პარასკევი, მაისი 8, 2026

რეფორმები მოიწონა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს  ელჩს ანე ტოფტ სორენსენის შეხვდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მხარეებმა სამინისტროს პრიორიტეტებსა და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრეს. დანიურმა მხარემ სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მოიწონა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, ზურაბ აზარაშვილმა დიპლომატს მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა  დანიური კომპანია “ნოვო ნორდისკსის“ გენერალური მენეჯერი რანა აზფარ ზაფარი, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრს კომპანიის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა  “ნოვო ნორდისკსის“ მიერ წარმოებულ , ინსულინებსა და ანტიდიაბეტურ საშუალებებზეც ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

შეხვედრას კომპანია „ნოვო ნორდისკის“ ბიზნეს განყოფილების უფროსი ტურალ მამედოვი და დანიის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი გიორგი ჭუმბურიძე ესწრებოდნენ“.  აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

აგრძელებს ზიანს – კორონავირუსი ბოლომდე არ ტოვებს ორგანიზმს…

კორონავირუსი მთლიანად არ ტოვებს სხეულს Covid-ის შემდეგ, რჩება მასში და აგრძელებს ზიანის მიყენებას.  აცხადებს როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელი.

”დღეს მეცნიერები კვლავ კამათობენ, მაგრამ ისინი ძირითადად შეთანხმდნენ, რომ ვირუსმა შეიძლება საბოლოოდ არ დატოვოს სხეული. მას შეუძლიაზიანი მიაყენოს”, – თქვა მან RBC არხთან ინტერვიუში.

ექიმების დასკვით, ვირუსი ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში ცხოვრობს და გავლენას ახდენს ნერვულ ქსოვილსა და სისხლძარღვთა კედლებზე.

„ბევრი ვირუსი გავლენას ახდენს სისხლძარღვთა ენდოთელიუმზე, მაგრამ კორონავირუსის გავლენა ძალიან აშკარა და ხანგრძლიცია.  ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსი ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. მაშინაც კი, როცა ადამიანები ამ ვირუსით მსუბუქად ავად იყვნენ, მისი უარყოფითი ეფექტი მაინც რჩება “ – ამბობს ექიმი.

ექიმმა აღნიშნა, რომ ვირუსი ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში ცხოვრობს და გავლენას ახდენს ნერვულ ქსოვილსა და სისხლძარღვთა კედლებზე.

„ბევრი ვირუსი გავლენას ახდენს სისხლძარღვთა ენდოთელიუმზე, მაგრამ ეს [კორონავირუსი] ძალიან აშკარაა. ვირუსი უარყოფით გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. მაშინაც კი, როდესაც  მსუბუქად მიმდინარეობს. ეს ეფექტი მაინც რჩება“.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

ჯანმოში მარტოობის კომისია შეიქმნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ახალი კომისია შეიქმნა, რომელიც მარტოობის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ცნობიერებას გაზრდის. წერს The Guardian-ი.

კომისიას „სოციალური კავშირების საკითხებზე“ ამერიკელი ქირურგი ვივეკ მერტი უხელმძღვანელებს, რომლის თქმითაც, მარტოობასა და სოციალურ იზოლაციას ისეთივე ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას.

ჯანმოში მიიჩნევენ, რომ მარტოობა გლობალური პრობლემაა. სოციალური იზოლაცია და მარტოობა შფოთვის, დეპრესიის, დემენციის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკებს ზრდის და ხშირად სუიციდის მიზეზი ხდება.

„[მარტოობა] სცილდება საზღვრებს და ხდება გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და განვითარების ყველა ასპექტზე,” – თქვა მპემბამ. ”სოციალურმა იზოლაციამ არ იცის ასაკი და საზღვრები.”

საერთაშორისო კომისია მარტოობის საკითხზე 3 წლის განმავლობაში იმუშავებს. პირველი სხდომა დეკემბერში გაიმართება.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

„ვიცი, ბევრს არ მოეწონება ჩემი პოსტი…“ – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა წიაღისეული საწვავის გლობალური ექსპორტით 550 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.

ვიცი, ბევრს არ მოეწონება ჩემი პოსტი…
????“2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა წიაღისეული საწვავის გლობალური ექსპორტით 550 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, საიდანაც 180 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიძინეს.”
✅სანამ ვინმე ხმას ამოიღებს, რომ საქართელომ უნდა დაუწესოს ოკუპანტს სანქციები. პასუხი ჩემგან, ჯერ ვინც ამას ითხოვს, თავად 0%-მდე დაიყვანონ რუსული წიაღისეულები, ალმასები, ურანიუმი და ბევრი სხვა რამის ყიდვა/გაყიდვა და მერე ხმა ამოიღოს (2 წელი გავიდა უკვე)❗️
✅ჩემი პირადი აზრია, რომ პირიქით, – მაქსიმალურად გამოვიყენოთ სატრანზიტო, უსაფრთხო გარემოს ფუნქცია და მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა.
✅დემაგოგიური საუბრები არ გვინდა რა… თუ ვინმე ამბობს, რომ დააწესე სანქციები, –  კი ბატონო, ჯერ მიგვიღეთ ნატოში და ევროკავშირში (სტატუსები და შეშფოთებები არ გვინდა რა) ახლა და არა 30 წელიწადში❗️
✅ვისაც ჩემი აზრი არ მოგწონთ, ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი.
PS: ქვემოთ თანდართული გრაფიკა/სტატისტიკა გულის ამრევია…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

არ გამოტოვოთ ეს შანსი – ხუთდღიანი ელექტრონული სწავლების ღონისძიება გაიმართება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:

„ამაღელვებელი განცხადება: ლტოლვილთა და მიგრანტთა ჯანმრთელობის მეოთხე გლობალური სკოლა თითქმის აქ არის!
27 ნოემბრიდან სენეგალის ქალაქ დაკარში, ხუთდღიანი ელექტრონული სწავლების ღონისძიება გაიმართება (27 ნოემბერი-დეკემბერი 1) შეისწავლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს მიგრანტთა ჯანმრთელობისთვის, 12:00-1:30 საათამდე CET ყოველდღიურად.
ფოკუსირების არეალი: ჩაყვინთე ჯანმრთელობის წიგნიერებაში, სამუშაო პირობებში, საცხოვრებელსა და კვებაში. ყოველ დღეს მოაქვს საკვანძო გამოსვლები, ცოცხალი პანელები, კითხვა-პასუხის სესიები და რეალურ სამყაროში მოხსენებები, რომლებიც გთავაზობთ უნიკალურ სასწავლო და ქსელურ პლატფორმას.
 თანამშრომლობის მოწოდება: შეუერთდნენ მთავრობებს, გაეროს სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მკვლევარებს და მიგრანტთა საზოგადოებას, რათა გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო პრაქტიკა და იმუშაონ ინკლუზიური ჯანმრთელობის გადაჭრის გზებზე.
 არ გამოტოვოთ ეს შანსი, წვლილი რომ შეიტანოთ დევნილებისა და მიგრანტების ჯანმრთელ, უფრო თანასწორ მომავალში. შეამოწმე ფლაერი და დარეგისტრირდი ახლავე: https://www.who.int/…/fourth-who-global-school-on-refugee…
Exciting Announcement: The Fourth Global School on Refugee and Migrant Health is almost here! Starting Nov 27 in Dakar, Senegal, this five-day e-learning event (Nov 27-Dec 1) will explore vital topics in migrant health, from 12:00-1:30 PM CET daily.
???? Focus Areas: Dive into health literacy, working conditions, housing, and nutrition. Each day brings keynote speeches, live panels, Q&A sessions, and real-world reports, offering a unique learning and networking platform.
???? Collaboration Call: Join governments, UN agencies, NGOs, researchers, and the migrant community to share knowledge, best practices, and work towards inclusive health solutions.
???? Don’t miss this chance to contribute to a healthier, more equitable future for refugees and migrants. Check out the flyer and register now: https://www.who.int/…/fourth-who-global-school-on-refugee…

სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გამოწვევები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, რადიმ ირსენს შეხვდა, –  ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უცხოელ კოლეგას, სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო.

„ისაუბრეს სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოწვევებზე.განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს სწორად დასახული პრიორიტეტები აქვს.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. განვიხილეთ სოციალური დაცვის სისტემები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. ჩეხეთის მხარემ ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა, რათა ჩვენი სოციალური სისტემები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს. შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე და ჩეხეთის მხრიდან სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე“,-აღნიშნულის შესახებ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

შეხვედრას ჩეხეთის რეგიონული განვითარების წარმომადგენელი იანა ზელინგეროვაც ესწრებოდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს და დემენციის განვითარების რისკს ამცირებს

უკავშირდება თუ არა მსუბუქი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა ტვინის მოცულობას?

რეგულარული ფიზიკური ვარჯიში დემენციის განვითარების რისკს ამცირებს და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს.

კვლევა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის მიერ შექმნილ ჟურნალ JAMA Network-ში გამოქვეყნდა.

დღეში 10000 ან მეტი ნაბიჯის მიღწევა დაკავშირებულია ტვინის უფრო მეტ მოცულობასთან იმათთან შედარებით, ვინც დღეში 5000-ზე ნაკლებ ნაბიჯს აღწევდა.

ექსპერიმენტში 2354-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 1276-მა ქალმა და 1078-მა კაცმა. დამატებით 1 საათი ელემენტარული ფიზიკური ვარჯიშების შესრულება ხელს უწყობს ტვინის 1,1 წლით გვიან დაბარებას.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ვარჯიშის შესრულებაა საკმარისი იმისთვის, რომ დემენციის რისკი გამოირიცხოს, სპორტს კვირაში არანაკლებ 250 წუთი უნდა დაეთმოს.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

FDA-მ პნევმოკოკით გამოწვეულ დაავადებასთან საბრძოლველად ახალი ვაქცინა დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც პნევმოკოკით გამოწვეული დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული. მწარმოებლის განცხადებით, პრეპარატი ექვსი კვირიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისთვის შეიქმნა.

Pfizer-ის ინფორმაციით, ახალი ვაქცინა, სახელწოდებით Prevnar 20, უფრო ეფექტიან დაცვას გვთავაზობს, ვიდრე კომპანიის ფართოდ გამოყენებული პრეპარატი Prevnar 13. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, Prevnar 20 პნევმოკოკის ბაქტერიის დამატებით შვიდი სეროტიპის წინააღმდეგ ბრძოლას უზრუნველყოფს.

პნევმოკოკურმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია სხეულის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის ფილტვებში, რაც ხშირად პნევმონიის განვითარების მიზეზი ხდება

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

არ გამოიყენოთ შაქრის შემცვლელი, თუ წონის დაკლებას ცდილობთ -გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

დიდი ოდენობით შაქრის მიღება

ნუ გამოიყენებთ შაქრის შემცვლელებს, თუ ცდილობთ წონაში დაკლებას. ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ გაიდლაინში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის გლობალურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არსებული მტკიცებულებების სისტემატური მიმოხილვა ცხადყოფს, რომ უშაქრო დამატკბობლების გამოყენებას „არავითარი გრძელვადიანი სარგებელი არ მოაქვს სხეულის ცხიმის შესამცირებლად მოზრდილებში ან ბავშვებში“.

შესაძლოა, პოტენციური არასასურველი ეფექტი დადგეს შაქრის შემცვლელების ხანგრძლივი გამოყენების გამო, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი.

„ადამიანებმა უნდა განიხილონ სხვა გზები, რათა შეამცირონ თავისუფალი შაქრის მიღება. კერძოდ, მიიღონ საკვები, რომელიც ბუნებრივად შეიცავს შაქარს, როგორიცაა ხილი, ან უშაქრო საკვები და სასმელები. უშაქრო დამატკბობელი არ არის აუცილებელი დიეტური ფაქტორი და არ გააჩნია საკვები ღირებულება. უნდა შეამცირონ თავიანთ რაციონში სიტკბოობა, ცხოვრების ადრეულ ასაკში, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა კვებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ფრანჩესკო ბრანკამ.

„რეკომენდაცია ვრცელდება ყველა ადამიანზე, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც დიაბეტი ჰქონდათ. ეს ახალი გაიდლაინი ეფუძნება უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძვლიან შეფასებას და ის ხაზს უსვამს იმას, რომ ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება არ არის კარგი სტრატეგია წონის დაკლებისთვის“, – აღნიშნა მკვლევარმა, იან ჯონსონმა.

„ბევრმა ადამიანმა ისწავლა უმარილოდ ჭამა და მომზადება, მათ შეუძლიათ ისწავლონ შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება შაქარზე და არა-კვებით დამატკბობლებზე, თქვა ბრანკამ.

”ჩვენ უნდა მივმართოთ ბავშვებს ადრეულ ასაკში,” – თქვა მან. „მაგალითად, რატომ იყენებენ მშობლები ჩვეულებრივ დამატკბობლებს ბავშვებისთვის და თითქმის ყოველი ჭამის შემდეგ? ჩვენ მშობლებს უნდა ვურჩიოთ, რომ თავიდან აიცილონ ეს ტკბილი ინტერესი მცირეწლოვან ბავშვებში – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა.“

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

გულის უკმარისობა – XXI საუკუნის კარდიოლოგიის აქტუალური საკითხი

ახალ ალგორითმი - გული

გულის უკმარისობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასა და, ზოგჯერ, სიცოცხლესაც კი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ნიშნების დროულად ამოცნობა და რეაგირება.

რა ახასიათებს გულის უკმარისობას, რა ზრდის მისი განვითარების რისკებს და როგორია გამოსავალი? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის კარდიოლოგ ნინო ბაზღაძეს მივმართეთ.

რა არის გულის უკმარისობა და რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის?

გულის უკმარისობა არის კლინიკური სინდრომი, რომელიც ვითარდება გულის სტრუქტურული ან/და ფუნქციური დაზიანების შედეგად; ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – უზრუნველყოს სისხლის სათანადო ცირკულაცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს 65 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დადგენილი გულის უკმარისობის დიაგნოზი მსოფლიოს მასშტაბით. მეტად გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და შუა აზიაში, შედარებით ნაკლებად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც კავშირშია ამ გეოგრაფიულ რეგიონებს შორის ცხოვრების განსხვავებულ სტილთან (კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობის დონე, ჭარბწონიანობა).

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights