ორგანული მასალებისგან სიცოცხლის აღმოცენება რთული საქმეა. საჭიროა მთელი რიგი ინგრედიენტები, ყველა ერთად, შესაფერის გარემო პირობებში.
„საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან“
„საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან.
„საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებული ძალისხმევით საქართველომ მიაღწია იმას, რომ თავიდან აიცილა შიდსის მასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით ჩვენი ბევრი მეზობელი ქვეყნისგან. 2025 და 2023 წლისთვის მიზანია, ყველა აივ ინფიცირებულის 95% გამოვავლინოთ. ყველა გამოვლენილის 95% უნდა დავითანხმოთ მკურნალობაზე და ყველა ნამკურნალევის 95%-ში უნდა მივაღწიოთ ვირუსის განულებას.
ჩვენთან ყველა აივ ინფიცირებულის 83% გამოვლენილია, იცის, რომ აქვს აივ ინფექცია და ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. ამ 83%-დან 86% დათანხმდა მკურნალობას და მკურნალობს ყველა წესის დაცვით და იმათგან, ვინც მკურნალობს, 92% განკურნებული მთლიანად არ არის, მაგრამ ვირუსი განულებულია და ის, პრაქტიკულად, ჯანმრთელია. საქართველო შიდსთან ბრძოლის კუთხით უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
„მოგეხსენებათ, შიდსი, მიუხედავად იმისა, რომ მის მართვაში სერიოზული წარმატებებია მიღწეული და მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა ახალი ინფექციები, რომელმაც დროებით მეტი ყურადღება მიიპყრო, ვგულისხმობ კოვიდს, მაინც რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მსოფლიო მედიცინისთვის, რამეთუ ის ჯერჯერობით არ არის განკურნებადი, თუმცა ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული და ის სასიკვდილო დაავადებიდან ქრონიკულ, მართვად დაავადებად გადაიქცა. თუ შიდსით დაავადებულს სწორად მართავთ და თვითონ პაციენტიც თავის თავს უვლის, რეალურად, ის მთელი სიცოცხლე ისე იცხოვრებს, როგორც ჯანმრთელი ადამიანი. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეს მიღწეულია და საბედნიეროდ, საქართველო ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, საქართველო უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ჩვენთან აივ ინფიცირებული პაციენტები აბსოლუტურად არ არიან შეზღუდული, ისინი ინტეგრირებული არიან სრულფასოვან ცხოვრებაში, მსახურობენ, ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
“ჩუმი” დაავადება, რომელიც არ იკურნება“
მსოფლიოში ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება დაავადებით სახელწოდებით ლუპუსი, რომელიც ფაქტობრივად არ იკურნება. არსებობს დაავადების რამდენიმე ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ იქამდე, სანამ ის პროგრესირდება.
როდის მიგვაქვს ეჭვი ჭიებზე (ნაწლავის პარაზიტებზე)?
ფრინველის გრიპის მაღალპათოგენური შტამის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა
ბელგიაში, ერთ-ერთ მეფრინველეობის ფერმაზე ფრინველის გრიპის H5N1-ის ახალი მაღალპათოგენური შტამის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. იტყობინება ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-ი.
ფერმა ბელგიაში, საფრანგეთის საზღვართან მდებარეობს.
ეპიდემიის აღსაკვეთად სპეცილისტებმა 20 000-ზე მეტი ფრინველი მოკლეს.
„ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს“
„ელექტრონული რეცეპტების შედეგია ის, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე აქტიურად ვაანალიზებთ იმას, ვინ რა რეცეპტებს წერს და რამდენად კეთილსინდისიერად წერს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“.
„სწორედ, ასეთი გამოწერილი რეცეპტების ბაზიდან შევძელით გამოგვევლინა ის რამდენიმე დაწესებულება, რომელსაც თითქოს ამბულატორიული კლინიკები ეწოდებოდათ, იქ დასაქმებული ექიმები კი წერდნენ ათასობით რეცეპტს. ეს ათასობით რეცეპტი ასიათასობით მედიკამენტია, რომელიც სამწუხაროდ მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა სხვადასხვა აფთიაქიდან. ჩვენ ასევე გავამკაცრეთ აფთიაქების კონტროლი. ხდებოდა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი აფთიაქის შეთანხმება არაკეთილსინდისიერ კლინიკებთან და ხდებოდა ყალბი რეცეპტების გამოწერა. ეს საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და ისინი გააგრძელებენ გამოძიებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ“
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს. მშობიარობების საშუალოდ, 55-60% ხდება საკეისროს მეშვეობით. აქედან ძალიან დიდი ნაწილი არის ჩვენების გარეშე საკეისროები, რაც სამომავლოდ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს ქმნის.
„სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმენით ახალი ტარიფი, რომელიც არ ასხვავებს ფიზიოლოგიური მშობიარობას საკეისრო მშობიარობისგან და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ტარიფია. თუ საკეისრო ჩვენების გარეშე იქნება, ექიმს მოტივაცია ექნება რომ აღარ გააკეთოს და ასევე ექნება მშობიარესაც, რადგან მაშინ გადახდა თვითონ მოუწევს.
გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ჩვენების გარეშე საკეისროს ვინმეს ვუკრძალავთ. ჩვენ არავის არაფერს ვუკრძალავთ – ვამბობთ, რომ სწორ შემთხვევაში სახელმწიფო სწორად ჩატარებულ საკეისროს, მშობიარობასა და ექიმის ხარჯებს დააფინანსებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამ ბაქტერიებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ გულის კუნთის აღდგენას ინფარქტით გამოწვეული დაზიანების შემდეგ
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ნაწლავის სპეციფიკურმა ბაქტერიებმა, რომლებიც ცნობილია როგორც „ბუტირატის გამომმუშავებელი ბაქტერიები“, რომლებიც წარმოქმნიან ნაერთს, სახელად ბუტირატს, შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშონ გულის კუნთის აღდგენაში მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.
სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად…
ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა აუტიზმის 3 ნიშანზე ისაუბრა, რომელიც წლინახევრის ბავშვების მშობლებს ამ დიაგნოზის ამოცნობაში შეიძლება დაეხმაროს.
„ერთ-ერთი ნიშანი არის, როდესაც ბავშვი მისი სახელის დაძახებისას არ იხედება. მან მინიმუმ 10 დაძახებიდან, 6-7 ჯერ უნდა გამოგვხედოს.
მეორე არის ის, რომ ის არ იყენებს მისათითებლად საჩვენებელ თითს.
მესამე კი არის ის, რომ ჩვენს მითითებულ ადგილსა თუ ნივთზე, არ ატრიალებს თავს და არ რეაგირებს.
თუ ეს სამი ნიშანი აქვს, თუნდა 14 ან 18 თვის ბავშვს, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს“
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi










