შაბათი, მაისი 9, 2026

„კატეგორიულად იკრძალება ღამით დატკბილული სითხეების გამოყენება. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ წყალი“

გადაცემა „იმედის დილა“

ჯანმრთელი კბილები და სწორი ჰიგიენის დაცვა

საუბრობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი:

„არსებობს ბევრი მითი, მაგალითად, ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი. ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებები პირდაპირ აისახება პირის ღრუზე, ხელს უწყობს ნადების გაჩენას და ანთებითი პროცესის განვითარებას. შეიძლება, ამან ნაყოფის განვითარებასაც შეუქმნას საფრთხე“.

მისი თქმით, პირველ კბილსაც კი, რომელიც ამოიჭრება, მოვლა უნდა.

„პირველ კბილსაც კი, რომელიც ამოიჭრება, მოვლა უნდა. კატეგორიულად იკრძალება ღამით დატკბილული სითხეების გამოყენება. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ წყალი. ნახშირწყლები და მჟავეები არის იდეალური საშუალება, რომ პირის ღრუში განვითარდეს კარიესი.

კბილს აქვს 5 ზედაპირი, უნდა მოხდეს ყველა ზედაპირის გაწმენდა. ჩვეულებრივი ჯაგრისით მხოლოდ ის ზედაპირები იწმინდება, რომლებიც ჩანს. კბილთაშორისი სივრცე რჩება ისე. კბილთაშორის ზედაპირებზე შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს ნადები. არსებობს კბილთაშორისი სპეციალური ჯაგრისები, რომლებიც სპეციალურად უნდა შეირჩეს,“ – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მსოფლიოში პირველი CRISPR–Cas9 გენის რედაქტირების თერაპია ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების და ტრანსფუზიაზე დამოკიდებული β-თალასემიის სამკურნალოდ

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა მსოფლიოში პირველი CRISPR–Cas9 გენის რედაქტირების თერაპია ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების და ტრანსფუზიაზე დამოკიდებული β-თალასემიის სამკურნალოდ.
Casgevy (exagamglogene autotemcel) არის Vertex Pharmaceuticals-ისა და CRISPR Therapeutics-ის მიერ შვეიცარიაში შექმნილი ამ ტიპის პირველი თერაპიული მეთოდი.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, FDA -ს გადაწყვეტილი აქვს CRISPR ტექნოლოგიის კლინიკური გამოყენების დამტკიცება 8 დეკემბერს ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადებისთვის და 2024 წლის 30 მარტს β-თალასემიისთვის.
დღეს გენური ინჟინერია უკვე უამრავ სფეროში გამოიყენება, იქნება ეს ფარმაკოლოგია, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა თუ სხვა. კვლევებში, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს, გენური ინჟინერიის სხვადასხვა მეთოდის საშუალებით, ეფექტურად ხდება სხვადასხვა დაავადებების განკურნება და ადამიანის დაბერების შეჩერება.
უშუალოდ CRISPR ტექნოლოგიის გამოყენებით მეცნიერებს ნებისმიერი ტიპის გენეტიკური მასალის უსწრაფესად დაკორექტირება, გენის ინაქტივაცია, შეკეთება ან ჩანაცვლება შეუძლიათ. ამ ტექნოლოგიას უამრავი დაავადების არამარტო მკურნალობა, არამედ ამ დაავადებების ადამიანის გენომიდან საერთოდ მოცილებაც კი შეუძლია.
იმ დაავადებების მოკლე ჩამონათვალი, რომლის დროსაც CRISPR ტექნოლოგიის გამოყენება ძალიან ეფექტურადაა შესაძლებილი, არის: ჰემოფილია, ბეტა-თალასემია, კისტოზური ფიბროზი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, ჰანტინგტონის დაავადება, კუნთოვანი დისტროფია, ავთვისებიანი სიმსივნე, თვალის გენეტიკური დაავადებები(პიგმენტური რეტინიტი და ლებერის თანდაყოლილი ამავროზი), პარკინსონის დაავადება და სხვა.
მიუხედავად იმის, რომ ძალიან იმედისმომცემ და უზარმაზარი პოტენციალის მქონდ თერაპიაზე ვსაუბრობთ, ამ მეთოდის კლინიკურ პირობებში გამოყენების უფლება ეთიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბევრ კითხვას აჩენს. CRISPR გენის რედაქტირების ტექნოლოგიის კლინიკური გამოყენების ავტორიზაცია სამედიცინო ეთიკის სფეროში ახალი ერის დაწყებას უკავშირდება, იმის გათვალისწინებით, რომ არ შეიძლება ასეთი მძლავრი ტექნოლოგიის პოტენციურად ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის იგნორირება.

კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.

ოპერაციებზე გამოიყენება ისეთი ინოვაციური მიდგომები და ტექნიკა, როგორიცაა მინიმალური ინვაზიური ქირურგია და ინტრაოპერაციული ტომოგრაფია

„ინოვას” ნეიროქირურგიულ განყოფილებაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ქირურგიული ჩარევები ტარდება თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სხვადასხვა პათოლოგიებზე
ოპერაციებზე გამოიყენება ისეთი ინოვაციური მიდგომები და ტექნიკა, როგორიცაა მინიმალური ინვაზიური ქირურგია და ინტრაოპერაციული ტომოგრაფია.

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

რეპროდუქციული ჯანრმთელობის და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ინოვა ინვიტრო გაიხსნა 2016 წელს.

ინოვა ინვიტროს პრიორიტეტული სფეროა ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ყველა პათოლოგიის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მართვა- მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით.

კლინიკის სპეციალისტები გვთავაზობენ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს და ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას.

ექიმები არიან სერთიფიცირებული რეპროდუქტოლოგიასა და მეან-გინეკოლოგიაში და აქვთ ინვიტრო განაყოფიერების სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.

კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია:

  • ინვიტრო განაყოფიერება

  • ინსემინაცია

  • დონაცია-სუროგაციის პროგრამები

  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია

  • ნეიროენდოკრინოლოგია

  • კონსერვატიული გინეკოლოგია

  • თვითნებითი აბორტების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობა

  • კონტრაცეპცია

ინოვა ინვიტროს ექიმების წარმატება გუნდის გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რომელიც მკურნალობას ახორციელებს თანამედროვე ექსპერტული ცოდნის და ინოვაციების შესაბამისად. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტექნოლოგიებით. მკურნალობის დაწყებისას გჭირდებათ იმის გარანტია, რომ თქვენ ირჩევთ წარმატებულ პროგრამას. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების შეფასება დამოკიდებულია ინდივიდუალურ ფაქტორებზე. თქვენი რეპროდუქტოლოგი დაგეხმარებათ შეაფასოთ წარმატების შანსები თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

დაფიქსირებული სხვა გალაქტიკაში ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტური დისკო — პირველად ისტორიაში

შორეულ გალაქტიკაში, ასტრონომებმა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მტვრისა და გაზის ნიშნები დააფიქსირეს.

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება თუ არა კბილის პასტის ხარისხის და უსაფრთხოების დადგენა…

გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს კბილის პასტა ბავშვების გონებრივი ჩამორჩენის მიზეზი და შეიძლება თუ არა კბილის პასტის ხარისხის და უსაფრთხოების დადგენა ტუჩზე დატანილი ფერების მიხედვით?

„ზოგიერთ კბილის პასტაში შედის ფტორი, შესაძლოა, მისმა გადაჭარბებულმა რაოდენობამ ბავშვებში გონებრივი ჩამორჩენა გამოიწვიოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი მუცლად ყოფნის დროს იღებს დედის მეშვეობით“ – განაცხადა ჰარვარდის მეცნიერმა ფილიპ გრანდჟანმა.

მისი თქმით, ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში.

„დიდი ხნის განმავლობაში ვეჭვობდით, რომ ფტორი შეიძლებოდა დამაზიანებელი ყოფილიყო ორგანიზმისთვის. უახლეს კვლევებში შევაჯამეთ ორსულებისა და ბავშვების მონაცემები. დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც ადრეული განვითარების ეტაპზე, ანუ მუცლად ყოფნის დროს დედისგან ბევრ ფტორს იღებდნენ, შემდგომში შეფერხება აქვთ ტვინის ფუნქციებში, კერძოდ IQ – ში. ფტორს ძირითადად სასმელი წყლიდან ვიღებთ, თუმცა როცა ამას ემატება კბილის პასტიდან მიღებული ფტორი, უკვე სარისკოა.

ფტორი კარიესის განვითარებას უშლის ხელს, ის აუცილებელია კბილებისთვის, თუმცა, ძალიან ცოტა რაოდენობით და მხოლოდ კბილების ზედაპირზე, – არა ორგანიზმში. ჩვენი რეკომენდაციაა, ჯაგრისზე დაიტანოთ ძალიან ცოტა კბილის პასტა, დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომის და გახეხვის შემდეგ სრულად გამოირეცხოთ პირის ღრუდან. ბავშვები კბილის ხეხვის დროს ყლაპავენ კბილის პასტას. კვლევებით დადგინდა, რომ ასეთი ბავშვების ორგანიზმში ფტორის გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელიც შემდგომში ცირკულაციის შედეგად ხვდება ტვინში და იწვევს მის დაზიანებას“ –  დასძინა ფილიპ გრანდჟანმა.

ქირურგმა, პარადონტოლოგმა თეა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ფერად ზოლებს სულ სხვა დანიშნულება აქვს, საერთოდ არ აქვს კავშირი კბილის პასტის შემადგენლობასთან.

„ეს ნიშნულები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ქარხანაში გაიზომოს თუ რა სიგრძის ტუბი უნდა მოჭრას და შესაბამისად, ის აპარატი, რომელიც ამას აკეთებს ამ ნიშნულით ხვდება რა სიგრძეზე უნდა მოჭრას. პაციენტებს ყოველთვის ვთხოვ, ამის მიხედვით არასდროს შეარჩიონ კბილის პასტა.

პაციენტს თუ აქვს ღრძილის ანთების მიმართ მიდრეკილება, მისთვის განკუთვნილ კბილის პასტაში უნდა შედიოდეს ან ქლორჰექსიდინი ან ეთერზეთები. ვისაც კარიესის მიმართ აქვს მიდრეკილება, მათ უნდა ჰქონდეთ ფტორირებული კბილის პასტა“ – აღნიშნა თეა ნაცვლიშვილმა.

ზოგიერთი კბილის პასტის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ტრიკლოზანი, რომელიც პირის ღრუში ბაქტერიებს ანადგურებს და ეფექტურია, როგორც კარიესის, ასევე, ინფექციებისგან თავის დასაცავად. ამ დადებითი თვისებების მიუხედავად, მეცნიერების ნაწილს ტრიკლოზანის მიმართ საეჭვო დამოკიდებულება აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბაქტერიების რეზისტენტობა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მიხედვით დადგინდა ტრიკლოზალის უარყოფითი გავლენა ფარისებრ ჯირკვალზე, თუმცა, აღნიშნული კვლევები არ ჩატარებულა ადამიანზე, შესაბამისად, მეცნიერებს გადაჭრით უჭირთ იმის თქმა, რომ ეს ნივთიერება უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ტრიკლოზანიანი კბილის პასტები გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, აუცილებლობის შემთხვევაში. კბილის პასტა, რომელიც წყალში ძალიან ქაფდება – ასეთი კბილის პასტის გამოყენებისგან თავი უნდა შევიკავოთ – აღნიშნეს გადაცემაში .

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, მისგან გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით განიხილა.

კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად არსს წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ კანონით დამკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი – დამოუკიდებელი მეანი-ექთნის საქმიანობა და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები („მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი).

აღნიშნული კანონპროექტის მიზანი ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს კანონით შექმნა და მათი საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

კანონპროექტები სხდომაზე მუხლობრივად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

მისი ინფორმაციით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე ყველა პირს მიეცემა უფლება, მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მოიპოვოს ექთნის წოდება, თუკი დაუდასტურდება სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები და ექნება 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟი.

მომხსენებლის განცხადებით, კანონის სრულად ამოქმედებისათვის კანონპროექტით გაწერილი ვადები ოპტიმალურია და იმედოვნებენ, რომ პროცესები არ შეფერხდება და ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაცია განსაზღვრულ ვადებში დაიწყება.

ექთნებისა და მეანი-ექთნების რეგისტრაციისა და სერტიფიცირებისათვის ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი შეიქმნება. სწორედ ამ რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. ხოლო საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის და მეანი -ექთნის წოდების მოპოვებისთვის სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2030 წლის 1 იანვრიდან ექნებათ.

ცვლილებები შედის ასევე უმაღლესი განათლების და საექიმო საქმიანობის შესახებ კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც კომიტეტმა ასევე მუხლობრივად განიხილა.

კომიტეტმა დღესვე, საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ასევე თამარ გაბუნიამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ცვლილებები არ შესულა.

კანონში შესატანი ცვლილების შედეგად, ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა. შესაბამისად, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას (I სია) დაემატება 4 ახალი ნივთიერება, ხოლო IV სიის (პრეკურსორები) №1 ცხრილს – 2 ახალი ნივთიერება, რაც 2022 წლის ბოლოს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების თანდართულ სიებში შეტანილმა ცვლილებებმა განაპირობა.

კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

კომპლექსები ბავშვებში – რა გზებით შეგვიძლია მათი დახმარება

ფსიქოლოგების აზრით, კომპლექსების უმეტესობა ბავშვობიდან იღებს სათავეს, წლების განმავლობაში გროვდება და ყალიბდება. ეს ძირითადად ბავშვის აღზრდაში დაშვებული შეცდომების შედეგად არის გამოწვეული.

ე.წ. ლუზერის კომპლექსი – ეს იმ ბავშვებს ეხება, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ ან ეზოში თანატოლებთან არ აქვთ კონტაქტი. ასეთი ბავშვები ზედმეტად მზრუნველი მშობლების შვილები არიან. ისინი შიშობენ, რომ მათი პასუხები, შესაძლოა, მცდარი იყოს და უმეტესად ჩუმად არიან.

ნიშნების ​კომპლექსი – დაწყებით კლასებში მასწავლებელი მოსწავლეზე უდიდეს გავლენას ახდენს, ნიშნებსაც შეუძლიათ, მოახდინონ გავლენა მოსწავლის პიროვნულ შეფასებაზე მეგობრების მხრივ, რაც საბოლოოდ დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს მას.

არასრულფასოვნების კომპლექსი – როდესაც პატარა დიდხანს არის მიჯაჭვული უფროსს. ერთი მხრივ, ბადებს არასრულფასოვნების განცდას, მეორე მხრივ უბიძგებს ბრძოლისკენ, – თვითონვე წარმოშობს ამ განცდის დაძლევის ტენდენციას – მოიპოვოს უპირატესობა უფროსებზე.

კომპლექსები გარეგნობის გამო –  კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვები 8 წლის ასაკში უკვე აფასებენ საკუთარ სხეულს და სამოსს.

მშობლები, ბავშვს ეუბნებიან, რომ „სხვა კარგია“ ის კი „ცუდი“. ვინც შვილს სხვებს ადარებს, ხაზს უსვამს სხვების უნარიანობას, წარმატებებს და საკუთარი ბავშვის უუნარობას, რითაც უსჯიან ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსს რომლის დაძლევაც არც ისე ადვილია.

5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით რთულად აღიქმება მშობლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: „საშინელი ბავშვი ხარ“. პატარა ბავშვი მშობლის ყველა უარყოფით ინტონაციას რთულად აღიქვამს, რაც ღრმად ილექება მის ცნობიერებაში და უჩნდება დანაშაულის კომპლექსი.

თავი შეიკავეთ ბავშვის უნარებზე საუბრისგან, როცა მას რაღაც არ გამოსდის. უთხარით, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო სრულყოფილი/კარგი არ არის“.

ბავშვთა ფსიქოლოგი ქეთი ჩიქოვანი: „ძირითადი კომპლექსები ყალიბდება სკოლამდელ ასაკში და სკოლის პერიოდში ხდება კარგად შესამჩნევი. შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს, როგორც მშობლის განებივრებისგან, ისე ზედმეტი შენიშვნებით, ან სხვებზე შედარებით. სხვადასხვა ტიპის კომპლექსი ბავშვზე სხვადასხვაგვარად აისახება.

ბავშვებს ძირითადად ახასიათებთ არასრულფასოვნების კომპლექსი. მოსწავლე შეიძლება იყოს პასიური, ან პირიქით აქტიური. ამ დროს პედაგოგმა უნდა მოახერხოს მისი პროცესში ჩართვა. ასევე ზედმეტად აქტიური, აჟიტირებული მოსწავლე, მაქსიმალური სიმშვიდით ჩააბას სამუშაო პროცესში.

მასწავლებელს შეუძლია უბიძგოს მოსწავლეს წარმატებისაკენ, ნიჭის მარცვალი იპოვოს და გააღვიძებინოს. მთავარია გახსნილობა და ნდობა პედაგოგსა და მოსწავლეს შორის, რომ იყოს ინტერესი სწავლისადმი და საგნისადმი. მე პრაქტიკული ფსიქოლოგიით ვარ დაკავებული და ბავშვებს ვაჩვევ პოზიტიურ ხედვას. როგორ შეიძლება, ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან აცილება და პოზიტიურად, ყველასათვის სასიამოვნოდ დასრულება.

განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევებს და თითოეულ არასასიამივნო სიტუაციას ვიღებთ მადლიერებით, როგორც გაკვეთილს. ჩვენმა მოსწავლეებმა უკვე იციან, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სამყაროს მოდელი, აქედან გამომდინარე უადვილდებათ ახალ მეგობართან ურთიერთობა.

მთავარია ბავშვმა იგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, სკოლაში თუ სახლში. სიყვარულს და გულწრფელობას ყველაზე კარგად გრძნობენ. ამიტომ ნუ დავინანებთ ყურადღებას, რადგან რაც მეტ სიყვარულს და პოზიტიურ ემოციას გავცემთ მით მეტ სასიკეთო და სასიამოვნო შედეგს მივიღებთ“.

ყურადღებით მოეკიდეთ ბავშვებს, დაუთმეთ დრო მათთან ურთიერთობას; თავი შეიკავეთ ფრაზებისგან: „არ შეგიძლია,“ „უუნარო ხარ,“ „მაინც არ გამოგივა“ და სხვა. აღნიშნული აისახება ბავშვის ფსიქოსოციალურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს თვითშეფასების დადაბლებას, შესაძლოა,  კომპლექსების სახით იჩინოს თავი; აღნიშნეთ ბავშვის მიერ თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი; არ შეაქოთ ან შეაფასოთ ბავშვი გადამეტებულად. ნებისმიერი შეფასება, შექება თუ წახალისება, ეცადეთ იყოს მისი „გაკეთებული საქმის“ შესაფერისი; არ შეადაროთ ბავშვი სხვას. დააფასეთ ბავშვი, როგორც ინდივიდუალური არსება. მისი ნებისმიერი უნარი, შესაძლებლობა თუ მოცემულობა განიხილეთ მისსავე თავთან მიმართებაში: რა შეეძლო გუშინ და რა შუძლია დღეს, რას ვერ აკეთებდა გუშინ და რას აკეთებს დღეს და სხვა.

#datashvil    #drpkhakadze   #sheniganatleba

კვლევა – ალკოჰოლის დასაშვები დღიური დოზა

გერმანელმა მეცნიერებმა ალკოჰოლის დასაშვები დღიური დოზა დაასახელეს. ინფორმაციას გამოცემა Focus-ი ავრცელებს.

კვლევით დადგინდა, რომ ქალებისთვის დღეში 12 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღება არის დასაშვები, რაც 0,3 ლიტრი ლუდის ან 0,125 ლიტრი ღვინის ექვივალენტია. მამაკაცების დღიურ დოზად 24 გრამი სუფთა ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები,რაც 0,6 ლიტრი ლუდის ან 0,25 ლიტრი ღვინის ექვივალენტს წარმოადგენს.

მეცნიერების განმარტებით, სჯობს, ჯანმრთელობისთვის ალკოჰოლზე საერთოდ უარის თქმა. ალკოჰოლი ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მკვებავი ელემენტების ათვისებას უშლის ხელს, იწვევს ბევრ მძიმე დაავადებას, ზრდის კიბოთი დაავადების რისკს.

#datashvil    #drpkhakadze   #sheniganatleba

 

ენდომეტრიუმის პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში

ენდომეტრიუმის პოლიპი
ენდომეტრიუმის პოლიპი – ენდომეტრიუმის უჯრედების უწესრიგო გამრავლების შედეგად განვითარებული წარმონაქმნია. მას გააჩნია თავისი მკვებავი სისხლძარღვი.
პოლიპი შეიძლება იყოს საშვილოსნოს ტანის (საშვილოსნოს ღრუში) ან საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალურ არხში);
ენდომეტრიუმის პოლიპი ვაგინალური პათოლოგიური სისხლდენის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია როგორც რეპროდუქციულ ასაკში, ასევე, მენოპაუზაში. ენდომეტრიუმის პოლიპი/პოლიპები გხვდება პათოლოგიური სისხლდენების 50%, ხოლო უნაყოფობის დროს 35% შემთხვევებში.
აგებულების მიხედვით პოლიპები შეიძლება იყოს: ჯირკვლოვანი, ჯირკვლოვან-ფიბროზული, ფიბროზული, ადენომატოზური.
ენდომეტრიუმის პოლიპის ზომა შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე და შეიძლება გაიზარდოს საშვილოსნოს ღრუს ნებისმიერ ადგილას.
ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. საშვილოსნოს პოლიპები გრძნობიარეა ჰორმონებისადმი და იზრდება სისხლში მოცირკულირე ესტროგენების ზეგავლენით.
ენდომეტრიუმს, სადაც ვითარდება პოლიპი, ახასიათებს ჰორმონული რეცეპტორული აპარატის შემდეგი თავისებურება: ჭარბობს ესტროგენის რეცეპტორები და ნაკლებია პროგესტერონის რეცეპტორების რაოდენობა. ესტროგენი იწვევს ენდომეტრიუმის უჯრედების სწრაფ გამრავლებას.
საშვილოსნოს პოლიპების განვითარების რისკ-ფაქტორები:
• ასაკი;
• მაღალი არტერიული წნევა;
• ჭარბი წონა;
• გარკვეული მედიკამენტი (ტამოქსიფენი);
• ენდომეტრიუმის ქრონიკული ანთებითი პროცესი;
საშვილოსნოს ტანისა და საშვილოსნოს ყელის პოლიპების სიმპტომები:
• ხშირი, არარეგულარული, სხვადასხვა ხანგრძლივობის და ინტენსივობის მენსტრუალური სისხლდენა;
• სისხლიანი გამონადენი/სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა მენსტრუაციებს შორის პერიოდში;
• ჭარბი მენსტრუაცია;
• სისხლდენა მენოპაუზაში;
• უნაყოფობა;
პოლიპები მეტწილად კეთილთვისებიანია. პოლიპების ავთვისებიანი ტრანსფორმაცია ხდება 1%-ში. ალბათობა მატულობს რისკ-ფაქტორების არსებობისა და პოლიპის 15 მმ-ზე მეტი ზომის შემთხვევაში.
ენდომეტრიუმის პოლიპის დიაგნოსტიკა ხდება ტრანსვაგინალური ექოსკოპიით. პოლიპი ვიზუალიზდება სწორი კონტურების მქონე ჰიპერექოგენური წარმონაქმნის სახით. საშვილოსნოს პოლიპის გამორიცხვის მიზნით ყველაზე ინფორმაციულია ექოსკოპიის გაკეთება მენსტრუალური ციკლის პროლიფერაციულ ფაზასი, კერძოდ, მენსტრუალური ციკლის მე-10 დღეს.
მედიკამენტოზური მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია ჩამოყალიბებული პოლიპების შემთხვევაში. ოქროს სტანდარტად სამკურნალოდ მოწოდებულია ჰისტეროსკოპია და პოლიპექტომია (პოლიპის ამოკვეთა). ჰისტეროსკოპიური პოლიპექტომიის შემდეგ იზრდება დაორსულების შანსიც. ჰისტეროსკოპიის შემდეგ რეციდივის ასაცილებლად აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში, საპროფილაქტიკო მკურნალობის ჩატარება.

გიორგი ფხაკაძემ ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის წაიკითხა ღია ლექცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2016 წლის 5 დეკემბერს ასწუ მედიცინის ფაკულტეტის მოწვევით ქუთაისს ეწვია და სპეციალურად, აწსუ-ს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის წაიკითხა ღია ლექცია საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ლექცია დასრულდა ცოცხალი დისკუსიით, სტუმარმა უპასუხა უამრავ შეკითხვას და სტუდენტებს დაუტოვა მესიჯი: Read a lot and Check your knowledge!…

გიორგი ფხაკაძე (MD,MPH, PHD) – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების კომიტეტის (IAP) წევრი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი,
საქართველოს ინფექციის კონტროლისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ეროვნული საკოორდინაციო საბჭოს წევრი, სამედიცინო უნივერსიტეტის „აიეტი“ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის სკოლის ხელმძღვანელი – მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით რიგ რეგიონებში (სამხრეთ აზია, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ ევროპა), უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ადამიანის უფლებათა და სტატისტიკის გამორჩულ ექსპერტთა ჯგუფს დიდი ბრიტანეთიდან, პაკისტანიდან, ბრაზილიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან,ინდოეთიდან, შრილანკიდან.
გიორგი ფხაკაძეს ჩატარებული აქვს ექსპერტიზა გაეროს რამდენიმე სააგენტოს, გლობალური ფონდის (GFATM), ევროკავშირის, საერთაშორისო კერძო საკონსულტაციო კომპანიების, რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოებისათვის საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა და პოლისების შემუშავებისა და იმპლემენტაციისათვის.
გიორგი ფხაკაძე უპირობოდ დასახელდა აწსუ მედიცინის ფაკულტეტის „წლის სტუმრად“, რომელსაც კვლავ დიდი ინტერესით ელიან მომავალშიც….
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights