პარასკევი, მაისი 8, 2026

ტუბერკულოზის მონაცემთა ანგარიშგების, ანალიზის და მონაცემთა გამოყენების საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა

ტუბერკულოზის მონაცემთა ანგარიშგების, ანალიზის და მონაცემთა გამოყენების საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამების წარმომადგენლები, USAID ვაშინგტონისა და მონაწილე ქვეყნების მისიების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სათავო და ევროპის რეგიონული ოფისის, გლობალური ფონდის და Stop TB Partnership’ის წევრები ესწრებოდნენ, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გასული წლის დასაწყისში საქართველო დასახელდა, როგორც საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ტუბერკულოზის მონიტორინგის, შეფასების და ეპიდზედამხედველობის მიმართულებით. სწორედ ამან განაპირობა მოწინავე პრაქტიკის ცენტრის (Center of Excellence COE) დაფუძნება, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან ერთად, დარგის ექსპერტებთან თანამშრომლობით და TB DIAH-ის მხარდაჭერით უძღვება.

მოწინავე პრაქტიკის ცენტრის მოდელის გამოყენების მიზანია დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს ტუბერკულოზის შესახებ მონაცემების შეგროვების, ანალიზის, ანგარიშგების, კომუნიკაციისა და გაზიარების პრაქტიკის გაუმჯობესებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა – დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა.
სახელმწიფო დიაბეტის მართვის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:
– შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას;
– სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას;
– შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
– ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, კვლევებსა და საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას
– ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, კვლევებსა და საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.
2022 წლიდან სახელმწიფომ დიაბეტის მართვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა:
• გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. თბილისის გარდა, დიაბეტის ვაუჩერული სერვისის მიღება უკვე შესაძლებელია გორში, ქუთაისში, ბათუმში, გურჯაანსა და მარნეულში.
• 2022 წლიდან ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები და სენსორები (CGM) უფასოდ გადაეცემა. CGM სისტემა ბავშვს და მშობელს აძლევს შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოდ და დისკომფორტის გარეშე, მოახდინონ გლუკოზის მონიტორინგი. ავტომატურად, უწყვეტ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, ახდენს მონიტორინგის მონაცემების ანალიზს და ვიზუალიზაციას.
2023 წლიდან, შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი მე-4 თაობის (Guardian 4) სისტემებთან ერთად და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.
სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მე-4 თაობის სისტემების გაცემა , ექიმის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე, 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაიწყო.
2023 წლის ივნისიდან, ბენეფიციარები საანალიზო-ტექნიკურ საშუალებებსა და მედიკამენტებს ერთდროულად იღებენ, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში.
2023 წელს დარეგულირდა ინსულინის მარაგების გაცემის წესიც, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები, არანაკლებ 3 – თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა; დაკორექტირდა გაცემის თარიღიც – ბენეფიციარები შეუძლიათ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ.
დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა.

შაქრიანი დიაბეტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ…

შაქრიანი დიაბეტი   სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებით მიმდინარე ქრონიკული, მეტაბოლური დაავადებაა. ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მატებით. 

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – ავტოიმუნური დაავადებაა. ყველაზე ხშირად ბავშვებს და მოზარდებს ემართებათ. ახასიათებს მკვეთრად გამოვლენილი სიმპტომატიკა, საკმაოდ აგრესიული მიმდინარეობა. ამ დროს ორგანიზმი შეცდომით ებრძვის საკუთარ ქსოვილებს და ანადგურებს ინსულინის გამომამუშავებელ უჯრედებს პანკრეასში. შედეგად ეს ჰორმონი საჭიროზე გაცილებით ნაკლები ოდენობით ან სრულებით აღარ წარმოიქმნება. ეს კი  სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. ინსულინის არარსებობის დროს ვითარდება  ჰიპერგლიკემია, რაც იწვევს სისხლძარღვების, გულის, თირკმლების, თვალის, ნერვული სისტემის მძიმე ხარისხის დაზიანებებს. ხშირად ვითარდება ჯანმრთელობისთვის სახიფათო მდგომარეობა-კეტოაციდოზი.

ტიპი 1-ის მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ ინ­სუ­ლი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით.

სიმპტომები:
  • წყურვილისა და შიმშილის გამძაფრებული შეგრძნება
  • ხშირი შარდვა
  • საერთო სისუსტე
  • წონაში უმიზეზოდ კლება
  • მხედველობის დაქვეითება
  • პირის სიმშრალე

ტიპი ორი დიაბეტი უმეტესად მოწიფულ და ასაკოვან პირებს ემართებათ. პრედიაბეტის ფაზაში ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები, თუმცა შემდეგ, როდესაც ორგანიზმს ხვდება რაიმე ტიპის სტრესი, მაგალითად ინფარქტი, ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პრობლემები, ამის ფონზე გამოვლინდეს. ნებისმიერი ინფექციის დროს, მაგალითად – კოვიდის დროსაც ხდება მისი გამოვლენა.

მეორე ტიპის დიაბეტს აქვს ორი ძირითადი გამომწვევი მიზეზი:  

  • უჯრედები სხვადასხვა ქსოვილებში არიან რეზისტენტულები ინსულინის მიმართ, რაც ნიშნავს რომ ორგანიზმში მიუხედავად იმისა რომ არის საკმარისი რაოდენობით ინსულინი უჯრედები ვერ აღიქვამენ ამ ჰორმონს, რომელიც მათ  როგორც წესი გლუკოზის ათვისებაში ეხმარება. შესაბამისად ინსულინის რეზისტენტობის დროს ვერ ხდება ორგანიზმის მიერ გლუკოზის ეფექტური მოხმარება და სისხლში რჩება აუთვისებელი გლუკოზის მაღალი დონე.
  • პანკრეასი გარკვეული მიზეზების გამო ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდნეობით ინსულინს სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის.

შესაძლოა, დიდი ხნის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ზოგჯერ დიაგნოზს შემთხვევით, რიგითი გამოკვლევის შედეგად სვამენ. დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას.

სიმპტომები:
  • შიმშილის აუტანლობა
  • ხელების და შინაგანი კანკალი
  • შინაგანი აფორიაქება
  • წონაში უმიზეზოდ მატება,
  • ტკბილზე გაძლიერებული მოთხოვნა
  • საკვებზე დამოკიდებულება

რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

ჭარბი წონა ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. რაც უფრო დიდია სხეულის მასა, მით უფრო ძლიერია უჯრედების რეზისტენტობა ინსულინის მიმართ;

დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი ასაკთან ერთად იმატებს, განსაკუთრებით – 45 წლიდან.

რისკი იმატებს, თუ თქვენს რომელიმე მშობელს ან დედმამიშვილს დიაბეტი აქვს;

რისკს ზრდის უმოძრაო ცხოვრების წესი. საფრთხე მოიკლებს, კვირაში 4-5 დღე 30-60 წუთს ფიზიკურ აქტიურობას თუ დაუთმობთ;

მაღალკალორიული, ცხიმიანი და ქოლესტეროლის შემცველი პროდუქტები ზრდის სიმსუქნის და მასთან ერთად  დიაბეტის რისკსაც, უჯრედისით მდიდარი, ცხიმით, მარილით, შაქრით ღარიბი რაციონი ამცირებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვების შემადგენლობა, არამედ ულუფების ზომაც;

ათიდან 4-6 ქალს, რომელსაც გესტაციური დიაბეტი ჰქონდა, მომდევნო 15 წლის განმავლობაში დიაბეტი ტიპი 2 უვლინდება;

დიაბეტის რისკი იმატებს ქალებთან, რომელთა ნაყოფის წონა 4 კგ-ს აღემატება;

სისხლში მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის კლება და დაბალი სიმკვრივის ქოლსტეროლის მატება.

ამ კრიტერიუმთაგან ორზე მეტი თუ დადებითია, დროა, დიაბეტის პრევენციაზე იზრუნოთ.

დიაბეტზე მიანიშნებს:

  • შიმშილის გაძლიერებული შეგრძნება;
  • წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება;
  • შარდვის გახშირება;
  • წონის უმიზეზო კლება;
  • დაღლილობა და ძილიანობა;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • ჭრილობებისა და წყლულების შეხორცების, სისხლჩაქცვების გაქრობის გაჭიანურება;
  • ხელებისა და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა;
  • კანის, ღრძილების, შარდის ბუშტის, საშოს ინფექციების ხშირი გამწვავება.
  • დიაბეტი ტიპი 2 შესაძლოა სხვა ნიშნებითაც გამოიხატოს: კისერზე და იღლიის ფოსოში კანის გამუქებით, მაღალი არტერიული წნევით, ქოლესტეროლის ცვლის დარღვევით, სოკოვანი ინფექციებით, ქალებთან – მენსტრუალური ციკლის მოშლით.

ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი დი­ა­ბე­ტი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვეა: მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას, პე­რი­ო­დუ­ლად იკონ­ტრო­ლონ გლი­კე­მი­ე­ბი, რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­მარ­თონ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს და შე­ას­რუ­ლონ მისი მი­თი­თე­ბე­ბი. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, სა­სურ­ვე­ლია, გლუ­კო­ზას­თან ერ­თად, გა­ი­კონ­ტრო­ლონ სის­ხლში კე­ტოს­ხე­უ­ლე­ბი, თუ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე გლი­კე­მი­ე­ბი რჩე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ან ქვე­ით­დე­ბა, ეს ყო­ველ­თვის კარ­გის მო­მას­წა­ვე­ბე­ლი არ არის. დი­ა­ბე­ტი­ან­მა პა­ცი­ენ­ტმა უნდა იცო­დეს, რომ თირკმლის და ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა იწ­ვევს შაქ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას ან დაქ­ვე­ი­თე­ბა­საც კი. 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

 

ჯანმოს რეკომენდაციით, 4 წლამდე ბავშვმა შაქარი არ უნდა მიიღოს…

xr:d:DAGCAK4jeKw:60,j:1859285180839809301,t:24041013
გადაცემა „დღის პოსტი“ 
ჯანმოს რეკომენდაციით, 4 წლამდე ბავშვმა შაქარი არ უნდა მიიღოს
ისეთ პროდუქტებში შეიძლება შეგვხვდეს შაქარი სადაც არ ველოდებით – საწებელი, კეტჩუპი, ბარბექიუ
არის თუ არა ჯანსაღი „საბავშვო კანფეტები და შოკოლადი“ და რა არის საყურადღებო ტკბილეულის შეძენისას?
ამის შესახებ მარიამ ჩაჩუა საუბრობს:

„როდესაც პროდუქტი ბევრ შაქარს შეიცავს, შეიძლება მას ვუწოდოთ არაჯანსაღი იმიტომ, რომ შაქარს ბევრი უარყოფითიო გავლენის მოხდენა შეუძლია ორგანიზმზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემუშავებული აქვს სარეკომენდაციო დოზები.

4 წლის ასაკამდე, გვირჩევენ, რომ შევზღუდოთ, უმჯობესია მოვერიდოთ…“

 

„სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა ორი თვის განმავლობაში ექნებათ“ – აზარაშვილი

სტომატოლოგი - შიში

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე – ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.

„ცვლილებები მომდევნო წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ახალი სტომატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში ჩვენ უნდა მოგვმართონ და ჩვენი შესაბამისი სამსახური, რეგულირების სააგენტო მივა ადგილზე, შეამოწმებს კრიტერიუმების მიხედვით არის თუ არა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები. ასევე სხვადასხვა სკრინინგებთან და აცრებთან უნდა იყოს შესაბამისობაში, რადგანაც იქ მისული პაციენტი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და სრულყოფილად უნდა შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. არსებულ კლინიკებს ამ ორი თვის განმავლობაში ექნებათ გამოსწორების შესაძლებლობა, რომ შემდეგ ადგილზე მივიდეთ და შევამოწმოთ. ამ ეტაპზე 2000-მდე სტომატოლოგიური კლინიკაა.

ჩვენი შიდა სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულია სანებართვო პირობები, ასევე სხვადასხვა საფასური, თუმცა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადასახადი ან მინიმალურია, ან საერთოდ არ არის, მაგასთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა შეექმნას კლინიკას. რაც შეეხება კლინიკას, რომლებიც გონივრულ ვადებში ვერ შეძლებს ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ეს საკმაოდ მაღალი რისკის საქმეა და ასეთმა ვერ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

2024 წლიდან სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

სოკოვანი პნევმონია ძალიან რთული სამკურნალოა…

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

თემა: ფილტვების ანთება / სეზონი და პნევმონია

საუბრობს პულმონოლოგი, ფთიზიატრი, მედიცინის დოქტორი კახა ვაჭარაძე:

„რესპირაციული დაავადებები გამოირჩევა ფარული მიმდინარეობით, გვიან გამოვლენითა და მაღალი კონტაგიოზურობით. ყველაზე მნიშვნელოვანი და სავალალოა, მაღალი პროცენტი ინვალიდობითა და სამწუხაროდ, ლეტალობით.

რაც შეეხეა პნევმონიებს, სიკვდიალობის მაჩვენებელი მერყეობს 1%-დან 15%-მდე.

რას წარმოადგენს პნევმონია?

ეს არის ფილტვის ქსოვილის ანთება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ვირულენტის მიერ, შესაძლოა, ეს იყოს ბაქტერია, ვირუსი, სოკო და სხვა უცნობი ეტიოლოგიის გამომწვევები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დაავადებები ითვლება ინფექციური დაავადებების რიგში.

ინფექციურ დაავადებებს შორის სიკვდილიანობით პნევმონიებს უკავიათ მესამე ადგილი. პირველი არის ტუპერკულოზი. მეორე ადგილზე არის ჰეპატიტები და მესამე ადგილზეა პნევმონია.

დაავადების გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია. სოკოვანი პნევმონია ძალიან რთული სამკურნალოა.

შესაძლოა, პნევმონია იყოს როგორც პირველადი, ისე ძირითადი დაავადების გართულება. საფუძველი მაინც არის იმუნოდეფიციტი.

ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი გამწვავება არის პნევმონია…“

 

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის პროფესიული რეგულირების საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის პროფესიული რეგულირების საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, ტერმინთა განმარტებაში ზუსტდება პირობები დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის განხორციელებისთვის; „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება ხდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინით „მეანი-ექთანი“ და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები; კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო განათლების პროგრამები; ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა.

კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება.

საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი.

საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – ექთანი სპეციალისტი.

ცვლილება, ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნას, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება.

კანონპროექტით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით.

საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის უწყვეტი განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება.

„ქვეყანაში ექთნების ექიმებთან თანაფარდობა არ შეეფერება საერთაშორისო სტანდარტს. სასურველი თანაფარდობა არის ერთ ექიმზე ოთხი ექთანი, ჩვენ შემთხვევაში კი, ერთ ექიმზე მოდის ერთზე ნაკლები ექთანი. ამდენად, საკანონმდებლო აღიარება, პროფესიული სტატუსის გაძლიერება, შესაბამისი ფინანსური მოტივაცია ის ფაქტორებია, რასაც უნდა მოჰყვეს ქვეყანაში ექთნების რაოდენობრივი დეფიციტის აღმფხვრა“, – განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

#datashvil

#drpkhakadze

SheniEkimi.ge

სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი

თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ეპოქა შექმნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა, საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც. მინისტრის განცხადებით, წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. მისივე განმარტებით, რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, კი ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელსაც, რომლის შედეგადაც მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მართვა გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები, გახდეს უფრო ყოვლისმომცველი და უპასუხოს მოქალაქეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების რეგიონული დირექტორი მიჰალ რუტკოვსკი,HD პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერი, სოციალური დაცვისა და დასაქმების მენეჯერი პაოლო ბელი და ჯანმრთელობის, კვებისა და მოსახლეობის მენეჯერი რეჰა მენონი ეწრებოდნენ.

 

E ჰეპატიტი: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობა

ჰეპატიტი E ვიძლის დაავადება

ჰეპატიტი E არის ღვიძლის დაავადება, რომელიც გამოწვეულია HEV-ით, რომელიც, A ჰეპატიტის ეტიოლოგიური აგენტის მსგავსად, ძირითადად გადადის ფეკო-ორალური გზით, ანუ ინფიცირებული განავლით დაბინძურებული წყლისა და საკვების მოხმარებით. მსოფლიოში ყოველწლიურად  ჰეპატიტი Е-ს 20 მლნ შემთხვევა ფიქსირდება.

სიმპტომები

  • ვირუსული E ჰეპატიტი, უმეტეს შემთხვევაში, თვითშეზღუდვაა და სიმპტომები რამდენიმე კვირაში რეგრესირდება.
  • მხოლოდ ზოგიერთ იშვიათ შემთხვევებში ინფექცია იწვევს ღვიძლის მძიმე დაზიანებას.
  • 2-9 კვირის უსიმპტომო ინკუბაციური პერიოდის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ცხელება და ზოგადი სისუსტე.
  • შემდგომში ჩნდება სიყვითლე.
  • შარდის გამუქება;
  • თვალის კაკლების გაყვითლება, ენის, კანის დახეთქვა;
  • კანის ზედაპირზე სილურჯეების და სისხლჩაქცევების გაჩენა;
  • კალას გაუფერულება;
  • სისხლის წნევის დაცემა.

დაავადების ძირითადი მიზეზებია:

  • საკვებში დაბინძურებული პროდუქტების, წყლის გამოყენება;
  • დაავადებული ადამიანთან საერთო ჭურჭლის, აბაზანის და სხვა ნივთების გამოყენება;
  • დაავადებული სისხლის გადასხმა;
  • მუცლადყოფნის პერიოდში დაავადების დედისგან ნაყოფზე გადაცემა.

დიაგნოსტიკა:

დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპათოლოგი და ნიშნავს:

  • ღვიძლის ფიბროსკანირებას;
  • მუცლის ღრუს ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
  • პჯრ-დიაგნოსტიკას (პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია);
  • იმუნოფერმენტულ ანალიზს;
  • სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს;
  • შარდის საერთო ანალიზს;
  • ღვიძლის ბიოქიმიურ ანალიზს.

მკურნალობის პერიოდში რაციონიდან გამორიცხავს შემდეგ პროდუქტებს:

  • მარცვლეული, პური;
  • ცხიმიანი ხორცი, თევზი, ქათმის ხორცი და მათგან მომზადებული წვნიანები;
  • მოხარშული კვერცხი;
  • მჟაუნა, ხახვი, ისპანახი;
  • ბოლოკი;
  • კონსერვები, შებოლილი და დამარინადებული პროდუქტი;
  • ხილისა და კენკროვანების მჟავე სახეობები;
  • ნაყინი, შოკოლადი;
  • მდგოვი, წიწაკა;
  • კაკაო, მაგარი ყავა;
  • გაზიანი სასმელები;
  • სპირტიანი სასმელები.

რეკომენდირებულია რძის დიეტის დაცვა.

დაავადების დროულად მკურნალობა თუ არ მოხდება, შესაძლოა, წარმოიშვას შემდეგი სახის გართულებები:

  • ღვიძლის ციროზი;
  • ღვიძლ-თირკმელების უკმარისობა;
  • სისხლის მიმოქცევის დაქვეითება;
  • შინაგანი ორგანოების სისხლდენა;
  • ტვინის ფუნქციის დარღვევა;
  • ღვიძლის კიბო.

პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

  • ვაქცინაციის ჩატარება;
  • ექიმ-ჰეპათოლოგთან გამოკვლევის ჩატარება;
  • საკვები პროდუქტების საგულდაგულოდ გარეცხვა, ონკანის წყლის გადადუღება;
  • პირადი ჰიგინის წესების დაცვა.

„შემთხვევების 90%-ზე მეტში სიმპტომები არ არის. შემდეგ ინფექცია სრულიად შეუმჩნეველი რჩება. „როდესაც არის სიმპტომები, ხშირად გვაქვს დაღლილობა, სახსრების ტკივილი, შესაძლოა კუნთების ტკივილი, ზოგჯერ მცირე ცხელება. ორჯერ ერთხელ, სიმპტომატურ ფორმებში ჩნდება სიყვითლე (კანის გაყვითლება). ეს სიმპტომები, ისევე როგორც A ჰეპატიტის სიმპტომები, ვლინდება ორიდან რვა კვირის (საშუალოდ ორმოცი დღის) ინკუბაციის შემდეგ. შემთხვევების 15-დან 20% -ში აღინიშნება ნევროლოგიური დაზიანება. ასევე აღწერილია თირკმლის დაზიანება. ინფექცია ჩვეულებრივ რამდენიმე კვირა გრძელდება.

C ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

C ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

ჰეპატიტის C როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს, როგორ დავიცვათ თავი, რა ლაბორატორიული გამოკვლვები ტარდება. 

ჰეპატიტი C ღვიძლის დაავადებაა, რომელსაც იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი. გავცელებულია მთელ მსოფლიოში ავადდებიან ქალებიც და მამაკაცებიც. მიმდინარეობს ყოველგვარი კლინიკური სიმპტომის გარეშე. 

ხშირად დაავადებას თან სდევს ზოგადი კლინიკური ნიშნები: საერთო სისუსტე, გრიპის მსგავსი სიმპტომები, დისკომფორტი მუცლის არეში, დეპრესია, უხასიათობა, ზოგადი აღგზნებადობა.

C ჰეპატიტს ხშირად “ჩუმ მკვლელს” უწოდებენ.

დაავადებას საწყის ეტაპზე გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს და უმეტეს შემთხვევაში, გვიან სტადიამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დიაგნოსტიკის გარეშე კი მისი გამოვლენა შეუძლებელია.

შემოწმება ყოველ 6 თვეში ერთხელ არის საჭირო!

როგორ ხდება ინფიცირება

 ინფიცირება ხდება ინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული მასალის სხვა ორგანიზმში მოხვედრით, იშვიათად სქესობრივი გზითაც (2% ნაკლებ შემთხვევაში).

  • არასტერილური საშუალებების გამოყენებით
  • საერთო საინექციო საშუალებების გამოყენებით
  • სისხლის გადასხმით
  • ორსულობის დროს დედისგან ნაყოფის დაინფიცირებით (იშვიათად, 0,7%-ზე იშვიათ შემთხვევებში)
  • საერთო პირადი ჰიგიენის ნივთების მოხმარების დროს (სამართებელი, კბილის ჯაგრისი, მაკრატელი და ა.შ.)

C ჰეპატიტი არ გადადის შეხებით, ჰაერწვეთოვანი გზით, კოცნით, ახლო კონტაქტით.

C ჰეპატიტის ვირუსი არ გადაეცემა:

  • ძუძუთი კვებით
  • კოცნით
  • ხელის ჩამორთმევით
  • ჩახუტებით
  • ინფიცირებულთან საკვების ან სასმელის გაზიარებით.
  • სკრინინგი და დიაგნოსტიკა

C ჰეპატიტის მწვავე ფორმა მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მისი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება ძალიან იშვიათია. ქრონიკული ფორმაც ხშირად შეუმჩნეველია და ათეულობით წელი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, მოგვიანებით, სიმპტომები ჩნდება ღვიძლის სერიოზული დაზიანებისას. 
C ჰეპატიტის ვირუსის ანტისხეულების გამოვლენა სეროლოგიური სკრინინგით;
ანტისხეულების განმსაზღვრელ ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის დასადასტურებლად უნდა ჩატარდეს რნმ ტესტირება, რადგან ინფიცირებულთა დაახლოებით 15-45%, ძლიერი იმუნიტეტის წყალობით, სპონტანურად თავისუფლდება ვირუსისაგან და არ საჭიროებენ მკურნალობას, თუმცა, ტესტი C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე ყოელთვის ექნებათ დადებითი.
დიაგნოსტიკის შემდეგ საჭიროა შეფასდეს ღვიძლისდაზიანების ხარისხი (ფიბროზი, ციროზი) ბიოფსიის ან სხვა არაინვაზიური ტესტის მეთოდებით. გარდა ამისა, ასეთ პირებს უნდა ჩაუტარდეთ შტამის გენოტიპის დადგენის ტესტი.
C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან:

  • ინფექციური ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები;
  • ინტრანაზალური სამკურნალო საშუალებების მომხმარებლები;
  • ადამიანები, რომელთაც გადაესხათ სისხლი ან სისხლის პროდუქტები, ან ჩაუტარდათ სამედიცინო მომსახურება იმ დაწესებულებებში, სადაც ინფექციის კონტროლის პრაქტიკა არასათანადოდაა დანერგილი;
  • ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული დედებისაგან;
  • პირებს რომელთაც ჰყავთ მრავლობითი სქესობრივი პარტნიორები;
  • ვირუსული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა სქესობრივი პარტნიორი
  • აივ/შიდსით ინფიცირებულები;
  • ყოფილი ან ამჟამინდელი პატიმრები;
    ადამიანები, რომელთაც აქვთ ტატუ ან პირსინგი;
  • მკურნალობა

ქრონიკული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები წლების შემდეგ ვლინდება და ვირუსის მიერ ღვიძლის დაზიანების შედეგია. ეს სიმპტომები შეიძლება მწვავე ინფექციის სიმპტომებსაც მოიცავდეს. ეს სიმპტომებია:

  • სისხლდენის ადვილად განვითარება
  • სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება
  • კანის ქავილი
  • სითხის დაგროვება მუცელში (ასციტი)
  • ფეხების შეშუპება
  • წონაში დაკლება
  • დაბნეულობა, მიძინებულობა და გაუგებარი მეტყველება (ჰეპატური ენცეფალოპათია)
  • ობობას ქსელისმაგვარი სისხლძარღვები კანზე (ობობას ანგიომები)

ბოლო წლებში შემუშავებული იქნა პირდაპირი მოქმედების ახალი ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც გაცილებით ეფექტურია, უსაფრთხო და უმნიშვნელო გვერდითი მოვლენებით მათ პაციენტი უფრო ადვილად იტანს. ამ პრეპარატის დახმარებით შესაძლებელი გახდა ბევრად მეტი დაავადებულის განკურნება. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოების ღირებულება დაბალია, მაღალი და საშუალო განვითარების ქვეყნებისათვის მედიკამენტების ფასები ჯერ კიდევ მაღალია. ამ პრეპარატების გენერიული ვარიანტების დანერგვის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში ( ძირითადად დაბალი შემოსავლების ქვეყნებში) ღირებულების ფასი ბევრად შემცირდა.

მსოფლიოში ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულია 130-150 მილიონი ადამიანი.

C ჰეპატიტის  ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა  2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად”-ის მხარდაჭერით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეაგირება:
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას ვირუსული ჰეპატიტების პრევენციის და კონტროლის მიზნით შემდეგი მიმართულებებით: 
● ცნობიერების ამაღლება, რესურსების მობილიზების და პარტნიორობის უზრუნველყოფა.
● მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემები და პოლიტიკა.
● გადაცემის გზების პრევენცია.
● სკრინინგი, ზრუნვა, მკურნალობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით ყოველწლიურად 28 ივლისს აღინიშნება ჰეპატიტების მსოფლიო დღე ცნობიერების ამაღლების და მაქსიმალური ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით.

B ჰეპატიტი | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

#datashvil

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights