ორშაბათი, მაისი 11, 2026

მეცნიერები გვაფრთხილებენ – შესაძლოა, ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი, „ფაქტორი X“ გაცოცხლდეს…

მრავალი სასიკვდილო დაავადება გავრცელდება, ათწლეულების, საუკუნეების და თუნდაც ათასწლეულების მიძინების შემდეგ.

მეცნიერები გვაფრთხილებენ მომაკვდინებელი Factor X ვირუსი შეიძლება იმალებოდეს დედამიწის მუდმივ ყინვაში და შესაძლოა, გაცოცხლდეს.

შესაძლოა, კლიმატის ცვლილებამ გამოიწვიოს  მრავალი მომაკვდინებელი დაავადება, რომლებიც ასობით ათასი წლის განმავლობაში მიძინებული იყო.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გადაშენებული დაავადებების გავრცელება, როგორიცაა ჩუტყვავილა ან პათოგენები. X ფაქტორის შესახება არ ვიცით ბევრი რამ“, – განუცხადა Newsweek-ს შვედეთის უმეას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების პროფესორმა ბირგიტა ევენგარდმა.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ექვსი გაყინული პათოგენი, რომლებიც კაცობრიობას დიდ საფრთხეს უქმნის.

გასულ წელს ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ გააცოცხლეს ციმბირის მუდმივ ყინვაში აღმოჩენილი 48 500 წლის ვირუსი. მათგან ყველაზე ახალგაზრდა გაყინული იყო 27 000 წლის განმავლობაში, ყველაზე ძველი, Pandoravirus Yedoma, გაყინული იყო 48 500 წლის განმავლობაში.

„თუ ამება ვირუსებს შეუძლიათ ამდენ ხანს იცხოვრონ მუდმივ ყინვაში, ეს მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ ცხოველთა/ადამიანთა ინფიცირებული ვირუსები შეიძლება დარჩეს ინფექციურ მდგომარეობაში იმავე მდგომარეობაში“, – თქვა ჟან-მიშელ კლავერიემ, საფრანგეთის აიქს-მარსელის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას. Newsweek. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ დნმ [ცხოველთა/ადამიანთა ინფიცირებული ვირუსების] აღმოჩენილია მუდმივ ყინვაში.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მეცნიერები გვაფრთხილებენ – ატმოსფეროში ამდენი ნახშირორჟანგი ბოლოს 14 მილიონი წლის წინ იყო

ნახშირორჟანგის ის რაოდენობა, რაც დღეს, ადამიანის საქმიანობის შედეგად არის ატმოსფეროში, ბოლოს 14 მილიონი წლის წინ იყო. ამის შესახებ ახალი, მასშტაბური კვლევა იუწყება.

„ყველას გვენატრება – დედაჩემის, ტატიანა ფხაკაძე- გალტსის დაბადების დღეა…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს, დედაჩემის, ტატიანა ფხაკაძე-გალტსის დაბადების დღეა…
ყველას გვენატრება…
Happy birthday to my mother Tatiana Pkhakadze-Galtz
We all miss you…“

ეპილეფსია – ყველაზე ხშირი ნევროლოგიური დაავადება ბავშვებში!

ეპილეფსია ბავშვებში; სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა; რა არის ეპილეფსიური გულყრა? რა შემთხვევაში ისმება ეპილეფსიური სინდრომის დიაგნოზი? როგორ განვასხვავოთ ეპილეფსიური და არაეპილეფსიური შეტევები, განკურნებადია თუ არა ეპილეფსია?

საუბრობს ​ბავშვთა ნევროლოგი, გვანცა არველაძე:

„ეპილეფსიის ერთი ძალიან საინტერესო ფორმაა, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს არის აბსანს ეპილეფსია. ეს არის წამიერად, 5-10 წამის განმავლობაში ბავშვის გათიშვა. მშობელი ამბობს, თითქოს მასთან არ არის ბავშვი, თითქოს მთვარეზეა. გარინდება, გაყინვა ხდება 5-10 წამის განმავლობაში, არის გაშეშება. შესაძლოა, ატიპიური აბსანსის შემთხვევაში ახლდეს ქუთუთოების ხამხამი.

შეიძლება, დღეში 5-10 და მეტიც გვქონდეს. წამიერი გათიშვა არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ცნობიერებას კარგავს. ეს ფაქტობრივად გულყრაა. შეიძლება, დღეში იყოს 20-50 და მეტი, თითოეული ეს გულყრა იწვევს ტვინის დაზიანებას და განვითარების შეფერხებას, განსაკუთრებით ბავშვის ჩამოყალიბების ასაკში. როდესაც  რაოდენობა იმატებს, ეს თვალსაჩინოა. მშობელმა ექიმს უნდა მიმართოს, ექიმი დანიშნავს შესაბამისი მკურნალობას“.

წყარო: რადიო „იმედი“

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ინფექციური დაავადებების პრევენცია, მათი დადგენა და მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ელჩს და ამერიკის მთავრობას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, რობინ დანიგანს, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე – განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ისაუბრეს ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენციაზე, მათ დადგენასა და მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. მინისტრმა, დიპლომატს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსების შესახებაც.
ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს, 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს.
შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებსა და შრომის პირობების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობაზეც იმსჯელეს.
ზურაბ აზარაშვილმა სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს გაუსვა ხაზი, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბების შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება სამუშაო ადგილებზე საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.
მინისტრმა დიპლომატს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული სამუშაოები გააცნო. მისი განცხადებით 2025 წლის ბოლომდე სახელმწიფო, საცხოვრებელ ფართს 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორი თუშარ საინი და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორის მოადგილე ბეთანი ანდერსონი.

მეცნიერებმა კანის უჯრედები გადააპროგრამეს და კიბოსთან საბრძოლველად გამოიყენეს

T ლიმფოციტები არის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმში უცხო უჯრედებს ებრძვიან. მათ გარეშე ადამიანები დაავადებების მიმართ ძალიან მოწყვლადნი ვართ. საეჭვო უჯრედების ძებნისა და თავდასხმისას T ლიმფოციტები თავის მხრივ დამოკიდებულია იმუნური სისტემის „დარაჯ“ უჯრედებსა და დენდრიტულ უჯრედებზე.

ულტრა პროცესირებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ, ანუ შემეცნების ფუნქციას! 

ულტრა პროცესირებული საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება ბევრ სხვა უარყოფით ეფექტთან ერთად, მნიშვნელოვნად აქვეითებს კოგნიტურ, ანუ შემეცნების ფუნქციას!  იმის გარდა, რომ გამოვრიცხოთ ულტრა პროცესირებული საკვები, ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ზოგიერთი კონკრეტული საკვები ჩვენს დიეტაში იმისათვის, რომ გავიუმჯობესოთ კოგნიტური ჯანმრთელობა.
კვლევების მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ფლავონოლების (ანტიოქსიდანტის ერთგვარი ტიპი) ყველაზე მაღალი შემცველობა აქვთ, უფიქსირდებათ კოგნიტური დაქვეითების საკმაოდ ნელი ტემპი.
ერთი კონკრეტული კვლევა აღწერს ფლავონოლის ოთხ კომპონენტს: კემპფეროლი, კვერცეტინი, მირიცეტინი და იზორჰამნეტინი, რომლებიც გვხვდება საკვებში, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. ისეთ საკვები, როგორიცაა კალე, ლობიო, ჩაი, ისპანახი და ბროკოლი შეიცავს კემპფეროლს; პომიდორი, კალე, ვაშლი და ჩაი შეიცავს კვერცეტინს; ჩაი, ღვინო, კალე, ფორთოხალი და პომიდორი შეიცავს მირიცეტინს; ხოლო მსხალი, ზეითუნის ზეთი, ღვინო და ტომატის წვენი შეიცავს იზორჰამნეტინს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ისევ დაიძრა

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი სამი ათწლეულის შემდეგ პირველად ისევ დაიძრა. აისბერგი როდ-აილენდის შტატზე დიდია.

4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა.

მოსალოდნელია, რომ A23a ანტარქტიდის ცირპოლარული დინებასთან ერთად გადაინაცვლებს და საბოლოოდ სამხრეთ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდება.

აისბერგის მოულოდნელი გააქტიურების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი, შესაძლოა, კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.

თუმცა ასევე, არ არის გამორიცხული, რომ აისბერგი ნაწილებად დაიშალოს ისევე, როგორც ეს A68-ს შემთხვევაში მოხდა. 2020 წელს, არ გამართლდა ექსპერტების შიში, რომ A68 სწორედ კუნძულ სამხრეთ ჯორჯიას შეეჯახებოდა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+-ში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+ ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

გიორგი ფხაკაძე MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

MMT ჰოსპიტალი- წარმოადგენს პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბს. ულტრათანამედროვე მეთოდების, მაღალტექნოლოგიური, მუდმივად განახლებადი აპარატურისა და მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალის წყალობით ჩვენთან უზრუნველყოფილია კომპლექსური, ინდივიდუალური მიდგომა ყოველი პაციენტებისადმი.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

გიორგი ფხაკაძე MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

MMT ჰოსპიტალი- წარმოადგენს პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ჰაბს. ულტრათანამედროვე მეთოდების, მაღალტექნოლოგიური, მუდმივად განახლებადი აპარატურისა და მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალის წყალობით ჩვენთან უზრუნველყოფილია კომპლექსური, ინდივიდუალური მიდგომა ყოველი პაციენტებისადმი.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights