შაბათი, მაისი 9, 2026

ფარმაცევტული რეფორმა – „საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს“

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

„როდესაც ახალი მისული ვიყავი სამინისტროში, წინა წლის იანვარში, პირველი საუბარი როდესაც მქონდა პრემიერთან, მაშინ, მისი იდეა იყო რომ დეტალურად შემესწავლა თურქეთის ბაზრის გახსნის შესაძლებლობები და რამდენად ეფექტიანი იქნებოდა. პირველივე მთავრობის სხდომაზე, მოხდა შეთანხმება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა და იქიდან, ალტერნატიული, ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტები შემოსულიყო. მაშინაც იყო სპეკულაციები, რომ შემოიტანეს მაგრამ უხარისხოა, თურქეთში თითქოს უკონტროლოდ მიდიოდა წარმოება, ფალსიფიკაცია და ა.შ მე წინა წლის მარტში ვიყავი თურქეთში, რადგან ადგილზე, თავად დავრწმუნებულიყავი როგორი მარეგულირებელი ჰყავს და ძალიან მკაცრი სხვათა შორის, ვიტყოდი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზეც მკაცრი. ვნახე რა პირობებში იწარმოება იქ მედიკამენტები, დავრწმუნდი და თავდაჯერებულად გავაგრძელე რეფორმაზე მუშაობა. დღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.

„დღეს უკვე ძალიან ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ფასები თითქმის გათანაბრებულია და 2-ჯერ და 3-ჯერ გაძვირებული ფასის გადახდა ჩვენს მოქალაქეებს აღარ უწევთ. პარალელურად, მიმდინარე წელს დავიწყეთ რეფერენტული ფასების რეფორმა, რომელიც უკვე წლის ბოლომდე ძირითად ნაწილზე გავრცელდება.

საერთო ჯამში, აღნიშნული რეფორმების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ რომ 300-დან 350 მილიონ ლარამდე ნაკლების გადახდა მოუწიათ ჩვენს მოქალაქეებს მედიკამენტებში. ეს დამეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა რაც გავაკეთეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

„ონკოლოგიურ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს“

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს შესაძლებლობა აქვს სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს.

მინისტრის განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც.

„ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურ ექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული,ვგულისხმობ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებასაც ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ბავშვებისთვის მკურნალობა საზღვარგარეთ შეგვეთავაზებინა. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ.

სამივე ქვეყანაში 30-მდე ბავშვი მკურნალობს.ვამატებთ პროვაიდერებს. ვფიქრობთ, რომ ესეც ძალიან წარმატებული პროექტია, ვინაიდან , ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგად გამართული ბავშვთა ონკოლოგია. ამ გამოცდილებას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კმაყოფილებაც.

რაც შეეხება, ონკოლოგიურ ქირურგიას, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

„DRG პრინციპის გათვალისწინებით შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში“

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ საუბრისას აღნიშნა, რომ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.

„DRG პრინციპის გათვალისწინებით, შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი, როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ საკეისრო კვეთა იქნება ჩვენების გარეშე, ექიმს მოტივაცია ექნება, რომ აღარ გააკეთოს. მოთხოვნით საკეისრო კვეთის ჩატარებისას ღირებულებას თავად პაციენტი გადაიხდის, შესაბამისად, არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდება“. – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობიარეს აქვს სურვილი ე.წ. vip მომსახურებით ისარგებლოს, ან ჩვენების გარეშე გაიკეთოს საკეისრო, მას შეუძლია, სურვილისამებრ, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და მომსახურების საფასური სრულად გადაიხადოს.

„ჩვენ ვერ მოვახდენთ საკეისრო კვეთების ჩატარების წახალისებას, სახელმწიფო სწორად, ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთასა და მშობიარობას სრულად დააფინანსებს, თუმცა თუ პაციენტს სურვილი აქვს ისარგებლოს ე.წ. vip პალატის მომსახურებით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ ძვირადღირებული 3000 დან 5000 ლარამდე შეიძლება იყოს, მას შეუძლია გამოეთიშოს პროგრამას ერთჯერადად და თავისი ხარჯებით სრულად დააფინანსოს“. – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება.

 

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, „შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ. აღნიშნულია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით 50%-ს შეადგენს.

„დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი.

ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას.

აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა.

აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა.

საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – აცხადებენ სამინისტროში.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

ათასობით პაციენტის საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე – უპრეცედენტო რაოდენობის, უკანონო რეცეპტები

ათასობით პაციენტის საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე – რა შედეგი დადგა უპრეცედენტო რაოდენობის, უკანონო რეცეპტების გაცემით.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა

ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ NCDC-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ფარგლებში პასუხობს. თუმცა, მათ დეპუტატს არ გაუზიარეს მონაცემები კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ.

“აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში COVID-19 დადასტურებული შემთხვევები არის 86 728.გარდაცვალების აღრიცხვა პანდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს სტანდარტულ ფორმატში (არა ოპერატიულ რეჟიმში) და 2023 წლის გარდაცვალება სიკვდილის მიზეზების მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლის ივნისის თვიდან”, – წერია განცხადებაში.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლის 1 ოქტომბერს შეწყვიტა და ამ ნაბიჯით ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი

მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს.  კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.

საუბარია მედიკამენტზე – ATI-450, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის. თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს.  ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.

ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს.

პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

პირის ღრუს პრობლემები ქიმიოთერაპიის დროს

ქიმიოთერაპიას, როგორც წესი, თან გვერდითი მოვლენები ახლავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პირის ღრუს პრობლემებია. ზოგიერთმა ქიმიოპრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს:

  • პირის სიმშრალე;
  • გემოსა და ყრნოსვის ცვლილება, მაგალითად, როდესაც საჭმელს აქვს რკინის ან ცარცის გემო, ან არ აქვს ჩვეული გემო და სუნი;
  • კბილების, ღრძილების და ენის ინფექციები პირის ღრუში, ლორწოვანის სიწითლე, გამონაყარი, წყლულების, თეთრი ნადების გაჩენა;
  • გაზრდილი მგრძნობელობა ცივსა და ცხელზე;
  • ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო;
  • პირველადი დამუშავების პრობლემა პირის ღრუს ტკივილის გამო.

როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? როგორია მათი შემსუბუქების გზები – რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე. 
მოიწესრიგეთ ყველა პრობლემა მანამ, სანამ დაიწყებთ ქიმიოთერაპიას. თუ სტომატოლოგთან ვიზიტი ქიმიოთერაპიის დროს გახდა საჭირო, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან, ხოლო სტომატოლოგი აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში, რომ იტარებთ ქიმიოთერაპიას.

შეიმოწმეთ პირის ღრუ და ენა ყოველდღიურად
ასე თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ ნადები, წყლულები, ინფექციის ადრეული ნიშნები. მსგავსი პრობლემის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს.

შეინარჩუნეთ პირის ღრუს ჩვეული სისველე
ამისათვის შეგიძლიათ მუდმივად წრუპოთ სითხე, მოწუწნოთ ყინული ან მშრალი უშაქრო კანფეტი, დაღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი. თუ პირის სიმშრალე ძალიან შემაწუხებელია, ჰკითხეთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ ნერწვის შემცვლელი საშუალება.

როგორ გავისუფთაოთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები და ენა პირის ღრუს პრობლემების დროს?

  • გამოიხეხეთ კბილები, ღრძილები და ენა ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ;
  • გამოიყენეთ  რბილი კბილის ჯაგრისი, რომელიც მეტად გასარბილებლად მოხმარებამდე  დაასველეთ ცხელ წყალში;
  • თუ კბილების გახეხვა მტკივნეულია, ჯაგრისის ნაცვლად გამოიყენეთ ბამბის ტამპონი;
  • გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა;
  • არ გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი სავლები პირის ღრუსთვის;
  • პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1/4 ჩაის კოვზი სოდა და 1/8 ჩაის კოვზი მარილი. ხსნარი სასურველია გამოივლოთ პირის ღრუში 3-4-ჯერ დღეში;
  • არ გამოიყენოთ ფლოსი ან კბილის ჩხირი;
  • თუ თქვენ ატარებთ პროთეზს, დარწმუნდით, რომ ის კარგად ზის და არსად არ გაჭერთ ან გიღიზიანებთ კანს. რეგულარულად გაასუფთავეთ და შეინახეთ პროთეზი სუფთად. უმჯობესია შეზღუდოთ პროთეზის ტარების დრო და მოიხსნათ, როცა ეს შესაძლებელია.

როგორ ვიკვებოთ პირის ღრუს პრობლემების დროს?

  • ეცადეთ მიირთვათ რბილი, თხევადი, დასაღეჭად და გადასაყლაპად მარტივი საკვები, როგორიცაა კრემ-სუპი ან კარტოფილის პიურე;
  • კერძებისთვის შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ, რაც საკვების მიღებას გააიოლებს;
  • ჭამეთ პატარა ლუკმებით, დაღეჭეთ კარგად, მიაყოლეთ წყალი;
  • დაარბილეთ საკვები სოუსებით, ბულიონით, მაწვნით ან სხვა სითხეებით;
  • საკვები მიირთვით თბილი, ან ოთახის ტემპერატურის;
  • შეარჩიეთ იოლად გადასამუშავებელი საკვები, როგორიცაა: კრემ-სუპები, ხილისა და ბოსტნეული პიურეები, ფაფები (ან ბავშვის მზა საკვები), ნაყინი, ჟელე და სხვა.

რომელ საკვები და სასმელი უმჯობესია არ მივიღოთ პირის ღრუს პრობლემების დროს?

  • ბასრი და ხრაშუნა საკვები, როგორიცაა, მაგალითად, ჩიფსები და კრეკერები;
  • ცხარე საკვები და ცხარე სოუსები;
  • ციტრუსი;
  • დიდი ოდენობით შაქრის შემცველი საკვები, როგორიცაა კანფეტები ან ტკბილი გაზიანი სასმელები;
  • ლუდი, ღვინო და ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელი.

პირის ღრუს პრობლემების არსებობის დროს უმჯობესია თავი შეიკავოთ მოწევისგან.

ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის პროცესში სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისაგან შემდგარი გუნდია ჩართული და ის ამ გუნდის ცენტრალური წევრია, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქიმიოთერაპიის პროცესში პაციენტმა ჯეროვნად იზრუნოს საკუთარ თავზე, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები, იკვებოს სრულფასოვნად, იყოს აქტიური, დაისვენოს და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით „კონსილიუმ მედულას“ მიერ მომზადებულ ქიმიოთერაპიის გზამკვლევს.

კონსილიუმ მედულასა“ და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის

„კოვიდი არის ვერაგი და შესაძლოა, თვეების და წლების შემდეგ შეგახსენოს თავი“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი არის ვერაგი.

„ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ (უკვე რამდენჯერ ) დაადასტურა, რომ კოვიდი არის ვერაგი და შესაძლოა, თვეების და წლების შემდეგ შეგახსენოს თავი.
დასკვნა, კოვიდი ვერაგია“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
COVID: “We found there were diverse manifestations of cardiac complications, and many can last for months and even years,” according to a new study in the journal BMC Medicine attached here in comments.
The research on cardiac complications of long COVID finds a high prevalence of chest pain and abnormal heart rhythms (arrythmias).
For the study, a University of Washington–led team reviewed 150 studies on 57 cardiac complications that persisted for at least 1 month after COVID-19 infection. They also conducted a meta-analysis of 137 studies on 17 complications. The studies were published from January 2020 to July 2023.
Slightly over one quarter (25.3%) of studies were high-quality, according to a customized Newcastle-Ottawa scale. The most widely examined cardiac complications were chest pain and arrhythmias. When study quality and characteristics were disregarded, the estimated prevalence of chest pain and arrhythmias were 9.8% and 8.2%, respectively.
Less-examined complications were stroke (0.5%), heart abnormalities (10.5%), thromboembolism (1.4%), high blood pressure (4.9%), heart failure (1.2%), myocardial injury (1.3%), myocarditis (0.6%), abnormal ventricular function (6.7%), edema (2.1%), coronary disease (0.4%), ischemic heart disease (1.4%), valve abnormalities (2.9%), pericardial effusion (0.8%), atrial fibrillation (2.6%), and impaired diastolic function (4.9%).
არითმიას უჩივით, სავარაუდოთ კოვიდის ბრალია.
ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ (უკვე რამდენჯერ) დაადასტურა, რომ კოვიდი არის ვერაგი და შესაძლოა, თვეების და წლების შემდეგ შეახსენოს თავი.
დასკვნა: კოვიდი ვერაგია
COVID: “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გულის გართულებების მრავალფეროვანი გამოვლინებები იყო და ბევრი შეიძლება გაგრძელდეს თვეები და წლებიც კი”, – ნათქვამია ახალი კვლევის თანახმად ჟურნალ BMC Medicine-ში, რომელიც მიმაგრებულია აქ კომენტარებში.
ხანგრძლივი COVID-ის გულის გართულებების კვლევის შედეგად დადგინდა გულმკერდის ტკივილის და გულის არანორმალური რითმების (არითმიების) მაღალი გავრცელება.
კვლევისათვის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის გუნდმა მიმოიხილა 150 კვლევა 57 გულის გართულებაზე, რომლებიც გაუძლო მინიმუმ 1 თვის განმავლობაში COVID-19 ინფექციიდან. მათ ასევე ჩაატარეს 137 კვლევის მეტა-ანალიზი 17 გართულებაზე. კვლევები გამოქვეყნდა 2020 წლის იანვრიდან 2023 წლის ივლისამდე.
კვლევების ერთ კვარტალზე ოდნავ მეტი (25.3%) მაღალი ხარისხის იყო, მორგებული ნიუკასლ-ოტავას შკალის მიხედვით. ყველაზე ფართოდ გამოკვლეული გულის გართულებები იყო გულმკერდის ტკივილი და არითმია. როდესაც სწავლის ხარისხი და მახასიათებლები უგულებელყოფილი იყო, მკერდის ტკივილის და არითმიების სავარაუდო გავრცელება 9.8% და 8.2% იყო, შესაბამისად.
ნაკლებად გამოკვლეული გართულებები იყო ინსულტი (0.5%), გულის ანომალიები (10.5%), თრომბოემბოლიზმი (1.4%), მაღალი წნევა (4.9%), გულის უკმარისობა (1.2%), მიოკარდიტი (1.3%), მიოკარდიტი (0.6%), ანომალური ვენტრიკულური ფუნქცია (6.7%), ედემა (2.1%), კორონარული დაავადება (0.4%), გულის იშემიური დაავადება (1.4%), სარქარდიული (1.4%), სარქველი (2.4%), სარქველი (2.4%), სარქველის არანორმალური ანორმიური (2.2.2%), აბრიული (0.2%), სარქარდიული (2.8%), ანორმალური ინორმალური ინორმალური ედ დიასტოლური ფუნქცია (4.9%).

 

„ვერაგი კოვიდი +ნარკოტიკები = სიკვდილს“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა 2019 წლიდან მთელი წლის განმავლობაში შემცირდა.

„კოვიდის რეკორდულმა სიკვდილიანობამ და ახალგაზრდა კანადელებში ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად სიცოცხლის არაპროპორციულმა დანაკარგმა ქვეყნის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2019 წლიდან მთელი წლის განმავლობაში შემცირდა; 21-ე საუკუნეში ასეთი მხოლოდ მეორე კლებაა.
ვერაგი კოვიდი +ნარკოტიკები = სიკვდილს
საქართველოში რა მდგომარეობაა, თავად იცით …“
“Record-breaking COVID deaths and the disproportionate loss of life to overdoses among younger Canadians have driven the country’s life expectancy down a full year since 2019; only the second decrease of its kind in the 21st century.
And while the numbers suggest that COVID’s mortality impact may be less extreme this year, enduring losses to overdose mean that the decline is not necessarily finished.”
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights