შაბათი, მაისი 9, 2026

ჰე­მან­გი­ო­მა არის ღვიძ­ლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე…

ჰე­მან­გი­ო­მა
ჰე­მან­გი­ო­მა არის ღვიძ­ლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა უამ­რა­ვი პა­თო­ლო­გი­უ­რი სის­ხლძარ­ღვის­გან.
აშ­შ-ში მო­ზარ­დე­ბის 1-5%-ს აქვს მცი­რე ზო­მის ჰე­მან­გი­ო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უსიმ­პტო­მო­ა. ამ სიმ­სივ­ნე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც სხვა მი­ზე­ზით ტარ­დე­ბა ულ­ტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (კტ/ჩთ). ეს სიმ­სივ­ნე­ე­ბი მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებს.
ჰე­მან­გი­ო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სიმ­პტო­მებს იწ­ვევს, ძალ­ზე იშ­ვი­ა­თი­ა. ჩვი­ლებ­ში ჰე­მან­გი­ო­მე­ბი თვი­თონ ქრე­ბი­ან. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ დი­დი ზო­მის ჰე­მან­გი­ო­მებს ახა­სი­ა­თებთ სიმ­პტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა სის­ხლის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი შე­დე­დე­ბა და გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა. ეს სიმ­სივ­ნე­ე­ბი მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ, რაც მო­ი­ცავს წამ­ლებს და პრო­ცე­დუ­რას, რო­მე­ლიც შე­ა­ჩე­რებს ჰე­მან­გი­ო­მის­თვის სის­ხლის მი­წო­დე­ბას; ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა ოპე­რა­ცი­აც.

ღვიძლის სიმსივნეები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ღვიძლის სიმსივნეები

ღვიძლის სიმსივნეები

ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნე შე­იძ­ლე­ბა კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი ან ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი იყოს. ღვიძ­ლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა პირ­ვე­ლად (სა­თა­ვეს იღებს ღვიძ­ლში) ან მე­ტას­ტა­ზურ (ვრცელ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მის სხვა ნა­წი­ლი­დან) სიმ­სივ­ნე­ე­ბად. ღვიძ­ლის კი­ბოს უმე­ტე­სო­ბა მე­ტას­ტა­ზუ­რი­ა. ღვიძ­ლში კი­ბოს ხში­რი გავ­რცე­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ სხე­უ­ლის სხვა ად­გი­ლას გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნი­დან მოწყ­ვე­ტი­ლი კი­ბოს უჯ­რე­დე­ბი შე­დის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ში და სა­ბო­ლო­ოდ ხვდე­ბა ღვიძ­ლში, რად­გან ღვიძ­ლი ფილ­ტრავს სხე­უ­ლის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლე­ბი­დან მო­მა­ვა­ლი სის­ხლის უმე­ტეს ნა­წილს.
კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი შე­და­რე­ბით ხში­რია და, ჩვე­უ­ლებ­რივ, ისი­ნი უსიმ­პტო­მო­ა. უმე­­ტე­სო­ბის აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა სხვა მი­ზე­ზით ჩა­ტა­­რე­ბუ­ლი ულ­ტრაბ­გე­რი­თი (ე­ქოს­კო­პი­უ­რი), კო­­­­მ­­­­პი­­უ­­ტე­რულ­-ტო­მოგ­რა­ფი­უ­ლი (კტ/ჩთ) ან მა­გ­­­­­­ნი­­­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის დროს (მრტ/­MღI). კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი იშ­ვი­ა­­თად იწ­ვე­ვენ ღვიძ­ლის გა­დი­დე­ბას ან სის­ხლდე­ნას მუც­ლის ღრუ­ში. ღვიძ­ლი ნორ­მა­ლუ­რად მუ­შა­ობს კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. ამის გა­მო, ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი ტეს­ტე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ნორ­მა­ში­ა.
ღვიძ­ლში შე­საძ­ლოა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სითხ­ის შემ­ცვე­ლი `ბუშ­ტუ­კე­ბი~ – ცის­ტე­ბი. მა­თი უმე­ტე­სო­ბა უსიმ­პტო­მოა და არ იწ­ვევს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს. მა­თი აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა შემ­თხვე­ვით, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის დროს. იშ­ვი­ა­თად, ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან ღვიძ­ლით, რო­მელ­შიც ბევ­რი ცის­ტაა (ამ და­ა­ვა­დე­ბას ღვიძ­ლის პო­ლი­კის­ტო­ზი ეწო­დე­ბა). ჩვე­უ­ლებ­რივ, ცის­ტე­ბი ჩნდე­ბა სხვა ორ­გა­ნო­ებ­შიც, მა­გა­ლი­თად, თირ­კმელ­ში (თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბა). ღვიძ­ლი იმა­ტებს ზო­მა­ში, მაგ­რამ, ჩვე­უ­ლებ­რივ, ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას აგ­რძე­ლებს.

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

მარიხუანას მოხმარება დაკავშირებულია გულის შეტევის, გულის უკმარისობის გაზრდილ რისკთან

მარიხუანას რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის, გულის უკმარისობისა და ინსულტის რისკს.
კვლევებიდან ერთ-ერთმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ მარიხუანას, აქვთ გულის უკმარისობის 34%-ით გაზრდილი რისკი, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არ იყენებენ ამ ნარკოტიკს. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 157,000 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა 4 წლის პერიოდში.
მეორე კვლევამ, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე და რომელმაც 65 წელზე მეტი ასაკის 28000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გაანალიზა, აჩვენა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც არ მოიხმარენ თამბაქოს, თუმცა არიან მარიხუანას მომხმარებლები, და რომლებსაც აქვთ მეორე ტიპის დიაბეტი, მაღალი წნევა და მაღალი ქოლესტერინი, აქვთ გულის შეტევის, ინსულტის, გულის გაჩერების ან არითმიის (არარეგულარული გულისცემა) სულ მცირე 20%-ით გაზრდილი რისკი.
კანაფის მოხმარების შესახებ უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ კანაფის მოწევა და ჩასუნთქვა ზრდის სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის (ნახშირბადის მონოქსიდი, მომწამვლელი აირი) და კუპრის (ნაწილობრივ დამწვარი წვადი ნივთიერების) კონცენტრაციას, ისევე, როგორც ეს თამბაქოს სიგარეტის ჩასუნთქვისას ხდება, რასაც უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური მოვლენების გაზრდილი რისკი მარიხუნას მომხმრებლებში.

რა არის აორტის განშრევებადი ანევრიზმა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

რა არის აორტის განშრევებადი ანევრიზმა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გულის ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან ქარაზანიშვილი, გვიყვება გულის დაავადებების, საყურადღებო სიმპტომებისა და ნაადრევი დიაგნოსტირების მნიშვნელობის შესახებ:

„გულიდან პირველი სისხძარღვი რომელიც გამოდის, ეს არის აორტა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისხლძარღვი და მთელ ორგანიზმში აორტის მეშვეობით გადაეცემა სისხლი, რომელიც კვებავს ჩვენს ორგანიზმს.

აორტა ნორმალურ სიტუაციაში უნდა იყოს 2-3 სმ. დიამეტრის. მას აქვს სამი შრე…“

ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის გაფართოებაა. იგი ჭეშმარიტია, როდესაც გაფართოებაში აორტის კედლის სამივე შრეა ჩართული. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება აორტის შუა შრის ელასტიკური ბოჭკოები, რის შედეგადაც ფიბროზული ქსოვილი სისტოლის (გულის შეკუმშვის) შემდეგ ბოლომდე ვეღარ უბრუნდება საწყის მდგომარეობას და სანათური ამ ადგილას გაფართოებული რჩება. თუ ანევრიზმა ტრავმის შედეგად განვითარდა, ხშირად ზიანდება აორტის შიგნითა ან შუა გარსი, რის გამოც ანევრიზმის კედელი მხოლოდ აორტის გარე შრისა და პერივასკულარული თრომბებისაგან შედგება და მას ცრუ ანევრიზმას ვუწოდებთ.

ანევრიზმა ფორმით თითისტარს ან ტომარას ჰგავს. თითისტარისებრი ანევრიზმისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვის გაფართოება ყველა მიმართულებით, მთელ გარშემოწერილობაზე (სწორედ ეს ანიჭებს მას თითისტარისებრ ფორმას), ხოლო ტომრისებრი ანევრიზმა მოიცავს სისხლძარღვის გარშემოწერილობის მხოლოდ ნაწილს. იგი ტომარასავით არის ჩამოკიდებული სისხლძარღვზე.
გარდა ამისა, გვხვდება განშრევებადი ანევრიზმა. ამ დროს დაზიანებული ინტიმიდან (აორტის კედლის შიდა შრიდან) სისხლი მედიალური (შუა) შრის გასწვრივ იჟონება და ვითარდება აორტის კედლის განშრევება…

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა – „მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდის ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა და აფეთქდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 10 წლის ბიჭს მეორე-მესამე ხარისხის მრავლობითი დამწვრობა აღენიშნებოდა.

დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა.

„პაციენტი შემოყვანილია თვითდინებით, ახლობლების მიერ დამწვრობით, განპირობებული პიროტექნიკით. დამწვრობა განისაზღვრება მეორე-მესამე ხარისხით. არის გულმკერდის, ყელის მიდამოებში. კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, დამწვრობის ცენტრში სტაბილურ მდგომარეობაში. დამწვრობის ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგან მრავლობითი დამწვრობა აქვს გულის, ყელის მიდამოში, ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას დამწვრობის ცენტრში, ამიტომ გადაყვანილია კატასტროფის ბრიგადის მიერ თბილისში. პაციენტი იყო კონტაქტური, 10 წლის ბიჭი“, – განაცხადა ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის ემერჯენსის მიმღებმა ექიმმა, ფატიმა ბეჟანიძემ.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრი ჩაერთო აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩაერთო აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

გიორგი ფხაკაძე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ეწვია. შეხვდა კლინიკის ხელმძღვანელობას.

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ეს დიდი პატივია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შპს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩამოყალიბდა ორი ცნობილი კლინიკის, ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის და წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გაერთიანების შედეგად.

შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი გაიხსნა ქ. თბილისში გორგასლის ქ. #95 ში 1979 წელს, მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ცნობილი პიროვნება ბატონი ნიკოლოზ ბარნოვი. 2007 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალპროფილური ჰოსპიტალი გადავიდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი დაფუძნდა ქ. თბილისში თარხნიშვილისქ #4-ში მდებარე პლატონ შუშანიას სახელობის #3 სამშობიარო სახლის ბაზაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს ლოცვა კურთხევით. სამშობიარო სახლის ბაზაზე ფუნქციონირებდა თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის სამეანო-გინეკოლოგიურ დარგის განვითარებასა და კადრების აღზრდაში.

2012 წლის 10 ოქტომბერს ორი კლინიკა გაერთიანდა და დაერქვა შპს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური კადრებით.

სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობს ვეფხვია ოდიშარია.

ცენტრთან თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანია, ქალაქის მერია და რაიონული გამგეობები.

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის #95.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

გიორგი ფხაკაძე პინეოს ეწვია – პინეო სამედიცინო ეკოსისტემა სამ თვეზე მეტია ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.

კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.

ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა სამ თვეზე მეტია ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

გიორგი ფხაკაძე პინეოს ეწვია. შეხვდა კლინიკის ახალ ხელმძღვანელობას. ისაუბრეს აკრიდატიციის პროცესის შესახებ.

გიორგი ფხაკაძე მოხარულია, რომ სამედიცინო დაწესებულებები ირჩევენ ხარისხს…

„საერთაშორისო აკრედიტაცია საქართველოში საკმაოდ წარმატებულად ინერგება. პინეო სამედიცინო ეკოსისტემა სამ თვეზე მეტია ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში. კლინიკა არის ხარისხზე ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

პინეო სამედიცინო ეკოსისტემა, როგორც მრავალპროფილური სამედიცნო ცენტრი, ყოფილი მეოთხე სამშობიარო სახლის ბაზაზე, 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ემსახურება ნებისმიერი სამედიცინო საჭიროების მქონე პაციენტს.  წარმოადგენს მეოთხე დონის კლინიკას. აერთიანებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, უახლეს მაღალტექნოლოგიურ სერვისებს და გამოცდილ სპეციალისტებს: ექიმებს, მედდებს და დამხმარე პერსონალს.

მრავალპროფილურობა კლინიკას საშუალებას აძლევს პაციენტებს ერთ სივრცეში შესთავაზოს სხვადასხვა მიმართულების მომსახურება:

  • ნევროლოგიური დეპარტამენტი დაკომპლექტებულია  პროფესიონალი, გამოცდილი კადრებით.  ნევროლოგიურ დეპარტამენტში, საქართველოში ერთ-ერთი პირველად დაინერგა ინსულტის რეპერფუზული თერაპიით მკურნალობა.
  • კლინიკაში ფუნქციონირებს კარდიოლოგიური დეპარტამენტი, სადაც მოქმედებს როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული სერვისები. დაინერგა მინიინვაზიური, კარდიოქირურგიული ოპერაციები, რომელიც წარმატებით სრულდება.
  • ქირურგიული დეპარტამენტი, სადაც ტარდება ყველა სირთულისა და მასშტაბის ქირურგიული ოპერაციები.
  • უროლოგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილება მომხმარებელს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს და თანამედროვე კვლევითი აპარატურის მეშვეობით უმღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
  • პედიატრიული სამსახური, სადაც რეგულარულად ტარდება სახელმწიფო კალენდრის მიერ დაწესებული ახალშობილთა და მოზარდთა აცრები, ასევე ახალშობილებისა და ბავშვების მონიტორინგი.
  • ჩვენი კლინიკა წამყვანია ორსულობის დროს ნაყოფის გენეტიკური პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მართვაში. ჩვენთან კეთდება ამნიოცენტეზი, რაც დროულად გვაძლევს ორსულთა დროული მართვის მენეჯმენტის საშუალებას.

კლინიკაში არის ემერჯენსს სერვისი, რეანიმაცია, ინტენსიური თერაპიის და ახალშობილთა მოვლის ინტენსიური თერაპიის განყოფილება.

კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური და ევროპული ხარისხის ლაბორატორია, რომელიც 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ემსახურება პაციენტებს.

პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ, მომხმარებელს ამიერკავკასიაში პირველმა წარუდგინა ინოვაციური კონცეფციის, სახლის ტიპის სამშობიარო – „პინეო ლაქშერი“. რომლის მთავარი მიზანი ორსულებისთვის კომფორტული და დაცული გარემოს შექმნაა.

ჩვენი მისიაა გავაუმჯობესოთ საქართველოში ჯანდაცვის სფერო სამედიცინო მომსახურების ამაღლების, მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდებითა და კლინიკურ სამედიცინო სფეროში საუკეთესო სტანდარტების დადგენის გზით.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

„არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე“

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

საუბრობს ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია:
„ყოველკვირეულად დაგეგმეთ თქვენი ზომიერი ფიზიკური აქტივობა, თანაც კვირაში 150 წუთი. ხუთი დღე 30-30 წუთი…
არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე…“
5 რჩევა ოპტიმალური ფიზიკური აქტოვობისთვის იხილეთ ვიდეოში
👉

ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ღვიძლზე

ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ღვიძლზე

ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების მიზეზია ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება დიდი ხნის განმავლობაში. სა­ერ­თოდ, მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა (რამდენი და რამდენად ხშირად) განსაზღვრავს ღვიძლის დაზიანების რის­კსა და ხარისხს. ქალები უფრო მოწყვლადნი არიან ღვი­ძ­ლის დაზიანების თვალსაზრისით, ვიდრე მამაკაცები. წლების განმავლობაში ქალისთვის დღეში სულ მცირე, და­ახ­ლოებით 14,6გ სუფთა ალკოჰოლის (დაახლოებით 184მლ ღვინო, 370მლ ლუდი ან 60მლ ვისკი), ხოლო მამაკაცისთვის დღეში 56,6 გ სუფთა ალკოჰოლის (590მლ ღვინო, 1180მლ ლუდი ან 177მლ ვისკი) მიღებამ შეიძლება ღვიძლი დააზიანოს. ამასთან, დაზიანების გამომწვევი ალკოჰოლის რაოდენობა სხვადასხვაა. ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლს, პირველი სიმპტომები უვითარდებათ ცხოვრების მე-3 დეკადაში, ხოლო სერიოზული დაზიანების ნიშნები – მე-4 დეკადაში.
ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზი­ა­ნე­ბის 3 ტიპი:
ცხიმის დაგროვება (ღვიძლის გაცხიმოვნება ან სტეა­­ტოზი):
სიმპტომები, ჩვეულებრივ, არ არის. ზოგჯერ ღვიძლი გა­დი­დებულია ან დარბილებულია, ან დიდიც არის და რბი­ლიც;
ანთება (ალკოჰოლური ჰეპატიტი):
შესაძლებელია ცხელება, სიყვითლე, დაღლილობა და რბი­ლი, მტკივნეული, გადიდებული ღვიძლი, მადის და­ქ­ვე­ითე­ბა. შეიძლება გაჩნდეს ობობასმაგვარი ვენური ქსე­ლი.
ციროზი: შესაძლოა აღინიშნოს რამდენიმე სიმპტომი ან ალკოჰოლური ჰეპატიტის მსგავსი ჩივილები. ზოგიერთს, უვი­თარდება ციროზის გართულებები.
თუ ადამიანი ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებით აგ­რ­ძე­ლებს ალკოჰოლის მიღებას, დაზიანება პროგრესირებს და გამოსავალი, ჩვეულებრივ, ლეტალურია. თუ სასმლის მიღება  შეწყდება, დაზიანება შეიძლება ნაწილობრივ გა­მოს­­წორდეს. ასეთები, სავარაუდოდ, უფრო მეტ ხანს ცხო­ვ­რობენ.
მკურნალობის ერთადერთი ეფექტური გზაა ალკოჰოლის მი­ღე­ბ­ის შეწყვეტა. ამის გაკეთება ერთობ ძნელია. პაციენტს შე­იძ­­ლება დაეხმაროს ფორმალიზებულ გამაჯანსაღებელ პროგ­­რამაში მონაწილეობა, ასეთია, მაგალითად, „ანონი­მუ­რი ალ­­­კოჰო­ლიკების პროგრამა”.

ღვიძლის გაცხიმოვნების ძირითადი მიზეზები

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები

ღვიძლის გაცხიმოვნება, ციროზი და მათთან დაკავშირებული დაავადებები

ალკოჰოლის მიღების აღკვეთას გადამწყვეტი მნი­შ­ვნელობა აქვს.
ციროზის მიზეზი ღვიძლის განმეორებადი ან უწყვეტი დაზიანება შეიძლება გახდეს. აშშ-ში ღვიძლის ციროზის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია ალკოჰოლიზმი – ალკოჰოლის მუდმი­ვი და ჭარბი რაოდენობით მიღება დიდი ხნის განმავლობაში. ასევე ხშირი მიზეზია ვირუსული ჰეპატიტი – ქრონი­კული ჩ ჰეპატიტი განვითარებულ ქვეყნებში და ქრონიკული B ჰეპატიტი აზიის და აფრიკის ბევრ რეგიონში. ღვიძლის გაცხიმოვნებამ (არაალკოჰოლური სტეატოჰეპა­ტიტი) და სხვა მეტაბოლურმა დარღვევებმა, როგორიცაა მაგალითად, რკინით გადატვირთვა (ჰემოქრომატოზი), აგრეთვე შეიძლება ციროზი გამოიწვიოს.
ციროზი 45-65 წლის ასაკის ადამიანების კო­ნ­ტი­ნ­გენტში სიკვდილის ყველაზე ხშირ მიზეზებს შო­­რის მესამე ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და სიმსივნეების შემ­დეგ. ნა­წი­ბუროვანი ქსოვილი ქმნის ზონრებს ღვი­ძ­ლში, ნადგურდება ღვიძლის შინაგანი სტრუ­ქ­­ტურა, უარეს­დება ღვიძლის რეგენერაციის უნა­­რი, აგ­რეთვე მისი ფუნქცია, სახელდობრ, და­ქ­­ვე­ითე­ბუ­ლია შემდეგი პროცესების გან­ხორცი­ელების შესაძლებლობა:
ორგანიზმში წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქ­ტე­ბის და­შლა;
საკმარისი რაოდენობით ნაღვლის მარილების გა­მო­მუ­შავება, რომლებიც ორგანიზმს ცხი­მე­ბის შეწოვაში ეხმარება;
ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან;
მედიკამენტების გადამუშავება (მეტაბოლი­ზმი);
პროტეინების გამომუშავება, რომლებიც ხელს
უწყობს სისხლის შედედებას (შედედების ფა­ქ­­ტო­­რე­ბი), მათ შორის ალბუმინისა, რომელიც სისხლძარ­ღ­ვებში სი­თხეს აკავებს.
ნაწიბუროვანი ქსოვილი აგრეთვე აბრკოლებს კა­რის ვენაში (ვენა, რომელსაც გადააქვს სისხლი ნა­წ­ლავებიდან ღვიძლისკენ) სისხლის დინებას. ამის შედეგია მაღალი წნევა პორტულ ვენაში (პორტუ­ლი ჰიპერტენზია). გარდა ამისა, ნაწი­ბუროვანმა ქსოვილმა შეიძლება შეაფერხოს ნა­ღ­ვლის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი მომწვანო-­მოყვითალო ფერის საჭმლის მომნელებელი სი­თხე) გადმოდინება ღვიძ­ლიდან.
სიმპტომები
ციროზის მსუბუქი ფორმის დროს ბევრ პა­ცი­ენტს სიმპტომები წლების განმავლობაში არ აღე­ნიშნება, ისინი თავს კარგად გრძნობენ. და­ავა­დებულთა დაახლოებით 1/3-ს არასოდეს უვითარდება სიმპტომები, სხვებს აქვთ სისუსტის, დაღლილობის, ავად ყოფნის შეგრძნება, უმადობა და წონაში კლება. შესაძლოა ხელის თითების უკანასკნელი ფალანგების გადიდება (დოლის ჯო­ხისებრი თითები). თუ ნაღვლის დინება ქრო­ნი­კულად შეფერხებულია, შეიძლება განვითარ­დეს სიყვითლე, დაიწყოს ქავილი, მცირე ზო­მის ყვითელი წარმონაქმნები (კვანძები) გამოჩნდეს კან­ზე, განსაკუთრებით ქუთუთოების გარშემო. იმის გამო, რომ დაზიანებული ღვიძლი ვეღარ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ნაღვლის მარილებს, გაუარესებულია ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E და K) შეწოვა, რის შედეგადაც ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, აქვს ცხიმიანი და უსიამოვნო სუნის განავალი (სტეატორეა), უმადობა. საკვები ნივთიერებების არასაკმარისი რაოდენობით მიღება და წონაში კლება ცხიმებისა და ვიტამინების შეწოვის დაქვეითებისა და უმადობის შედეგია.
ციროზით დაავადებულ პაციენტებს ღვიძლის მწვავე უკმარისობისა და ალკოჰოლიზმის გა­მო შე­საძლოა გამოაჩნდეთ სხვა სიმპტომებიც, სახელდობრ:
კუნთების განლევა (ატროფია);
ხელისგულების სიწითლე (პალმარული ერითემა);
მაჯის მყესების შეჭმუხვნით გამოწვეული თითების დეფორმაცია (დუპუიტრენის კონტრაქტურა);
მცირე ზომის ობობასმაგვარი სისხლძარღვები კანზე;
სანერწყვე ჯირკვლების გადიდება;
თავისა და ზურგის ტვინის გარეთ მდებარე ნერვების (პერიფერიული ნერვები) ფუნქციის მოშლა (იწვევს ნე­იროპათიას);
კაცებში სარძევე ჯირკვლების ზრდა (გინეკომასტია) და სათესლეების შეჭმუხვნა (ტესტიკულური ატროფია), რადგან დაზიანებული ღვიძლი ვეღარ შლის ესტროგენებს. იღლიაში თმიანობის შემცირება;
ელენთის გადიდება;
მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი);
ღვიძლის შეჭმუხვნა, ზოგჯერ გადიდება.
გართულებები: ციროზის მძიმე ფორმა და­მა­ტებითი პრობლემების წყაროა. კარის ვენაში წნე­ვის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის ქვედა ნაწილში (საყლაპავის ვარიკოზები), კუჭში (კუჭის ვარიკოზები) ან სწორ ნაწლავში (სწორი ნაწლავის ვარიკოზები) გაფართოებული, დაკლაკნილი ვენების ფორმირება. შესაძლებელია სისხლიანი ღებინება სისხლის დიდი რაოდენობის დაკარგვით, თუ სისხლდენის წყარო საყლაპავის ან კუჭის ვარიკოზებია. მაღალმა წნევამ კარის ვენაში და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს მუ­­ცე­ლში სითხის დაგროვება (ასციტი). შესაძლოა გან­­ვი­­თარდეს თირკმლების უკმარისობა და ტვინის ფუნ­ქცი­ონი­რების დარღვევა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). ნაღვლის გამოყოფის გაუარესების გამო D ვიტამინი ცუდად შეიწოვება, რამაც ოსტეოპოროზი შეიძ­ლება გამოიწვიოს. K ვიტამინის შეწოვის დაქვეითება სისხლდენადობისკენ მიდრეკილების მი­ზე­ზია. ელენთის გადიდება ხელს უშლის სისხლის უჯ­რედებისა და თრომბოციტების გადას­ვლას სის­ხლის მიმოქცევის სისტემაში. თავის მხრივ თრომ­ბოციტების რაოდენობის (მნიშვნე­ლო­­ვა­ნია სისხლის შედედებისთვის) შემცირება სის­ხ­ლში სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს. საჭ­­მლის მომ­ნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა ანე­­მი­ის მი­ზე­ზია. შესაძლოა ღვიძლის სიმსივნე (ჰე­პა­ტო­ცე­ლულური კარცინომა ან ჰეპატომა) განვითარ­დეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ციროზის გამომწვევი B ან ჩ ჰეპატიტია, ან ალკოჰოლიზმი.
დიაგნოზი
ციროზის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს და რისკ­ფაქ­ტორების (მაგალითად, ალკოჰოლი­ზ­მი) გათვალის­წი­ნე­ბას. ფიზიკური გამოკვლევის დროს ექიმმა შეი­ძლება შე­იგ­რძნოს მცირე ზომის მკვრივი ღვიძლი, ზოგჯერ – მცი­რე ზომის კვანძები ღვიძლის ზედაპირზე ან გადი­დე­ბული ელენთა.
ღვიძლის ფუნქციების შეფასების მიზნით სი­ს­­ხლის ანალიზები ტარდება. შედეგები ხშირად ნო­რ­მალურია, რადგანაც კვლევის ეს მეთოდი შედა­რებით ნაკლებად მგრძნობიარეა, ხოლო ღვიძლს ძალიან დიდი რეზერვები აქვს, მაშინაც კი შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, როდესაც მისი საერთო აქტივობა ნორმის 85%-ით არის შემცირებული. ტარდება სისხლის კლინიკური ანალიზი ანე­მი­ის ან სხვა გადახრების გამოსავლენად, ჰეპატი­ტის ან სხვა სავარაუდო მიზეზის დასადგენად. ულტრაბგე­რამ და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გა­მო­ავლინოს ღვიძლის შეჭმუხვნა ან პათოლოგიური კონფიგურაცია, რაც სავარაუდოს ხდის ციროზის არსებობას. რადიონუკლიდური სკა­ნირების (გამოიყენება რადიოაქტიური იზოტო­პი) დროს შეიძლება განისაზღვროს, ღვიძლის რომელი ნაწილი ფუნქციონირებს ნორმალურად და რომელია დანაწიბურებული. თუ დიაგნოზი ჯერ კიდევ და­უ­ზუს­ტებელია, ტარდება ღვიძლის ბიოფსია (ქსო­­ვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპით გამოკ­ვლევის მიზნით). ეს უკანასკნელი და, ზოგჯერ, სისხლის ანალიზები გვეხმარება ციროზის მიზეზის განსაზღვრაში.
თუ ციროზის დიაგნოზი დადასტურდა, ყოველ 6-12 თვეში უნდა ჩატარდეს გამოკვლევები ღვიძ­ლის სიმსივ­ნის გამოსავლენად; იგულისხმება სის­ხლის ანა­ლიზი ალ­ფა-ფე­ტოპროტეინის დონის განსასაზღვრავად და ულ­ტრ­ასო­ნოგ­რაფია. ალ­ფა-­ფე­ტოპროტეინის (ნაყოფის ღვიძ­ლის უმ­წიფარი უჯ­რედების მიერ წარმოქმნილი ცილა) დო­ნე იმა­ტებს, თუ ღვიძლში სიმსივნე ვითარდება.
პროგნოზი და მკურნალობა
ციროზი, ჩვეულებრივ, პროგრესირებადი და­ავა­დე­ბაა. ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა აფე­რ­ხებს ღვიძლის შემდგომ დანაწიბურებას, მაგ­რამ უკვე მიყენებული ზი­ანის შებრუნება არ ხდე­ბა. ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღების გა­გრძელებაც კი განაპირობებს დაავადების პროგრესირებას და სერიოზულ გართულებებს, მათ შორის სისხლიან ღებინებას, სითხის დაგროვებას მუცლის ღრუში. გამოსავალი არაკეთილსაიმედოა.
ციროზის სამკურნალო მეთოდები არ არსებობს. პროგრესირების შეფერხება შესაძლებელია ადრეულ სტა­დი­ებზე. აუცი­ლებელია მიზეზის მოცილება და გართუ­ლე­ბების მკურნალობა. პაციენტმა უნდა მიაწოდოს ექიმს ინფორმაცია იმ წამლების შესახებ, რომლებსაც იღებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისა და კვებითი დანამატების შესახებ, რადგან დაზიანებულ ღვიძლში შეიძლება მათი გადამუშავება შეფერხდეს. თუ ადამიანი იღებს წამალს, რომელიც ღვიძლში გადამუშავდება, მაშინ დოზის შემცირებაა საჭირო იმისათვის, რომ დაზიანება არ გაღრმავდეს.
ღვიძლის ციროზის შორსწასული ფორმის დროს საკვებში ცილისა და სუფრის მარილის რა­ოდენობა უნდა შეიზღუდოს, სასურველია ვიტა­მინების მიღება.
ღვიძლის გადანერგვამ შეიძლება სიკვდილს გადაარჩინოს პაციენტები, რომელთაც ციროზის შორსწასული ფორმა აქვთ. თუ პაციენტი აგ­­­რძელებს ალკოჰოლის მიღებას, ან ვერ მოხდა სხვა გამომწვევი მიზეზის მოცილება, შეიძლება გადანერგილ ღვიძლშიც განვითარდეს ციროზი. ამის გამო, ღვიძლის გადანერგვა არ ტარდება, თუ ადამიანმა მინიმუმ 6 თვე მაინც არ შეიკავა თავი ალკოჰოლის მიღებისგან.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights