შაბათი, მაისი 9, 2026

დედამიწის ბრუნვა ნელდება – დედამიწაზე ერთი დღე შეიძლება გაგრძელდეს 25 საათამდე

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­ონ წელ­ში დედამიწაზე ერთი დღე შეიძლება გაგრძელდეს 25 საათამდე.

მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ცდი­ლო­ბენ დე­და­მი­წის ბრუნ­ვის გა­ზომ­ვის სი­ზუს­ტე კი­დევ უფრო მე­ტად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ.

დი­ნო­ზავ­რე­ბის ეპო­ქა­ში (ანუ 200 მი­ლი­ო­ნი წლის წინ) დღე-ღამე მხო­ლოდ 23 სა­ათს გრძელ­დე­ბო­და, ხოლო 1,4 მი­ლი­არ­დი წლის წინ – მხო­ლოდ 18 სა­ა­თი და 41 წუთი.

დედამიწის ბრუნვა არის დინამიური პროცესი პლანეტაზე ღრმა ზემოქმედებით. ის აყალიბებს ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებას დროის შესახებ, გავლენას ახდენს ამინდისა და კლიმატის ნიმუშებზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი სამყაროს ფუნქციონირებაში. ასტრონომიული, სატელიტური და გეოლოგიური კვლევების კომბინაციით, მეცნიერები აგრძელებენ დედამიწის ბრუნვის სირთულეების გარკვევას და ამ ფუნდამენტური პლანეტარული მახასიათებლის გაგებას.

მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა და­ი­წყეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტი, მრგვა­ლი ლა­ზე­რის დახ­მა­რე­ბით, ზუს­ტად რომ გა­ზო­მონ დე­და­მი­წის ბრუნ­ვა და ასე­ვე თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ბრუნ­ვის სიჩ­ქა­რის დი­ნა­მი­კას.

წყარო: earth.com-ს

#datashvil    #drpkhakadze    #sheniganatleba

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ქალებში უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი ქალებში უნაყოფობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ PCOS მოიცავს ჰორმონალურ დისბალანსს, ის ძირითადად განიხილება როგორც მეტაბოლური დარღვევა, რომლის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ინსულინისადმი წინააღმდეგობა.
ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი (PCOS) გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჭარბი წონის, არამედ სხეულის მასის ნორმალური ინდექსის (BMI) მქონე, გამხდარ ქალებზეც.
ალ-ნაჯაფის AL-Zahraa სასწავლო ჰოსპიტალში ჩატარებულმა ჯვარედინ-სექციურმა კვლევამ PCOS-ის დიაგნოზის მქონე ნორმალური და ჭარბი წონის 50 ქალის ბიოქიმიური პროფილი შეისწავლა.
კვლევამ აჩვენა, რომ საკვერცხის პოლიკისტოზის მქონე გამხდარ პაციენტებს აღენიშნებოდათ ჭარბი წონის მქონე ქალების მსგავსი ან ოდნავ ნაკლებად გამოხატული მეტაბოლური, ჰორმონალური და სისხლმბადი დისრეგულაციები.
ეს კვლევა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქალის სხეულის წონის მიუხედავად, ინსულინისადმი რეზისტენტობა გადამწყვეტ როლს თამაშობს საკვერცხის პოლიკისტოზში და მასზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს აქცენტი.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინსულინრეზისტენტობის განვითარებისთვის ხელშემწყობ ფაქტორად მიუჩნევა არა სხეულის ცხიმის მთლიანი მასა, არამედ ცხიმოვანი უჯრედების (დიდი) ზომა. ინსულინრეზისტენტობა შეიძლება ჰქონდეთ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ ჭარბი წონა, თუმცა აქვთ უფრო დიდი ზომის ცხიმოვანი უჯრედები.
ეს ხდება იმიტომ, რომ უფრო დიდი ზომის ცხიმოვანი უჯრედები მეტი რაოდენობით ინსულინრეზისტენტობის ხელშემწყობი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ანთებითი ფაქტორების გამოთავისუფლებასთან არის დაკავშირებული.
შეგახსენებთ, რომ ინსულინისადმი მგრძნობელობა უმჯობესდება რეგულარული ფიზიკური აქტივობით; ასევე, რაფინირებული შაქრის, შაქრიანი და ზედმეტად დამუშავებული საკვების და სასმელის გამორიცხვით დიეტიდან და მთლიანი ან მინიმალურად დამუშავებული საკვების, ხარისხიანი ცილების, ჯანსაღი ცხიმების, დაბალგლიკემიური ინდექსის მქონე ხილის, ბოსტნეულის, მთლიანი მარცვლეულის (მცირე რაოდენობით) ჩართვით დიეტაში. კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
PMCID: PMC10652669
PMCID: PMC297156
PMCID: PMC4587882
Polycystic Ovary Syndrome (PCOS) affects not only obese individuals but also lean individuals with normal body mass index (BMI). A recent cross-sectional study conducted at AL-Zahraa Teaching Hospital in Al-Najaf aimed to evaluate the biochemical profile of lean and obese patients with PCOS.
Surprisingly, lean PCOS patients showed metabolic, hormonal, and hematopoietic dysregulations similar to or less pronounced than those affecting the obese population.
This study emphasizes that regardless of BMI, insulin resistance plays a crucial role in PCOS and must be addressed promptly.
Insulin resistance can occur in individuals who are not necessarily overweight, but rather have larger fat cells. This is because larger fat cells are associated with increased release of free fatty acids and inflammatory factors, which can lead to insulin resistance. Therefore, it’s not just the total mass of fat in the body, but also the size of the fat cells that can contribute to insulin resistance in individuals with conditions like PCOS.
Increasing physical activity and adopting a diet that excludes refined sugar and processed foods while focusing on whole, minimally processed foods, quality produce, healthy proteins, low-glycemic index fruits, vegetables, and whole grains can help improve insulin sensitivity.

ძილის დარღვევა – ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს

ადამიანთა ნახევარი უჩივის, რომ ისე კარგად ვერ სძინავთ, როგორც უნდათ.

რა თქმა უნდა, ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს

თემა -ძილის დარღვევა

რუბრიკის სტუმარი – ექიმი-ფსიქიატრი უშანგი ბენიძე

მედიცინაში უძილობას ინსომნიას უწოდებენ ხანგრძლივობის მიხედვით განსხვავებენ მის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს:

მწვავე ინსომნია – ეს არის ხანმოკლე პროცესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით ან სტრესით, როგორც, მაგალითად, გამოცდების წინა ღამეებში. მწვავე ინსომნია სამ თვეზე ნაკლებ ხანს გრძელდება

ქრონიკული ინსომნია – გრძელდება სამ თვეზე მეტხანს, რაც იწვევს ორგანიზმის ფსიქიკურ და ფიზიკურ გამოფიტვას, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს შემეცნებასა და ქცევაზე.

მიზეზის მიხედვით განასხვავებენ – პირველადს და მეორეულს:

პირველად ინსომნიად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც უძილობა დამოუკიდებლად ვითარდება და არა რომელიმე დაავადების გამო

ძილის მეორეული დარღვევის დროს უძილობის მიზეზია უკვე არსებული სხვა დაავადებები, მაგალითად, ნევროზი, დეპრესია, სუნთქვის დარღვევა. ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებაც შეიძლება უძილობის მიზეზად იქცეს.

ადამიანები, რომლებსაც ინსომნიის განვითარების მაღალი რისკი აქვთ:

მაღალი სტრესის მქონე პირები

ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები, სასურველია შეფასდეს პაციენტის მენტალური ჯანმრთელობა

ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ სხვადასხვა სააათო ზონაში მოგზაურობა

მოუწესრიგებელი სამუშაო გრაფიკის მქონე პირები

პირები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ

დაბალი შემოსავლის მქონე პირები (მცირე შემოსავალი, ბუნებრივია, იწვევს სტრესს)

მჯდომარე ცხოვრების სტილის მქონე პირები

უძილობის ჩამოყალიბებას შეიძლება ხელი შეუწყოს:

ძილის აპნოემ – ძილის დროს სუნთქვის უნებლიე შეჩერებამ 10 წამით და მეტით (ეს შეიძლება საათში 10-ჯერაც კი მოხდეს)

სიმსუქნემ – ზედმეტი წონის ადამიანებს წოლისას უმეტესად უჭირთ სუნთქვა, რის გამოც ხშირად ეღვიძებათ

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა – მათაც შეიძლება გამოიწვიონ ქოშინი, თავის ტკივილი (მაღალი წნევის გამო), სიმძიმის შეგრძნება კეფის არეში და სხვა დისკომფორტი, რაც, თავის მხრივ, უძილობამდე მიგვიყვანს

მენოპაუზამ – ამ პერიოდში ქალის ორგანიზმი ჰორმონულ სტრესს განიცდის, რაც უძილობის მიზეზი ხდება

ძილის წინ დანაყრებამ (განსაკუთრებით – ცხიმიანი საკვებით). ამ შემთხვევაში მონელებას უფრო მეტი დრო სჭირდება, რასაც გულძმარვამდე და შებერილობამდე მივყავართ

ძილის წინ ყავის, ჩაის, ენერგეტიკული სასმელების მიღებამ

ენდოკრინულმა დაავადებებმა

თუ უძილობა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა აღმოცენდეს:

ფსიქიკური დარღვევები: იმპულსური ქცევა, დეპრესია, პარანოიდული აზრები, სუიციდური ფიქრები და სმენითი ან მხედველობითი ჰალუცინაციები. ასევე, ტვინის გამოფიტვა, რის შედეგადაც ის ვეღარ უმკლავდება დღის განმავლობაში გადატანილ დატვირთვას, რაც უპირველეს ყოვლისა, კონცენტრაციასა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარზე აისახება – ორივე საგრძნობლად ქვეითდება, მეხსიერების გაუარესება და შესაძლოა, მისი ხანმოკლე დაკარგვაც კი.

ფიზიკური დარღვევები: თავის ტკივილი, კუნთების კანკალი, არტერიული წნევის ციფრების მატება და სტრესის ჰორმონების დონის ზრდა. სისხლში შაქრის დონის და ჰორმონ ლეპტინის წარმოქმნის დარღვევა, რომელიც განსაზღვრავს სიმაძღრის გრძნობას.

მნიშვნელოვნად იმატებს სისხლში ინსულინის რაოდენობა და ირღვევა გლუკოზის შეთვისების პროცესი და გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რაც წარმოადგენს პირველ ნაბიჯს შაქრიანი დიაბეტის განვითარებისათვის.

როგორ გამოვასწოროთ ძილი:

საჭიროა, გამოვიმუშაოთ ძილის ჩვევები, რაც, ერთი მხრივ, უძილობას აგვაცილებს თავიდან, მეორე მხრივ კი მის მკურნალობაში დაგვეხმარება.

ძილის რეჟიმი ყოველ ჩვენგანს ინდივიდუალური აქვს. მისთვის ოპტიმალური რეჟიმი ადამიანმა თავად უნდა შეიმუშაოს და მკაცრად დაიცვას, რის შედეგადაც გაუმჯობესდება ფიზიკური შეგრძნებები და ემოციური მდგომარეობა.

რამდენიმე რჩევა ღამის სწორი ძილისთვის:

ეცადეთ ძილის განრიგი გქონდეთ და ის მაქსიმალურად არ დაარღვიოთ, უქმეებზეც კი

მინიმუმ 30 წუთი ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ძილის წინ. საჭიროა სულ ცოტა 2-3-საათიანი ინტერვალის დაცვა

კოფეინის (ყავა/ჩაი) და ნიკოტინის (თამბაქო) ორგანიზმიდან ბოლომდე გაყვანას 8 საათი სჭირდება. მოერიდეთ მსგავსი სტიმულატორების მიღებას შუადღის შემდეგ

არ მოტყუვდეთ ალკოჰოლით. ის ჩაძინებაში კი დაგეხმარებათ, მაგრამ ძილის სწორ და აუცილებელ ფაზებს ალკოჰოლი ხელს უშლის და მათ ვერ გაივლით. ამასთან, დიდი ალბათობით, შუაღამით გამოგეღვიძებათ

ძილის წინ მოერიდეთ მსუყე ან/და დიდი მოცულობის საჭმელს და სასმელს

ჩათვლემა ძალიან კარგია დილით და ადრე შუადღეზე, მაგრამ არა – 3 საათის შემდეგ

საძინებლიდან მოიცილეთ ზედმეტი გამაღიზიანებლები, რაც ხმაურს ან ზედმეტ განათებას იწვევს: ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ.

საძინებელში სასურველია ჩვეულებრივზე ცივი ტემპერატურა. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც საძინებელ ოთახში უნდა იყოს, 16-18 გრადუსია

ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელია ადამიანის დღისით, დღის სინათლეზე, მინიმუმ 30 წუთი ყოფნა

თუ დაწვებით და 20-30 წუთი არ დაგეძინათ, წამოდექით და რაიმე მშვიდი საქმიანობით დაკავდით, წაიკითხეთ, მსუბუქ მუსიკას მოუსმინეთ და შემდეგ ისევ დაწექით. არ მიაჩვიოთ ორგანიზმი საწოლში უძილობას!

თუ ძილის პრობლემები სისტემატურად გაქვთ, ან თუ გამოძინების მიუხედავად, დილით მაინც დაღლილი იღვიძებთ, შესაძლოა ძილთან დაკავშირებული რაიმე დარღვევა გქონდეთ და ექიმის კონსულტაცია იყოს საჭირო!

მედიკამენტების მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის საფუძველზე!

წყარო: ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

#datashvil    #drpkhakadze    #sheniganatleba

“ეს მეთოდი ყველაზე მეტად უწყობს ხელს ბავშვის ტვინის ზრდა-განვითარებას”

3-8 კლასების მოსწავლეთა მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, თუ რით არიან დაკავებული მათი შვილები თავისუფალ დროს – ამაზეა დამოკიდებული ტვინის უჯრედების დაყოფის სიჩქარე და, საბოლოო ჯამში, ინტელექტი – ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მონაწილეობენ სპორტულ აქტივობებში, ტვინი უფრო სწრაფად უვითარდებათ.

მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-დან, ჰოლანდიიდან და ესპანეთიდან დაადგინა, რომ ფიზიკური აქტივობა 10-დან 14 წლამდე ტვინის მოცულობის ზრდას შემეცნებასთან, ემოციებთან და სწავლასთან დაკავშირებულ სფეროებში უწყობს ხელს. ამის შესახებ JAMA Network Open-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

როგორ ჩატარდა კვლევა

კვლევა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 1088 ბავშვი იყო ჩართული. აღმოჩნდა, რომ აქტიურ ბავშვებში, რომლებსაც ეზოს თამაშები მოსწონდათ და ზოგიერთ სპორტულ სექციაში ვარჯიშობდნენ, ამიგდალა (ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურა, რომელიც დიდ როლს თამაშობს არა მხოლოდ ემოციების ფორმირებაში)უფრო მეტად გაეზარდათ, ვიდრე უფრო მშვიდი ცხოვრების წესის მქონე ბავშვებს.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil    #drpkhakadze   #sheniganatleba

„მათთვის, ვინც 60 წელს გადაცილებულია, აქვს ქრონიკული დაავადებები ან იმუნოკომპრომეტირებულია, COVID-19-ის წინააღმდეგ ხელახალი ვაქცინაცია…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ხელახალი ვაქცინაცია, შესაძლოა, საჭირო გახდეს ბოლო დოზიდან 6-12 თვის შემდეგ.

„მათთვის, ვინც 60 წელს გადაცილებულია, აქვს ქრონიკული დაავადებები ან იმუნოკომპრომეტირებულია, COVID-19-ის წინააღმდეგ ხელახალი ვაქცინაცია შესაძლოა საჭირო გახდეს ბოლო დოზიდან 6-12 თვის შემდეგ.
გაიარეთ კონსულტაცია ადგილობრივ ჯანდაცვის მუშაკთან, თუ ხართ ევროპაში ან სხვა მდიდარ ქვეყანაში. ღარიბ ქვეყნებს დარჩათ პირბადე, ლოცვა, და ასტროლოგების პროგნოზი…
ჯანმრთელობას გისურვებთ“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
For those who are older, have chronic diseases or are immunocompromised, re-vaccination against COVID-19 may be needed 6-12 months after your most recent dose. Consult your local health worker.

გიორგი ფხაკაძე ნოე სულაბერიძეს მადლობას უხდის – „დიდი მადლობა… დავინახეთ მაინც, რა დიაგნოზია…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ნოე სულაბერიძეს მადლობას უხდის.

„100% დაბოლილია, სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ… ნოე დიდი მადლობა… დავინახეთ მაინც რა დიაგნოზია…
გაფიცებთ, ამის მოსმენის შემდეგ … ერი კარგად ვერ არის…
ეს პიროვნება ქვეყანაში ყველაზე “მოთხოვნადია”. ეს ადასტურებს, რომ ქვეყანაში დაბოლების მანიაა ანუ ტკბილი ტყუილი ურჩევნიათ სიმართლეს. ერთი ლიგიკური შეკითხვა, რასაც ეს პიროვნება აცხადებს: “ფულს იშოვით”, “გამდიდრდებით”, ამას და იმას თუ გააკეთებთ. ყოველივე ამის “მცოდნე”, წესით, ივანიშვილზე მდიდარი უნდა იყოს და პარიზში ჩემს გვერდით კარგი ბინა უნდა ჰქონდეს… არც ერთი აქვს და არც მეორე… ასტროლოგია არ არის მეცნიერება, ეს არის ცრუ მეცნიერება!“ – – ამბობს გიორგი ფხაკაძე
„სამყაროში არსებობს სიცოცხლის სხვა ფორმები
გვიყურებენ, გვაკონტროლებენ და გვაკვირდებიან, რომ დედამიწა არ გავანადგუროთ
მიხეილ ცაგარელი – კონტაქტი უცხოპლანეტელებთან“ .
სრული გადაცემა 

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ყავის დალევა

თუ ყავას სვამთ, ბუნებრივია, რომ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ინტერესი ამ სასმელის მიმართ.

ამერიკის პედიატრიის აკადემიამ თქვა, რომ ბავშვებმა თავი უნდა აარიდონ კოფეინს 12 წლის ასაკამდე და 12-დან 18 წლამდე ასაკში, მათ შეიძლება მიიღონ დღეში მაქსიმუმ 100 მგ კოფეინი.

რატომ არის ადრეულ ასაკში ყავის მიღება პრობლემა?

ყველა ის ეფექტი, რომელიც შეიძლება მოზარდებმა იგრძნონ კოფეინის მოხმარების დროს, შეიძლება იგრძნონ ბავშვებმაც, მათ შორის შფოთვა და არტერიული წნევის გაზრდა.

რადგან ბავშვები უფრო პატარები არიან, გავლენის მოსახდენადსტიმულატორს გაცილებით ნაკლები რაოდენობაა საჭირო. კერძოდ, ყავას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვების ძილზე. კოფეინს შეუძლია გაართულოს ბავშვის ძილი და რადგან ძილი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, არ არის რეკომენდირებული მათთვის კოფეინის მიცემა.

თუმცა, დადგენილი არ არის ზუსტი გავლენა, რომელსაც კოფეინი შეიძლება ახდენდეს ბავშვზე. მაგრამ, ვინაიდან, ისინი სწრაფად იზრდებიან და ვითარდებიან, ექსპერტები იკვლევენ შეიძლება თუ არა ამ სტიმულატორს ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ტვინის ჯანმრთელობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მონაცემი ვარაუდობს, რომ ყავის დალევისას ბავშვები შეიძლება უფრო ფხიზლად გრძნობდნენ თავს, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები ასევე შეიძლება გახდნენ დამოკიდებული ამ სტიმულატორზე, რაც არ არის კარგი.

იმის ნაცვლად, რომ დალიონ კოფეინირებული სასმელები, ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ სხვა მათთვის უფრო ჯანსაღი სასმელები, რათა თავიდან აიცილონ ეს სტიმულატორი. სავსებით შესაძლებელია, ადამიანებმა თავი მოდუნებულად იგრძნონ დეჰიდრატაციის გამო და არა კოფეინის ნაკლებობის გამო. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში კი რეკომენდირებულია დარწმუნდეთ, რომ ისინი იღებენ ისეთ ყავას, რომელიც შეიცავს მაქსიმუმ 100 მგ კოფეინს.

#datashvil    #drpkhakadze    #sheniekimi.ge   #sheniganatleba

ჩვენი გალაქტიკის კიდეზე სიცოცხლისთვის გადამწყვეტად საჭირო ელემენტი აღმოაჩინეს

ორგანული მასალებისგან სიცოცხლის აღმოცენება რთული საქმეა. საჭიროა მთელი რიგი ინგრედიენტები, ყველა ერთად, შესაფერის გარემო პირობებში.

„საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან“

„საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან.

„საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებული ძალისხმევით საქართველომ მიაღწია იმას, რომ თავიდან აიცილა შიდსის მასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით ჩვენი ბევრი მეზობელი ქვეყნისგან. 2025 და 2023 წლისთვის მიზანია, ყველა აივ ინფიცირებულის 95% გამოვავლინოთ. ყველა გამოვლენილის 95% უნდა დავითანხმოთ მკურნალობაზე და ყველა ნამკურნალევის 95%-ში უნდა მივაღწიოთ ვირუსის განულებას.

ჩვენთან ყველა აივ ინფიცირებულის 83% გამოვლენილია, იცის, რომ აქვს აივ ინფექცია და ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. ამ 83%-დან 86% დათანხმდა მკურნალობას და მკურნალობს ყველა წესის დაცვით და იმათგან, ვინც მკურნალობს, 92% განკურნებული მთლიანად არ არის, მაგრამ ვირუსი განულებულია და ის, პრაქტიკულად, ჯანმრთელია. საქართველო შიდსთან ბრძოლის კუთხით უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

„მოგეხსენებათ, შიდსი, მიუხედავად იმისა, რომ მის მართვაში სერიოზული წარმატებებია მიღწეული და მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა ახალი ინფექციები, რომელმაც დროებით მეტი ყურადღება მიიპყრო, ვგულისხმობ კოვიდს, მაინც რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მსოფლიო მედიცინისთვის, რამეთუ ის ჯერჯერობით არ არის განკურნებადი, თუმცა ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული და ის სასიკვდილო დაავადებიდან ქრონიკულ, მართვად დაავადებად გადაიქცა. თუ შიდსით დაავადებულს სწორად მართავთ და თვითონ პაციენტიც თავის თავს უვლის, რეალურად, ის მთელი სიცოცხლე ისე იცხოვრებს, როგორც ჯანმრთელი ადამიანი. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ იქნება. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეს მიღწეულია და საბედნიეროდ, საქართველო ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, საქართველო უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის. ჩვენთან აივ ინფიცირებული პაციენტები აბსოლუტურად არ არიან შეზღუდული, ისინი ინტეგრირებული არიან სრულფასოვან ცხოვრებაში, მსახურობენ, ქორწინდებიან, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ“, – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

#datashvil   #drpkhakadze   #sheniekimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights