კვირა, მაისი 10, 2026

აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 16 მლნ ლარია

1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე
შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის
იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც ორგანიზმში შეჭრის შემდეგ იმუნურ (დამცველ) სისტემას აზიანებს.
საქართელოში მოქმედებს აივ ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ სამედიცინო მომსახურებისა და შიდსის სამკურნალო მედიკამენტების სრულ დაფინანსებას.
პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია უფასოდ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 16 მლნ ლარია.
ვრცლად პროგრამის შესახებ: https://moh.gov.ge/…/files/2023/jandacva_gzamkvlevi/_N4.pdf
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.

პროგრამის მეორე ეტაპს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიისა და ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სამ სპორტულ ცენტრში განახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიმდინარეობას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კახაბრიშვილი გაეცნობიან. კომპლექსური სამედიცინო/შემოწმება სკრინინგის მეორე ეტაპს დიგიტალური სისტემებით ფიზიკური მზაობის ტესტირება დაემატა და მასში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი იქნება ჩართული.

„პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრთან, ფიგურული სრიალის სპორტულ ცენტრთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სპორტულ ცენტრთან მემორანდუმები გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში ცენტრების სპორტულ კომპლექსებში თბილისში რეგისტრირებული 3-დან 18 წლამდე 400-ზე მეტი ბენეფიციარი კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება/სკრინინგს გაივლის.

სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობის და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ. სამედიცინო შემოწმება საერთაშორისო გაიდლაინებისა და იმ პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება, რომლებიც სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიამ პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიასთან ერთად მოამზადა. პროგრამის პირველი ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე განხორციელდა და მასში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრების 500-მდე ბენეფიციარი იყო ჩართული“, – აცხადებენ მერიაში.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ყოველთვიური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის შედეგად მორიგი დარღვევები გამოვლინდა.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის კვლავაც გაუგებარია, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები დახურული სივრცის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც, ისევე როგორც თავშეყრის სხვა დახურულ ადგილებში, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისა და ჩილიმის მოწევა აკრძალულია. თბილისში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე არსებულ ოქროს ბირჟის დახურულ სივრცეში გამყიდველები და რეალიზატორები ეწეოდნენ სიგარეტს, რაზეც საპატრულო პოლიციამ რეაგირება მოახდინა.

„მოქალაქეები თუ თვალს არ დახუჭავენ მსგავსი დარღვევების ფაქტებზე, საზოგადოება სრულად გაათვითცნობიერებს, რომ მოწევის რეგულაცია საჯარო სივრცის ყველა დახურულ ნაწილში ვრცელდება. არაერთხელ გვითქვამს და ვიმეორებთ, საჭიროა, ყველანი კანონის აღსრულების მონიტორები გავხდეთ, რადგან მოწევის რეგულაციების აღსრულებით ჩვენ ვიღებთ სუნთქვისთვის უსაფრთხო სივრცის გარანტიას.

აღსანიშნავია, რომ ზამთარის სეზონის მოახლოების გამო, მოწევის რეგულაციისთვის თავის არიდების მიზნით, სამასპინძლო დაწესებულებების ერთმა ნაწილმა გარკვეულ ხრიკებს მიმართა. ტერიტორიებს, რომელიც ე.წ. ღია სივრცეებად აქვთ გამოყოფილი, კონსტრუქციული, ასახდელი სახურავები გაუკეთეს, რომელიც მთლიანად იხსნება და დაწესებულებას უფლებას აძლევს, აღნიშნულ სივრცეში კედლების არსებობის შემთხვევაში მოწევა დაუშვას. თუმცა, აღნიშნული კონსტრუქცია დანიშნულებისამებრ მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ მოწევის ფაქტზე ვინმე შენიშვნას დააფიქსირებს ან საპატრულო პოლიციას გამოიძახებს. სამასპინძლო დაწესებულების წარმომადგენელი ერთგვარ მინისპექტაკლს დგამს, სახურავი იხსნება და პოლიციის თვალწინ ხსნის. თუ ევროპული წესრიგისკენ მივისწრაფვით, კანონთან ასეთი თვალთმაქცობა უხერხულია. ამასთან, პასუხისმგებლობისგან ვერავის დაიცავს.

დარღვევები ფიქსირდება სავაჭრო ობიექტებში, რომელთა ნაწილი კვლავაც ხილულად ყიდის თამბაქოს ნაწარმს. ძირითადად, ელექტრონულ სიგარეტს და გასახურებელ თამბაქოს, რომლებიც ხშირად განთავსებულია ტკბილეულთან, საბავშვო და სხვა სახის პროდუქტებთან ერთად, საერთო დახლზე ან სტენდზე, ძირითადად, სალაროსთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შემოსავლების სამსახურს რეაგირებისთვის. რეკლამების კუთხით დარღვევებიც თამბაქოს ახალ პროდუქტებს უკავშირდება.

მოწევის რეგულაციის ან თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაციის დარღვევის ფაქტებზე თვალს ნუ დახუჭავთ, დარეკეთ 112-ზე ან გაგზავნეთ შეტყობინება სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით“, – აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

ყველაზე ჭუჭყიანი საგნები, რომლებსაც ყოველდღიურად ეხებით – რას ამბობენ ექსპერტები

ექსპერტები ამბობენ, რომ თქვენი ტელეფონი, სარეცხის გროვა თქვენს საძინებელში და თქვენი სავაჭრო ურიკებიც კი დაფარულია ბაქტერიებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები და ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები.

არიზონას უნივერსიტეტის ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სავაჭრო ურიკების 75% -ზე მეტი დადებითი აღმოჩნდა ფეკალურ ბაქტერიებზე.

მობილური ტელეფონები

ადამიანი ტელეფონს დღეში საშუალოდ 96-ჯერ ამოწმებს, რაც 10-12 წუთში ერთხელ ხდება. და ამან შეიძლება დაგტოვოთ დაუცველი რამდენიმე ტიპის ბაქტერიის მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკი, რომელიც იწვევს სტაფილოკოკურ ინფექციებს. ასეთი ინფექციები მდგრადია ანტიბიოტიკების მიმართ და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს სისხლში, ფილტვებში, გულში, ძვლებსა და სახსრებში.

ადრინდელი კვლევები აჩვენებს, რომ საშუალო სკოლის მოსწავლეების მობილური ტელეფონები ბაქტერიული გენის 17000 ეგზემპლარით არის სავსე. და არიზონას უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მობილურ ტელეფონებს 10-ჯერ მეტი ბაქტერია აქვთ, ვიდრე უნიტაზებს.

კბილის ჯაგრისის დამჭერი

მიუხედავად იმისა, რომ კბილის ჯაგრისები შექმნილია კბილების სისუფთავის შესანარჩუნებლად, კბილის ჯაგრისის დამჭერებს იშვიათად ასუფთავებენ, რაც მათ მიკრობების გამრავლების ადგილად აქცევს. ეს იმიტომ ხდება, რომ დამჭერი დღეში ორჯერ მაინც შედის კონტაქტში ნესტიან კბილის ჯაგრისთან და ეს ტენიანობა ხელს უწყობს საფუარის და ობის სოკოს ზრდას.

ოფისის ყავის ჭიქები

ყავის ფინჯანი, რომელსაც ინახავთ ოფისში, სავარაუდოდ სამუშაო დღის ბოლოს უნდა გაირეცხოთ. მაგრამ ის რჩება მიკრობების თავშესაფარად. არიზონას უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვეულებრივი სამზარეულოს ღრუბლებით, რომლებიც იშვიათად იცვლება. მათ შეუძლიათ E. coli ბაქტერიების გადატანა.

ყავაში შაქრისა და ნაღების დამატება ასევე ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდის ზრდას.

ბაქტერიების გავრცელების რისკის შესამცირებლად, რეგულარულად წაიღეთ ფინჯანი სახლში და ჩადეთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, სადაც ბაქტერიები კვდება ორთქლისა და სიცხის შედეგად.

როგორ მოვაშოროთ გაფუჭებული ხორცის უსიამოვნო სუნი მაცივრიდან სახლის პირობებში

დაბადების დღის ტორტები

დაბადების დღის სანთლების ჩაქრობა უდანაშაულო საქმიანობად გამოიყურება, მაგრამ თუ მასში ჩართულია ადამიანების მთელი ჯგუფი, დიდი რაოდენობით ბაქტერიების გავრცელების რისკი არსებობს.

წყარო:

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ – როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში

xr:d:DAGB6Ox9z7A:2,j:8294928926364464394,t:24040908

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

როგორი უნდა იყოს მარილის დღიური ნორმა რაციონში,  რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა საუბრობს:

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მარილის დღიური დოზა, რომელიც უნდა მივიღოთ, არის 5 გრამი. უფრო მეტის მოხმარება, რაც სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს, ძალიან მავნეა. ბოლო მონაცემებით, მარილის დღიური დოზა საქართველოში, ქალებში არის 8-ნახევარი გრამი, ხოლო მამაკაცებში, 10 გრამამდე. ჭარბი მარილის მოხმარება პირველ რიგში იწვევს არტერიული წნევის ზრდას, ეს კი თავის მხრივ იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ხანდახან სამწუხაროდ კატასტროფულ შედეგებს. თქვენ იცით, რომ არაგადამდებ დაავადებებს საქართველოში სიკვდილის მხრივ 80 პროცენტი უკავშირდება, აქედან 65 პროცენტი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული“.

მარილის რა ოდენობის მიღებაა რეკომენდებული – კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მარილის მოხმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მარილის დღიური ნორმა 6 გრამს არ უნდა არემატებოდეს.

კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს, შეიძლება არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა, თუ ისინი დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს, რძის პროდუქტებს, კარტოფილსა და კალიუმით მდიდარ საკვებს მიირთმევენ.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ რადგანაც გემოვნებითი რეცეპტორების ფორმირება ხდება ბავშვობაში, საჭიროა, მარილის მოხმარება შეიზღუდოს ადრეული ასაკიდანვე.

მათივე მტკიცებით, თანამედროვე რეკომენდაციის მიხედვით დღიურ ნორმას შეადგენს 6 გრამი. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია.

სპეციალისტების განმარტებით, მარილის ჭარბი შემცველობით ხასიათდება დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები.

„თუ გიჭირთ, საერთოდ უარი თქვათ ზოგიერთი მათგანის მიღებაზე, გახსოვდეთ, მათი მოხმარება აუცილებლად უნდა შეზღუდოთ”, – განმარტავენ სპეციალისტები.

გარდა ამისა, მომხმარებელმა უნდა იცოდეს პროდუქტებში მარილის შემცველობის დონის განსაზღვრა. კერძოდ, დაბალი შემცველობაა: 0.3გრ მარილზე ნაკლები ან 0.1გრ Na 100 გრ პროდუქტზე; საშუალო შემცველობა: 0.3-1.5 გრ მარილი ან 0.2-0.4გრ Na 100 გრ პროდუქტზე; მაღალი შემცველობა: 1.5 გრ მარილზე მეტი ან 0.5გრ Na 100 გრ პროდუქტზე.

როგორც გავრცელებულ რეკომენდაციაშია ნათქვამი, ხშირად ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას როგორც Na-ის, ასევე მარილის შემცველობის შესახებ, მაგრამ თუ მხოლოდ Na-ის შემცველობაა მოცემული, იგი უნდა გაამრავლოთ 2.5-ზე და მიიღებთ მარილის რაოდენობას. ამასთან, საკვების გემოვნებითი ღირებულების ასამაღლებლად შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაციონალური სანელებლები, ლიმონის წვენი, ძმარი, ჯინჯერი, ხახვი, ნიორი და სხვ.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

„არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი“

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ჯანსაღი კვების წესებზე წერს:

1. სასურველია მიირთვათ ყოველდღე მინიმუმ 3-ჯერ, ხოლო მაქსიმუმ 5 ჯერ – ზომიერი ულუფებითა და 2-4-საათიანი ინტერვალებით.
ამავდროულად, გახსოვდეთ, საკვები უნდა მიიღოთ ნელა. გაუსინჯეთ თითოეულ პროდუქტსა და კერძს მისი უნიკალური გემო. კვებისადმი ასეთი მიდგომა დანაყრებისა და კმაყოფილების განცდას უწყობს ხელს.
2. კვების რაციონში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენება, არამედ ამა თუ იმ კერძის სწორად მომზადების ცოდნაც, რათა მომზადებისას ყველა არსებული სასარგებლო თვისება შევინარჩუნოთ.
დილით, საუზმემდე მინიმუმ 30 წუთით ადრე დალიეთ წყალი. დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მისი მიღება. წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის.
3. დღის განმავლობაში ერთი კვება დაუთმეთ სეზონურ ხილს, მიირთვით ცოცხლად ან სმუზის (ბლენდერში ათქვეფილი ხილი) სახით. ამასთანავე, უმჯობესია, ხილი მიირთვათ სადილამდე 2-3 საათით ადრე.
4. კალორიებით ყველაზე მდიდარი ულუფა დღის პირველ ნახევარში მიირთვით. ყურადღება მიაქციეთ საკვებში მარილის, სუნელების, შაქრის რაოდენობას, რათა არ შეაკავოთ ორგანიზმში თქვენ მიერ მიღებული სითხე. სითხის შეკავება ორგანიზმში ჯანმრთელობისთვის არასასურველია, ეს წონის კლების შეჩერებას ან შენელებას იწვევს.
5. არ წახვიდეთ საკვები პროდუქტების საყიდლად მშიერი.

შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება

შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დღეისათვის უკვე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
შიდსის მსოფლიო დღის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებულია ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“, (On the Fast-Track to end AIDS) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას.

შესაძლოა, ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელი წამალი გვქონდეს

ბიოტექნოლოგიური კომპანიის Loyal-ის წარმომადგენლების თქმით, ძაღლების სიცოცხლის გასახანგრძლივებელ წამალს გამოუშვებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვეტერინარული მედიცინის ცენტრმა დაადასტურა, რომ Loyal-ის მონაცემები აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ FDA LOY-001-ის პრეპარატით კმაყოფილია და მალე შეიძლება ის დაჩქარებული გზით დამტკიცდეს.

„Loyal დაარსდა ამბიციური მიზნით, შეგვექმნა პირველი წამალი, რომელიც ძაღლებს ჯანსაღ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა. ამ ეტაპამდე მოსაღწევად წლების დაუღალავი შრომა დაგვჭირდა. ვაგრძელებთ მუშაობა. ველოდებით FDA-ის დასტურს. ბოლო შედეგებზე დაყრნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგები მალე გვექნება”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მსხვილ და გიგანტურ ძაღლებს, როგორიცაა გოლდენ რეტრივერები, დიდი დანიელები და ნიუფაუნდლენდი, სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმაოდ ხანმოკლეა – ამ უკანასკნელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 8-დან 10 წლამდეა. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს არის დიდი ძაღლების წლების შერჩევითი მოშენების შედეგი, რაც მათ უზარმაზარი სხეულების გენეტიკური რეცეპტის საშუალებას აძლევს, მაგრამ ასევე ხანმოკლე სიცოცხლეს. ძაღლებში ასეთი ზომები არ არის ბუნებრივი. ეს ადამიანების მიერ შერჩევისა და შესაბამისი შეჯვარების შედეგია. Loyal-ში ასეთი ძაღლების ხანმოკლე სიცოცხლეს ვხედავთ არა როგორც გარდაუვალს, არამედ, როგორც გენეტიკურ დაავადებას. შესაბამისად, მისი წამლებით მკურნალობაზე დაქვემდებარება შედარებით უფრო მარტივია”, – თქვა ბრენენ მაკკენზიმ, Loyal-ის ვეტერინარული მედიცინის დირექტორმა.

რა არის LOY-001-ის სამიზნე? ეს ზრდის ჰორმონი IGF-1-ია. სწორედ ეს ჰორმონია დიდ ძაღლებში ზედმეტად ჭარბად. მედიკამენტის ინექცია მოხდება ექვსი თვის განმავლობაში, რამაც საბოლოოდ IGF-1-ის დონე უნდა შეამციროს. მიზანი, სავარაუდოდ, მიღწეულია.~

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლებს უსასრულოდ სიცოცხლე შეეძლებათ.

”ეს ნამდვილად არ არის უკვდავების ან სიცოცხლის ხანგრძლივობის რადიკალური წამლები”, – თქვა ჰალიუამ The New York Times-თან.

თუმცა, არც ეს არის ცოტა. ზოგადად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სიცოცხლის გახანგრძლივების მიმართულებით. FDA-ის დასტურის შემთხვევაში, LOY-001 პირველი მედიკამენტი გახდება, რომელსაც როგორც სიცოცხლის გასახანგრძლივებელი ისე დაამტკიცებენ.

ვნახოთ, რა იქნება შემდეგი. ვინ იცის, იქნებ შემდეგი უკვე ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება იყოს. ამაზე უარს, ალბათ არ ვიტყოდით.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

„ნუ სტრესავთ ბავშვებს! – შეუთანხმდით ექიმს ყველა კონკრეტული გამოკვლევის წინ“

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს:

„მეგობრებო,დღეს ძალიან ტრენდული გახდა ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ბავშვებში, ისე,პრევენციულად,წელიწადში 4-5 ჯერ!!!! ნუ სტრესავთ ბავშვებს!!! არ არის საჭირო ექიმის გადაწყვეტილების გარეშე ამ ინვაზიური კვლევების ჩატარება!!! შეუთანხმდით ექიმს ყველა კონკრეტული გამოკვლევის წინ!!! საჭიროების მიხედვით მხოლოდ!!!

გაუფრთხილდით ბავშვის ნერვულ სისტემასაც და თქვენს ფინანსურ რესურსსაც!!! ტყვიას, ლითიუმს და სხვა მძიმე მეტალებსაც კი საზღვრავთ რამდენიმეჯერ წელიწადში…. მსოფლიო მოსახლეობის 10% იტანჯება იპოქონდრიით (დაავადებების შიშით) ესეც პანიკური აშლილობაა,რომელიც შეიძლება ჰიპერაპეკით და თქვენი ემოციური მდგომარეობით ბავშვებზეც გავრცელდეს!!! დიახ,ასეთი მშობლების შვილები (მოზარდები განსაკუთრებით) გიყურებენ თვალებში ვიზიტის დროს და ხშირად სვამენ კითხვას – მჭირს რამე??? აკონტროლეთ თქვენი ქცევა გთხოვთ“ – წერს ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights