როგორ უნდა იქცეს რეცეპტების მონიტორინგი ეფექტიანი?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
როგორ უნდა იქცეს რეცეპტების მონიტორინგი ეფექტიანი?
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინგა მამუჩიშვილი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:
„არ ინერვიულოთ, მშობლებო, 2 წლიდან 6 წლამდე ჩვენი პატარები ვირუსებთან ურთიერთობის და მათ მიერ გამოწვეული ინფექციების აქტიურ ფაზაში არიან, უნდა გაიცნონ და მერე შექმნილი იმუნური მეხსიერების წყალობით მარტივად გაუმკლავდნენ, ეს არის ბუნებრივი მოვლენა…
თქვენი წუხილიც მესმის, მაგრამ ისევე, როგორც სტიქიას ვერ ვაჩერებთ, ამ პროცესების ხელოვნურად შეჩერებაც წარმოუდგენელია!
ერთი მხრივ, ბოროტები არიან ეს პათოგენები, მაგრამ, მეორე მხრივ, ზრუნავენ იმუნიტეტის მდგრადობაზე, ცოტა ნამეტანი კი მოსდით, მაგრამ მაინც!
მთავარია არ დაისტრესოთ, რაც უფრო მედგრად შეხვდებით და დაუცაცხანებთ, მით უფრო მარტივად დატოვებენ ორგანიზმს! სტრესული გარემოს და ცუდი გუნება-განწყობის მოყვარულები არიან მიკროორგანიზმები, ხალასი და ბედნიერი ადამიანების აუტანლობა სჭირთ!
დაიცავით ჰიგიენური ეტიკეტი, კარგად იკვებეთ, წყალი სვით ბევრი, ძილი მოიწესრიგეთ, ფიზიკურ აქტივობას არ მოერიდოთ, შეძლებისდაგვარად იხალისეთ და შეუქმენით პოზიტიური სამყარო პაწუკებს. მიყვარს ბავშვები და ვეთაყვანები ყველას, ვისაც მათზე ზრუნვა ძალუძთ“, – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება.
დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან. ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას. ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პროპიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებადი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმონაქმნს.
აკნე ჰორმონდამოკიდებული კანის დაავადება, რომელსაც ყველაზე ხშირად ახასიათებს გამონაყარი სახეზე, გულმკერდსა და ზურგზე. ამ დაავადებას ზოგჯერ “გარდატეხის ასაკსაც” უწოდებენ, რადგანაც ეს პრობლემა ძირითადად გარდამავალ ასაკში ჩნდება და მოზარდებს სერიოზულად აწუხებთ. ის, რომ თინეიჯერებს მეტად აწუხებთ, ამას სტატისტიკაც ადასტურებს – აკნე მოზრდილი ადამიანების დაახლოებით 20%-ს აქვს, გარდატეხის ასაკში მყოფ პირთა შორის კი – 80%-ს, ანუ ახალგაზრდებში ოთხჯერ უფრო ხშირია.
დაავადება გადამდები არ გახლავთ, თუმცა, გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში საკმაოდ გასათვალისწინებელია, რაც არის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების მგრძნობელობის ზრდისას სასქესო ჰორმონების ანდროგენების მიმართ.
კვლევა ადასტურებს, რომ კავშირი ადამიანის კვების რაციონსა და აკნეს შორის დიდია.
აკნეს გამომწვევი 6 პროდუქტი:
1. რაფინირებული მარცვლეული, შაქრის მაღალი შემცველობის, დამუშავებული ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტი – დამუშავებულ ნახშირწყლებს შეიცავს კრეკერები, პური, ბურღულეული, თეთრი ფქვილისგან მომზადებული დესერტები, თეთრი ბრინჯი, სოდისა და შაქრის შემცველობის ტკბილი სასმელი, ტკბილეული, ასევე თაფლი.კვლევის თანახმად, ადამიანებში, რომლებიც ხშირად მოიხმარენ შაქარს და მიირთმევენ ტკბილეულს 30%-ით უფრო დიდია აკნეს გაჩენის რისკი. გარდა აკნესა, ეს დიაბეტის გაჩენის საფრთხეს ქმნის.დამუშავებული ნახშირწყლები სწრაფად შეიწოვება სისხლში. როცა სისხლში შაქრის დონე იწევს, ინსულინის დონეც იმატებს. ინსულინი ააქტიურებს ანდროგენის ჰორმონს, რომელიც აკნეს გაჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
2. რძის პროდუქტები – რამდენიმე კვლევა ავლენს კავშირს რძის პროდუქტებსა და „თინეიჯერობის“ პერიოდში გაჩენილ აკნეს შორის. კვლევის თანახმად, ახალგაზრდებში, რომლებიც იღებენ რძეს, ან ხშირად მიირთმევენ ნაყინს 4-ჯერ უფრო დიდია აკნეს გაჩენის შანსი, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც ამ პროდუქტებს არ მიირთმევენ.მედიკოსების დასკვნით, რძე ინსულინის დონეს მაღლა სწევს, რაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანდროგენს ააქტიურებს და აკნეს გაჩენის საფრთხეს აჩენს. ამავდროულად, რძე შეიცავს ამინო მჟავას. ამინო მჟავა ხელს უწყობს ღვიძლს, გამოყოს IGF-1, რომელიც თავის მხრივ აკნეს აჩენს.
3. სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდი საჭმელი – აკნე და დასავლური კვების რეჟიმი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ე.წ. ფასთ ფუდები მდიდარია ცხიმებით, დამუშავებული ნახშირწყლებითა და კალორიებით. ასეთი საჭმელებია ბურგერი, ჰოთ დოგი, „ფრი“ „მილქშეიკი“ და ა.შ. ყველა მათგანი ზრდის აკნეს გაჩენის რისკს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მსგავსი საკვები ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსის წარმოშობას, რის გამოც კანზე გამონაყარი ჩნდება.
4. საკვები, რომელიც მდიდარია ომეგა 6-ით – ეს არის ცხიმის მაღალი შემცველობის პროდუქტები, რომელთა მირთმევაც აკნეს გაჩენის რისკს ზრდის.
5. შოკოლადი – ჯერ კიდევ 1920 წელს მეცნიერებმა შოკოლადი აკნეს გამომწვევ მიზეზად მიიჩნიეს, თუმცა დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო მოსაზრება არ არსებობს.
არსებობს რამდენიმე კვლევა, რომლებიც შოკოლადსა და აკნეს შორის კავშირს ავლენენ, თუმცა მეცნიერები ამ კვლევებს არასაკმარისად მიიჩნევენ. კვლევის თანახმად, ადამიანი, რომელიც ბევრ შოკოლადს მიირთმევს, უფრო მიდრეკილი ხდება აკნეს გაჩენისკენ, თუმცა რატომ იწვევს შოკოლადი აკნეს, მეცნიერულად დამტკიცებული არ არის.
6. რძის შრატი – რძის შრატს ხშირად უმატებენ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს. თუმცა ის შეიცავს ამინომჟავებსა და გლუტამინს, რომელიც ხელს უწყობს აკნეს წარმოშობას.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი მცირდება. ამის შესახებ BBC ჯანმოს ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თამბაქოს მოხმარების მოხმარების დინამიკა 2000 წლიდან შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თუ 2000 წელს თამბაქოს მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი მოიხმარდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი ყოველ მეხუთემდე შემცირდა.
ჯანმოს მონაცემებით, არსებული მონაცემებით, 150 ქვეყანა წარმატებით აგრძელებს თამბაქოს მოხმარების შემცირებას. მაგალითად, 2010 წლიდან, ბრაზილიაში მწეველთა რაოდენობა 35%-მდე შემცირდა, ნიდერლანდები კი თავის მიზნობრივ მაჩვენებელთან, 30% არის ახლოს. ამის მიუხედავად,
ამის მიუხედავად, ჯანმოში აცხადებენ, რომ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მაღალი იქნება. ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მოწევას 8 მილიონი ადამიანი ეწირება, მათ შორის 1,3 მილიონი არამწეველი, რომელიც პასიური მოწევის მსხვერპლი ხდება.
თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმს დღეს 1,25 მილიარდზე მეტი ზრდასრული ადამიანი მოიხმარს. ყველაზე მეტს აზიაში ეწევიან, მეორე ადგილზე კი ევროპაა. ჯანმოში მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ევროპა შესაძლოა ყველაზე „მწეველი“ კონტინენტი გახდეს, რადგან აქ თამბაქოს მოხმარება უფრო ნელა მცირდება, ვიდრე სხვა რეგიონებში.
ამასთან, ჯანმოს მონაცემებით, 6 ქვეყანაში – კონგოში, ეგვიპტეში, ინდონეზიაში, იორდანიაში, ომანსა და მოლდოვაში თამბაქოს მოხმარების ზრდა ფიქსირდება.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
https://www.heart.org/…/how-covid-19-affects-your-heart…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
რა სიახლეებს გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო წლის ბოლომდე, რა სახის მედიკამნეტზე გავრცელდება რეფერენტული ფასები.
გასული წლის ბოლოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი არაჯანსაღი კონკურენციისა და მედიკამნტებზე საკმაოდ სოლიდური ფასნამატის გამოვლენის შემდეგ როგორ გაგრძელდება მონიტორინგი ფარმაცევტულ კომპანიებში, ამ თემაზე გადაცემაში – „ბიზნესპარტნიორი “საუბრობს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე:
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2018 წელს დაწყებული საქმე დღესაც გრძელდება…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მენოპაუზა ბუნებრივი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, რომელიც გარკვეულწილად გულისხმობს რეპროდუქციული წლების დასასრულს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მენოპაუზის შემდგომაც შესაძლებელია ქალი დაფეხმძიმდეს და შვილი გააჩინოს. გთავაზობთ ინტერვიუს ინოვაციური სამედიცინო ცენტრ “ბირთის” რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგ ირმა რამიშვილთან, რომელიც მრავალი წელია ამ სფეროში წარმატებულად მოღვაწეობს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi