საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ბავშვთა პნევმონიის შემთხვევების ზრდაა.
„საყურადღებოა 14 წლამდე ბავშვებში!“
ჯანდაცვის ბიუჯეტი 51 მლნ ლარზე მეტი იქნება, რის შედეგადაც დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა
„ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ DRG რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები – საკმაოდ შთამბეჭდავი“ – სილვიუ დომენტე
„ვაქცინაციის ჩატარება ითვლება დროულად – შედარებით ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები“- ჩხაიძე
„მიმდინარე კვირებში ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები”. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო.
“ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსების სიჭარბით, წინა ორ კვირაში გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო.
2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ეხლაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება დროულად”.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება .
ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და სრულად უფასოა.
დაწესებულებების ჩამონათვალი ნახეთ ბმულზე.
შენიღბული“ სიმპტომი, რომელსაც ქალების უმეტესობა უგულებელყოფს – საშვილოსნოს ყელის კიბო
ყოველწლიურად თითქმის 10 000 ადამიანს უსვამენ დიაგნოზს. დაახლოებით 2500 იღუპება.
შემდეგ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და გადავამოწმოთ:
- სისხლდენა სექსის შემდეგ
- “სისხლიანი” ვაგინალური გამონადენი (რომელიც შეიძლება იყოს ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი)
- სისხლი შარდში (ჰემატურია)
- სისხლდენა პერიოდებს შორის (მენოპაუზის დაწყებამდე)
- პერიოდები, რომლებიც ჩვეულებრივზე მძიმეა (მენოპაუზის დაწყებამდე)
- ნებისმიერი ვაგინალური სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ (ლაქების ჩათვლით)
- მუცლის ტკივილი
როგორც კი საშვილოსნოს კიბო უფრო მოწინავე სტადიას მიაღწევს, მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
- ტკივილი ზურგის, ფეხების ან მენჯის არეში
- მადის დაკარგვა
- დაღლილობა
- გულისრევა
მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, ხარისხსა და სტადიაზე, მაგრამ პაციენტების უმეტესობას ჩაუტარდება ოპერაცია საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ამოღების მიზნით.
სისხლის საშიში დაავადებები – სიმპტომები, რომლებიც ლეიკემიის დროს ჩნდება
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
არის თუ არა ყოველთვის კავშირში ლიმფური კვანძის გადიდება სისხლის კიბოსთან?
ონკო-ჰემატოლოგმა, თსსუ პროფესორმა, ექიმმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ სისხლის საშიშ დაავადებებზე ისაუბრა:
„კლინიკური ჩივილები, რაც ლეიკემიის დროს ადამიანს უჩნდება, სრულად არის გამოხატული სისხლში არსებული ცვლილებებით. გვაქვს ანემია, შესაბამისად გვაქვს კლინიკური ჩივილი, ადინამია, სიფერმკრთალე, სისუსტე, არის ლეიკოციტების რაოდენობრივი შემცირება და პაციენტი მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ.
ეს ისეთი დაავადებაა და დროის ისეთ სწრაფ მონაკვეთში ვითარდება, რომ კლინიკური ჩივილები თვალში საცემი ხდება და ეს არ ითვლის მრავალ თვესა და კვირას. ვინაიდან საუბარია ძვლის ტვინოვან სიმსივნეებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სისხლი იბადება ძვლებში. შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში, პაციენტებს ძვლების ტკივილის პრობლემა აქვთ. პაციენტები იწყებენ სიარულს ტრავმატოლოგებთან, ნევროლოგებთან და სწორედ აქედან ხვდებიან ჩვენთან, ხდება გადმომისამართება. ხშირია უმიზეზო სისხლჩაქცევები, პაციენტი ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია, ტრავმა არ მიუღია და დიდი სილურჯე გაუჩნდა.
ლიმფომები შემთხვევათა მაღალ პროცენტში, სრულიად უსიმპტომოდ, ლიმფური კვანძის გადიდებით იწყება. თუ ლიმფური კვანძი ხილულია, არ უნდა დავიწყოთ მისი თვითმკურნალობა კომპრესებითა და სხვადასხვა მეთოდებით. ლიმფური კვანძების გადიდება ხშირად უკავშირდება სისხლის სისტემურ დაავადებებს.
ზოგადად, ლიმფოიდური სისტემა, ეს არის ბარიერი, რომელიც ჩვენ გვიცავს ყველაფერი ცუდისგან, ის იღებს თავის თავზე პირველ დარტყმას. შესაბამისად ლიმფური კვანძების გადიდების უამრავი მიზეზი არსებობს, რომლის დიფერენცირებაც აუცილებელია“.
რა იწვევს ხელების კანკალს, ფეხებში კრუნჩხვის შეგრძნებას – რა სიმპტომებით ვლინდება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი
გადაცემა „მთავარი დიაგნოზი“
რა სიმპტომებით ვლინდება ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი
საუბრობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე:
„ჰიპომაგნიმია ძალიან ბევრ ადამიანს გვაქვს. ის ხშირად ვლინდება ხელების კანკალით და ფეხების კრუნჩხვით, ან აღგზნებადობით, არითმიებით და ა.შ. თუმცა კუნთების სპაზმი და ხელების ტრემორი, ყველაზე ხშირია.
თუ გაქვთ კუნთების კრუნჩხვა და ხელების კანკალი, ხომ არ გქონიათ ახლო პერიოდში ფაღარათი. ამ დროს ადამიანი კარგავს ელექტროლიტს და მათ შორის, მაგნიუმსაც. ხომ არ მიგიღიათ ალკოჰოლი, ისინი ასევე შარდმდენებია და ჩვენი სხეულიდან გამოაქვს ელექტროლიტები. ამიტომაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ, იწყება ტრემორი.
გაიხსენეთ, რომ არ სვამთ რაიმე წამალს, მაგალითად წნევის მარეგულირებელს, ეს საშუალებები არის შარდმდენი პრეპარატები და ამიტომ მათაც გამოაქვთ სხეულიდან მაგნიუმი.
შაქრიანი დიაბეტი ასევე ხშირი მიზეზია მაგნიუმის ნაკლებობის. მაგნიუმის შესავსებად არსებობს უამრავი საშუალება, რადგან თუ დეფიციტია, მისი შევსება მხოლოდ მედიკამენტის გზით ხდება. თუ ტრემორი და სპაზმი ხშირია, ეცადეთ მიეჩვიეთ მაგნიუმით მდიდარი საკვების მიღებას, ესაა ლობიო, თხილი, მზესუმზირა და ისპანახი“.
„ეს პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის, ტარიფების გათანაბრება ძალიან კარგია“- დავით გაგუა
„ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება პაციენტის უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაზრდის“, – ამის შესახებ, გაგუას კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით გაგუამ DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დავით გაგუამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ასევე კარგია სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ მეან-გინეკოლოგი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმას დადებით აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, კარგია, როგორც სამედიცინო დაწესებულების განვითარებისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოებისთვის.
„DRG მოდელით ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფების გათანაბრება ძალიან კარგია. ეს დადებითად იმოქმედებს როგორს კლინიკისა და მედიცინის განვითარებაზე, ისე პაციენტების უსაფრთხოებაზე. დაფინანსება მოიცავს მოთხოვნით ექიმის აყვანას, გაუტკივარებას, მედიკამენტებს, კვებას, პალატას და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს. დღეს მთელ მსოფლიოში საკეისრო კვეთაზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საკეისრო მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში გაკეთდეს, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, არსებული მაჩვენებელი ეტაპობრივად შევაჩეროთ.
დღეს, მთელ მსოფლიოში საკეისრო კვეთაზე მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საკეისრო მხოლოდ ჩვენების შემთხვევაში გაკეთდეს, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, რომ არსებული მაჩვენებელი ეტაპობრივად შევაჩეროთ“, – განაცხადა დავით გაგუამ.
რაც შეეხება არჩევით ექიმს, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ეკა შარაძის განცხადებით, პაციენტს საშუალება აქვს, მისთვის სასურველ ექიმი აიყვანოს, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.
„DRG მოდელი ითვალისწინებს კონკრეტულ სამედიცინო ჩარევებზე ერთიანი, სამართლიანი ტარიფების დადგენის პოლიტიკას. სახელმწიფო განსაზღვრავს გადასახდელი თანხის მოცულობას, შესაბამისად მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით, მაღალი დანახარჯების გარეშე. ბენეფიციარს აქვს თავისუფალი არჩევანი, მიმართავს პროგრამაში ჩართულ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას. სასურველი ექიმის არჩევის შემთხვევაში, შეთანხმება უნდა შედგეს ექიმსა და პაციენტს შორის, მომსახურება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ“, – განაცხადა ეკა შარაძემ.
მშობიარობასა და საკეისრო კვეთის მომსახურებაზე დაფინანსების DRG სისტემა 15 ნოემბრიდან ამოქმედდა.
როგორ ამოვიცნოთ ძალადობის ნიშნები ბავშვებში?
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
რა ნიშნებით უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია?
საუბრობს ფსიქოლოგი, პროფესორი ნატა მეფარიშვილი:
„ფიზიკური ძალადობის დროს, გარდა იმისა, რომ სხეულს ნაკვალევი ემჩნევა, ძალიან აშკარაა. განსაკუთრებით სპეციალისტებისთვის, ადვილად შესამჩნევია.
თუ კარგად დააკვირდებიან მშობლები სიტუაციას, თუ თავად არ არიან ძალადობის ჩამდენი და რომელიმე დაწესებულებაში ვინმე ახორციელებს, მიხვდებიან. ადვილად შეამჩნევენ იმ ნიშნებს, რაც ჩვენს ფსიქიკას ძალადობის შემთხვევაში ახასიათებს.
ბავშვის ქცევა ამ დროს იცვლება. ის შეიძლება, აგრესიული გახდეს. უეცარი ცვლილება მის ქცევაში ნიშანია იმისა, რომ რაღაც კარგად არ არის. თუ მეტყველება მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია, ისინი იმ ფრაზებითა და ქმედებებით თამაშს იწყებენ, რასაც მათზე უფროსი ახორციელებს. თამაშის დროს დავაკვირდეთ, როგორ ეჩხუბება, ურტყამს, ან წიწკნის თოჯინას, ეზოში ჩასული როგორ ეკონტაქტება მეგობარს არასათანადო გზით.
ამ დროს თვითშეფასება ძალიან ირყევა. ბავშვი, განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვი, ფიქრობს, რომ კარგი არ არის, ჰგონია, იმიტომ დაისაჯა, რომ ამას იმსახურებდა და სხვებისაგან განსხვავდება. ბავშვი ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებს, ამიტომ, სიჩუმე და ართქმა შეიძლება, ჩვეულებრივი ქცევა იყოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ასე ეგონოს.
ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ღამის ენურეზი, ყურადღების, კონცენტრაციის პრობლემები, ხშირი და უეცარი ემოციური რეაქციები, ძლიერი ტირილი, რომლის მიზეზსაც უფროსი ვერ ხვდება შესაძლოა, ძალადობის შედეგად განვითარდეს. შეიძლება, ნახატში ხატავდეს ისეთ რამეს, რაც მიმანიშნებელია, რომ ძალადობას აქვს ადგილი. განვითარებას თვალყური ვადევნოთ, უნდა ვნახოთ, ადეკვატურად მიდის, თუ არა ეს პროცესი. თუ კარგი დამკვირვებლები ვართ, აღნიშნულ ცვლილებებს სწრაფად აღმოვაჩენთ და შესაბამისი რეაგირებაც გვექნება, რაც უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ძალადობის სხვადასხვა პრევენციაა, განათლებაზე ბევრს მუშაობენ, ძალადობა მაინც ხდება. შეიძლება, შეამცირეს, მაგრამ მაინცაა. თუ ძალადობა მოხდა – უნდა ჩავერიოთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ, ემოციურად და ფსიქოლოგიურად მხარი დავუჭიროთ, რომ მან ნორმალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლოს.











