ნახეთ მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია
DRG მოდელი – სისტემის დანერგვიდან 1 წლის თავზე, ქვეყანამ, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროგრესსა და წარმატებებს მიაღწია
რა არის სმენის ნერვის სიმსივნე და როგორ გამოიხატება ის? – ინტერვიუ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგთან
სმენის ნერვის სიმსივნე არც ისე გავრცელებული დაავადებაა. აშშ-ს სტატისტიკური მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე წელიწადში მისი ერთი ან ორი შემთხვევა ფიქსირდება. სპეციალისტთა დაკვირვებით, დაახლოებით იგივე მაჩვენებელია საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ სმენის ნერვის სიმსივნე იშვიათია, აუცილებელია, უფრო მეტი გავიგოთ დაავადების შესახებ, რათა შევძლოთ მისი სიმპტომების ამოკითხვა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
სმენის ნერვის სიმსივნეზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგ დავით ბერიძეს მივმართეთ.
პირველ რიგში, გთხოვთ, აგვიხსენით რა არის სმენის ნერვის სიმსივნე?
„Innova Medical Center გადის აკრედიტაციას აკრედიტაცია კანადასთან. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“ – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კლინიკა Innova Medical Center გადის აკრედიტაციას ჩვენთან, https://sheniekimi.ge/clinics/klinika-inova/ აკრედიტაცია კანადასთან.
„ეს კლინიკა Innova Medical Center გადის აკრედიტაციას ჩვენთან, https://sheniekimi.ge/clinics/klinika-inova/ აკრედიტაცია კანადასთან. ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, მის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დარგობრივი კონფერენციების ორგანიზება. კონფერენციაზე განხილული იქნება საინტერესო კლინიკური შემთხვევები, შესრულებული ქირურგიული ოპერაციები, ახალი თერაპიული და კლინიკური სტრატეგიები და მათი მნიშვნელობა მომავლის მედიცინაში.
მისამართი: ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, 6 (ყოფილი სანდრო ეულის ქ.).
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.
ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.
კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.
ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.
კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:
-
ინვიტრო განაყოფიერება
-
ინსემინაცია
-
დონაცია-სუროგაციის პროგრამები
-
გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
-
ნეიროენდოკრინოლოგია
-
კონსერვატიული გინეკოლოგია
-
თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა
-
კონტრაცეპცია
ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით. მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
პორტული ჰიპერტენზია – პორტული ჰიპერტენზია არის წნევის მომატება პორტული ვენის (კარის ვენის) ტოტებში
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ამოცნობა შესაძლებელია სიმპტომებისა და ფიზიკური გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. მუცლის პალპაციის დროს ისინჯება გადიდებული ელენთა. მუცლის ღრუში სითხის არსებობას ადასტურებს მუცლის გარშემოწერილობის გაზრდა, ყრუ ხმიანობა მუცლის წინა კედელზე დაკაკუნებისას (პერკუსია). ულტრაბგერა გამოიყენება პორტულ ვენასა და ახლომდებარე სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად და მუცლის ღრუში სითხის აღმოსაჩენად. შესაძლებელია ულტრაბგერის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება კოლატერალური სისხლძარღვების გამოსავლენად და გამოსაკვლევად. იშვიათად კისერზე გაკეთებული განაკვეთიდან კათეტერი შეჰყავთ სისხლძარღვების გავლით ღვიძლში ან ელენთაში კარის ვენის სისხლძარღვებში წნევის გასაზომად (მანომეტრია).
მკურნალობა
საყლაპავის ვარიკოზებიდან სისხლდენის რისკის შესამცირებლად ექიმმა შეიძლება სცადოს პორტულ ვენაში წნევის დაქვეითება. ერთ-ერთი გზაა პაციენტისთვის წამლების – პროპრანოლოლისა და ნადოლოლის – დანიშვნა.
საყლაპავის ვარიკოზებიდან სისხლდენა კრიტიკული მდგომარეობაა. წამლები, როგორიცაა ვაზოპრესინი ან ოქტრეოტიდი ინტრავენურად შეჰყავთ სისხლმდენი სისხლძარღვების შესავიწროებლად. დაკარგული სისხლის ჩასანაცვლებლად მიმართავენ სისხლის გადასხმას. ჩვეულებრივ, ვარიკოზებიდან სისხლდენის დასადასტურებლად ტარდება ენდოსკოპიური გამოკვლევა. ამის შემდეგ შესაძლებელია სისხლმდენი ვენის ბლოკირება რეზინის ზონრით ან ქიმიური ნივთიერების შეყვანით ენდოსკოპის მეშვეობით.
თუ სისხლდენა გრძელდება ან მეორდება, ტარდება ქირურგიული პროცედურა შემოვლითი ანასტომოზის (ე.წ. შუნტი) შესაქმნელად, რომელიც დააკავშირებს პორტულ სისტემას ცენტრალურ ვენურ სისტემასთან. შემოვლითი ანასტომოზი ამცირებს წნევას პორტულ ვენაში, რადგან ცენტრალურ ვენურ სისტემაში წნევა ბევრად უფრო დაბალია.
არსებობს ზემოხსენებული შუნტის შექმნის სხვადასხვა მეთოდი. ერთ-ერთია ე.წ. ტრანსიუგულარული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუნტი; რენტგენის კონტროლით ნემსი შეჰყავთ ღვიძლში, რომ შეიქმნას პორტული ვენისა და ღვიძლის ერთ-ერთი ვენის დამაკავშირებელი შუნტი. შუნტირების პროცედურები, ჩვეულებრივ, შედეგიანია სისხლდენის შესაჩერებლად, მაგრამ მათ გარკვეული რისკიც ახლავს, როგორიცაა, მაგალითად, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ტრანსიუგულარული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუნტირება სხვა მეთოდებზე უსაფრთხოა. ზოგჯერ საჭირო ხდება მისი განმეორებით ჩატარება, ვინაიდან შუნტი ვიწროვდება ხოლმე.
ქოლესტაზი – ღვიძლის, სანაღვლე სადინარის ან პანკრეასის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტაზი
ქოლესტაზი – ღვიძლის, სანაღვლე სადინარის ან პანკრეასის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტაზი
ქოლესტაზი
ქოლესტაზი არის ნაღვლის დინების შემცირება ან შეჩერება.
ღვიძლის, სანაღვლე სადინარის ან პანკრეასის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტაზი;
კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლად არის შეფერილი, დამახასიათებელია კანის ქავილი, შარდი მუქია, განავალი შეიძლება გაღიავდეს და ცუდი სუნი ჰქონდეს;
მიზეზის დასადგენად გამოიყენება კვლევის ლაბორატორიული და, ხშირად, გამოსახულებითი მეთოდები;
მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. მიზეზის მიუხედავად, წამლების მიღებამ შეიძლება ქავილი შეამსუბუქოს.
ქოლესტაზის დროს ნაღვლის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი სითხე) დინება ღვიძლის უჯრედებსა და თორმეტგოჯას (წვრილი ნაწლავის პირველი სეგმენტი) შორის ამა თუ იმ ხარისხით შეფერხებულია. თუ ნაღვლის დინება შეწყდა, პიგმენტი ბილირუბინი (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის ძველი ან დაზიანებული წითელი უჯრედების დაშლის შედეგად) გადადის და გროვდება სისხლში.
მიზეზები
ქოლესტაზის მიზეზები დაყოფილია ორ ჯგუფად – თავად ღვიძლთან დაკავშირებული მიზეზები და მიზეზები, რომლებიც სათავეს ღვიძლის გარეთ იღებს.
ღვიძლისმიერ მიზეზებს მიეკუთვნება: მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება, პირველადი ბილიარული ციროზი სანაღვლე სადინარების ანთებითა და დანაწიბურებით, B და ჩ ჰეპატიტებით გამოწვეული ციროზი (აგრეთვე სანაღვლე სადინარების ანთებით და დანაწიბურებით), წამლები, ჰორმონების ზეგავლენა ნაღვლის დინებაზე ორსულობის დროს (მდგომარეობა, რომელიც მოიხსენიება როგორც ორსულობის ქოლესტაზი) და სიმსივნე ღვიძლში.
ღვიძლგარე მიზეზებს მიეკუთვნება: ნაღვლის სადინარის კენჭი, ნაღვლის სადინარის შევიწროება (სტრუქტურა), ნაღვლის სადინარის სიმსივნე, პანკრეასის სიმსივნე და პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).
სიმპტომები
სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი და გენერალიზებული ქავილი ქოლესტაზის დამახასიათებელი სიმპტომებია. სიყვითლე გამოწვეულია ბილირუბინის ჭარბი ჩალაგებით კანში, შარდის გამუქების მიზეზია თირკმლების მიერ ბილირუბინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა. ნაღვლის პროდუქტების კანში ჩალაგებამ შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, შემდგომში ნაკაწრებითა და კანის დაზიანებით. განავალი ღია ფერისაა, რადგან ბილირუბინი ნაწლავში აღარ გადადის. განავალი შესაძლოა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმს, რადგან ცხიმიანი საკვების მონელებისთვის საჭირო ნაღველი ნაწლავში ვეღარ ჩაედინება. ცხიმიან განავალს შეიძლება ცუდი სუნი ჰქონდეს. ნაწლავში ნაღვლის ნაკლებობა კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვის დაქვეითებას იწვევს. თუ ქოლესტაზი გახანგრძლივდა, ამ ნივთიერებების ნაკლებობა ძვლის ქსოვილის განლევას იწვევს. სისხლის შედედებისათვის საჭირო K ვიტამინის შეწოვის დაქვეითება სისხლდენადობისკენ მიდრეკილებას განაპირობებს.
ქოლესტაზით გამოწვეული გახანგრძლივებული სიყვითლე კანს ჭუჭყისფერს ხდის, კანში ყვითელი ფერის დანალექი კერები აღინიშნება. სხვა სიმპტომების არსებობა, როგორიცაა მუცლის ტკივილი, უმადობა, ღებინება ან ცხელება, დამოკიდებულია ქოლესტაზის გამომწვევ მიზეზზე.
დიაგნოზი
ექიმი ცდილობს, სიმპტომებისა და კლინიკური გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს ქოლესტაზის მიზეზი.
უახლოეს წარსულში იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტაზი, სავარაუდოს ხდის ღვიძლისმიერ მიზეზს. მცირე ზომის, ობობასმაგვარი სისხლძარღვების ქსელი კანზე, გადიდებული ელენთა და სითხე მუცლის ღრუში (ასციტი) ღვიძლის ქრონიკული დაავადების არსებობაზე მიუთითებს, ანუ მიზეზი ღვიძლისმიერია.
ღვიძლგარე მიზეზის არსებობის განმსაზღვრელია მუცლის ტკივილის ტიპი და ლოკალიზაცია (მაგალითად, პერიოდული ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ზოგჯერ მარჯვენა ბეჭის არეში), გადიდებული ნაღვლის ბუშტი (ვლინდება ფიზიკური გასინჯვის ან გამოსახულებითი კვლევების დროს).
ზოგიერთი მონაცემი ვერ მიუთითებს კონკრეტულ მიზეზზე. ეს მონაცემებია: ალკოჰოლის ხშირად და დიდი რაოდენობით მიღება, უმადობა, გულისრევა და ღებინება. ქოლესტაზის დროს ორიენზიმის – ტუტე ფოსფატაზისა და გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას დონე სისხლში ძალიან მაღალია. სისხლში ბილირუბინის შემცველობის განსაზღვრის შედეგები ქოლესტაზის სიმძიმის მაჩვენებელია და არა მისი მიზეზისა. როდესაც სისხლის ანალიზის შედეგები ნორმას არ შეესაბამება, თითქმის ყოველთვის ტარდება რადიოლოგიური კვლევა, ჩვეულებრივ, ულტრასონოგრაფია. დამატებით ან ულტრაბგერის ნაცვლად, შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, ზოგ შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თუ მიზეზი ღვიძლისმიერია, ზოგჯერ ტარდება ღვიძლის ბიოფსია და მისი მეშვეობით დაისმება დიაგნოზი. თუ მიზეზად ნავარაუდებია სანაღვლე სადინარების დახშობა, საჭიროა სადინარების უფრო ზუსტი გამოსახულების მიღება, რისთვისაც ტარდება ან ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია. ხსენებულთაგან მეორის დროს მიიღება მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება, ხოლო პირველის დროს საკონტრასტო საშუალების ინექციის შემდეგ მიიღება რენტგენოლოგიური გამოსახულება.
მკურნალობა
ნაღვლის სადინარების დახშობას მკურნალობენ ქირურგიული ან ენდოსკოპიური (დრეკადი დასათვალიერებელი მილი, რომელთანაც დაკავშირებულია ქირურგიული ხელსაწყოები) მეთოდებით. ღვიძლშიდა დახშობის სამკურნალო მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია მიზეზზე. თუ სავარაუდო მიზეზი წამლის გამოყენებაა, მისი მიღება უნდა შეწყდეს; თუ მიზეზი მწვავე ჰეპატიტია, ქოლესტაზი და სიყვითლე ქრება, როდესაც პროცესი ჩაცხრება. პაციენტს ურჩევენ, თავი აარიდოს ან შეწყვიტოს იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც საზიანოა ღვიძლისთვის (მაგალითად, ალკოჰოლი და ზოგიერთი მედიკამენტი).
დასალევი ქოლესტირამინი გამოიყენება ქავილის სამკურნალოდ. წამალი უკავშირდება ნაღვლის გარკვეულ შემადგენელ ნაწილებს ნაწლავებში და აბრკოლებს მათ უკუშეწოვას, რაც ამცირებს კანის გაღიზიანებას. თუ ღვიძლი მძიმედ არ არის დაზიანებული, K ვიტამინის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლის შედედება. მდგრადი ქოლესტაზის დროს ხშირად ინიშნება კალციუმისა და D ვიტამინის დანამატები, მაგრამ ეს არცთუ მნიშვნელოვნად აბრკოლებს ძვლის ქსოვილის განლევას.
ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
ჟილბერის სინდრომის დროს ბილირუბინის დონე ოდნავ მომატებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ სიყვითლე გამოიწვიოს. ეს დაავადება ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ხშირია ახალგაზრდებს შორის, დიაგნოსტირდება სკრინინგული ტესტების ჩატარებისას, მიმდინარეობს უსიმპტომოდ და რაიმე სირთულეებს არ იწვევს. იმ ადამიანების კანმა, რომლებიც ბეტა-კაროტინით მდიდარ საკვებს (სტაფილო, გოგრა, ნესვის ზოგიერთი სახეობა) დიდი რაოდენობით იღებენ, შეიძლება მიიღოს მსუბუქად გამოხატული ყვითელი შეფერილობა, მაგრამ მათ თვალები არ უყვითლდებათ. ეს მდგომარეობა არ მიიჩნევა სიყვითლედ, არ არის ღვიძლის დაავადების გამოვლინება.
სიმპტომები
სიყვითლის დროს კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლად არის შეფერილი, შარდი ხშირად მუქია, რადგან ბილირუბინის ჭარბი რაოდენობა თირკმლებით გამოიყოფა. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ქავილი, ღია ფერის განავალი და სხვა სიმპტომებიც, რაც სიყვითლის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, ღვიძლის მწვავე ანთებამ (მწვავე ჰეპატიტმა) შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ცხელება. ნაღვლის გადაადგილების შეფერხების შედეგი მუცლის ტკივილი და ცხელება შეიძლება იყოს.
დიაგნოზი და მკურნალობა
სიყვითლის მიზეზის დასადგენად გამოიყენება ლაბორატორიული ანალიზები და კვლევის გამოსახულებითი მეთოდები. ღვიძლის დაავადების, მაგალითად, მწვავე ვირუსული ჰეპატიტის არსებობისას, ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად სიყვითლეც თანდათანობით ქრება. ნაღვლის სადინარის დახშობის შემთხვევაში გადაუდებლად არის საჭირო ოპერაცია ან ქირურგიული ენდოსკოპია (გამოიყენება დრეკადი, დასათვალიერებელი მილი, რომელთანაც დაკავშირებულია სიყვითლის მიზეზის დასადგენად გამოიყენება ლაბორატორიული ანალიზები და კვლევის გამოსახულებითი მეთოდები. ღვიძლის დაავადების, მაგალითად, მწვავე ვირუსული ჰეპატიტის არსებობისას, ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად სიყვითლეც თანდათანობით ქრება. ნაღვლის სადინარის დახშობის შემთხვევაში გადაუდებლად არის საჭირო ოპერაცია ან ქირურგიული ენდოსკოპია (გამოიყენება დრეკადი, დასათვალიერებელი მილი, რომელთანაც დაკავშირებულია ქირურგიული ხელსაწყოები) დახშული სადინარის ფუნქციის აღსადგენად. სიყვითლით გამოწვეული ქავილის მკურნალობა შეიძლება დასალევად მიღებული ქოლესტირამინით. ჩვეულებრივ, ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებასთან ერთად ქავილი თანდათანობით ქრება.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ყელის ტკივილი და სეზონური ვირუსების გართულებები
გადაცემა „დილა ფორმულაზე“
თემა: ყელის ტკივილი და სეზონური ვირუსების გართულებები
საუბრობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე:
„ბევრი ვირუსი იწყება ყელის ტკივილით. ყველა რესპირატორული დაავადება მოქმედებს ყელზე,
ყელის სიწითლის დროს მნიშვნელოვანია დიფერენცირება რამდენად საშიშია და რატომ არის ყელი წითელი. ხახის ლორწოვანი ზონა უნდა იყოს ვარდისფერი, თუ პაციენტი მწეველია, მავნე გარემოში მუშაობს და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, უმრავლესობას ყელში აქვს ქრონიკული სიწითლე.
თუ ავადობაა, უნდა დაერთოს ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, თუ ვირუსთან გვაქვს საქმე, ყველაფერი ეს ერთად არის.
ხშირად, პაციენტი ამბობს, რომ ჩირქი აქვს ყელში. ეს არის ფიბრიდული ნადები, რაც, შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა და თეთრი ნადები, – ექიმთან უნდა გაირკვეს, ჩირქია თუ ვირუსული ნადები.
თუ ბავშვის ყელში არის სიწითლე, თეთრი ნადები… ამას თან ერთვის ყლაპვის გაძნელება, ტემპერატურის მატება, უმჯობესია, მშობელმა ბავშვი მალე უნდა მიიყვანოს ექიმთან. თუ არის ზოგადი სისუსტე და ხშირი ავადობა, მაშინ მივდივართ გეგმიურად, რათა გავარკვიოთ „სუსტი ყელი“ აქვს თუ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.
როდესაც ყელში მორეციდივე სტრეფტოკოკული ინფექციაა, მიკრობი ცივ გარემოში აქტიურდება და ამას მოყვება ყელის ტკივილი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, როდესაც ბავშვს ექნება იმუნიტეტი, უნდა დავიწყოთ გაკაჟება და უცებ არ მივცეთ ნაყინი, ნელ-ნელა შევაჩვიოთ. სუსტი ყელი გადაილახება, თუ ჩვენ პორციულად მივაწვდით ცივ სითხეს ან ნაყინს. სუსტი ყელის ძირითადი მიზეზი არის იქ ჩაბუდებული სტრეფტოკოკული ინფექცია. თუ ყელი გვეტკინა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ სუსტი ყელი გვაქვს.
თუ გავარკვიეთ, რომ პაციენტს აქვს ვირუსული ტონზილიტი და ფარინგიტი, ამას ანტიბიოტიკი საერთოდ არ სჭირდება. თუ სპეციფიკურ ვირუსთან გვაქვს საქმე – გრიპის ვირუსი, შეგვიძლია ჩავრთოთ ანტივირუსული მკურნალობა.
თუკი მწვავედ მიმდინარე ყელის ტკივილი, რომელიც მოითხოვს ანტიბიოტიკს, არის ძალიან პატარა სეგმენტში. დიაგნოზს სჭირდება სისხლის ტესტი, სწრაფი ტესტი ყელიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე და ჩირქი გვაქვს, თუ დიაგნოზის შედეგად გამოირიცხა ანტიბიოტიკის საჭიროება, მისი ზედმეტად მიღება ქმნის ბაქტერიორეზისტენტობას და შემდეგ, არსებულ ინფექციასთან ანტიბიოტიკებით ბრძოლა აღარ იქნება ეფექტური“.
მეცნიერებმა ხანდაზმული თაგვების სიცოცხლე მათი სისხლძარღვების ახალგაზრდა თაგვების სისხლძარღვებთან შეერთებით გაახანგრძლივეს
მეცნიერებმა გაახანგრძლივეს ხანდაზმული თაგვების სიცოცხლე მათი სისხლძარღვების მიერ ახალგაზრდა თაგვების სისხლძარღვებთან შეერთებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი თერაპიები ხანდაზმულ ადამიანებში სხეულის გაახალგაზრდავება.
შესაძლოა, ამ აღმოჩენამ, მედიკოსები ხანდაზმულ ადამიანებში სხეულის გაახალგაზრდავების ახალ თერაპიებამდე მიიყვანოს.
დასკვნები, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Aging, ვარაუდობს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ სისხლში კომპონენტებისა და ქიმიკატების კოქტეილით, რაც ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობას.
მკვლევარებმა, მათ შორის დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან, აღმოაჩინეს, რომ ახალგაზრდა და ხანდაზმული თაგვების სისხლის მიმოქცევის სისტემების ქირურგიული გზით შეერთების პროცესს შეუძლია შეანელოს დაბერება უჯრედულ დონეზე და გაზარდოს ხანდაზმული ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 პროცენტით.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს ფაქტორები პოტენციურად შეიძლება იყოს იზოლირებული, როგორც სწრაფი სამკურნალო თერაპია, სხეულის გაახალგაზრდავება და ხანდაზმული ადამიანის სიცოცხლეს წლების დამატება.
დასკვნები, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Aging, მიანიშნებს, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ ისარგებლონ სისხლში კომპონენტებისა და ქიმიკატების კოქტეილით, რაც ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობას.
„ეს არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ პროცესს, რომელსაც ჰეტეროქრონული პარაბიოზი ეწოდება, შეუძლია შეანელოს დაბერების ტემპი, რასაც თან ახლავს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის გახანგრძლივება“, – განაცხადა დიუკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერმა, კვლევის უფროსმა ავტორმა ჯეიმს უაითმა.
„კვლევა ცდილობდა დაედგინა ჰეტეროქრონული პარაბიოზის სარგებელი – რომელიც შესრულებულია ორი სხვადასხვა ასაკის ცხოველის ქირურგიული შერწყმით, რათა ხელი შეუწყოს საერთო სისხლის მიმოქცევის სისტემას – იყო ხანმოკლე თუ უფრო ხანგრძლივი.
კვლევაში მონაწილე ახალგაზრდა თაგვი ოთხი თვის იყო, ხოლო უფროსი – ორი წლის. მეცნიერებმა დაკვირვების დროს დაადგინეს, რომ ხანდაზმულ თაგვებს ფიზიოლოგიური შესაძლებლობები გაუუმჯობესდათ და 10 პროცენტით მეტხანს ცხოვრობდნენ, ვიდრე თაგვების, რომლებსაც ეს პროცედურა არ გაუვლიათ.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ნარჩუნდება განცალკავებიდან ორი თვის შემდეგაც და ასევე დააფიქსირეს, რომ რაც უფრო დიდხანს იზიარებდნენ ცხოველები სისხლის მიმოქცევას, მით უფრო დიდხანს გრძელდებოდა დაბერების საწინააღმდეგო სარგებელი მას შემდეგ, რაც ეს ორი ერთმანეთთან აღარ იყო დაკავშირებული.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შემდგომი დაკვირვების დროს, ორთვიანი გამოყოფის პერიოდში, ხანდაზმულმა ცხოველებმა გამოავლინეს გაუმჯობესებული ფიზიოლოგიური შესაძლებლობები და ცხოვრობდნენ 10 პროცენტით მეტხანს, ვიდრე ცხოველები, რომლებსაც ეს პროცედურა არ გაუვლიათ.
„ეს არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ პროცესს, რომელსაც ჰეტეროქრონული პარაბიოზი ეწოდება, შეუძლია შეანელოს დაბერების ტემპი, რაც თან ახლავს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის გახანგრძლივებას“, – თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა ჯეიმს უაითმა დიუკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისგან.
კვლევის თანახმად, უჯრედულ დონეზეც, პარაბიოზის პროცესი, როგორც ჩანს, მკვეთრად ამცირებს სისხლის ასაკის ქიმიურ ნიშნებს.
ამ ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხანდაზმული თაგვები გახდნენ უფრო აქტიურები და მათ ქსოვილში აჩვენა გაახალგაზრდავება პროცესის შემდეგ.
წარმატებული შედეგის მიუხედავად, მეცნიერები პარაბიოზის პროცესის გამოყენებით ადამიანების დაწყვილებას არ გეგმავენ, რადგან ეს არა მხოლოდ არაპრაქტიკული, არამედ არაეთიკურიცაა, რადგან ნიშნავს 50 და 18 წლის ადამიანების დაახლოებით რვა წლის განმავლობაში დაწყვილებას.
„ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით, კაცობრიობა 3-დღიან სამუშაო კვირამდე მივა“
Microsoft-ის დამაარსებელი, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ტექნოლოგიამ შეიძლება ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ამის შესახებ მან Spotify-ზე გამოსულ ინტერვიუში ისაუბრა.
კითხვაზე, ემუქრება თუ არა ხელოვნური ინტელექტის განვითარება სამუშაო ადგილებს, ბილ გეითსმა თქვა, რომ დადგება დრო, როდესაც „ადამიანებს ამდენის მუშაობა არ მოუწევთ“.
„თუ ბოლოს და ბოლოს თქვენ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში 3 დღე მოგიწევთ მუშაობა, ეს ალბათ კარგი იქნება“, -აღნიშნა გეითსმა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს შეუძლია გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა, გეითსმა ადრე აღიარა ხელოვნური ინტელექტის რისკები, თუ ის არასწორად გამოიყენებოდა. ივლისში მან გამოაქვეყნა 3000-სიტყვიანი ბლოგის პოსტი ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ.










