შაბათი, მაისი 9, 2026

კლიმატის ცვლილება: ოკეანეებში ჟანგბადის დონე იკლებს

კლიმატის ცვლილება და დაბინძურება ოკეანეებში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას იწვევს. წერს BBC საკონსერვაციო ჯგუფ IUCN-ის კვლევაზე დაყრდნობით. 

ეს არის ყველაზე დიდი კვლევის დასკვნა, რომელიც ჩატარდა კონსერვაციის ჯგუფის IUCN-ის მიერ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჟანგბადის დაბალი შემცველობა ოკეანეების 700 წერტილში ფიქსირდება, მაშინ როცა 1960-აინ წლებში მათი რაოდენობა მხოლოდ 45-ს შეადგენდა.

დიდი ხანია ცნობილია, რომ საფრთხე ემუქრება ოკეანეებს ქიმიკატების, როგორიცაა აზოტი და ფოსფორი ფერმებიდან და მრეწველობისგან საკვები ნივთიერებების ჩამონადენით, რომ გავლენას ახდენს ზღვის წყლებში ჟანგბადის დონეზე და კვლავ რჩება მთავარ ფაქტორად, განსაკუთრებით სანაპიროებთან ახლოს.

ბოლო წლებში დაფიქსირებულმა კლიმატის ცვლილებამ პრობლემა გაამძაფრა. ატმოსფეროში CO2-ის დონე იზრდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს, სითბოს დიდ ნაწილს ოკეანეები შთანთქავს. თბილ წყალს კი ნაკლები ჟანგბადის დაჭერა შეუძლია, რაც ფაუნას დიდ საფრთხეს უქმნის.

კვლევით დადგინდა, რომ 1960-2010 წლებში წყალში ჟანგბადის შემცველობა საშუალოდ 2%-ით შემცირდა, ზოგ ადგილებში კი ამ ნიშნულმა 40%-ს მიაღწია.ზოგიერთ ტროპიკულ ადგილას დანაკარგი შეიძლება 40% -მდე იყოს.

სექტემბერში გაერომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით კლიმატის ცვლილება ზღვებსა და ოკეანეებზე ისე ცუდად მოქმედებს, როგორც არასდროს.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

სტაფილოკოკი – სიმპტომები და მკურნალობა

სტაფილოკოკურ ინფექციებს იწვევს სტაფილოკოკის ბაქტერიები, რომლებიც ხშირად გვხვდება ჯანმრთელი ადმაიანების კანზე ან ცხვირში. უმეტეს შემთხვევაში ეს ბაქტერიები არ იწვევენ პრობლემებს ან იწვევენ მსუბუქ კანის ინფექციას.

სტაფილოკოკური ინფექცია შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში გახდეს, თუ ბაქტერია მოხვდება სისხლში, სახსრებში, ძვლებში, ფილტვებში ან გულში. დღესდღეისობით ბევრ სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანს უვითარდება სიცოცხლისთვის საშიში სტაფილოკოკური ინფექციები.

სტაფილოკოკის დადგენისთვის საჭიროა ნიმუშია აღება.

სიმპტომები

სტაფილოკოკით ინფექცია ვლინდება სხვადასხვა სიმპტომებით, რომლებიც დაზიანებული უბნის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. ინფექციის საერთო სიმპტომები:

  • სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • ჰიპერემია;
  • ფოლიკულიტი, აკნე, კარბუნკულოზი, ეგზემა;
  • შეშუპება;
  • რინიტი, სინუსიტი;
  • ქოლეცისტიტი;
  • ოსტეომიელიტი
  • ტოქსიკური შოკის სინდრომი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ხველა ჩირქოვანი ყვითელი-მწვანე გამონადენით;
  • მადის დაკარგვა;
  • ჩირქოვანი დაფა ნაზოფარინქსში და ნუშისებრი ჯირკვლების გადიდება.

სტაფილოკოკური ინფექციით კანის დაზიანება იყოფა რამდენიმე გამოხატულ დაავადებად, რომლებიც ხასიათდება საკუთარი სიმპტომებით:

  • ფლეგმონა: კანის სწრაფად გავრცელებული ჩირქოვანი დაზიანება, რომლის დროსაც დაზიანებული ადგილი ხდება შეშუპებული და ჰიპერემიული, ტემპერატურა იმატებს, უგულებელყოფილი ფორმა იწვევს ქსოვილის ნეკროზს.
  • პიოდერმია: ეპიდერმისის ზედა ფენების ინფექცია გამოიხატება ბუშტების სახით ჩირქით, იმატებს სხეულის ტემპერატურა.
  • პანარიტიუმი: დაზიანებული კანი ფრჩხილის ირგვლივ წითლდება, ჩნდება ტკივილი და ტემპერატურა.
  • ფურუნკულოზი: იწყება მცირე სიწითლით, რომლის დროსაც უჯრედები თანდათან იღუპება ცენტრალურ ნაწილში, სადაც ჩირქი იწყება.
  • სტაფილოკოკური სეფსისი: ინფექცია შედის სისხლძარღვში და ვრცელდება მთელ სხეულზე, რაც ახასიათებს აბსცესების ფართო ფორმირებას.

სტაფილოკოკის ბაქტერიამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ფურუნკული (იგივე ძირმაგარა);
  • იმპეტიგო;
  • ცელულიტი;
  • სტაფილოკოკური დათუთქული კანის სინდრომი.

ინფექცია გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

ოქროსფერი სტაფილოკოკის სიმპტომები

დააავადებების სიმპტომატიკა, რომლებიც გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით, განსხვავებულია და დამოკიდებულია ინფექციის წყაროს ლოკალიზაციიაზე, დაავადებული ადამიანის თანმხლები დაავადებების არსებობა- არარსებობაზე, მისი იმუნიტეტის მდგომარეობასა და გარე ფაქტორების ზემოქმედებაზე.

ოქროსფერი სტაფილოკოკით  კანის საფარის ინფიცირებისას კანზე ჩნდება იმპეტიგო, ჩირქოვანი გამონაყარი, ფლეგმონები, ფურუნკულები, კარბუნკულები ან აბსცესები.

თუ სტაფილოკოკური  ინფექცია ხვდება ცხვირის ან ყელის ლორწოვანის ეპითელიუმზე, ის ახდენს ანგინის, ოტიტის, სინუსიტის და სხვა ყელ-ყურ-ცხვირისა და ზედა სასუნთქი გზების ანთებით პათოლოგიების პროვოცირებას.

ოქროსფერი სტაფილოკოკით  ფილტვის დაზიანებისას ვითარდება სტაფილოკოკური პნევმონია, რომელიც ვლინდება  ქოშინითა  და ტკივილით გულმკერდის არეში, ორგანიზმის გამოხატული ინტოქსიკაციითა და ფილტვის ქსოვილში მრავლობითი ჩირქოვანი წარმონაქმნების ფორმირებით, რომლებიც თანდათან ტრასფორმირდებიან აბსცესებში. აბსცესის გასკდომის  შემთხვევაში პლევრის ღრუში ვითარდება პლევრის დაჩირქება (ემპიემა).

თუ ოქროსფერი სტაფილოკოკი ხვდება თავის ტვინის არეში, იგი ძირითადი მიზეზი ხდება მენინგიტის  ან ტვინის ვენების თრომბოფლებიტის განვითარებისა.

სტაფილოკოკური ინფექციით  ძვლის ინფიცირებისას  ვითარდება ოსტეომიელიტი, გულის ინფიცირებისას  – ენდოკარდიტი, თირკმელების – პიელონეფრიტი, ნაწლავის – დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ოქროსფერი სტაფილოკოკით ადამიანის ორგანიზმის დასნებოვნების ყველაზე მძიმე ფორმაა სეფსისი.

ოქროსფერი სტაფილოკოკის მკურნალობა

პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციასთან საბრძოლველად, იყოფა ოთხ ჯგუფად:

  • მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავებას და ამით ეხმარებიან ორგანიზმს ბუნებრივი მდგრადობის ჩამოყალიბებაში ოქროსფერი სტაფილოკოკის  მიმართ;
  • წამლები სტაფილოკოკური ბაქტერიოფაგების საფუძველზე, რომლებიც განკუთვნილია ინფექციის წყაროს განადგურებისათვის ორგანიზმის იმუნური ძალების სტიმულაციის გარეშე;
  • ანტისეპტიკები და ანტიბიოტიკები;
  • ნივთიერებათა ცვლის დამაჩქარებელი საშუალებები

მკურნალობის სქემის შერჩევა მხოლოდ მკურნალი ექიმის კომპეტენციაა!

როგორ გადაეცემა ოქროსფერი სტაფილოკოკი

ყველაზე ხშირად ოქროსფერი სტაფილოკოკი ადამიანის ორგანიზმში ხვდება ჰემოდიალიზის, ინტრავენური კვების, ინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას და ფილტვის ვენტილაციის დროს. გარდა ამისა, ინფექციური აგენტები შეიძლება გამრავლდენ სხვადასხვა კვების პროდუქტებზე და ამ გზით მოხვდნენ ორგანიზმში.

მაღალია ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირება  ხველებისა და დაცემინების დროს. არც თუ იშვიათია  დასნებოვნება დაზიანებული კანის საფარიდან.

ოქროსფერი სტაფილოკოკი ბავშვებში

სტაფილოკოკური ინფექციით ახალშობილის დაინფიცირება ხდება დედის რძიდან და დაზიანებული კანის საფარდან. გარდა ამისა, ორგანიზმის დაინფიცირება შესაძლოა მოხდეს  საყოფაცხოვრებო გზით, ჰიგიენური ნორმების უგულველყოფისას.

იმისათვის, რომ დავიცვათ ბავშვი ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირებისაგან, აუცილებელია:

  • დავიცვათ ჰიგიენის ნორმები
  • რეგულარულად დავამუშავოთ სათამაშოები სადეზინფექციო ხსნარებით
  • ჩავატაროთ ღონისძიებები, რომლებიც ამაღლებენ ბავშვის იმუნიტეტს
  • დროულად დავამუშავოთ ბავშვის ხელებზე ნაკაწრები ფუკორცინით ან ბრილიანტის მწვანით

ნებისმიერი სიმპტომის აღმოცენების დროს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, მხოლოდ დროული და პროფესიული მკურნალობა დაეხმარება ავადმყოფს აიცილოს დაავადების გამოვლინებები და მისი გართულებები.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

აკნე, მისი გამომწვევი მიზეზები…

რა იწვევს აკნეს

აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება.

მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების და ღია ფერიმჭამელების სახით, ასევე თეთრი დახურული ელემენტების სახით. მისი სალოკალიზაციო არე უპირატესად თავის თმიანი არეა, ასევე სახის არე, გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოები სადაც ყველაზე ხშირად არის წარმოდგენილი.

დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან. ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას. ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პროპიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებადი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმონაქმნს.

აკნე ჰორ­მონ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად ახა­სი­ა­თებს გა­მო­ნა­ყა­რი სა­ხე­ზე, გულ­მკერ­დსა და ზურ­გზე. ამ და­ა­ვა­დე­ბას ზოგ­ჯერ “გარ­და­ტე­ხის ასაკ­საც” უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ეს პრობ­ლე­მა ძი­რი­თა­დად გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში ჩნდე­ბა და მო­ზარ­დებს სე­რი­ო­ზუ­ლად აწუ­ხებთ. ის, რომ თი­ნე­ი­ჯე­რებს მე­ტად აწუ­ხებთ, ამას სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს – აკნე მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს აქვს, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში მყოფ პირ­თა შო­რის კი – 80%-ს, ანუ ახალ­გაზ­რდებ­ში ოთხჯერ უფრო ხში­რია.

დაავადება გადამდები არ გახლავთ, თუმცა, გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში საკმაოდ გასათვალისწინებელია, რაც არის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების მგრძნობელობის ზრდისას სასქესო ჰორმონების ანდროგენების მიმართ.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მზეზე პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს

მეცნიერებმა მზის ატმოსფეროში პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს.

მზის ფოტოსფეროში სწრაფად მზარდი ლაქის თავზე, დაახლოებით 40 000 კმ სიმაღლეზე, ასტრონომთა ჯგუფმა აქამდე ჯერ არნახული ტიპის ხანგრძლივი რადიოგამოსხივება ჩაიწერა. ჯგუფს ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი სიე იუ ხელმძღვანელობდა.

მზე ყველა სახის რადიაციას გამოყოფს, მაგრამ მკვლევართა განცხადებით, ეს შემთხვევა სხვას არაფერს ჰგავდა, თუ არა პოლარულ ციალს.

„დავაფიქსირეთ მზის ლაქებიდან მომდინარე პოლარიზებული რადიოანთებების ხანგრძლივი გამოსხივების განსაკუთრებული ტიპი, რომელმაც კვირაზე დიდხანს გაძლო. ის სრულიად განსხვავდება ტიპური, გარდამავალი რადიოანთებებისგან, რომლებიც როგორც წესი, წუთებს ან საათებს გრძელდება. ამაღელვებელი აღმოჩენაა, რომელმაც შეიძლება, შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ვარსკვლავური მაგნიტური პროცესების შესახებ“, — ამბობს იუ.

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

აკნეს თვითმკურნალობამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს

აკნეს სამიზნე უმეტესად 14-17 წლის გოგონები და 16-19 წლის ბიჭები არიან, თუმცა, არა მხოლოდ – როგორც ექიმები ამბობენ, აკნემ შეიძლება განწყობა გაუფუჭოს იმ ადამიანებსაც, ვინც კანს არასწორად უვლის, ზოგჯერ კი, ნერვებმოშლილი თვითმკურნალობასაც მიმართავს… გასათვალისწინებელია, გენეტიკა და გინეკოლოგიური პრობლემებიც, თუმცა, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, აკნეს მორჩენა სრულიად შესაძლებელია.

კოსმეტოლოგიაში აკნე, შესაძლოა, სამ სტადიად დაიყოს – მსუბუქი ფორმა, ანუ შედარებით მცირე ზომის შავი და თეთრი ფერისმჭამელები სახეზე, მეორე – მათი უფრო მკაფიო გამოხატულება; ასევე, სახის გარდა, ზურგსა და მხრებზე გავრცელებული მკვეთრი გამონაყარი, ე.წ. პუსტულები;

არის შემთხვევები, როდესაც აკნეს „დასამალად“ მაკიაჟის ღრუბლებსა და ფუნჯებს იყენებენ, რაც უმეტესად უარეს შედეგს იწვევს, რადგან მათზე ბაქტერიები ვრცელდება, რაც კანს აზიანებს.

და მაინც, რა არის აკნე, რა ასაკში იჩენს თავს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას – ეს არის თემები, რომლის გარშემოც ესთეტიკური ცენტრი „ესთეტიკ პალასის“  ექიმი-კოსმეტოლოგი და ინექციონისტი, ნატა რევაზიშვილი საუბრობს:

– აკნეს მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის ცვლილებას, მედიკამენტებს, სამედიცინო პროცედურებს (წმენდა, პილინგი), სწორად შერჩეულ კანის მოვლის საშუალებებს. მართებულია დიეტაც – სწორი და ჯანსაღი კვება ყოველთვის სასურველია, მაგრამ მკურნალობის პროცესში გადამწყვეტი როლი ვერ იქნება.

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

COVID-19, SARS-CoV-2-ით გამოწვეულმა დაავადებამ, გამოიწვია მნიშვნელოვანი ავადობა და სიკვდილიანობა მთელ მსოფლიოში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ COVID19-ში RNA-ს სხვადასხვა კატეგორია არსებობს.

#COVID19-ში RNA-ს სხვადასხვა კატეგორია არსებობს. აქ არის არსებული ცოდნის შეჯამება არაკოდირების RNA-ების (ncRNAs) და #SARSCoV2 და სხვადასხვა ncRNA ოჯახების შესახებ და მათი მარეგულირებელი როლების შესახებ #ინფექციისა და #დაავადებების პროგრესირების დროს.
#RNA #ვირუსები, როგორიცაა #SARSCoV2, შეუძლიათ მოახდინონ უჯრედული თავდაცვის ცირკუმირება სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც ხშირად მოიცავს სპეციფიკურ ურთიერთქმედებას უჯრედულ კომპონენტებთან. დამატებით, ზოგიერთი ვირუსული გენომი, ასევე შეიძლება დამუშავდეს უჯრედული მექანიზმით, რათა გამოიმუშავოს არაკოდირებული #RNAs (ncRNAs), რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს მარეგულირებელი ფუნქციები. მათ შორის, მასპინძელი ncRNA ტრანსკრიპტომის სპეციფიკური ელემენტები მოიცავს #microRNAs (miRNAs), ხანგრძლივი არაკოდირებადი RNA-ები (lncRNAs) და წრიული RNA-ები (circRNAs), აღწერილია, როგორც მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვირუსული რეპლიკაციური ციკლის რეგულაციაში და უჯრედული #ანტივირუსული პასუხები. აქ არის არსებული ცოდნის შეჯამება #ncRNAs და SARS-CoV-2-ის შესახებ და NcRNA-ს სხვადასხვა ოჯახის უახლესი დეტალები და მათი მარეგულირებელი როლები #ინფექციისა და #დაავადებების პროგრესირების დროს.
???? miRNA-ები არის მოკლე მარეგულირებელი არაკოდირებადი RNA-ები, რომლებიც წარმოიქმნება სპეციფიური RNA-ის ტრანსკრიპტების ენზიმატური დამუშავებით. მათი მარეგულირებელი ფუნქციები უჯრედულ დონეზე ხდება მარეგულირებელი პროტეინების (RNA-ით გამოწვეული ცილის კომპლექსი, ან RISC) რეკრუტირებით, რომლებიც კიდევ უფრო მიზანშეწონილია mRNA-ების 3 ′-UTR ბაზის კომპლემენტარობით, რაც იწვევს რეპრესიულ ეფექტს გენის გამოხატულებაზე.
???? lncRNA-ები არის არაკოდირებადი ტრანსკრიპტების ფართო ოჯახი, რომლებიც ხასიათდებიან კოდირების პოტენციალის ნაკლებობით, მათი უფრო დიდი ზომებით სხვა ncRNA-ებთან შედარებით (200-ზე მეტი ნუკლეოტიდი), და მათი წარმოშობა ერთგული ტრანსკრიფციული ერთეულებიდან. lncRNA-ებს შეუძლიათ დაარეგულირონ გენომური გამომუშავების დინამიკა ქრომატინიდან ციტოპლაზმამდე, ძირითადად ბიოლოგიური კომპლექსების მოლეკულური კაშხლების მოქმედებით, რომლებიც ურთიერთქმედებას ამყარებენ პროტეინებთან, დნმ-თან და სხვა რნმ-ის მოლეკულებთან.
???? cirRNA-ები კოვალენტურად დახურულია RNA-ს მოლეკულები, რომლებიც წარმოიქმნება არაკანონიკური უკანა მოვლენების მიერ კოდირებისა და არაკოდური ტრანსკრიფციებისგან. ამ ჩირქოვანი გენების გაანალიზებამ გამოავლინა, რომ ისინი მონაწილეობდნენ #ანთებით და #იმუნურიპასუხებით.
There are different categories of RNA involved in #COVID19. Here’s a summary of the current knowledge about non-coding RNAs (ncRNAs) and #SARSCoV2 and the different ncRNA families and their regulatory roles during #infection and #disease progression.
There are different categories of RNA involved in #COVID19.
#RNA#viruses such as #SARSCoV2 are flexible in their ability to circumvent cellular defenses through a variety of mechanisms that often involve specific interactions with cellular components. Additionally, some viral genomes can also be processed by cellular machinery to generate non-coding #RNAs (ncRNAs) that could have regulatory functions. Among them, specific elements of the host ncRNA transcriptome include #microRNAs (miRNAs), long non-coding RNAs (lncRNAs) and circular RNAs (circRNAs), have been described as important players in the regulation of the viral replicative cycle and the cellular #antiviral responses. Here’s a summary of the current knowledge about #ncRNAs and SARS-CoV-2 and the latest details of the different ncRNA families and their regulatory roles during #infection and #disease progression.
???? miRNAs are short regulatory non-coding RNAs generated by the enzymatic processing of specific RNA transcripts. Their regulatory functions at the cellular level are exerted by recruiting regulatory proteins (RNA-induced silencing complex, or RISC) which are further targeted to the 3′-UTR of mRNAs by base complementarity, causing a repressive effect on gene expression.
???? lncRNAs are a wide family of non-coding transcripts characterized by their lack of coding potential, their larger sizes when compared to other ncRNAs (more than 200 nucleotides), and their origin from devoted transcriptional units. lncRNAs can regulate the dynamics of the genomic output from chromatin to the cytoplasm, mainly by acting as molecular scaffolds of biological complexes that establish interactions with proteins, DNA, and other RNA molecules.
???? circRNAs are covalently closed RNA molecules generated by non-canonical back-splicing events from coding and non-coding transcripts. Analyzing these circRNA parental genes revealed they were involved with #inflammation and #immuneresponses.

2024 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს

„მომავალ წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება 100 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 1 მილიარდ 802 მილიონ ლარს შეადგენს.“ ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხის ნახევარზე მეტი, 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებას ხმარდება, სადაც 2024 წელს არაერთი მნიშვნელოვანი სიახლეა გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორის:

• გაფართოვდება ქრონიკული დაავადებების პროგრამა და პენსიონერები მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა ქრონიკული დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტებით;
• დაიწყება ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება, რაც ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა;
• ასევე, მედიკამენტების მწარმოებლებთან მიღწეული შეთანხმებით მიღებული ეკონომიის ხარჯზე, შესაძლებელი გახდება გამოყოფილი ლიმიტების ფარგლებში, ონკოლოგიური მკურნალობის სრული კურსის დაფინანსება;
• გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სრულყოფილ კურსზე ხელმისაწვდომობას; პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, გამოყოფილია 210 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სასწრაფო დახმარების პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა, ასევე სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების 100 ლარით ზრდა.

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის მიზნით, გამოყოფილია 90 მილიონ ლარზე მეტი. პირველადი ჯანდაცვის განვითარების მიზნით, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება 100-მდე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

რატომ მოიხმარენ მოზარდები ელექტრო სიგარეტს?

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

მარი მალაზონიამ ისაუბრა, – რატომ მოიხმარენ მოზარდები ელექტრო სიგარეტს?

„კვლევა აშშ-ში ჩატარდა. ეს კვლევა ძალიან მასშტაბური კვლევის ერთი ნაწილია, რომელსაც ქვია თამბაქოს მოხმარების კონტროლის შეფასება. ამ ტიპის კვლევები ყოველთვის ითვალისწინებს, როგორია ქვეყნის შიგნით სტრატეგია.

როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ყოველიო 10 მოზარდიდან, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, – ერთი არის ელექტროსიგარეტის მომხმარებელი.

კვლევის ავტორებმა შეისწავლეს 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები, მათი ჯანმრთელობის პარამეტრები, მათი ცხოვრების წესის თავისებურება და 4000-მდე მოზარდის შემთხვევაში ძალიან კარგად დააკვირდნენ, როგორია მათ მიერ დაყოვნებული დრო სოციალურ ქსელებში, ანუ როგორია მათი ინტერნეტით სარგებლობის ინტენსივობა და სოციალურ ქსელებში დაყოვნების დრო.

მეორე მხრივ, მათ ასევე შეაფასეს, როგორია ამ მოზარდების აკადემიური მოსწრება და შესაბამისად გადათვალეს ეს ყველაფერი, დააკავშირეს ყველაფერი ეს მოზარდების მიერ ელექტროსიგარეტის მოხმარების მაჩვენებელთან.

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კანონზომიერება, რომელიც მათ დაადგინეს, ეს კანონზმომიერება არის ერთი მხრივ თვალსაჩინო და მეორე მხრივ, ძალიან საგულისხმოა მათთვის, ვინც გაიზიარებს ამ კვლევის შედეგებს, გაითვალისწინებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ერთი მხრივ, რაც უფრო მეტია მოზარდის მიერ სოციალურ ქსელში დაყოვნების დრო, რაც უფრო მაღალია ინტერნეტით სარგებლობის ინტენსივობა, მით უფრო მაღალია ელექტროსიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი. და მეორე მხრივ, რაც უფრო მაღალია მოზარდების აკადემიური მოსწრება და რაც უფრო მეტად დაკავებულია, მით უფრო დაბალია ელექტროსიგარეტის მოხმარების თავისებურება.

მეცნიერები ამ ყველაფერს ხსნიან იმ სქემით, რომელიც თქვენ ნახეთ დედამიწის სიმბოლოს სახით. ეს არის ე.წ.  ინტერნალიზაცია.

რა მოვლენაა, ინტერნალიზაცია?

ინტერნალიზაცია ეს არის სოციალურად ჩამოყალიბებული გარკვეული ტენდენციების, შეხედულებების, ქმედებების, იდეების საკუთარ თავზე მორგება.

აღმოჩნდა, რომ ასეთი უნარი მოზარდებს ძალიან გამძაფრებული აქვთ და თუ ამ პრინციპს მივუსადაგებთ კვლევის შედეგებს, აღმოვაჩენთ, რომ ნამდვილად ასეა…“

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

კვლევა: მუსიკა ამშვიდებს ნერვებს ოპერაციის წინ

ოპერაციამდე მუსიკის მოსმენას დამამშვიდებელი მედიკამენტების ეფექტი აქვს. კვლევაში 157 ადამიანი მონაწილობდა.

წერს BBC-მ რამდენიმე მაგალითსა და კვლევაზე დაყრდნობით. 

პაციენტებმა თქვეს, რომ ამჯობინებდნენ საკუთარი მუსიკის არჩევას

სიმღერა ამცირებს შფოთვას, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე.

კვლევაში მონაწილე პაციენტებს მიეცათ პრეპარატი მიდაზოლამი, ან უკრავდნენ ბრიტანული ჯგუფის Marconi Union-ის სიმღერას Weightless სამი წუთის განმავლობაში, იმ დროს, როდესაც საანესთეზიო საშუალება ჰქონდათ სხეულის ნაწილის დასაბუჟებლად.

პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი ვიინა გრაფი ამბობს, რომ მუსიკა ტვინს ემიციური ფონისგან ათავისუფლებს და ახალისებს ნერვულ სისტემას.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

11 ოპერაციის ჩატარება იგეგმება – ცნობილია პაციენტები, რომლებსაც ტვინში იმპლანტებს ჩაუნერგავენ

Neuralink-მა თავის ინვესტორებს განუცხადა, რომ მომავალ წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. წერს Bloomberg-ი.

გამოცემის ინფორმაციით, სექტემბერში ილონ მასკის ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა ჩიპების ტესტირებისტვის მოხალისეების ძებნა დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ათასობით მსურველი გამოეხმაურა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, 2025 წელს Neuralink ტვინის იმპლანტს უკვე 27 ადამიანს ჩაუნერგავს, 2026-ში – 79-ს, 2027-ში – 499-ს, 2030 წლიდან კი ყოველწლიურად 22 ათასს. თითოეული ოპერაციის თვითღირებულება 10,5 ათას დოლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე კომპანიის პაციენტები 40 წლამდე ადამიანები გახდებიან, რომლებსაც ყველა კიდურის პარალიზი აქვთ. ჩიპის ჩასანერგად ქირურგებს მათ თავისქალებში პატარა ხვრელის გაკეთება მოუწევთ, რის შემდეგაც რობოტი ტვინის ქერქში ჩანერგავს ელექტროდებს, რომლებიც ადამიანის თმაზე 14-ჯერ წვრილია.

ოპერაციის შემდეგ იმპლანტი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით შეძლებს ტვინის სიგნალების კომპიუტერში გადაცემას. ეს კი პაციენტებს მისცემს საშუალება აკონტროლონ კურსორი, კლავიატურა ან ბიონიკური პროთეზი გონების ძალით.
მომავალში Neuralink-ი იმედოვნებს ისეთი სისტემის შექმნას, რომლის დახმარებითაც, ადამიანი მიმართავს კლინიკას და 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ „კიბორგი“ გახდება – მაგალითად, შეძლებს საკუთარ ტვინში ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაციის ჩატვირთვას, როგორც ამას კიანუ რივზის გმირი აკეთებდა ფილმში „მატრიცა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights