შაბათი, მაისი 9, 2026

პორტულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწ­ვიოს მუ­ცლის გადიდება, უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ცნო­ბიერების დაბინდვა, ში­ნაგანი სი­ს­ხლდენა

პორტული ჰიპერტენზია
პორტული ჰიპერტენზია არის წნევის მომა­ტე­ბა პორტული ვენის (კარის ვენის) ტოტებში. კა­რის ვენა დიდი ზომის ვენაა, რომელშიც სისხლი ნაწლავებიდან ღვიძლისკენ მიედინება.
დასავლეთის ქვეყნებში ციროზი პორტული ჰი­პერ­ტენზიის ყველაზე ხშირი მიზეზია;
პორტულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწ­ვიოს მუ­ცლის გადიდება, უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ცნო­ბიერების დაბინდვა, ში­ნაგანი სი­ს­ხლდენა;
დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და ფიზი­­კუ­რი გამოკვლევის შედეგებს, ზოგჯერ – ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფიის მონაცემებს;
მედიკამენტების გამოყენებით შეიძლება წნე­ვის შემცირება პორტულ ვენაში, მაგრამ თუ ში­ნაგანი სისხლ­დენა დაიწყო, მისი მკურნა­ლო­ბის გადაუდებლად დაწყებაა საჭირო.
პორტულ ვენაში ჩაედინება სისხლი ნაწ­ლა­ვე­ბი­დან, ელენთიდან, პანკრეასიდან და ნაღვლის ბუშტიდან. ღვი­ძლში ვენა იყოფა მარჯვენა და მარცხენა ტოტებად, შემ­დეგ ორივე ტოტი იყოფა მცირე ზომის სისხლმილებად, რომლებიც გადიან მთელ ღვიძლში. სისხლი ღვიძლიდან ღვიძლის ვენის მეშვეობით ჩაედინება ძირითად (სისტემურ ანუ მთელი სხეულის) ცირკულაცი­აში.
პორტულ სისხლძარღვებში წნევა შეიძლება გა­­ზა­რ­დოს ორმა ფაქტორმა. ესენია:
სისხლის მომატებული მოცულობა, რომელიც მი­ე­დი­ნება სისხლძარღვებში;
სისხლის ნაკადის დინებისადმი ღვიძლის მო­მა­ტე­ბუ­ლი რეზისტენტობა.
დასავლეთის ქვეყნებში პორტული ჰიპერტენზიის გა­მომწვევი მთავარი მიზეზია ციროზის გამო განვითარებული ნაწიბურებით გამოწვეული რეზისტენტობა სისხლის ნაკადის დინების მიმართ. ციროზის გამომწვევი მიზეზი კი ალკოჰოლის ქრონიკული, ჭარბი რაოდენობით მიღებაა.
პორტული ჰიპერტენზია იწვევს ახალი ვენე­ბის (კოლატერალური სისხლძარღვები) განვითარებას. ისინი პირდაპირ, ღვიძლის გვერდის ავ­­ლით, აკავ­­­შირებენ პო­რ­ტულ სისხლძარღვებს სის­ტე­მურ ცირ­­­­­კუ­ლა­ცი­ას­თან. შუნტის გამო ნივ­თი­­ე­რე­­ბ­ე­ბი (რო­­­­­გო­­რი­ცაა ტოქ­სი­ნები), რომლე­ბიც ჩვე­ულე­ბ­რივ ორ­­­­გა­­­ნიზ­მი­დან ღვი­ძ­­ლის მე­­შ­­­­­ვე­­­ო­ბით გა­­მო­­ი­ყო­ფა, ხვდე­­ბი­ან სის­ხლის მი­­მო­­­ქ­­­­­ც­ე­­­ვის სის­ტემაში. კოლატე­რა­ლური სისხლ­ძა­რ­­­­ღვები ჩნდება სპეციფიკურ ადგილებში. ყველა­­ზე მნიშ­ვნე­ლოვანი კოლატერალები მდე­ბა­­რ­ე­ობს საყლაპავის ქვედა და კუჭის ზედა მო­ნაკ­ვე­თებში. სისხლძარღვები გადავსებულია სი­ს­­ხლით, გაწელილი და დაკლაკნილია; ისინი ვა­რი­­კო­­ზულ ვე­ნე­ბად იწოდება – საყლაპავის ვარი­კო­ზული ვენები (საყლაპავის ვარიკოზები) და კუჭის ვარიკოზული ვენები (კუჭის ვარიკოზები). ვარიკოზული ვენების კედელი მყიფეა, ადვილად სისხლმდენი, რის გამოც ზოგჯერ სერიოზუ­ლი სისხლდენა იწყება, რომელიც ხანდახან ლეტა­ლუ­რად სრულდება. სხვა კოლატერალური სის­ხლ­­ძარ­ღვე­ბი შე­ი­ძ­ლება გაჩ­ნდეს მუცლის კე­დე­ლ­­­სა და სწორ ნაწლავზე.
პორტული ჰიპერტენზია ხშირად ელენთის გადიდე­ბას იწვევს, რადგან წნევა ხელს უშლის სისხლის დინე­ბას ელენთიდან პორტულ სისხლ­ძარღვებში. წნევის მო­­მატებამ პორტულ სისხლძარღვებში შეიძლება გამო­იწ­ვიოს ცილების შე­მ­ცველი (ასციტური) სითხის ღვიძლის ზედაპირიდან და ნაწლავებიდან მუცლის ღრუში გაჟონვა. ამ მდგომარეობას ასციტი ეწოდება.
სიმპტომები და დიაგნოზი
პორტული ჰიპერტენზიის დროს სიმპტომები არ არის, მაგრამ ჰიპერტენზიის შედეგები, სახელ­დობრ, ასციტური სითხის დიდი რაოდენობით და­გ­როვება, თვალსაჩინოა ხოლმე. გამოხა­ტულია მუც­ლის შეშუპება, მუცელი ძალიან შებერილია, კედ­ლები დაჭიმულია. მტკივნეულობა არ აღინიშნება. გადიდებულმა ელენთამ შეიძლება გამოიწვიოს დის­კომფორტის გაურ­კვეველი შეგრძნება მუცლის მარცხენა ზედა ნა­წილში. საყლაპავისა და კუჭის ვარიკოზები სისხლდენისკენ არიან მიდრეკილი. სისხლდენა ზოგჯერ შეიძლება მასიური იქნეს. სისხლდენა სწორი ნაწლავის ვარიკოზული ვენებიდან ბევრად უფრო იშვიათია.
თუ ის ნივთიერებები, რომლებიც ნორმაში ღვიძლის გავლით გამოიყოფიან ორგანიზმიდან, ხვდებიან სისტემურ ცირკულაციაში და ტვინს აღწევენ, შესაძლებელია გონების დაბინდვა ან ძილიანობა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). კო­ლატერალური სისხლძარღვები შეიძლება გაჩ­ნდეს მუცლის წინა კედლის კანზე ან სწორი ნაწლავის ირგვლივ. იმის გამო, რომ პორტულ ჰიპერტენზიასთან ერთად, ჩვეულებრივ, ღვიძლის მკვეთრად გამოხატული დისფუნქცია აღინიშნება, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ღვიძლის უკმარისობის სიმპტომები, მათ შორის სისხლდენისკენ მიდრეკილება.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ამოცნობა შე­საძ­ლებელია სიმპტომებისა და ფიზიკური გა­მო­კ­ვლევის შე­დე­გების გათვალისწინებით. მუცლის პალ­პაციის დროს ისინჯება გადიდებული ელენთა. მუცლის ღრუში სი­თ­ხ­ის არსებობას ადასტურებს მუცლის გარშემოწერილობის გაზრდა, ყრუ ხმიანობა მუცლის წინა კედელზე დაკაკუნებისას (პერკუ­სია). ულტრაბგერა გამოიყენება პორტულ ვენასა და ახლომდებარე სისხლძარღვებში სი­ს­ხლის მიმოქცევის შესასწავლად და მუცლის ღრუში სი­თხის აღმოსაჩენად. შესაძლებელია ულტრაბგერის ან კო­მ­­პი­უტერული ტომოგრაფიის გამოყენება კო­­ლა­­ტე­­­რალური სისხლძარღვების გამოსავლენად და გა­­­მო­­­საკვლევად. იშვიათად კისერზე გაკეთებული გა­ნა­კვეთიდან კათეტერი შეჰყავთ სისხლძარღვების გავ­ლით ღვიძლში ან ელენთაში კარის ვენის სისხლ­ძარ­ღვებში წნევის გასაზომად (მანომეტრია).
მკურნალობა
საყლაპავის ვარიკოზებიდან სისხლდენის რი­სკის შესამცირებლად ექიმმა შეიძლება სცადოს პორტულ ვენაში წნევის დაქვეითება. ერთ-ერთი გზაა პაციენტისთვის წამლების – პროპრანოლოლისა და ნადოლოლის – დანიშვნა.
 საყლაპავის ვარიკოზებიდან სისხლდენა კრი­­ტიკული მდგომარეობაა. წამლები, როგორიცაა ვაზოპრესინი ან ოქტრეოტიდი ინტრავენურად შეჰყავთ სისხლმდენი სი­სხ­ლ­ძარღვების შე­­სა­­ვიწროებლად. დაკარგული სისხლის ჩასა­ნაც­ვლებლად მიმართავენ სისხლის გადასხმას.
ჩვეულებრივ, ვარიკოზებიდან სისხლდენის და­სა­დას­ტურებლად ტარდება ენდოსკოპიური გამოკვლევა. ამის შემდეგ შესაძლებელია სისხლმდენი ვენის ბლოკირება რეზინის ზონრით ან ქიმიური ნივთიერების შეყვანით ენდოსკოპის მეშვეობით.
თუ სისხლდენა გრძელდება ან მეორდება, ტა­რ­დება ქირურგიული პროცედურა შემოვლითი ანასტომოზის (ე.წ. შუნტი) შესაქმნელად, რომელიც დააკავშირებს პო­რ­ტულ სისტემას ცენტრალურ ვენურ სისტემასთან. შემოვლითი ანასტომოზი ამცირებს წნევას პორტულ ვენაში, რა­დგან ცენტრალურ ვენურ სისტემაში წნევა ბევრად უფრო დაბალია.
არსებობს ზემოხსენებული შუნტის შექმნის სხვა­და­სხვა მეთოდი. ერთ-ერთია ე.წ. ტრანსიუ­გუ­ლა­რ­ული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუ­ნ­­ტი; რენტგენის კონტროლით ნემსი შეჰყავთ ღვიძლში, რომ შეიქ­მნას პორტული ვენისა და ღვიძლის ერთ-ერთი ვენის და­მა­კავ­შირებელი შუნტი. შუნტირების პროცედურები, ჩვეულებ­რივ, შედეგიანია სისხლდენის შესაჩერებლად, მაგრამ მათ გარკვეული რისკიც ახლავს, როგორიცაა, მაგალითად, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ტრანსიუგულარული ინტრაჰეპა­ტური პორ­ტოსისტემური შუნტირება სხვა მეთოდებზე უსაფრთხოა. ზოგჯერ საჭირო ხდება მისი განმეორებით ჩატარება, ვინაიდან შუნტი ვიწროვდება ხოლმე.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

ღვიძლის დაზიანებამ ან სანაღვლე სადინა­რის დახშობამ შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე

სიყვითლე
სიყვითლე არის კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა, რაც სისხლში პიგმენტ ბილირუბინის შემცველობის პათოლოგიურად მაღალი დონით არის გამოწვეული.
ღვიძლის დაზიანებამ ან სანაღვლე სადინა­რის დახშობამ შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე;
კანი ან თვალის თეთრი ნაწილი შეიძლება ყვი­თლად შეიფეროს, შესაძლოა კანის ქავილი და შარდის მუქი ფერი;
ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლე­ვები გვეხმარება სიყვითლის მიზეზების და­დ­გენაში;
ხშირად სიყვითლე ქრება, როდესაც მისი გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრება, მაგრამ ზო­გ­ჯერ ოპერაციული ჩარევა ან ენდოსკოპია ხდე­ბა საჭირო.
ძველი ან დაზიანებული სისხლის წითელი უჯ­რე­დე­­ბის მოცილება სისხლის მიმოქცევიდან ძირითადად ელენთის მეშვეობით ხდება. ამ პროცესის დროს ჰემოგლობინის (სისხლის წითელი უჯრედების შე­მადგენელი ნაწილი, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი) დაშლისას გამოიყოფა მუქი მომწვანო-მოყვითალო ფერის პიგმენტი, რომელსაც ბილირუბინი ეწოდება. ბილირუბინი სისხლს გადააქვს ღვიძლში, საიდანაც ის ნაწლავში გადადის ნაღვლის (ღვიძლში წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი სითხე) შემადგენელი ნაწილის სახით. თუ ბილირუბინის ზემოხსენებული გზით გამოყოფა სწრაფად არ ხდება, ის სისხლში გროვდება. ბილირუბინის სიჭარბისას კანი ყვითლად შეიფერება, რასაც სიყვითლე ეწოდება.
მიზეზები
სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე შეიძლება განაპირობოს როგორც ღვიძლისმიერმა, ასევე ღვიძლისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა. ღვი­ძ­ლის ანთება ან დანაწიბურება აქვეითებს ღვი­ძ­ლის მიერ ბილირუბინის ნაღველში გამოყო­ფის უნარს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დაიხშოს სანაღვლე სადინარები (მაგალითად, ნაღვლის კენჭით ან სიმ­სი­ვ­ნით), რომლებსაც ნაღველი ღვიძლიდან ნაწ­ლავ­ში გადააქვს. შედა­რებით იშვიათად, წითელი უჯრედების გაძ­ლი­ერებული დაშლის შედეგად გა­მო­წ­ვეულმა ბი­ლი­რუბინის სიჭარბემ შეიძლება დატ­ვირთოს ღვიძლი იმაზე მეტი ბილირუბინით, რისი გადამუშავებაც მას შეუძლია. ბილირუბინის სი­ჭარ­­ბით შეპირობებული სიყვითლე ხშირია ახალ­შო­ბი­­ლებში.
ცცტო­გრა­ფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ქო­ლან­გი­ო­პან­კრე­ატო­გრა­ფია. ხსე­ნე­­ბულთაგან მეორის დროს მი­იღება მაგნიტურ-რე­ზო­ნანსული გამოსახუ­ლე­ბა, ხო­ლო პირველის დროს საკონტრასტო სა­შუ­ალების ინექციის შემდეგ მიიღება რენტგენოლოგიური გამოსახულება.
მკურნალობა
ნაღვლის სადინარების დახშობას მკურნალობენ ქი­­რუ­­რ­გიული ან ენდოსკოპიური (დრეკადი და­სა­თვა­ლი­­ერე­ბელი მილი, რომელთანაც და­კავ­ში­­რებულია ქი­რუ­­რ­გიული ხელსაწყოები) მე­თო­დებით. ღვიძლშიდა დახ­შო­ბის სამკურნალო მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია მიზეზზე. თუ სავარაუდო მიზეზი წამლის გამოყენებაა, მისი მიღება უნდა შე­წყდეს; თუ მიზეზი მწვავე ჰეპატიტია, ქოლესტაზი და სიყვითლე ქრება, როდესაც პროცესი ჩაცხრება. პაციენტს ურჩევენ, თავი აარიდოს ან შეწყვიტოს იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც საზიანოა ღვიძლის­თვის (მაგალითად, ალკოჰოლი და ზოგიერთი მე­­დი­­კამენტი).
დასალევი ქოლესტირამინი გამოიყენება ქა­ვი­ლის სამკურნალოდ. წამალი უკავშირდება ნა­ღ­ვლის გარ­კვეულ შემადგენელ ნაწილებს ნაწ­ლა­ვებში და აბრკოლებს მათ უკუშეწოვას, რაც ამ­ცი­რებს კა­ნის გაღიზიანებას. თუ ღვიძლი მძი­მედ არ არის და­ზიანებული, K ვიტამინის მიღებამ შე­იძ­ლე­ბა გა­აუმ­ჯო­ბესოს სისხლის შედედება. მდგრადი ქო­ლე­სტაზის დროს ხშირად ინიშნება კალციუმისა და D ვიტამინის დანამატები, მაგ­­რამ ეს არცთუ მნიშვნელოვნად აბრკოლებს ძვლი­ს ქსოვილის განლევას.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

ღვიძლის დაავადების გამოვლინებები

ღვიძლის დაავადების გამოვლინებები

ღვიძლის დაავადება შეიძლება გამოვლინდეს: სიყ­ვი­თლით (კანისა და თვალის თეთრი ნაწი­ლის მოყვითა­ლოდ შეფერვა), ქოლესტაზით (ნა­­­ღ­­­ვლის დი­ნე­ბის შემცირება ან შეწყვეტა), ღვი­ძ­­­ლის გა­დი­­დებით, პორტუ­ლი ჰიპერტენზი­ით (პათოლოგიურად მაღალი წნევა იმ ვენებში, რომლებსაც სისხლი ნაწლავიდან ღვიძლში მი­აქვს), ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგ­რო­ვება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით (ტვინის ფუნქციების გაუარესება ტო­ქ­სიკური ნივთიერებების ზემოქმედების გამო, რომელთა გაუვნებელყოფა, ჩვეულებრივ, ღვიძლში ხდება) და ღვიძლის უკმარისობით.
ზოგჯერ ღვიძლის დაავადების გამოვლინებები არ არის თვალნათელი. მაგალითად, სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, უმადობა და წონაში კლება. ეს სიმპტო­მე­ბი ბევრი სხვა დაავადებისთვისაც არის და­მა­­ხა­სი­ათებელი. ამიტომაც, შესაძლოა, რომ ღვი­ძ­­ლის და­ავა­დება ვერ იქნეს ამოცნობილი, გან­­სა­­კუთ­რებით, საწყის სტადიაში.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

არის თუ არა დედამიწის მაგნიტური პოლუსები გადანაცვლების ზღვარზე

დედამიწის მაგნიტური ველი საშიში რადიაციისგან და მზის იმ გეომაგნიტური აქტივობისგან გვიცავს, რამაც შეიძლება თანამგზავრული კომუნიკაციები და ელექტროსისტემები დააზიანოს. ეს ველი მოძრაობს.

დედამიწის მაგნიტური პოლუსების მოძრაობას მეცნიერები საუკუნეებია აკვირდებიან. ამ პოლუსების ისტორიული მოძრაობა მიუთითებს დედამიწის მაგნიტური ველის გლობალური გეომეტრიის ცვლილებაზე.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil   #drpkhakadze   #SheniEkimi.ge

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა. კანონს დაემატა ახალი ტერმინი: „ფარმაცევტული პროდუქტის თაობაზე მართული შესვლის შეთანხმება“ და მისი განმარტება. ცვლილების თანახმად, მართული შესვლის შეთანხმების კატეგორიებსა და მისი ადმინისტრირების წესს დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

„ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციურ მედიკამენტებზე საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ონკოლოგიური და იშვიათი დაავადებების მიმართულებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

#datashvil   #drpkhakadze   #SheniEkimi.ge

პროდუქტი, რომელიც ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის…

შვედი მეცნიერების დასკვნით, ცხიმიანი თევზის გადაჭარბებულად მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს 50%-ით ზრდის. წერს MedicalXpress-ი.

ექსპერიმენტში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ 70 წლის ადამიანების კვებას.

„ჩვენ, ადამიანები, PCB-ების უმეტესობას ვიღებთ ჩვენს ორგანიზმში საკვების მიღებით. ეს ნივთიერებები ცხიმში ხსნადია და ძირითადად გვხვდება ცხიმოვან ცხოველურ საკვებში, როგორიცაა თევზი, ხორცი და რძის პროდუქტები.

შვედეთის სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, PCB-ების განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია არის. გვხვდება ცხიმოვან თევზებში, როგორიცაა ბალტიის ქაშაყი და ველური დაჭერილი ორაგული დაბინძურებული ტერიტორიებიდან, როგორიცაა ბალტიის ზღვა, ბოტნიის ყურე და ვენერნისა და ვატერნის ტბები“, – ამბობს მონიკა ლინდი.

10-წლიანი დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ მოხალისეები, რომლებსაც პოლიქლორირებული ბიფენილების მაღალი დონე ჰქონდათ, სხვა რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, 50%-ით ხშირად იღუპებოდნენ.

პოლიქლორირებულ ბიფენილებს ძირითადად თევზის ქონი შეიცავს, ასევე ხორცი და რძის პროდუქტები.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

რა საფრთხეს შეიცავს საახალწლო ფოიერვერკი – „ბავშვს ასაფეთქებელი არ უნდა მივცეთ!“

რა საფრთხეს შეიცავს საახალწლო ფოიერვერკი

„პირველ არხთან“ პლასტიკოსმა და ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ ისაუბრა:

„ეს არ არის სათამაშო. როგორც დატენილ იარაღს ვერ მივცემთ ბავშვს, ასევე არ უნდა მივცეთ ფოიერვერკი. ყველაზე იაფიანი ასაფეთქებელიც კი, ძალიან საშიშია ბავშვის ხელში..

ხელში აფეთქების შემთხვევაში 47%-ით ზიანდება მტევანი, შემდეგ 17%-ში მოდის სახე.

გარკვეულ ტრადიციებთან არის დაკავშირებული სროლა, მაგრამ ეს არ არის ის ტრადიცია, რომელსაც უნდა გავყვეთ“

„საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ლაბორატორიული და ადამიანური რესურსების გაძლიერების საკითხებს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლებმა უწყების მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს, რათა ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენცია, მათი დადგენა და მართვის ხარისხი კიდევ გააუმჯობესოს.
შეხვედრას , ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, უოლტერ რიდის არმიის კვლევის ინსტიტუტის და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„შესაძლოა, თბილად ჩაცმით ხელი შევუწყოთ ბავშვის გაციებას – ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის და შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა“

გადაცემა  „დილა მშვიდობისა საქართველო“

გავრცელებული მითები ბავშვების სეზონურ გაციებასა და მისი მკურნალობის გზების შესახებ

საუბრობს პედიატრი ანა მაღრაძე:

თბილად ჩაცმა ბავშვს იცავს თუ არა გაციებისგან

„ზედმეტად თბილად ჩაცმა არ გვიცავს გაციებისგან. იწვევს ორგანიზმის გადახურებას, შემდეგ ამას მოჰყვება ორთქლის გამოყოფა, რასაც თან ახლავს კანის გაგრილება და  შესაძლოა, თბილად ჩაცმით ხელი შევუწყოთ ბავშვის გაციებას“.

გაციებული ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება

ჩვენ პაციენტებს ვეუბნებით, ამინდი თუ შესაბამისია და ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა, ხშირად გაიყვანონ გარეთ.”

გაციებული ბავშვის დაბანა არ შეიძლება

„გაციებული ბავშვის დაბანა აუცილებელია“.

სიცივის დროს ფეხზე თბილად ჩაცმა აუცილებელია

„ფეხზე თბილად ჩაცმა არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით ავადობის პერიოდში. ხშირად, როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, გაწითლებულია სახეზე და აცვია უამრავი ტანსაცმელი, ეს ორგანიზმის გადახურების რისკს ზრდის, რა დროსაც, შესაძლოა, სითბური დაკვრა მიიღოს ბავშვმა“.

აბაზანის მიღების შემდეგ ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება

„თუ ბავშვი თბილი აბაზანიდან ახალი გამოსულია, მაშინვე მისი გარეთ გაყვანა არ არის რეკომენდებული, შეიძლება განვითარდეს რომელიმე ინფექცია. როდესაც სხეულის ტემპერატურა შეეგუება გაგრილებას, მაშინ შეგვიძლია გავიყვანოთ, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ“.

სიცხიანი ბავშვის გარეთ გაყვანა არ შეიძლება

„ზოგადად, ცხელება არის ორგანიზმის რეაქცია გარკვეულ გამღიზიანებელზე, შესაბამისად, ამას ყველა ინდივიდი აღიქვამს ინდივიდუალურად. შეიძლება, ბავშვი 37.5 გრადუსზე ძალიან ცუდად გრძნობდეს თავს და შესაძლოა, სხვა ბავშვი 38 გრადუსზეც  ძალიან აქტიური იყოს. თუ ბავშვი აქტიური და ენერგიულია, შეგვიძლია გავაგრილოთ, გავიყვანოთ გარეთ.

40 დღემდე ბავშვის ზამთარში გარეთ გაყვანა არ შეიძლება

„ესეც არასწორია. ახალშობილობის ასაკიდან ვიწყებთ სუფთა ჰაერზე სეირნობას, სეზონს მნიშვნელობა არ აქვს. გაყვანას ვიწყებთ გარკვეული დროით, ადაპტირების ხარჯზე ვზრდით დროის მონაკვეთს. ზაფხულში თუ გაგვყავს 3-4 საათით, ზამთარში შეგვიძლია დავყოთ და ეტაპობრივად გავიყვანოთ დღის მანძილზე“

 ბავშვისთვის შარფის გამოყენება არ შეიძლება

„ზოგადად, შარფების გამოყენების რეკომენდაციას არ ვიძლევით. არ ვამბობ, რომ აკრძალულია, რეკომენდაციას არ გავცემთ, შარფი ფარავს მთლიანად სახეს, ცხვირ-ხახიდან გამოსული თბილი ჰაერი ხვდება გარემოს ცივ ჰაერს და ხდება კონდენსირება, სველდება შარფი, რის შედეგადაც ბავშვს უწევს ცივი და ტენიანი ჰაერის სუნთქვა. ფიზიკური აქტივობის დროს სუნთქვა ხშირდება, გახშირებული სუნთქვის ხარჯზე ცივი ჰაერის შესუნთქვა შეიძლება ავადობის მიზეზი გახდეს“.

 შარვლის შიგნით „რეიტუზი“ აუცილებლად უნდა ჩავაცვათ

„განსაკუთრებით თბილისში ისეთი დაბალი ტემპერატურა არასდროსაა, რომ ბავშვს თბილი შარვლის შიგნით ე.წ. რეიტუზი, წინდა და ზემოდან კიდევ კომბინიზონი უნდა ჩავაცვათ – ეს არის მითი“.

სუფთა ჰაერზე ყოფნა თქვენს პატარას კოლიკასთან გამკლავებაში დაეხმარება

სუფთა ჰაერზე ყოფნა პატარებს ეხმარება ყველაფერთან გამკლავებაში. წესრიგდება ძილი, იმატებს მადა, შედარებით მშვიდები არიან“.

ბავშვი, რომელიც მიჩვეულია გასეირნებას, გაცილებით იშვიათად ცივდება

„სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობის წინაპირობაა. ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ სუფთა ჰაერზე დიდი დროით ყოფნას და ეს არის აუცილებელი“.

მაღალი სიცხისა და ვირუსის დროს, სახლში ფანჯრები არ უნდა გავაღოთ

„სახლის განიავება აუცილებელია. არ შეიძლება, მუდმივად ჩაკეტილ ოთახში იყოს ბავშვი, საჭიროა 3-4-ჯერ მაინც განიავდეს სივრცე“.

როდის ითვლება მეტყველება დაგვიანებულად – „2 წლიდან მოჰყავთ ბავშვები მეტყველების დაგვიანებით…“

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“

რა ასაკიდან უნდა დაიწყონ ფიქრი მშობლებმა ბავშვის განვითარებაზე და როდის ითვლება მეტყველება დაგვიანებულად. რას იწვევს ორსულობაში გადატანილი სტრესი და არის თუ არა კავშირში ის ბავშვებში მეტყველების დაგვიანებასთან

საუბრობს ბავშვთა ფსიქოლოგი, ირინა ნიკოლაიშვილი:

ბავშვი ჩვენთან მოჰყავთ მაშინ, როდესაც პრობლემა უკვე ჩამოყალიბებულია.

სანამ პედიატრთან მივლენ, სანამ ბაღის მასწავლებელი მიუთითებს, სანამ სკოლაში წააყდება სირთულეს, მანამდე მინდა მივაწოდო ინფორმაცია ყველა რთულ, სავალალო სიტუაციასთან დაკავშირებით.

ჩემი გამოცდილებით, ჩემს პაციენტებზე დაყრდნობით, 95 %-ში იყო ორსულობის პერიოდში რაღაც დარღვევა, რაღაც სტრესს ფაქტორი, უმეტეს შემთხვევაში, მშობიარობის ტრავმა იყო.

2 წლიდან მოჰყავთ ბავშვები მეტყველების დაგვიანებით, არადა გვიანია. მეტყველების შეფერხება, რომელსაც მშობლები, 2 წლის ასაკში აწყდებიან და იწყებენ შფოთვას, რომ ბავშვი არ საუბრობს, მინდა გითხრათ, ეს სათავეს ბევრად უფრო ადრე იღებს. პირველ რიგში, მეტყველების განვითარებისთვის აუცილებელია ლაგმის არსებობა, საარტიკულაციო აპარატის სრულფასოვნება, 7-8 თვის ასაკში ბგერების და შემდეგ უკვე სიტყვების გამოცემა. მეტყველება სწორად ვერ განვითარდება, თუ ბავშვმა სრულფასოვნად არ გაიარა ეს ყველაფერი.

თუ არ არის ბგერის გამოცემა, ენის მოძრაობა, კოვზის სრულფასოვნად მოხმარება, ყლაპვის სწორი რეფლექსი, ბგერების მიმბაძველობა, იქ მეტყველება თავისით არ გაჩნდება. მშობელი არ უნდა დაელოდოს 2 წელიწადს, ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, წოვის პერიოდიდან არის შესამჩნევი. როდესაც ნაყოფს უჭირს წოვის რეფლექსი, ეს ცალსახა მინიშნებაა იმის, რომ საარტიკულაციო აპარატის განვითარების პრობლემასთან გვაქვს საქმე“.

#datashvil   #drpkhakadze   #SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights