საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
„არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე“
ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ღვიძლზე
ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ღვიძლზე
ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მიზეზია ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება დიდი ხნის განმავლობაში. საერთოდ, მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა (რამდენი და რამდენად ხშირად) განსაზღვრავს ღვიძლის დაზიანების რისკსა და ხარისხს. ქალები უფრო მოწყვლადნი არიან ღვიძლის დაზიანების თვალსაზრისით, ვიდრე მამაკაცები. წლების განმავლობაში ქალისთვის დღეში სულ მცირე, დაახლოებით 14,6გ სუფთა ალკოჰოლის (დაახლოებით 184მლ ღვინო, 370მლ ლუდი ან 60მლ ვისკი), ხოლო მამაკაცისთვის დღეში 56,6 გ სუფთა ალკოჰოლის (590მლ ღვინო, 1180მლ ლუდი ან 177მლ ვისკი) მიღებამ შეიძლება ღვიძლი დააზიანოს. ამასთან, დაზიანების გამომწვევი ალკოჰოლის რაოდენობა სხვადასხვაა. ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლს, პირველი სიმპტომები უვითარდებათ ცხოვრების მე-3 დეკადაში, ხოლო სერიოზული დაზიანების ნიშნები – მე-4 დეკადაში.
ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანების 3 ტიპი:
ცხიმის დაგროვება (ღვიძლის გაცხიმოვნება ან სტეატოზი):
სიმპტომები, ჩვეულებრივ, არ არის. ზოგჯერ ღვიძლი გადიდებულია ან დარბილებულია, ან დიდიც არის და რბილიც;
ანთება (ალკოჰოლური ჰეპატიტი):
შესაძლებელია ცხელება, სიყვითლე, დაღლილობა და რბილი, მტკივნეული, გადიდებული ღვიძლი, მადის დაქვეითება. შეიძლება გაჩნდეს ობობასმაგვარი ვენური ქსელი.
ციროზი: შესაძლოა აღინიშნოს რამდენიმე სიმპტომი ან ალკოჰოლური ჰეპატიტის მსგავსი ჩივილები. ზოგიერთს, უვითარდება ციროზის გართულებები.
თუ ადამიანი ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებით აგრძელებს ალკოჰოლის მიღებას, დაზიანება პროგრესირებს და გამოსავალი, ჩვეულებრივ, ლეტალურია. თუ სასმლის მიღება შეწყდება, დაზიანება შეიძლება ნაწილობრივ გამოსწორდეს. ასეთები, სავარაუდოდ, უფრო მეტ ხანს ცხოვრობენ.
მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზაა ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა. ამის გაკეთება ერთობ ძნელია. პაციენტს შეიძლება დაეხმაროს ფორმალიზებულ გამაჯანსაღებელ პროგრამაში მონაწილეობა, ასეთია, მაგალითად, „ანონიმური ალკოჰოლიკების პროგრამა”.
ღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები
ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები
დიაგნოზი
ციროზის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს და რისკფაქტორების (მაგალითად, ალკოჰოლიზმი) გათვალისწინებას. ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმმა შეიძლება შეიგრძნოს მცირე ზომის მკვრივი ღვიძლი, ზოგჯერ – მცირე ზომის კვანძები ღვიძლის ზედაპირზე ან გადიდებული ელენთა.
ღვიძლის ფუნქციების შეფასების მიზნით სისხლის ანალიზები ტარდება. შედეგები ხშირად ნორმალურია, რადგანაც კვლევის ეს მეთოდი შედარებით ნაკლებად მგრძნობიარეა, ხოლო ღვიძლს ძალიან დიდი რეზერვები აქვს, მაშინაც კი შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, როდესაც მისი საერთო აქტივობა ნორმის 85%-ით არის შემცირებული. ტარდება სისხლის კლინიკური ანალიზი ანემიის ან სხვა გადახრების გამოსავლენად, ჰეპატიტის ან სხვა სავარაუდო მიზეზის დასადგენად. ულტრაბგერამ და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გამოავლინოს ღვიძლის შეჭმუხვნა ან პათოლოგიური კონფიგურაცია, რაც სავარაუდოს ხდის ციროზის არსებობას. რადიონუკლიდური სკანირების (გამოიყენება რადიოაქტიური იზოტოპი) დროს შეიძლება განისაზღვროს, ღვიძლის რომელი ნაწილი ფუნქციონირებს ნორმალურად და რომელია დანაწიბურებული. თუ დიაგნოზი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია, ტარდება ღვიძლის ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპით გამოკვლევის მიზნით). ეს უკანასკნელი და, ზოგჯერ, სისხლის ანალიზები გვეხმარება ციროზის მიზეზის განსაზღვრაში.
თუ ციროზის დიაგნოზი დადასტურდა, ყოველ 6-12 თვეში უნდა ჩატარდეს გამოკვლევები ღვიძლის სიმსივნის გამოსავლენად; იგულისხმება სისხლის ანალიზი ალფა-ფეტოპროტეინის დონის განსასაზღვრავად და ულტრასონოგრაფია. ალფა-ფეტოპროტეინის (ნაყოფის ღვიძლის უმწიფარი უჯრედების მიერ წარმოქმნილი ცილა) დონე იმატებს, თუ ღვიძლში სიმსივნე ვითარდება.
პროგნოზი და მკურნალობა
ციროზი, ჩვეულებრივ, პროგრესირებადი დაავადებაა. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა აფერხებს ღვიძლის შემდგომ დანაწიბურებას, მაგრამ უკვე მიყენებული ზიანის შებრუნება არ ხდება. ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღების გაგრძელებაც კი განაპირობებს დაავადების პროგრესირებას და სერიოზულ გართულებებს, მათ შორის სისხლიან ღებინებას, სითხის დაგროვებას მუცლის ღრუში. გამოსავალი არაკეთილსაიმედოა.
ციროზის სამკურნალო მეთოდები არ არსებობს. პროგრესირების შეფერხება შესაძლებელია ადრეულ სტადიებზე. აუცილებელია მიზეზის მოცილება და გართულებების მკურნალობა. პაციენტმა უნდა მიაწოდოს ექიმს ინფორმაცია იმ წამლების შესახებ, რომლებსაც იღებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისა და კვებითი დანამატების შესახებ, რადგან დაზიანებულ ღვიძლში შეიძლება მათი გადამუშავება შეფერხდეს. თუ ადამიანი იღებს წამალს, რომელიც ღვიძლში გადამუშავდება, მაშინ დოზის შემცირებაა საჭირო იმისათვის, რომ დაზიანება არ გაღრმავდეს.
ღვიძლის ციროზის შორსწასული ფორმის დროს საკვებში ცილისა და სუფრის მარილის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, სასურველია ვიტამინების მიღება.
ღვიძლის გადანერგვამ შეიძლება სიკვდილს გადაარჩინოს პაციენტები, რომელთაც ციროზის შორსწასული ფორმა აქვთ. თუ პაციენტი აგრძელებს ალკოჰოლის მიღებას, ან ვერ მოხდა სხვა გამომწვევი მიზეზის მოცილება, შეიძლება გადანერგილ ღვიძლშიც განვითარდეს ციროზი. ამის გამო, ღვიძლის გადანერგვა არ ტარდება, თუ ადამიანმა მინიმუმ 6 თვე მაინც არ შეიკავა თავი ალკოჰოლის მიღებისგან.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
გახანგრძლივებული რინიტის, გაციების გამომწვევი მიზეზები
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
გახანგრძლივებული რინიტის, გაციების გამომწვევი მიზეზები
„კოვიდის გადატანის შემდეგ ბავშვებს აქვთ გახანგრძლივებული რინიტი. აქ ცხვირის უკან გადადენის სიმპტომი არის ხოლმე. ეს მკურნალობას ექვემდებარება. ცხვირიდან გამონადენი და ცხვირის გაჭედვა ახასიათებს ალერგიულ რინიტსაც. შეიძლება იყოს გახანგრძლივებული რინიტი, თან ახლდეს უკვე გაჭედვა და ცხვირის ქავილი, შეიძლება იყოს იზოლირებულად ან რინიტი, ან გაჭედვა. ამ დროს ვერ ხვდებიან მიზეზს. ამის მიზეზი ისევ ალერგიული პროცესია.
შვიდ წლამდე ასაკში ხშირად არის გართულებები, ძილის დარღვევა, პირღია ძილი, რასაც ხანგრძლივი პროცესის შემთხვევაში, პირის ღრუში ხახის ფორმირება შეიძლება შეიცვალოს, ორთოდონტული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს, არის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, პირის ღრუს გარემო ირღვევა. არის ტუტე გარემო, ლორწოვანის ამომფენი ეპითელიუმი და ამ მხრივ ყურადღება არის მისაქცევი. ადენოიდიც, ტონზილიბც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანდაყოლილ იმუნიტეტში.
წინ წამოიწია ლორწოვანის მნიშვნელობამ სასუნთქ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ლიმფური ჯირკვლები და ლიმფური სადინრები ლიმფურ ორგანოებს მიეკუთვნება და მათი მნიშვნელობის დაკნინება არ შეიძლება. ტონზილი და ადენოიდიც არის პირველადი ბარიერი, რომელიც იცავს სასუნთქ სისტემას შეჭრილი ალერგენისგან თუ მიკროორგანიზმისგან“.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
ბავშვების 30%-ს მეტყველების პრობლემა აქვს! – გაჯეტების ზემოქმედება ტვინზე და გამოსავალი
სადილის დროს ყველა ტელეფონში იყურებს, ცალი ხელით ჭამენ, ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამას მოჰყვება სოციალიზაციის სერიოზული პრობლემა…“
„ნებისმიერი მწერის ნაკბენზე ხდება ეჭვის მიტანა ბორელიოზზე და ზოგჯერ არასაჭირო კვლევები და მკურნალობაც კი“
სასმელ წყალში პლასტმასის ბოთლების მიკრობების შენარჩუნების პოტენციური რისკები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპირებს შეისწავლოს მიკროპლასტიკური ნაწილაკების პოტენციური რისკები ჩამოსხმულ სასმელ წყალში.
ტესტირება ჩატარდა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრედონიაში.
მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების მიერ ჩამოსხმული წყლის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლეს, – ცხრა ქვეყნიდან 250 ბოთლი წყალი. თითქმის ყველა ბოთლი იპოვეს პლასტმასის ნაწილაკები.
“ყველა ბოთლში, ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდა პლასტმასის ნაწილაკები სასმელ წყალში. კვლევით დადგინდა, რომ ეს ეხება ყველაფერს. პლასტმასი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ახლა ის აღწევს წყალში და სხვა პროდუქტებში, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ ” – თქვა ქიმიის პროფესორმა შერი მეისონმა.
გასულ წელს, შერი მეისონის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევისას პლასტმასის ნაწილაკები ჩამოსხმულ წყალში, ზღვის პროდუქტებში, ლუდში, ზღვის წყალსა და ჰაერშიც კი აღმოაჩინა.
პროფესორმა მეისონმა და მისმა კოლეგებმა სპეციალური ფილტრის საშუალებით პლასტიკური ნაწილაკების რაოდენობა დაითვალეს, რომელთა ზომამ გადააჭარბა 100 მიკრონს, ანუ ადამიანის თმის საშუალო სისქეს.
შემდეგ, იმ პლასტმასის ნაწილაკები, რომელთა ზომამ მათ საშუალება მისცა, გაანალიზეს სპექტრომეტრზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს მართლაც პლასტმასი იყო.
დღემდე არ არის დადასტურებული, რომ პლასტმასის მიკროპრობებს შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენონ, მაგრამ ასევე არაა ბოლომდე შესწავლილი მათი მავნე ეფექტები.
ინოვაციური IVF პროცედურა – დაიბადნენ პირველი ბავშვები სამი მშობლის დნმ-ით
დიდ ბრიტანეთში ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ნოვატორული პროცედურის გამოყენების შემდეგ დაიბადნენ ბავშვები, რომლებსაც 3 მშობლის – დედის, მამისა და კიდევ ერთი ქალის დნმ-ი აქვთ. წერს The Guardian-ი.
ექიმებმა ჩაატარეს ინოვაციური IVF პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებს განუკურნებელი დაავადებების მემკვიდრეობით აღკვეთას.
ამ მეთოდის გამოყენებით დაბადებული ბავშვების ზუსტ რაოდენობას არ ხმაურდება კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.
ამ მეთოდის მიზანი განუკურნებელი მიტოქონდრიული დაავადებების თავიდან აცილებაა. ეს დაავადებები მემკვიდრეობით გადადის ნაყოფზე დედისგან, რომელსაც კვერცხუჯრედშიც დაზიანებული მიტოქონდრიები აქვს.
ადამიანები მთელ მიტოქონდრიას დედისგან იღებენ მემკვიდრეობით, ამიტომ მავნე მუტაციები “ბატარეებში” შეიძლება გავლენა იქონიოს ყველა ბავშვზე.
დაზიანებული კვერცხუჯრედიდან იღებენ გენეტიკური მასალის შემცველ ბირთვს და ათავსებენ ჯანმრთელი ქალი-დონორის კვერცხუჯრედში, რომლიდანაც ბირთვი წინასწარ არის ამოღებული. ბავშვი დედისა და მამის დნმ-ის 99,8%-ს იღებს, ასევე დონორის გენეტიკური მასალის მცირე ნაწილს (დაახლოებით 37 გენს).
ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ჯანმრთელი დაიბადოს, რადგან ისინი მემკვიდრეობით იღებენ მუტაციური მიტოქონდრიების მხოლოდ მცირე ნაწილს. სხვებმა შეიძლება გაცილებით მეტი მიიღომ მემკვიდრეობით და განვითარდეს მძიმე, პროგრესირებადი და ხშირად ფატალური დაავადებები. დაახლოებით 6000 ჩვილიდან ერთს აწუხებს მიტოქონდრიული დარღვევები.
დიდმა ბრიტანეთმა ხელოვნური განაყოფიერება სამი მშობლის დნმ-ით 2015 წელს დაუშვა. მსოფლიოში პირველი ასეთი ბავშვი კი მექსიკაში, 2016 წელს დაიბადა. მისი მშობლები იორდანიიდან არიან და პროცედურას გენეტიკური დაავადების გამო მიმართეს, რომელიც შვილების ყოლის საშუალებას არ აძლევდათ.










