„ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და მკურნალობაც კი“
სასმელ წყალში პლასტმასის ბოთლების მიკრობების შენარჩუნების პოტენციური რისკები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს შეისწავლოს მიკროპლასტიკური ნაწილაკების პოტენციური რისკები ჩამოსხმულ სასმელ წყალში.
ტესტირება ჩატარდა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრედონიაში.
მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების მიერ ჩამოსხმული წყლის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლეს, – ცხრა ქვეყნიდან 250 ბოთლი წყალი. თითქმის ყველა ბოთლი იპოვეს პლასტმასის ნაწილაკები.
“ყველა ბოთლში, ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდა პლასტმასის ნაწილაკები სასმელ წყალში. კვლევით დადგინდა, რომ ეს ეხება ყველაფერს. პლასტმასი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ახლა ის აღწევს წყალში და სხვა პროდუქტებში, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ ” – თქვა ქიმიის პროფესორმა შერი მეისონმა.
გასულ წელს, შერი მეისონის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევისას პლასტმასის ნაწილაკები ჩამოსხმულ წყალში, ზღვის პროდუქტებში, ლუდში, ზღვის წყალსა და ჰაერშიც კი აღმოაჩინა.
პროფესორმა მეისონმა და მისმა კოლეგებმა სპეციალური ფილტრის საშუალებით პლასტიკური ნაწილაკების რაოდენობა დაითვალეს, რომელთა ზომამ გადააჭარბა 100 მიკრონს, ანუ ადამიანის თმის საშუალო სისქეს.
შემდეგ, იმ პლასტმასის ნაწილაკები, რომელთა ზომამ მათ საშუალება მისცა, გაანალიზეს სპექტრომეტრზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს მართლაც პლასტმასი იყო.
დღემდე არ არის დადასტურებული, რომ პლასტმასის მიკროპრობებს შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენონ, მაგრამ ასევე არაა ბოლომდე შესწავლილი მათი მავნე ეფექტები.
ინოვაციური IVF პროცედურა – დაიბადნენ პირველი ბავშვები სამი მშობლის დნმ-ით
დიდ ბრიტანეთში ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ნოვატორული პროცედურის გამოყენების შემდეგ დაიბადნენ ბავშვები, რომლებსაც 3 მშობლის – დედის, მამისა და კიდევ ერთი ქალის დნმ-ი აქვთ. წერს The Guardian-ი.
ექიმებმა ჩაატარეს ინოვაციური IVF პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებს განუკურნებელი დაავადებების მემკვიდრეობით აღკვეთას.
ამ მეთოდის გამოყენებით დაბადებული ბავშვების ზუსტ რაოდენობას არ ხმაურდება კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.
ამ მეთოდის მიზანი განუკურნებელი მიტოქონდრიული დაავადებების თავიდან აცილებაა. ეს დაავადებები მემკვიდრეობით გადადის ნაყოფზე დედისგან, რომელსაც კვერცხუჯრედშიც დაზიანებული მიტოქონდრიები აქვს.
ადამიანები მთელ მიტოქონდრიას დედისგან იღებენ მემკვიდრეობით, ამიტომ მავნე მუტაციები “ბატარეებში” შეიძლება გავლენა იქონიოს ყველა ბავშვზე.
დაზიანებული კვერცხუჯრედიდან იღებენ გენეტიკური მასალის შემცველ ბირთვს და ათავსებენ ჯანმრთელი ქალი-დონორის კვერცხუჯრედში, რომლიდანაც ბირთვი წინასწარ არის ამოღებული. ბავშვი დედისა და მამის დნმ-ის 99,8%-ს იღებს, ასევე დონორის გენეტიკური მასალის მცირე ნაწილს (დაახლოებით 37 გენს).
ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ჯანმრთელი დაიბადოს, რადგან ისინი მემკვიდრეობით იღებენ მუტაციური მიტოქონდრიების მხოლოდ მცირე ნაწილს. სხვებმა შეიძლება გაცილებით მეტი მიიღომ მემკვიდრეობით და განვითარდეს მძიმე, პროგრესირებადი და ხშირად ფატალური დაავადებები. დაახლოებით 6000 ჩვილიდან ერთს აწუხებს მიტოქონდრიული დარღვევები.
დიდმა ბრიტანეთმა ხელოვნური განაყოფიერება სამი მშობლის დნმ-ით 2015 წელს დაუშვა. მსოფლიოში პირველი ასეთი ბავშვი კი მექსიკაში, 2016 წელს დაიბადა. მისი მშობლები იორდანიიდან არიან და პროცედურას გენეტიკური დაავადების გამო მიმართეს, რომელიც შვილების ყოლის საშუალებას არ აძლევდათ.
მეცნიერული ტრიუმფი – მსოფლიოში პირველი წამალი, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების სამკურნალოდ
გადაეცემა თუ არა იმუნიტეტი დედისგან შვილზე ძუძუთი კვების დროს?
რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმზე, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ამ პროცესებს…
ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი, იგივე ავიტამინოზი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მდგომარეობაა. თუ დეფიციტი მძიმე არ არის, ის ხშირად კლინიკურად ამოუცნობია, თუმცა ზოგ შემთხვევაში, ამავდროულად მსუბუქ დეფიციტსაც კი შეიძლება ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ჰქონდეს.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგი ქეთი გაბაიძე საუბრობს, რა გავლენას ახდენს ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმზე, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ამ პროცესებს და როგორ შევივსოთ მათი დანაკლისი.
იაპონიაში ათასობით მკვდარი თევზი სანაპიროზე გამოირიყა
ხუთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან
შესაძლებელია თუ არა გაფანტული სკლეროზის განვითარების ბიოლოგიური მექანიზმების დადგენა? ეს კითხვა დაუსვეს საკუთარ თავს პარიზის ტვინის ინსტიტუტის მეცნიერებმა თავიანთი ახალი ნაშრომის ფარგლებში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neurology.
მათ დაადგინეს, რომ არსებობს ხუთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან რამდენიმე წლის შემდეგ. ამრიგად, ისეთი დარღვევების სიხშირე, როგორიცაა დეპრესია, ყაბზობა და საშარდე გზების ინფექციები (კერძოდ, ცისტიტი) დაკავშირებულია გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან 5 წლის შემდეგ. სინამდვილეში, ასეთი შედეგები ხელს უწყობს დაავადების პროდრომული ფაზის აღწერას, მაგრამ არ იძლევა ადრეული გამოვლენის მეთოდის შემუშავებას.
სააფთიაქო ნარკომანია – რამდენიმე აფთიაქი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდა
ჯანდაცვის სამინისტრომ კანონის საწინააღმდეგოდ გაცემული რეცეპტების უპრეცედენტო რაოდენობა გამოავლინა. წლიურად გაცემული დოკუმენტების ნახევარი, 3457 რეცეპტი, უკანონოდ, სწორედ იმ სამმა კლინიკამ გასცა, რომელიც დაიხურა.
ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ზოგიერთი ფსიქოტროპული აფთიაქი ურეცეპტოდ ყიდის. მომხმარებლები კოდურ სიტყვებს იყენებენ.
საავადმყოფოებისა და ამბულატორიების საყურადღებოდ – გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
გიორგი ფხაკაძე საავადმყოფოებში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესებს ადგილზე გაეცნო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ამ წლის 30 დეკემბრამდე საქართველოში არსებულმა ყველა კლინიკამ, ყველა ამბულატორიამ ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ კონტრაქტი.
გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…
„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კლინიკები ხარისხზე არიან ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
„ეს ჩართვა არის სამედიცინო დაწესებულებებისათვის, საქართველოში.
ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ სწორი ინფორმაცია, მოსახლეობამ მიიღოს საუკეთესო სერვისი საუკეთესო ხარისხით.
მაქსიმალურად ვცდილობ, თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კუთხით, თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, ამა წლის 30 დეკემბრამდე საქართველოში არსებულმა ყველა კლინიკამ, ყველა ამბულატორიამ ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინონ კონტრაქტი, რომ ისინი ახორციელებენ აკრედიტაციას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელიც გაწერილია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
რაც შეეხება ამბულატორიებს, უნდა გაიარონ აკრედიტაცია ან ISO სერტიფიკაცია…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან










