სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენცია და კონტროლი
ღვიძლის ბიოფსია – ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები
ღვიძლის ბიოფსია
ღვიძლის ქსოვილის ნიმუში შეიძლება მოპოვებულ იქნეს სადიაგნოზო ოპერაციის დროს, მაგრამ უფრო ხშირად ღვიძლის პერკუტანეული ბიოფსია გამოიყენება. ეს პროცედურა შემდეგნაირად ტარდება: კანის ანესთეზიისა და ულტრაბგერის დახმარებით ღვიძლის ადგილმდებარეობის ზუსტად განსაზღვრის შემდეგ ნემსი კანის გავლით შეჰყავთ ღვიძლში. ნემსის მოძრაობა და ღვიძლში პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია ულტრაბგერით კონტროლდება. ღვიძლის ბიოფსია ამბულატორიულ პროცედურად არის მიჩნეული. ქსოვილის ნიმუშის მოპოვების შემდეგ პაციენტი უნდა დარჩეს ამბულატორიულ დეპარტამენტში 3-4 საათის განმავლობაში, ვინაიდან გასათვალისწინებელია გართულებების ალბათობა, სახელდობრ, ღვიძლის გაგლეჯისა. ამ უკანასკნელის დროს შეიძლება დაიწყოს სისხლდენა, სისხლი მუცლის ღრუში ჩაიღვრება. თუ სისხლდენა ძლიერია, მან შეიძლება შოკი გამოიწვიოს. იმის გამო, რომ სისხლდენა შეიძლება დაიწყოს ბიოფსიის ჩატარებიდან 15D დღის შემდეგაც კი, პაციენტს აძლევენ მითითებას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ისეთ ადგილზე დარჩეს, რომელიც საავადმყოფოდან მხოლოდ 1 საათის სავალი გზით არის დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ გართულებები ხშირი არ არის, ამ პროცედურის შემდეგ ყოველი 10000 ადამიანიდან 1 იღუპება. მსუბუქი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, რომელიც ზოგჯერ მარჯვენა ბეჭზე გადაეცემა, საკმაოდ ხშირია ღვიძლის ბიოფსიის შემდეგ და ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება ხდება საჭირო.
ღვიძლის ტრანსვენური ბიოფსიის დროს კისრის ვენაში დგამენ კათეტერს, რომელიც გულის გავლით ღვიძლის რომელიმე მადრენირებელ ვენაში ხვდება, აქედან კი კათეტერის ბოლოზე დამაგრებული ნემსი ვენის კედლის გავლით ღვიძლს აღწევს. ამ პროცედურის დროს, ღვიძლის პერკუტანეულ ბიოფსიასთან შედარებით, ღვიძლის დაზიანება ნაკლებად მოსალოდნელია. ის ყველაზე მეტად ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სისხლდენისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ.
ღვიძლის ბიოფსიის მეშვეობით შეიძლება ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც სხვა გამოკვლევებით შეიძლება არ გამომჟღავნდეს. ის ხშირად გამოიყენება ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვების (ღვიძლის გაცხიმოვნება), ღვიძლის ქრონიკული ანთების (ქრონიკული ჰეპატიტი), ღვიძლის მეტაბოლური დაავადებების, როგორიცაა ვილსონის დაავადება (სპილენძის სიჭარბე) და ჰემოქრომატოზი (რკინით გადატვირთვა), ღვიძლის გადანერგვის შემდეგ განვითარებული გართულებებისა და ღვიძლში სიმსივნის გამოვლენის მიზნით.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
შესაძლებელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მიახლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყველა არეს
გამოსახულებითი კვლევები
ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად. ტრანსაბდომინალური ულტრაბგერა ინფორმაციულია სტრუქტურული პათოლოგიების არსებობაზე ეჭვის (მაგალითად, ციროზი – ღვიძლის დანაწიბურება, ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვება) დასადასტურებლად. ეს ყველაზე იაფი და სწრაფი მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად.
ულტრაბგერის საშუალებით ექიმს შეუძლია აღმოაჩინოს ნაღვლის ბუშტის კენჭები. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შეიძლება სანაღვლე სადინარის დახშობით გამოწვეული სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა) განვასხვაოთ ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული სიყვითლისგან; სახელდობრ, თუ ულტრაბგერა გამოავლენს სადინარების გაფართოებას, სიყვითლის მიზეზად სადინარის დახშობა უნდა ჩაითვალოს. ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლში ნემსის ზუსტად შესაყვანად ქსოვილის ნიმუშის მისაღებად ღვიძლის ბიოფსიის დროს. ულტრაბგერის ერთ-ერთი სახე, დოპლეროგრაფია, გამოიყენება ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად. დოპლერით გამოკვლევისას შეიძლება ღვიძლის არტერიებისა და ვენების დახშობის აღმოჩენა, განსაკუთრებით კარის ვენისა, რომელიც ნაწლავიდან ღვიძლისკენ სისხლის დინებას უზრუნველყოფს. დოპლერის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს წნევის მომატება კარის ვენაში. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევისას გამოიყენება ენდოსკოპის თავზე მოთავსებული უმცირესი ზომის ზონდი, რომელიც პირიდან შეიყვანება კუჭში და წვრილი ნაწლავის პირველ სეგმენტში (თორმეტგოჯა ნაწლავი), რაც აახლოებს ზონდს ღვიძლთან და მის გარშემო მდებარე ორგანოებთან.
რადიონუკლიდური (რადიოიზოტოპური) ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება რადიოაქტიური ინდიკატორის შემცველი ნივთიერება, რომელიც სხეულში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ გროვდება რომელიმე ერთ ორგანოში. რადიოაქტიურობას აფიქსირებს მუცლის ზედა ნაწილზე მოთავსებული და კომპიუტერთან დაკავშირებული გამა-კამერა, რომელიც გამოსახულებას იძლევა. ღვიძლის სკანირებისას გამოიყენება რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ღვიძლის უჯრედებში გროვდება. ქოლესცინტიგრაფია (ჰეპატობილიარული სცინტიგრაფია ან სკანირება), რადიონუკლიდური ვიზუალიზაციის ერთ-ერთი სახე, აფიქსირებს რადიოაქტიური ნივთიერების მოძრაობას მისი ღვიძლიდან გამოყოფისას, ნაღვლის ბუშტის, შემდეგ კი სანაღვლე სადინარების გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში გადაადგილებისას. ამ მეთოდით შეიძლება ნაღვლის სადინარის (აერთიანებს მთავარ ნაღვლის სადინარს ნაღვლის ბუშტთან) დახშობის აღმოჩენა. ასეთი დახშობა ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების დამადასტურებელია.
კომპიუტერული ტომოგრაფია უზრუნველყოფს ღვიძლის საუკეთესო ხარისხის გამოსახულებების მიღებას. ის გამოიყენება ღვიძლის სიმსივნეების, ჩირქგროვების (აბსცესები), აგრეთვე დიფუზური დარღვევების, როგორიცაა მაგალითად, გაცხიმოვნებული ღვიძლი, დიაგნოსტიკისთვის.
მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით შესაძლებელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მიახლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყველა არეს. კვლევის ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის სისხლის მიმოქცევის შესწავლას და, შესაბამისად, სისხლძარღვების დაავადების დიაგნოსტიკას. მისი გამოყენება აგრეთვე უზრუნველყოფს სანაღვლე სადინარებისა და ახლომდებარე სტრუქტურების გამოსახულებების მიღებას იმ მეთოდის გამოყენებით, რომელსაც მაგნიტურრეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ეწოდება. მიღებული გამოსახულებები ისევე ხარისხიანია, როგორც კვლევის ინვაზიური მეთოდების მეშვეობით მიღებული გამოსახულებები. კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისას არ გამოიყენება რენტგენის სხივები. ამავე დროს, ის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე უფრო ძვირი პროცედურაა და მეტ დროს საჭიროებს.
ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია გულისხმობს ენდოსკოპის (დრეკადი დასათვალიერებელი მილი) პირის, საყლაპავისა და კუჭის გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში შეყვანას. ამის შემდეგ ენდოსკოპის მეშვეობით ბილიარულ ტრაქტში შეჰყავთ წვრილი მილი, რომლითაც რადიოკონტრასტული ნივთიერება შეიყვანება სანაღვლე გზებში, რაც სანაღვლე ტრაქტისა და პანკრეასის სადინარის რენტგენის სხივებით გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა. იგივე მეთოდი ზოგჯერ გამოიყენება ბილიარული ტრაქტის სტრუქტურების უბრალო მიმოხილვითი გამოსახულების მისაღებად. მიუხედავად ამისა, უპირატესობა ენიჭება მაგნიტურ-რეზონანსულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიას, ვინაიდან ის უფრო მეტად ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია. სხვა სადიაგნოზო ტესტებისგან განსხვავებით, ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ბიოფსიის, აგრეთვე, მკურნალობის ზოგიერთი სახის ჩატარების შესაძლებლობას აძლევს ექიმებს. ასე მაგალითად, ეს მეთოდი გამოიყენება ნაღვლის სადინარში არსებული კენჭის ამოსაღებად ან მილის (სტენტი) საშუალებით სიმსივნით დახშული სანაღვლე სადინარის გამავლობის აღსადგენად. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის გამოყენებისას შემთხვევების დაახლოებით 1%-ში გართულებები ვითარდება – პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) ან სისხლდენა. მკურნალობის ჩატარებისას ეს გართულებები უფრო ხშირად არის მოსალოდნელი.
პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფია გულისხმობს კანის გავლით ღვიძლში გრძელი ნემსის და ამ გზით რადიოკონტრასტული ნივთიერების ნაღვლის სადინარში შეყვანას. ნემსის შეყვანისას მისი გადაადგილების ვიზუალიზაციისთვის ექიმი ულტრაბგერას იყენებს. რენტგენი თვალსაჩინოს ხდის სანაღვლე ტრაქტს, განსაკუთრებით სანაღვლე სადინარების ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ დახშობას. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის მსგავსად, პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფია უფრო მეტად ბიოფსიის ან მკურნალობისთვის გამოიყენება, ვიდრე სანაღვლე ტრაქტის გამოსახულების მისაღებად. პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფიის გართულებები, როგორიცაა სისხლდენა და შინაგანი ორგანოების დაზიანება, მას ენდოსკოპიურ რეტროგრადულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიაზე ნაკლებად სასურველ მეთოდად ხდის, თუმცა ზოგიერთი განსაკუთრებული გარემოების დროს მისი გამოყენება საჭირო ხდება.
ოპერაციული ქოლანგიოგრაფია გულისხმობს ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერების პირდაპირ ბილიარული ტრაქტის სადინარებში შეყვანას, რის შემდეგაც რენტგენი თვალსაჩინოს ხდის სანაღვლე ტრაქტის გამოსახულებებს. კვლევის ეს მეთოდი იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც სხვა ნაკლებად ინვაზიური გამოკვლევები ვერ იძლევა საკმარის ინფორმაციას. ოპერაციული ქოლანგიოგრაფიის ჩატარება უფრო რთულია ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციის წარმოებისას (მუცელზე მცირე ზომის განაკვეთიდან შეყვანილი დრეკადი დასათვალიერებელი მილის და ქირურგიული ხელსაწყოების გამოყენებით).
მარტივი რენტგენი ვერ ავლენს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე ტრაქტის დაავადებებს.
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების სადიაგნოზო ტესტები
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების (სადინარები, რომლებიც აკავშირებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს, უზრუნველყოფს ნაღვლის ტრანსპორტს) დაავადებების სადიაგნოზოდ კვლევის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზების კომპლექსი, რომელიც ცნობილია ღვიძლის ფუნქციური სინჯების სახელწოდებით. ეს ტერმინი, გარკვეულწილად, შეცდომის წყარო შეიძლება გახდეს, ვინაიდან ამ ტესტების უმრავლესობის შედეგების მიხედვით შეუძლებელია ღვიძლის მეტაბოლური ან ნაღვლის წარმომქმნელი ფუნქციის შეფასება. ისინი უპირატესად ღვიძლის ანთების ან დაზიანების მაჩვენებლებია. გამოკვლევის ეს მეთოდები წარმოადგენს ღვიძლის დაავადებების გამოვლენის არაინვაზიურ სკრინინგულ მეთოდს (მაგალითად, დონორის შემოწმება ჰეპატიტის არსებობაზე სისხლის აღებამდე) და გამოიყენება ღვიძლის დაავადების სიმწვავისა და პროგრესირების, მკურნალობაზე პასუხის დადგენის მიზნით.
იმის მიხედვით, თუ რა დაავადების არსებობაზეა ეჭვი მიტანილი, ექიმი იყენებს გამოსახულებით კვლევებს, როგორიცაა ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან ნაღვლის სადინარების ქოლანგიოგრაფია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან რენტგენის საშუალებით. ზოგჯერ ექიმი მიკროსკოპით შესასწავლად იღებს ღვიძლის ქსოვილის ნიმუშს. ამ პროცედურას ღვიძლის ბიოფსია ეწოდება.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
რა იწვევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
რა იწვევს, ხელებისა და ფეხების დაბუჟებას?
საუბრობს ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი:
„ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს მიზეზი, ადამიანს რომ ჰქონდეს ან უსიამოვნო შეგრძნება ან შეგრძნების დაქვეითება ან დაბუჟება კიდურებსა თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადი მიზეზია ზურგის ტვინის და ხერხემლის არხის სხვადასხვა დაავადება. ყველაზე გავრცელებული რაც შეიძლება იყოს, ეს არის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ხერხემლის ძვლოვანი სისტემის პათოლოგიასთან. ეს შეიძლება იყოს ტრავმული, მიკროტრამვული, ინფექციური, ასაკობრივი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ყველაფერი ეს იწვევს სახსრის ელასტიურობის დარღვევას, ელასტიურობადარღვეული სახსარი შეიძლება იყოს ზედმეტად მოძრავი, რაც ტკივილს იწვევს.
ასევე შეიძლება იყოს სხვა პროცესები, მაგალითად, სისხლძარღვოვანი, სიმსივნური წარმონაქმნი, დისკების გამოვარდნა და ზეწოლა ზურგის ტვინზე, განსაკუთრებით სიმპტომატიკა არის კისრის დონეზე. ეს არის ყველაზე მაღალი ზურგის ტვინის დონე, საიდანაც იმართება როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურები. შესაბამისად, როდესაც ეს ყველაფერი ხდება წელს ქვემოთ, მაშინ მხოლოდ ქვედა კიდურებზე იქნება მათი ზემოქმედება.
ზურგის ტვინის ექსტრამედულური სიმსივნეების დროს დაბუჟება იწყება ფეხის თითებიდან და ნელ-ნელა ამოდის ზემოთ და როდესაც მიაღწევს იმ დონეს, სადაც იყო ზეწოლა ზურგის ტვინზე, მერე ჩერდება რაღაც დონეზე. შეიძლება, ფეხებში იყოს დაბუჟება და პროცესი იყოს კისერში. ამ დროს ავადმყოფი უნდა გაისინჯოს სპეციალისტმა“.
ექიმებისთვის დანამატის სახით 400 ლარი, მედდებისთვის 250 ლარი გამოიყოფა
აუცილებელია თუ არა, თავის ტკივილისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
გადაცემა „სტუმრად ექიმთან“
აუცილებელია თუ არა, თავის ტკივილისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
ექიმმა-ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი საუბრობს:
„მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ უნდა გაიკეთოს. მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ძირითადად მაშინ ვიყენებთ, როცა ნევროლოგიური დარღვევები არ არის და როცა თავის დაზღვევა გვსურს.
თუ პაციენტი გაისინჯა და ნევროლოგიური რეფლექსები ნორმალურია, მაშინ რა საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, მაგრამ თუ მან იცვალა სახე, თუ უნიკალური სიმპტომები გაჩნდა, თუ შეიცვალა ტკივილის დაწყების, განვითარების და მასთან თანაარსებული სიმპტომების კრებული, მაშინ ექიმი მიდის კომპრომისზე და თანხმდება აღნიშნულ გამოკვლევას.
არანაირ ინფორმაციას არ იძლევა დოპლერი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დოპლერი საჭიროა.
პირდაპირ ვაცხადებ, რომ თუ ბავშვზე გითხრეს, ქალასშიდა წნევა არის მომატებულიო, სხვა ექიმთანაც წადით. ძალიან ადვილად სვამენ ფრონტიტის დიაგნოზს. როგორ შეიძლება, ჩირქი ზუსტად ერთი და იგივე დროით დგებოდეს და მერე ქრებოდეს?! არის სტერეოტიპული, ანუ ერთი და იგივე, ერთ, ორ ან სამ დღიანი ტკივილი შუბლის არეში. სამდღიანი თავის ტკივილი ერთმანეთს თუ ჰგავს, არასდროს იმატებს ტემპერატურა, არასდროს არის ლეიკოციტები, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა მომატებული, მაშინ რაღა ჩირქია?! არ არის! შეიძლება, ჩირქი სამ დღეში გაქრეს?! წარმოუდგენელია…
რენტგენი ხშირად იტყუება, მაგნიტურ-რეზონანსული, მიუხედავად სიძვირისა, გადაჭარბებულად იძლევა ინფორმაციას, ანუ ისიც იტყუება, მაგრამ კლინიკა არასდროს იტყუება, პაციენტი არ გატყუებს. მთავარია, ექიმმა სწორად დაუსვას პაციენტს კითხვები, რომლებიც დიაგნოზის დასმისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად არის საჭირო“.
ახალმა ქიმიოთერაპიამ მყარი სიმსივნეები გაანადგურა – ცხოველებზე ჩატარებული კვლევები
კიბოს კვლევისა და მკურნალობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ორგანიზაციამ შეერთებულ შტატებში, City of Hope-ის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ახალი კვლევა , რომელიც ხაზს უსვამს მიზანმიმართულ ქიმიოთერაპიას, რომელიც ანადგურებს ყველა სოლიდურ მყარ სიმსივნეს. მკურნალობა მოიცავს ცილის მიღებას, რომელიც ერთ დროს ზედმეტად რთული იყო მიზანმიმართული თერაპიისთვის და მისი გამოყენება უჯრედის ბირთვული ანტიგენის (PCNA) გასამრავლებლად.
ამის შესახებ დაწესებულების პრესრელიზშია ნათქვამი.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ჯერჯერობით, თერაპია წარმატებული აღმოჩნდა ცხოველთა მოდელებში, მკვლევარები მალე დაიწყებენ ადამიანებზე გამოცდებს. კიბოს მკვლელი ახალი აბი, სახელწოდებით AOH1996, მიზნად ისახავს PCNA-ს სიმსივნურ ვარიანტს, პროტეინს, რომელიც მისი მუტაციური ფორმით გადამწყვეტია დნმ-ის რეპლიკაციაში და ყველა გაფართოებული სიმსივნის შეკეთებაში.
„შედეგები დამაიმედებელია. AOH1996-ს შეუძლია, სიმსივნის ზრდას მონოთერაპიის ან კომბინაციური მკურნალობის სახით უჯრედებსა თუ ცხოველურ მოდელებში მომწამლავი ეფექტის გარეშე შეეწინააღმდეგოს”, — აცხადებენ ავტორები.
„შედეგები დამაიმედებელია. AOH1996-ს შეუძლია, სიმსივნის ზრდას მონოთერაპიის ან კომბინაციური მკურნალობის სახით უჯრედებსა თუ ცხოველურ მოდელებში მომწამლავი ეფექტის გარეშე შეეწინააღმდეგოს. აქამდე სიმსივნის 70 უჯრედულ ხაზსა და უჯრედთა კონტროლ ჯგუფზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ AOH1996 კონკრეტულად მავნე ქსოვილებს უტევს. ამას ის უჯრედთა ნორმალური რეპროდუქციული ციკლის დარღვევით ახერხებს. საკვლევი ქიმიოთერაპიული ამჟამად არის 1 ფაზის კლინიკურ კვლევაში ადამიანებზე ქალაქ იმედის ქალაქში.
PCNA-ის თერაპიულ გამოყენებაზე არავის უფიქრია, რადგან მიიჩნეოდა, რომ პრეპარატებით მისი განადგურება შეუძლებელი იყო. ამის მიუხედავად City of Hope-მა შექმნა ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომლითაც ამ ცილას მიზანში ვიღებთ.
აღმოვაჩინეთ, რომ PCNA სიმსივნურ უჯრედებში ნუკლეინის მჟავის მომატებული რეპლიკაციის ცდომილების ერთ-ერთი პოტენციური მიზეზია. ახლა, როცა პრობლემური არეალი გამოვავლინეთ და მისი შეკავება შევძელით, მას უფრო ღრმად გამოვიკვლევთ, რათა პროცესი უკეთ გავაანალიზოთ და სიმსივნის საწინააღმდეგო პერსონალიზებული მედიკამენტები შევქმნათ”, — ამბობენ მეცნიერები.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ AOH1996 შეიძლება გახდეს სასარგებლო ინსტრუმენტი კომბინირებული თერაპიისთვის, ასევე ახალი ქიმიოთერაპიული საშუალებების განვითარებისთვის. მკვლევარები ახლა შეეცდებიან უკეთ გაიგონ ამ ცილის მოქმედების მექანიზმი, რათა შემდგომ გააუმჯობესონ ადამიანებში მიმდინარე კლინიკური კვლევა.
თხილის მოხმარება დაკავშირებულია მამაკაცებში სპერმის ხარისხის გაუმჯობესებასთან
Advances in Nutrition-ში გამოქვეყნებული ნაშრომი, პირველია, რომელმაც თხილეულსა და ნაყოფიერებას შორის პირდაპირი კავშირი შეისწავლა. კვლევამ მოიცვა, როგორც ქალები ისე კაცები.
ახალი კვლევის მიხედვით, თხილის ჩართვა თქვენს დიეტაში პოტენციურად გაზრდის მამაკაცის ნაყოფიერებას სპერმის ხარისხს. სპერმის ხარისხზე დადებითად მოქმედებს.
ოთხი კვლევა გააანალიზეს. ორი კვლევა აკვირდებოდა კაცებს, რომლებიც დღიურად 60 გრამ თხილეულს იღებდნენ. შედეგად, შედარებული იყო მათი მდგომარეობა იმ კაცებთან, რომლებიც თხილეულს არ ჭამდნენ.
შედეგებმა აჩვენა, თხილის მჭამელებს უკეთესი ხარისხის სპერმა ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც თხილეულს არ მოიხმარდა.
ცდებში გამოყენებული თხილი იყო ან მთლიანი ნაჭუჭიანი ინგლისური კაკალი ან კაკლის, ნუშისა და თხილის ნაზავი. მკვლევარები თვლიან, რომ სხვა სახის თხილსაც შეიძლება ჰქონდეს მსგავსი სარგებელი, თუ ისინი არ არის დამარილებული ან ტკბილი, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.
დოქტორმა ბარბარა კარდოსომ, კვლევის ავტორმა და მონაშის უნივერსიტეტის ექსპერტმა აღნიშნა, რომ თხილის მოხმარება არ იყო დაკავშირებული ცხოვრების სტილის სხვა ფაქტორებთან — მაგალითად, ფიზიკურ აქტივობასთან
„კვლევაში მონაწილეები იყენებდნენ დასავლური სტილის დიეტას, რომელიც ბოლომდე ჯანსაღი არ იყო. ეს ნიშნავს, რომ მათ რეგულარულ რაციონში თხილის დამატებამ დადებითი გავლენა მოახდინა”, — თქვა კარდოსომ.
მიმოხილვის უფროსი ავტორი და მკვლევარი კვების, დიეტის და საკვების დეპარტამენტისა და ჰადსონის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის თანდაყოლილი იმუნიტეტისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის, ამბობს, რომ თხილი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ რეპროდუქციული ჯანმრთელობა. როგორიცაა ომეგა -3 ცხიმები, ბოჭკოვანი, ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კაცებში სპერის ხარისხის გასაუმჯობესებლად დღეში სულ რაღაც ორი მუჭა თხილეულის ჭამა საკმარისი იყო.
პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ “მედცენტრში”
ადამიანის პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ “მედცენტრში”
ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV)
გადადება შეიძლება მოხდეს სქესობრივი, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, ასევე ის შეიძლება გადაეცეს დედისგან ნაყოფს. არსებობს დაბალი და მაღალი ონკოგენური რისკის HPV-ის მრავალი ტიპი.
➖ პირველი ახდენს მეჭეჭების, მორეციდივე რესპირატორული პაპილომატოზის, კონიუქტივის, ცხვირის, პირის ღრუსა და ხორხის პაპილომატოზის წარმოქმნის პროვოცირებას, ხოლო მეორე – კიბოსწინარე დაავადების, საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და საშოს კიბოს გაჩენის პროვოცირებას.
НPV-ით ინფიცირება შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ. მაგალითად, დასენიანებიდან პირველი გენიტალური მეჭეჭების გაჩენამდე ჩვეულებრივ გადის 3 თვეზე მეტი, ხოლო ონკოპროცესების განვითარება შეიძლება დაიწყოს ათწლეულების შემდეგაც კი. ამასთანავე დაინფიცირებულ ადამიანთა 90%-ში ვირუსი კვდება 2 წლის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ძლიერი იმუნიტეტის შემთხვევაში.
👨⚕️ დიაგნოზის დასადგენად ექიმი სწავლობს კლინიკურ გამოვლინებებს, ატარებს საშვილოსნოს ყელის ნაცხის PCR-ტესტს და ციტოლოგიურ კვლევას.
გამოკვლევის შედეგად დგინდება მაღალი ონკოგენური რისკის 21 ტიპის НPV-დან ერთის ან მეტის არსებობა, ვლინდება კიბოსწინარე ცვლილებები ან საშვილოსნოს ყელის კიბო.
🔹 ადრეული დიაგნოსტიკის წყალობით შესაძლებელია მკურნალობის მაქსიმალურად სწრაფად ჩატარება და სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის საშიში შედეგების თავიდან არიდება.
საუკეთესო შედეგს ანოგენიტალური მეჭეჭების მკურნალობის დროს იძლევა ლაზერული დესტრუქცია. ორსულობის დროს HPV თერაპია ტარდება 36-ე კვირას ახალშობილის ხორხის კონდილომატოზის პროფილაქტიკისთვის.
დაავადების გავრცელების თავიდან ასარიდებლად გირჩევთ გამორიცხოთ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები, ორივე პარტნიორმა რეგულარულად ჩაიტაროს გამოკვლევები, გამოიყენოთ ბარიერული კონტრაცეფციის საშუალებები.
საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და კიბოს დაავადებების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის რეკომენდირებულია 9-დან 45 წლამდე ასაკის ყველა გოგონასა და ქალბატონისთვის.
ერთ-ერთი ჩვენ ფილიალი საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი / Family Medicine Center კლინიკა გთავაზობთ შესაძლებლობას ჩაიტაროთ ვაქცინაცია და დაიცვათ საკუთარი თავი HPV-ისგან.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.
ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.
კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.
აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში კარგი სიახლეებია, აკრედიტაციის პროცესში ჩართულია საუკეთესო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.
„მედცენტრი / MedCenter ბათუმში არის პირველი დაწესებულება საქართველოში, სადაც აკრედიტაცია კანადამ დაიწყო აკრედიტაციის პროცესი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
აკრედიტაცია კანადის შესახებ:
”კრედიტაცია კანადას” გააჩნია 60 წლიანი გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში. იგი წარმოდგენილია 1000+ დარგის ექსპერტისგან, 35+ ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული აქვს 12,000 სამედიცინო დაწესებულება.
აკრედიტაცია კანადის გუნდი საქართველოში:
საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ მრჩეველთა გუნდი დაკომპლექტებულია სააკრედიტაციო პროცესის ძირითადი მიმართულებების ექსპერტებისგან, რომლებიც გამოირჩევიან მაღალპროფესიონალიზმით, აკრედიტაციის პროცესის ექსპერტიზით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სპეციფიკის ცოდნითა და მრავალფეროვანი უნარებით. აღნიშნული გუნდის წევრები გადამზადებულნი არიან „აკრედიტაცია კანადის“ მიერ მათი სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენი სერვისები:
აკრედიტაცია კანადის ადგილობრივი მრჩევლები უზრუნველყოფენ ტექნიკურ მხარდაჭერას და ამზადებენ სამედიცინო დაწესებულებებს აკრედიტაციის შეფასების პროცესისთვის. სამედიცინო დაწესებულებისთვის საჭირო კონსულტაციები ჩატარდება ქართულ ენაზე და დაფარავს აკრედიტაციისათვის საჭირო ძირითად მიმართულებებს.
გუნდი დაგეხმარებათ თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში აკრედიტაციის პროცესის დაჩქარებაში, შესაბამისად დაზოგავთ თქვენს დროსა და ენერგიას. ექსპერტები გამართავენ რეგულარულ შეხვედრებს უშუალოდ თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში წინასწარ შეთანხმებულ დროს.
თითოეული კლინიკისათვის გამოიყოფა პირადი მრჩეველი.
ხარისხიანი ჯანდაცვა უპირველესყოფლისა
აკრედიტაცია კანადა, წარმომადგენლობა საქართველოში
დამტებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით აქ: info@accreditation.ge
აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“
ლინკი:










