„სიცოცხლის პირველ წლებში რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად იქნება ცნობიერებაში შენახული“
პროდუქტი, რომელიც ზამთარში ვიტამინების დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ
ზამთარში ჩვენი ჯანმრთელობა გარკვეულ რისკს ექვემდებარება, მზის შუქის და შესაბამისად, ვიტამინების დეფიციტის გამო. ერთ-ერთი მეთოდი ვიტამინების დეფიციტის ანაზღაურებისთვის, კვების რაციონის გამდიდრებაა იმ პროდუქტებით, რომლებიც შეიცავს საჭირო ვიტამინებს და ნუტრიენტებს, საკმარისი რაოდენობით.
ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ ზამთარში მიირთვათ, ორაგულია. ეს პროდუქტი წარმოუდგენლად მდიდარია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. ორაგული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რომელი ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა
კაუდალური ეპიდურალური ინიექცია არის პროცედურა, რომლის შესახებაც, საქართველოში დღეს ნაკლებად არის გავრცელებული ინფორმაცია მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა. ეს არის წელის ტკივილის მკურნალობის მეთოდი ქირურგიული ჩარევის გარეშე.
საქართველოში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგი – არჩილ ერისთავი – გვიზიარებს დეტალურ ინფორმაციას რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როდის და ვისთვის ინიშნება და რას გულისხმობს აღნიშნული პროცედურა.
რა არის კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?
კაუდალური ეპიდურალური ინიექცია გამოიყენება წელის ტკივილის სამკურნალოდ და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ოპერაციის ალტერნატიულ მეთოდს. ეს არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის შეყვანა გავა-წელის მიდამოს ეპიდურულ სივრცეში.
რატომ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?
ეპიდურალური ინიექცია ინიშნება წელის ტკივილის და ფეხებისკენ მიმავალი ნერვების ტკივილის და ანთების დროს.
რა შეიძლება იყოს ტკივილის და ანთების გამომწვევი მიზეზი?
- ხერხემლის არხის სტენოზი
- რადიკულოპათია
- ხერხემლის დისკის თიაქარი
- ხერხემლის დეგენერაცია
- წელის წარუმატებელი ოპერაციის სინდრომი
როგორ მუშაობს კაუდალური ეპიდურალური ინიექცია, როგორც წელის ტკივილის მკურნალობა?
ინიექცია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის კომბინაცია სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის ადგილობრივ გამაყუჩებელთან ერთად. ადგილობრივი გამაყუჩებელი ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას საწყის ეტაპზე, ხოლო სტეროიდებს აქვთ ხანგრძლივი (რამდენიმე თვიანი) ეფექტი ნერვების ანთების და გაღიზიანების შემცირებაზე და ტკივილის მოხსნაზე. ინიექციას ასევე შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ეფექტი შეკუმშული ნერვების ირგვლივ სივრცის გაზრდაზე.
როგორ კეთდება კაუდალური ეპიდურალური ინიექცია?
კაუდალური ეპიდურალური ინიექცია ტარდება დღის პროცედურის სახით (პაციენტი არ საჭიროებს საავადმყოფოში ღამის გატარებას). პროცედურის სარგებელი და შესაძლო რისკები განიხილება ექიმთან კონსულტაციის დროს. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის დღეს პაციენტი მოკლე დროით თავსდება პალატაში. პროცედურის დაწყებამდე მას აქვს საშუალება გაესაუბროთ ექიმს და დაუსვას დამატებითი კითხვები პროცედურის შესახებ. კაუდალური ეპიდურალური ინიექციის პროცედურა ტარდება საოპერაციო ოთახში, სადაც პაციენტი გადაჰყავთ უშუალოდ პროცედურის წინ.
პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი და ძირითადად უმტკივნეულოა. პროცედურიდან 30-40 წუთში პაციენტს შეუძლია სახლში წასვლა. პირველი 24 საათის განმავლობაში რეკომენდებულია თავის არიდება ძლიერი აქტივობისგან.
პროცედურის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვედს.
თუ გაწუხებთ წელის ტკივილი ან მასთან დაკავშირებული სიმპტომები, დაუკავშირდით კონსულტაციისთვის:
ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი, MD, PhD
Tel: +995 599820404
Email: contact@neurosurgeon.ge
Web: https://www.neurosurgeon.ge/ka
არჩილ ერისთავი 22 წლიანი პრაქტიკის მქონე ნეიროქირურგია, რომელიც 9 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ლონდონში, დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები. მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რამდენი ადამიანი დაშავდა წელს პიროტექნიკით?
კოვიდი ახალ ძალებს იკრებს – სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, კოვიდის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
„ეს არის კოვიდის ახალი შტამი. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგივე მაჩვენებლები ახასიათებს, რაც ომიკრონს. სამწუხაროპდ, დღეს საქართველოში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე, დისტანცია, თუ ხართ ავად, უნდა იყოს სახლში. სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის შესაჩერებლად“, – განაცახდა გიორგი ფხაკაძემ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა…
ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ვალენსიაში პირბადეების ტარება სავალდებულოა მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის და სამედიცინო დაწესებულებების ვიზიტორებისთვის.
მეზობელ კატალონიაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. არაგონის რეგიონის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი დახურულ სივრცეებში.
პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა მურსიაშიც, ხოლო გალისიაში პირბადეების ტარების რეკომენდაცია გაიცა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
პედიატრი ლალი ჯანაშია მშობლებს აფრთხილებს
პედიატრი ლალი ჯანაშია სოციალური ქსელში წერს, რომ „ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში“.
„ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, A გრიპის შემთხვევები მესამედზე მეტია გრიპზე გატესტილ პაციენტებში, ბავშვთა საწოლფონდის კოლაფსია პრაქტიკულად, დღის სტაციონარის მეშვეობით ვახერხებთ დავასტაბილუროთ და ჰოსპიტალიზაციას ავარიდოთ პაციენტთა ნაწილი, პარალელურად არის კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას შემთხვევები, ამოვყოთ პატივცემულო ჩინოვნიკებო თავი საცივიდან და მოვიდეთ ფორმაში!
მშობლებს გთხოვთ პირველივე საათებში ნუ მიმართავთ ჰოსპიტალებს, ოჯახის ექიმების დახმარებით პირველი 24 საათი ვმართოთ ბინაზე პატარები ფიზიკური გაგრილების და ანტიპირეტული(სიცხის დამწევი) საშუალებებით, დატვირთეთ სითხეებით. მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც ონლაინ, ასევე დღის სტაციონარის ფარგლებში.
თუ ბავშვი ადინამიურია, აქვს ღებინება, ფაღარათი და არ იღებს სითხეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ იყენებთ ბინაზე ინფუზიას (გადასხმას), კატეგორიულად მიუღებელია ეს ფორმა, ასევე ნუ იწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას, ნუ წაშლით კლინიკურ სურათს, ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას, ჯანმრთელობას გისურვებთ“! – წერს ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
გრიპის ვირუსის გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის – სპეციალისტები გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობენ
„გრიპის ვირუსის შემთხვევები გახშირდა. მომატებულია მიმართვიანობა კლინიკებშიც, ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებში ფიქსირდება. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi









