პარასკევი, მაისი 8, 2026

რა უნდა იცოდეთ A ჰეპატიტის შესახებ

A ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, მთელ მსოფლიოში გვხვდება და ხშირად ეპიდემიური ხასიათი აქვს. ავადობის სიხშირის მიხედვით, მესამე ადგილი უკავია გრიპისა და მწვავე რესპირატორული ინფექციების შემდეგ. A ჰეპატიტი სხვადასხვა დროს ცნობილი იყო ინფექციური ჰეპატიტის, ეპიდემიური ჰეპატიტის, ბოტკინის დაავადების, სიყვითლის სახელწოდებით. სამედიცინო ლიტერატურაში იგი ჭუჭყიანი ხელების დაავადებადაც მოიხსენიება.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამოწვევა შეუძლია ტოქსინს, წამალს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და, რა თქმა უნდა, ინფექციასაც.

ბავშვებთან ყველაზე ხშირად A ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი გვხვდება, რომელსაც A ჰეპატიტს უწოდებენ, ძალიან გადამდებია. შესაძლოა, საკვებისა თუ სასმლის მასობრივი დაბინძურება A ჰეპატიტის ეპიდემიის მიზეზად იქცეს.

A ჰეპატიტის ინკუბაციის პერიოდი, ინფექციის შეძენიდან სიმპტომების გამოვლენამდე, ორიდან ოთხ კვირამდეა.

როგორ ვრცელდება

A ჰეპატიტის ვირუსი ადვილად ვრცელდება დაავადებულის ფეკალიებით დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ავადმყოფობის გამოსაწვევად ვირუსის მცირე რაოდენობაც საკმარისია. ის ვრცელდება დაბინძურებული საგნებიდანაც – შეხებისას ხელზე გადადის, იქიდან კი პირში ხვდება. შესაძლოა ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროსაც გადმოგვედოს, –  მისი მოვლის დროს. ასე რომ, თუ ბავშვს A ჰეპატიტი დაემართა, ოჯახის წევრებსაც სიფრთხილე მართებთ.

A ჰეპატიტის ვირუსით საკვების ინფიცირება მისი წარმოების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი: მცენარის ზრდისას, მოსავლის აღებისას, ნახევარფაბრიკატებად გადამუშავებისას, ტექნოლოგიური გადამუშავებისას, შეფუთვისას, მომზადებისას თუ ტრანსპორტირებისას. ამასთან, გაყინვისას ვირუსი არ კვდება.

A ჰეპატიტს ახასიათებს:

  •  მაღალი ტემპერატურა;
  •  დაღლილობის შეგრძნება;
  •  მადის დაქვეითება;
  • გულისრევის შეგრძნება;
  •  ღებინება;
  •  მუცლის ტკივილი;
  • შარდის გამუქება;
  •  თეთრი თიხისფერი განავალი;
  •  სახსრების ტკივილი;
  •  თვალების (სკლერების) და კანის სიყვითლე (70% ში).

B და C ჰეპატიტებისგან განსხვავებით, A ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულ დაზიანებას არ იწვევს. შესაძლოა გამოიწვიოს ელვისებური ჰეპატიტი, რომელსაც ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე მივყავართ და რომელიც ხშირად სასიკვდილოა, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ცნობიერების დაბინდვის, მწვავე ტკივილის, სისხლდენის დროს.

ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, დაღლილობას, თავის ტკივილს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, კანის ქავილს, ტემპერატურის ზომიერ (37-38,5 0C-მდე) მომატებას. მცირე ასაკის ბავშვებს აქვთ დიარეა (კუჭის აშლილობა), მოზარდებსა და მოზრდილებს აწუხებთ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა და კუჭის არეში. ავადმყოფის მდგომარეობა უმეტესად სიყვითლის გამოვლენისთანავე უმჯობესდება, ზოგადი სიმპტომები ქრება.

სიყვითლის პერიოდს ახასიათებს მუქი შარდი, უფერული განავალი, ლორწოვანის, თვალის სკლერისა და კანის სიყვითლე. სიყვითლემ შესაძლოა მოიმატოს პირველ, მეორე, მესამე დღეს. გასტანს 1-2 კვირას, მერე კი ნელ-ნელა ცხრება. მდგომარეობა ნორმას საბოლოოდ რომ დაუბრუნდეს, კიდევ 1-2 კვირაა საჭირო.

დიაგნოზი და მკურნალობა

A ჰეპატიტის დიაგნოზს სვამენ სისხლისა და შარდის ბიოქიმიური ანალიზის საფუძველზე. A ჰეპატიტის დროს ჰოსპიტალიზაცია არ არის აუცილებელი, გარდა ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევებისა. დაავადების მკურნალობა გულისხმობს კომფორტს, დასვენებას, სითხეების მიღებას და ბალანსირებულ, ადეკვატურ კვებას.

ჰეპატიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია წამლებთან სწორი ურთიერთობა. მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტებისგან სწორედ ღვიძლი გვიცავს, ამიტომ ექიმთან შეუთანხმებლად ერიდეთ თუნდაც ისეთ “უვნებელ” პრეპარატებს, როგორიცაა პარაცეტამოლი: ჯერ ერთი, დაავადებული ღვიძლი სათანადოდ ვერ უმკლავდება ტოქსინებს და შესაძლოა, წამალმა ბავშვს ავნოს, მეორეც, არ არის გამორიცხული, მან თვითონვე დააზიანოს ღვიძლი.

დიეტა

ნებადართულია: რძე, რძემჟავა პროდუქტები, ხაჭო, მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საქონლის, ქათმის, კურდღლის მჭლე ხორცი (ხბოსი და წიწილისა არასასურველია), მოხარშული მჭლე თევზი – ვირთევზა, ქარიყლაპია, კობრი; ბოსტნეული – კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, უმი და დამწნილებული კომბოსტო, ახალი კიტრი, ცოტაოდენი პომიდორი; ფაფები და მაკარონის ნაწარმი, დაღერღილი ხორბლის პური; მწვანე ბარდა; ტკბილი ხილი და კენკრა, მურაბა, თაფლი; წინა დღეს გამომცხვარი ნამცხვარი, ოღონდ არა ფენოვანი.

აკრძალულია: შემწვარი, შებოლილი, ცხარე, მლაშე, მარინადი, კონსერვი, ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის ხორცი, ხახვი, ბოლოკი, სოკო, ლობიო, პირშუშხა, წიწაკა, მდოგვი, ძმარი, ტორტი, ღვეზელი, შოკოლადი, კაკაო, ნატურალური ყავა, ნაყინი, ხორცი, ქათმის, სოკოს ბულიონი.

A ჰეპატიტის ვაქცინა დაგეხმარებათ დაავადებისგან პრევენციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

რა შეიცვლება პაციენტთა საზღვარგარეთ მკურნალობისას, ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ გავხდებით

 მოგვიწევს თუ არა სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით

„რუსთავი-2“-ის დილის გადაცემაში სამართლის ასოცირებული პროფესორი თამარ კერძაია საუბრობს:

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოპერაციების დიდი ნაწილი საქართველოში ფინანსდება და საქართველოს ჯანდაცვის კუთხით ეს გამოწვევები გადაილახა, მოქალაქეებს მაინც უწევთ ევროპის ქვეყნებში წასვლა სამკურნალოდ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ჯანდაცვის მიმართულებით მთელი რიგი დაფინანსება იქნება, რათა გაძლიერდეს ეს სისტემა…“

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

რა აგროვებს ნაწლავებში აირებს, რა პროცესია ეს, როგორ წარმოიქმნება…

შებერილობა არის განცდა, რომ თქვენი მუცელი სავსეა ან დაჭიმულია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნაწლავებსა და კუჭში გაზები გროვდება. შებერილობა და მეტეორიზმი შეიძლება ერთჯერადად განვითარდეს, ან ქრონიკული სახე ჰქონდეს, რაც კლინიკა „მედცენტრის“ თერაპევტის, ლუიზა კალანდაძის თქმით, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემებზე მიანიშნებდეს.

  • რა პროცესია ეს, როგორ წარმოიქმნება გაზი ორგანიზმში?

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ – ჰანს კლუგე

„პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის დანერგვით, მედიკამენტების ფასების რეგულირებისა და ონკოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, ასახავს იმ პოლიტიკის ძალას, რომელიც მიმართულია საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ“ – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა.
ჰანს კლუგემ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა.
„ეს არის ქმედითი პოლიტიკა, რომელიც უშუალო, ხელშესახებ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ფინანსურ დაცულობაზე და წარმოშობს ჩვენთვის ოპტიმიზმს, მხარი დავუჭიროთ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც ამ სფეროებში რეფორმების გატარებისას.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჯანმრთელობას მსოფლიო ორგანიზაციის მზადყოფნას, ნებისმიერ დროს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.
ჰანს კლუგემ, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს, მის მოადგილეებს თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურს მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: 1 ადამიანი და ტექსტი

ვაქცინა იცავს 20-ზე მეტი დაავადებისგან

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინა იცავს 20-ზე მეტი დაავადებისგან.

ვაქცინა იცავს 20-ზე მეტი დაავადებისგან:
საშვილოსნოს ყელის კიბო
ქოლერა
დიფტერია
ებოლა
B ჰეპატიტი
ინფლუენზა
იაპონური ენცეფალიტი
წიწიბურა
მენინგიტი
ყუმბარები
პერტუსისი
პნევმონია
პოლიო
რაბები
როტავირუსი
რუბელა
ტეტანუსი
ტიფოიდი
ვარიჩელა
ყვითელი ცხელება
COVID-19
„დაელაპარაკეთ თქვენს ჯანდაცვის მუშაკს, რათა დარწმუნდეთ, რომ ვაქცინაცია განახლდეს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის“

მსოფლიოში პირველად თვალის სრულად გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა

ნიუ-იორკში თვა­ლის სრუ­ლად გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. ექი­მე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, რომ პა­ცი­ენტს მხედ­ვე­ლო­ბა აღუდ­გე­ბა. 

„სრუ­ლი თვა­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია შე­ვას­რუ­ლეთ, დიდი წარ­მა­ტე­ბაა. ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ეს ოპე­რა­ცია გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტია მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის მხედ­ვე­ლო­ბის აღ­დგე­ნის საქ­მე­ში“, – განაცხადა ექიმ­მა ედუ­არ­დო როდ­რი­გეს­მა.

აა­რო­ნის მე­უღ­ლემ, მე­გან ჯე­იმსმა CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ქმრის და­ნახ­ვა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი გრძნო­ბა იყო.

აა­რონ ჯე­იმ­სი მე-19 ადა­მი­ა­ნია აშშ-ში, რო­მელ­საც სა­ხის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

იგი ამ­ჟა­მად ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა…

ჯეიმსის ორგანიზმმა ახალი ორგანო კარგად მიიღო – სისხლძარღვები მასში სწორად ფუნქციონირებს. ამასთან, კაცმა წინასწარ იცოდა, რომ გადანერგილ თვალში მხედველობა არ აღუდგებოდა, თუმცა ოპერაციას მაინც დათანხმდა, რათა ქირურგებს სათანადო გამოცდილების მიღება შეეძლოთ, რომ მომავალში სხვებს დაეხმარონ.

წყა­რო

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

„C ვიტამინი დაბერების პროცესს ანელებს“

ადამიანი დაბერების პრევენციაზე დიდი ხანია ფიქრობს. სიბერეს მითოლოგიაშიც ებრძოდნენ და აი დღეს ეს მარათონი მეცნიერებამ გადაიბარა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სულ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ მეცნიერებმა ვირთხებს ბიოლოგიური ასაკი შეუცვალეს. ახალი ნაერთი (E5) გოჭების სისხლის გადამუშავებით დაამზადეს და შემდეგ ის ხანდაზმულ ვირთხებს შეუყვანეს.

და აი ახლა, ჩინელი მეცნიერების თქმით, ამ მხრივ მათაც მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ.

მკველვრებმა ზურგის ტვინში უჯრედების ჯგუფი აღმოჩაინეს, რომელიც დაბერების პროცესთანაა დაკავშირებული. ჯგუფს სახელად CHIT1 ჰქვია.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

კანონპროექტი შექმნის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნია განცხადებით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში აუცილებელია საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უპასუხებს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს, ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევს ამ სფეროში არსებულ ნორმატიულ მასალას და რომელიც ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან იქნება შესაბამისობაში, რომელთა ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გააჩნია.

„კანონპროექტი შექმნის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სისტემის ძირითად საკანონმდებლო საფუძველს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მიახლოებული. კანონპროექტით დადგინდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ეფექტური განხორციელების მიზნებისთვის საკანონმდებლო ნორმები, რაც დაარეგულირებს აღნიშნულ პროცესში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებსა და მოვალეობებს, დაადგენს მოთხოვნებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვის და მისი მართვის თაობაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ეთიკური ასპექტების გამართვას და უანგარობის პრინციპზე დაყრდნობით დონაციის პრაქტიკას. დაზუსტდება დონორებისა და რეციპიენტების უფლებები და მოვალეობები ინფორმირებული თანხმობის, თანხმობაზე უარის თქმის, კონფიდენციალობისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების კუთხით. ამასთან, ჩამოყალიბდება როგორც ავტორიზაციისა და ზედამხედველობის სისტემა, ასევე მეთვალყურეობისა და სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების სისტემები და მონაცემთა ერთიანი ეროვნული რეესტრი.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge 

ჯანმომ კორონავირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები განაახლა – 65 წელს გადაცილებული ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფიდან ამოიღო

ჯანმომ კორონავირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები განაახლა და 65 წელს გადაცილებული ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფიდან ამოიღო.

ჯანმოს სპეციალისტებმა გამოყეს საშუალო რისკის ჯგუფი, რომელშიც მოხვდნენ 65 წელს გადაცილებული ადამიანები, დიაბეტის, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები, ჭარბწონიანები, ფილტვებისა ან/და თირკმელების დაავადებების მქონე პირები.

ასევე ჯანმომ მოუწოდა ჰოსპიტალიზაციის დაბალი რისკის მქონე ადამიანებს, არ გამოიყენონ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები სიმპტომების გამოხატულობის დასაქვეითებლად.

#datashvil

პირველად საქართველოში – რა სიახლეს გვთავაზობს გიორგი ფხაკაძე…

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ გააკეთა ახალი პროექტი http://www.sheniekimi.ge./

„ვებპორტალზე www.sheniekimi.ge. არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიახლე, გაკეთდა  საქართველოში არსებული კლინიკური ბაზების ჩამონათვალი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ვებგვერდზე ნახავთ სამედიცინო დაწესებულებების შესახებ ინფორმაციას:

  • კლინიკების დასახელება და მისამართი
  • კლინიკების შესახებ
  • კლინიკების სერვისები
  • აკრედიტებული და არააკრედიტებული კლინიკები

ლინკი:https://sheniekimi.ge/clinics/

 

ასევე ნახეთ:

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights