ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ღვიძლის დაზიანებამ ან სანაღვლე სადინარის დახშობამ შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
არის თუ არა დედამიწის მაგნიტური პოლუსები გადანაცვლების ზღვარზე
დედამიწის მაგნიტური ველი საშიში რადიაციისგან და მზის იმ გეომაგნიტური აქტივობისგან გვიცავს, რამაც შეიძლება თანამგზავრული კომუნიკაციები და ელექტროსისტემები დააზიანოს. ეს ველი მოძრაობს.
დედამიწის მაგნიტური პოლუსების მოძრაობას მეცნიერები საუკუნეებია აკვირდებიან. ამ პოლუსების ისტორიული მოძრაობა მიუთითებს დედამიწის მაგნიტური ველის გლობალური გეომეტრიის ცვლილებაზე.
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა. კანონს დაემატა ახალი ტერმინი: „ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმება“ და მისი განმარტება. ცვლილების თანახმად, მართული შესვლის შეთანხმების კატეგორიებსა და მისი ადმინისტრირების წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციურ მედიკამენტებზე საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ონკოლოგიური და იშვიათი დაავადებების მიმართულებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
პროდუქტი, რომელიც ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის…
შვედი მეცნიერების დასკვნით, ცხიმიანი თევზის გადაჭარბებულად მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 50%-ით ზრდის. წერს MedicalXpress-ი.
ექსპერიმენტში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 70 წლის ადამიანების კვებას.
„ჩვენ, ადამიანები, PCB-ების უმეტესობას ვიღებთ ჩვენს ორგანიზმში საკვების მიღებით. ეს ნივთიერებები ცხიმში ხსნადია და ძირითადად გვხვდება ცხიმოვან ცხოველურ საკვებში, როგორიცაა თევზი, ხორცი და რძის პროდუქტები.
შვედეთის სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, PCB-ების განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია არის. გვხვდება ცხიმოვან თევზებში, როგორიცაა ბალტიის ქაშაყი და ველური დაჭერილი ორაგული დაბინძურებული ტერიტორიებიდან, როგორიცაა ბალტიის ზღვა, ბოტნიის ყურე და ვენერნისა და ვატერნის ტბები“, – ამბობს მონიკა ლინდი.
10-წლიანი დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ მოხალისეები, რომლებსაც პოლიქლორირებული ბიფენილების მაღალი დონე ჰქონდათ, სხვა რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, 50%-ით ხშირად იღუპებოდნენ.
პოლიქლორირებულ ბიფენილებს ძირითადად თევზის ქონი შეიცავს, ასევე ხორცი და რძის პროდუქტები.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა საფრთხეს შეიცავს საახალწლო ფოიერვერკი – „ბავშვს ასაფეთქებელი არ უნდა მივცეთ!“
რა საფრთხეს შეიცავს საახალწლო ფოიერვერკი
„პირველ არხთან“ პლასტიკოსმა და ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ ისაუბრა:
„ეს არ არის სათამაშო. როგორც დატენილ იარაღს ვერ მივცემთ ბავშვს, ასევე არ უნდა მივცეთ ფოიერვერკი. ყველაზე იაფიანი ასაფეთქებელიც კი, ძალიან საშიშია ბავშვის ხელში..
ხელში აფეთქების შემთხვევაში 47%-ით ზიანდება მტევანი, შემდეგ 17%-ში მოდის სახე.
გარკვეულ ტრადიციებთან არის დაკავშირებული სროლა, მაგრამ ეს არ არის ის ტრადიცია, რომელსაც უნდა გავყვეთ“
„საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“
„შესაძლოა, თბილად ჩაცმით ხელი შევუწყოთ ბავშვის გაციებას – ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა“
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“
გავრცელებული მითები ბავშვების სეზონურ გაციებასა და მისი მკურნალობის გზების შესახებ
თბილად ჩაცმა ბავშვს იცავს თუ არა გაციებისგან
„ზედმეტად თბილად ჩაცმა არ გვიცავს გაციებისგან. იწვევს ორგანიზმის გადახურებას, შემდეგ ამას მოჰყვება ორთქლის გამოყოფა, რასაც თან ახლავს კანის გაგრილება და შესაძლოა, თბილად ჩაცმით ხელი შევუწყოთ ბავშვის გაციებას“.
გაციებული ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ჩვენ პაციენტებს ვეუბნებით, ამინდი თუ შესაბამისია და ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა, ხშირად გაიყვანონ გარეთ.”
გაციებული ბავშვის დაბანა არ შეიძლება
„გაციებული ბავშვის დაბანა აუცილებელია“.
სიცივის დროს ფეხზე თბილად ჩაცმა აუცილებელია
„ფეხზე თბილად ჩაცმა არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით ავადობის პერიოდში. ხშირად, როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, გაწითლებულია სახეზე და აცვია უამრავი ტანსაცმელი, ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის, რა დროსაც, შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა“.
აბაზანის მიღების შემდეგ ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„თუ ბავშვი თბილი აბაზანიდან ახალი გამოსულია, მაშინვე მისი გარეთ გაყვანა არ არის რეკომენდებული, შეიძლება განვითარდეს რომელიმე ინფექცია. როდესაც სხეულის ტემპერატურა შეეგუება გაგრილებას, მაშინ შეგვიძლია გავიყვანოთ, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ“.
სიცხიანი ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ზოგადად, ცხელება არის ორგანიზმის რეაქცია გარკვეულ გამღიზიანებელზე, შესაბამისად, ამას ყველა ინდივიდი აღიქვამს ინდივიდუალურად. შეიძლება, ბავშვი 37.5 გრადუსზე ძალიან ცუდად გრძნობდეს თავს და შესაძლოა, სხვა ბავშვი 38 გრადუსზეც ძალიან აქტიური იყოს. თუ ბავშვი აქტიური და ენერგიულია, შეგვიძლია გავაგრილოთ, გავიყვანოთ გარეთ.
40 დღემდე ბავშვის ზამთარში გარეთ გაყვანა არ შეიძლება
„ესეც არასწორია. ახალშობილობის ასაკიდან ვიწყებთ სუფთა ჰაერზე სეირნობას, სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. გაყვანას ვიწყებთ გარკვეული დროით, ადაპტირების ხარჯზე ვზრდით დროის მონაკვეთს. ზაფხულში თუ გაგვყავს 3-4 საათით, ზამთარში შეგვიძლია დავყოთ და ეტაპობრივად გავიყვანოთ დღის მანძილზე“
ბავშვისთვის შარფის გამოყენება არ შეიძლება
„ზოგადად, შარფების გამოყენების რეკომენდაციას არ ვიძლევით. არ ვამბობ, რომ აკრძალულია, რეკომენდაციას არ გავცემთ, შარფი ფარავს მთლიანად სახეს, ცხვირ-ხახიდან გამოსული თბილი ჰაერი ხვდება გარემოს ცივ ჰაერს და ხდება კონდენსირება, სველდება შარფი, რის შედეგადაც ბავშვს უწევს ცივი და ტენიანი ჰაერის სუნთქვა. ფიზიკური აქტივობის დროს სუნთქვა ხშირდება, გახშირებული სუნთქვის ხარჯზე ცივი ჰაერის შესუნთქვა შეიძლება ავადობის მიზეზი გახდეს“.
შარვლის შიგნით „რეიტუზი“ აუცილებლად უნდა ჩავაცვათ
„განსაკუთრებით თბილისში ისეთი დაბალი ტემპერატურა არასდროსაა, რომ ბავშვს თბილი შარვლის შიგნით ე.წ. რეიტუზი, წინდა და ზემოდან კიდევ კომბინიზონი უნდა ჩავაცვათ – ეს არის მითი“.
სუფთა ჰაერზე ყოფნა თქვენს პატარას კოლიკასთან გამკლავებაში დაეხმარება
„სუფთა ჰაერზე ყოფნა პატარებს ეხმარება ყველაფერთან გამკლავებაში. წესრიგდება ძილი, იმატებს მადა, შედარებით მშვიდები არიან“.
ბავშვი, რომელიც მიჩვეულია გასეირნებას, გაცილებით იშვიათად ცივდება
„სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობის წინაპირობაა. ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ სუფთა ჰაერზე დიდი დროით ყოფნას და ეს არის აუცილებელი“.
მაღალი სიცხისა და ვირუსის დროს, სახლში ფანჯრები არ უნდა გავაღოთ
„სახლის განიავება აუცილებელია. არ შეიძლება, მუდმივად ჩაკეტილ ოთახში იყოს ბავშვი, საჭიროა 3-4-ჯერ მაინც განიავდეს სივრცე“.
როდის ითვლება მეტყველება დაგვიანებულად – „2 წლიდან მოჰყავთ ბავშვები მეტყველების დაგვიანებით…“
გადაცემა „სტუმრად ექიმთან“
რა ასაკიდან უნდა დაიწყონ ფიქრი მშობლებმა ბავშვის განვითარებაზე და როდის ითვლება მეტყველება დაგვიანებულად. რას იწვევს ორსულობაში გადატანილი სტრესი და არის თუ არა კავშირში ის ბავშვებში მეტყველების დაგვიანებასთან
საუბრობს ბავშვთა ფსიქოლოგი, ირინა ნიკოლაიშვილი:
ბავშვი ჩვენთან მოჰყავთ მაშინ, როდესაც პრობლემა უკვე ჩამოყალიბებულია.
სანამ პედიატრთან მივლენ, სანამ ბაღის მასწავლებელი მიუთითებს, სანამ სკოლაში წააყდება სირთულეს, მანამდე მინდა მივაწოდო ინფორმაცია ყველა რთულ, სავალალო სიტუაციასთან დაკავშირებით.
ჩემი გამოცდილებით, ჩემს პაციენტებზე დაყრდნობით, 95 %-ში იყო ორსულობის პერიოდში რაღაც დარღვევა, რაღაც სტრესს ფაქტორი, უმეტეს შემთხვევაში, მშობიარობის ტრავმა იყო.
2 წლიდან მოჰყავთ ბავშვები მეტყველების დაგვიანებით, არადა გვიანია. მეტყველების შეფერხება, რომელსაც მშობლები, 2 წლის ასაკში აწყდებიან და იწყებენ შფოთვას, რომ ბავშვი არ საუბრობს, მინდა გითხრათ, ეს სათავეს ბევრად უფრო ადრე იღებს. პირველ რიგში, მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელია ლაგმის არსებობა, საარტიკულაციო აპარატის სრულფასოვნება, 7-8 თვის ასაკში ბგერების და შემდეგ უკვე სიტყვების გამოცემა. მეტყველება სწორად ვერ განვითარდება, თუ ბავშვმა სრულფასოვნად არ გაიარა ეს ყველაფერი.
თუ არ არის ბგერის გამოცემა, ენის მოძრაობა, კოვზის სრულფასოვნად მოხმარება, ყლაპვის სწორი რეფლექსი, ბგერების მიმბაძველობა, იქ მეტყველება თავისით არ გაჩნდება. მშობელი არ უნდა დაელოდოს 2 წელიწადს, ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, წოვის პერიოდიდან არის შესამჩნევი. როდესაც ნაყოფს უჭირს წოვის რეფლექსი, ეს ცალსახა მინიშნებაა იმის, რომ საარტიკულაციო აპარატის განვითარების პრობლემასთან გვაქვს საქმე“.
ვიდეო: როგორ დავძლიოთ შაკიკის გაუსაძლისი ტკივილი…
გადაცემა “პოსტ ალიონი”
საუბრობს ექიმი, ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი
ექიმის თქმით, შესაძლოა ხანდახან შაკიკი სხვა სახის ტკივილში აგვერიოს.
ნახეთ ვიდეო და გაეცანით ნევროლოგის რამდენიმე სასარგებლო რჩევას:










