების არასაზიაროდ გამოყენება;
  • პირადი მოხმარების ბასრი ჰიგიენური ნივთების არასაზიაროდ გამოყენება;
  • ვაქცინაცია – ვაქცინა 95%-ით ეფექტურია ჰეპატიტის პრევენციისთვის. ვაქცინის გაკეთება სრულიად უფასოა იმ ადამიანებისთვის, ვინც PrEP მედიკამენტს იღებს ან ჩართულია არვ მკურნალობაში.

რა უნდა იცოდეთ A ჰეპატიტის შესახებ

“შესაძლებელი გახდება, 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსოს…“

#post_seo_title

ღო­რის სის­ხლში ნა­პოვ­ნი ნა­ერ­თე­ბის­გან შე­მუ­შა­ვე­ბულ ახალ თე­რა­პი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბას E5 -ს შე­უძ­ლია ორ­გა­ნიზ­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა. E5 შედ­გე­ბა რთუ­ლი ნა­ნო­ნა­წი­ლა­კე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდა პლა­სე­ბის­გან.

და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო E5 გა­მოს­ცა­დეს ასა­კო­ვან ვირ­თხებ­ზე. კვლევა მოიცავდა ახალგაზრდა ღორების სისხლიდან მიღებული E5-ის შეყვანას მოხუც ვირთხებში. შეუძლია შეცვალოს დაბერების პროცესი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ხანგრძლივობაზე კვლე­ვის ან­გა­რიში ჟურ­ნალ­ში GeroScience გა­მოქ­ვეყ­ნდა.

და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თე­რა­პი­ის დროს ახალ­გაზ­რდა ღო­რის სის­ხლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ასა­კო­ვა­ნი ვირ­თხის ორ­გა­ნიზ­მში შე­იყ­ვა­ნეს, რა­მაც უჯრე­დე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუკი ექ­სპე­რი­მენ­ტი ადა­მი­ან­ზე ჩატარდება, 80 წლის მო­ხუ­ცი 26 წლის ახალ­გაზ­რდას და­ემ­სგავ­სე­ბა.

კვლე­ვე­ბით დადგინდა, რომ ღო­რის სის­ხლს გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი ჰქონ­და ვირ­თხე­ბის სხვა­დას­ხვა ქსო­ვილ­ზე, ის ასე­ვე ცვლის სის­ხლის, გუ­ლი­სა და ღვიძ­ლის ბი­ო­ლო­გი­ურ ასაკს.

პლაზ­მუ­რი ფრაქ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად ეფექ­ტი­ა­ნია რო­გორც მამრ, ასე­ვე მდედრ ვირ­თხებ­ში.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ ტი­პის თე­რა­პი­ამ შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს:

”ის, რაც სა­სარ­გებ­ლოა ერთი სა­ხე­ო­ბის­თვის, შე­იძ­ლე­ბა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს მე­ო­რის­თვის“.

"შესაძლებელი გახდება, 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსოს...“
#post_seo_title
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights