რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტ „დექსამეტაზონზე“ და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის ექიმის დანიშნულების გარეშე
საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა უნდა ვიცოდეთ მედიკამენტ „დექსამეტაზონზე“ და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის ექიმის დანიშნულების გარეშე
საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ამავდროულად გრძელდება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის რეფორმაც. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს ის სრულად გავრცელდეს ფარმაცევტულ სექტორზე.
ჯანდაცვის სამინისტრო, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რეფორმებს აგრძელებს. უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება.
ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გაფორმდა კომპანია „როშესთან“.
„გრძელდერბა რეფორმები, ფარმასექტორში ინოვაციურ მედიკამენტებზე მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების გაფორმება რეკომენდებულია სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, მსოფლიო ბანკის მიერ იყო მათ შორის საქართველოსთვის რეკომენდებული, ეს გახლავთ ინოვაცია, სადაც ბაზარზე გენეტიკი არ არსებობს, ამიტომ ერთადერთი მექანიზმი, სადაც ფასის დაკლება არის შესაძლებელი, ეს გახლავთ პირდაპირი მოლაპარაკება კომპანიასთან და ამ მხრივ პირველ რიგში მოსახლეობა და პაციენტი, ვისაც მსგავსი მედიკამენტი ესაჭიროება, მიიღებს უფრო მეტ ბენეფიცს იმ მხრივ, რომ მისთვის საჭირო მედიკამენტები წლის მანძილზე დაფინანსდება და მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს ხარჯებს, რადგან ფასდაკლებებს ვაღწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გზით მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებით სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებთან“, – განაცხადა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სულაბერიძემ.
მისი თქმით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა
„ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გააფორმა ხელშეკრულება.
მომავალ წელსაც უნდა ველოდოთ ამ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმებას ინოვაციურ ფარმაცევტულ პროდუქტზე. ონკოლოგია იყო პირველი მიმართულება, რადგან ერთ-ერთი პირველი დანახარჯი იყო, სახელმწიფოს ამ მიმართულებით ჰქონდა მსგავსი ტიპის მედიკამენტებზე. შესაძლოა, ეს გავრცელდეს სხვა ტიპის დაავადებებზეც.
პროგნოზული მოპნაცემებით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ანალიზს, საშუალოდ 40-45 %-ით ამცირებს რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი საცალო ფასებს ბაზარზე მედიკამენტებზე“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
„რაც შეეხება დადასტურებულ ფაქტებს, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, ეს არის საქტატის მონაცემები, რომელიც ასევე აჩვენებს წლის მანძილზე უწყვეტად მედიკამენტებზე ფასების კლებას, ინფლაციას, განსაკუთრებით იმ ჯგუფებზე, რომელთაც რეფერენტული ფასწარმოქმნა შეეხო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, აღნიშნული მექანიზმი მთავარი მიზნის მისაღწევად, რაც დასახული ჰქონდა სამინისტროს, – მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯი შეემცირებინა და უფრო მეტად გამხდარიყო ხელმისაწვდომი, ამ მიზანს ამართლებს. მეორე მექანიზმი გახლავთ თურქეთიდან პროაქტიული წესით მედიკამენტების შემოტანა. ორივე ეს ერთად მუშაობს და ვიღებთ ეფექტს, რასაც საქტატის მონაცემები დადასტურებულად აჩვენებს. თავდაპირველად ეს შეეხო ქრონიკული დაადავებების სამართავ მედიკამენტებს, რასაც სახელმწიფო აფინანსებდა. შემდეგ ეტაპობრივად გავრცელდა სხვა ტიპის მედიკამენტებზეც, სამინისტროს მიერ დასახულ მიზანს, რომ მოიცვას ბაზარზე აქტიურად მბრუნავი მედიკამენტები, მომავალ წელსაც განახორციელებს სამინისტრო. უმეტესობა უკვე მოცულია, ძირითადად ეს არის რეცეპტორული მედიკამენტები, რასაც მიმდინარე წელს რეფორმა შეეხო. მომავალ წელს უკვე არარეცეპტორულ მედიკამენტებსაც შეეხება, რაც აქტიურად ბრუნავს ბაზარზე“, – აღნიშნა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სულაბერიძემ.
„რაც შეეხება ფასნამატებს, ეს გახლდათ ის მედიკამენტები, რომლებიც არ შედიოდა რეფერენტულში, მაგრამ ახლა მედიკამენტები კვლავ დაემატა არსებულ კატალოგს. სიაში უკვე შეტანილია ეს მედიკამენტები. მსგავსი ტიპის ანალიზი მუდმივად კეთდება სამინისტროში, ვიდრე რეფერენტული ფასწარმოქმნა კონკრეტულ მედიკამენტზე დაწესდება. ჩვენ ვუყურებთ, განსაზღვრული ფასი რამდენად მოახდენს საბითუმო ფასებზე იმპორტის ფასთან მიმართებაში, რა შედეგს მოგვცემს და ასევე რა გავლენა ექნება საცალო ფასებზე.
გამვლენილი ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ მაღალი ფასები იყო, განსაკუთრებით ბოლოს ძალაში შესულ მედიკამენტებზე. გადავწყვიტეთ, რომ გამოგვექვეყნებინა“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
მისივე თქმით, თითოეულ რეფორმას უტარდება ანალიზი…
„თითოეულ რეფორმას უტარდება ანალიზი, თუ რა ხდება სექტორში, რათა შედეგების კვალდაკვალ ვიაროთ და სადაც ჩარევაა საჭირო, რომ შესაბამისად ვიმოქმედოთ. შესაბამისად, მარაგებზე და დეფიციტზე ინფორმაცია ანალიზდება სამინისტროში. დღესდღეობიოთ ბაზარზე დეფიციტი არ არსებობს. სადაც დეფიციტის რისკები არსებობდა და კონკრეტულ მოლეკულას ბაზარზე, შესაძლოა, არ ჰქონოდა არსებობის შესაძლებლობა, მსგავსი ტიპის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მეთოდოლოგიოას აქვს გამონაკლისის პროცედურა. გამონაკლისის შემთხვევებში მივდივართ ასევე ფარმაცევტულ კომპანიებთან, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვამბობთ, რომ რეფერენტული ქვეყნებიდან ფასების ანალიზით ეს ფასებია, თუ ვერ ახერხებთ მედიკამენტის აღნიშნულ ფასად შემოტანას, რა იქნება გონივრული ფასი. ამ შემთხვევაში ხდება სხვა ქვეყნების მოშველიებაც, რათა კომპანიასთან უფრო მეტად გვქონდეს მოლაპარაკების შესაძლებლობა, რომ ფასი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი საქართველოს მოსახლეობისათვის“, – აღნიშნა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა.
მისი თქმით, რეფორმის დაწყებიდან დღემდე მსგავსი პრტეცედენტები იყო.
„რეფორმის დაწყებიდან დღემდე მსგავსი პრტეცედენტები იყო. რამდენიმე მედიკამენტზე, რაზეც მიღწეული იყო კონსენსუსი ფარმაცევტულ კომპანიასთან, შესაბამისად მედიკამნტების ქვეყანაში შემოსვლა გაგრძელდა“, – განაცხადა ლელა სულაბერიძემ.
„რაც შეეხება DRG სისტემას, საკმაოდ ეფექტური მექანიზმია, ამას ბევრი განვითარებული ქვეყანაც ამბობს, სადაც ეს მეთოდია დანერგილი. ეს პროგრამა კარგია მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდის შემცირების კუთხით.
მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტამ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს…“ – აღნიშნა ლელა სულაბერიძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
რას ნიშნავს ვირტუალური აუტიზმი?!
საუბრობს ბავშვთა ნევროლოგი სოფო ბახტაძე:
„ვირტუალური აუტიზმი, დავაკონკრეტებ, ჯერ არ არის სამედიცინო ტერმინოლოგიაში როგორც დაავადება იდენტიფიცირებული. ეს ტერმინი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ის ქცევითი დარღვევები, რაც ეკრანდამოკიდებულებას ახლავს თან იყოს საერთო აუტიზმთან, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აუტიზმი ნეიროფსიქიატრიული დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრობლემა, სოციალური ინტერაქციის სიღარიბე და თვალის თვალთან კონტაქტი. აუტიზმის დიაგნოსტირების ქვაკუთხედი სწორედ ეს სამი ძირითადი ფაქტორია.
ეკრანდამოკიდებული ბავშვი მეტ-ნაკლებად იზოლირებულია გარესამყაროსგან. ვისაც ეს პრობლემა აქვს ოჯახში, ყველა დამეთანხმება, რომ მათ ძალიან აწუხებთ, როცა ბავშვი იზოლირებულია სოციუმისგან.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იზოლაცია არის ის, რაც მას საერთო შეიძლება ჰქონდეს აუტიზმთან. სოციალური დისტანცირება აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ სოციალური იზოლაციისგან. ეკრანდამოკიდებულ ბავშვს, რომელიც მიჯაჭვულია ეკრანთან თავისი გასართობი თუ სოციალური აქტივობის დროს, დაემატა აკადემიური საქმიანობაც. ეკრანმა მიიღო აკადემიური ატრიბუტის, აკადემიური ხელსაწყოს ფუნქცია. აქ უკვე მივიღეთ ეკრანდამოკიდებულების დაჯამებული, სუმირებული ეფექტი. მშობელი ფრთხილად და ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, მისი შვილის ეკრანდამოკიდებულება რომ არ გადაიზარდოს ქრონიკულ სოციალურ იზოლაციაში“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სტატისტიკა მოწმობს, რომ საახალწლო პერიოდი დაკავშირებულია როგორც გულის არითმიის, ასევე ინფარქტისა და ინსულტის შემთხვევების მატებასთან. მიიჩნევა, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემების ამ პერიოდში ზრდა რამდენიმე ფაქტორის შედეგია. „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ კარდიოლოგი ელიტა ეგზუბაია ამბობს, რომ ამ მიზეზებს შორის წამყვანია ალკოჰოლის მოხმარების გაზრდა, სტრესი/ემოციური ფონი და დიეტასთან დაკავშირებული ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ჩვეულებრივზე მეტი მარილის მიღება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
„რუხის საუნივერსიტეტო კლინიკამ სამი თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება 3000-მდე პაციენტს გაუწია. სამედიცინო დაწესებულებამ მრავალპროფილური მიმართულებით ფუნქციონირება 15 სექტემბრიდან დაიწყო“. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაინერგა ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები.
აღსანიშნავია, რომ რუხის მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში ერთადერთია, რომელიც მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას Canon-ის 640-შრიანი, უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურით უზრუნველყოს. კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო მაღალკვალიფიციური კადრებით, მათ შორის თბილისიდან მოწვეული ექიმებით არის დაკომპლექტებული.
კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი , ისე ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ. ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კლინიკის სამედიცინო მომსახურებით, 800- მდე პაციენტმა ისარგებლა.
საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე – თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
„ნებისმიერი შეფასებითი კომპონენტი, რომელსაც მშობელი გამოიყენებს, ბავშვზე აისახება. ეჭვი არ უნდა შევიტანოთ, რომ მე რაღაც გამომივა, რაღაცაში წარმატებული ვიქნები. მშობელი გადამწყვეტია ბავშვთან მოლოდინების ფორმულირებაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ერთგვარი კიბე და მშობელი გრძელვადიანად ხედავს, როგორია კიბის დასასრული. მაგრამ ყოველ მოცემულ მომენტში ის ბავშვს არ სთხოვს, მაღლა და მაღლა ავიდეს, არამედ ის საფეხური დაძლიოს, რომელიც მას ამ მომენტში შეუძლია. ამ დროს მშობელი ეხმარება ბავშვს და იღებს უკუკავშირს, ეს არის ყველზე ეფექტური და მარტივი მოდელი.
არსებობს მიზანი, რომელიც ალბათ ბავშვისთვისაც ხელშესახებია და მშობლისთვისაც ნათელია და მისი შესრულების პატარა საფეხურებით იწყება, რომელიც მიგვიყვანს შედეგამდე. ეს გზად ნამდვილად გაგვიყვანს შედეგამდე. უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში. ნებისმიერი საგანმანათლებლო სიტუაციის მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის. აქ მნიშვნელოვანია ოპტიმისტური რეალიზმი. რეალიზმი არის ის, როცა მე ვიცი, რა გამომდის.
როდესაც მშობლები ვამბობთ, რომ ნიჭიერია ბავშვი, ეს ზოგადია, უფრო მარტივად უნდა ავხსნათ, რა გამოსდის მას.
ავიღოთ ორი ასაკობრივი ჭრილი, 96 წლის პიანისტი, რომელსაც სოლო კონცერტი აქვს და ერთი წლის ბავშვი, რომელიც დგას პირველ ნაბიჯებს. როცა ვამბობთ, ნიჭიერია ადამიანი? წარმატებულია ის? ერთი წლის ბავშვის შემთხვევაში ჩვენი მიზანია ის, რომ მან ჯერ უნდა გაიაროს, 96 წლის ადამიანის შემთხვევაში, კი მიზანი ბევრად სხვაა. ერთი წლის ბავშვს რომ დავუბრუნდეთ, მას ნაბიჯების გადასადგმელად სჭირდება შესაძლებლობა, რომ დაიწყოს სიარული. მას სჭირდება ამის მოტორული წინაპირობა. არიან ბავშვები, რომლებმაც რთულად ისწავლეს და ისინი, ვინც მარტივად სწავლობს. არიან ისეთებიც, ვინც ადვილად ისწავლეს, თუმცა ეს ვერაფერში გამოიყენეს, მაგრამ ისეთებიც, ვინც რთულად ისწავლა, წავიდა სპორტში და გადასარევად იყენებს ფიზიკურ უნარებს. მაშ, რომელი ბავშვი გაივლის უფრო სწრაფად? ის, ვისაც მეტი მცდელობა აქვს და კარგი მხარდაჭერა. ბავშვმა სისტემატურად უნდა მოსინჯოს თავისი უნარები, გავარჯიშდეს, რომ ეს ნაბიჯები გადადგას, მაგრამ გარემო უნდა ეხმარებოდეს მას.
იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, იმიტომ, რომ ტვინი მხოლოდ ამ მდგომარეობაში სწავლობს. თუ მე მხარდამჭერი მშობელი მყავს, მაქვს შანსი, რომ ვიყო პოზიტიურ გარემოში და წავიდე დადებითი ემოციებისკენ. ერთი მხრივ, ხომ ადვილია სიხარულის გაცემა, მაგრამ როცა ბავშვი დაღლილია, გამოუძინებელია, ბევრი აქვს სამეცადინო, სად იპოვოს მან სიხარული?“
პირველად საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფლებოლოგმა უჩა დოლიძემ ჩაატარა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის პროცედურა. ლაზერული აბლაციის (VALA – Vacuum Assisted Laser Ablation) ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, საიმედოდ, უსაფრთხოდ და გართულებების რისკის გარეშე ლაზერით დაიხუროს დიდი, 15 მმ-ზე მეტი დიამეტრის ვარიკოზული ვენები.
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდის, ლაზერული აბლაციის დროს ლაზერის ზემოქმედება ხდება ცარიელი ვენის კედელზე, პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით. თუმცა ბოლო დრომდე, დიდი დიამეტრის ვარიკოზული ვენების შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა.
სწორედ ამ ტექნიკური პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის მეთოდი. ვაკუუმ გამომქაჩი ახორციელებს აბლაციის დროს სანათურში ნარჩენი სისხლის ასპირაციას და ვარიკოზული ვენის კედლის ადეკვატურ კონტაქტს ლაზერულ ბოჭკოსთან, რითაც მიიღწევა ვარიკოზული ვენის კედლების სრულფასოვანი აბლაცია და უმტკივნეულო პოსტოპერაციული პერიოდი. მკურნალობის ამ მეთოდს აქვს შესანიშნავი კოსმეტიკური შედეგი, სრულად შენარჩუნებული ცხოვრების მაღალი ხარისხი და შრომისუნარიანობა.
ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის უპირატესობები სტანდარტულ ლაზერულ აბლაციასთან შედარებით:
ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაცია ტარდება გერმანული წარმოების Biolitec-ის თანამედროვე აპარატით Leonardo Dual 45, ElVeS Radial 2 ring PRO ბოჭკოების გამოყენებით. პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი გაუტკივარებით, განაკვეთების გარეშე. ხანგრძლივობა 30- 40 წუთი. პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ფლებოლოგის არსენალში ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის მეთოდის არსებობა შესაძლებელს ხდის ნებისმიერი დიამეტრის (გიგანტური) ვარიკოზული ვენის საიმედო, უსაფრთხო და უმტკივნეულო დახურვას.
კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ტარდება ვარიკოზული ვენებისა და მისი გართულებების მიკროქირურგიული მკურნალობა. მკურნალობის მეთოდებია: ენდოვენური ლაზერული აბლაცია, მინი- და მიკროფლებექტომია, ექოსკლეროთერაპია, მიკროსკლეროთერაპია.ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მოცილება ხდება ენდოვენური ლაზერული აბლაციითა და მიკროფლებექტომიით, აბლაციის პროცესი მიმდინარეობს დუპლექსსკანირების კონტროლით.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
დახრილი მაგიდის ტესტი
დახრილი მაგიდის ტესტი რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ გაურკვეველი მიზეზებით გამოწვეული გულის წასვლა (სინკოპე) გულში რაიმე სტრუქტურული ცვლილებების (როგორიცაა აორტის სარქვლის სტენოზი) გარეშე. კვლევის დროს მოძრავ მაგიდაზე დაფიქსირებულ პაციენტს 15-20 წუთის განმავლობაში უცვლიან დახრის კუთხეს 60-დან 80 გრადუსამდე და მუდმივად უზომავენ წნევას, უთვლიან პულსს. თუ არტერიული წნევა არ მცირდება, პაციენტისთვის ინტრავენურად შეჰყავთ იზოპროტერენოლი (აძლიერებს გულის მუშაობას) ისეთი დოზით, რომელიც გამოიწვევს გულისცემის აჩქარებას 20 დარტყმით წუთში. ამ პროცედურის გამოყენებისას ხშირია ცრუდადებითი შედეგი. ის 30-60 წუთი გრძელდება, უსაფრთხოა.
ელექტროფიზიოლოგიური ტესტირება
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi